თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ საქართველოს და ზოგადად დედამიწის ფლორა

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 27 2013, 11:05 AM

...

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Jan 27 2013, 02:29 PM

დაიწყე მერე მიდი და აგყვებიან. ისეთი თემების გახსნას ნუ დაიწყებ ახლა, შენს გარდა კაციშვილი რომ არ დაპოსტავს თორემ ჩაიძIრება განყოფილება biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 27 2013, 02:34 PM

...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 31 2013, 11:21 AM

http://imageshack.us/photo/my-images/715/sam2379v.jpg/


შობის ვარსკვლავი თუ ყვავილი ჰქვია ამას. rolleyes.gif

ძალიან ლამაზი ფერებითაა გაწყობილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2013, 03:26 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 19 2013, 11:59 PM

http://www.radikal.ru
ჩემი ეზოს ყვავილი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 20 2013, 12:15 AM

http://www.radikal.ru
მცხეთაში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2015, 10:52 PM

"ძალიან საინტერესოა ის, რომ მეცნიერების კვლევებით პურს, ანუ ხორბალს ველური მოძმე არ ჰყავს, ხორბალი და სიმინდი ველურად არ მოდის.

თუ ჩვენ მივატოვებთ სიმინდისა და ხორბლის ყანებს, მეორე წელს ის არ ამოვა, თუ მას ადამიანმა არ მოუარა.

რაც ნიშნავს, რომ ეს მცენარეები ადამიანისთვისაა მიცემული ღვთისაგან".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2015, 07:59 PM

"იგი [ნიკო კეცხოველი] მინდიასავით ეფერება ბალახს, ყოველ ბუჩქს, ყოველ ხეს, - ბეგქონდარა იქნება ეს, ურცი, ხეშიშველი, ხემარწყვა, კიდობანა, ჭანჭყატა, უცვეთელა, დიდგულა, არყი, ნაძვი, მუხა, უთხოვარი, ბზა თუ უხრავი".

/ელგუჯა მაღრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 04:02 PM

"სამნაკვთიან უსურვაზს წვრილი, ნაზი ყლორტები აქვს. საყრდენს თვითონ ემაგრება პაწაწინა მისაწოვრებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 09:42 PM

"ყვავილები სხვადასხვა ფერისა აქვს: თეთრიდან მელნისფერამდე"

"გაღივდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:23 PM

"რაც მიწას ჩასწვნია და ჩასჭიდებია ფესვებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 10:26 PM

"პაწაწინა ბალახთან ხელს რომ მიიტან, თავისი ბუნებრივი სურნელების ფრქვევით დაიჩივლებს: "ოჰ! ნუთუ ვერ დამინახე? როგორ მატკინე!.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:09 PM

"ვინც ხეს რგავს, ამაოა მისი ფიქრი იმაზე, რომ მალე შეეფარება ამ ხის ჩრდილს. მაგრამ ადამიანი მაინც რგავს, რადგანაც სიცოცხლის გაგრძელება ღვთით კურთხეული ვალია კაცთა მოდგმისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:13 PM

"ბალახ-ყვავილიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:57 PM

"ყვავილი რომ აღმოცენდება პატარა მარცვლისაგან და დაყვება მზეს, განა ამითაც არ ვლინდება უფალი?"

/ბექა ჩილინდრიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2017, 06:55 PM

"ღვთისმეტყველებით, ბოტანიკითა და ბიბლიის თარგმანით, ხალხური მედიცინითა და კულინარიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის უდავოდ დიდი შენაძენი იქნება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ღვთისმსახურისა და სულიერი მოძღვრის, ცნობილი გერმანისტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, არქიმანდრიტი ლაზარეს (გაგნიძე-დვალი) გამოცემული წიგნები: "ბიბლიური მცენარეები" და გერმანულ-ქართულად და ქართულ-გერმანულად შედგენილი "ბოტანიკური ლექსიკონი", რომელთა შექმნაში ავტორის კოლოსალური შრომაა ჩადებული.

მკვლევართა შეფასებით: "რაოდენ ღრმად უნდა იცნობდე ბიბლიას, ასევე საქართველოს და ისრაელის ფლორას, რომ შეეხო ისეთ თემას, როგორიც ბიბლიური მცენარეებია, შეეცადო მკითხველს გააცნო ბიბლიაში დასახელებული მცენარეები და, ამავდროულად, თარგმნისას დაშვებული უნებლიე შეცდომებიც გაასწორო. წიგნში ასზე მეტი მცენარეა შესწავლილი, რისთვისაც ავტორს, ალბათ, რამდენჯერმე მოუხდა სხვადასხვა ენაზე გამოცემული ბიბლიის წაკითხვა-შეჯერება, ცოდნას, ერუდიციას მოითხოვს" (ნანა-ციალა გაგნიძე).

/"კარიბჭე" N17, 2017, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 11:04 PM

"კაუჭა ფიჭვი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:49 PM

"აგერ, ვიღაცის ეზოში ყვავის ვარდები. გეორგინებიც იღიმებიან. რატომ დაჭკნებიან? მზრუნველი პატრონი ალერსით, კოცნით ათბობთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 10:01 PM

"ყოჩივარდები კლდის ნაპრალებიდან გამომძვრალიყვნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 08:04 PM

"მწვანე ფოთოლი, ხეს რომ აბია, ისე მოწყვიტე, არაფერში გჭირდებოდა. მართალია, ეს ცოდვა არ არის, მაგრამ რატომღაც ფოთოლიც კი საბრალოა, ეცოდება ყოველი ქმნილი სიყვარულს ნაჩვევ გულს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:55 PM

"მაჟალო, პანტა თუ ხუთყურა მოწეულიყო"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 01:47 PM

"უფალმა ისე მოაწყო საქმე, რომ ზოგიერთი ხის ნაყოფი რბილია, როგორც ყურძენი და ლეღვი და ზოგიერთის - მაგარი, მაგალითად კაკალი და თხილი. მაგარ ნაყოფს თხელი და შეჭრილი ფოთოლი აქვს, რომ სქელმა ფოთოლმა ძალიან არ დაჩრდილოს. თხელკანიან ნაყოფს კი სქელი ფოთლები მცველად აქვს, მაგრამ ეს სქელი და დიდი ფოთლები შეჭრილია, რომ მიაღებინოს მზის მცხუნვარება, სიდიდითა და სისქით კი დაიცვას ქარისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 04:28 PM

"ხორბალს უფალმა ბუდე გაუჩინა, ბუდეს კი წამახული ფხები, რომ ხორბალი დაცული ყოფილიყო ფრინველთაგან და პატარა ცხოველებისგანაც. არცერთი მცენარე არ შეუქმნია უვარგისი უფალს: ზოგი ადამიანისთვისაა, ზოგი მცენარეთა და ცხოველთა საკვებად, სხვანი კიდევ სამკურნალოდ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 08:44 PM

"შარდენის ცნობით, ევროპაში არ მოიპოვება არც ერთი ადგილი, სადაც მსხალი და ვაშლი სილამაზითა და საუცხოო გემოთი აქაურს სჯობსო, ხოლო აზიაში არსად აქაურზე უკეთესი ბროწეული არ მოიძებნებაო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 114/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:52 PM

"მნიშვნელოვანი ადგილი მემორიალური კულტურის ძეგლთა ორნამენტიკაში უკავია მცენარეულ სამყაროს. განსაკუთრებული სიმბოლური შინაარსით ამ სიმბოლიკაში გამოირჩევა ხე, რომლის გამოსახვა საფლავის ძეგლებზეც იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 370/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 09:56 PM

"ყველა ყვავილი ხომ თავისებურად ყვავის და ეს არის ყვავილის, საზოგადოდ, მშვენიერების დიდი გამარჯვება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:18 PM

"გაზაფხულის ნაზ ყვავილებს ჰაერი სურნელებით აევსოთ. მე კი თაიგული მაკლდა. ყვავილები ზოგადად მიყვარს, ოღონდ მე მათი ბიბინის ყურება უფრო მხიბლავს, ვიდრე კრეფა და კონად შეკვრა. დაკრეფილ ყვავილებს რომ ვხედავ, ჩემდაუნებურად მეფიქრება, რომ მათი არსებობა დღემოკლეა და მალე დაჭკნებიან, რაც ძალიან მასევდიანებს".

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 10:03 PM

"იერიქონიდან სამახსოვროდ დამჭკნარი ვარდების თაიგული წამოვიღე. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ყვავილი, საერთოდ, ვარდი არ არის. ერთგვარი ჯიშის ფრინტაა. ამ ძველი და წმინდა ქვეყნისადმი წრფელი სიყვარულის გამოხატვისას გადაჭარბებას არ ვერიდებით ხოლმე. ამ ბიბლიურ ყვავილს ერთი თვისება აქვს, რასაც სიმბოლურ მნიშვნელობას ვანიჭებ: თუნდაც სულ გამხმარს წყალში თუ ჩადებ, გაცოცხლდება და კვლავ გაიფურჩქნება (იერიქონის ვარდს უწოდებენ აღდგომის ყვავილსაც, ხარობს უდაბნოში, გავრცელებულია პალესტინაში. უმთავრესად იერიქონის მახლობლად. გვალვის დროს ფოთლებში ნაყოფს ფარავს და გამოშრობისაგან იცავს. წვიმისას ათიოდე წუთში გაიშლება და თესლი წვიმის წვეთებს მიჰყვება)".

/წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2022, 08:44 PM

"თუ ხელს გაიწვდი პატარა მცენარისკენ, ის იმავე წამს იყვირებს თავისი ბუნებრივი კეთილსურნელებით - ოჰო, ნუთუ ვერ მამჩნევ? რატომ მთელავ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 09:49 PM

"ყოველი ხე თავისი შინაგანი ბუნების შესაბამისად თავის გარე სამოსს, ფოთლებს, ყვავილებს და ნაყოფს წარმოქნის; თესლები თავისთავში გარე სამოსს ატარებენ; შროშანებიც კი თავიანთი წიაღიდან სამოსს თავად ამზადებენ და დედამიწას ამშვენებენ"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 12:42 PM

"თუ ერთ ჭიქა წყალს ამოდენა ძალა აქვს, ვაი იმას, ვინც უმიზეზოდ გადაასხამს თუნდაც ერთ ჭიქა წყალს. უფალს ზედმეტი არაფერი შეუქმნია. დაბანისას 20 ვედრო არ მყოფნის, მაგრამ რამდენიც მჭირდება, იმდენ წყალს ვიყენებ, თუ მაინცდამაინც უნდა გადაღვარო წყალი, მაშინ ყვავილებს ან ხეებს დაუსხით"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:27 PM

"გაბრიელ ბერი [აღმსარებელი და სალოსი], ღვთისგან შექმნილს, ყველაფერს დიდად უფრთხილდებოდა.
ერთხელ, როდესაც ჩემი პატივმოყვარეობის გამო შენიშვნას მაძლევდა, იქვე ბალახი ვნახე და წიწკნა დავუწყე. მკაცრად შემომხედა და გამაფრთხილა: "მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შენ შეგიძლია შექმნა იგი? და თუ არ შეგიძლია, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:20 PM

"წარმოიდგინე ყვავილები, მცენარეები რომ არ ყოფილიყო... მათი არომატით ხომ ჩვენი სიმყრალე იფარება და იფანტება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 07:37 PM

Фиалка

Есть целые сообшества любителей комнатных фиалок. Эти люди даже устраивают выставки этих удивительных цветов, поражающих своим многообразием. Фиалкам посвящены фильмы и рассказы, их семена даже путешесвовали в космос, после чего благополучно проросли. С ними связано множество мифов и легенд, но самое главное - это то, что фиалки настолько тесно связаны с тонким миром, что могут исполнять любые наши желания, стоит их только об этом попросить. Правда выращивать их не так-то просто - они требуют некоторых навыков ухода, но это того стоит".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:08 PM

Ромашка

"Этот цветок можно встретитб в поле, на лугу или в саду, но очень редко на подоконнике. Хотя он вполне способен расти и там, радуя нас своими цветками и помогая укрепить и сохранить здоровье.

Всем известно, как полезен ромашковый чай. В нем - энергия Солнца, растением которого является ромашка, а Солнце - это наша витальность, наша жизненная сила. Для ее поддержаия нам просто необходимо и пить ромашковый чай, и умываться водой, настоянной на ромашке, и любоваться этим очаровательным цветком.

Ромашку довольно просто вырастить как в саду, так и на подоконнике."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:37 PM

"მე-18 საუკუნეში, ასტრონომი Jean Jacques d'Ortous de Mairan-მა შეისწავლა მცენარე მიმოზა და აღმოაჩინა, რომ ფოთლები იშლება მზის შუქზე დღის განმავლობაში და მზის ჩასვლისას იხურება. ის დაინტერესდა, რა მოხდებოდა, თუ მცენარე მოთავსდებოდა კონტრასტულ გარემოში. მან აღმოაჩინა, რომ დღის შუქისგან დამოუკიდებლად ფოთლები აგრძელებდნენ თავიანთ დღიურ რეჟიმს. გამომდინარეობს დასკვნა, მცენარეებს თავიანთი ბიოლოგიური საათი გააჩნიათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 03:26 PM

"ამერიკაში ატარებენ შემდეგ ცდას: ორ ერთნაირ დარბაზში, თანაბარ ტემპერატურაში, ერთნაირ ნიადაგზე რგავენ ყვავილებს და ერთნაირი რაოდენობის წყლით რწყავენ. თუმცა მათ შორის არსებობს ერთი სხვაობა. ერთ დარბაზში რთავენ ნაზ და სასიამოვნო მუსიკას. შედეგი? აბა, რა გითხრათ! ამ დარბაზში დარგული ყვავილები მკვეთრად განსხვავდებიან დანარჩენებისგან. უფრო ქორფები არიან, ფერიც უფრო ხასხასა აქვთ და გაცილებით უკეთესადაც ვითარდებიან"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 06:42 PM

"ტაძრის ირგვლივ ტერიტორია სულ მწვანეში იყო ჩაფლული - ბებერი და ნორჩი ფიჭვები, ჭადრები, ადგილ-ადგილ ბუჩქები, ქონდარა საოცარ სურნელებას აფრქვევდა, ყოჩივარდები კლდის ნაპრალებიდან გამომძვრალიყვნენ, ასევე ფრინტები და სხვა ველური ყვავილები, ყველანი დროის შესაბამისად. ერთგვარი სამოხე იყო; ძალიან საოცარი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)