IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 164 165 166 167 168 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 25 2021, 12:45 PM
პოსტი #3301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სერბული მონასტრის, ქილანდარის, მღვდელი, მამა ნიკანორი, გვიყვებოდა, - მამა მირონი 56 წელი არ გასცილებია მონასტრის კარსო.
როცა მონაზონი გახდა, მისმა მოძღვარმა ხის ჯვარი მისცა და უთხრა, - ამიერიდან ეს ჯვარი იქნება შენი სიმდიდრე. ამ ჯვართან ერთად დაიმარხები, არ დაკარგოო.
ოცი წლის შემდეგ მამა მირონი მძიმე ავადმყოფობამ ლოგინად ჩააგდო. სანიტარ ძმას, რომელსაც მისთვის მასაჟი უნდა გაეკეთებინა, უკვირდა, - რატომ უარობს ასე ჯიუტად ავადმყოფი ბერი მკერდის გაშიშვლებასო. დიდი შეგონების შემდეგ მირონი დათანხმდა, სამოსი გადაიწია და სანიტარი განცვიფრდა, ბერად აღკვეცისას მიცემული ჯვარი მირონს კანში ჰქონდა ჩაკერებული. დროთა განმავლობაში ის ჩაეზარდა სხეულს. მაშინვე გაიქცა მოძღვართან და მოუყვა ყველაფერი. მოძღვარმა უთხრა:
-აბა, ვნახოთ, ხიბლში ხომ არ არის ჩავარდნილი. სკალპელი წაიღე და დაუწყე სხეულზე შემოტარება, თითქოს ჯვრის ამოღება გინდოდეს.
ძმამ მოძღვრის ბრძანება გადასცა მამა მირონს, ჯვარი უნდა ამოვიღოო, მანაც მაშინვე მორჩილად მიუშვირა სხეული დანას. ძმა დარწმუნდა, რომ სათნო მირონს მორჩილების სულით და ქრისტესადმი ჭეშმარიტი სიყვარულით მისცა თავი ამგვარ საწამებელს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2021, 10:33 AM
პოსტი #3302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„16 წლის აღვიკვეცე.
76 აქ შემისრულდა.
რა ლამაზი იყავი, ბიჭო.

10 სიტყვაში ჩატეული, სიყვარულის საოცარი, არმოყოლილი ამბავი. ამოკაწრული დედათა მონასტრის კედელზე...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2021, 02:25 PM
პოსტი #3303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერმა იოსებმა [ისიქასტი] ,,სულიერი უნივერსიტეტი’’ დაარსა. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ სულიერ სკოლაში სწავლობთ. მტკიცედ გეპყრათ ეს ტრადიცია! იცოდეთ, რომ ყველაფერი ამქვეყნიური მეორეხარისხოვანია. მთავარია ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მოხმობა! მთელი ჩემი ცხოვრება წვალება და სნეულება იყო: ბავშვობაში სიღარიბე, ომი, შიმშილი, ოკუპაცია, მწუხარებები და ბრძოლები მონაზვნობაში. ძალიან მძიმე სულიერი ბრძოლა. მხოლოდ იესუ ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ლოცვით გადავრჩი. ის, ვინც არ მოუხმობს მოუკლებლად ქრისტეს სახელს, ის ქრისტიანი არ არის.“

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2021, 10:53 AM
პოსტი #3304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვისაც სურს, ჭეშმარიტი მონაზონი იყოს, უკიდურესად არამომხვეჭელი უნდა იყოს, მუდამ უნდა ეძიებდეს, აუცილებელის გარეშეც კი როგორ გავიდეს იოლად“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2021, 01:24 PM
პოსტი #3305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი გამოცდილებით გაბრძნობილი სულის მოსაგრე ახალგაზრდა მონაზნებს ურჩევდა:
-მორჩილების წყალობით მორჩილი თავიდან ცრემლთა დენით გულის სიწმინდეს შეიძენს, შემდეგ ადის სიხარულის და მხიარულების ცრემლთა ღვრის საზომამდე. მაშინ მის სულს უკიდურესი მყუდროება სწყურია. სულიერი დამრიგებელი შეიტყობს სულით, რომ მისმა მორჩილმა თავი ანება შეკითხვებს: „რისთვის“, „ასე რატომ და არა სხვანაირად“ და სხვა მაგვარს. ხედავს მას, ვითარცა ირემს მწყურვალეს, და ევედრება ყოვლად სახიერ ღმერთს, გაუნათოს მას გონება - ძალა სულისა - და რაც სასარგებლოა მისი გონებისთვის, ის უბოძოს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2021, 12:24 PM
პოსტი #3306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სახელგანთქმული მოძღვარი მამა გრიგოლი ტიროდა, როცა იხსენებდა თავის პირველ მორჩილს, ვინმე ბერს.
-მე ვტირი ჩემი მორჩილისთვის, რომელსაც არასოდეს არაფრით შევუწუხებივარ, - ამბობდა იგი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2021, 11:39 AM
პოსტი #3307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილება, თავმდაბლობა, მღვიძარება და გამუდმებული ლოცვა ყოველი მონაზვნის აუცილებელ ვალდებულებას შეადგენს. „უყურადღებო საუბრები ერის ადამიანებთან საერო საკითხებზე აბინძურებენ სულსა და გონებას. გონება აქეთ-იქით მოხეტიალე ხდება“, - ამბობდა გერონდესა [მაკრინე]. „ეშმაკი ჯობნის სამყაროს ცოდვით, ამიტომ უნდა დავეხმაროთ სამყაროს სულიერების მეშვეობით, ჩვენ, მონაზვნებმა, არ უნდა ვიცხოვროთ გულგრილად. ჩვენი გონება უნდა იყოს უფალთან და არა საყოფაცხოვრებო ქაოსში. უნდა ვაკეთოთ ის, რასაც ღმერთი ითხოვს ჩვენგან, როგორც მორჩილებისგან. ყოველდღე უნდა ვიყოთ ღვაწლში. ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ცრმელებით. უნდა გვებრალებოდეს მთელი სამყარო და მთელი დღე განუწყვეტლივ ვამბობდეთ: „უფალო, შეიწყალე და დაიცავი შენი სამყარო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2021, 11:26 AM
პოსტი #3308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დანიელ წინასწარმეტყველმა საკუთარ თავზე თქვა: „გემრიელი პური არ მიჭამია“. მონაზვნური ცხოვრება ხორციელ სურვილებზე განუწყვეტელ უარის თქმას მოითხოვს, რამეთუ მათთან ერთად მონაზვნური ცხოვრება შეუძლებელია“.

/ამბა სისო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2021, 11:58 AM
პოსტი #3309


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი, რომელიც უმზერს თეთრი აკვანივით თოვლს, ნისლით შემოჯარულ მთებს, სახეს თითქოსდა ნიღბით რომ იფარავენ, თავს უბედნიერესად თვლის და ეჩვენება, რომ ის თავისი დედის - უდაბნოს მკერდში ჩაკრული ჩვილია.

ზამთარში, როცა ზღვიდან ქარი უბერავს და წვიმებია, მონაზონი თავს კარგად გრძნობს განმარტოებულ სენაკში. წვიმის წვეთები მისი ქოხის სახურავს ეცემიან, თითქოს გრძელ სიმღერას მღერიან. წვიმის ამ მონოტონურ ხმაურში გასაოცარი მელოდია ერწყმის მის ლოცვას. ეჩვენება, რომ წვიმის ნაკადში, როგორც წარღვნის ტალღებში, ქრება ხილული სამყარო. რჩება მხოლოდ მისი სენაკი, როგორც კიდობანი და ამქვეყნად მეტი აღარავინ და აღარაფერია“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2021, 11:12 AM
პოსტი #3310


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რუმინელი ასკეტი ენუქი ერთ ახალბედა მონაზონს ურჩევდა:
-მორჩილება გქონდეს შენი ბერდიდის და თავმდაბლობა. ყველა განსაცდელი ადამიანს გონებისგან შეემთხვევა. (გულისხმობდა თავმაღლობას, რომელიც მოსდევს საკუთარი გულისთქმების და განსჯის უზომოდ დაჯერებას)“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2021, 11:33 AM
პოსტი #3311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ახალსკიტელი მონაზონი დოროთე თავის მოძღვართან (ამ შემთხვევაში აღსარებების მიმღებ მღვდელთან) მივიდა. უთხრა, რომ საკუთარი ბერდიდის დატოვების გულისთქმა ჰქონდა.

-მეტი აღარ შემიძლია, ახალი სკიტის დატოვება მინდა.

-მამა დოროთე, ახალ სკიტში შენ მხოლოდ ერთი შენი მოძღვრის მორჩილი ხარ. ნებისმიერ სხვა ადგილას ყველას მორჩილი იქნები, - უთხრა მას მოძღვარმა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2021, 01:46 PM
პოსტი #3312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოხუც მოსაგრეს ჰკითხეს:

-იმედი მქონდეს, რომ მრავალწლიანი სულიერი უძლურებისგან განვიკურნები?

-უნდა გქონდეს. თუ მორჩილებას აღასრულებ და ღამისთევის ლოცვას დაიწყებ, ერთ კვირაში დაიბრუნებ ჯანმრთელობას. „მორჩილს მორჩილება გადაარჩენს - იღუმენს კი ერთად აღებული ყველა უროსგან მიყენებული დარტყმებიო“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2021, 01:03 PM
პოსტი #3313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის სახით, ქრისტეს ხატად თავად ღმერთი წარმოგვიდგება... როგორიც ეპარქიაში ეპისკოპოსის პოზიციაა, ისეთივეა იღუმენი მონასტერში და მონაზონთა შორის ბერის მდგომარეობა...
-ასკეტიკა ბერობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს?
-ცხადია. ბერის გარეშე წარმატების მიღწევა და ცხოვრების გაუკუღმართებული ტრადიციების დაძლევა შეუძლებელია. როგორც თაობიდან თაობას ხორცით სიცოცხლე გადადის, ასევე შთამომავლობას გადაეცემა სულიერი ცხოვრება. მემკვიდრეობით მიღებულ ტრადიციებს ბერი თავის სულიერ შვილს გადასცემს და ეს ცხოვრება ქრისტეში კვლავ იბადება. წმინდა გარდამოცემა ბერისგან ისეთ მორჩილს გადაეცემა, ვისაც მისი მიღება და დატევნა შეუძლია. მორჩილების შინაარსის შემნახველობა სწორედ ესაა. იმის გამო კი არ უნდა ვმორჩილებდეთ, რომ გავანეიტრალოთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ბოროტება გავანადგუროთ, საკუთარ ნებაზე უარი ვთქვათ, მივიღოთ გარდამოცემა და ჩვენში ქრისტე გამოისახოს“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2021, 11:11 AM
პოსტი #3314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი ეს ეკლესიაა ეკლესიაში“, - თქვა ერთმა წმინდა მამამ. მონაზვნობა სოფლისგან განდგომა და ღვთისადმი თავის მიძღვნაა; მონაზვნობამ უნდა შეინარჩუნოს ის, რასაც ქვეყანა კარგავს - ლოცვა, გულის სიწმინდე, მდუმარება და სულიერი გამოცდილება".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2021, 12:25 PM
პოსტი #3315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განმარტოებასა და სიჩუმეში, და არა - ხალხსა და ხმაურში იბადება კეთილი და ზეციური აზრები".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2021, 10:57 AM
პოსტი #3316


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცნობდი მონაზონს, რომელიც ლოცვის დროს გულის ძლიერ ტკივილს შეიგრძნობდა. ეს ამბავი მან მაშინვე ბერს გაუზიარა. მოძღვარი შეშფოთდა და საკუთარი გამოცდილების თანახმად, ჰკითხა, გულის რომელ ნაწილში გრძნობდა ტკივილს. წელში მოხრილმა მონაზონმა უპასუხა, რომ ქვედა ნაწილში, გარეთა მხრიდან, მაშინ ბერმა უბრძანა: „დაუყოვნებლივ შეწყვიტე ლოცვა და ერთი კვირის განმავლობაში არ ილოცო, რადგან ნამდვილი ტკივილი გულის ზედა ნაწილში და შიგნით უნდა იგრძნობოდეს. ქვემოთ კი ვნებები მოქმედებენ და ცხადია, ბოროტი რაღაცას ხლართავს“. ამრიგად, მონაზონი განთავისუფლდა ბოროტის ცდუნებისგან, რომელსაც მის წინააღმდეგ უკვე მოქმედება ჰქონდა დაწყებული. მამები თავიანთი გამოცდილების შესაბამისად გვასწავლიან: „როდესაც ახალბედას ხედავ, რომელიც ზეცისაკენ თვითნებურად მიისწრაფის, ფეხში ხელი ჩასჭიდე და მიწაზე დააბრუნე, რადგან ეს აღმასვლა მისთვის სასარგებლო არ არის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2021, 12:56 PM
პოსტი #3317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა პაისი ურჩევდა მონაზვნებს: ღვთიურად მცხოვრები ადამიანი თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც ბავშვი დედის მკლავებში. დედის მკლავებში ბავშვს არაფრის ეშინია, არაფერზე წუხს, მხოლოდ დედის ხელების სითბო და სიყვარული ახარებს: ასევე უნდა ვტკბებოდეთ ჩვენც ქრისტეს სიყვარულით ჩვენს სულებშიო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2021, 10:21 AM
პოსტი #3318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა მონასტერში რაიმე დიდი სიძნელე გვქონდა, ჩვენს მოძღვართან მივდიოდით, მამა იოსებ ვათოპედელთან, და ვეკითხებოდით: მამაო, რა ხდება, ამდენი საცდური რომ გვახვევია ირგვლივ? საით მივდივართ? მოძღვარი კი გვამშვიდებდა: ნუ გეშინიათ! იმაზე მეტი ან ნაკლები არაფერი მოხდება, რასაც ღმერთი დაუშვებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2021, 12:45 PM
პოსტი #3319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პეტრე იბერი მოღვაწეობდა პალესტინაში. მას სიცოცხლეშივე უწოდეს სირია-პალესტინისა და ეგვიპტის მონაზონთა ბურჯი და ნუგეში, მთელ მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმული კაცი, დიდი პეტრე, მეორე მოსე. მას არაერთხელ ჰქონდა უფლის გამოცხადება. პეტრე იბერია წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო ცხოვრებისა და ქართული თემის ფუძემდებელი, სირია-პალესტინაში ქართველთათვის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2021, 10:40 AM
პოსტი #3320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა ბერმა თქვა:
-ადამიანი ცვლილებებისა და ცვალებადობისკენ არის მიდრეკილი, ერთი დღე მეორეს არ ჰგავს. ამიტომაც სულიერ ცხოვრებას მოთმინება სჭირდება, შეურყეველი მოთმინება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 164 165 166 167 168 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი