IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 10:25 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ამ ვრცელ ჩამონათვალში მრავალი ღირსეული ადამიანია და კარგი იქნება მათზე გარკვეული ინფორმაცია.

ნამდვილად აფხაზ...
და ინფორმაციის დადებაც აუცილებელია(ფორუმზეც გვაქვს საკმაო ცნობები და მის გარეთაც.)ანუ ყველაფერი მონდომებაზეა...
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2003 წელს გამოვიდა ელდარ ბუბულაშვილის მონოგრაფია ”საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე”, რომელიც ძირითადად საქართველოს და რუსეთის სიძველეთსაცავებში მოძიებულ უცნობ წყაროებს ეყრდნობა. გთავაზობთ მოკლე ანოტაციას აღნიშნული ნაშრომიდან.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ანტონ მეორე იმ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც თავისი ცხოვრება და სარწმუნოებრივი მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის სამსახურს შესწირა. იგი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში (1788-1810) ქართველი ერის სულიერი მესაჭე იყო.

ანტონ კათოლიკოსს მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა მოღვაწეობა. კავკასიის ქედს გადმოღმა გადმოსული რუსეთის სახელმწიფო გეორგიევსკის ტრაქტატით არ იყო კმაყოფილი და იგი ქვეყნის სრულ დაპყრობას გეგმავდა, რაც 1801 წელს კიდეც განახორციელა. ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ, იმპერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, რაც კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის დამსახურება იყო. მხოლოდ მისი რუსეთში გადასახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.


ანტონ მეორე დაიბადა 1762 წლის 8 იანვარს. გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად მას თეიმურაზი დაარქვეს. იგი იყო მეფე ერეკლეს II-ისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი. მან იმ დროის კვალობაზე შესაფერისი სწავლა-განათლება მიიღო. მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა იმდროინდელი კათოლიკოსი ანტონ პირველი (1744-1754; 1762-1788). ამ უკანასკნელისგან მან ზედმიწევნით შეითვისა საღვთისმეტყველო საგნები და საერო ლიტერატურა. იგი სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და თავისი მოძღვრის პატივსაცემად ანტონი უწოდეს.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ერეკლე მეფემ სხვებთან ერთად ახალგაზრდა ბერდიაკონი ანტონი დიპლომატიური მისიით რუსეთში მიავლინა, სადაც იგი ერეკლე მეორის თხოვნით 1784 წელს ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ნინოწმინდის მღვდელმთავრად აკურთხეს. ამავე წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ნებასურვილით ალავერდის მიტროპოლიტად გაამწესეს. 1789 წელს იგი საქართველოში ბრუნდება და ახალგარდაცვლილი კათოლიკოსის ანტონ პირველის ნაცვლად 27 წლის ანტონ მეორეს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრობა ჩააბარეს. მძიმე პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ახალგაზრდა პატრიარქი კარგად წარმართავდა საეკლესიო მოღვაწეობას. მის მიერ აღდგენილ იქნა მტერთა შემოსევებისაგან გაპარტახებული ეკლესია-მონასტრები. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის განმტკიცების მიზნით მისიონერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მიავლინა. იგი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელშეწყობით 1792 წელს იმერეთის სამეფოში ტახტისათვის ატეხილი ბრძოლა თავიდან იქნა აცილებული.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე ნათლად ჩანდა, რომ სასულიერო ხელისუფლებას ისეთი პიროვნება ედგა სათავეში, რომელიც მორალურად და ზნეობრივად გადაგვარებული ერის გადარჩენისათვის იბრძოდა. მაგრამ XIX ს-ის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ წელში გამართული ეკლესია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მეფე გიორგი XII-ის (1798-1800) გარდაცვალების შემდეგ სანამ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად გამოაცხადებდა სამეფოს გაუქმებას. ქვეყანაში განუკითხაობა ბატონობდა. ეკლესია იყო ერთადერთი ძალა, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ ბატონიშვილებსა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მანიფესტის გამოცხადებამ ბატონიშვილების აღშფოთება გამოიწვია. ანტონ მეორე სახელმწიფოებრიობის დაკარგვით უკმაყოფილო იყო, მაგრამ აშკარა პროტესტს ვერ გამოხატავდა. მისი პროტესტი იმაში გამომჟღავნდა, რომ სამეფოს გაუქმების შემდეგაც ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს მეფედ ფარნაოზ ბატონიშვილს მოიხსენიებდნენ. რუსმა მოხელეებმა ასეთი მოქმედების გამო კათოლიკოსი არაერთხელ გააფრთხილეს.

რუსეთის უზენაესი ხელისუფლება ძალადობას მიმართავდა კათოლიკოსის მიმართ. 1802 წლის აპრილში სიონში შეკრებილ ქართველ საზოგადოებას მანიფესტი წაუკითხეს, ანტონს კი უბრძანეს, ისინი მეფის ერთგულებაზე დაეფიცებინა. სიონის ტაძარი გარშემორტყმული იყო რუსის ჯარით. ანტონი მოერიდა გართულებას და ხალხი რუსეთის ერთგულებაზე დააფიცა. ეს იყო კათოლიკოსის მიერ იძულებით გადადგმული ნაბიჯი. მომხდარი ფაქტის შემდეგაც ანტონი აშკარად არ გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა იგი თანგრძნობით ეკიდებოდა 1802 წლის კელმენჩურის შეუთქმულებას, 1804 წლის მთიულეთისა და 1812 წლის კახეთის აჯანყებას.

ბუნებრივია, რომ სახელმწიფოებრიობადაკარგულ ქვეყანაში დამპყრობელი ვერ მოითმენდა დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობას. ამიტომ ქართლ-კახეთის სამეფოს ლიკვიდაციისთანავე ცარიზმმა დაიწყო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის ბრძოლა. მათი სურვილი იყო, საქართველოს ეკლესია რუსეთის უწმიდესი სინოდისადმი დაექვემდებარებინათ, რომელიც, მართალია, სასულიერო საქმეებს განაგებდა, მაგრამ ოფიციალურად სახელმწიფოს ერთ-ერთი საერო დაწესებულება იყო. ავტოკეფალიის გაუქმების გზაზე მათ წინ ეღობებოდა კათოლიკოსი ანტონ მეორე. საჭირო იყო მისი ჩამოშორება საეკლესიო მმართველობისაგან, და სხვა ბატონიშვილების მსგავსად, რუსეთში გადასახლება. მიზნის განხორცილებისათვის ისინი კათოლიკოსის მიმართ სხვადასხვა ბინძურ ხერხებს მიმართავდნენ: ბრალს სდებდნენ საეკლესიო ქონების მითვისებაში, აუკრძალეს ახალი სასულიერო პირების ხელდასხმა და გათავისუფლებულ ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრის დანიშვნა. განსაკუთრებით აქტიურობდა მთავარმართებელი პ. ციციანოვი (1803-1806), რომელთან შეთანხმების გარეშე ანტონს გადაადგილების საშუალებაც არ ჰქონდა. მან მოისყიდა და კათოლიკოსს დაუპირისპირა ზოგიერთი რუსოფილი ქართველი სასულიერო პირი, რომლებიც ქართველ მწყემსმთავარს ფაქტიურად აღარ ემორჩილებოდნენ და ეკლესიაში არეულობა შეჰქონდათ.

შექმნილ სიტუაციაში ანტონ მეორე დიპლომატიურად მოქმედებდა, რაც რუსის მოხელეების აღშფოთებას იწვევდა, რადგან მათ პეტერბურგიდან ჰქონდათ მითითება, რომ იგი აუცილებლად საქართველოდან უნდა გაეწვიათ. მთავარმართებელმა ალ. ტორმასოვმა (1809-1811) კათოლიკოსის დიპლომატიას თავისი პოლიტიკური გამჭრიახობა დაუპირისპირა. მან ანტონ მეორეს შესთავაზა, მოეხდინათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია ისე, რომ მისი უფლებები არ შეზღუდულიყო. ამ მიზნით იგი რუსეთში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც სინოდის სხდომას უნდა დასწრებოდა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის გამო. ალ. ტორმასოვი თავისი გეგმის განხორციელებისათვის იყენებდა რუსეთიდან ახლადდაბრუნებულ მთავარეპისკოპოს ვარლამ ერისთავს, რომელიც რუსეთის სინოდის წევრადაც ითვლებოდა და კარგად იცნობდა რუსეთის ეკლესიის სტრუქტურას. ვარლამის მეშვეობით მათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის განხორციელება სურდათ. შემოთავაზებულ წინადადებაზე ანტონ მეორემ უარი განაცხადა, რადგან იცოდა, რომ მის რუსეთში გამგზავრებას ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვებოდა. მაგრამ მის მიმართ განხორციელებულმა რეპრესიებმა აიძულა იგი, 1810 წლის 3 ნოემბერს თავის სამშობლოს გამოსთხოვებოდა და თანმხლებ პირებთან ერთად პეტერბურგში ჩავიდა, სადაც მას წინასწარ დაუქირავეს ბინა.

იმპერატორმა 1811 წლის 30 ივნისს კათოლიკოსს უბოძა ორი რესკრიპტი. პირველში აღნიშნული იყო, რომ ახალ მმართველობასთან შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ამიტომ იგი უნდა გაუქმებულიყო. მეორე რესკრიპტით მას უნარჩუნდებოდა კათოლიკოსის ტიტული და რუს მღვდელმთავრებს შორის მეხუთე ადგილას დაიკავებდა. დაკარგული ტახტის საკომპენსაციოდ იმპერატორმა სხვადასხვა დროს მას უბოძა ძვირფასი ქვებით შემკული პანაგია, წმ. ანდრია პირველწოდებულის და წმ. ალ. ნეველის ორდენები, დაუნიშნეს წლიური პენსია 54 ათასი მანეთის ასიგნაციით. პატივაყრილი კათოლიკოსი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ იქნებოდა იმპერატორის გულუხვობით.

პეტერბურგიდან ანტონი მალე მოსკოვში გადავიდა, სადაც ქართული სამეფოს ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, მაგრამ ნაპოლეონის შემოსევის გამო 1812 წლის აგვისტოში იგი ტამბოვს აფარებს თავს. პროვინციაში ანტონი არავის გახსენებია. მართალია, მას საკმაოდ სოლიდური პენსია ეძლეოდა, მაგრამ მისი ამალის წევრები მის ხარჯზე ცხოვრობდნენ, თანხის დიდ ნაწილს ღარიბ-ღატაკებს ურიგებდა. ასეთი გულუხვობის გამო იგი მუდმივ გაჭირვებაში ცხოვრობდა.

ჩრდილოეთის კლიმატურმა პირობებმა ანტონის ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. დიდი თხოვნის შემდეგ მას ნება დართეს, პეტერბურგში გადასულიყო, სადაც 1822-1823 წლებში ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ანტონ მეორემ სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. 1824 წელს კათოლიკოსი საცხოვრებლად გადადის ნიჟნი-ნოვგოროდში. ერთხანს იგი დაბინავდება სოფელ ლისკოვში, სადაც მისი ახლო ნათესავები ცხოვრობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები კათოლიკოსმა ნიჟნი-ნოვგოროდში გაატარა. მას მფარველობას უწევდა ნათესავი გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი. ანტონს ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემდა. ფიზიკური გარეგნობით გამორჩეული კათოლიკოსი რუსი მხატვრების შთაგონების წყაროდ იქცა. მათი წყალობით ანტონ მეორის რამდენიმე პორტრეტმა მოაღწია ჩვენამდე.

ანტონ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს. ნიჟნი-ნოვგოროდის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველი მწყემსმთავარი. კათოლიკოსი დაკრძალეს ჯერ მიძინების ტაძარში. ამ უკანასკნელის დანგრევის შემდეგ გიორგი გრუზინსკიმ 1841 წელს იგი ფერისცვალების საკათედრო ტაძარში გადაასვენა. ანტონის სურვილი – გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტი მშობლიურ მიწას მიბარებოდა, იმდროინდელმა საქართველოს მთავარმართებელმა ი. პასკევიჩმა არ შეასრულა.

ასე უცხოობაში დალია სული ერისა და ქვეყნის თავდადებულმა მოღვაწემ ანტონ მეორემ.




ელდარ ბუბულაშვილი
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი

გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”, №33 (291), 2004 წ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 03:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი