IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები, თანამედროვე ქართულ მწერლობაში...
ქეთუ
პოსტი Mar 18 2008, 05:11 AM
პოსტი #1


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



რას ფიქრობთ? ვისაუბროდ ზოგადად თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, რა აზრის ხართ? რამდენად ახლოს დგანან თუ დაშორდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები ქართულ ფენომენს, რა ადგილი უჭირავს ზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს მათ შემოქმედებაში. რა არის თანამეოდროვე ლიტერატურის ძირითადი ამოცანა, პრობლემები და შეფასებები...

მოკლედ ვთვლი რომ საინტერესო თემაა...

ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი, გურამ რჩეულიშვილი ოთარ ჩხეიძე.........
ამ დიდებული ადამიანების და მათი შემოქმედების ფონზე ალბათ რთულია თუმცა არც თუ ისე უინტერესო ვისაუბროთ სხვებზეც... ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, სულ სულ ახლებიდან დავით ყანჩაშვილი..........

იორიკი განსაკუთრებით ძალიან მიყვარს, რაღაც განსხვავებული გამორჩეული წერის მანერა აქვს, თანაც საოცრად თბილად და საოცრად ღრმად შინაარსიანად წერს.
არის უამრავი რაღაც რაც ამ ახლების შემოქმედებაში არათუ არ მომწონს, მაღიზიანებს კიდეც....
თუმცა რაც კარგია იმასაც ვერ დავუკარგავთ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 18 2008, 05:23 AM
პოსტი #2


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ალბათ ცოტა უცნაურობად მოგეჩვენებათ დოჩანაშვილი-ჭილაძეს დროებით "გვერდს რომ ავუვლი" და დათო ყანჩაშვილით დავიწყებ საუბარს, უცნაურობად ნუ ჩამითვლით, ზემოთ ჩამოთვლილ გენიოსებს და მათ შემოქმედებას აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემაში, მაგრამ დღეს სწორედ იორიკის ერთმა ლექსმა ჩამაფიქრა...
აქამდე მქონდა წაკითხული მაგრამ თითქოს არასოდეს დავკვირვებივარ და დღეს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, ბევრჯერ გადავიკითხე და ბევრი ვიფიქრე, ბოლოს კი უცნაურად გამეღიმა, რა შეფარვით რა დიდ ჭეშმარიტებას წერს...
მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამაზე, იქნებ უბრალოდ მე მომეჩვენა ანდა უბრალოდ რაღაცას არასწორად ვხედავ და ავტორი ამას სულაც არ გულისხმობს... მაგრამ...

მოკლედ... დავით ყანჩაშვილი...


გადამდგარი გენერალი


აქედან იქამდე
ესენი ისინი გახდებიან.
სული კი,
როგორც გადამდგარი გენერალი
გვერდზე გადგება,
და ომის ყველაზე რთულ მომენტში
ხმას არ გაიღებს -
რჩევას არ იტყვის.

და სანამ ტყვია
იმ ერთადერთ სიტყვას იტყვის,
რომელიც, იცის,
ერთმანეთს ხელებს ჩამოართმევენ,
და დაიცდიან.
გაიწელება დროსთან ერთად
ომი,
მანძილიც საკუთარ თავთან.
და შორს კი არა,
ყველაფერი იქნება სადღაც.
აქ არავინ აღარ დაჩება,
წავლენ წამოვლენ
იმ სადღაცის მოსაძიებლად
და გზად იქამდე
ესენიც ისინი გახდებიან,
შეუმჩნევლად და
შეუფერებლად.
ხოლო როდესაც ომის დასასრულს
გენერალი ხმას ამოიღებს,
და ტყვიას სიტყვას დაახვედრებს,
რომელიც იყო უფრო პირველად...

ყველა მიხვდება,
თქმით კი მაინც არავინ იტყვის,
რომ ის კი არა
დანარჩენები გადადგნენ მისგან.
და ყველაფერი
სადღაც კი არა... გვერდით იყო.
იმაზე ახლოს ვიდრე ეგონათ
და იმაზე შორს, ვიდრე ეძებდნენ.


.........................................................................................................................................


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 18 2008, 08:36 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

არის უამრავი რაღაც რაც ამ ახლების შემოქმედებაში არათუ არ მომწონს, მაღიზიანებს კიდეც....
თუმცა რაც კარგია იმასაც ვერ დავუკარგავთ...

ჩვენი ჭკვიანი smile.gif
მოკლედ შენაძენი ხარ ფორუმისათვის, ძალიან ღრმა და გონივრული მიგნებაა... ისე ქეთუს სულ რამდენიმე თემა აქვს გახსნილი, აქედან ორი პირადი მილოცვაა, ერთიც საზოგადო ( დავითობა), და დანარჩენი ორი, კი სულ ოცნებებზე და მონატრებაზეა smile.gif, ეტყობა შორს რომაა... სადღაც მართლდება კიდეც ოდესღაც ნათქვამი, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო smile.gif
ახლა საქმე, თუკი კარგად გავიგე დოქსოლოგიას განვიხილავთ ქართულ ლიტერატურულ განაკვეთში,

ციტატა
ოთარ ჭილაძე


კარგად დაიწყე ნამდვილად, მართალია შორს ვარ და არა მაქვს შეხება ქართული ლიტერატურის ამომავალ ვარკსლავებთან, მაგრამ უკვე ბრწყინავ მზეებს, ასეთუისე ვიცნობ, ჰოდა ჭილაძეთი მინდა დავიწყო, იგი ხანდახან ისე ღრმად იხედება ადამიანის გულში და ნამდვილ ფასეულობებს ისე ნათლად წარმოადგენს, რომ მართლაც გენიალური ხედვაა ამისათვის საჭირო: ეს უფაქიზესი და უღრმესი ადგილია... მართალი გითხრათ ამის შემდეგ მეც სხვანაირად შევხედე იას rolleyes.gif
"ია თუ დაგიყნოსავს როდისმე?-ჰკითხა ზოსიმე მღვდელმა და თვითონ უყნოსა იის კონას ...
აი ია-თქვა ზოსიმე მღვდელმა და ის ხელი ასწია, რომელშიაც იის კონა და ლოცვანი ერთად ეჭირა- აქედან იწყება ადამიანი, ჩვენც ასეთი გვაქვს, როცა ვიბადებით. ასეთივე სუსტი, გულში ჩამწვდომი... მაგრამ ცოტა ხანს, ერთი-ორი დღით, სანამ სიარულს ვისწავლით და ტალახში ამოვიგანგლებით; თუ გინდა, რომ ტალახში გაძლო, ჯერ ია უნდა მოკლა, იის სუნი უნდა მოიშორო. ჩვენს ბედზე ია ადვილად კვდება..."


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 19 2008, 03:19 AM
პოსტი #4


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



KAIROS
უღრმესი მადლობა : )
მართლა ძალიან მიხარია თქვენნაერი ჭკვიანი ადამიანი რომ მეუბნება ამას : )

ციტატა
ისე ქეთუს სულ რამდენიმე თემა აქვს გახსნილი,

biggrin.gif სხვათაშორის ძალიან ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ, რატომ არ გაქვს ბევრი თემებიო : ), მართლა არ ვიცი, ვაპირებ ხოლმე ამასწინად ტარკოსვსკიზეც ვხსნიდი თემას და ისევ გადავდე... smile.gif ვზრმაცობ ცოტას : ) კითხვა უფრო მიყვარს... smile.gif


თემას რაც შეეხება.
ჭილაძე, საერთოდ უძლიერესი მწერალი და პოეტია, ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება...
თანამედროვეობას და ჩვენ საერთოდ : ) გაგვიმართლა ასეთი კლასიკოსების ეპოქაში რომ გვიწევს ცხოვრება როგორიც ჭილაძე და დოჩანაშვილია.

კრიტიკოსი ოტია პაჭკორია ჭილაძეზე წერდა: "ოთარ ჭილაძემ გამაოცა, პოეტია ღვთისაგან..." ვეთანხმებიიი,მისი პოეზიაც და პროზაც გენიალურია..."ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" "ცხოვრების წიგნია" მაპატიეთ თუ გადავამეტე, მაგრამ იმდენად ძლიერად იმოქმედა ჩემზე... დიდხანს ვფურცლავდი ვკითხულობდი მეათედ გადაკითხულ ფრაზებს და ყოველ წაკითხვაზე რაღაც ახალს ვსწავლობდი და ახლაც ვსწავლობ...

და არა მარტო ეს, "გოდორი", "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "კლდეს უთქვამს ჩემი სათქმელი", "მედროვეები და დრო"... ყველა ძალიან ძლიერია...
მის შემოქმედებაში თანაბრად დიდი ადგილი უკავია ეროვნულ ფასეულობებსა თუ სულიერ, ზნეობრივ ღირებულებებს, მიგვანიშნებს, გვასწავსლის, გვახვედრებს ბევრ რამეს.

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვკითხულობ "კლდეს უთქვამს ჩემი სათქმელი"-ს, მაფიქრებს ხოლმე, განსაკუთრებით ეს მონაკვეთი ...

"თავისუფლება ღვთის საჩუქარი არ არის. თავისუფლება თვითონ უნდა მოიპოვოს ადამიანმა, ზოგჯერ რამდენჯერმეც, რადგან მისი დაკარგვაც ისევე შეიძლება, როგორც მოპოვება. მხოლოდ მოპოვებული თავისუფლება ამაღლებს პიროვნებას სულიერად და ამაგრებს ქვეყნის საზღვრებს. სხვათაშორის, ჩვენც ნაწყალობევი თავისუფლების გამო ვართ ამ დღეში, ანუ საჩუქრით გახარებული ბავშვებივით ვართ აყოლილნი გრძნობებს_პოდიუმზე ფრანგებს ვეჯიბრებით, ესტრადაზე ზანგებს_არადა, ჭერი თავზე გვენგრევა, შავი თეთრისაგან ვერ გაგვირჩევია, გამართულად ვეღარ ვმეტყველებთ მშობლიურ ენაზე, გარეთ საკუთარი ეროვნება გვავიწყდება, შინ სხვათა ეროვნებებს ვაკანონებთ... თუ დროზე არ მოვეგებით გონს, შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ სახეცა და მეობაც"...

და ეს... smile.gif
"ადამიანიც ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია..."


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 4 2008, 06:17 AM
პოსტი #5


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ეს თემა მომენატრა... დღეს დათოს ლექსებს ვკითხულობდი და ჩამაფიქრა... და დიდხანს დიდხანს მაფიქრა... : )
სულ უბრალოდ წერს...
ძალიან უბრალოდ, თუმცა შინაარსი დიდია და ღირებული...

ზნეობრივი ღირებულებებიო... smile.gif

კი არის ნამდვილად არის...

მატრიოშკები...
ერთმანეთში ჩალაგებული
მატრიოშკები...
უსასრულოდ,
"გაუთავებლად...
რაც უფრო მალე გახსნი
მით უფრო მეტი იქნება.
რაც უფრო ნელა,
მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი...
უკანასკნელს ვერ მოესწრები.
ვერც ისე გადიდდები,
რომ პირველი მატრიოშკა იყო
და ვერც ისე დაპატარავდები,
რომ უკანასკნელი.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნები
და სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.




ან ეს smile.gif
"ამ სამყაროში
ყველა ასეთი ზედაპირული სიმართლით ცხოვრობს!..."


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
taicko
პოსტი Apr 4 2008, 01:22 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



მომწონს დოჩანაშვილი.საღამოც მოეძღნა მგონი გუშინ. ჭილაძის 2 ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მომწონს ისიც.
იორიკის პოეზიასაც ვეცნობი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
severus snape
პოსტი Apr 7 2008, 02:01 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 6-April 08
წევრი № 4,461



გამარჯობა.. სასიამოვნოა ასეთ ახლობელ თემაში შემოწყიტვა..

ისე თუ იცი რომ წელს იორიკი ლექსების კრებულს გამოსცემს და ალბათ საბაზეც წარადგენენ.. მე პირადად იმედი მაქვს რომ მხოლოდ წარდგენას არ დასჯერდება და მოიგებს დებიუტის ნომინაციას wink.gif




ისე აი ეს თემა ვიპოვე და მგონი ურიგო არ იქნება თუ ეს ორი თემა გაერთიანდება wink.gif

http://church.ge/index.php?showtopic=2241


--------------------
sectumsempra!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 7 2008, 02:13 AM
პოსტი #8


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



severus snape
ციტატა
ისე თუ იცი რომ წელს იორიკი ლექსების კრებულს გამოსცემს

ველი მოუთმენლად, დავალებას მივცემ ჩემებს... smile.gif გამომიგზავნიან...

ციტატა
მე პირადად იმედი მაქვს რომ მხოლოდ წარდგენას არ დასჯერდება და მოიგებს დებიუტის ნომინაციას wink.gif

წარმატებები, იმსახურებს ნამდვილად... smile.gif

ციტატა
ისე აი ეს თემა ვიპოვე და მგონი ურიგო არ იქნება თუ ეს ორი თემა გაერთიანდება wink.gif

http://church.ge/index.php?showtopic=2241


მე კი ვთვლი რომ ის უფრო სხვა თემაა, იქ მხოლოდ პოეზიაზე მსჯელობენ, აქ პროზაც მინდა იყოს smile.gif, იქ მხოლოდ დაკოპირებული ლექსებია,აქ არ მინდა მხოლოდ მასე იყოს, ჩვენი ნააზრევი და ამა თუ იმ ლექსის თუ მოთხრობის ჩვენეული აღქმა უფრო მაინტერესებს, იქ მხოლოდ უარყოფითს წერენ , აქ მინდა მეტი დადებითი ვწეროთ.. ის რაც ღირებულია მათ შემოქმედებაში, დავიღალე ამდენი უაზრო კრიტიკით, ერთი ხელისმოსმით რომ მიწასთან ასწორებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სიახლეების აღქმა უჭირთ.
კრიტიკა არ მინდა, დადებითზე ვისაუბროთ, შენიშვნები დაბალანსებული...


მოკლედ, როგორც თემის ავტორს სრული უფლება მაქვს მოვითხოვო რომ ეს ორი თემა არ გაერთიანდეს smile.gif განსხვავებები ჩამოვთვალე უკვე... smile.gif



--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
severus snape
პოსტი Apr 7 2008, 02:18 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 6-April 08
წევრი № 4,461



ქეთუ

ნოუ პრაბლემ.. უბრალოდ აღმოვაჩინე და შემოგთავაზე smile.gif

გეთანხმები ყველაფერში..

იორიკის გარდა რა ვიცი, ვინ შეიძლება მისი თაობიდან აღინიშნოს? არის კიდევ ვინმე?


--------------------
sectumsempra!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 7 2008, 02:35 AM
პოსტი #10


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



severus snape
გაიხარე smile.gif

ციტატა
იორიკის გარდა რა ვიცი, ვინ შეიძლება მისი თაობიდან აღინიშნოს? არის კიდევ ვინმე?


კი, რატომაც არა smile.gif წერენ ძალიან საინტერესოდ, მე უბრალოდ იორიკი იმიტომ გამოვარჩიე რომ ძალიან მომწონს მისი შემოქმედება, სხვებიც კარგები არიან და ვისაუბრებთ სხვებზეც ოღონდ ჯერ ის მითხარი შენ რომელი მათთაგანი ხარ? biggrin.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
severus snape
პოსტი Apr 7 2008, 02:39 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 6-April 08
წევრი № 4,461



ქეთუ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასეთ მიხვედრილ ადამიანს ჰარი პოტერი რატომ არ მოგწონს biggrin.gif

რა სულელური კითხვაა biggrin.gif


მოდი არ გეტყვი მაგას კარგი? biggrin.gif ან პიემში მოგწერ.. biggrin.gif


--------------------
sectumsempra!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 7 2008, 02:44 AM
პოსტი #12


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(severus snape @ Apr 6 2008, 06:39 PM) *

ქეთუ
biggrin.gif biggrin.gif

ასეთ მიხვედრილ ადამიანს ჰარი პოტერი რატომ არ მოგწონს : D


მოდი არ გეტყვი მაგას კარგი? biggrin.gif ან პიემში მოგწერ.. : D

biggrin.gif biggrin.gif
კარგი, როგორც გინდა : )))
ციტატა
რა სულელური კითხვაა : D

მართალი ხარ biggrin.gif ამას მერე მივხვდი და ჩასასწორებლად შემოვედი biggrin.gif მაგრამ უკვე წაგიკითხავს biggrin.gif

პ.ს. ჰარი პოტერი არ მომწონს მეთქი არსად დამიწერია კაცო biggrin.gif რეალურად ბავშვის ფსიქოლოგია ასე ისეო და მაგასთან დაკავშირებით დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მე ყველა წიგნი მომწონს, დენ ბრაუნიც წაკითხული მაქვს და რაღაც სულ მცირედი მაგრამ დადებითი იქაც აღმომიჩენია biggrin.gif
უბრალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს რა განწყობით კითხულობ ამა თუ იმ წიგნს : )


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
severus snape
პოსტი Apr 7 2008, 02:47 AM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 6-April 08
წევრი № 4,461



ქეთუ

ისევ გეთანხმები.. smile.gif



რომ არ გაოფდეს, ჩემი უსაყვარლესი ლექსი

შაკო ბაკურაძე

"ქმრების საკითხავი"


1.
ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი
და უიმედოდ დავიწყებული.
რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ
დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება.
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები

ის ამბობს
თითქოს გვქონდეს გული
და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს,
თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც
ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე,
თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც
ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში.

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით”-
იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ,
რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც
ადამიანს სიცოცხლის შემდეგ...

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით,
თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით,
ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით,
როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ..

გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ,
მან კი გთხოვათ,
ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო,
გარეთ თოვდა
და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ
ეზოში
საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო
და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული
ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც
დედა ტიროდა.
თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც
როგორც იქნა მოვიდა
და ბებოზე,
რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა
და ფეხშიშველი გავიდა თოვლში
ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად.
სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ:
როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან.
მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ
ახლობლები, მეზობლები და ნათესავები
და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან,
წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია,
სახლი კი უფრო დაცარიელდა,
არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი....

გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი?
მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში,
ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა,
დედიკოც ისევ ახლოს იყო
და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ.

გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა,
თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი
ნახველს გულსაც ამოაყოლებსო.
გახსოვთ, მისი რუხი პალტო,
ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები?
გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ-
ახლა მკვდარია.
ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა
და იღრიალა:


”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.

მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე,
რაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან
ნაოჭები და სევდა ვიყიდე,
გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე
და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები
და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც,
მათი კანივით ქორფა ვარდებიც
და შეძენილი გულგრილობაც
და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა:
“დილით როდესაც მეძინა დედამ
მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია,
მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ,
რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან
და ვერ მივხვდები საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია
და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი
ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი
ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით
და ჭამის შემდეგ მერევა გული
და ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალი
მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას”
ჰოო დედათქვენი ახლა შორსაა,
ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს
რძისფერი ფრთებით,
მამათქვენი კი ჩააძაღლეს.......
ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს,
მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო,
რომ თქვენს მამობას იბრალებდა
და სააღდგომო ღორივით დაკლეს
მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია:
ჩვენთან არს ღმეთი...

თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ
და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი,
ესაა მამის ბოლო სურვილი,
ესაა მამის ბოლო ლექსი:

“სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები,
ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს
რომ შეიტანს,
შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ
ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან.
და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით
გულისრევამდე ბედნიერი ვარ,
ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილს
თუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარ
სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით
შენთან წოლის ვითხოვ უფლებას
და ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან
ნესტიანი ხმით მესაუბრება,
რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია
და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული,
რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ-რა ვუპასუხო –
შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული.....
და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის
შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს,
მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის
და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს,
ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს,
უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან
კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს,
მესმის დაჭრილთა
მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა
უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის,
მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც,
ერთხელ მაინც გადავხვეოდი
მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად,
მარმარილოდ, ანდა გრანიტად,
რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათ
გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან
და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა,
ყველაზე შორი, ყველაზე უცხო
და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს
ამ გულის გარდა არავინ უწყის.

სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ
როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით
თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან
და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში,
რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს
ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს
სიცოცხლის შემდეგ.
რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და
ფერად-ფერად
ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს,
მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ
და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი,
ალბათ უფრო ამიტომ ჯერათ
რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფანჯარას,
მაისურს და თიხიან ჩექმებს,
ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და
კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ
ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის
ნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება,
საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს
და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს
გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდეს
ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა,
ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა,
ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ
ღმერთად მომნათლა...…”

თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო
თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარა
როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ
როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ

ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან
და გიმღეროდნენ ნაზის ხმით

დაიძინე
მე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაში
დაიძინე
მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას
და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ

თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავით
მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი
გყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და
სიკვდილს რომ გასწავლიდათ
გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები
მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ

ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ
და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში
ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით
ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად
და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ღვთისპირა ქალაქში”


2.
“სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა
და გასაფერადებელი ალბომივით
გვაჩუქეს ბავშვებს”

ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო
და სკოლაში დაზეპირებული ლექსები
და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით
სამშობლოს სიყვარულს
მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში
ჩვენს უმიზეზო უკვდავებას
და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს
საგმირო სხეულებით

მე მახსოვს შენი სისხლი
მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე
სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და
გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია
ეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინა
და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა
მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე
წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში
როგორც კინოში

მე მახსოვს შენი სისხლი
თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა
სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრე
ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს
შენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი


“მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან”

ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში
ერთი მძიმეც ვერ წავშალე
ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე

ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ
ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში
მივირთმევ ვახშამს
ვიღებ ხელფასს
და გულს ვინახავ სიყვარულისთვის
ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა
და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული
ოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიან
დარბაისელი კაციაო ასე ამბობენ

“სამშობიარო სადაც დავიბადე
დაბომბვის დროს დაინგრა
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე”

ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ


3.
ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული
ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა
ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი

მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთი
მივითრევდე
კორპუსების ტეხილ კონტურებს
ვრითმავდე
სიკვდილთან მისასვლელ დღეებს

გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა
ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს
მას ყველაფერი დაავიწყდა
დაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე
რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო
რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა
ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები

მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ
ქანცგაწყვეტამდე
სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები
დედა
მიყვარხარ დედა
რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს
მიყვარხარ დედა
მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ
მიყვარხარ დედა
ის ქალიც ჩემთან ვინც დაწვება
ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და
მიყვარხარ დედა
ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ
მიყვარხარ დედა

მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
ვიდრე მომკლავდნენ
ვიდრე აქ ვარ
ვითომ ცოცხლად შენთან ერთად
შენს საშოში
მიყვარხარ დედა

არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული
უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული


--------------------
sectumsempra!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 7 2008, 03:24 AM
პოსტი #14


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



severus snape
ციტატა
შაკო ბაკურაძე

"ქმრების საკითხავი"


კი სხვათაშორის ცოტა ხნის წინ წავიკითხე ეს და სიმართლე გითხრა ჯერ ბოლომდე ვერ ჩავწვდი და ვერ გავიაზრე თუმცა შედარებები უდავოდ კარგად აქვს გაკეთებული smile.gif...


”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი............"

ნიჭიერია smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 3 2008, 07:51 PM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან კარგი, ეს თემა დავიწყების ღირსი არაა, თუმცა შემდეგში ვითხოვდი, რომ დიდ ლექსებს ნუ დადებთ, მაგისათვის არის პოეზია, არამედ მხოლოდ განსაკუთრებული ნაწყვეტები:
აი მე ისევ ჭილაძეს მოვიხმობ:
სამშობლოზე:
"ადამიანს სახლი იქა აქვს, სადაც მშობლები ყავს, თუნდაც მკვდრები"
რა მაგარია! ძალიან მაგარი!
ადამიანის ხასიათზე:
" ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულწრფელს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა სიბრაზე რომ გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება"....
მიყვარს ეს კაცი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 23 2008, 06:37 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნუ რა კარგი თემაა ჩავარდნილი:

ახლა ვკითხულობ დათა თუთაშხიას და გადავწყვიტე კარგი ნაწყვეტები აქ დავდო, თორემ ძალიან დაიჩაგრა ეს თემა...

ციტატა
რვა საათი იქნებოდა, სამსახურში დავბრუნდი, კაბინეტში შევედი, მაგრამ ისე, რომ კანცელარიაზე არ გამივლია, უკანა კარიდან შევედი და, ჩანს, ჩემი მისვლა გამგეს და ზარანდიას შეუმჩნეველი დარჩათ.

– გამოგართვათ ის ოქროს თუმნიანი? არ უთქვამს, მე არაფერი ჩამიდმიაო? – მოისმა ცოტა ხნის მერე კანცელარიის გამგის ხმა.

– გამომართვა. დარცხვენილი იყო, – მიუგო ზარანდიამ.

– ჰმ, დარცხვენილი! დარცხვენილი კი არა, შეფიქრიანებული იქნებოდა; ალბათ, ეცოტავა და იმიტომ მიბრუნებსო, – თქვა კანცელარიის გამგემ.

– არ ვიცი. შეიძლება, ასეც იყოს.

– არ უნდა დაგებრუნებინათ!

– როგორ? – გამოელაპარაკა ზარანდია.

– უბრალოდ. არ უნდა დაგებრუნებინათ!

– არ შეიძლება.

– შეიძლება. ხაზინა მათხოვრულ ჯამაგირს რომ გიხდით, შეიძლება?: ჯამაგირი გყოფნით? - გამგემ ჩაახველა და ზარანდიას პასუხს დაელოდა.

ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირიკი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა.

კანცელარიის გამგემ, ჩანს, დროზე ვერაფერი მოიფიქრა და კარგა ხნის შემდეგ თქვა:

– თქვენ, უფალო, მადა ჯამაგირზე სამჯერ მეტი გქონიათ!

– მაგაზე არ დავფიქრებულვარ. რაში მატყობთ?

– იმაში, რომ თქვენი ჯამაგირი არ გყოფნით და აქ კვირაში სამჯერ, საღამოობით, თვეში თუმნად კალამს აწრიპინებთ.

ზარანდიამ გულიანად გაიცინა:

– მე ამ თუმნისთვის არ ვმუშაობ, დრო მრჩება, ხომ უნდა გამოვიყენო რამეში?

– თქვენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ ფულის გულისთვის არ მუშაობთ. მაშ, ხუთ მანეთადაც იმუშავებდით, არა?

– არა, ხუთ მანეთად არ ვიმუშავებდი!

– მაშ, რას იზამდით?

– თუმნიან სამსახურს მოვძებნიდი.

– თუმანი, რა, ავგაროზია?

– არა, ჩემი ძირითადი ჯამაგირი და კიდევ ერთი თუმანი ის თანხაა, რომელიც საშუალებას მაძლევს, სამსახურისგან თავისუფალი დრო, ანუ კვირაში დანარჩენი ოთხი საღამო და კვირადღე, პირადი საჭიროებისთვის გამოვიყენო. მეორე მხრივ, ის დრო, რომელსაც მუშაობას ვანდომებ, თუმანი ღირს და არა ხუთი მანეთი.

– ხი, ხი, ხი, საოცარი თეორიაა, ღმერთმანი! მაგ სიბრძნის ნყაროს ხომ არ დამისახელებთ, მოწყალეო ხელმნიფევ?

– როგორ არა, მაგრამ სხვა დროს იყოს. – ზარანდიამ საუბრის გაგრძელებისგან თავი შეიკავა.

– ახლავე ხომ არ აჯობებდა?

– ინებეთ: ძველქართული საერო მწერლობა და ღმრთისმეტყველების ზოგიერთი წყარო.


საინტერესო ადგილია ძალიან ხელფასის და ადამიანის დამოკიდებულობის შესახებ, სადაც შრომაც ფასედება და ადმაიანიც თავისუფლაი რჩება მისი ზედმეტი გავლენისგან.....

ეს კი ტუტუცებზე და თავხედებზე biggrin.gif

საინტერესოა ძალიან...

ციტატა
თურმე თავხედებად იმდენნი არ იბადებიან, რამდენნიც მერე ხდებიან. თვითონ კი არ ხდებიან, ჩვენ ვაქცევთ თავხედებად: ქალი იქნება თუ კაცი, – შაფათავას ცოლისთანა ტუტუცი, – ერთხელ ინსტინქტურად რომ ჩაიდენს თავხედობას და ამას მორიდებული, ხათრიანი კაცის მიმართ იზამს, ეს კაცი, თავისი ზნეობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, თავხედობას შეარჩენს. მეორედ სხვა სიტუაციაშიც შეიძლება ასე გამოუვიდეს. მესამედაც. ტუტუცი კია, მაგრამ მიხვდება, – თავხედობა ცხოვრებას აადვილებსო, და სიკვდილამდე თავხედი იქნება. ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო!

ახლა პირიქით ვნახოთ: ტუტუცს დღეს არ დაუთმეს გზა თუ რაც არის, და თავხედობა არ გაუვიდა. ხვალაც ასე მოხდა. ეგ იქნებ ისეთსაც გადაეყაროს, რომ თავხედობისთვის მიუზღოს კიდეც. როგორი ტუტუციც უნდა იყოს ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, თავხედობაზე ხელს აიღებს და სამარემდე წესიერი კაცი იქნება.

პარადოქსია. თავხედურს თავხედი იზამს. თავხედთან კი ასე ნაზად მოქმედი საშუალებებით, ვფიქრობ, ვერაფერს გახდება კაცი. მიუხედავად ამისა, ჩემი მასპინძლის თვალსაზრისში მაინც არის ერთგვარი, ჩემთვის გაუგებარი ჭეშმარიტება და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინება.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2016, 01:09 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისე გაუმართა გურამმა [რჩეულიშვილი] თვალი მოულოდნელ სიკვდილს, როგორც დიდი ხნის ნაცნობ მასპინძელს, რამეთუ მოყვასის სიყვარულით ავსებულმა გულმა საბოლოოდ განდევნა შიში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2017, 11:46 AM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთაწმინდის პანთეონის შესასვლეში გამოკრულ აბრას აწერია: "მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი", ანუ მწერლები საზოგადო მოღვაწეებზე წინ არიან დაყენებულნი. ეს უკვე აზროვნებაა, მენტალობაა და გამორჩეული შტრიხია ქართველი ხალხისა, რომელიც მე ძლიერ მიზიდავს".

/ალექსანდრე ლევკოვსკი (ებრაული წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2017, 08:05 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნამდვილი ლიტერატურა სულის ცის გახსნაა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2017, 09:16 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი მწერლობა ღმერთის პირისპირ დგომაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი