მიზეზი საქართველოდან წასვლისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიზეზი საქართველოდან წასვლისა... |
სოფი |
Jun 30 2007, 03:30 PM
პოსტი
#1
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ჩემო კარგებო,მოდი აქ დავწეროთ ის,თუ რამ გაფიქრებინათ საზღვარგარეთ გამგზავრება. თუ სურვილი გექნებათ,იმათაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ვინც საქართველოში ხართ და წასვლა გინდათ.რა არის მიზეზი ამისა?..
სამწუხაროდ,ხდება ისეც,რომ ზოგიერთი ცოტა ხნით გადაწყვეტს ხოლმე წასვლას და მერე სამუდამოდ იქ რჩება შეიძლება იქ დაოჯახდეს,აღზარდოს შვილები,იქ დაიმკვიდროს თავისი ადგილი და მერე... მერე ის,რომ საქართველოში აღარაფერი დარჩენია... ყოველთვის რჩება იმედი საქართველოში დაბრუნებისა (თუმცა ზოგს ამის გაგონებაც არ უნდა )... რამდენად ახლოსაა თქვენთან ეს იმედი? -------------------- "Happiness only real when shared."
|
S a l l y |
Jun 30 2007, 04:18 PM
პოსტი
#2
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
sofi89 რავი აბა, მე ბევრი არაფერი გამეგება მაგრამ მაინც დავწერ... უმეტესობა მაინც მგონი სამუშაოდ მიდის და რჩება იქ წლობით. სხვა შემთხვევაში მიზეზები ბევრია. სწავლა, ოჯახი, კარგი პირობები................... ისე წელს მამაჩემის ერთი ნაცნობი ჩამოვიდა გერმანიიდან. 10 წელზე მეტი იქ ცხოვრობდა, ოღონდ ქართველი ცოლი ჰყავს. ორივე ბავშვი იქ დაიბადა, მაგრამ მაინც იციან ქართული. ჰოდა წელს ჩამოვიდნენ და რო ნახოთ ის ბავშვები როგორი გხარებულები არიან........ ასე რომ, ერთი ოჯახი კიდევ დაბრუნდა საქართველოში ამ ბოლო თვის მანძილზე,სამ საქართველოში დაბრუნებულ ოჯახს ვუმასპინძლე... ზოგი სამუშაოდ წასული და ზოგი უბრალოდ გადახვეწილი ძნელბედობის ჟამს... აქედან ერთი ოჯახი დაუბრუნდა საქართველოს და აქ დარჩენას აპირბენ სამუამოდ...დანარჩენი ორი კი ლამისაა შუაზე გაიყონ...აქაც უნდათ და იქაც...ყველაფერი აქყობილი აქვსთ იქ უკვე,არადა აქაურობა უყვართ,ენატრებათ... ეჰჰ,როგორ მეცოდებიან თუმცა მაინც მგონია რომ საბოლოოდ ყველა უბრუნდება თავის ფესვებს....... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
სოფი |
Jun 30 2007, 04:38 PM
პოსტი
#3
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ხო, რა კარგია,როცა თავის კერას უბრუნდებიან განსაკუთრებით კი ის,სამშობლოს უნახავი ბავშვები ასეთ სიყვარულს რომ იჩენენ ხოლმე,ეს მშობლების უდიდესი დამსახურებაა ძალიან გამახარა di onise-ს მონაყოლმა
მაეასი ციტატა ეჰჰ,როგორ მეცოდებიან საშინელებაა მე კიდე ისეთებიც ვიცი,რომ საქართველოში ჩამოსულები რამდენიმე კვირასაც ვეღარ ძლებენ და გაქცევაზე არიან... ყველაფერმა მიჩვევა იცის ხოლმე -------------------- "Happiness only real when shared."
|
S a l l y |
Jun 30 2007, 04:46 PM
პოსტი
#4
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
sofi89
გაქცევაზე რომ არიან ერთია და აქაურობის ძაგებას რომ იწყებენ-მეორე ისე არც კი ვიცი როგორ ძლებენ სხვაგან...ორი კვირა ძლივს გავძელი სხვაგან და მთელ სიცოცხლეს მეხუმრეები?! -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
სოფი |
Jun 30 2007, 05:45 PM
პოსტი
#5
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა გაქცევაზე რომ არიან ერთია და აქაურობის ძაგებას რომ იწყებენ-მეორე ეხ,მაგას ნუ იტყვი რას იზამ,სამოთხეს არავინ დაგახვედრებს, მაგრამ უნდა შეეცადო,რომ იმდენი შეძლო,თავი ირჩინო შენს საკუთარ ქვეყანაში... თან ყველაზე ცუდი რა არის იცი? ძიძებად რომ მიდიან( და ისიც რომ ეზიზღებათ),და სხვა ვერაფეს ახერხებენ მაგისთვის რომ წახვალ უცხოეთში იქნებ ეშრომა და სხვა,უფრო მეტისთვის მიეღწია აქ? ძაგება მეც ბევრი გამიგია,თან გულის სიღრმეში სამშობლო რომ ენატრებათ და მაინც:რა მომცა მე საქართველომ?რითი ვიარსებო იქ? რომ ჩავიდე რას შემომთავაზებს?არაფრად ღირს,რად მინდა?და ა.შ. მართალია,ძალიან ძნელია მასეც,როდესაც პროფესორ კაცს კაპიკი ფულიც რომ არ გაგაჩნია,ბაზარში გამყიდველად მუშაობ,ან თუ შენი პროფესიით მუშაობ და დაახ. 60 ლარი გაქვს ხელფასი მაგრამ უცხოეთში "გაქცევა" არ არის ხოლმე გამოსავალი,რეალობას თვალი უნდა გაუსწორო,და რამე მოახერხო... სამშობლოს,ხალხის სიყვარულისთვის მაინც ხომ ღირს დარჩენა?და ის რომ ქართული,ტრადიციული ოჯახი აღზარდო,ქართულ სულში აღიზარდო,იქ სადაც უფალმა მიგიჩინა ადგილი და სამშობლოს მიწა დაგეყაროს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
S a l l y |
Jun 30 2007, 06:07 PM
პოსტი
#6
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
sofi89
ძაალიან მტკივნეული თემაა..... ამას წინათ ერთი ქალის საუბარი მოვისმინე,იტალიაში აპირებს მომვლელად წასვლას და დამეწვა გული....ორი შვილის და მეუღლის აქ დატოვება და სადღაც ათასობით კილომეტრის იქეთ სარჩოს საძიებლად წასვლა.... თუმცა ხომ შეიძლება აქ დარჩეს და რაღაც სხვა საშუალება გამოძებნოს,იწვალოს...არ ვიცი -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მარიტა |
Jun 30 2007, 08:05 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
მაეასი
რა ქნას აბა აქ ადვილია სამუშაოს შოვნა? მით უმეტეს ახლა ხალხს რომ ყრიან სამსახურებიდან უამრავი ქარტველი მოსამსახურეებად მუშაობს საზღვარ გარეთ რომ ოჯახები დააპურონ ძალიან მწარეა რეალობა სამწუხაროდ -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
iako |
Jul 1 2007, 12:34 AM
პოსტი
#8
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მგონი იყო ამ თემაზე ადრეც საუბარი.
სხვის მდგომარეობას, რამ გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაინც ვერ გავიგებთ. ამიტომ ვისაუბროთ ყველამ ჩვენს პირადულ სიტუაციაზე. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მარიტა |
Jul 1 2007, 02:15 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
di_onise
ბავშვი ხარ შენ და არ იცი ჯერ ამ ცხოვრების არაფერი,ნუ ლაპარაკობ ასე ადვილად სხვის მაგივრად! სად არი სამსახურები? მით უმეტეს საშვალო ასაკის ხალხისთვის რომელნიც აღარ სურთ უკვე არსად.როგორ იტანჯებიან უცხოეთში და ენატრებათ აქაურობა იცი?? ჩემი ნათესავებია ბევრი და ტირიან რომ დარეკავენ ამიტომ განკითხვას ასეთ ტემაზე ჯობია შეეშვას ყველა -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
ილია |
Jul 1 2007, 02:47 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ისე სიმართლე გითხართ მეც დიდი სიამოვნებიით წავიდოდიი აქედან...
ხალხს მიზეზი აქ რახან მიდიან ისე არავინ მიდის.. და აქ რომ არაა სამუშაოო იმიტომაც მიდის უმეტესობა. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
KAIROS |
Jul 1 2007, 04:53 PM
პოსტი
#11
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეგეთები არც არიან გასაჩერებლები აქ !!! კი გაგცა პასუხი მარიტამ ონისე, მაგრამ ჩემიც უნდა გითხრა ... ჩემო კარგებო, მოუფრთხილდით თქვენს სისხლს და ხორცს, მოუფრთხილდით თქვენს ქართველებს, არ იცით თქვენ რამდენ ტკივილს იტანს ემიგრანტი აქ, არაა საჭირო ემიგრანტის განკითხვა, ვინაა, სადაა, რატომ უნდა ისევ აქ, რა იცით შენ ონისე? რა იცი შენ, რამდენს არჩენს ის ქართველი აქედან? რა იცი შენ რამდენ ჩუმ ცრემლს ყლაპავს და რამდენი ღამე უთენებია თეთრად მისიანების და მისი სამშობლოს სიყვარულში და მონატრებაში? არ იცი შენ და არ უთქვა ეგ, შეიძლება არ თქვას ჩემსავით მხატვრულად ეგ ემიგრანტმა ქართველმა, მარა თვალებში ჩახედე ონისე და მიხვდები იმ თვალებში რამხელა ნოსტალგიაა, რამხელა ტკივილია უცხოდ ყოფნა უცხოეთში! მოეფერეთ ერთმანეთს, საქართველოდან რატომ წავიდა ხალხი უცხოეთში არაა ეგ გასაკვირი, წავიდნენ, მიდიან და კიდევ წავლენ, სანამ სახელმწიფო არ შეუქმნის ხალხს სამუშაო ადგილებს, არაა ეგ ახალი მოვლენა, ჩვენ საკითხი ასე კი არ დავაყენოთ, რატომ წავიდაო, არამედ რომ წავიდა, რა გავაკეთოთ, როგორ არ დავკარგოთ ეგ ხალხიო, ეგაა საკითხავი და საფიქრალი და არა ის, რა ცუდებია ის ქართველები და რა კარგები ვართ ჩვენო... ჩვენ წილ საქართველოს ყველა გულით ვატარებთ და მთავარია იმ საქართველოს არ გავუუცხოვდეთ, ის საქართველო არ მივატოვოთ და იმ საქართველოდან გავხდეთ ემიგრანტები. მოუფრთხილდით ერთმანეთს. იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიტა |
Jul 1 2007, 04:56 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
KAIROS
ცრემლები მომერია შენს პოსტზე,მტკინვეული თემაა ჩემთვის ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს შორს -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
italieli-dato |
Jul 1 2007, 05:42 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 125 რეგისტრ.: 24-June 07 მდებარ.: georgia წევრი № 2,280 |
di_onise ბავშვი ხარ შენ და არ იცი ჯერ ამ ცხოვრების არაფერი,ნუ ლაპარაკობ ასე ადვილად სხვის მაგივრად! სად არი სამსახურები? მით უმეტეს საშვალო ასაკის ხალხისთვის რომელნიც აღარ სურთ უკვე არსად.როგორ იტანჯებიან უცხოეთში და ენატრებათ აქაურობა იცი?? ჩემი ნათესავებია ბევრი და ტირიან რომ დარეკავენ ამიტომ განკითხვას ასეთ ტემაზე ჯობია შეეშვას ყველა გეთანხმები მარიტა. |
ქეთუ |
Jul 1 2007, 06:17 PM
პოსტი
#14
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ციტატა ჩემო კარგებო,მოდი აქ დავწეროთ ის,თუ რამ გაფიქრებინათ საზღვარგარეთ გამგზავრება.. მე ვსწავლობ, ყოველთვის ვფიქრობდი და ვოცნებოობდი და მომეცა ამის საშუალება უფლის წყალობით. ძალიან ძალიან რთულია მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. რომ მოვდიოდი იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ვერც წარმომედგინა თუ ასეთი რთული იქნებოდა ასე ერთბაშად ყველას და ყველაფრისგან მოწყვეტა. საშინელი სიმარტოვე ბოლოს და ბოლოს... მაგრამ აღფრთოვანება და სიხარული პირველივე დღეებში გაქრა და საშინელი სიცარიელე იყო მხოლოდ, თუმცა როცა ხედავ რომ გაქვს მიზანი და საყვარელი საქმე ძლიერად დგახარ. თუმცა იმალება უდიდესი გულისტკივილი ამ სიძლიერის უკან... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქეთუ |
Jul 1 2007, 06:47 PM
პოსტი
#15
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
di_onise
კაიროსის პოსტის შემდეგ ზედმეტად მეჩვენებოდა კიდევ რაიმეს დაწერ, თუმცა მაინც დავუმატებ რაღაცას. მიუხედავად იმისა რომ სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ დაბრუნებას ჩემიანებთან, ძალიან კარგად მესმის იმ ემიგრანტების ვინც აღარ თუ ვეღარ ბრუნდება საქართველოში. პირველ რიგში გეტყვი იმას რომ არც ერთ ემიგრანტს არ უნდა სამუდამოდ საზღვრებს გარეთ ყოფნა და დარჩენა, ყველა ფიქრობს უკან დაბრუნებაზე და შემდეგ ვინ როგორ ახერხებს ამაზეა დამოკიდებული! და ამ კონკრეტულ სიტუაციაში თუ არ ფიქრობენ საქართველოში დაბრუნებას სრულიად გასაგებია და არა მარტო გასაგები, შემიძლია ვთქვა რომ ჭკვიანურადაც იქცევიან. უბრალოდ შეხედე რა გარემოა დღესდღეობით საქართველოში? ქუჩაში რომ მიდიხარ და უკან იხედები ვიღაცამ არ გესროლოს, ან ვიღაცის ბრმა ტყვია არ მოგხვდეს ამას დაუბრუნდნენ? სკოლაში 13 14 წლის ბავშვები ერთმანეთს რომ ხოცავენ ამას? როგორ უნდა აღზარდონ შვილები ასეთ გარემოში? ციტატა აუ არავინ თქვას სამუშაოს ვერ იშოვიო რაა. ჩამოვიდა ის კაცი ერთი-ორი იჩალიჩა და ააწყო რაღაც... იპოვა მცირე შემოსავალი და იმითაც კმაყოფილია. კი ბატონო ამაში მართალი ხარ, აუცილებლად ააწყობ ცხოვრებას, ნუ ყოველშემთხვევაში იმათზე უკეთ ვინც საქართველოშია დარჩენილი. იქნები ასე თუ ისე კარგად, მერე ვიღაც გაჭირებული ადამიანი გაბოროტდება და ეცდება რამენაირად გავნოს და ვერ გაამტყუნებ იცი? და იცი რატომ შენ რომ ასე თუ ისე მშვენივრად ხარ და არაფერი გაკლია მას ელემენტარულად იმის ფული არ აქვს რომ შვილს წამალი უყიდოს. დაფიქრებულხარ ოდესმე ამაზე? დაფიქრდით და ნუ განიკითხავთ, არავინ არ იცის ვინ რა გულისტკივილს და მონატრებას დაატარებსდა გახსოვდეთ რომ ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Jul 1 2007, 07:55 PM
პოსტი
#16
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ან თემაზე ისაუბრეთდა შეეშვი განკითხვას ემიგრანტებისა იმედა ან დაიკეტოს თემა, შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, არაპატრიოტების " საქართველოს ასე და ისეო" ვინც ამბობს, მაგენი თავზე საყრელად არიან საქართველოშიც და მის გარეთაც, ემიგრანტები და კრიმინალები, ემიგრანტები და მუქთაღორები უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისაგან, დროა უკვე!
და კიდევ: ციტატა ჩამოვა კალაძე და მაგისნაირები ამაზეც ესაა სწორი პასუხი, შეეშვით ამ კაცს, ეყო რაც ატკინეს! ციტატა დავანებოთ თავი ამ განკითხვას მორჩა განკითხვები და ისაუბრეთ პრობლემაზე! კაიროსი! აშკარად, აი ეს არის საფიქრალი: ციტატა ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
სოფი |
Jul 1 2007, 09:04 PM
პოსტი
#17
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი,მე მაპატიეთ,მართლა არ მინდოდა და არც მქონია იდეაში ვინმეს განკითხვით დაგვეწყო მე ქართველი ემიგრანტების კარგად მესმის და იმის დაწერასაც ვაპირებდი,რომ ერთი შეხედვით,როგორც ჩვენთვის ჩანს ესე ადვილი არ არის,პირიქით ძალიან ძნელია, და არავინ იცის ხვალ რა მოხდება.არ გამიკვირდება,თუ პირადად მეც აღმოვჩნდები ეგეთ მდგომარეობაში;თუ საქმემ მოითხოვა და სხვა გზაც არ გაქვს,შეიძლება უკანმოუხედავად წახვიდე,გინდა ძიძად ან რა ვიცი კიდე რად... (ეს გაჭირვების კუთხით)...
უბრალოდ გულდასაწყვეტი ისაა,რომ მერე ეს ადამიანები სამუდამოდ შორდებიან ხოლმე თავის ფესვებს და მართლაც,რომ ორ ზღვას შუა აღმოჩნდებიან ხოლმე... და ამას მოჰყვება დიდი ტკივილი მერე... უბრალოდ მინდოდა ჩვენ ემიგრანტებს გული გადაეშალათ ჩვენთვის,აი მაგ. როგორც ქეთიმ მოგვიყვა თავისი ისტორია,ან ის რომ ილიას წასვლა უნდა... და მეთქვა,რომ ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება და გვიყვარს! iako ციტატა მგონი იყო ამ თემაზე ადრეც საუბარი. უი,მე არ ვიცი ალბათ შიგადაშიგ თემებში გქონდათ საუბარი,რადგან ყველა პოსტი არ მინახავს,მაგრამ გახსნილი თემების პირველი გვერდები ვნახე,სანამ ამ თემას გავხსნიდი,და ამ თემაზე საუბარი არ იყო... ციტატა სხვის მდგომარეობას, რამ გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაინც ვერ გავიგებთ. ამიტომ ვისაუბროთ ყველამ ჩვენს პირადულ სიტუაციაზე. გეთანხმები იაკო,მეც ამ კუთხით გავხსენი თემა.ამიტომაც ემიგრანტებს უფრო მეტად დაგისვით შეკითხვები,რადგან თქვენ თავზე გესაუბრათ,რა თქმა უნდა,თუ სურვილი გექნებათ სიყვარულით სოფიო! -------------------- "Happiness only real when shared."
|
di_onise |
Jul 2 2007, 12:18 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
დიდი ბოდიში თუ ვინმეს რამე ვაწყენინე და თუ რამე არასწორად დავწერე
წავშლი მაშინ ყველაფერს, მაგრამ მიზნად ვინმეს განკითხვა ნამდვილად არ მქონია მოდერს, ქეთის ძალიან ვთხოვ წაშალოს ჩემი ყველა პოსტი, ამის ჩათვლით |
iako |
Jul 2 2007, 11:06 AM
პოსტი
#19
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
საქართველოში მყოფი ქართველების გარკვეული ნაწილისთვის ალბათ რჩება საზღვარგარეთი მომხიბვლელი ქვეყნები, ''აწყობილი, უპრობლემო, ცხოვრება''. მაგრამ დროა უკვე დაინახოს ხალხმა და რეალურად შესაფასონ რა პრობლემებს აწყდება აქ ჩამოსული ადამიანი.
ხშირად მონახავს სიხარულისგან გაცისკროვნებული სახე, მოულოდნელად აუტანელი ტკივილიტ შეცვლილი. განკითხვას ნუ დავიწყებთ, მაგრამ რეალობა კი ჯობია დავანახოთ ამ ხალხს. თუ ან როდესმე სურვილი ექნებათ მათთაც ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ღმერთმა დაიფაროს იძულებით, მხოლოდ სურვილით. წინასწარ იცოდნენ რა სიძნელეების გადალახვა ელით ცხოვრებაში. ან იმ ადამიანების პატივისცემა და დაფასება მაინც ვისწავლოთ, ვინც დათმო პირადი ბედნიერება ოჯახის წევრებისთვის ცხოვრების შემსუბუქების სანაცვლოდ. ტკივილი ყველა ემიგრანტში სამშობლოსგან დაშორების გამო. ზოგი ამხელს ამას და ზოგი კი უბრალოდ დაფარულად ატარებს. უფალი შეგვეწიოს ყველას და ერთმანეთის სიყვარულით გაგვითბოს გულები. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
კანუდოსელი |
Jul 2 2007, 12:01 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სხვის ომში ყველანი ბრძენნი ვართ
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 07:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი