თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ქართველი ემიგრანტები

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 12:36 AM

მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .

საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი"

და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . .

ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 12:38 AM

mnate

გაიხარე, ძალიან კარგი თემაა...

ამ თემას ასე კარგად ვერავინ გახსნიდა wink.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 20 2006, 12:44 AM

ხოოო... smile.gif ამ თემის წამოწყება მინდოდა რამოდენიმეჯერ მაგრამ მერე რახაცნაირათ მომერიდა, თანაც ასე ლამაზათ მაინც ვერ გავხსნიდი... wink.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 12:46 AM

salome

თემა აქტუალურია და ამდენად საინტერესო. . .

ხალხი რომლებიც ფესვების გარეშე ტკივილს განიცდის, სიყვარულის დიდ დოზას მოელის სამშობლოსგან, სამშობლო კი შორია. . . ამიტომ ჩვენ ადამიანები რომლებსაც საშუალება მოგვეცა ინტერნეტ სივრცით მათთან კონტაქტი დაგვემყარებინა, მოვალენი ვართ მივცეთ ის რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო დაკარგეს, მივცეთ ის ბედნიერება რაც საქართველოს მზის ყურებით აღიძვრება ჩვენში, ბრძენს სწორედ უთქვამს "ჯერ უნდა დაკარგო რომ დააფასო"

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 12:47 AM

ხომ, მე ძალიან გული შემტკივა ამდენი ქართველი რომ გადის სამშობლოდანsad.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 12:50 AM

ციტატა
ხომ, მე ძალიან გული შემტკივა ამდენი ქართველი რომ გადის სამშობლოდან

გული ყველას შესტკივა, როგორია როცა ხეს ტოტს მოატეხავ და სხვაგან ჩარგავ, მას ხომ ადაპტირება სჭირდება გარემოსთან, ამასთან ტკივილი არ უყუჩდება ჩამოშორების. . .

მაგრამ მას ყველაზე მეტად უყვარს ხე, რადგან იცის როგორია ცხოვრება მის გარეშე . . .

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 12:51 AM

თან ძალიან გულსატკენია, ზოგი ქართველი რომ ივიწყებს ქართველობას და აღარ უნდა დაბრუნება

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 12:54 AM

ციტატა
თან ძალიან გულსატკენია, ზოგი ქართველი რომ ივიწყებს ქართველობას და აღარ უნდა დაბრუნება

იცი რა არის სალო ცნობილი პრაქტიკაა "ჩვენგან წავიდნენ რადგან არ ყოფილან ჩვენთაგანნი" ეს ადამიანები მართლა წავიდნენ, აი ადამიანი რომელიც გულში საქართველოს სიყვარუსლ ატარებს და ფეხში ქართული მიწა უყრია, აქედან არ წასულა, იგი აქაა. . .

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 12:57 AM

გულსატკენიცაა და გასაბრაზებელიც, მე ეგეთი ადამიანი არ მეცოდება, რაც არ უნდა გაუჭირდეს!!!

შოთა, შენც დაწერე, მოგვიყევი რამეsmile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 20 2006, 12:57 AM

salome
ხო აი ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება როცა მიდიან და ავიცხდებათ სამშობლო, ანდაც შვილებს მშობლიურ ენას რომ აღარ ასწავლიან.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 01:01 AM

ციტატა
გულსატკენიცაა და გასაბრაზებელიც, მე ეგეთი ადამიანი არ მეცოდება, რაც არ უნდა გაუჭირდეს!!!

სიყვარული ჩემო სალო სიყვარული, ყველა უნდა გვიყვარდეს ვინც არ გიყვარს გძულს! ყველაფერი საბოლოოდ ორ უკიდურესობამდე დაიყვანება , ყველაფერი ბოლოს კარგად ან ცუდად ფასდება, ასეა აქაც ან გიყვარს ან გძულს, სიძულვილის განცდა კი ადამიანს ტანჯავს. . .

მაგრამ როდესაც ქართველი, გადაჯიშდები და სხვაგან მიდიხარ და პროსტიტუციით ირჩენ თავს მაპატიეთ და მე მას ქართველს ვერ ვუწოდებ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 20 2006, 01:02 AM

shota
შოთა შენ სად ხარ?

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 01:06 AM

ციტატა(mnate @ Aug 19 2006, 09:01 PM) *

სიყვარული ჩემო სალო სიყვარული, ყველა უნდა გვიყვარდეს ვინც არ გიყვარს გძულს! ყველაფერი საბოლოოდ ორ უკიდურესობამდე დაიყვანება , ყველაფერი ბოლოს კარგად ან ცუდად ფასდება, ასეა აქაც ან გიყვარს ან გძულს, სიძულვილის განცდა კი ადამიანს ტანჯავს. . .
მაგრამ როდესაც ქართველი, გადაჯიშდები და სხვაგან მიდიხარ და პროსტიტუციით ირჩენ თავს მაპატიეთ და მე მას ქართველს ვერ ვუწოდებ.

არა, სიძულვილისგან ღმერთმა დამოფაროს unsure.gif

ციტატა(shota @ Aug 19 2006, 08:57 PM) *

salome
ხო აი ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება როცა მიდიან და ავიცხდებათ სამშობლო, ანდაც შვილებს მშობლიურ ენას რომ აღარ ასწავლიან.

ხომ , ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, უცხოეთში მცხოვრებმა ბავშვებმა ქართული არ იციანsad.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 20 2006, 01:08 AM

salome
რავი რა მოგიყვეთ არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს ანდაც თავის მოწონებაში მაგრამ მიუხედავათ იმისა რომ ამდენი წელი ვარ აქ რა პროგრამებსაც რომ არ ვგეგმავდე ხოლმე ყველაფერი ბოლოს საქართველოს უკავშირდება, მართალი ეს ქვეყანაც ძალიან მიყვარს აქ გავიზარდე და ყველაფერი აქ შევისწავლე მაგრამ როგორც სამშობლო მარტო საქართველო დარჩება ჩემთვის ყოველთვის და დაბრუნებითაც დავბრუნდები აუცილებლათ ადრე თუ გვიან

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 01:08 AM

ციტატა
არა, სიძულვილისგან ღმერთმა დამოფაროს

ღმერთმა დაგვიფაროს სიძულვილისგან . . . სიძულვილი ადამიანს ტანჯავს. . . მითუმეტეს ნათელღებულ ადამიანს. . .

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 20 2006, 01:10 AM

ალექსანდრე
მე ისრაელში ვარ.
ალექსანდრე დხეს შემთხვევით ინტერნეთში დავბოდიალობდი და ერთეთ ფორუმზე ივერის შენ პოსტებს წავაცხდი.. smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 01:12 AM

ციტატა(shota @ Aug 19 2006, 09:08 PM) *

salome
რავი რა მოგიყვეთ არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს ანდაც თავის მოწონებაში მაგრამ მიუხედავათ იმისა რომ ამდენი წელი ვარ აქ რა პროგრამებსაც რომ არ ვგეგმავდე ხოლმე ყველაფერი ბოლოს საქართველოს უკავშირდება, მართალი ეს ქვეყანაც ძალიან მიყვარს აქ გავიზარდე და ყველაფერი აქ შევისწავლე მაგრამ როგორც სამშობლო მარტო საქართველო დარჩება ჩემთვის ყოველთვის და დაბრუნებითაც დავბრუნდები აუცილებლათ ადრე თუ გვიან

ის ქვეყანაც უნდა უყვარდეს ადამიანს, სადაც ცხოვრობს....

მე ერთ პატიმარს ვიცნობ, რომელიც უცხოეთში არის ციხეში, 13 წელი აქვს დარჩენილი(12 მოიხადა). ძალიან ცუდი ცხოვრება აქვს გამოვლილი, მაგრამ ეს 5 წელია მართლმადიდებელი გახდა, ნამდვილი ქრისტიანი, და ასე ამბობს, ყველაზე ძალიან ეს ციხე მიყვარს, მე აქ ვეზიარე ჭეშმარიტ სარწმუნოებასო...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 01:14 AM

ციტატა
salome
რავი რა მოგიყვეთ არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს ანდაც თავის მოწონებაში მაგრამ მიუხედავათ იმისა რომ ამდენი წელი ვარ აქ რა პროგრამებსაც რომ არ ვგეგმავდე ხოლმე ყველაფერი ბოლოს საქართველოს უკავშირდება, მართალი ეს ქვეყანაც ძალიან მიყვარს აქ გავიზარდე და ყველაფერი აქ შევისწავლე მაგრამ როგორც სამშობლო მარტო საქართველო დარჩება ჩემთვის ყოველთვის და დაბრუნებითაც დავბრუნდები აუცილებლათ ადრე თუ გვიან

ესაა სულისკვეთება. . .

ადამიანი რომელსაც არ სურს დაბრუნდეს თავის მიწაზე, არ სურს დაბრუნდეს და იცხოვროს აქ, შეურაცხყოფს იმ ამაგს რაც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწის დასაცავად გაწიეს, მათ ხომ მხოლოდ იმიტომ დათმეს სიცოცხლე რომ ჩვენ აქ გვეცხოვრა და გვებედნიერა? რომ ჩვენ მათი შთამომავლობას ამ მიწაზე სიცოცხლით განგვედიდებინა უფალი? და რომ ამ მიწიდან ასულიყო მათი სულების ხსენების ლოცვა? ეს ხომ მათ სურდათ? რა პასუხს აძლევს ზეციურ საქართველოს?

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 20 2006, 01:31 AM

mnate
ლევან შენ ნამეტანი ბავშურად ითხოვ ფასუხს მაგ საკითხზე, ყველა ემიგრანტს თავისი ისტორია აქვს, და გასაჩირი გავლილი და მაგათ მაგივრად მე ფასუხს ვერ გაგცემ მაგრამ ვიცი ბევრი რომ ძაანაც ენატრებათ თავიანთი მიწა წყალი მაგრამ ჯერ ჯერობით არა აქვთ საშვალება რომ დაბრუნდენ არიან ისეთებიც ვისაც საკუთარი შვილები არ უნახავთ წლობით იზრდებიან ბავშვები კი ამასობაში, და როგორ ფიქრობ მაგათ სიამოვნებთ ასე ცხოვრება, შენთვის შეიძლება ადვილია ეგრე ადვილათ წარმოადგინო ყველანი ერთ კალათაში ვითომხაც ეს ხალხი სხვებზე ნაკები პატრიოტები არიან, უბრალოთ ცხოვრებამ აიძულათ.
და აღარაფერი მინდა ვთქვა მათ დამსახურებებზე როგორ ფიქრობ საქართველოში რაც ინვესტიცია შემოდის ნახევარზე მეთი ვინ არიან? ანდაც ლარის კურსი რომ ასე მყარად დგას და კუპუნივით არ ეცემა ვისი დამსახურება ეს..

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 02:13 AM

არა შოთ მე სხვა რამ ვიგულისხმე, ანუ ადამიანები რომლებიც ნებით წავიდნენ აქედან და არაფერს უიძულებია. . . ზემოთ კარგაფ წაიკითხე კონტექსტი. . . ანუ ადამიანი რომელსაც არ უნდა დაბრუნდეს, სხვაა აქვს თუ არა მას საშუალება, ანუ მე ეს ყველაფერი მესმის. . . ეს იმათზე ვთქვი რომ იძახიან "მილიონიც რომ მქონდეს საქართველოში არ ჩავალ" მე მყავს ასეთი ნათესავი და იმიტომ ვამბობ. . .

ყველაფერი გასაგებია და მესმის wink.gif უბრალოდ არსებობს ადამიანთა კატეგორია რომელსაც უბრალოდ არ უნდა აქ ცხოვრება. . . ხსენებული ამ ხალხს ეხებოდა. . .

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 20 2006, 03:15 PM

shota

ციტატა
მე ისრაელში ვარ.

და როგორ მოხვდი მანდა? სწავლობ? მუშაობ? თუ რას საქმიანობ? cool.gif
ციტატა
ალექსანდრე დხეს შემთხვევით ინტერნეთში დავბოდიალობდი და ერთეთ ფორუმზე ივერის შენ პოსტებს წავაცხდი..

მართლა? რაო მერე რა მეწერა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 20 2006, 03:15 PM

ციტატა(shota @ Aug 19 2006, 09:31 PM) *

mnate
ლევან შენ ნამეტანი ბავშურად ითხოვ ფასუხს მაგ საკითხზე, ყველა ემიგრანტს თავისი ისტორია აქვს, და გასაჩირი გავლილი და მაგათ მაგივრად მე ფასუხს ვერ გაგცემ მაგრამ ვიცი ბევრი რომ ძაანაც ენატრებათ თავიანთი მიწა წყალი მაგრამ ჯერ ჯერობით არა აქვთ საშვალება რომ დაბრუნდენ არიან ისეთებიც ვისაც საკუთარი შვილები არ უნახავთ წლობით იზრდებიან ბავშვები კი ამასობაში, და როგორ ფიქრობ მაგათ სიამოვნებთ ასე ცხოვრება, შენთვის შეიძლება ადვილია ეგრე ადვილათ წარმოადგინო ყველანი ერთ კალათაში ვითომხაც ეს ხალხი სხვებზე ნაკები პატრიოტები არიან, უბრალოთ ცხოვრებამ აიძულათ.
და აღარაფერი მინდა ვთქვა მათ დამსახურებებზე როგორ ფიქრობ საქართველოში რაც ინვესტიცია შემოდის ნახევარზე მეთი ვინ არიან? ანდაც ლარის კურსი რომ ასე მყარად დგას და კუპუნივით არ ეცემა ვისი დამსახურება ეს..

შოთა, ეგეთებიც ბევრია და ისეთებიც, რომლესაც საქართველოს გაგონებაც არ უნდათ, მე მყავს ეგეთი მეგობარი, ამ ზამთარში იყო ჩამოსული და სულ შეცვლილი იყო, როდის გავარდებოდა, ერთი სული ჰქონდაsad.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 03:22 PM

ციტატა
შოთა, ეგეთებიც ბევრია და ისეთებიც, რომლესაც საქართველოს გაგონებაც არ უნდათ, მე მყავს ეგეთი მეგობარი, ამ ზამთარში იყო ჩამოსული და სულ შეცვლილი იყო, როდის გავარდებოდა, ერთი სული ჰქონდა

კი მაგალითად,მამაჩემის ბიძა 20 წლია გერმანიაშია, სულ ჰაინეს და გოეთეს ახსენებს sad.gif

პ.ს ესენი მეც მიყვარს მაგრამ ის სხვანაირად ახსენებს tongue.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Aug 20 2006, 08:43 PM

ციტატა
მართლა? რაო მერე რა მეწერა?

რა გეწერა და მე რაც წავიკითხე ერთეთ რუსულ საიტზე ლაპარაკობდით და ლექციები იყო mp3 სამის ერთეთ რუსულ მოძღვარზე და ასევე დოკუმენტარული ფილმები რელიგიაზე , იქ ლაპარაკობდით რომ სამწუხაროდ ფილმების ჩამოხება არ შეიძლებაო მაგრამ თუ გინდა მე ჩამოგიღებ ლუბოი არა პრობლემა.. wink.gif ისე მაგარი საითი იყო მეც მაგრა მომეწონა

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 08:49 PM

ალექსანდრე

ოსიპოვის ლექციებზეა ლაპარაკი მემგონი biggrin.gif მე ვერ მნახე შოთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 20 2006, 10:29 PM

mnate

ციტატა
ოსიპოვის ლექციებზეა ლაპარაკი მემგონი მე ვერ მნახე შოთ?

ხო შენ როგორ დააკლდებოდი ამ ყველაფერს biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 10:30 PM

ციტატა
ხო შენ როგორ დააკლდებოდი ამ ყველაფერს

tongue.gif tongue.gif tongue.gif აბა ემიგრანტები სად ახსენე მანახე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 20 2006, 10:31 PM

shota

ციტატა
რა გეწერა და მე რაც წავიკითხე ერთეთ რუსულ საიტზე ლაპარაკობდით და ლექციები იყო mp3 სამის ერთეთ რუსულ მოძღვარზე და ასევე დოკუმენტარული ფილმები რელიგიაზე , იქ ლაპარაკობდით რომ სამწუხაროდ ფილმების ჩამოხება არ შეიძლებაო მაგრამ თუ გინდა მე ჩამოგიღებ ლუბოი არა პრობლემა.. ისე მაგარი საითი იყო მეც მაგრა მომეწონა

მე კიდევ ვიფიქრე რაიმე სისულელე მეწერა და შენიშვნებს ველოდი smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 10:32 PM

ციტატა
მე კიდევ ვიფიქრე რაიმე სისულელე მეწერა და შენიშვნებს ველოდი

გინდა ახლავე გამოვწერო? laugh.gif ეგ არ გაუჭირდება თუ მოუნდა laugh.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 20 2006, 10:34 PM

mnate

ციტატა
აბა ემიგრანტები სად ახსენე მანახე?

ინტრიგანო.
ხო მე დედა მყავს ემიგრირებული საბერძნეთში აგერ უკვე 9 წელია sad.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 21 2006, 08:05 PM

ციტატა
მაგრამ როდესაც ქართველი, გადაჯიშდები და სხვაგან მიდიხარ და პროსტიტუციით ირჩენ თავს მაპატიეთ და მე მას ქართველს ვერ ვუწოდებ.

ყველა ადამიანი უფლის წინაშეა პასუხისმგებელი...
ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და არა მგონია ვინმეს ძალიან სურდეს ასეთი ყოფა... მათ თავიანთი ჭირიც ეყოფათ....ნურავის ნუ განვსჯით, არამედ ვლოცულობდეთ მათთვის....
ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და უფლის ქმნილებანი..მიუხედავად იმისა რომ მათ საქციელს გამართლება არა აქვს ...

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 21 2006, 09:36 PM

ძალიან ძნელია ცალსახად ემიგრირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა მათ უმეტესობას დაბრუნება მაინც აქვთ გადაწყვეტილი, ხოლო მათ შვილებზე რა მოგახსენოთ....
თუმცა პირადად ჩემთვის აუტანელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ უკან არ დავბრუნდები და სამუდამოდ მივატოვებ ჩემს სამშობლოს.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 02:14 PM

ციტატა
ყველა ადამიანი უფლის წინაშეა პასუხისმგებელი...
ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და არა მგონია ვინმეს ძალიან სურდეს ასეთი ყოფა... მათ თავიანთი ჭირიც ეყოფათ....ნურავის ნუ განვსჯით, არამედ ვლოცულობდეთ მათთვის....
ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და უფლის ქმნილებანი..მიუხედავად იმისა რომ მათ საქციელს გამართლება არა აქვს ...

ტოჟე მნე დედა ტერეზა laugh.gif

ხალხოო, მითხარით ახლა რა გამართლება მოვუძებნო ამ მიზნით წასვლას უცხოეთში? კი არ განვსჯი თქვე კაი ხალხო რეალობას ავსახავ "ავს თუ ავი არ ვუწოდე კარგს სახელად რა დავარქოო" ხოდა ავი ავსახე, კი არ განვსაჯე, ასეთივე წარმატებით საკუთარი ავიც უნდა განვსაჯოთ და საერთოდ ცუდი უნდა დაიგმოს wink.gif

ციტატა
ძალიან ძნელია ცალსახად ემიგრირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა მათ უმეტესობას დაბრუნება მაინც აქვთ გადაწყვეტილი, ხოლო მათ შვილებზე რა მოგახსენოთ....
თუმცა პირადად ჩემთვის აუტანელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ უკან არ დავბრუნდები და სამუდამოდ მივატოვებ ჩემს სამშობლოს.

სამწუხარო უზრუნველყოფის შემთხვევაშიც არ სურთ დაბრუნება. . .

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 22 2006, 02:31 PM

ციტატა
მაგრამ როდესაც ქართველი, გადაჯიშდები და სხვაგან მიდიხარ და პროსტიტუციით ირჩენ თავს მაპატიეთ და მე მას ქართველს ვერ ვუწოდებ.

ტოჟე მნეს გაჩვენებ ახლა შენ! smile.gifsmile.gif და დედა ტერეზას კიდევ! დრუნჩა!!!!

უხ დედა..ამაზეა ეხლა დამკიდებული ვინ იწოდება ქართველად და ვინ არა..
შენ შემთხვევით "საპასპორტოში" ხომ არ მუშაობ ა? smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 02:34 PM

ციტატა
ტოჟე მნეს გაჩვენებ ახლა შენ! და დედა ტერეზას კიდევ! დრუნჩა!!!!

უხ დედა..ამაზეა ეხლა დამკიდებული ვინ იწოდება ქართველად და ვინ არა..
შენ შემთხვევით "საპასპორტოში" ხომ არ მუშაობ ა?

აზრები დაალაგე ხოლმე ხანდახან wink.gif biggrin.gif მარგებელია biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 22 2006, 02:41 PM

ციტატა
აზრები დაალაგე ხოლმე ხანდახან მარგებელია

რა ვქნა, ყველა შენნაირი "დალაგებული" ვერ ვიქნებით ყმაწვილო! smile.gif უკაცრავად; დრუნჩავ! smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 02:47 PM

ციტატა
რა ვქნა, ყველა შენნაირი "დალაგებული" ვერ ვიქნებით ყმაწვილო! უკაცრავად; დრუნჩავ!

ყოველი პოსტის შემდეგ ხოტბას თუ არ შემასხავთ დაუმსახურებლად მადლობელი დაგრჩებით biggrin.gif და გაგადრუნჩებთ კიდევ biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 22 2006, 03:42 PM

mnate
დრუნჩა! დრუნჩა!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 03:58 PM

ციტატა
mnate
დრუნჩა! დრუნჩა!

ტაში დაგიკრა ახლა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 24 2006, 01:09 AM

როდესაც საქართველოდან ამდენი ქართველია წასული ლუკმა-პურის საშოვნელად - ეს არის ჩვენი დროის რეალობა და გთხოვთ ძალიან მკაცრად ნუ განსჯით ამ ხალხს. მეც მყავს ახლობლები წასული საზღვარგარეთ და ვიცი, როგორ უჭირთ იქ ცხოვრება, ენატრებათ სამშობლო და ვერ ჩამოდიან.მაგრამ ეს თემა ძალიან მტკივნეულია და ასე ზედაპირულად ნუ მივუდგებით.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 01:44 AM

ციტატა
როდესაც საქართველოდან ამდენი ქართველია წასული ლუკმა-პურის საშოვნელად - ეს არის ჩვენი დროის რეალობა და გთხოვთ ძალიან მკაცრად ნუ განსჯით ამ ხალხს. მეც მყავს ახლობლები წასული საზღვარგარეთ და ვიცი, როგორ უჭირთ იქ ცხოვრება, ენატრებათ სამშობლო და ვერ ჩამოდიან.მაგრამ ეს თემა ძალიან მტკივნეულია და ასე ზედაპირულად ნუ მივუდგებით.

მე ასეთ ხალხზე არაფერი მითქვამს. . . სწორედ წაკითხვაა საჭირო. . .

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 24 2006, 10:24 AM

ციტატა(mnate @ Aug 22 2006, 10:14 AM) *

ტოჟე მნე დედა ტერეზა laugh.gif

ხალხოო, მითხარით ახლა რა გამართლება მოვუძებნო ამ მიზნით წასვლას უცხოეთში? კი არ განვსჯი თქვე კაი ხალხო რეალობას ავსახავ "ავს თუ ავი არ ვუწოდე კარგს სახელად რა დავარქოო" ხოდა ავი ავსახე, კი არ განვსაჯე, ასეთივე წარმატებით საკუთარი ავიც უნდა განვსაჯოთ და საერთოდ ცუდი უნდა დაიგმოს wink.gif
სამწუხარო უზრუნველყოფის შემთხვევაშიც არ სურთ დაბრუნება. . .

ალბათ სწორად ვერ ვერ გავიგე, მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ მიდის, რომ უკან დაბრუნდეს და სამწუხარო რეალობა სწორედ იმაშია, რომ უკან ვერ ბრუნდებიან

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 10:39 AM

ციტატა
ალბათ სწორად ვერ ვერ გავიგე, მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ მიდის, რომ უკან დაბრუნდეს და სამწუხარო რეალობა სწორედ იმაშია, რომ უკან ვერ ბრუნდებიან

ეს გასაგებია მათზე ძალიან ვწუხვარ მაგრამ. . . აი მამაჩემის ბიძის მაგალითზე გეტყვით, მე სწორედ ასეთი ხალხი მქონდა მხედველობაში.

20 წელია გერმანიაშია, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, არც რაიმე ჯაფა ადგება არც არაფერი, ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს და საკმაოდ კარგად იცხოვროს საქართველოში, მაგრამ არ მოდის, იცით რატომ? არასდროს ყვარებია თავისი ქვეყანა wink.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 24 2006, 10:57 AM

ციტატა(mnate @ Aug 24 2006, 06:39 AM) *

20 წელია გერმანიაშია, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, არც რაიმე ჯაფა ადგება არც არაფერი, ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს და საკმაოდ კარგად იცხოვროს საქართველოში, მაგრამ არ მოდის, იცით რატომ? არასდროს ყვარებია თავისი ქვეყანა wink.gif

ძალინ სამწუხაროა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს სიყვარული არ შეუძლია, ალბათ უბედურია,ანუ გავს ხეს, რომელსაც ფესვები არა აქვს

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 10:59 AM

ციტატა
ძალინ სამწუხაროა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს სიყვარული არ შეუძლია, ალბათ უბედურია,ანუ გავს ხეს, რომელსაც ფესვები არა აქვს

რომ იცოდე ძალიან ბედნიერია (ნუ გულში რა ხდება რა ვიცი მაგრამ) ძალიან უხარია და ისლანდიაში ისვენებს და მეც მეპატიჟება biggrin.gif ნუ რა ვქნა ნიჰილისტებთან ვერ ვძლებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 24 2006, 05:42 PM

mnate

ციტატა
რომ იცოდე ძალიან ბედნიერია (ნუ გულში რა ხდება რა ვიცი მაგრამ) ძალიან უხარია და ისლანდიაში ისვენებს და მეც მეპატიჟება ნუ რა ვქნა ნიჰილისტებთან ვერ ვძლებ

მნათეს უყვაერს საქართველო ! დაუკარით ტაში ასეთ ახალგაზრდას მეგობრებო! ვიამაყოთ მისით !
...ისე მაგას რას ვეტყვი.....
biggrin.gif biggrin.gif tongue.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 05:46 PM

ციტატა
მნათეს უყვაერს საქართველო ! დაუკარით ტაში ასეთ ახალგაზრდას მეგობრებო! ვიამაყოთ მისით !
...ისე მაგას რას ვეტყვი.....

ფეზე წამოვუდგეთ გლახას გამოსვლას laugh.gif

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 24 2006, 06:24 PM

ციტატა
ფეზე წამოვუდგეთ გლახას გამოსვლას

უი დიდი მადლობა smile.gif
მე ცხოველები ძალიან მიყვარს smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 24 2006, 06:39 PM

ციტატა
უი დიდი მადლობა
მე ცხოველები ძალიან მიყვარს

ანუ ამდენი ხალხი ცხოველია? wink.gif biggrin.gif ეგ ვეღარ გამოგივიდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 24 2006, 07:50 PM

ჩემი ძმა გერმანიაშია უკვე ერთი წელია და ძალიან მენატრება

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Aug 27 2006, 08:03 AM

[quote name='mnate' post='2367' date='Aug 24 2006, 11:39 AM']
ეს გასაგებია მათზე ძალიან ვწუხვარ მაგრამ. . . აი მამაჩემის ბიძის მაგალითზე გეტყვით, მე სწორედ ასეთი ხალხი მქონდა მხედველობაში.

20 წელია გერმანიაშია, აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, არც რაიმე ჯაფა ადგება არც არაფერი, ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს და საკმაოდ კარგად იცხოვროს საქართველოში, მაგრამ არ მოდის, იცით რატომ? არასდროს ყვარებია თავისი ქვეყანა wink.gif

სამშობლო თუ არ უყვარს ეს მამაშენის ბიძის პირადი ტრაგეედია და ესეთი" ბედნიერი" კაცის მაგალითზე იმ " უბედურ" ხალხს რას ერჩი საზგვრებსგარეთ ნოსტალგიით გული რო ეფერფლებათ მაგრამ ვერ ჩამოდიან ასე რომ ჩემო კარგო ყოველთვის იქნება აქტულური მაგრამ ?? რატო ? და ა.შ.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 27 2006, 12:34 PM

ციტატა
სამშობლო თუ არ უყვარს ეს მამაშენის ბიძის პირადი ტრაგეედია და ესეთი" ბედნიერი" კაცის მაგალითზე იმ " უბედურ" ხალხს რას ერჩი საზგვრებსგარეთ ნოსტალგიით გული რო ეფერფლებათ მაგრამ ვერ ჩამოდიან ასე რომ ჩემო კარგო ყოველთვის იქნება აქტულური მაგრამ ?? რატო ? და ა.შ.

იმათ არაფერ ვერჩი ხალხოოოოოოოოოოოოოოოოო :ლოლ:

ღმერთო ჩემო რამდენჯერ უნდა განვმარტო დავიღალეეეეეეეეეეე biggrin.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Aug 27 2006, 03:50 PM

mnate
რა დროს შენი დაღლა biggrin.gifმხნედ იყავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 30 2006, 11:29 PM

ციტატა(mnate @ Aug 27 2006, 08:34 AM) *

იმათ არაფერ ვერჩი ხალხოოოოოოოოოოოოოოოოო :ლოლ:

ღმერთო ჩემო რამდენჯერ უნდა განვმარტო დავიღალეეეეეეეეეეე biggrin.gif

მნათე, ამ საკითხში მე გეთანხმებიი!!!

ვისაც ენატრება სამშობლო მაგათ არ ეხებათ კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ ესეთები ცოტანი არიან...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 31 2006, 06:47 PM

ციტატა
მნათე, ამ საკითხში მე გეთანხმებიი!!!

ვისაც ენატრება სამშობლო მაგათ არ ეხებათ კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ ესეთები ცოტანი არიან...

მეც ამას ვამბობ და ვერ გაიგეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 31 2006, 08:43 PM

ნოსტალგია ისეთი საშინელი ტკივილი ყოფილა, ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. sad.gif
ყველა აქ ჩამოსულ ქართველს(შეიძლება სხვასაც) გამოუცდია ეს გრძნობა, მაგრამ ზოგმა იოლად გადაიტანა შედარებით და მისი კვალიც კი არსად დარჩენილა; ზოგს დღემდე აწუხებს, მაგრამ შედარებით ყრუდ ტკივა; და ვისაც თავს არ ანებებს კი ბრუნდება სასწრაფოდ- უკან

თუმცა ასეთი ბევრი არ მინახავს. smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 08:45 PM

ციტატა(iako @ Aug 31 2006, 04:43 PM) *

ნოსტალგია ისეთი საშინელი ტკივილი ყოფილა, ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. sad.gif
ყველა აქ ჩამოსულ ქართველს(შეიძლება სხვასაც) გამოუცდია ეს გრძნობა, მაგრამ ზოგმა იოლად გადაიტანა შედარებით და მისი კვალიც კი არსად დარჩენილა; ზოგს დღემდე აწუხებს, მაგრამ შედარებით ყრუდ ტკივა; და ვისაც თავს არ ანებებს კი ბრუნდება სასწრაფოდ- უკან

თუმცა ასეთი ბევრი არ მინახავს. smile.gif

კი, მართალი ხარ!!

შენი მესმის 100%

ძალიან კარგია, ნოსტალგია რომ აქვთ ემიგრანტებს,smile.gif აბა ისე დაავიწყდებათ საქართველო....

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 31 2006, 08:47 PM

ციტატა
თუმცა ასეთი ბევრი არ მინახავს.

ვოტ ვ ჩომ ძელა biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 1 2006, 01:12 PM

iako
იაკო შენ სად იმყოფები?

პოსტის ავტორი: else თარიღი: Sep 1 2006, 04:36 PM

აუ აკ დზალიან კარგდ სიტუაციასჰი ვარ....არც ვიცოდი ეს საიტი ტუ იკო... გაიხარეტ...

აუ აკ დზალიან კარგდ სიტუაციასჰი ვარ....არც ვიცოდი ეს საიტი ტუ იკო... გაიხარეტ...

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 1 2006, 04:41 PM

else
თუ წარმოგვიდგენ შენ თავს უკეთესი იქნება, ახალი წევრების განყოფილებაში..

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 1 2006, 10:15 PM

ციტატა(shota @ Sep 1 2006, 01:12 PM) *

iako
იაკო შენ სად იმყოფები?

მე გერმანიის სამხრეთით, ქალაქ შტუტგარტში ვარ. smile.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 5 2006, 03:47 AM

....

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 5 2006, 08:41 AM

Andria
თუ არ ვცდები შენ მესამე ემიგრანტი ხარ უკვე ამ ფორუმზე, ნელ ნელა ვიზრდებით.. smile.gif

პოსტის ავტორი: nanushki თარიღი: Sep 6 2006, 10:32 PM

მე არ მთვლით? ohmy.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 6 2006, 10:40 PM

ციტატა(nanushki @ Sep 6 2006, 06:32 PM) *

მე არ მთვლით? ohmy.gif

შენც ემიგრანტი ხარ?? unsure.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 6 2006, 10:40 PM

nanushki
ბოდიში არ ვიცოდი შენ თუ საზღვარგარეთ იყავი.. smile.gif
სად იმყოფები ხომ არ მოგვიყვები შენ თავზე..>?

პოსტის ავტორი: nanushki თარიღი: Sep 6 2006, 11:20 PM

მე სტრასბურგში ვიმყოფები უკვე ეგერ მეხუთე წელი დაიწყო...

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 6 2006, 11:28 PM

ციტატა(nanushki @ Sep 6 2006, 07:20 PM) *

მე სტრასბურგში ვიმყოფები უკვე ეგერ მეხუთე წელი დაიწყო...

გასაგებია, biggrin.gif მოგვიყევით რამე.....

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 6 2006, 11:43 PM

ციტატა
მე სტრასბურგში ვიმყოფები უკვე ეგერ მეხუთე წელი დაიწყო...

მანდ ზურაბ ეკალაძეს ხომ არ ინობ? smile.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 7 2006, 01:14 AM

გაუმაჯოს მომწონს თქვენი მსჯელობა, მაგრამ ერთი რა მინდა ვთქვა: რომ განსჯით ხალხს, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ, რატომ იმას არ განსჯით რატომ წავიდნენ? რატომ გადაჯიშდნენ? რატომ გახდნენ პროსტიტუციონერები?
იცი ბევრს უბრალოდ ცხოვრებამ აიძულა ასე მოქცეულიყო, ბევრს ისევ და ისევ ქართველებმა შეაძულეს საქართველო თავიანთი ქმედებით და რა ვიცი კიდევ რამდენი მიზეზი არსებობს იმისა რომ ზოგმა დაივიწყა ქართველობა...
გეთანხმებით ბევრმა მიზეზების გარეშე დაივიწყა ქართველობა, მაგრამ ბევრს შეიძლება ჰქონდა მიზეზი...
იცი საერთოდ როცა არ გამოგიცდია ადამიანს ესა თუ ის მდგომარეობა(ვგულისხმობ იმ მიზეზებს რატოც დატოვეს საქართველო ქართველომა ემიგრანტებმა), არ არის სწორი რომ სასტკად განსაჯო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ ქართველების უმეტესობა, რომლებიც საქართველოში არიან, შინაგანად ქართველები არ არიან და გადაჯიშდნენ

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 7 2006, 10:15 AM

ქართველებს ორი ათასი წლის მანძილზე მტერი არ გვასვენებდა და მაინც მედგრად ვიდექით, მაშინ მთავარი ეროვნულობა იყო და არა სოციალური პრობლემები, მრცხვენია, როცა აქცია ამის გულისთვის ეწყობა, ეს ყველაფერი ხასგადასმაა ყოველივე ძველისადმი, თუ ისინი იტანდნენ რატომ არ უნდა ავიტანოთ ჩვენ როდესაც მათზე ათასჯერ უკეთ ვცხოვრობთ?

პროსტიტუციას არ აქვს გამართლება! სანამ ცოდვას დადებითი კუთხით შევხედავთ მაცხოვარი გავიხსენოთ რომელიც ამ ცოდვის ამოძირკვისთვის ყველაზე საშინელი სიკვდილით მოკლეს. . . . მდგომარეობა გასათვალისწინებელია მაგრამ დარწმუნებული ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი არ წავა სამშობლოდან ამ მიზნით, მათ ღმერთი არ სწამდათ და თუ ბედნიერები არ იყვნენ ნუ დაადანაშაულებენ ღმერთს!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 7 2006, 11:40 AM

QUOTE
ბევრს ისევ და ისევ ქართველებმა შეაძულეს საქართველო

ამ აზრს ვერასდროს გავიგებ, არათუ დავეთანხმები sad.gif როგორ შეიძლება ვინმემ საქართველო შემაძულოს... სამშობლოს სიყვარული ხომ არც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და არც სოციალურ პირობებზე... ის გაცილებით უფრო ღრმადაა გულში (თუ საერთოდ არის, რა თქმა უნდა). საქართველოში დღევანდელზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ყოფილა, მაგრამ ამდენი ხალხი არასდროს გაქცეულა, და თუ ვინმე იძულებული იყო წასულიყო, ნოსტალგია კლავდათ... ძალიან მაინტერესებს საიდან გაუჩნდათ დღეს სამშობლოს ასეთი სიძულვილი? (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა)
და კიდევ ერთი: თუ ეგ გამართლებაა, მაშინ ჩვენც ხომ იგივე პირობებში ვართ, რატომ მე არ შევიძულე საქართველო? სხვა საქართველოში ვცხოვრობ, თუ როგორაა საქმე?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 7 2006, 02:24 PM

სამშობლოს სიყვარულს ისე ღრმად ქონდა ქართველის გულში ყოველთვის გადგმული ფესვები, რომ მისი ხატება ყოველთვის თან დაჰქონდა ქართველს, ამაზე ზემოქმედების მოხდენა არა კაცს არ შეეძლია. მისდიოდნენ ამ ქვეყნიდან მაინც ამ გრძნობით და სევდით რომ სამშობლოში არ გაატარეს უკანასკნელი დღეები.

მართალია ძალიან ბევრი ქართველია ემიგრაციაში, მაგრამ მათი ბოლო იმედი მაინც სამშობლოში დაბრუნებაა.
ალბათ არსებობს კატეგორია ადამიანებისა; რომელნიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებას მაინც ვერასოდეს შეეგუებიან, და ისეთი ჯიშის ხეები არიან რომლებიც უცხო მიწაზე გადარგვისას ვერ ხარობენ.

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 7 2006, 10:41 PM

მოდით ასე ვქნათ ყველა ფორუმის მომხმარებელი რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არის წარმოგვედგინეთ, რათა ერთმანეთზე ვიცოდეთ ცოტა, რამდენატაც ვიცი უკვე 4 ფორუმელია.. smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 9 2006, 12:48 AM

საინტერესო იქნება აზრის გაზიარება smile.gif ანუ ნოსტალგია რამდენად ხშირად გაწუხებთ? smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 9 2006, 02:32 AM

ციტატა(mnate @ Sep 9 2006, 12:48 AM) *

საინტერესო იქნება აზრის გაზიარება smile.gif ანუ ნოსტალგია რამდენად ხშირად გაწუხებთ? smile.gif

მე ხომ მიცნობთ უკვე smile.gif
თავიდან აშკარად თავი მომაბეზრა, მაგრამ შემდეგ დაჭკვიანდა და ხშირად აღარ მიტევს. biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 9 2006, 01:20 PM

ციტატა
თავიდან აშკარად თავი მომაბეზრა, მაგრამ შემდეგ დაჭკვიანდა და ხშირად აღარ მიტევს.

ხო შენ მოარჯულებდი ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 9 2006, 02:41 PM

ციტატა(mnate @ Sep 9 2006, 01:20 PM) *

ხო შენ მოარჯულებდი ვიცი biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 11 2006, 11:56 PM

ციტატა
საინტერესო იქნება აზრის გაზიარება ანუ ნოსტალგია რამდენად ხშირად გაწუხებთ?

ნოსტალგია იმდენათ ხშირად მაცუხებს რამდენათაც ყოველი ჩემი მეგობარი და თუ ნათესავი მომენატრება ხოლმე , ანდაც უბრალოთ ჩემი ქალაქი ან სოფელი თუ უბანი გამახსენდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე რომ ისეთი უბრალო რამე მომენატრება ხოლმე რომ მერე ჩემ თავზე მე თვითონ მეცინება ხოლმე.. smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 12 2006, 10:19 AM

ციტატა

ნოსტალგია იმდენათ ხშირად მაცუხებს რამდენათაც ყოველი ჩემი მეგობარი და თუ ნათესავი მომენატრება ხოლმე , ანდაც უბრალოთ ჩემი ქალაქი ან სოფელი თუ უბანი გამახსენდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე რომ ისეთი უბრალო რამე მომენატრება ხოლმე რომ მერე ჩემ თავზე მე თვითონ მეცინება ხოლმე..

ხო ასეა, კარგად მესმის შენი, ვინც აქედან მიდის ყოველივე აქაური ენატრება smile.gif იმ დღეს ერთს ვესაუბრებოდი, იმან მითხრა ზოგჯერ ისე მენატრება საქართველო ლამისაა ჩიხტიკოპით ვიაროო. . . . . ზოგჯერ ნოსტალგიას რარაც დეტალი აღმიძრავსო და ა.შ. smile.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Sep 13 2006, 12:02 PM

Andria
რა ჰქენი იპოვე მანდ მართლმადიდებლური ეკლესია?

პოსტის ავტორი: tinatini თარიღი: Sep 15 2006, 09:35 PM

ძნელია უცხოობაში ყოფნა, კიდევ უფრო ძნელია ქართველობის დაცვა უცხოეთში, ამიტომ მით უფრო მეტად გვმართებს თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ამ მარტGალიტს უფალმა რომ გვიბოძა, მარგალიტს რომელსაც ქართველობა ჰქვია

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 16 2006, 01:58 AM

tinatini
შენც საზღვარგარეთ იმყოფები?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 16 2006, 02:24 AM

''ვისი გორის ხარო'' ეს არ უნდა დაავიწყდეს ქართველს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 16 2006, 09:23 AM

ერთი რამ გამახსენდა, ამასწინათ სამებაში სარამოს უწმინდესი ამობრძანდა უკან რომ ბრუნდებოდა ერთმა ქალმა თავის შვილზე უთხრა დალოცე ხვალ ამერიკაში მიდისო, პატრიარიარქმა დამწუხრებულმა იკითხა რისთვის მიდისო? პასუხზე დადუმდა ოჯახი, მერე ისეთი მზერა სტყორცნა რომ მატი არ ვიცი და მე ყველაფერი წავიკითხე. . . . .

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 16 2006, 06:21 PM

აქ რომ გავიგებ ქართველების დაოჯახებას, განსაკუთრებით უცხოელზე. ერთი მხრივ ვლოცავ ღმერთმა ბედნიერი ამყოფოსო და მეორე მხრივ გული მტკივა ძალიან. რომ კიდევ ერთი ადამიანი მოაკლდა ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან ერს.

ამის წინ ინტერენეტში წავიკითხე სტატია სათაურით ''შეძლებს თუ არა დედამიწა გამოკვებოს ამ საუკუნეში 6 მილიარდი ადამიანი''

მთავარი საკითხი იყო მოსახლეობის ზრდა და მასთან დაკავშიერბული პრობლემები.90% მოსახლეობის ზრდისა მოდის განვითარებად ქვეყნებზე.თუმცა ამავე დროს 21 საუკუნის შუა წლებში საქართველოში მოსახლეობის რიცხვი იქნება 28- 40% ნაკლები.
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. თუ შევხედავთ ამას იმ გადასახედიდან, თუ რამდენი ადამიანია საქართველოდან იმიგრირებული და რა მდგომარეობაშია საქრთველო შობადობის მხრივ sad.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 19 2006, 03:04 AM

ჩემო საყვარელო ხალხო, პირველ რიგში მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო, რომ დზაან გვიან შემოვდივარ ხოლმე ფორუმზე და თქვენ ვერ გხვდებით ხოლმე, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ: ძალიან ძალიან მიხარია, რომ ასე ძლიერ გიყვართ ჩვენი სამშობლო (საქართველოში, რომ ვიყავი ასეთ ხალხს ვეძებდი და ხშირად იმედი მიცრუვდებოდა), ასევე ძაან მიხარია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ და ენით ვერ გეტყვით ისე მიხარია თქვენნაირ ხალხთან შეხვედრა. მითუმეტეს აქ ამერიკაში საიდანაც ჩემთვის ჩემი სამშობლო საქართველო, სანუკვარ ოცნებად მოჩანს და აქ იმიტომ ვარ, რომ გამოცდილება მივიგო და სამშობლოს დავეხმარო...
მინდა ასევე ავღნიშნო, რომ მე ნამდვილად არ ვამართლებ იმ ადამიანებს ვინც ქართველობა დაივიწყეს და გადაჯიშდნენ, მაგრამ არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა თქვენნაირი ძლიერი არ არის, მე მჯერ რომ, თითოელუ თქვენგანი მოკვდება, მაგრამ არ გადაჯიშდება. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ ასეთი ძლიერები მხოლოდ გმერთის წყალობით ხართ და არა თქვენით.
ბევრი ქართველი კი სამწუხაროდ თავგზა აბნეული დადის ამ ქვეყანაზე და როცა თვითონ საქართველში მცხოვრები ქართველები (ყველაზე არ ვამბობ) გადაჯიშდნენ, რა გასაკვირია, რომ ბევრმა ქართველმა ემიგრანტმაც დაივიწყა ქართველობა: (ჩემი წინანდელი წერილი კი, რომელმაც ჩემი აზრით უკმაყოფილება გამოიწვია თქვენში, იმას კი არ ითვალისწინებდა, რომ თქვენ გამებრაზებინეთ, არამედ მე ვცდილობ, რომ ყველა ავადმყოფობას, მათ შორის გადაჯიშებას თავისი მიზეზები მოვუძებნო...
თუ ექიმი ვერ გაიგებს თუ რატომ არის პაციენტი შეუძლოდ, ის ვერ შეძლებს მის განკურნებას და თუ ჩვენ ვერ გავუგებთ ჩვენს გზა აბნეულ თანამემამულეებს, ვერასოდეს შევძლებთ მათ დახმარებას)

P.S. მე აქ დიდი ხანი არ ვაპირებ დარჩენას, და ერთ წელიწადში დავბრუნდები საქართველოში, ვისურვებდი, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ.
(მეც მართლმადიდებელი ვარ და გორის საკათედრო ტაძარში სტიქაროსანი ვარ).
აბა ღმერთი გფარავდეთ და კიდევ ერთხელ ბოდიშით, რომ ასე გვიან შემოვდივარ ხოლმე ფორუმზე, მაგრამ რა ვქნა ძაან დაკავებული ვარ და თანაც დროში განსხვავება საქართველოსა და ოჰაიოს შორის 8 საათია...
აბა თქვენ იცით

ხო მართლა ჩემი იმეილია: anadiradze@yahoo.com და ძაან გამეხარდება თუ გავიცნობთ ერთმანეთს...

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 19 2006, 09:25 AM

Andria
შენ მთავარია შემოდი და არ დაგვეკარგო ხოლმე და დროს მნიშვნელობა არა აქვს, ხო კიდე ზემოთ მოხსენებულ ტექსტში სრულიად გეთანხმები, ზოგიერთი თუ წავიდა და გადაჯიშდა თუნდაც, პირველ რიგში ისინი თავიანთ თავს აკლებენ ყველაზე ბევრს იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადოს ადამიანი შიცვალოს , მაინც სადღაც უცხი იქნება სხვა სახემციპოში გარდა თავის სამშობლოსი, მაგრამ აი ის ხალხი რომლებიც ჯიშდებიან თვით საქართველოში ეგ უფრო სერიოზული პრობლემა ჩემის აზრით ჩვენი სამშობლოსთვის, კაცი რომ რამოდენიმე ლარის გულისთვის მიტინგზე გამოვა და გიორგაძეს დაუჩერს მხარს , მაზე მეტი გადაჯიშება რაღა უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 19 2006, 04:30 PM

კი შოთა, გეთანხმები, საშინელეება, როცა კაცი და თანაც ქართველი თავის პრინციპებს ივიწყებს და ივიწყებს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ ამასთანავე, მაგარი საცოდავია ასეთი ადამიანი.
ხერ ერთი იმიტომ, რომ დაავიწყდა რაც მთავარი იყო ცხოვრებაში და მერე იმიტომ, რომ რამოდენიმე ლარის გამო ისეთ საქმეს აკეთებს რასაც გულით არ ეთანხმება...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 19 2006, 04:33 PM

ციტატა
კი შოთა, გეთანხმები, საშინელეება, როცა კაცი და თანაც ქართველი თავის პრინციპებს ივიწყებს და ივიწყებს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ ამასთანავე, მაგარი საცოდავია ასეთი ადამიანი.
ხერ ერთი იმიტომ, რომ დაავიწყდა რაც მთავარი იყო ცხოვრებაში და მერე იმიტომ, რომ რამოდენიმე ლარის გამო ისეთ საქმეს აკეთებს რასაც გულით არ ეთანხმება...

კი ცოდოა ჩემო კარგო მაგრამ არის ისეთი მომენტები როდესაც სატანა კვეთებულის გარეშე არ გარბის, ხოდა ჩვენც გვიდგება მომენტები როდესაც გვიხდება მკაცრი სიტყვით ვუმკურნალოთ ამ ჭრილობებს. . . .

უფალმა გაგახაროს მიხარია რომ ამ ფორუმზე ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 19 2006, 06:19 PM

ქართველ ერს მართლაც რომ გამოფხიზლება სჭირდება.
დროა ფასეულობების გადაფასებისთვის მოვიცალოთ და აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინა პლანზე გადმოვსწიოთ.თორემ უმეტესობა დინებას მიყვება ან პირიქით უყუღმა მოძრაობს.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 20 2006, 02:00 AM

(სანამ ღმერთი მიპივიდა მეც მაგარი ხელიდან წასული და ბოროტი ადამიანი ვიყავი)
mnate და iako, თქვენს აზრს მეც ვეთანხმები, მაგრამ მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ: თქვენი აზრით რამ განაპირობა ქართველების ასე ხელიდან წასვლა?
მე ასეთი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით: პირველ რიგში იმან, რომ ბევრმა ჩვენგანმა ღმერთი დაივიწყა და როცა კაცი ღმერთს ივიწყებს ის სამშობლოსაც ადვილად დაივიწყებს და ცუდსაც ადვილად გააკეთებს, ამ ქვეყანაზე მხოლო ღმერთია რის გამოც ღირს ცხოვრება და მხოლოდ ღმერთიდან გამომდინარეობს სიკეთე და სიყვარული და ასევე სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა წინაპართა ხსოვნისა და მათი ღვაწლისა

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 20 2006, 10:45 AM

ციტატა(Andria @ Sep 20 2006, 02:00 AM) *

(სანამ ღმერთი მიპივიდა მეც მაგარი ხელიდან წასული და ბოროტი ადამიანი ვიყავი)
mnate და iako, თქვენს აზრს მეც ვეთანხმები, მაგრამ მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ: თქვენი აზრით რამ განაპირობა ქართველების ასე ხელიდან წასვლა?
მე ასეთი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით: პირველ რიგში იმან, რომ ბევრმა ჩვენგანმა ღმერთი დაივიწყა და როცა კაცი ღმერთს ივიწყებს ის სამშობლოსაც ადვილად დაივიწყებს და ცუდსაც ადვილად გააკეთებს, ამ ქვეყანაზე მხოლო ღმერთია რის გამოც ღირს ცხოვრება და მხოლოდ ღმერთიდან გამომდინარეობს სიკეთე და სიყვარული და ასევე სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა წინაპართა ხსოვნისა და მათი ღვაწლისა

ადრეა გეთანხმები , მაგრამ ხო არ გეჩვენება რო ცოტას ვაფორმებთ როცა ქართველების ხელიდან წასვლაზე ასე თამამად ვლაპრაკობთ ხო არ გონიათ რო მათი რიცხვი იმაზე ნაკლებაი ვიდრე გვგონია , მე მიმაჩნია რო ქართველობა ეს ის გენია რომელიც ასე ადვილად არ მიდის ხელიდან თუ მიდის ის თავისი საწყისით
"უძღები შვილის" გზას აუცილებლად გაივლის

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 20 2006, 07:09 PM

ალბათ ძალიან მატერიალისტები გავხდით და ამიტომ. და უფალსაც ძალიან დავშორდით.

ერთი სიმღერა მიყვარს ძალიან გერმანული. მისი ტექსტის რაღაც მონაკვეთი ასე ჟღერს: რა უნდა დავაგროვო მე ამ ცხოვრებაში, თუ მაინც უნდა წავიდე, როცა ჩემი დღე დადგება.აი ამ კითხვას ვერ ვცემთ ალბათ სწორ პასუხს.

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 20 2006, 08:11 PM

ციტატა(iako @ Sep 20 2006, 07:09 PM) *

ალბათ ძალიან მატერიალისტები გავხდით და ამიტომ. და უფალსაც ძალიან დავშორდით.

ერთი სიმღერა მიყვარს ძალიან გერმანული. მისი ტექსტის რაღაც მონაკვეთი ასე ჟღერს: რა უნდა დავაგროვო მე ამ ცხოვრებაში, თუ მაინც უნდა წავიდე, როცა ჩემი დღე დადგება.აი ამ კითხვას ვერ ვცემთ ალბათ სწორ პასუხს.

კეთილი საქმე , ფულწრფელი სიყვარული rolleyes.gif
მაპატიე იაკო მაგრამ მე მაგ სიტვყებში დიდ გულგრილობას ვკითხულობ smile.gif
და კიდე მომკალი და შენ მატერიალურობას ვერ დავიჯერებ cool.gif მატერიალიზმსაც აქვს თავისი ჭეშმარიტი საწყისი smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 20 2006, 11:06 PM

ეს სიტყვები იმიტომ მოვიყვანე რომ მართლაც რომ დამაფიქრებელია რა არსი ჩვენი ცხოვრებისა. ეს კითხვაა დასმული, რომ თითუეული მათგანი დაფიქრდეს და აირჩიოს მისთვის რა არის უპირატესი.( ისე ულამაზესი სიმღერაა უბრალოდ ეს მონაკვეთი ვერ გადმოსცემს შინაარსს.)
ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია. უფალი ყველას ერთნაირად მოუწოდებს გონზე მოსასვლელად , მაგრამ რამდენად შევისმენთ ეს მეორე საკითხია.
ამას განკითხვის გამო არ ვწერ ღმერთმა დამიფაროს,მხოლოდ მე თვითონ რაც გამოვიარე იმ გადასახედიდან ვამბობ.
მხოლოდ შემდეგ შეიძლება ადამიანს გული დაწყდეს იმ დაკარგული წლების გამო, რომელიც უფლის გარეშე იცხოვრა.

პოსტის ავტორი: vano თარიღი: Sep 22 2006, 06:15 AM

გამარჯობატ ყველას!
მე 21 წლის ქარტველი კაცი ამერიკაში ვიმყოფები, და რატომღაც არ მგონია რომ რახანაც საზღვარგარეთ ვარ ჩემზე მეტად ვინმეს უყვარს სამშობლო საქართველოში. მე აქ მხოლოდ იმ იმედით ვცხოვრობ რომ მალე სამშობლოში დავბრუნდები. დაბრუნებით ხვალვე დავბრუნდებოდი, მაგრამ მირჩევნია დავბრუნდე მატერიალური პრობლემების გარეშე. ვფიქრობ ასე უპრო ტკბილი იქნება სამშობლო.....

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 22 2006, 10:08 AM

გფარვდეს უფალი ! ყველაგან და ყოველთვის rolleyes.gif შენთვის უფრო ახლოა სამშობლო ვიდრე ბევრი საქართველოში მყოფისთვის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Sep 22 2006, 01:23 PM

http://dade.ge/?code=1158931692WWTXFY8KWN
მომინდა,რომ ეს სიმგერა აქ დამედო...როცა ვუსმენ ტირილი მინდება,ვცდილობ წარმოვიდგინო რა ძნელია სამშობლოსგან შორს ყოფნა...
გისურვებთ მალე,ბედნიერები დაბრუნებოდეთ თქვენს ფესვებს,მიწას....
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი......

პოსტის ავტორი: imereli თარიღი: Sep 22 2006, 03:11 PM

ყველა ემიგრანტს მივესალმები.მე ძმა ამერიკაში მყავს 6 წელია ძალიან მაგრად მენატრება მას წარმომიდგენია როგორ ენატრება საქართველო და ოჯახი.ერთხელ წინწყაროც კი ვუმღერე ტელეპონში ღამის ოთხ საათზე და მათი კვითინი გულს მიკლავდა

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 22 2006, 05:59 PM

ციტატა
ყველა ემიგრანტს მივესალმები.მე ძმა ამერიკაში მყავს 6 წელია ძალიან მაგრად მენატრება მას წარმომიდგენია როგორ ენატრება საქართველო და ოჯახი.ერთხელ წინწყაროც კი ვუმღერე ტელეპონში ღამის ოთხ საათზე და მათი კვითინი გულს მიკლავდა

ახლა კინაღამ მეც ავქვითინდი sad.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Sep 22 2006, 06:45 PM

Andria
შენ როგორც ყოველთვის კარგად ფიქრობ ჩემო ანდრო!
smile.gif
შეგეწეოდეს უფალი იქ სადაცა ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 23 2006, 12:34 AM

QUOTE(iako @ Sep 20 2006, 11:06 PM) *

ეს სიტყვები იმიტომ მოვიყვანე რომ მართლაც რომ დამაფიქრებელია რა არსი ჩვენი ცხოვრებისა. ეს კითხვაა დასმული, რომ თითუეული მათგანი დაფიქრდეს და აირჩიოს მისთვის რა არის უპირატესი.( ისე ულამაზესი სიმღერაა უბრალოდ ეს მონაკვეთი ვერ გადმოსცემს შინაარსს.)
ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია. უფალი ყველას ერთნაირად მოუწოდებს გონზე მოსასვლელად , მაგრამ რამდენად შევისმენთ ეს მეორე საკითხია.
ამას განკითხვის გამო არ ვწერ ღმერთმა დამიფაროს,მხოლოდ მე თვითონ რაც გამოვიარე იმ გადასახედიდან ვამბობ.
მხოლოდ შემდეგ შეიძლება ადამიანს გული დაწყდეს იმ დაკარგული წლების გამო, რომელიც უფლის გარეშე იცხოვრა.

გეთანხმები, ადამიანი აუცილებლად უნდა ფიქრობდეს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რისთვის ცოცხლობს და საითკენ მიილტვის, მაგრამ ბევრ ადამიანს ისე ღრმად სძინავს ცხოვრებაში, რომ ამაზე არც კი დაფიქრებულა და თუ დაფიქრებულა შეშინებია შორს ძასვლა და ფიქრი სხვა საქმეზე გადაუტანია. ბევრი ფიქრობს ამაზე, მაგრამ სწორ პასუხს ვერ სცემს. ამაზე სწორი პასუხი მხოლოდ და მხოლო მაშინ შეგვიძლია მივიღოთ როცა ღმერთთან ვართ

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 23 2006, 02:39 PM

ძალიან ხშირად უფალი გვიკაკუნებს გულის კარებზე და გველოდება რომ ეს შევნიშნოთ, მაგრამ ჩვენ ის ვართ ვითომცდა ''მნიშვნელოვანი საქმეებით'' დაკავებულნი, ხშირად არ გვესმის მისი.
ის კი მუდამ ჩვენთან არის და ცდილობს როგორმე ხმა მოგვაწვდინოს.

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 27 2006, 03:53 PM

http://up.aqache.com/?act=download&fid=

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Sep 28 2006, 06:31 PM

ეგ მიწერ-მოწერა რომ გადავიკითხე ცოტა გავბრაზდი. არ არის ადვილი ბუდის მოშლა და ალაგებ-გადალაგება... და რაც არ უნდა კარგ პირობებსა და პატივდებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს პიროვნება, მის ცხოვრებას შრამივით დასდევს სიტყვა ემიგრანტი, და რაღაც მომენტში დაყვედრებაც კი რომ ის სხვის მიწაზე დგას და სხვის ჰაერს სუნთქავს ...
მე არ ვარ ემიგრანტი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მე უბრალოდ ხშირად მიხდება საზგვარგარეთ ყოფნა და ეგ ყოფნა მეხმარება ამეხილოს თვალები და დავაფასო საკუთარი სამშობლო.... მრავალ ქართველსაც შევხვედრივარ, გადახვეწილს საქართველოდან და თუ ამბობენ რომ არ დაბრუნდებიან სამშობლოში ეგ იმიტომ რომ სიამაყით არიან დათრგუნულები, ამპარტავნება არ აძლევთ იმის საშუალებას რომ დაბრუნდნენ... არ არის ადვილი იყო უძღები შვილი, რომ აიძულო საკუთარი თავი დავარდე. მერე რა რომ ეგ დავარდნა მამის წინაშეა...

ციტატა(imereli @ Sep 22 2006, 03:11 PM) *

ყველა ემიგრანტს მივესალმები.მე ძმა ამერიკაში მყავს 6 წელია ძალიან მაგრად მენატრება მას წარმომიდგენია როგორ ენატრება საქართველო და ოჯახი.ერთხელ წინწყაროც კი ვუმღერე ტელეპონში ღამის ოთხ საათზე და მათი კვითინი გულს მიკლავდა

გაიხარე შენა.... biggrin.gif
ხშირ-ხშირად უმღერე, ეგ ნამდვილად ვიცი რომ კარგად მოქმედებს წამალივით, სისხლი გეწმინდება და იმედით ივსები... გჯერ რომ ვიგაც მართლა გელოდება და ამ მომლოდიმენაც იცის რომ ჯერ არ გაურჯულოებულხარ..

ციტატა(glaxa @ Aug 21 2006, 08:05 PM) *

ყველა ადამიანი უფლის წინაშეა პასუხისმგებელი...
ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და არა მგონია ვინმეს ძალიან სურდეს ასეთი ყოფა... მათ თავიანთი ჭირიც ეყოფათ....ნურავის ნუ განვსჯით, არამედ ვლოცულობდეთ მათთვის....
ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და უფლის ქმნილებანი..მიუხედავად იმისა რომ მათ საქციელს გამართლება არა აქვს ...

ეგ რა ფილოსოფიაა mad.gif საქართველოს ტერიტორიაზე მოგვაწე პროსტიტუირებს ნეტავ რას უწოდებ?
ჩემი მეგობრული რჩევაა გადაიკიტხო ამავე საიტზე პატერიკი - განკითხვის შესახებ

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 29 2006, 05:00 PM

გეთანხმები, სადაც არ უნდა წახვიდე შენი სამშობლო მაინც სულ-სხვაა, მე ამრიკაში ვარ და აქ ემიგრანტს ნაღდად არავინ მეძახის (იმიტომ, რომ აშშ ემიგრანტებით არის დაკომპლექტებული), მაგრამ ჩემი სამშობლო მაინც მირჩევნია ამ მდიდარ ამერიკას (მალე ჩამოვალ smile.gif ).

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Sep 29 2006, 05:19 PM

გეხმიანებით და გეფერებით ყველას, ვისაც ჩვენი დედა სამშობლო გენატრებათ, იცოდეთ თქვენ ჩვენს გულებში ხართ, თქვენზე ვდარდობთ და თქვენზე ვევედრებით ყოვლადმოწყალე უფალს.

შოთა მოგესალმები, როგორახ ხარ? გეფერები შორიდან.............

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 29 2006, 11:39 PM

"ისიც ღალატია, როდესაც შენ ნიჩს სამშობლოს მოაკლებ და სულ სხვის საქმეს უმადლოდ და უგზო-უკვლოდ გადაალევ თავს"

ლევან გოთუა

ვიფიქრე ცოტას გამოგვაფხიზლებდა ეს ჩკვიანური გამონათქვამი.. unsure.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 29 2006, 11:43 PM

QUOTE
"ისიც ღალატია, როდესაც შენ ნიჩს სამშობლოს მოაკლებ და სულ სხვის საქმეს უმადლოდ და უგზო-უკვლოდ გადაალევ თავს"
ლევან გოთუა

ამიტომ მიყვარს ლევან გოთუა smile.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 30 2006, 12:24 AM

ჯიგრები ხართ

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 30 2006, 03:39 AM

აუ, იცით??? ეხლა საქართველო მაგრად მენატრება...
მიუედავად იმი, რომ სასაქართველოს მაგარი პრობლემები აქვს, ჩემთვის ის მაინც ოცნებაა!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: madamea თარიღი: Sep 30 2006, 06:04 AM

გამარჯობათ მეგობრებო, მე თკენი მესიჯები ტავიკითხე და კველაფერი რაც წავიკიტხე ზუსტად ჩემზე დაწერილი. მე ანუკი მკვია, ვარ 16 წლის, 14 წლის ვიკავი ამერიკაში რომ ჩამოვედი. პირველად ძაან გამიჭირდა, თანდათან შევეჩვიე, მაგრამ მაინც მიჭირდა, ამ ზაფხულს ვიყავი ორი თვით, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს და გულში დიდი სიცარიელე ამომევსო. აქ ალბათ ვისწავლი და მერე დავუბრუნდები ჩემ სამშობლოს, და ჩემს მეგობრებს.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 1 2006, 07:22 AM

madamea (ანუკი), რომელ შტატში ხარ?
მე Ohio-ში, Cincinnati-ში ვარ

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Oct 4 2006, 11:14 PM

ავღანეთში ქართველები არიან, მებრძოლები - ეხლა მანდ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ტლევიზორში რაც ვნახე შიშისაგან ლამის თმები გამითეთრდა, ერთ-ერთმა მომწერა რომ ეგ ზღვაში წვეთიაო - გთხოვთ წირვა-ლოცვაზე მოიხსენეთ რა

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 7 2006, 04:18 AM

ჰეი, ფორუმელებო ნუ მიატოვეტ ეს განყოფილება!!!

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Oct 9 2006, 10:13 AM

Andria
ანდრო როგორა ხარ smile.gif

შენსკენ რა ხდება?

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 9 2006, 11:00 AM

ციტატა
.მე ძმა ამერიკაში მყავს 6 წელია

რომელ შტატშია???

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 9 2006, 05:49 PM

მე არა მიშავს სერგო, ხანდახან საქართველო მენატერბა მაგრად

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 9 2006, 11:37 PM

ციტატა
ხანდახან საქართველო მენატერბა

მარტო ხანდახან?? biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 9 2006, 11:59 PM

salome
აბა სულ რომ მაგაზე იფიქრის კაცმა, გული გაუსკდება დარდით.... wink.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 10 2006, 04:55 AM

QUOTE(salome @ Oct 9 2006, 11:37 PM) *

მარტო ხანდახან?? biggrin.gif

საერთოდ საქართველოს მარად არის ჩემს ფიქრებში, მაგრამ ხანდახან ისე ვარ (ისე მომენატრება ხოლმე), რომ ლამის ფეხით გამოვიქცე ოჰაიოს შტატიდან საქართველოში.

ისე ეს ფორუმი, რომ არსებობს მაგრად მიხარია, იმიტომ, რომ აქ მართლმადიდებელ ქართველებს გხვდებით

გეხვეწებით ლოცვებში მომიხსენიეთ ხოლმე, თორემ ხანდახან ღმერთს ვშორდები ხოლმე და ხომ იცით ღმერთის გარეშე ცხოვრება, რომ უდიდესი ნაგავია...

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 10 2006, 10:29 AM

Andria
მართმადიდებული ეკლესია არის შენ ქალაქში?

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Oct 10 2006, 10:44 AM

Andria
მოგესალმები ჩემო კარგო, რაც შეეხება ლოცვებში მოხსენიებას, მაგაზე არ იდარდო, სულ ჩვენს ლოცვებში ხართ. მე პირადად ვნერვიულობ და ბევრს ვფიქრობ თქვენზე, მეც ბევრი ახლობელი მყავს უცხოეთში, სულ ვლოცულობ ყველა უკლებლივ მალე დაბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში ბედნიერად.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Oct 10 2006, 11:32 AM

გფარავდეთ უფალი

ციტატა(gvirila_mari @ Oct 10 2006, 10:44 AM) *

Andria
მოგესალმები ჩემო კარგო, რაც შეეხება ლოცვებში მოხსენიებას, მაგაზე არ იდარდო, სულ ჩვენს ლოცვებში ხართ. მე პირადად ვნერვიულობ და ბევრს ვფიქრობ თქვენზე, მეც ბევრი ახლობელი მყავს უცხოეთში, სულ ვლოცულობ ყველა უკლებლივ მალე დაბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში ბედნიერად.

დიდი მადლობა ჩემო კარგო. მართლაც რომ გვჭირდება ლოცვებში მოხსენიება, აქ ჩვენს დედა ეკლესიას მოკლებულნი, მართლაც რომ მრავალი განსაცდელის გადატანა გვიწევს.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 12 2006, 07:42 AM

QUOTE(gvirila_mari @ Oct 10 2006, 10:44 AM) *

Andria
მოგესალმები ჩემო კარგო, რაც შეეხება ლოცვებში მოხსენიებას, მაგაზე არ იდარდო, სულ ჩვენს ლოცვებში ხართ. მე პირადად ვნერვიულობ და ბევრს ვფიქრობ თქვენზე, მეც ბევრი ახლობელი მყავს უცხოეთში, სულ ვლოცულობ ყველა უკლებლივ მალე დაბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში ბედნიერად.

დიდი მადლობა, სჰენმა სიტყვებმა მაგრად გამამხნევა... ძალიან დიდ მადლობას გიხდი, აქ ჯერ არც ერთი ქართველი არ შემხვედრია და მაგარი მონატრებული ვარ მათ ნახვას...

QUOTE(shota @ Oct 10 2006, 10:29 AM) *

Andria
მართმადიდებული ეკლესია არის შენ ქალაქში?

კი აქ არის მარტლმადიდებლური ეკლესიები და რამოდენიმე დღის წინ ვიპოვე რუსული და თან გავიგე, რომ ქართველები იქ ხშირად დადიან, შაბათ მინდა წასვლა, თუ უფალი ინებებს

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 12 2006, 11:03 AM

ციტატა
კი აქ არის მარტლმადიდებლური ეკლესიები და რამოდენიმე დღის წინ ვიპოვე რუსული და თან გავიგე, რომ ქართველები იქ ხშირად დადიან, შაბათ მინდა წასვლა, თუ უფალი ინებებს

ანდრია, მე როგორც ვიცი, ამერიკაში ყველა ქალაქში არის მართლამდიდებლური ტაძარი, მაგრამ ძალიან ბევრი განხეთქილებისაა, თუ რუსულია, უნდა ემორჩილებოდეს რუსეთის პატრიარქს და არა ემიგრანტულ ეკლესიას, ასევე ამერიკულიც-კანადისა და ამერიკის მიტროპოლიტს, თორემ ბევრი შემთვხევაა, როდესაც ასე ადამიანი გზას აცდეს...

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Oct 12 2006, 03:25 PM

ჩვენთან არის რუსული ეკლესია რომელიც ემორჩილება საზღვარგარეთის ეკლესიას, ამიტომ უფრო თავს ვიკავებ სიარულისგან , მაგრამ როგორც ჩემი ახლობელისგან გავიგე მიმდინარეობს რუსეთის საპატროიარქოსა და საზღვარგარეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება და რამდენდაც ვიცი უკვე მალე ალბათ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავა.
თუმცა ეს შეუმოწმებელი ინფორმაციაა,მაგრამ სხვებისგანაც მაქვს გაგონილი.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 13 2006, 01:34 AM

ჩემი ქალაქის ეკლესიები, რამდენადაც web-site-ებიდან გავიგე ემორჩილებიან თავიანთ საპატრიარქოებს, მაგალითად რუსული რუსულს ემორჩილება და ასე შემდეგ...

დიდი მადლობა სალომე, რომ გამაფრთხილე

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 13 2006, 11:08 AM

ციტატა(Andria @ Oct 12 2006, 09:34 PM) *

ჩემი ქალაქის ეკლესიები, რამდენადაც web-site-ებიდან გავიგე ემორჩილებიან თავიანთ საპატრიარქოებს, მაგალითად რუსული რუსულს ემორჩილება და ასე შემდეგ...

დიდი მადლობა სალომე, რომ გამაფრთხილე

არაფრიის smile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 13 2006, 11:29 AM

არ ვიცი ასე ეჩვის თვალით რატომ უყურებთ საზღვარგარეთულ რუსულ ეკლესიას, მათ არანაირი საეკლესიო დოგმატი არ დაურღვევიათ და ისინი ხვთის მსახურებას ისევე ატარებენ როგორც ყველა სხვა მართმადიდებული ეკლესია, და მე ეს ჩემი თვალით ამაქვს ნანახი, რაც შეხება მათი გამოყოფა რუსული ეკლესიდან ეს მოხდა თუ არ ვცდები ბოლშევიკების დროს, როდესაც მათ სხვა გზა არ ქონდათ.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 13 2006, 11:36 AM

ციტატა(shota @ Oct 13 2006, 07:29 AM) *

არ ვიცი ასე ეჩვის თვალით რატომ უყურებთ საზღვარგარეთულ რუსულ ეკლესიას, მათ არანაირი საეკლესიო დოგმატი არ დაურღვევიათ და ისინი ხვთის მსახურებას ისევე ატარებენ როგორც ყველა სხვა მართმადიდებული ეკლესია, და მე ეს ჩემი თვალით ამაქვს ნანახი, რაც შეხება მათი გამოყოფა რუსული ეკლესიდან ეს მოხდა თუ არ ვცდები ბოლშევიკების დროს, როდესაც მათ სხვა გზა არ ქონდათ.

რუსულ ეკლეისას ,,ისე" არ ვუყურებთ, უბრალოდ ემიგრანტული რუსული ეკლესია არა არის ევქარისტიაში არც ქართულ სამოციქულო ეკლესისთან(მე ასე გამიგია, თუ არაა სწორი, შემოსწორეთ unsure.gif ).

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 13 2006, 11:47 AM

salome
ხო, მე ემიგრანტულ რუსულ ეკლესიას ვგულისხმობდი შეიძლება ქართულ ეკლესიასთან კავშირში არ არიან, მაგრამ ისინი არ არიან რაიმე განხეთქილების შემტანი რუსულ ეკლესიაში და მაგიტომ კი არ გამოყოფილან რუსულ საპატრიარქოს არამედ ოციანი წლების შემდეგ როდესაც რუსეთში დაიცხეს ეკლესიების დანგრევა და სასულიერო პირების დევნა, მათ მიღეს გადაწყვეტილება რომ სანამ რუსეთში ეკლესია დამოკიდებული არ გახდება მთავრობისაგან და აღარ შეავიწროებენ სამღვდელოებას მანამდე ჩვენ ვიქნებით გამოყოფილი, მართალია დღეს დღეობით რუსეთის ეკლესია გამოეყო სახემწიფოს და დამოუკიდებელია მაგრამ მის მერე დახლოებით 70 წელი გავიდა რაც ცალ ცალკე არიან და ალბათ გაერთიანებასაც დასჩირდება დრო.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 13 2006, 11:51 AM

shota

იცი, მე ესე ვფიქრობ, რომ ემიგრანტულ ეკლესიაში არ უნდა იარო...
დავწერე რატომაც და კიდევ არის მიზეზები...
თორემ მე არც კათოლიკებს ვერჩი და არც პროტესტანტებს(smile.gif) უბრალოდ არ უნდა იარო და აღარ განიკითხო და გამოიძიო...

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Oct 14 2006, 06:19 PM

მეც რამდენადაც ვიცი ეს ეკლესია ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გამოეყო რუსულ ეკლესიას და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ერთეულად.

ვიცი რომ ქართველი მოძღვრები კრძალავენ ამ ეკლესიებში სიარულს.
თუმცა რა არსებითი განსხვავებაა მათ შორის ნამდვილად არ ვიცი.

როგორც ერთმა მოძღვარმა მითხრა ბელგიაში, ისინი ადამინის სულებს ზიანს ვერანაირად ვერ მოუტანენ და თუ სხვა არჩევანი არ არის მაშინ შესაძლებელია მათ ლოცვებზე დასწრება.
თუმცა მანვე აღნიშნა რომ გაერთანებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.და ალბათ მალე რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავა.

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 14 2006, 06:31 PM

iako
ეგ მალე არ იქნება , მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაც შეხება ქართულ ეკლესიას რა თქმა უნდა ვერ აღიარებენ მაგათ, იიმიტომ რომ არ უნდათ რუსული ეკლესია გაღიზიანონ.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 16 2006, 12:02 AM

ციტატა
თუმცა მანვე აღნიშნა რომ გაერთანებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.და ალბათ მალე რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავა.

კი, ეგ მართალია!!
რამდენიმე თვის წინ თითქოს არაფერი ედგა მათ შეერთებას, მაგრამ ემიგრანტებმა კიდევ რაღაცეები გააპროტესტეს! sad.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 16 2006, 12:23 AM

ციტატა
რამდენიმე თვის წინ თითქოს არაფერი ედგა მათ შეერთებას

საქმე ეხება ცალკეულ ეკლესიებს სხვა და სხვა ადგილებში მთელ მსოფლიოში მათ შორის , კალიფორნის შტატში ერთეთ ეკლესია რომელიც დაიყო უკვე შერთების პროცესი რუსეთის საპატრიარქოსთან,
თორე როგორც ასეთი ოფიციალური წარმომადგენლობა ემიგრანტული ეკლესიისა მთლიანად რუსეთის იურიდქციაში გადასვლას ჯერ არც აპირებენ და არცა მგონია რომ სურვილი ქონდეთ.
ადრე მე მესამე მხარისაგან (ანუ ობიექტუ წყაროდან ) მოვისმინე რომ საქმე ეხება თურმე ძალიან დიდ ფულს,

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 22 2006, 08:08 AM

ფორუმელებო, რატომ მიატოვეთ ეს განყოფილება?

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Oct 23 2006, 08:16 PM

Andria
როგორა ხარ? ...
ამათ ყველაფერი არ დაუჯერო ბიჭოო ..აეეეეეე wink.gif

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 23 2006, 09:10 PM

ჭირიმე შენი მნათე ბიჭო მე მყავს 4 ემიგრანნტი sad.gif მაგატ შემოევლოს გიორგი ძია smile.gif ცჰემი ბიძაშვილიშვილები და იმათი დედა ანუ ჩემი ბიძაშვილი ეხლა 15 წუთით შემახედა იმათზე და მეტი არაფერი მინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 24 2006, 01:06 AM

ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანიც ძაან შორსაა ჩემგანsad.gif მაგრამ ემიგრანტი არაა.. მოქალაქეა უკვე, რაც ყველაზე ძაან არ მინდაsad.gif( მინდა აქ იყოს. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Oct 24 2006, 11:07 AM

ციტატა
ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანიც ძაან შორსაა ჩემგან მაგრამ ემიგრანტი არაა.. მოქალაქეა უკვე, რაც ყველაზე ძაან არ მინდა( მინდა აქ იყოს.

მართალი ხარ ძალიან ძნელია, ჩემი ბიძაშვილი 25 წელია მოსკოვშია და და ამდენი ხნის მანძილზე ორჯერ მყავს ნანახი sad.gif სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: kutaiseli თარიღი: Oct 24 2006, 03:10 PM

ასე მგონია, ყველა ემიგრანტი საყვარელია

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 24 2006, 04:44 PM

kutaiseli
არაა laugh.gif აბა იმათ კითხე ვის ქვეყანაშიც არიანwink.gif ჩემი კარის მეზობელი გერმანიაში გათხოვდა.. და რომ ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად მოგვიყვა რომ გერმანიაში მაღაზიებია სადაც ქართულად აეწრია-,,ქართველებო გთხოვთ აქ ნუ შემოხვალთ''... აი სირცხვილი რა არის... მსოფლიო მაშტაბის სახელი გვაქ გატეხილი. შვილს მამასთან არ უშვებენ ამერიკაში ( მეზობელს) მხოლოდ იმიტომ რომ ქართველია.. უბრალვლესობა ქურდობს იქ...

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 24 2006, 10:10 PM

.:B:.
მე უფრო უარესი მსმენია რომ ქართულად აწერია გთხოვთ არ მოიპაროთო... biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Oct 25 2006, 01:27 PM

.:B:.
ეგ რაარის ჩემი ძმაკაცის მეგობარმა, გერმანიაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოიპარა კამერა რომელიც თვალყურს ადევნებს იმას რო არაფერი მოიპარო და ამან სწორედ ის კამერა ჩამოხსნა და მოიპარა ხო მაგარია, და ეხლაც სახლში უგდია, რო ვკითხე თუ რათ უნდოდა იცი რა მითხრა ხო მაგარი ვარო laugh.gif მაგარია აბა რაარის
laugh.gif

პოსტის ავტორი: .:B:. თარიღი: Oct 25 2006, 09:56 PM

shota
nikoloz_v
laugh.gif laugh.gif laugh.gif აა ეს რა მითხარით laugh.gif laugh.gif laugh.gif მაგარიააა

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 26 2006, 06:00 AM

QUOTE(nikoloz_v @ Oct 25 2006, 01:27 PM) *

.:B:.
ეგ რაარის ჩემი ძმაკაცის მეგობარმა, გერმანიაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოიპარა კამერა რომელიც თვალყურს ადევნებს იმას რო არაფერი მოიპარო და ამან სწორედ ის კამერა ჩამოხსნა და მოიპარა ხო მაგარია, და ეხლაც სახლში უგდია, რო ვკითხე თუ რათ უნდოდა იცი რა მითხრა ხო მაგარი ვარო laugh.gif მაგარია აბა რაარის
laugh.gif

აუ ეგ რა გავიგე, აუ ეხლა ამერიკაში კომპიუტერთან ვზივარ და გიჟივით ვიცინივარ, ხალხი კი ვერ იგებს რა მაცინებს...
აუ ეგ მაგარი ამბავია ნაღდად

QUOTE(glaxa @ Oct 23 2006, 08:16 PM) *

Andria
როგორა ხარ? ...
ამათ ყველაფერი არ დაუჯერო ბიჭოო ..აეეეეეე wink.gif

სერგო რავა ხარ სიმღერა დაამთავრე???

პოსტის ავტორი: xvtiso თარიღი: Oct 27 2006, 03:35 AM

MOMITEVET TU TEMASTAN CHEMS SITYVEBS AR AKVS KAVSHIRI, MAGRAM SAKARTVELO ARIS DZAAAALIAN MAGARI KVEYANA YVELNAIRAD DA AM GMERTISGAN BODZEBUL MADLS CHVENS KVEYANAS GAFRTXILEBA UNDA!!! rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 27 2006, 03:41 AM

xvtiso
მაგაში მართალი ხარ.. smile.gif
(ოღონდ ქართულად წერე თუ შეგიცლია)

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 27 2006, 07:29 AM

QUOTE(xvtiso @ Oct 27 2006, 03:35 AM) *

MOMITEVET TU TEMASTAN CHEMS SITYVEBS AR AKVS KAVSHIRI, MAGRAM SAKARTVELO ARIS DZAAAALIAN MAGARI KVEYANA YVELNAIRAD DA AM GMERTISGAN BODZEBUL MADLS CHVENS KVEYANAS GAFRTXILEBA UNDA!!! rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif unsure.gif unsure.gif

საქართველო ნაღდად მაგარი საყვარელია, ეხლა ანსამბლ ფესვებს ვუსმენ ამერიკაში და საქართველოზე ვფიქრობ...
საერთოდ საქართველოზე თითქმის ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, მაგარმ განსაკუთრებით მაშინ როცა მარტო ვარ...
ჯიგრები ხართ ყველა...

და კიდევ ერთი - საქართველოში რომ იგრძნობს ქართველი თავს კარგად, ისე ვერსად ვერ იგრძნობს. აქ აშშ-ში ყველაფერია, მაგარი ბუნებაც, სიმდიდრეც და რა ვიცი კიდევ რაც გინდა, მაგრამ იცი რა? - საქართველოში ყველაფერს სხვა ანუ მშობლიური გემო აქვს.... აქ რომ დავდივარ და სადმე კარგ ლამაზ ადგილას მოვხვდები ხოლმე, ისეთი ეფექტი ნამდვილად არ ააქვს, როგორიც საქართველოში ჰქონდა, იქ ათასჯერ ნანახი ადგილები ყოველთვის ახტაცებას იწვევდა ჩემში

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Oct 28 2006, 10:34 AM

Andria

კი ერთი და მეორეს არანჟზე მიდის მუშაობა.. wink.gif

ციტატა
-,,ქართველებო გთხოვთ აქ ნუ შემოხვალთ''

ციტატა
მე უფრო უარესი მსმენია რომ ქართულად აწერია გთხოვთ არ მოიპაროთო...

ადამიანი ყველა ადამიანია... ნებისმიერი ადამიანის ბუნება გახრწნილია და ქართველები ამაში გამონაკლისები არა ვართ....
როცა ამ ბუნების რეალიზება ხდება მაშინ ქართველობა ის აღარ არის რაც გვეგონა თურმე...
გუშინ რეაქციაში თუ უსმინეთ ახალ "ქართული ეროტიკული ფილმის" მსახიობებს და ზოგიერთი ცანცარა ახალგაზრდას კომენტარს, ნამდვილად აგეტირებოდათ....
უღმერთოდ ყველა ადამიანი ნაგავია....
მაპატიეთ თუ უხეშობა მომივიდა...

Andria
ციტატა
აქ რომ დავდივარ და სადმე კარგ ლამაზ ადგილას მოვხვდები ხოლმე, ისეთი ეფექტი ნამდვილად არ ააქვს, როგორიც საქართველოში ჰქონდა, იქ ათასჯერ ნანახი ადგილები ყოველთვის ახტაცებას იწვევდა ჩემში

ეგ შენთვის არის ჩემო ანდრო მასე..და ეგრეც უნდა იყოს... wink.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 29 2006, 06:16 AM

ჯიგარი ხარ სერგო

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Nov 1 2006, 12:15 PM

მოგესალმებით ყველას, უცხოეთში მყოფ ფორუმელებს, როგორა ხართ ძვირფასებო? ჩვენ გვახსოვხართ, არ იფიქროთ დაგვავიწყდით, გეფერებით შორიდან smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 4 2006, 03:10 AM

მოგესალმებით ყველას,მინდა რომ გულით გაგამხნევოთ და გულით გისურვოთ ყველას საქართველოში დაბრუნება და დაბრუნდებით კიდევაც გვთის წყალობით!თქვენ გულებში საქართველოს სიყვარული მკაფიოთ გიზგიზებს და ნურასდროს ჩაქრება და უფალს ვთხოვ რომ საქართველოდან წასული ყველა ქართველის გულში ისეთივე სითბო იყოს და სიყვარული როგორიც ამ ფორუმის ემიგრანტების გულებშია!ღმერთი იყოს თქვენი შემწე

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 4 2006, 03:46 AM

მოგესალმები ანდრია სასიამოვნოა რომ ამერიკიდანაც ეხმაურებიან ამ ფორუმს.ისე კი ვიტყვი რომ საქართველოში ალბათ არ იქნება ოჯახი რომელიმე ნათესავი უცხოეთში რომ არ ჰყავდეს მაგ ჩემი ორი მეზობლის შვილებიც ამერიკაში არიან.ალბათ მე ასე ვფიქრობ უცხოეთში ყოფნისას არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქართველობა მიუხადავათ ამის სირთულისა მაგ.როგორც ებრაელები.სამწუხაროდ ბევრია ისეთი ვისაც საქართველოსკენ გამოხედვაც აღარ უნდა მატერიალური შეხედულებებიდან გამომდინარე.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 4 2006, 05:18 AM

QUOTE(solomony @ Nov 4 2006, 03:46 AM) *

მოგესალმები ანდრია სასიამოვნოა რომ ამერიკიდანაც ეხმაურებიან ამ ფორუმს.ისე კი ვიტყვი რომ საქართველოში ალბათ არ იქნება ოჯახი რომელიმე ნათესავი უცხოეთში რომ არ ჰყავდეს მაგ ჩემი ორი მეზობლის შვილებიც ამერიკაში არიან.ალბათ მე ასე ვფიქრობ უცხოეთში ყოფნისას არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქართველობა მიუხადავათ ამის სირთულისა მაგ.როგორც ებრაელები.სამწუხაროდ ბევრია ისეთი ვისაც საქართველოსკენ გამოხედვაც აღარ უნდა მატერიალური შეხედულებებიდან გამომდინარე.

ქართველობას რა დამავიწყებს, აქაც კი ქართულ გაგებას ვაწვები...
ხან ისე ვარ ლამის ფეხით გამოვიქცე აქედან, მაგრად მენატრება სამშობლო, ჩემს ოჯახს რომ ვეკონტაცტები, სულ ვეუბნები, რომ ძალიან მაგრად ვარ, არადა ისეთი ნოსტალგია მაქვს ხოლმე, რომ ენით ვერ ვიტყვი. სულ 7 თვეღა დამრჩა საქართველოში ჩამოსვლამდე და ერთი სული მაქვს, როდის გავა... აქ საერთოდაც არ წამოვიდოდი, მაგრამ უბრალოდ მინდა გამოცდილება და განათლება მივიღო, რომ მერე საქართველოს გამოვადგე რამეში...

[/b] აუ ძალიან მაგრად მიყვარხართ ყველა, თქვენ არც კი იცით რას ნიშნავს ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა, რისთვისაც მაგარ მადლობას გიხდით. ღმერთი იყოს თქვენი ყველას მფარველი. მაგარი ჯიგარი ადამიანები ხართ... უბრალოდ ძნელია 17 წლის ქართველი კაცი, უქართველებოდ იყოს ამერიკაში და სამშობლო არ მოენატროს, ასეა და რას ვიზავ

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 4 2006, 06:28 PM

ანდრია
შეგაძლებინოს უფალმა მანდ დარჩენილი დღეების მშვიდობით განვლა.
ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოს მოყვარული ქართველები.შენ კი ასეთივე სულისკვეთებით გაგეგრძელებინოს ცხოვრება, საქართველოს და ქართველების სამსახურში მეოცნებეს და რეალურად განგეხორციელებინოს კიდეც შენი ჩანაფიქრი.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 4 2006, 10:56 PM

QUOTE(iako @ Nov 4 2006, 06:28 PM) *

ანდრია
შეგაძლებინოს უფალმა მანდ დარჩენილი დღეების მშვიდობით განვლა.
ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოს მოყვარული ქართველები.შენ კი ასეთივე სულისკვეთებით გაგეგრძელებინოს ცხოვრება, საქართველოს და ქართველების სამსახურში მეოცნებეს და რეალურად განგეხორციელებინოს კიდეც შენი ჩანაფიქრი.

დიდი მადლობა ძმაო, ღმერთი გფარავდეს

QUOTE(კანუდოსელი @ Nov 4 2006, 06:40 PM) *

სადაც მე ვარ, იმ ქალაქში ვნახე ორი ქართველი (ღვთის წყალობით ბევრნი არ არიან), ერთი პირველივე დღესვე ლამის შემომეცემა (რა არის მაინც ეს ქართული ენა laugh.gif ), არც მეორე გამოირჩეოდა დიდი პატიოსნებით.

რომელ ქვეყანაში ხარ? მე აშშ-ში ohio-ს ერთ-ერთ დიდ ქალაქ Cincinnati-ში ვარ, მაგრამ ქართველებს ჯერ არ შევხვედრივარ...

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Nov 5 2006, 12:43 AM

როგორ ხაართ,ხალხო?

ეხლა ველაპარაკე ამერიკაში დედას მეგობარს,ქალი აგონიაშია sad.gif ძალიან მეტკინა გული,დეპრესიაშიაა

ვერ წარმომიდგენი ოგორ უნდა გაზლო უცხო ქვეყანაში დიდხანს

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 8 2006, 06:21 AM

მართლა ძნელია უცხოეთში დიდხანს ყოფნა... მეც აშშ-ში ვარ და ერთი სული მაქვს სწავლა, დამიმთავდეს, რომ საქართველოში ჩამოვიდე...
აუ საქართველო ნამდვილი ოცნებაა ეხლა ჩემთვის...

პოსტის ავტორი: agr_bak თარიღი: Nov 8 2006, 08:07 AM

ჩემთვისაც ნაცნობია ეს თემა და მტკივნეული. დედა მყავს ამერიკაში უკვე თითქმის ხუთი წელია და ჯერ ჯერობით ჩამოსვლას ვერ ახერხებს. sad.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 9 2006, 12:30 AM

ღმერთმა ყველა უკლებლივ დააბრუნოს და გარავდეთ უფალი

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 10 2006, 04:20 PM

მოგესალმებით ყველა ქართველს თუ არაქართველს ვისაც საქართველო გენატრებათ.
ამას წინათ ერთ გერმანიაში გათხოვებულ ქართველ ახლობელს ვესაუბრებოდი და იცით რა მითხრა:
სამშობლო შემთხვევით არ გეძლევაო,
ეს არის ღვთის დიდი საბოძვარი შენთვის, ისე როგორც ჯანმრთელობა ან თუნდაც სიცოცხლეო.
ამას რომ კარგავ აღარავინ აღარა ხარო ,იკარგები და ცხოვრება უაზრობა ხდებაო.
მე მესმის მისი, ცრემლებამდე შემეცოდა.
ღმერთმა ყველა დაგაბრუნოთ.ამინ.
მე პირადად მათხოვარივით მწარე ყოფა მირჩევნია იქ "გულაობას".
ვინც რაღაც მიზნით ხართ წასული გაუძელით და იმედს ნუ დაკარგავთ.
ღმერთი მოწყალეა,არ მიგატოვებთ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 11 2006, 01:39 PM

ჩემი ერთი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა, რომელიც 8 წელი გერმანიაში ცხოვრების შემდეგ, შემდეგი კითხვის წინაშე იდგა დარჩენილიყო გერმანიში თუ დაბრუნებულიყო იქ სადაც მისი ოჯახი იყო.
მისი პრობლემა საკმაოდ რთული იყო. ის იყო დაბადებით რუსი, თუმცა მის სისხლში რომელი ერის სისხლი აღარ ერია და ცხოვრობდა ოჯახი ლიტვაში.
ჩვენ გვითხრა ბედნიერები ხართ, რადგან სამშობლო გაქვთო, მე რომ ასეთი გამაჩნდეს ერთ წამსაც არ დავფიქრდებოდი ისე დავბრუნდებოდი უკანო''
ალბათ ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით რამხელა წყალობა გვაქვს უფლისგან.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 11 2006, 10:52 PM

QUOTE(iako @ Nov 11 2006, 01:39 PM) *

ალბათ ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით რამხელა წყალობა გვაქვს უფლისგან.

გეთანხმები, ქართველები მართლა ვერ ვხვდებით და ვერ ვხედავავთ თუ როგორი მოწყალეა უფალი ჩვენს მიმართ და ზუსტად ეგ მაბრაზებს ხშირად...

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 11 2006, 11:40 PM

აქვე დავამატებდი რომ მომიწია რამდენიმე საერთაშორისო დიდ კომპანიაში მუშაობა.
და აქ ვნახე პირველად ხალხი რომლებსაც სამშობლო არ გააჩნდათ,ანუ ძალზე მაღალი ხელფასი ქონდათ და სრული კმაყოფილებით ცხოვრობდნენ იქ სადაც კომპანია გადაისროდა:2 წელი აქ 3 ზამბიაში 2 ბრაზილიაში 4 ყაზახეთში და ა.შ.
ამის გარდა,ბინები მსოფლიოს სხვადასხვს კუთხეებში ჰკონდათ შეძენილი.
მათთან ურთიერთობაში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვერ ენდობოდი.ანუ მათ არაფერი დაეფიცებოდათ.
ზომბირებულებს გავდნენ.
ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 12 2006, 01:00 AM

მოგესალმებით სამშობლოსგან მოწყვეტილებო,მართლაც ბევრი ვერ ვაცნობიერებთ თუ რა ტკბილია და საყვარელია ჩვენი სამშობლო,ღმერთმა ყველა დააფიქროს რომ საქართველოს ყველა დაურუნდეს სადაც დაიბადა და სადაც მისი სამშობლო საქართველოა!დაგლოცოთ უფალმა!

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 13 2006, 08:58 AM

QUOTE(usgar @ Nov 11 2006, 11:40 PM) *

აქვე დავამატებდი რომ მომიწია რამდენიმე საერთაშორისო დიდ კომპანიაში მუშაობა.
და აქ ვნახე პირველად ხალხი რომლებსაც სამშობლო არ გააჩნდათ,ანუ ძალზე მაღალი ხელფასი ქონდათ და სრული კმაყოფილებით ცხოვრობდნენ იქ სადაც კომპანია გადაისროდა:2 წელი აქ 3 ზამბიაში 2 ბრაზილიაში 4 ყაზახეთში და ა.შ.
ამის გარდა,ბინები მსოფლიოს სხვადასხვს კუთხეებში ჰკონდათ შეძენილი.
მათთან ურთიერთობაში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვერ ენდობოდი.ანუ მათ არაფერი დაეფიცებოდათ.
ზომბირებულებს გავდნენ.
ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ.

გაიხარე

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 14 2006, 12:58 PM

usgar

ციტატა
აქვე დავამატებდი რომ მომიწია რამდენიმე საერთაშორისო დიდ კომპანიაში მუშაობა.
და აქ ვნახე პირველად ხალხი რომლებსაც სამშობლო არ გააჩნდათ,ანუ ძალზე მაღალი ხელფასი ქონდათ და სრული კმაყოფილებით ცხოვრობდნენ იქ სადაც კომპანია გადაისროდა:2 წელი აქ 3 ზამბიაში 2 ბრაზილიაში 4 ყაზახეთში და ა.შ.
ამის გარდა,ბინები მსოფლიოს სხვადასხვს კუთხეებში ჰკონდათ შეძენილი.
მათთან ურთიერთობაში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვერ ენდობოდი.ანუ მათ არაფერი დაეფიცებოდათ.
ზომბირებულებს გავდნენ.
ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ.

ხო ესენი მანქანები არიან...
მეც ვიცნობ ზოგიერთ მათ ნაირ ადამიანს...
მათთვის ყველა და ყველაფერი ერთია....

ციტატა
მე პირადად მათხოვარივით მწარე ყოფა მირჩევნია იქ "გულაობას".

უხ რა კარგად თქვი!!!!
იცოცხლე!

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 14 2006, 05:39 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 15 2006, 06:53 PM

QUOTE(Sexvewili @ Nov 14 2006, 05:39 PM) *

ჩემი ბევრი ახლობელია დღეს უცხოეთშია. ერთი შეხედვით, მერე რა. მუშაობენ და ოჯახებს არჩენენ, ზოგიც სწავლობს, რომ მერე აქ ჩამოვიდეს და ქვეყანას გამოადგეს. ასე იქცეოდნენ ილია, აკაკი და ვაჟაც.

მაგრამ ზოგი ვერც ვერაფერს სწავლობს და საკუთარსაც ივიწყებს. ამისგან ღმერთმა დაგიფაროთ ყველანი.

ისე, კითხვა მიჩნდება ხოლომე: რა მოხდება ეს ენერგია, რასაც უცხოეთში ვხარჯავთ, აქ გამოვიყენოთ - ჩვენს ქვეყანაში?

და კიდევ, ნამდვილი ქართველი უცხოეთში კარგად ვერასდროს მოეწყობა, რადგან ნამდვილ ქართველს სამშობლო ყოველთვის მოენატრება და ყოველთვის იფიქრებს, რომ აქ (უცხოეთში) დროებით ვარო, ცოტაც კიდევ და სამშობლოში დავბრუნდებიო და ასე შეიძლება რამდენიმე თაობა სულ უცხოეთში დარჩნენ და სულ ფიქრობდნენ არა მომავალ წელს დავბრუნდები, არა ამ წელსო, სულ ცოტაცო და ა.შ.

ხოლო ის კაცი, რომელიც ამათუ იმ ქვეყანაშია და მუდამ სხვა ქვეყანაში (საქართველოში) დაბრუნებას ფიქრობს, ამ ქვეყანაში (უცხოეთში) ვერ მოეწყობა კარგად, რადგან იფიქრებს ეს ჩემი დროებითი სამყოფელია და აქ არ უნდა დავემკვიდროო.

ის კაცი კი, რომელმაც თუნდაც იცის, რომ სამშობლოში აღარასდროს დაბრუნდება, გაცილებით კარგად დამკვიდრდება უცხო მიწაზე.

ამიტომ ჯობია ნამდვილო ქართველებო, დროზე ჩამოდით თქვენს ბედკრულ ქვეყანაში რადგან, ვინც ნაღდები ხართ და სამშობლოზე ფიქრობთ, უცხოეთის მიწაზე მაინც სტუმრებად დარჩებით.

უცხოეთის მიწა არაა ისეთი სტუმართმოყვარე, როგორც ჩვენი. ჩვენი, სადაც ყველა უცხოელი ჩამოსვლისთანავე გაიძახის, ასე მგონია სახლში ვარო. უცხოელები ჩვენთან სახლში გრძნობენ თავს, ჩვენ კი ჩვენსავე ქვეყანაში ლტოლვილები ვართ. (ლტოლვილი გამიგია სხვა ქვეყანაში გაქცეულზე ითქმის ხოლმე).

ჩამოდით დედასამშობლოში, დაანებეთ თავი დედინაცვალ-ქვეყნებს!

დღეს საქართველო იმ დღეშია, რაშიც ბიბლიური ისრაელი. ალბათ ჩვენი ცოდვების გამო.

ჩვენ თქვენს დაბრუნებას ველით.

მალე ჩამოდით, თორემ ღმერთმა დაგვიფაროს და ჩინელების გადამკიდე, რა ამერიკა, რის რუსეთი, რომ ჩამოხვალთ მანჯურიის ოლქში არ ამოყოთ თავი.

გეთანხმები, მე ეხლა ამერიკაში ვარ და ერთ ტიპს სახლში გავყევი (3 დღის წინ), მეზობლის ეზოში ბურთი გადაგვივარდა (ვთამაშობდით) და ამ ტიპმა არ იცოდა მეზობლის სახელი და საერთოდ არც იცნობდა... მე საქართველო გამახსენდა, ეს ხომ ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია, მეზობელი მეზობელს არ იცნობდეს... ამათ თავიანთი შვილები რომ ფეხებზე კიდიათ რა სტუმართმოყვარეობაზეა საუბარი (აქ ბევრი კარგი ხალხიცაა, მაგრამ უმეტესობას ნამდვილი არანორმალურია)...
მე აშშ-ში გაცვლითი სტუდენტი ვარ და თავს ყოველთვის უცხოობაში ვგრძნობ, ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული რომ აქედან გამოვიქცე... უბრალოდ ხშირად ვერ ვიტან აქაურობას... ნერვებ აშლილი დავდივარ ხშირად და რამოდენიმეჯერ ლამის თავპირი დავუმტვრიე ამ უზრდელ ამერიკელებს...

ერთსაც დავამატებ, ვინც ეხლა სამშობლოში ხართ გაიხარეთ და დატკბით საქართველოთ, თორემ ნამდვილი ქართველი სადაც არ უნდა წავიდეს და რა სიმდიდრეშიც არ უნდა იყვეს მაინც სამშობლოზე იფიქრებს და ყოველთვის მოენატრება... აქ ადამიანთა უმეტესობა ფულის მანქანადაა ქცეული და იმას ცდილობ რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს. ეს ნერვებს მიწეწავს, განსაკუთრებით მაშინ რომ სკოლაში დარვინისმსა და ძუნწობას ასწავლიან...

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 15 2006, 07:58 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 16 2006, 01:36 AM

Sexvewili

ციტატა
ანდრია,

მიხარია, რომ მანდ სასწავლებლად ხარ ჩასული.
შენც ერთი მერცხალი ყოფილხარ, ბუდიდან თბილ ქვეყნებში გაფრენილი.

ერთი თხოვნა მაქვს შენთან, სადღაც წავიკითხე, საქართველოს ცასავით უხვვარსკვლავიანი ცა უცხოეთში ხშირი არ არისო არისო და იქნებ მომწეროთ, მცდარი აზრია ეგ, თუ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს სინამდვილესთან?

იგივე თხოვნა მაქვს ყველა უცხოობაში მყოფთან. გთხოვთ დააკვირდით მანდაურ ცას. და დაწერეთ - ცა ყველგან ცაა, თუ ჩვენი ცა სხვაა, მართლა უხვარსკვლავიანია ჩვენი ცა, თუ ყველგან ერთი და იგივე სურათია.

თუ შეიძლება ადგილმდებარეობაც მიმითითეთ, საიდან აკვირდებით ცას.

და კიდევ, ადმინისტრატორს ვთხოვ, თუ წინააღმდეგი არ ხართ, რაიმე ეგზისტჰოლ-გამოკითხვის მსგავსი თემა ცალკე რომ ჩამოდოთ საიტზე, სადაც დაისმება ამის მსგავსი კითხვა და გაეცემა პასუხი

სხვაგან არ ვიცი რა ხდება ნამდვილათ მაგრამ მეც მეცხრე წელია ისრაელში ვარ და რამოდენიმე ვარსკვლავი ჯერ ერთათ არ დამინახია და სხვათა შორის მეც დავფიკრებულვარ მაგაზე რომ ვიხსენებდი ხოლმე ბავშობაში განათებული რომ იყო ხოლმე ცა განსაკუთრებით ჩემ სოფელში და აქ მსგავსი ჯერ არ მინახავს..

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 16 2006, 10:50 AM

ამ დღეებში, ჩემი მეგობარი მიდის ჰოლანდიაში...

და ვინც არ იცის საქართველოს სიყვარული როგორ უნდა, წავიყვანოთ და ვაჩვენოთsad.gif
smile.gif
მეც ვიყავი ცოოოტა-ცოტა ხნი ირანში, ენის პრაქტიკაზე, და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლობლად გეჩვენება ეს ქვეყანა (პარადოქსია? არაsmile.gif ) ბოლოს სუნთქვა აღარ შემეძლო..

ბოლოს ყველაზე უღიბლო დღეებიც კი სანატრელი მქონდა, საქართველოში რომ გამითენდაsmile.gif)

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 16 2006, 05:48 PM

Sexvewili
მე სემიძლია გითხრა რომ ამერიკაში ყოფნისას იქაური ცა ნამდვილად სხვანაირი მეჩვენებოდა wink.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 16 2006, 06:26 PM

QUOTE(Sexvewili @ Nov 15 2006, 07:58 PM) *

ანდრია,

მიხარია, რომ მანდ სასწავლებლად ხარ ჩასული.
შენც ერთი მერცხალი ყოფილხარ, ბუდიდან თბილ ქვეყნებში გაფრენილი.

ერთი თხოვნა მაქვს შენთან, სადღაც წავიკითხე, საქართველოს ცასავით უხვვარსკვლავიანი ცა უცხოეთში ხშირი არ არისო არისო და იქნებ მომწეროთ, მცდარი აზრია ეგ, თუ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს სინამდვილესთან?

იგივე თხოვნა მაქვს ყველა უცხოობაში მყოფთან. გთხოვთ დააკვირდით მანდაურ ცას. და დაწერეთ - ცა ყველგან ცაა, თუ ჩვენი ცა სხვაა, მართლა უხვარსკვლავიანია ჩვენი ცა, თუ ყველგან ერთი და იგივე სურათია.

თუ შეიძლება ადგილმდებარეობაც მიმითითეთ, საიდან აკვირდებით ცას.

და კიდევ, ადმინისტრატორს ვთხოვ, თუ წინააღმდეგი არ ხართ, რაიმე ეგზისტჰოლ-გამოკითხვის მსგავსი თემა ცალკე რომ ჩამოდოთ საიტზე, სადაც დაისმება ამის მსგავსი კითხვა და გაეცემა პასუხი.

ეგ მართალია, მე ეხლა Ohio-ში ვარ და ცა სულ სხვანაირია, ძალიან ცოტა ვარსკვლაია ხოლმე ცაზე ღამით, თუმცაღა სხვა შტატებშიც, სადაც ვიყავი ბევრჯერ დავკვირვებივარ ცას, მაგრამ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აქ არასოდეს არ მინახვს, ზაფხულშიც კი, არ არის აქ ბევრი ვარსკვლავი...

საქართველოში კი უბრალოდ საოცრად ლამაზია ცა (განსაკუთრებით ზაფხულში). ღამე სახლში შესვლა არ მინდოდა ხოლმე მანდ რომ ვიყავი. ძაან ხშირად უბრალოდ ვსეირნობდი და ცას ვუყურებდი...
აქ პირველი რაც მაგრად მომენატრა (პირველივე დგეებში), ეს იყო საქართველოს ცა

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 16 2006, 06:45 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 17 2006, 11:07 AM

შეხვეწილი

ციტატა
ხო, რაც მთავარია, ახლა ნოსტალგიით შეპყრობილებმა რომანტიკულად არ დაუწყოთ ჩვენებურ ცას ცქერა და არ გააზვიადოთ ქართული ცის ამბები იმერულად.

ანდრო ბიჭი ქართლელია ქართლელი... wink.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 17 2006, 09:28 PM

რომელია მანდ ფიზიკოსი?
დამეთანხმება რომ მთიან მასივებში ჰაერი უფრო გამჭვირვალეა,რადგან მაღლა ხარ,ჰაერი გაიშვიატებულია,ორთქლი მოწმენდილ ამინდში ნაკლები,ობსერვაღორიებსაც სწორედ მთებში აშენებენ.
ამერიკა #1 გამომბოლქვავია მსოფლიოში, ამიტომაა მათი ცა მეტად დაბურული.ისე როგორც მსოფლიო ურბანისტულ ცენტრებში.
ჩვენი ზეცა კი საბჭოეთის დაშლის მერე საერთაშორისო ავიამაგისტრალად იქცა.
თბილისის ცაზე ზაფხულში ღამით რომ აიხედოთ შეგეშინდებათ ისეთი ინტენსიური ფრენაა, მაგრამ ეს ხდება ძალიან მაღლა (ალბათ 10 კმ).
ეს როგორ იმოქმედებს ჩვენ ვარსკვლავიან ცაზე და კლიმატზე არ ვიცი.
მაგრამ ჯერ ჯერობით ვარსკვლავეთის თაღი გვადგას.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 18 2006, 08:31 PM

გერმანიის ცა ნამდვილად არ მინახავს ისეთი მოჭედილი ვარსკვლავებით, როგორც საქართველოში. თუნდაც ძალიან მოწმენდილ ცაზე და კარგ დარში.
ეს კითხვა ჩემს ნაცნობ გერმანელ ფიზიკოს უნდა დაუსვა, საინტერესოა რა პასუხს გამცემს. biggrin.gif
ისე კი მშობლიური ცა სხვა არის ისე როგორც მიწა ხომ გაგიგონიათ და ყველას თავისი უყვარს და მოსწონს. smile.gif

პოსტის ავტორი: ანნა თარიღი: Nov 19 2006, 04:11 AM

ციტატა(mnate @ Aug 19 2006, 11:36 PM) *

მარადიული თემა, მარადიული ტკივილი, მარადიული ნოსტალგია. . .

საქართველო ყოველთვის ელოდა თავის შვილებს, ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც მეგრულ "ნანას" და გურულ "კრიმანჭულს" ნატრულობდნენ, იქ სადღაც ცრემლი ყოველთვის იღვრებოდა, იქ სადღაც დასალიერში ქართველი სამშობლოს უნახავად კვდებოდა, მაგრამ გულში ყოველთვის ისმოდა ხმა "მე შვილი ვარ საქართველოსი"

და ახლაც ისტორიულმა ბედკრულობამ, ეკონომიკურმა დუხჭირმა თუ ოჯახურმა პირობებმა ქართველი მოწყვიტა თავის მიწას და სადღაც დასალიერში დაასახლა. . . მაგრამ იქ სადღაც სამშობლოს სიყვარულის ცეცხლი კვლავ გიზგიზებს. . .
ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით.

გაიხარე მათე ესეთი თბილი სიტყვებისტვის

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 21 2006, 02:22 AM

ეს ლექსი შემთხვევით ვნახე, არ ვიცი ვისი დაწერილია, მაგრამ ძალიან გულზე მომხვდა და მომეწონა , ვფიქრობ სხვა ემიგრანტებსაც მოეწონება .. smile.gif

როცა დავშორდი საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშით ვიყო გართული

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი

ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველი მერქვა
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა

სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
”ენა მამული სარწმუნოება”

როცა დავშორდი ჩემ საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 21 2006, 02:50 AM

გუშინ იყო ქართული კინო ფესვები ძალიან მიყვარს ეგ კინო,ამით იმის თქმა მინდა რომ იქ ერთ მომენტში ასეა ნათვქმი ჩვენ დაგვაგვიანდა საქართველოში წასვლაო, ეს სიტყები მუდამ მახსოვს მგონი დასაფიქრებელია,ნუ დაკარგავთ საქართველოს სიყვარულს გფარავდეთ უფალი!

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Nov 22 2006, 02:39 AM

ლექსი მართლა მაგარია შოთა, მეც მაგრად მომხვდა გულზე...

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 23 2006, 10:40 PM

ციტატა(Sexvewili @ Nov 16 2006, 05:45 PM) *

გაიხარე, ამ სიტყვებისთვის.
საქართველოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გადმოგეხუროთ საფარველად უცხოობაში მყოფებს ყველას, მათ შორის ბიძაჩემსა და ნათლიაჩემს!

ველი დანარჩენ მერცხლებს:
აბა დაპოსტეთ, როგორია მანდაური ცა? წყვარამი და კუნაპეტი, თუ კავკასიონურად გაკაშკაშებული.

ხო, რაც მთავარია, ახლა ნოსტალგიით შეპყრობილებმა რომანტიკულად არ დაუწყოთ ჩვენებურ ცას ცქერა და არ გააზვიადოთ ქართული ცის ამბები იმერულად.

მე ობიექტური პასუხები მაინტერესებს!

შენს მიერ ნათქვამ მერცხლებზე გამახსენდა smile.gif საოცარი რა არის იცით ?? მე 1998 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ და არც ფლორიდაში და არც ნიუ-იორკში მერცხალი თვალით არ მინახავს. ყოველ გაზაფხულს (ჩვეულებისამებრ ) ველი მერცხლების მოფრენას მაგრა...

გაზვიადებად არ ჩამომართვათ მაგრამ არც ცა არ არის ისეთი, როგორიც საქართველოშია, მანდ მყოფები ვერ ამჩნევთ რა საოცრად ახლოა ცა საქართველოს თავზე, როგორი კამკამაა და ვარსკვლავებიანი... აქ ისეთივე შორია ცა და ვარსკვლავები როგორც საქართველო... და ისე მენატრება მერცხლის ჭიკჭიკი როგორც მშობლიურ ენაზე მოსმენილი საგალობელი...

ეს გაზვიადება არ არის, ეს სიმართლეა, ისევე როგორც დიაგნოზი: - ქართველ ერს თანდაყოლილი დაავადება აქვს, ამ დაავადებას - "ნოსტალგია" ქვია smile.gif

ამ ლექსებს თქვენ გიძღვნით ჩემო უცხოეთში მცხოვრებო საქართველოს შვილებო (ქართველებო და საქართველოზე შეყვარებულო არაქართველებო)

ჩემო თბილის ქალაქო

მე შენს ქუჩებს,ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო,
ჩემო ჭაღარა მთაწმინდავ, სასუფეველო წმინდანთა,ჩემო სულის მალამო
ვენაცვალე, შენს მთა-ველებს, სილამაზე, თვალს მეტი რა ვანახვო,
უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო...
უფლის წმინდა ტაძრებად და სალოცავად აღმართულო ალამო,
მითხარ! შენი სილამაზე, გულში ჩუმად, როგორ უნდა ვატარო,
როცა იქნეს მივიცვალო, ჩემი ნეშტი, შენს თბილ მიწას, მინდა, რომ მიაბარო,
ჩემი სული, საქართველოს, ცის ლაჟვარდზე ატარო,
მე შენს ქუჩებს, ფეხშიშველი შემოვირბენ, ჩემო თბილის-ქალაქო,
უცხოეთის ცის ქვეშეთშიც, მონატრებად მოვლენილო ზღაპარო...

08.03.1998
თეა კანდელაკი

მ ა შ ი ნ, რ ო დ ე ს ა ც . . .

ახლა, სამშობლოს მოწყვეტილი, ვემსგავსე კუნძულს -
ვრცელ ოკეანის შუაგულში უსასოდ შთენილს.
მაშინ, როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს,
მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს...
ჩემი ფიქრები, უერთდება შორით ტატნობებს...
ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება
და მხოლოდ, ლოცვად გარდაქცეულს, შევიცნობ ჩემს სულს,
იქ, სადაც ცათა ტალანები წყალს უერთდება...

და ჰორიზონტზე, იბადება ტკივილი მწველი,
სულს ჩაბუდრული მონატრება მიდაღავს სხეულს...
მე, საქართველოს ნაწილი ვარ, ის სისხლის წვეთი,
დილის ცვარად რომ პოულობენ, ხან ნისლად ქცეულს...
თავს ჩამოწოლილ - ბუმბერაზი მთების ქედებზე,
ხან, კი, მივყვები ქარიშხალთა უსაზღვრო ქროლვას,
ხან, დავიბურავ, ყაყაჩოთა წითელ სამოსში -
თვალებს ცრემლიანს და მანდილით ვიფარავ თრთოლვას...

მაშინ როდესაც, მზეც კი კარგავს მცხუნვარე სხივებს,
მაშინ, როდესაც, მთვარის სირმა ცის ტატნობს კვეთავს...
მთელი არსებით, საქართველოს ნაწილი ვხდები,
ჩემი სხეული, გათანგული, უძრავი ხდება...

03.18.05
თეა კანდელაკი

თქვენის ნებართვით ამ ლექსებსაც პოეზიის გვერდზე გადავიტან

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 24 2006, 02:48 PM

თიკა შენი ლექსები სხვა ფორუმზეც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. გამიხარდა აქაც რომ გიპოვე. მგონი იგივე თიკა ხარ.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ''ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები'' გადმოვიწერე ადრე სხვა ფორუმიდან მაგრამ ავტორის მიწერა დამავიწყდა.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Nov 26 2006, 01:34 AM

ციტატა(iako @ Nov 24 2006, 01:48 PM) *

თიკა შენი ლექსები სხვა ფორუმზეც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს. გამიხარდა აქაც რომ გიპოვე. მგონი იგივე თიკა ხარ.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან ''ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები'' გადმოვიწერე ადრე სხვა ფორუმიდან მაგრამ ავტორის მიწერა დამავიწყდა.

გამარჯობა იაკო, გამახსენდა შენი ნიკი smile.gif რახან ეს ნაწარმოები წაგიკითხავს ესე იგი ის თიკა ვარ smile.gif " ცისფერ ცრემლთა ძოწისფერი ნაფეხურები"- ც ზუსტად საქართველოს მონატრებამ დამაწერინა და იმ გულისტკივილმა რომელიც მისგან წამოსულ ვაი-ქართველებში დავინახე სამწუხაროდ. თუ ავტორის მიწერა გინდა მიაწერე ჩემი სახელი და გვარი.

გაზაფხულზე თუ ღმერთი ინებებს წიგნის გამოცემა მაქვს დაგეგმილი და პრეზენტაციაც საქართველოში ჩატარდება ალბათ, თუ სურვილი გექნებათ ამ ფორუმიდან ყველას დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებთ, მანამდე კი საკმაო დროა, მაგრამ პირობა არ მავიწყდება.

სიყვარულით
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: gio23/05 თარიღი: Nov 26 2006, 08:41 AM

გამარჯობათ
მართალი ხართ მართლა ძნელია საქართველოდან შორს ყოფნა
მე თვითონ ვარ და ძალინ მიჭირს
და ძალიან მიხარია რომ ეს საიტი აგმოვაჩინე
მადლობა გმერთს რომ ბევრი ქართველი დაადგა ჭეშმარიტ გზას
გაიხარეთ და გმერთმა დაგლოცოთ

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 26 2006, 01:31 PM

თეა
შენს ლექსებს ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. საოცარი სულია მათში ჩაქსოვილი. მოუთმენლად ველი შენი წიგნის გამოცემას.
გამიხარდა რომ აქაც გიპოვე.

gio23/05
ქართველი კაცისთვის ყოველთვის ძალიან ძნელი იყო სამშობლოს დატოვება.
უფალმა გაგაძლიეროს.მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება. ყველაფერი ხომ მაინც ჩვენს სასიკეთოდ არის მოვლენილი.

და როგორც ჩემმა მოძღვარმა დამლოცა: იქ და ისე ემსახურე უფალს, სადაც და როგორც იგი მოგიწოდებსო.
ისევ უფალს შევთხოვოთ დახმარება ამის განსახორციელებლად.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2006, 04:59 PM

ეს მოთხრობა ემიგრანტის ცხოვრებაზეა და კონკურსში "ალუბლობა" გაიმარჯვა (www.alubloba.org.ge). ძალიან გულშიჩამწვდომია, ამიტომ მსურს რომ აქ განვათავსო და ჩვენმა ემიგრანტებმა წაიკითხონ.smile.gif

მარიამ ნატროშვილი /თბილისი. დაბ. 1987/

თბილისის დროით ნიუ-იორკში

მე არსად გავქცეულვარ.
მე, უბრალოდ, წავედი.
აჭრელებული ხის კარი ნაცნობი ჭრიალით დამემშვიდობა. არაფერში შემეშლება ეს გულისწამღები ხმა.
გულგრილად ჩავუარე ცარცის კედელზე ოდესღაც ამოფხაჭნილ ჩემ სახელს.
გულგრილად შევედი ყავისფერკარიან ლიფტში და ღილაკისთვის თითი არ მიმიჭერია, ისე დავეშვი დაბლა, მიწისკენ.
აჩქარებული ნაბიჯით გავიარე ავტოფარეხებით სავსე ეზო და წავედი. არსად გავქცეულვარ.
უბრალოდ, წავედი.
ბარგი არ მქონდა. მხოლოდ ერთი ხელჩანთა მეჭირა. შიგ კედლის საათი მედო, სამზარეულოს წითელი, მრგვალი კედლის საათი, რომელსაც გულდასმით დაეთვალა ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ყოველი წამი. ახლაც კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას და ვინ იცის, უკვე მერამდენედ წრე მოეხაზე თავისი შავი, მომრგვალებული, მსხვილი ისრებით... გულისცემასთან შერწყმული წიკწიკით მახსენებდა, რომ ჩემს განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო.
თორმეტი საათი ოკეანის თავზე ვიფრინე.
ნელა მივფრინავდი.
ფიქრით მივფირნავდი.
ჩუმად მივფრინავდი.
ხმისამოუღებლად ვიჯექი დიდ "რკინის ჩიტში."
თორმეტ საათში ოკეანე გადავიფრინე.
უხმოდ გადავლახე აბობოქრებული, უძირო წყალი. თვითმფრინავის ილუმინატორიდან ვხედავდი, როგორ ღრიალებდა, ბღაოდა, ცდილობდა ტალღებით მომწვდომოდა.
უკან მოვიტოვე, უკან - წარსულში.
აი, უკვე აქ ვიყავი, შორეულ ნიუ-იორკში. უზარმაზარში, ხმაურიანში, გადავსებულში.
გარეუბანში ბინა ვიქირავე, ერთი ოთახი, უფრო სწორად ერთი ოთახი ერთი საწოლით, ერთი მაგიდით, ერთი სკამით.
მონაცრისფერო-მოყავისფრო-მომწვანო ოთახი. კედელზე ჩემი საათი დავკიდე - მრგვალი, წითელი.
სამსახურს ხან სად ვპოულობდი, ხან - სად. ჯერ მიმტანად ვიმუშავე რომელიღაც აჭრელებულ, გულისამრევ fast food - ში. მერე ეგრეთ წოდებულ "ბეიბისითერად", გაზეთებსაც ვყიდდი "საბვეის" ჯიხურში.
ვუცქერდი ამერიკელების გაღიმებულ, ცარიელ სახეებს. ვუცქერდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. თბილისში ნაყიდ ამერიკულ ჯინსებში "გახვეული" დავდიოდი ნიუ-იორკის ქუჩებში. ახლა უკვე აქ ვიყავი - ოცნებების, თავისუფლების ქვეყანაში, ოკეანის მიღმა. მეცინებოდა, რადგან ახლა ოცნებებისა და თავისუფლების ქვეყანად ჩემთვის შორეული, ჩაბნელებული საქართველო ქცეულიყო...
ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, ქანცგაწყვეტილი ვბრუნდებოდი ჩემს ოთახში.
ჩემს წითელ საათს კი ერთი უცნაურობა დასჩემდა - მერამდენედ ვაყენებდი აქაურ დროზე, დილით კი მაინც თბილისის დროს მიჩვენებდა...
სახლში დავბრუნდებოდი თუ არა, საათს ვასწორებდი, მერე იაფფასიანი ვისკის ბოთლით ხელში სახურავზე ავდიოდი. ვუყურებდი გაბრდღვიალებულ, გაჩახჩახებულ მანჰეტენს. მერ დიდხნას ვაკვირდებოდი აქაურ ცას და ვცდილობდი, ის შორეული ოცნება მეპოვნა მასში, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ვერ ვპოულობდი...
გარეუბნის ნაცრისფერი კორპუსები უფრო მახსენებდა თბილისს, შორს, ჭუჭყიანს, მაგრამ ჩემსას.
სასმელით გაბრუებული ოთახში ვბრუნდებოდი, ცარიელი ბოთლით ვსრესდი ფანჯრის რაფაზე მოკალათებულ ტარაკანს და ვიძინებდი.
უქმ დღეებში ქუჩებში დავეხეტებოდი უმიზნოდ. შავ, დიდ შარფში გახვეული, თითებში სიგარეტით, მივაპობდი ხალხის ტალღას, უსასრულო, ერთფეროვანი სახეების მასას, მღვრიე ნიაღვარს. ღერს ღერზე ვეწეოდი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი, რაღაცას ვეძებდი, მაგრამ ამოად.
დღის ბოლოს ვისკის ბოთლითა და ერთი კოლოფი მარლბოროთი შეიარაღებული სახურავზე მივცოცავდი და ვცდილობდი შორეული საქართველოს ცა დამენახა.
მერე, ძილის წინ, ჯიუტად ვაყენებდი ჩემს წითელ საათს აქაურ დროზე და ვცდილობდი, სიზმარში მაინც მომეკრა თვალი ჩემი ქვეყნისთვის.
ყოველ დილით მეტროსთან ერთი დაძონძილი, უსინათლო ბომჟი მხვდებოდა და ამდენ ხალხში მაინცდამაინც მე მეკითხებოდა დროს. მეც, მომვალეობის მოხდის მიზნით, გავხედავდი ხოლმე ცათამბჯენზე მიმაგრებულ ელექტრონულ საათს და გულგრილად ვპასუხობდი:
- რვა საათია.
იქ კი საღამოს ცხრა იქნება ალბათ... - ვამატებდი ჩემდაუნებურად.
დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი ამ ბრმა, უსახლკარო მოხუცს. უგზოუკვლოდ რომ დაძრწოდა უზარმაზარი ქალაქის ახლართულ, ლაბირინთივით ქუჩაში, მაგრამ მისი კითხვა: "რომელი საათია?" - რაღაცაზე მიმანიშნებდა, თავად არ ბომჟშიც რაღაც ნაცნობსა და ძალიან ახლობელს ვხედავდი. ამაზე ფიქრის დრო მხოლოდ მატარებლის ჩამოდგომამდე მქონდა. მერე ჭრელი რეკლამები ფიქრებს მირევდა, მიფანტავდა.
შესვენებაზე ვსვამდი კოკა-კოლას, ვეწეოდი მარლბოროს და ვფიქრობდი საქართველოზე.
და დრო გადიოდა...
გადიოდა ჩუმად, ხმისამოუღებლად, თვითონაც დღეში მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ ვამბობდი, ისიც ამერიკულად.
საათი კი ისევ არ მემორჩილებოდა. ყოველ დილით თბილისის დროს მიჩვენებდა, თითქოს რაღაცის შეხსენება უნდოდა ჩემთვის. როგორც იქნა, დრო გამოვძებნე და მესაათეს წავუღე. მექანიზმი არ იყო დაზიანებული. ვერაფერი გაუგეს. ბოლსო ერთ მოხუც მესაათესთან გამაგზავნეს: ის თუ გაუგებს რამეს, მაგ კაცს საათების ენა ესმისო.
ძლივს მივაგენი სახელოსნოს. საათი ვუჩვენე. გახსნა, შეამოწმა. მტვრიანი, ნაოჭებს შორის ჩაკარგული თვალებით ამომხედა და დამტვრეული, უცნაური ამერიკულით: "მე ამ საათს ვერაფერს ვუშველი, ამ საათის სული მექანიზმს არ ემორჩილებაო", - მითხრა. ხმა არ ამომიღია. მან კი მხოლოდ "წადი" დაამატა, ისე, რომ აღარც შემოუხედავს ჩემთვის. სადღაც შორს იყურებოდა, პლასტმასის, შუში ცივ შენობებს მიღმა.
უკან გამოვბრუნდი. სახლში საღამო ხანს მივედი. სახურავზე ავბობღდი. ცას ჩავაშტერდი. ცა ცათამბჯენებს დამხობოდა და უღრუბლო იყო. ცა - ცარიელი.
მივხვდი, სახლში მინდოდა, ჩემს ნამდვილ სახლში. ოთახში ჩასულმა საათი აღარ გავასწორე. თბილისში თენდებოდა...
მეორე დღეს ბილეთი ავიღე. კედლიდან საათი ჩამოვხსენი და ჩანთაში ჩავდე.
ბარგი არ მქონდა. კარი მოვიხურე და აჩქარებით ჩავუყევი ჭუჭყიან კიბეს. მეტროსთან ნაცნობი ხმა მომესმა:
- რომელი საათია?
ელექტრონულ საათა ავხედე, ოთხს უჩვენებდა, თბილისში კი ღამე იყო, ღამის სამი საათი ალბათ. ღამეა-მეთქი, სამი საათი, - ვუპასუხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა. მერე უკვე შორიდან გამოვხედე, იდგა და მიყურებდა.
- მშვიდობით! - დამიძახა ქართულად.
- მშვიდობით! - ვუპასუხე მეც.
მშვიდად ვიყავი, ისიც დამშვიდებულიყო, ოკეანეც აღარ ღელავდა.
მე არსად გავქცეულვარ.
მე, უბრალოდ, წავედი.
შინ მეჩქარებოდა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 6 2006, 06:27 PM

დიდი მადლობა. იმედია ჩვენი საათიც მალე დარეკავს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 12:38 PM

iako

მეგობარი მყავს პორტუგალიაში, უკვე 5-6 წელია იქ ცხოვრობს და ეს მოთხრობა რომ გავუგზავნე და წაიკითხა, ინატრა: ნეტავი მასეთი საათი მეც მქონდესო.. smile.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 7 2006, 06:47 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Dec 9 2006, 10:44 AM

ფორუმელებო თქვენი დახმარება მჭირდება ძაან, ჩემი მეგობარი შობასთან დაკავშირებით პრეზენტაცის მართავს ამერიკაში და უნდა რომ ქართულ ალილოზე გააკეტოს power point-ი ხოდა ვისაც რაიმე ინფორმაცია გაქვთ ალილოსთან დაკავშირებით (საიდან მოდის ეს ტრადიცია და ასე შემდეგ). ან თუ სურათები გაქვთ, იქნება ამ მისამართზე გამომიგზავნოთ: anadiradze@yahoo.com

პოსტის ავტორი: leli თარიღი: Dec 9 2006, 08:32 PM

ნამდვილი ქართველები მართლაც განიცდია საქართველოდან სიშორეს.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Dec 11 2006, 01:05 AM

QUOTE(leli @ Dec 9 2006, 08:32 PM) *

ნამდვილი ქართველები მართლაც განიცდია საქართველოდან სიშორეს.

ეგ მართალია

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 15 2006, 04:09 PM

ციტატა(mnate @ Aug 20 2006, 12:54 AM) *

იცი რა არის სალო ცნობილი პრაქტიკაა "ჩვენგან წავიდნენ რადგან არ ყოფილან ჩვენთაგანნი" ეს ადამიანები მართლა წავიდნენ, აი ადამიანი რომელიც გულში საქართველოს სიყვარუსლ ატარებს და ფეხში ქართული მიწა უყრია, აქედან არ წასულა, იგი აქაა. . .

და ზუსტად ეგეთი ადამიანი ზომავს ხის სიმაღლე ფესვებიდან !!!

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Dec 16 2006, 09:29 AM

როგორც სამშობლო მარტო საქართველო დარჩება ჩემთვის ყოველთვის და დაბრუნებითაც დავბრუნდები აუცილებლად ადრე თუ გვიან.
მაგრად მენატრება საქართველო, ჯერ მხოლოდ 4 თვეა რაც წამოვედი და იმდენად მიჭირს რომ ხანდახან სუნთქვაც მიძნელდება, და მენატრება...
აქაც ყველაფერი მიყვარს მაგრამ ხომ გაგიგიათ
"სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!..." აქ გაზაფხული გვიან მოდის, წვიმები მღლიან...

პოსტის ავტორი: დავითი თარიღი: Dec 16 2006, 11:03 AM

დავბრუნდებიიი!!! აუცილებლად. არ ვიცი ზუსტად როდის (ცოტა ხნის წინ ჩამოვედი). და რა იქნება ჩემი ცხოვრება იმ დროისათვის. მაგრამ დავბრუნდები...

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 16 2006, 06:29 PM

აქტუალური თემაა მართლა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ქართველს.რომ ამბობთ, მატერიალურმა სიდუხჭირემ არ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი და ამის გამო ქართველი არ უნდა ტოვებდეს თავის მიწას და საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდესო, თქმა ადვილია! "სხვა სხვის ომში ბრძენია!!! " როგორც მე ვიცი, უცხოეთში სამუშაოდ წასული ერთი ქართველის უკან მინიმუმ 2-3 ოჯახი დგას! რა ჯობია, ერთი ქართველი წავიდეს საკუთარი სამშობლოდან თუ 2 ოჯახი შიმშილით ამოწყდეს???
პ.ს. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მივესალმები ქართვალთა სამშობლოდან გადინებას. უბრალოდ ესაა რეალობა და ჯობია მას თვალი გავუსწოროთ!

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 16 2006, 06:45 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Dec 16 2006, 08:59 PM

ციტატა(tati87 @ Dec 16 2006, 10:29 AM) *

აქტუალური თემაა მართლა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ქართველს.რომ ამბობთ, მატერიალურმა სიდუხჭირემ არ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი და ამის გამო ქართველი არ უნდა ტოვებდეს თავის მიწას და საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდესო, თქმა ადვილია! "სხვა სხვის ომში ბრძენია!!! " როგორც მე ვიცი, უცხოეთში სამუშაოდ წასული ერთი ქართველის უკან მინიმუმ 2-3 ოჯახი დგას! რა ჯობია, ერთი ქართველი წავიდეს საკუთარი სამშობლოდან თუ 2 ოჯახი შიმშილით ამოწყდეს???
პ.ს. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მივესალმები ქართვალთა სამშობლოდან გადინებას. უბრალოდ ესაა რეალობა და ჯობია მას თვალი გავუსწოროთ!

გეთანხმები 100% მართალი ხარ,არავის არ სიამოვნებს რაღაც საკუთარი, თავისიანის დატოვება, სიხარულით არავინ მიდის, და თუ მიდის მაქსიმუმ ორ კვირაში კლავს ამ სიხარულს მონატრების ტკივილი, მე ნიუ ორკში ვარ,(ჩემი ოცნების ქალაქი იყო) და ერთ ერთ პრესტიჟულ უნივერსტეტში ვსწავლობ,მართლა ახდენილი ოცნებაა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უზომოდ მტკივა, ბროდვეიზე რომ დავდივარ იმას ვნატრობ ნეტა როდის მეღირსება რუსთაველზე გავლა მეთქი,

ციტატა(შეხვეწილი @ Dec 16 2006, 10:45 AM) *

მართალი ხარ!, მაგრამ მე მგონი ეგ ანდაზა - სხვა სხვის ომში ბრძენია! - მარტო ქართველებისაა.

ქართველები სხვის ომში ბრძენბი არიან!

თავისი ომისთვის კი ვერ მიუხედავთ! ამდენი წაუგიათ და ერაყში მშვიდობას იცავენ!

აქ კარტოფილის დათესვა ეზარებათ, და შოტლანდიაში სხვის დათესილ კარტოფილს კრეფენ!

სამაგიეროდ, ჩვენი - ქართველების ომში სხვა - არაქართველი არასდროს იბრძენებს თავს!

თქვენს საკეთებელსაც (ემიგრანტების) ჩვენს საკეთებელსაც (აქაურების) ჩვენი ძმობის სიწმინდე და საქართველოში საქართველოსთვის შრომა სჯობია, მუშნი!

ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ ანდაზას დავიხმარებ, "სხვა სხვის ომში ბრძენიაო"
გეთანხმები, საკუთარი ტერიტორიები ვერ დაგვიცავს და ერაყში მშვიდობას ვიცავთ, მაგრამ აბა ერთი წუთით იმ ადამიანების თვალით შეხედე, ომი ომია სადაც გინდა ომობდე, რომელ ერთს არ ურჩევნია სამშობლოსათვის ომობდეს მაგრამ იმ პრიორიტეტით აირჩიეს რომესაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა, ამ შემთხვევაშიც მატერიალური პრობლემების გამო.

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 16 2006, 09:26 PM

თავისი ომისთვის კი ვერ მიუხედავთ! ამდენი წაუგიათ და ერაყში მშვიდობას იცავენ!

ეგ უკვე პოლიტიკური საკითხია! და მაგასაც სხვა დატვირთვა გააჩნია! შენ რა გგონია ძალიან სიამოვნებთ ყოველ წამს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ჭურვზე აფეთქდნენ???მაგრამ ეს მათი მოვალეობაა! ასე რომ ერაყში კი არა ანტარქტიდაზე რო გაუშვან უნდა წავიდნენ. თუ არა და დაახურავენ ქუდს და ეტყვიან "ნახვამდისო". მერე ისიც წავა საზღვარგარეთ და ვინმეს მძღოლი გახდება, ან დაიწყებს სხვისი ბაღის მოვლას და ესე... საქართველოს კი კიდევ ერთი შვილი გაექცევა...

რაც შეეხება სხვისი კარტოფილის კრეფას დამიჯერე არც ეგ სიამოვნებთ ძალიან! უბრალოდ ქართველი, რაც არ უნდა, საწყენი იყოს მაინც ცოტა სნობი ადამიანია! ურჩევნია სხვის შვილს პამპერსები უცვალოს თავისი შვილებისგან შორს მყოფმა, ვიდრე თოხი აიღოს და ქართული მიწა დაამუშაოს! რას ვიზამთ? ესეც რეალობაა!!!

"სხვა სხვის ომში ბრძენია!!! " - თქო რომ ვთქვი, მართლა ომს კი არ ვგულისხმობდი პირდაპირი გაგებით!
უბრალოდ, ადვილია ლაპარაკი და სხვისი განსჯა, როცა შენთვის მისი პრობლემა უცხოა!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 17 2006, 02:01 PM

ციტატა(tati87 @ Dec 16 2006, 09:26 PM) *

რაც შეეხება სხვისი კარტოფილის კრეფას დამიჯერე არც ეგ სიამოვნებთ ძალიან! უბრალოდ ქართველი, რაც არ უნდა, საწყენი იყოს მაინც ცოტა სნობი ადამიანია! ურჩევნია სხვის შვილს პამპერსები უცვალოს თავისი შვილებისგან შორს მყოფმა, ვიდრე თოხი აიღოს და ქართული მიწა დაამუშაოს! რას ვიზამთ? ესეც რეალობაა!!!

არ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით მსჯელობა, მაშინ როდესაც მას არ ვიცნობთ. რამდენი ადამიანის გასაჭირისთვის მომისმენია და რამდენის პრობლემებზე დავფიქრებულვარ. იოლია განსაჯო ადამიანი, მაგრამ მოცემულ პირობებში შეიძლება მასზე უარესად მოიქცე.

გავუფრთხილდეთ ჯობია ერთმანეთის გრძნობებს, ეს ყველაზე მცირეა რაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის გავაკეთოთ. ამ გვერდზე ბევრი საზღვარგარეთ მყოფი ადამიანი შემოდის და კიდევ მეტი შემოვა, ამიტომ სიფრთხილე გვართებს როცა მათ პრობლემებზე ასე ხელაღებით ვსაუბრობთ.

ნებისმიერი ქართველი სიამოვნებით გააკეთებდა თავის გასაკეთებელს თავის სამშობლოში, ამის შესაძლებლობა რომ არსებობდეს.
ადამიანები, სამწუხაროდ ვხედავთ იმას, რისი დანახვა ჩვენ გვაწყობს და არა აბსოლიტურ რეალობას.

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 02:03 PM

ციტატა

გავუფრთხილდეთ ჯობია ერთმანეთის გრძნობებს, ეს ყველაზე მცირეა რაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის გავაკეთოთ. ამ გვერდზე ბევრი საზღვარგარეთ მყოფი ადამიანი შემოდის და კიდევ მეტი შემოვა, ამიტომ სიფრთხილე გვართებს როცა მათ პრობლემებზე ასე ხელაღებით ვსაუბრობთ.
ადამიანები, სამწუხაროდ ვხედავთ იმას, რისი დანახვა ჩვენ გვაწყობს და არა აბსოლიტურ რეალობას.

ამაში გეთანხმებიsmile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 17 2006, 02:21 PM

კიდევ ერთი მინდა დავამატო. აქ ყველა კარტოფილის საკრეფად და პამპერსების გამოსაცვლელად ნამდვილად არ ვართ წამოსულები.თუმცა სასირცხვოდ ნამდვილად არ მიმაჩნია

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 17 2006, 03:10 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 17 2006, 03:38 PM

და იმაზე რატომ ვჩხუბობთ, რაც ყველას გვტკივა?

უფრო თბილები რომ ვიყოთ, არ შეიძლება? huh.gif

ეს ყბადაღებული "სოფლის მეურნეობა" რიღასთვის დაგვჭირდება ერთმანეთი თუ ვერ შევიძინეთ? საქართველოო რომ გავიძახით გულზე ხელის ბრაგუნით, ქართველების გარეშე ხომ აღარ გვექნება.. ხოდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!
დღეიდანვე, ამ წუთიდანვე!! და არა იმის მერე რაც ჩვენს ბრაზს გამოვხატავთ mad.gif
და კიდევ, რამე თუ გეწყინებათ, აჯობებს mp-ში გაარკვიოთ, თორემ ყველამ ვიცით "მესამე თვალი რომ წამქეზებელია" და იმაზე მეტ ცუდს იტყვი ვიდრე გინდაsad.gif

მე მაპატიეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Dec 17 2006, 04:18 PM

ციტატა
ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით.

ეჰ... სიშორე ძალიან ვერაგი რამაა... sad.gif ...

იცი... საქართველოს ჭეშმარიტ სიყვარულად რაღაც მომენტში გაუსაძლისი ნოსტალგია მიმაჩნია! ... აი, ისეთი-რომელიც დიდხანს მაინც ვერ გააძლებინებს უცხოეთში ქართველს და საქართველოში დააბრუნებს! smile.gif
...
ერთ ჩემს გულისთქმას გეტყვით აქ.. (ადრე სხვა ფორუმში როგორც ჩანახატი-ისე დავწერე_მაგრამ ესაა ჩემი გულის უდიდესი ტკივილი!) :

* * *

რაღაც მშვენიერი მელოდიური წყობა ახლა ისე.. მღლის.. სასოწარკვეთილებამდე მივდივარ.. არა და დეპრესიული სულ არ ვარ...

ამ ღამით...

სიზმარში ვნახე, რომ საქართველოდან გადახვეწილი ვიყავი.. სად? რისთვის?... აღარ მახსოვს, მაგრამ ისეთი ცარიელი და გამომხმარი ვიყავი, რომ... აღარც რა წყალი_რაჭის ნაკადულისა, ან ხევის ვეძის წყლის გარდა_არ მომაბრუნებდა... ჯერ კიდევ.. მხოლოდ_ჯერ კიდევ...

გიჟივით ვიღაცას ვეძებდი... დედას ვეძებდი... ძმას... მამას,... დას...
......

არასოდეს... არასოდეს...
სადღაც მეწეოდა...
ჩვეული, მაგრამ უცხო ქარები მეხებოდნენ სახეზე, თვალებზე,... ნეტა რა სურდათ..ვმადლობდი მათ, რომ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ_გულით ვუღიმოდი... მაგრამ... ხომ სწორედ ისინი მაციებდნენ.. მაქრობდნენ... მეფერებოდნენ და... სულ ამაონი იყვნენ...

ფესვები... იმედი მქონდა... თითქმის ვიცოდი, რომ გამამაგრებდნენ... მაგრამ როგორ შეძლებდნენ, რომდესაც თავად აღარ ვეჭიდებოდი... და ჩემი ნერგები მათზედ აღარ ამოსდიოდნენ...
სიშორე.. ოჰ ეს სიშორე ხომ საბოლოოდ მხუთავს!...

ისე სწრაფად ვმოძრაობ სიზმარში... ქართული ეკლესიის მადლი ღა დამრჩა.. აქ.. გულგაფართოებული მისი ამარა-ღა ვარსებობ..მხოლოდ ვარსებობ!... რა გაძლება და სულის ტკივილი ჰქონიათ ემიგრანტებს!... ყოველი ამოკვნესა გავიგონე!...

.............
.......................
................................

გავიღვიძე.. გულგაჩერებულს სიჩუმე დამლოდებოდა.. დიდხანს, მხოლოდ დიდ სევდას ჩავცქეროდი იმედიან-უიმედო, შავ, წყლიან თვალებში,........... ნოსტალგია იყო...

ჩემს ცხოვრებაში ასე არ მიყმუვლია................. დროში.. მანძილში.. ასე არ შევჯახებივარ სიტყვას:"აღარასოდეს"... ასე არ ჩამიბღუჯია სამშობლოს ახლადდაბადებული ბალახი მიწაზე... არ მისუნთქია მთელი ფილტვებით... ასე არასოდეს მტკიებია ივერია!

......

საქართველოში ვარ...
მაგრამ... მეშინია, ეს სიზმარი კოდევ განმეორდება... სანამ ჩემი ქართველები არ დაბრუნდებიან საქართველოში... მანამ.....
...მე ეს ტკივილი გულს გამიჩერებს!

......

ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი მხოლოდ თავის სამშობლოშია!

* * *

....
...
ძალიან მიყვარხართ ყველა და ვლოცულობ თქვენთვის! smile.gif
ღმერთმა გაბედნიეროთ! გაგაძლიეროთ! და მალე სამშობლოში დაგაბრუნოთ! smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Dec 17 2006, 07:33 PM

ციტატა(შეხვეწილი @ Dec 17 2006, 07:10 AM) *

შენ ჩემი პოსტი გულდასმით წაიკითხე, მერე ამ თემის დანარჩენი პოსტებიც წაიკითხე და მერე თუ ეჭვი შეგეპარება, რომ სხვის ომში არ ვბრძენობ და გულისტკივილი მალაპარაკებს იქ გაგიმარჯოს სადაც ხარ!
პრობლემა კარტოფილში კი არა სხვის ომშია!
ოტია იოსელიანი თუ არაა სნობი და ახერხებს ქართული მიწის მუშკი იყოს, მიწის ვალი მოიხადოს, დანარჩენებმაც რომ ყველამ მათ მივბაძოთ, აბა წარმოიდგინე ერთი რა მოხდება. ჯიგარო შენ რომ ჩამოხვალ და გვიკადრებ, ქართული სოფლები ჩინელი მუშაკებით იქნება დასახლებული და მერე ჩინელებს უცვალე პამპერსები აქ!
სამუშაო ბევრი გექნება!

შენ გულისტივილი რომ გალაპარაკებს მაგი მარტო პოსტებს კი არა ხელმოწერასაც ეტყობა, პესიმიზმი ატყვია,თუმცა არც უმიზეზოდ... მაგრამ მაინც, ეგ ყველაფერი იმათაც სტკივათ ვინც სხვის შვილებს პამპერსებს უცვლის ანდა კარტოფილს კრეფს, დარწმუნებული ვარ უფრო მეტადაც კი ვიდრე შენ, ხანდახან რაღაც მომენტში სჯობს რეალობას ცოტახნით მაინც აარიდონ თვალი, ამ გვერძე კი ალბათ მართლა ძალიან ბევრი მასეთი შემოვა და ნუ ვიქნებით სასტიკები, პირიქით...

ციტატა(თიო @ Dec 17 2006, 08:18 AM) *

ეჰ... სიშორე ძალიან ვერაგი რამაა... sad.gif ...

იცი... საქართველოს ჭეშმარიტ სიყვარულად რაღაც მომენტში გაუსაძლისი ნოსტალგია მიმაჩნია! ... აი, ისეთი-რომელიც დიდხანს მაინც ვერ გააძლებინებს უცხოეთში ქართველს და საქართველოში დააბრუნებს! smile.gif
...
ერთ ჩემს გულისთქმას გეტყვით აქ.. (ადრე სხვა ფორუმში როგორც ჩანახატი-ისე დავწერე_მაგრამ ესაა ჩემი გულის უდიდესი ტკივილი!) :
* * *

რაღაც მშვენიერი მელოდიური წყობა ახლა ისე.. მღლის.. სასოწარკვეთილებამდე მივდივარ.. არა და დეპრესიული სულ არ ვარ...
[/code]
ამ ღამით...

სიზმარში ვნახე, რომ საქართველოდან გადახვეწილი ვიყავი.. სად? რისთვის?... აღარ მახსოვს, მაგრამ ისეთი ცარიელი და გამომხმარი ვიყავი, რომ... აღარც რა წყალი_რაჭის ნაკადულისა, ან ხევის ვეძის წყლის გარდა_არ მომაბრუნებდა... ჯერ კიდევ.. მხოლოდ_ჯერ კიდევ...

გიჟივით ვიღაცას ვეძებდი... დედას ვეძებდი... ძმას... მამას,... დას...
......

არასოდეს... არასოდეს...
სადღაც მეწეოდა...
ჩვეული, მაგრამ უცხო ქარები მეხებოდნენ სახეზე, თვალებზე,... ნეტა რა სურდათ..ვმადლობდი მათ, რომ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ_გულით ვუღიმოდი... მაგრამ... ხომ სწორედ ისინი მაციებდნენ.. მაქრობდნენ... მეფერებოდნენ და... სულ ამაონი იყვნენ...

ფესვები... იმედი მქონდა... თითქმის ვიცოდი, რომ გამამაგრებდნენ... მაგრამ როგორ შეძლებდნენ, რომდესაც თავად აღარ ვეჭიდებოდი... და ჩემი ნერგები მათზედ აღარ ამოსდიოდნენ...
სიშორე.. ოჰ ეს სიშორე ხომ საბოლოოდ მხუთავს!...

ისე სწრაფად ვმოძრაობ სიზმარში... ქართული ეკლესიის მადლი ღა დამრჩა.. აქ.. გულგაფართოებული მისი ამარა-ღა ვარსებობ..მხოლოდ ვარსებობ!... რა გაძლება და სულის ტკივილი ჰქონიათ ემიგრანტებს!... ყოველი ამოკვნესა გავიგონე!...

.............
.......................
................................

გავიღვიძე.. გულგაჩერებულს სიჩუმე დამლოდებოდა.. დიდხანს, მხოლოდ დიდ სევდას ჩავცქეროდი იმედიან-უიმედო, შავ, წყლიან თვალებში,........... ნოსტალგია იყო...

ჩემს ცხოვრებაში ასე არ მიყმუვლია................. დროში.. მანძილში.. ასე არ შევჯახებივარ სიტყვას:"აღარასოდეს"... ასე არ ჩამიბღუჯია სამშობლოს ახლადდაბადებული ბალახი მიწაზე... არ მისუნთქია მთელი ფილტვებით... ასე არასოდეს მტკიებია ივერია!

......

საქართველოში ვარ...
მაგრამ... მეშინია, ეს სიზმარი კოდევ განმეორდება... სანამ ჩემი ქართველები არ დაბრუნდებიან საქართველოში... მანამ.....
...მე ეს ტკივილი გულს გამიჩერებს!

......

ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი მხოლოდ თავის სამშობლოშია!
* * *
....
...
ძალიან მიყვარხართ ყველა და ვლოცულობ თქვენთვის! smile.gif
ღმერთმა გაბედნიეროთ! გაგაძლიეროთ! და მალე სამშობლოში დაგაბრუნოთ! smile.gif smile.gif smile.gif

ძალიან ლამაზია : )

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 18 2006, 01:15 AM

ციტატა(nikoloz_v @ Oct 25 2006, 01:27 PM) *

.:B:.
ეგ რაარის ჩემი ძმაკაცის მეგობარმა, გერმანიაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოიპარა კამერა რომელიც თვალყურს ადევნებს იმას რო არაფერი მოიპარო და ამან სწორედ ის კამერა ჩამოხსნა და მოიპარა ხო მაგარია, და ეხლაც სახლში უგდია, რო ვკითხე თუ რათ უნდოდა იცი რა მითხრა ხო მაგარი ვარო laugh.gif მაგარია აბა რაარის
laugh.gif

biggrin.gif რას აღარ მოიგონებენ ეს ქართველები მოკლედ!!! biggrin.gif

[quote name='iako' date='Dec 17 2006, 02:01 PM' post='27557']
არ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით მსჯელობა, მაშინ როდესაც მას არ ვიცნობთ. რამდენი ადამიანის გასაჭირისთვის მომისმენია და რამდენის პრობლემებზე დავფიქრებულვარ. იოლია განსაჯო ადამიანი, მაგრამ მოცემულ პირობებში შეიძლება მასზე უარესად მოიქცე.

თუ კარგად წაიკითხავ ჩემი პოსტის ბოლო აბზაცს მიხვდები, რომ მეც ზუსტად იგივეს ვამბობ!!! huh.gif

ოტია იოსელიანი თუ არაა სნობი და ახერხებს ქართული მიწის მუშკი იყოს, მიწის ვალი მოიხადოს, დანარჩენებმაც რომ ყველამ მათ მივბაძოთ, აბა წარმოიდგინე ერთი რა მოხდება.

ყველა ოტია იოსელიანი ნამდვილად ვერ იქნება! შენ რო დღევანდელ 20-23 წლის ბიჭს უთხრა:"ადქეი და მიწა დაამუშავეო"... წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნება!!!

ჯიგარო შენ რომ ჩამოხვალ და გვიკადრებ, ქართული სოფლები ჩინელი მუშაკებით იქნება დასახლებული და მერე ჩინელებს უცვალე პამპერსები აქ!
სამუშაო ბევრი გექნება!
[/quote]

მაგაში კი 100% -ით გეთანხმები,თუმცა ასეთი ცინიზმი მაინც არაა საჭირო blink.gif
რაც არ უნდა იყოს დალხენილი ცხოვრების გამო არავინ წასულა dry.gif და ჯობია ცოტა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს!!! rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 18 2006, 10:19 AM

sad.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 19 2006, 04:15 PM

თიო ძალიან ლამაზი ჩანახატია.
შენი ნაწარმოებში ყოველთვის ჩანს, გულის სიღრმიდან ამოხეთქილი ტკივილი და ის ჩვენს გულს ეხმაურება.

''ადამინის გულს ყველაზე უკეთესად, გულიდან ამოსული სიტყვებით შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა''.

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 20 2006, 02:16 PM

თიო მართლა ძალიან ლამაზი ჩანახატია! ალბათ ბევრ ქართველ ემიგრანტს აუფორიქებს სულს!!!

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 21 2006, 02:05 AM

სრულიად შემთხვევით ერთი ჩვენი თანამედროვე მეიგავის არაკს გადავაწყდი. ამ თემას შეეფერება ზუსტად და გადავწყვიტე გამომექვეყნებინა. იმედია საავტორო უფლებების დარღვევისთვის არ მიჩივლებენ laugh.gif

ემიგრანტები

"ტყეში მუმლის მომრავლებას ვერევინ ვერ გრძნობდა,
მხოლოდ ერთი კოდალა მარტოდ-მარტო ებრძოდა.
მაგრამ მისი კაკუნი აღარავის ესმოდა,
ის კი არა, ზოგი ქვებს და ბლის კურკებს ესროდა,
ტყე არავის ადარდებდა, დახტუნავდნენ, ანცობდნენ,
იმის ნაცვლად რომ ეშველათ, გადაწყვიტეს გაცლოდნენ.
ირემმა თქვა: მუმლი გაჩნდა ტყეში რაღა დამრჩენია,
ნეკერიც კი ვერ ვიშოვე, მარტო ღეროს ნარჩენია,
ტყეს მე მაინც ვერ ვუშველი, ძნელი გადასარჩენია.
მელა ამბობდა - ქალაქში წავალ, ქათმების ფერმა ყოფილა დიდი.
იქვე ვიქნები სოროსთან ახლოს, რომ აღარავინ არ მახლოს თითი.
ვეფხვმა თქვა- რით ვარ შენზე ნაკლები , შენისთანები ბევრი მინახავს,
ქალაქისაკენ გზას მეც გავიგებ დასანაგვეზე თავს შევინახავ.
დათუჩამ ჩუმად ჩაიბურდღუნა - ქვეყნად ტყე განა მარტო ეს არის?
ჩემთვის თბილ ბუნაგს ყველგან მოვიწყობ, ერთ ზამთარს კიდევ თუ მოვესწარი.
გუგულმა კაბა სულ დაიმოკლა, მკერდი მოზიდა და განაცხადა -
ამ ტყეში ჩემი ნაოცნებარი აღარ ასრულდა, აღარ აცხადდა.
უცხო მხარეში თურმე ეძებენ კოხტა, კეკლუც და ლამაზ გუგულებს
ჩემზე უკეთესს სად იპოვნიან? წავალ და ცოტას წავიგუგუნებ.
ქორი სხვა ტყეში გადაიხვეწა, ჟირაფს დაუდგა მოჯამაგირედ,
მგელიტრამალებს გადაიკარგა და ბალახს ჭამდა ხორცის მაგიერ.
სხვებიც წავიდნენ, მიმოიფანტნენ, ზოგს თეთრ ბუმბულზე ლაქაც მოეცხო,
ზოგს შიმშილისგან კუჭი გაუხმა, ზოგს გაუმართლა - კარგად მოეწყო.
გავიდა ხანი, ბევრი იქ დარჩა, აღარც ახსოვდათ ტყე და მამული,
ბევრი დაბრუნდა, რომ მოენატრათ ჭალა, მინდვრები გადანამული.
დაბრუნდნენ მაგრამ ტყე სადღა იყო? კოდალა ერთ ყლორტს დაჰკანკალებდა,
ღონე მიხდილი, მშიერ-მწყურვალი, სიცივისაგან სულ კანკალებდა.
და რომ შეხედა ტყის ძველ ბინადართ, უცხო მხარიდან დაბრუნებულებს:
წამოიმართა, სიტყვით მიმართა, სამშობლოს ხილვით გაბრუებულებს.
- აჰა, ხომ გესმით უცხო ხმაური, გამრავლებული ურიცხვი მუმლის.
ასეა მუდამ, ტყე ნადგურდება, როცა პატრონი მამულს ვერ უვლის.
თუმცა ყლორტები ისევ ამოვა, მხოლოდ შევიგნოთ ტყე რომ ჩვენია.
უნდა ვისწავლოთ დაცვა და მოვლა, სხვა უბრალოდ არ დაგვრჩენია!"

ნ. წულუკიძე

მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ემიგრანტები თავიანთ "ტყეს" დაუბრუნდებიან იმ შეგნებით, რომ "ტყე" ჩვენია და მისი მოვლა და "მუმლისაგან" განწმენდა ყოველი ჩვენთაგანის ვალია!!!

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 21 2006, 11:15 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2006, 12:46 PM

"მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული,
თვალის ჩინივით უვლი
და მიგაჩნია წმინდად,
მაგრამ ყველაზე მეტად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ჰყვირი:
- შინ დაბრუნება მინდა!"

მიხეილ ქვლივიძე

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 22 2006, 12:16 PM

ციტატა
მაგრამ ყველაზე მეტად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ჰყვირი:
- შინ დაბრუნება მინდა!"

ღმერთმა ქნას ყველა საქართველოს ფარგლებს მყოფ ქართველს გაუძლიერდეს ეს სურვილი. თუმცა მრავლად არიან ისეთებიც, ვისაც ამ სურვილის გამძაფრება არ სჭირდებათ! რადგან ისედაც გულზე დარდად აწევს სამშობლოსგან შორს ყოფნა და დღე ისე არ გავა, რომ ერთხელ მაინც არ გაიხსენონ საქართველო და თვალები ცრემლით არ აევსოთ საყვარელი ადგილებისგან შორს ყოფნის გამო! მშობლების, მეგობრებისა და საერთოდ ქართველების მონატრებაზე აღარაფერს ვამბობ! და მათთვის ეს საიტი ერთგვარი შვებაა... ხალხო გვენატრებით და მალე დაგვიბრუნდიიიიიიიიით !!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 12:22 PM

tati87
smile.gif

"ყველა ხალხს აქვთ ასეთი ანდაზა: "თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო." მე კი ვამტკიცებ, რომ ამაზე დიდი ტყუილი ქვეყნად არ არსებობს. რაც უფრო შორია თვალთაგან, მით უფრო ახლოა გულთან. დევნილობასა და უცხო მხარეში ყოფნისას სიყვარულით ველოლიავებით ყოველ წვრილმანს, რას სამშობლოს მოგვაგონებს, ვნაღვლობთ იმათთან განშორებას, ვინც გვიყვარს და ყოველ გამვლელში ჩვენთვის ძვირფას ნაკვთებს ვხედავთ."

პაულო კოელიო

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 22 2006, 12:33 PM

marine

smile.gif smile.gif smile.gif
შეიძლება ეგეც მართალია,მაგრამ ყოველთვის არა!!! ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სიშორე მართლა უფრო აახლოებს სამშობლოსთან ადამიანს და შეიძლება მათ ჩვენზე მეტადაც კი უყვართ საქართველო. ღმერთმა ქნას ყველა ძალიან მალე დაგვიბრუნდეეეეეეეეეეეეეს !!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 01:03 PM

tati87
smile.gif

ჩემი მეგობრების უმრავლესობა საზღვრებს მიღმაა და ვიცი რა გრძნობაცაა ნოსტალგია..ძალიან იტანჯებიან სამშობლოს მონატრებით.. ჩემი უფროსი დაც ორ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ლონდონში და რომ დაბრუნდა, ყველაფერზე ეტირებოდა..

მეც ვისურვებდი, რომ საქართველოში ცხოვრების ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ყველა სიხარულით დაბრუნდეს და თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი სამშობლოს მოახმაროს..

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 22 2006, 03:06 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Dec 23 2006, 03:00 PM

ადამიანები უცხოეთში ძირითადად მატერიალური და ყოფითი პრობლემების მოსაწესრიგებლად მიდიან.
როცა ამას მიაღწევენ ან ვერ მიაღწევენ უძღები შვილივით,
ხვდებიან ,ზოგიც ვერ ხვდება,რომ ნივთიერის გარდა სულიერი პრობლემებიც არსებობს.
და სულიერი თურმე ,უფრო დიდი და საშინელი პრობლემაა.
ქართველთა ნაწილს არ აღელვებს და არც ააღელვებს სულიერი პრობლემები ,რადგან როგორც ყველგან
ჩვენშიც ბევრი "საქონელია" ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ახლობელი რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა მომიყვა თუ როგორ თქვა ერთმა ქართველმა მანდილოსანმა საქართველოს სადგეგრძელოძე უარი.
საქართველოს ჩემთვის არაფერი მოუციაო.
wacko.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 23 2006, 03:16 PM

usgar"ბრმა " და "ყრუ " მანდილოსნებს რა გამოლევსbiggrin.gif და არა მარტო მანდილოსნებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Dec 23 2006, 03:39 PM

და კიდევ,
ანდაზა ვის არ გაუგია გაიგოს:ძაღლი შინ არ ვარგოდაო,სანადიროდ გარბოდაო.
ანდა თურაშაულის პატრონი ტყეში პანტაზე მირბოდაო.
პირობები არ არის და ამიტომ მიდიანო? აი ეგ რომ იტყვიან რიჟა ბაზარია.
ყველა ქართველს თავადობა უნდა,გამორჩეულობა,რიგითობაზე
ბოდიში.
თუ დააკვირდით ჩინელები გეომეტრიული პროგრესიით რომ ხსნიან თბილისში მაღაზიებს?
ბევრი აქაური უკვე გააკოტრეს.
ანდა ის თუ გაიგეთ წილკანში და სხვაგანაც მიწის ნაკვეთები რომ აიღეს იჯარით?
ქვა და ღორღი, უწყლო. მიწა ზურგით ზიდეს შორი ხეობიდან,მერე წყალი, მთელი ზაფხული.
ვინც შეხვდებოდათ მიწამდე თავს უხრიდნენ და უცინოდნენ. ორი მოსავალი მიიღეს.
ადგილობრივები გამოქლ..დენ.
მაგათ აქედან ვეღარ გაყრი,რადგან წასასვლელი უკან არა აქვთ.
შრომა და გარჯა,ასევე ნიჭი არ აკლიათ.
ჰოდა რა მოხდება ალბათ ხვდებით.
ვიტიროთ მერე უცხოეთში სხვადასხვა ენებზე.

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Dec 23 2006, 03:46 PM

Qeti
აუ შენ ეხლა ამერიკაში ხარ? შეგიძლია მასწავლო როგორ შემოდიხარ აქ? ჩვეულებრივად კრიფავ ამ საიტის სახელს და შემოდიხარ?ჩემ მეგობარს მინდა ვასწავლო და მიტომ, ისიც მანდ არის smile.gif

ხალხო ვიმემ შეგიძლიათ ამიხსნათ ამერიკიდან აქ შემოსვლა თუ შეიძლება? მე მგონი რომ არა და მიტომ..... წეხან კიდე წავიკითხე ზოგმა მე უცხოეთში ვარ ეხლაო და ......smile.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Dec 24 2006, 09:26 PM

Qeti
რომელ შტატში ხარ???
მეც ამერიკაში ვარ და Ohio-ში ვცხოვრობ თუმცა ხანდახან სხვა შტატებშიც მივდივარ ხოლმე...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 24 2006, 09:48 PM

usgar

როგორაც არ უნდა მინდოდეს და მტკიოდეს, აბსოლუტურად გეთანხმები!

sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 24 2006, 11:31 PM

usgar

კიდევ ისიც მიამატე, აქედან წასულები რას მოღვაწეობენ უმეტეს წილად

სამწუხაროდ გეთანხმები sad.gif

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Dec 25 2006, 12:32 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Dec 25 2006, 03:25 PM

უფრო მეტიც ამ თემასთან დაკავშირებით.
მცირე შრომით რომ კარგი მოსავალი მოვიდეს ,მეცნიერებმა შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები.
ამ კულტურებმა ნელ ნელა და ჩუმად შეცვალეს მეურნეობის კულტურები.
ამერიკაში 70 პროცენტი საკვებისა გენმოდიფიცირებულია.
თვითონ ამეიკელები გამოთქვამენ აღშფოთებას რადგან კანონი არ არსებობს,რომელიც აიძულებს საკვები პროდუქტის მწარმოებელს დააწეროს ზედ რომ ეს გმ პროდუქტია.
ჩვენში კარტოფილი ხორბალი პომიდორი და სხვა უკვე შეცვლილია.
მალე ყველაფერი შეიცვლება.
გამოსავალი ერთია.
შენით მოიყვანო.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Jan 1 2007, 12:10 PM

QUOTE(usgar @ Dec 25 2006, 03:25 PM) *

უფრო მეტიც ამ თემასთან დაკავშირებით.
მცირე შრომით რომ კარგი მოსავალი მოვიდეს ,მეცნიერებმა შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები.
ამ კულტურებმა ნელ ნელა და ჩუმად შეცვალეს მეურნეობის კულტურები.
ამერიკაში 70 პროცენტი საკვებისაგენმოდიფიცირებული
.
თვითონ ამეიკელები გამოთქვამენ აღშფოთებას რადგან კანონი არ არსებობს,რომელიც აიძულებს საკვები პროდუქტის მწარმოებელს დააწეროს ზედ რომ ეს გმ პროდუქტია.
ჩვენში კარტოფილი ხორბალი პომიდორი და სხვა უკვე შეცვლილია.
მალე ყველაფერი შეიცვლება.
გამოსავალი ერთია.
შენით მოიყვანო.

ეგ მართალია, აქ (აშშ-ში), ძაან ბევრი გენურად მოდიფიცირებული პროდუქტი გვაქვს. მაგალითად გვაქვს 3 სმ-იანი სტაფილოები და რავიცი კიდევ ძაან ბევრი რამ.
kroger, food lion და მასეთ სურსათის დიდ მაღაზიებში უმეტესად გენომოდიფიცირებული ბოსტნეული და ხილი იყიდება ბევრ წესიერი გემოც კი არა აქვს

მეც გილოცათ ახალწელს გაიხარეთ

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 1 2007, 04:17 PM

ჩინელები მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენენ უკვე საფრთხეს, არათუ მცირერიცხოვან საქართველოს მოსახლეობისთვის.
საზღვარგარეთ წამოსულ ხალხს რომ არაპატრიოტიზმში ვადანაშაულებთ, ხომ არ ჯობია პასუხი მოვთხოვოთ მანდ დარჩენილ ჩვენს ძვირფას მთავრობას, ჩინელების შემოყვანისთვის, ვიზების დარიგებისთვის და კიდევ საიჯაროდ მიწების გადაცემისთვის.
მათი მოყვანილი პროდუქტები რომ კონსერვანტებით იქნება გაჯერებული ამაში ეჭვი არავის ეპარება.თუ მთავარია რაოდენობა პროდუქტის და არა ხარისხი.მათმა უხარისხო პროდუქციამ მსოფლიო ბაზარი დაიპყრო და მრავალ სერიოზულ ფირმას საფრთხე შეუქმნა.

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jan 1 2007, 05:51 PM

გეთანხმები იაკო,მაგრამ ჩვენი მთავრობა რას აკეთებს სულ უფრო მრავლდებიან ეს ჩინელები და ქართველები.... ეჰ!
ყველას გილოცავთ და გისურვებთ ეს ცელი საუკეთესო ყიფილიყოს და და საქართველოშიც მალე დაბურნებულიყავით გფარავდეთ უფალი!

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 2 2007, 08:00 PM

მთავრობა რა შუაშია?! საქართველოში ქართველი აღარ დარჩა რო მიწა დაამუშაოს და ვინც მოვიდა იმან დარგო, დათესა და იხეირა კიდეც ! მე რა კი არ მიხარია ყოველი მეორე ჩინური მაღაზია როა! რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ არხზე იყო რეპორტაჟი ჩინური საქონლის შესახებ და ისეთი რაღაც გავიგე კინაღამ გული გამისკდა! ჩინურ ტანსაცმელს ნამავენ სპეციალური სითხით რაც ისეთ კომპონანტებს შეიცავს, რომელიც კიბოსკენ მიდრეკილი უჯრედების განვითარებას უწყობს ხელს! წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით ისედაც განახევრებული ქართველობა! კატასტროფაა მართლა !!!! s o s !!!

პოსტის ავტორი: anaqartveli თარიღი: Jan 7 2007, 01:48 AM

მოგესალმებით ყველას, შემთხვევით მოვხვდი ამ საიტზე და ძალიან მომეწონა. მომინდა რომ ჩემი აზრი გამეზიარებინა თქვენთვის, მეც ერთი ჩვეულებრივი ჩემს სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი ვარ. მოხდა ისე რომ ახლა ემიგრაციაში ვიმყოფები უკვე ექვსი თვეა რაც წამოვედი საქართველოდან წამოსვლის დღიდან საშინელი ნოსტალგია მაქვს. აქ მრავალი ქართველი ემიგრანტია რომლებიც აქ ძალიან დიდი ხანია ცხოვრობენ, მე არც ერთი მათგანისგან არ გამიგია რომ არ უნდოდეს საქართველოში დაბრუნება. აბა რა სასიამოვნოა წლობით ვერ ხედავდე შენს მშობლებს, შვილებს, ნათესავებს. საქართველოს მიწა სულ სხვაა, მადლიანი, უფლის მიერ ნაკურთხი და დალოცვილი. უფლის წყალობით ეგ დროც დადგება ალბათ, რომ ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში.მეცოდება ის ქართველი ვინც დაკარგა ფესვები და სხვა ქვეყანას შეხიზნული აღარ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, უფალმა გაუნათოს ასეთ ქართველს გონება და შეაგრძნობინოს ჩვენი პატარა საქართველოს სიყვარული.
ყველას გილოცავთ შობას უფალი იყოს ჩვენთან წყალობა და ერთმანეთისადმი სიყვარული არ მოგვაკლოს :rolleyes:

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 7 2007, 01:55 AM

ციტატა(anaqartveli @ Jan 7 2007, 01:48 AM) *

მეცოდება ის ქართველი ვინც დაკარგა ფესვები და სხვა ქვეყანას შეხიზნული აღარ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე,

გაიხარე ანა! ღმერთმა ქნას ყველანი დროზე დაუბრუნდეთ თქვენს მიწა-წყალს და ის ნოსტალგია, რომელსაც სამშობლოდან შორს ყოფნა იწვევს თქვენში, აღარასოდეს დაგბრუნებოდეთ! ვევედროთ უფალს რათა მფარველი კალთა გადააფაროს ყველა ქართველს , რომელიც უცხო ქვეყნის მიწაზეც ქართულ გულს ატარებს და არ ივიწყებს "ვისი გორისაა" !!!

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 7 2007, 03:22 AM

anaqartveli
კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენ ფორუმზე, რომელ ქვეხანაში ხარ ანა?

პოსტის ავტორი: anaqartveli თარიღი: Jan 7 2007, 10:01 PM

ციტატა(შოთა @ Jan 7 2007, 02:22 AM) *

anaqartveli
კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენ ფორუმზე, რომელ ქვეხანაში ხარ ანა?

დიდი მადლობა შოთა, მე აშშ ში ვარ.
ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, შეგეწიოთ უფალი წყალობა და მშვიდობა არ მოგაკლოთ rolleyes.gif ინებოს უFალმა რომ ყველა ქართველი მომავალ შობას საქართველოში შეხვდეს

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jan 7 2007, 10:57 PM

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმში!ღმერთმა ქნას ყველა უკლებლივ დაგაბრუნოთ სამშობლოში,სამშობლო გელით თქვენ

პოსტის ავტორი: anaqartveli თარიღი: Jan 7 2007, 11:16 PM

ციტატა(mogzaura @ Jan 7 2007, 09:57 PM) *

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმში!ღმერთმა ქნას ყველა უკლებლივ დაგაბრუნოთ სამშობლოში,სამშობლო გელით თქვენ

მადლობა, ძალიან დიდი მადლობა უფალმა გაგახაროთ

ციტატა(tati87 @ Jan 7 2007, 12:55 AM) *

გაიხარე ანა! ღმერთმა ქნას ყველანი დროზე დაუბრუნდეთ თქვენს მიწა-წყალს და ის ნოსტალგია, რომელსაც სამშობლოდან შორს ყოფნა იწვევს თქვენში, აღარასოდეს დაგბრუნებოდეთ! ვევედროთ უფალს რათა მფარველი კალთა გადააფაროს ყველა ქართველს , რომელიც უცხო ქვეყნის მიწაზეც ქართულ გულს ატარებს და არ ივიწყებს "ვისი გორისაა" !!!

დიდი მადლობა, გილოცავ შობას უფალი იყოს ჩვენთან ყველასთან biggrin.gif

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 8 2007, 12:01 AM

ციტატა(anaqartveli @ Jan 7 2007, 11:16 PM) *

დიდი მადლობა, გილოცავ შობას უფალი იყოს ჩვენთან ყველასთან biggrin.gif

ამინ!!! უფალი არს ჩვენთანა!!!

პოსტის ავტორი: anaqartveli თარიღი: Jan 8 2007, 01:06 AM

ციტატა(tati87 @ Jan 7 2007, 11:01 PM) *

ამინ!!! უფალი არს ჩვენთანა!!!

არს და იყოს უკუნითი უკუნისამდე

პოსტის ავტორი: anaqartveli თარიღი: Jan 8 2007, 10:33 PM

ციტატა(Qeti @ Jan 8 2007, 08:40 AM) *

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე,
მეც გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, წირვა ლოცვის მადლი გფარავდეთ,
ანა მეც აშშ-ში ვარ, რომელ შტატში ხარ?

დიდი მადლობა ქეთი.
მე ახლა კენტაკში ვარ ცინცინატის დაუნთაუნთან ახლოს. შენ რომელ შტატში ხარ?

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 15 2007, 11:42 PM

ციტატა(anaqartveli @ Jan 8 2007, 09:33 PM) *

დიდი მადლობა ქეთი.
მე ახლა კენტაკში ვარ ცინცინატის დაუნთაუნთან ახლოს. შენ რომელ შტატში ხარ?

გამარჯობა ანა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, მეც აშშ-ში ვარ ნიუ-იორკის შტატში, ცინცინატში ერთ ძალიან ლამახ და პატრიოტ ოჯახს ვიცნობ (ავთოს და ირმას)

ციტატა(Qeti @ Jan 9 2007, 03:49 AM) *

აუუ, გული დამწყდა, მე ნიუ ორკში ვარ,

ქეთი რომელ ქალაქში ხარ? იქნებ ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს? მე ბრუკლინში ვარ

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 15 2007, 11:59 PM

სანამ საზღვარგარეთ ვართ იქნენ გავერთიანებულიყავით და რაიმე სერიოზული დახმარება გაგვეწია საქართველოში მყოფი მოხუცი-ინვალიდებისა და უპატრონო ბავშვებისათვის? ჩვენ დიდი ძალა ვართ აქედანაც შეგვიძლია გავაკეთოთ ღვთიური საქმე. იცით რა არის? ამდენი ცუდი ზნე-ჩვეულებების საქართველოში დანერგვა საზღვარგარეთიდან არაფერ კარგს არ მოგვიტანს, მაგრამ ბევრი დადებითიც შეიძლება ვისწავლოთ და გადავიღოთ, მაგალითად მე ძალიან მომწონს აქ არსებული ორგანიზაციები როგორ ეხმარებიან მოხუც უნვალიდებს და უპატრონოებს და დიდი სურვილი მაქვს ეს სტრუქტურა საქართველოშიც დავნერგოთ. ამ სურვილმა არ მომასვენა და შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია"ერთობა", იქნებ გავერთიოანდეთ ყველა და ერთად ვაკეთოთ სიკეთე მარტო ვერც მე ვერ გავხდები ვერაფერს, ჩვენ მხოლოდ ერთად დგომა და ურთიერთ გატანა გადაგვარჩენს. სიმართლე გითხრათ გული მტკივა როცა ვუყურებ რუსულ, ებრაულ, სომხურ დიასპორებს, კბილებით იცავენ ერთმანეთს ეხმარებიან და აშენებენ და ფართოვდებიან... მოდით ერთხელ მაინც გადავაბიჯოთ საკუთარ ამბიციებს, პირველობის მანიას და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. სამშობლოს მოვწყდეთ და ისიც უმიზნოდ?!

ოფიციალური მხარე მოგვარებული მაქვს და ახლა პროექტებზე ვმუშაობ თუ სურვილი გაგიჩნდებათ გაერთიანებისა ძალიან გამახარებთ.

ყველას ბედნიერებას და გაძლიერებას გისურვებთ უფალში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2007, 02:09 PM

ვ. მაიაკოვსკიმ ამერიკაში მოგზაურობისას, ერთ-ერთ შემოქმედებით საღამოზე სრული ფიასკო განიცადა - იგი სტვენით და ფეხების ბაკუნით "დააჯილდოვეს"! განაწყენებულმა პოეტმა კი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ქართულად შეიგინა (ალბათ იმის იმედი ჰქონდა, რომ ოკეანის გადაღმა ქართული არავის ეცოდინებოდა - მაშინ ხომ არ გვყავდა ქართული დიასპორა ამერიკაში!), მაგრამ სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთმა "მსტვენელმა" ქართულად წამოიძახა: "მიდი ერთი კიდევ, შენი ჭირიმე!" საინტერესო შემთხვევაა - სამშობლოსადმი ნოსტალგია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს მშობლიურ ენაზე გინების გაგონებაც კი გულზე მალამოდ მოეცხო!

თეიმურაზ ნადარეიშვილი

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Jan 18 2007, 11:02 AM

biggrin.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 21 2007, 03:12 PM

ციტატა(teo.. @ Jan 15 2007, 11:59 PM) *

სანამ საზღვარგარეთ ვართ იქნენ გავერთიანებულიყავით და რაიმე სერიოზული დახმარება გაგვეწია საქართველოში მყოფი მოხუცი-ინვალიდებისა და უპატრონო ბავშვებისათვის? ჩვენ დიდი ძალა ვართ აქედანაც შეგვიძლია გავაკეთოთ ღვთიური საქმე. იცით რა არის? ამდენი ცუდი ზნე-ჩვეულებების საქართველოში დანერგვა საზღვარგარეთიდან არაფერ კარგს არ მოგვიტანს, მაგრამ ბევრი დადებითიც შეიძლება ვისწავლოთ და გადავიღოთ, მაგალითად მე ძალიან მომწონს აქ არსებული ორგანიზაციები როგორ ეხმარებიან მოხუც უნვალიდებს და უპატრონოებს და დიდი სურვილი მაქვს ეს სტრუქტურა საქართველოშიც დავნერგოთ. ამ სურვილმა არ მომასვენა და შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია"ერთობა", იქნებ გავერთიოანდეთ ყველა და ერთად ვაკეთოთ სიკეთე მარტო ვერც მე ვერ გავხდები ვერაფერს, ჩვენ მხოლოდ ერთად დგომა და ურთიერთ გატანა გადაგვარჩენს. სიმართლე გითხრათ გული მტკივა როცა ვუყურებ რუსულ, ებრაულ, სომხურ დიასპორებს, კბილებით იცავენ ერთმანეთს ეხმარებიან და აშენებენ და ფართოვდებიან... მოდით ერთხელ მაინც გადავაბიჯოთ საკუთარ ამბიციებს, პირველობის მანიას და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. სამშობლოს მოვწყდეთ და ისიც უმიზნოდ?!

მე გერმანიაში ვიმყოფები და მსგავსი სურვილები მეც მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ. თუმცა უფლის შეწევნით იმედი მაქვს აქ მყოფ ქართველებს ავიყოლიებ, საქართველოში არსებულ მოხუცებულთა სახლების,უმწეოთა და ბავშვთა სახლების დასახმარებლად.
უფრო მეტი მადლი ექნება ჩვენს აქ ყოფნას. smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 21 2007, 04:35 PM

iako
Qeti
მართლა მაგარი გრძნობა იქნება ქართულის გაგონება , მაგრამ ის ქართველი რო იტყვის "ჩემი დედაო" ეგ უკვე უსიამოვნო laugh.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 21 2007, 07:04 PM

ქართულის გაგონება ჩემთვის აქ უცხო არ არის, თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ უცხო ქვეყანაში მოხვედრილნი ერთმანეთთან განსაკუთრებული სითბოთი გამოვირჩევით.ეს განსაკუთრებით ჩვენი ერის ნაკლია, რაც თვალში მართლაც ძალიან საცემია.
რათქმა უნდა არასასიამოვნოა ამის გაგონება, მაგრამ ამის მთქმელი ბოლომდე თავის სიტყვებს რომ აცნობიერებდეს ''კარგ ბიჭობად'' და ''კარგ ქალობად'' კი აღარ ჩათვლიდა.

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jan 24 2007, 06:58 AM

Qeti
ქეთი რომელ ქალაქში ხარ? იქნებ ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს? მე ბრუკლინში ვარ,
მე მანჰეტენზე ვარ, ცნობით მგონი არ ვიცნობთ, მაგრამ მაგრად გამეხარდება თუ გავიცნობთ cool.gif ქართველებს თითქმის არ ვიცნობ,
ამას წინათ მანჰეტენზე ქუჩას ვკვეთ და უცებ მესმის ქართულად ვიღაც ლაპარაკობს, რა დამემართა იცით, უცებ მოვბრუნდი მარა იმდენ ხალხში ვერ გავარჩიე, მომენტ კანკალი ამივარდა და ცრემლები წამომივიდა ,
აუ უსაშინლესი გრძნობააა ნოსტალგია

ვა ეგ მე ხომ არ ვიყავი? smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 24 2007, 01:25 PM

მარინე

ციტატა
ერთ-ერთმა "მსტვენელმა" ქართულად წამოიძახა: "მიდი ერთი კიდევ, შენი ჭირიმე!" საინტერესო შემთხვევაა - სამშობლოსადმი ნოსტალგია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს მშობლიურ ენაზე გინების გაგონებაც კი გულზე მალამოდ მოეცხო!

აუ რა მაგარიააააააააა ....
sad.gif
ცოტა უცნაურია მაგრამ..ამაცრემლა წაკითხულმა...
მართლაც რაღაც უცნაურად ვართ ქართველები ჩვენს სამშობლოსთან მიჯაჭვული..

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Jan 24 2007, 01:50 PM

blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2007, 03:21 PM

გლახა
შეხვეწილი
smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jan 25 2007, 11:46 PM

Qeti

ციტატა
მე ნიუ ორკში ვარ,(ჩემი ოცნების ქალაქი იყო) და ერთ ერთ პრესტიჟულ უნივერსტეტში ვსწავლობ, გაცვლითი პროგრამით,

სად სწავლობ (თუ საიდუმლო არ არის) ? მეც ნიუ იორკში ვსწავლობ. smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jan 27 2007, 03:37 AM

ციტატა(d.p @ Jan 25 2007, 03:46 PM) *

Qeti
სად სწავლობ (თუ საიდუმლო არ არის) ? მეც ნიუ იორკში ვსწავლობ. smile.gif

შენ სად სწავლობ?
მე CBS

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jan 27 2007, 07:20 AM

ციტატა
შენ სად სწავლობ? მე კოლუმბიაში

ორ ნაბიჯში ყოფილხარ smile.gif - მე NYU ში ვარ. Skype გაქვს?

პოსტის ავტორი: reziko თარიღი: Jan 27 2007, 12:35 PM

ორი ნაბიჯი უეჭველი 1 დღის გზაა smile.gif) ხო ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 28 2007, 12:44 AM

ციტატა(Bunghane25 @ Jan 27 2007, 08:36 PM) *

My sex-blog wink.gif
http://jayna-blog.info/

აუ ამან ხო შეჭამა ტვინი რა mad.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 28 2007, 01:05 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 28 2007, 12:44 AM) *

აუ ამან ხო შეჭამა ტვინი რა mad.gif

წაშალე მერე შენც კაცო და ბანი დაადე. biggrin.gif
მერე სხვა სახელით შემოვა.
იწვალებს, ხელახლა დარეგისტრირდება. მაგას შრომა ხომ უნდა. biggrin.gif
პატარა ბიჭუნაა ალბათ, გარდატეხის ასაკში.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 28 2007, 01:11 AM

ვეშაპო

ციტატა
წაშალე მერე შენც კაცო და ბანი დაადე.
მერე სხვა სახელით შემოვა.
იწვალებს, ხელახლა დარეგისტრირდება. მაგას შრომა ხომ უნდა.
პატარა ბიჭუნაა ალბათ, გარდატეხის ასაკში.

ბანს ვერ ვადებ საქმეც მაგაშია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Jan 28 2007, 07:06 AM

გაუმარჯოს!!!
დიდი ხანია ამ ფორუმზე აღარ შემოვსულვარ და ბოდიშით
(გამოცდები მქონდა სკოლაში, მერე სხვა საქმეები და ა.შ)

ეგ მართლაც კარგი იდეა, რომ ქართველები გავერთიანდეთ და
რაღაცა ვუშველოთ ჩვენს სამშობლოს.

მე ეხლა, Ohio-ში ქალაქ Cincinnati-ში ვარ, როგორც FLEX გაცვლითი სტუდენტი და მართლაც მაგრად შემტკივა გული ჩემს ქვეყანაზე, ფაქტიურად აქაც მხოლოდ იმიტომ ვარ რომ რამე გამოცდილება მივიღო და საქართველოს რამით დავეხმარო მომავალში,
ისე ეს ფორუმი მაგარი კარგი დასაწყისია გაერთიანებისთვის და უბრალოდ სამშობლოს დახმარებისთვის. შეიძლება ვინმემ თქვას ნეტა ჩვენ რას ვუშველითო ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენი მისიაა ვცადოთ და უფალი დაგვეხმარება....

ყოველთვის მიხარია ხოლმე, სამშობლოზე შეყვარებულ ახალგაზრდებს რომ ვხედავ (მეც ჯერ სკოლაში ვსწავლობ) და იმედი მიჩნდება, რომ ჩვენი თაობა შევძლებთ სამშობლოს რაიმე ვუშველოთ...

მე არავინ არ ვარ და არც ჭკუას არავის ვასწავლი, მაგრამ
ჩემი აზრით ჩვენ ყველას შეგვიძლია სულ პატარა გარჯითაც კი სიკეთე გავაკეთოთ. უბრალოდ იმისი გაცნობიერებაა სჩირო, რომ ჩვენმა ყოველმა მოქმედებამ, შეიძლება ავნოს ან არგოს ქვეყანას. ხოდა ჩვენც ისეთი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელიც არგებს.

ჩვენს უკან საქართველოა და არავინ არ ამოიყვანს ამ ქვეყანას ჭაობიდან ჩვენი გარჯის და თავგანწირვის გარეშე.

ხოდა ჩემის აზრით ამ ფორუმის წევრები თუ რაიმე პატარა საზოგადოებად გავერთიანდებით, რომლის მიზანიც საქართველოს დახმარება იქნება (როგორც შეგვეძლება), მართლა კარგი იქნება, მერე უფრო და უფრო ბევრი გაწევრიანდება, ჩვენი უცხოეთში მყოფი ქართველებიც დაუბრუნდებიან სამშობლოს (ჩემი ჩათვლით რა თქმა უნდა) და მარტო ლაპარაკს კი არა საქმესაც გავაკეთებთ...

მადლობა უფალს, რომ იმ ქართველთა რიცხვი ვისაც გული შესტკივა სამშობლოს გასაჭირზე, იზრდება ახლა საჩიროა უფრო მეტი სტიმული და მჯერ, რომ იბერია გაბრწყინდება...

უფალი გფარავდეთ!!!

და ყველას გისურვებთ (ჩემი ჩათვლით)
სამშობლოსთვის სიკეთის მოტანას.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 28 2007, 07:45 AM

ციტატა(Qeti @ Jan 18 2007, 08:36 AM) *

მე მანჰეტენზე ვარ, ცნობით მგონი არ ვიცნობთ, მაგრამ მაგრად გამეხარდება თუ გავიცნობთ cool.gif ქართველებს თითქმის არ ვიცნობ,

საკვირველია რომ არავის არ იცნობ, წმ.ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მოდი ნამდვილად არ ინანებ smile.gif ახლა მიწის ყიდვას ვაპირებთ და იმედია უფრო მოსახერხებელ ადგილას ავაშენებთ ეკლესიას

ციტატა(შეხვეწილი @ Jan 18 2007, 10:02 AM) *

ჯერ სად ხარ, ქეთუშ!

აქ რომ ჩამოხვალ(თ) და ჩაინა-თბილისში უცბად ერთი-ორჯერ ქართულ ლაპარაკსაც რომ მოკრავთ ყურს, მერე ნახე ნოსტალგია და სიხარული, მ ა მ ე ნ ტ !
biggrin.gif

ბევრჯერ მსმენია აქ რაღაც ამდაგვარი, ვერ გავიგე ჩინელები მომრავლდნენ საქართველოში? აქ იმისთანა ამბავია ჩინელებს მიაქვთ აქაურობა, მანჰეტენზეც კი ჩაინა თაუნში სიტყვას ვერ წაიკითხავ სულ ჩინური წარწერებია და ყველაზე გასაოცარი რა არის იცით?? საოცრად მიუკარებელი ხალხია ძალიან იცავენ თავის ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს (ქართველებს არ გვანან ამ საკითხში?? sad.gif ) ისე ძალიან მშრომელები არიან

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 30 2007, 07:53 PM

ციტატა(teo.. @ Jan 28 2007, 07:45 AM) *

ბევრჯერ მსმენია აქ რაღაც ამდაგვარი, ვერ გავიგე ჩინელები მომრავლდნენ საქართველოში? აქ იმისთანა ამბავია ჩინელებს მიაქვთ აქაურობა, მანჰეტენზეც კი ჩაინა თაუნში სიტყვას ვერ წაიკითხავ სულ ჩინური წარწერებია და ყველაზე გასაოცარი რა არის იცით?? საოცრად მიუკარებელი ხალხია ძალიან იცავენ თავის ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს (ქართველებს არ გვანან ამ საკითხში?? sad.gif ) ისე ძალიან მშრომელები არიან

აქაც მომრავლდნენ! ლამის ჩვენ გადაგვასწრონ უკვე! sad.gif ისე "ქართველი" ჩინელები ძალიან დიდი ღიმილით პირდამშვენებულები დააბიჯებენ ქუჩაში! აბა რა უხარიათ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყოველი მეორე მაგათი მაღაზიებია და.....
ეეეეეეეეეჰ, საგანგაშო სიტუაციაა მარა...............

პოსტის ავტორი: irak თარიღი: Feb 1 2007, 12:13 AM

www.samegrelo.ucoz.ru ქართველნო ყველას გელით გვეწვიეთ დაათვალიერეთ..... სამეგრელოს საქართველოს ულამაზესი კუთხის საიტია.... და ყველამ წაიკითხეთ .. ჩვენი თანამემამულე წმიდა მთაზე ლინკი >>> http://samegrelo.ucoz.ru/forum/15

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 1 2007, 03:34 AM

ციტატა
აქაც მომრავლდნენ! ლამის ჩვენ გადაგვასწრონ უკვე! ისე "ქართველი" ჩინელები ძალიან დიდი ღიმილით პირდამშვენებულები დააბიჯებენ ქუჩაში! აბა რა უხარიათ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყოველი მეორე მაგათი მაღაზიებია და.....
ეეეეეეეეეჰ, საგანგაშო სიტუაციაა მარა...............

გეთანხმები, ამ კვირას იქადაგა ჩვენ ტაძარში მამაომ მაგასთან დაკავშირებით ზუსტად.
ჯერ თქვა რომ ძალიან ცუდი ფაკტია რომ ასე სწრაფად მოედვნენ მთელ საქართველოს. ასე გვითხრა გარეთ ქართველი კაცი წვალებით რაღაცას ყიდის, თქვენ კიდე მაინდამაინც ჩინურ მაღაზიაში შედიხართ და ჩინელებს ეხმარებით საქართველოში რომ დამკვიდრდნენო, და ასპონსორებთო. თან ყველამ იცის მსოფლიოში რომ ყველაფერი მოწამლული აქვთ მაგათო. მართალიც თქვა ყველა ჩვენთაგანი ვუწყობთ ჩინელებს ხელს რომ დამკვიდრდნენ საქართველოში ჩვენი საქციელით.
მე მაქვს ერთი ძაან ცუდი და შემაძრწუნებელი ინფორმაცია. თბილისის ერთ ერთ სამშობიაროში ერთ ღამეს დაიბადა 5 ჩინელი და 1 ქართველი. ახლა ყველამ ჩვენ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ, დავუკვირდეთ ჩვენს საქციელებს და ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისთვის. დედა ღვთისა შეგვეწევა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 1 2007, 07:10 PM

დავაწესოთ გადასახადი საქართველოშიც ჩინელებზე. ერთის მეტს თუ გააჩენენ სახელმწიფოს აქეთ უნდა უხადოს გადასახადი.
ვისი ბრალია ასე ფართოდ რომ გაეხსნათ გზა ჩინელებს? 3 თვიანი ვიზით მაღაზიებს ვერ გახსნიდნენ. საზღვარგარეთ როცა ყველგან ვიზის პრობლემაა, ჩვენთან ასე იოლი ყოფილა სახელმწიფოში შემოსვლა და არალეგალურად ცხოვრება (თუ არალეგალურად იმყოფებიან და უკვე სტატუსებიც არ აქვთ მინიჭებული).

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 1 2007, 07:52 PM

ციტატა(iako @ Feb 1 2007, 07:10 PM) *

დავაწესოთ გადასახადი საქართველოშიც ჩინელებზე. ერთის მეტს თუ გააჩენენ სახელმწიფოს აქეთ უნდა უხადოს გადასახადი.
ვისი ბრალია ასე ფართოდ რომ გაეხსნათ გზა ჩინელებს? 3 თვიანი ვიზით მაღაზიებს ვერ გახსნიდნენ. საზღვარგარეთ როცა ყველგან ვიზის პრობლემაა, ჩვენთან ასე იოლი ყოფილა სახელმწიფოში შემოსვლა და არალეგალურად ცხოვრება (თუ არალეგალურად იმყოფებიან და უკვე სტატუსებიც არ აქვთ მინიჭებული).

იდეა კარგია თავისთავად! ერს თუ არა სახელმწიფოს ბიუჯეტს მაინც ეშველება! unsure.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 2 2007, 03:31 PM

Zeskvi_ucha

ციტატა
ერთ ღამეს დაიბადა 5 ჩინელი და 1 ქართველი. ახლა ყველამ ჩვენ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ, დავუკვირდეთ ჩვენს საქციელებს და ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისთვის. დედა ღვთისა შეგვეწევა.

ხომ არა აჭარბებ? ჩინელები ბევრი მანახია, მაგრამ სხვათა შორის ფეხმძიმე ჩინელი არაsmile.gif) თუმცა საშიშროებაზზე გეთანხმები. ისე მაღიზიანებს ტვალებში მინდა ვწვდე. რა ვიცი აბა, ალბათ ცვენ თვითონვე ვწირავთ ცვენს ქვეყანას და მერე ისევე ჩვენი სისხლის ფასად გვიწევს გამოსყიდვა.

საქართველოს გადარჩენის ერტ-ერთი საშუალება ბევრი შვილის გაჩენაა. მიდი აბა ნებისმეირ ქართველტან და უტახრი, რომ საჭიროა მესამე შვილი. თუნდაც ეკლესიურთან, ნახავ პასუხს. არა მგონია ნამდვილი მორწმუნეები ვიყოთ ჩვენ. სინამდვილეში ღმერთის იმედი არა გვავსქს, ასეა საქმე.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 3 2007, 12:20 AM

ციტატა
ხომ არა აჭარბებ? ჩინელები ბევრი მანახია, მაგრამ სხვათა შორის ფეხმძიმე ჩინელი არა) თუმცა საშიშროებაზზე გეთანხმები.

ისეთმა ადამიანმა თქვა მაგი რომ ტყვილს არ იკადრებდა. რავი აბაsmile.gif
კი შვილების გაჩენაზე გეთანხმები მართალი ხარ 100%ითsmile.gif მაგრამ ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოდ რომ თუ მაგათ მაღაზიებში არ ვივლით და არ გავამდიდრებთ, გაკოტრდებიან და საიდანაც მოვიდნენ, ისევ იქ წავლენ!

ციტატა
დავაწესოთ გადასახადი საქართველოშიც ჩინელებზე. ერთის მეტს თუ გააჩენენ სახელმწიფოს აქეთ უნდა უხადოს გადასახადი.
ვისი ბრალია ასე ფართოდ რომ გაეხსნათ გზა ჩინელებს? 3 თვიანი ვიზით მაღაზიებს ვერ გახსნიდნენ. საზღვარგარეთ როცა ყველგან ვიზის პრობლემაა, ჩვენთან ასე იოლი ყოფილა სახელმწიფოში შემოსვლა და არალეგალურად ცხოვრება (თუ არალეგალურად იმყოფებიან და უკვე სტატუსებიც არ აქვთ მინიჭებული).

ისე მაგ მეც მაინტერესებს ლეგალურად არიან ნეტა თუ არალეგალურად? ან ვიზა ან რამე არ უნდა? მარა ჩვენ სახელმწიფოში არაფერი არ არი გასაკვირიsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2007, 05:34 PM

ჩინურ მაღაზიაში ვიყავი შესული და ჩინელი გამყიდველის საუბარს მოვკარი ყური, მომავალ წელს უფრო მეტი ჩინელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლასო.. sad.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 4 2007, 08:14 PM

ან დაუცველია საქართველოს საზღვრები და ვისაც სურს შემოაბიჯებს, ან ვიღაცეებს ხლის მოთბობის მიზნით აწყობს მათი შემოყვანა. ევროპა და ამერიკა ვეღარ უმკლავდება მათ შემოსევას და ჩვენ ისედაც მცირერიცხოვან ერს ჩაგვყლაპავენ საერთოდ.
ისინი ქართველ მეწარმეებს და ქართული ბიზნესის განვითარებას ხომ უკან დაწევენ თავიანთი დაბალხარისხიანი, მდარე და იაფი პროდუქციით. ის ვისაც ევალება მათ შEმოსვლის გაკონტროლება უნდა დადგეს ქართული საზღვრის სადარაჯოზე, თუ სამსობლოს გამყიდველი არ არის. არ არის ეს პრობლემა ზედაპირულად მისადგომი დამიჯერეთ მაღტლაც რომ სერიოზული საფთხეა. და ქარტველობამ უნდა უარი გამოაცხადოს მათი პროდუქციის შეძენაზე.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 5 2007, 03:05 AM

ციტატა
ჩინურ მაღაზიაში ვიყავი შესული და ჩინელი გამყიდველის საუბარს მოვკარი ყური, მომავალ წელს უფრო მეტი ჩინელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლასო..

აუჰ მართლა? რა ცუდია. ღმერთმა გაგვაძლიეროს რომ გავუმკლავდეთsmile.gif

ციტატა
არ არის ეს პრობლემა ზედაპირულად მისადგომი დამიჯერეთ მაღტლაც რომ სერიოზული საფთხეა. და ქარტველობამ უნდა უარი გამოაცხადოს მათი პროდუქციის შეძენაზე.

ეჰ კი უარი უნდა განაცხადოს, მარა რამოდენიმეს რო ვუთხარი უაზროდ სიცილი დაიწყეს. არ უნდათ რომ გაიგონ და.sad.gif
ღმერთმა გაგვინათოს ყველა ქართველს გონება.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Feb 9 2007, 02:59 AM

........

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 9 2007, 07:50 AM

Andria
? ? ?

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 12 2007, 04:55 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Feb 12 2007, 07:12 PM

თქვენ კი იმის მაგივრად რომ რაიმეთი გაამხნევოთ ლანძღავთ და მათხოვრებს უწოდებთ არაა?
სირცხვილია ხალხო, ერთმანეთის ოდნავი პატივისცემა და გაფრთხილება გვმართებს.

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 12 2007, 07:57 PM

ციტატა(შეხვეწილი @ Feb 12 2007, 04:55 PM) *

მხდლები ხართ და ლაჩრები! თქვენ ის ხალხი ხართ, ვისი ბრძოლის ველიდან გაქცევისა დავით აღმაშენებელსაც ეშინოდა! რაფიელ ერისთავი არ წაგიკითხავთ მაინც! არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედაო, რომ წერდა?!

შეხვეწილი მეც გეთანხმები მაგაში.... არც ამ ფრაზას ამართლებენ: "არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს, სხვის ქვეყნის სამოთხეზედა!" ისინი კი ცვლიან..... ამერიკაში კი უმეტესობა მცოხვრებლებისათვის სამოთხე ფულს ნიშნავს და და კაი-კაი სამსახურებს და ფუფუნებას ცხოვრებაში, იქ რომ ჩადიხარ, იმიტომ ჩადიხარ რო რაღაც იმუშავო და არა ღვთის გულისათვის, (ეს ნაწილობრივ არ ეხება რამოდენიმე პიროვნებას, როცა წაიკითხავს და თუ წაიკითხავს იმედია არ მიწყენს) მართალია მათ უფრო ძაან ენატრებათ სამშობლო და თითქოსდა უფრო მეტ სიყვარულსაც გრძნობდეს სამშობლოს მიმართ ვიდრე ჩვენ, მაგრამ ეს ამდენი წვალება და ნოსტალგია ღირს ამად? მემგონი არა!!! ერთადერთი მე რითაც ვამართლებ ვინმეს უცხოეთში წასვლას სამუშაოდ, თუ მას ერთი ან ორი ოჯახი სარჩენი ყავს და მაგ მიზნით მიდის იქ, რომ რაგაც ცოტაოდენი რამ გამოუგზავნოს და თავი ირჩინონ...

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 12 2007, 09:04 PM

ალბათ გუშინ ყველამ უყურეთ დროებას... ძალიან კარგი გადაცემა აქვს გიო თარგამაძეს... ამერიკელ ემიგრანტებზე გავაკეთებ აქცენტს... ეს იმიტომ რომ ჩემი ალალი ბიძაშვილიც იქ არის, ოღონდ იმ განსხვავებით რომ რამოდენიმე წლის წინ აისრულა დიდი ხნის ოცნება და საცხოვრებლად წავიდა შეერთებულ შტატებში... იქ ცოლიც შეირთო...უკვე ბავშვიც ეყოლათ...მაგრამ როდესაც აქ ჩამოვიდა მთელი კვირა სიხარულის, მონატრების და ნოსტალგიის ცრემლი არ შეშრობია თვალზე.. ეს განწყობა მის მეუღლესაც გადაედო IPB-ს სურათი
მოკლედ იყვნენ რამოდენიმე დღე საქართველოში და ისევ წავიდნენ შტატებში,,, მთელი გული და სული აქ დატოვეს... smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 12:45 AM

ციტატა
მხდლები ხართ და ლაჩრები! თქვენ ის ხალხი ხართ, ვისი ბრძოლის ველიდან გაქცევისა დავით აღმაშენებელსაც ეშინოდა!

იცი რა?! მე არავის დამცველად არ გამოვდივარ! უბრალოდ ის ხალხი ვინც უცხოეთიდან ამ ფორუმზე შემოდის აქ ელოდება სითბოს და სიყვარულს და არა ასეთ "ქება-დიდებას"... მე იმას არ გეუბნები შენი აზრი არ გამოთქვა ან ის თქვი რაც მათ მოეწონებათ-მეთქი. უბრალოდ მაგ ყველაფრის თქმა ცოტა კორექტულადაც შეიძლება!
კიდე ერთს გეტყვი სხვა სხვის ომში ბრძენია !!!
შენ არ იცი ვის რა უჭირს და რატომაა წასული საზღვარგარეთ, ამიტომ მათი გაკიცხვა ადვილია!!!
ისე არ გაიგოთ თითქოს მე ვამართლებ ემიგრანტების საქციელს!
ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანიც ემიგრანტია და მისი შვილები რო მეტყვიან დედა წესიერად აღარ მახსოვსო თვალები ცრემლებით მევსება!
მაგრამ დედამისი და მამამისი იმიტომ არ წასულან, რომ ფულს დახარბდნენ ან სიმდიდრე სურდათ! (და საერთოდ ამ მიზნით ერთეულები არიან წასულები!)
იმიტომ წავიდნენ რომ საქართველოში ცხოვრება გაჭირდა და ოჯახს რჩენა უნდა და იმშვილებს კიდე სწავლა-განათლება ჭირდებათ!
ამიტომ სანამ რამეს ვიტყვით ყველა კარგად დავფიქრდეთ!
შეიძლება ჩვენც ანალოგიურად მოვიქცეთ თუ გაგვიჭირდა!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 01:38 AM

ციტატა
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია, გამგები გაიგებს

ცოტა რთულია ადამიანი ლანძღო და მერე სიყვარული უმტკიცო!
ხო არ ჯობია დაყვავებით გააგებინო სათქმელი???

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 13 2007, 02:35 AM

დღეს ერთ სუფრაზე მოვხვდი ხოდა უეცრად ძმაკაცი ადგა და ამბობს სადღეგრძელოს, ამ ჭიქით ყველა იმ ქართველს გაუმარჯოსო ვინც საქართველოში არ ცხოვრობდა ან არ ცხოვრობსო და იქიდან ზრუნავს და უზრუნვია თავისი სამშობლოსთვისო.
თავიდან რაღაცნაირად მომხვდა ყურში, მარა მერე რო დავფიქრდი და დავაკვირდი მართლა ბევრი ქართველი მოღვაწეობდა საქართველოსთვის საქართველოს ფარგლებს გარედ და დღესაც არიან საბედნიეროდ ასეთები (იგივე ივანიშვილი). ხოდა ვერაფერი ვეღარ ვთქვი. და მაგრად მომეწონა რაც თქვა.
მეც მაგ აზრის ვარ იმ ხალხზე რომლებიც საქართველოდან არიან წასულები, ეს მართლაც სამშობლოს ღალატია. მაგრამ ისეთ ქართველებზე ვამბობ ამას ვინც იქ მხოლოდ ცხოვრების მოსაწყობადაა წასული. ამიტომ ამ თემასთან ცოტა ბრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვერ მივხვდებით ვინ რა გულითაა იქ წასული ან ვინ რას და როგორ ეხმარება სამშობლოს. მეც დღეს დავფიქრდი ამაზე. და მგონი კარგი იქნება ყველამ რო გავითვალისწინოთ ეს.

პოსტის ავტორი: givia თარიღი: Feb 13 2007, 02:58 AM

მე ავსტრიაში ვარ მაგრამ არ მიყვარს ეს ერი სუ ნაცისტები არიან... ერთი სული მაქ საქართველოში როდის ჩამოვალ. 5 წელია უკვე აქ ვარ.. ისე წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ ხოლმე მაგრამ არ მყოფნის ეგ თვენახევარი...ისე აქ ბევრი ქართველია ვისაც საქართველოში დაბრუნება არ უნდა sad.gif ... და ბევრია ვისაც უნდა დაბრუნება... ვინც არ არის საზგვარგარეთ ნამყოფი ვერ გაიგებს საქართველოს სიყვარულს.... ხალხო თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ მენატრება საქართველო.. sad.gif რას არ გავცემდი ოგონდ მანდ ვიყო ეხლა...

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 13 2007, 03:46 AM

რა საჭიროა სიფრთხილე იმასთან დაკავშირებით არის თუ არა წასული კაცი მოღალატე თუ არა. ასე ადვილად მოღალატის სახელის მინიჭებით ამ სიწყვის ფასი დაიკარგება. ეს ხალხი არავითარ ეჭვს არ იმსახურებს და ერთმნიკშვნელოვნად ისინი ჩვენი სწორები არიან. თუ საუბარია უბრალო ხალხზე მაშინ მათი წასვლის მიზეზებს ჩავუკვირდეთ და კითხვები მოიხსნება. ახსენეს ცნობილი ლექსი იმაზე რომ არ გავცვლიო სალ კლდეებზე. კაცს როცა ოჯახი გაბარია ეს კლდეები ვერაფერი საშველია. ჩვენ ხო ვადარებთ აქედან წასულებს იმათ ვინც ჩვენში წარმატებული იყო თორე მათ არ ვადარებთ აქაურ უბედურებს. ჩვები პრობლემა იმაშია რომ საქართველო ჩვენი ნიჭის გამომჟღავნებისთვის არაა შესაფერისი და ამის მიზეზი ერთია:ჩვენში ნიჭს აღიარებენ მარა ნაცნობს ეხმარებია. კითხეთ იმ ხალხს ვინც წასულია რატო ენატრება ასე ათმაგად საქართველო? იმიტომ რომ მათ ნახეს რომ სხვაგან შეუძლიათ იშოვონ საარსებო ფული და იშოვონ ისე რომ არ ჩააწყონ რამე და მათ სურთ რომ ასეთი საშუალება იყოს აქაც. ანუ სურთ რომ შეაერთონ ის რაც ცხოვრებისთვისაა საჭირო: ფული და სული. ნურავინ ნუ უარყოფს რომ ადამიანს ორივე ჭირდება. მზე რო არ ათბობდეს მას პატივს არავინ არ სცემდა.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 13 2007, 03:57 AM

mampali
აუ მასეც არ არის ახლა, მაშინ ყველა ავდგებით და გავიქცევით უცხოეთში და გასამართლებელი მიზეზი გვექნება. ვითომ?
სასტიკად არ გეთანხმები რაცხა. არ გეწყინოსsmile.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 13 2007, 04:00 AM

ყველას თავისი ცხოვრება აქვს.ზოგს წასვლა უწერია და ზოგს აქ შიმშილში სიკვდილი.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 13 2007, 04:08 AM

ციტატა
ყველას თავისი ცხოვრება აქვს.ზოგს წასვლა უწერია და ზოგს აქ შიმშილში სიკვდილი.

ეჰ ჩვენ ის გვიწერია რასაც ჩვენი საქციელებით დავიწერთsmile.gif
და აი პირადად მე აქ შიმშილი მირჩევნია იქ მილიარდების ქონას.
მე ასე ვფიქრობ და ასე მწამს!:)

პოსტის ავტორი: W2S თარიღი: Feb 13 2007, 04:38 AM

QUOTE(givia @ Feb 12 2007, 11:58 PM) *

მე ავსტრიაში ვარ მაგრამ არ მიყვარს ეს ერი სუ ნაცისტები არიან...

შენ სხვა ევროპის ქვეყნები უნდა ნახო, ავსტრიელები მათთან შედარებით კრავებად მოგეჩვენება smile.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 11:04 AM

ციტატა
მე ავსტრიაში ვარ მაგრამ არ მიყვარს ეს ერი სუ ნაცისტები არიან..

გერმანელები ნახეთ ან რუსები.... აი ნაცისტები ვინ არიან...

პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 12:39 PM

_______________

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 13 2007, 01:01 PM

ციტატა
მაპატიეთ
შეხვეწილი

ღმერთმა შეგინდოს და მეც შენთან ერთად, რადგან ჩემი გულის თქვი...

თუმცა კონსტანტინე გამსახურდიას აქვს "არ არსებობს დედამიწაზე ისეთი მამა, რომელსაც შეუძლია მშვიდად მოისმინოს შვილისგანნ "მშია-ო"...
ალბათ, ასეთი მამები წაიყვანა "მშიამ" უცხოეთში(უფრო სწორად დედები sad.gif )მე ბევრი უმადური შვილი მინახავს, მშობლებს რომ გასაქანს არ აძლევს და ჭინჭების გამო ატირებს, ურომლისოდაც, თუნდაც, სკოლაში ვერ გამოჩნდებიან...
ძალიან ძნელია ასეთ სიტუაციაში იცხოვრო გამუდმებით, მით უმეტეს, რომ ნახევარზე მეტმა ამათგან ღმერთი დაკარგა და კიდევ უფრო ამიტომ უჭირთ...
კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე ისე გადაგვარდა და დაინვალიდდა რამდენიმე თაობა, რომ სხვისი ხელის ყურების გარდა აღარაფრის უნარი დარჩათ...
ეს იმიტომ, რომ იმათმა მამებმა შეაჩვიეს უსაქმურობას, არამ ფულს...
ღმერთო გადაგვარჩინეsad.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 13 2007, 05:43 PM

რა კავშირშია ჟორდანიას გმირობა და "სალი კლდეების" სიყვარული?

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 07:06 PM

mampali
ვერც მე გავიგე...
იქნებ გაგვცეს ვინმემ პასუხი?

smile.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 14 2007, 02:14 AM

zeskvi ucha კაი დაუშვათ "მოკვდი" აქ შიმშილში. მერე? ეს ცხოვრება ისე წავა რომ ამდენ მოშიმშილეში ვერავინ გამოგვარჩევს. ახლა ის თქვი "სხვაგან" მიღებული "მილიონებით" რამდენს შეძლებდი, რამდენს დაეხმარებოდი. შეცდომაა დიდი როცა შეგიძლია და არ აკეთებ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 14 2007, 02:56 PM

ყველა ადამიანს აქვს გამართლება რომლებიც საზღვარგარეთ არიან ქამოსულები და არც ჩვენი განსაკითხია. ზოგი სასწავლებლასდ მოდის, ზოგი სამუსაოდ და ოჯახის დასახმარებლად( თუმცა მისიი ოჯახის წევრები და ნათესავები მის გამოგზავნილს კარგად ითვისებენ და მათ ხშირად მათ განკითხვას კია არ ერიდებიან). ზოგი საერთო მდგომარეობას გამოურბის და მიზეზი უთვალავი და უამრავია.ზოგს სამუშაოს ვერ შოვნის პერსპექტივა აიძულებს ისევ აქ დარჩენას.ყველა პიროვნებას თავისი სატკივარი აქვს.
საქართველოში დარჩენილები არის ყველა პატრიოტი და არ გაცვლის ''სალსა კლდეებსა''?
ზოგი მათგანი ცდილობს საქართველოს კულტურა სხვებსაც აზიაროს და გააცნოს საქართველო.
სჯობია უსმინოთ ამ გამონათქვამს. ''საკუთარ თვალში ბეწვს აღმოაჩენენ და საკუთარში სპილოს ვერ ხედავენო''.
თქვენ ხომ არ იცნობთ ამ ადამინების გრძნობებს. რის გადალახვის ხარჯზე უწევთ აქ ცხოვრება.კიდევ ვიმეორებთ არ არის ეს ხალხი არავის განსაკითხი.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 14 2007, 11:38 PM

mampali
რა გარანტია გაქ უცხოეთში რომ წახვალ ეგრევე მილიონებს მოხვეტავ და ვინმეს დაეხმარები?
არაა მასე რა. თუ დახმარება გინდა საქართველოშიც იშოვი რამეს და დაეხმარები.
ჩვენი წინაპრები ასე რომ წასულიყვნენ საქართველოდან როგორც დღეს იხვეტებიან და მიდიან, ჩვენი ბუნდღაც არ იქნებოდა ახლა sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)