IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კანონიკური ურთიერთობის აქტი, თუ რაღაც ამგვარი (გამარკვიეთ)
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 02:41 AM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გამარკვვიეთ ერთი კეთილო ხალხო.
რას ნიშნავს ეს აქტი
http://russianorthodoxchurch.ws/synod/documents/mat_akt.html
აგერაა ბმული სადაც ალექსი მეორე და წმინდა სინოდი აწერენ ხელს ამ აქტს საზღვარგარეთის რუსულ ეკლესიასთან.
ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს აქტი და რატო მოაწერეს ხელი.
http://catacomb.org.ua/modules.php?name=Pa...o=page&pid=1035
აქაც არის კატაკომბური ეკლესიის საიტი, სადაც იგივე ინფორმაცია დევს.
ნიშნავს თუ არა ეს ევქარისტიულ კავშირს?
ჯერ ვკითხულობ და სრულად ვერ გავრკვეულვარ.

13. Русская Православная Церковь Заграницей получает святое миро от Патриарха Московского и всея Руси.

ისინი მიიღებენ მირონს მოსკოვიდან.

Ожидается, что торжественное подписание Акта произойдет в Москве в январе 2007 года. Решения по этому вопросу должны будут принять Синоды МП и РПЦЗ(Л) в декабре текущего года.
ოფიციალური ხელის მოწერა მოეწყობა 2007 წელს.

Настоящим Актом восстанавливается каноническое общение внутри Поместной Русской Православной Церкви.
რას ნიშნავს კანონიკური ურთიერთობის აღდგენა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 02:41 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რუსეთის ეკლესიის ორი შტოს წარმომადგენელთა კომენტარები კანონიკური ურთიერთობის აქტის შესახებ



როგორც ცნობილია, ახლახან გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოსა (რმე/РПЦ) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვარგარეთ (რმეს/РПЦЗ) კანონიკური ურთიერთობის აქტი. ეკლესიათა მეთაურებმა დოკუმენტს ხელი 2007 წელს უნდა მოაწერონ. ამის შემდეგ რუსული ეკლესიის ორი ნაწილი შინაარსით გაერთიანდება: საზღვარგარეთის ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი გახდება. ამ დროიდან რმეს კარგავს კანონიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ შეიძენს ფართო ავტონომიას, - აღნიშნავს "Коммерсант".

როგორც ორ ეკლესიას შორის მოლაპარაკების კომისიის კონსულტანტმა, მღვდელმა ნიკოლოზ სავჩენკომ გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა: “მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება ისეთი ავტონომია, როგორსაც რმეს მიიღებს.” რმეს-ში აგრეთვე გაიხსენეს, რომ საზღვარგარეთის ეკლესია ეს “დროებითი თვითმმართველობითი სტრუქტურაა (გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან) რუსეთში უღმერთო ხელისუფლების შეცვლამდე, მაგრამ თავისი დადგენილი წესდების მიხედვით რმე-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

დოკუმენტის ახლანდელი რედაქცია კომპრომისულია, რომელსაც მხარეებმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს. “ჩვენი პოზიციის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ მივიღეთ ყველაზე ფართო ავტონომია,” – განაცხადა ნიკოლოზ სავჩენკომ.

დოკუმენტის თანახმად, რმეს დამოუკიდებელი იქნება “სამოძღვრო, ადმინისტრატიულ, სამეურნეო, ქონებრივ და სამოქალაქო საქმეებში, ამასთან მთელი სისავსით კანონიკურ ერთობაში იქნება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთნ.” მთავარ ადმინისტრაციულ საკითხებში ბოლო სიტყვა მოსკოვის საპატრიარქოსი იქნება. კერძოდ ეს ეხება საზღვარგარეთის ეკლესიის პირველი იერარქის არჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა დაამტკიცოს რმე-ის პატრიარქმა და რმე-ის წმინდა სინოდმა. გამოდის, რომ პატრიარქმა შეიძლება არც დაამტკიცოს საზღვარგარეთის ეკლესიის ახლადარჩეული მეთაური და ამან, გაერთიანების პროცესის მოწინააღმდეგეთა აზრით, შეიძლება კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ამას გარდა რმეს-ს შეუძლია რომელიმე თავისი ეპარქია გახსნას ან გააუქმოს მხოლოდ რმე-ის პატრიარქის თანხმობით. მან უნდა დაამტკიცოს რმეს-ში ნებისმიერი ცვლილება, უნდა განიხილოს აპელაცია უმაღლესი საეკლესიო-სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, - აღნიშნავს "Коммерсант".

“საზღვარგარეთის ეკლესია მიტროპოლიტ ლავრის ხელმძღვანელობით მოაწერს თუ არა ხელს კანონიკურ აქტს რმე-სთან, მას მაშინვე გადაყლაპავს მოსკოვის საპატრიარქო და შეწყვეტს არსებობას,” – დარწმუნებულია სლავიანსკისა და სამხრეთ-რუსეთის არქიეპისკოპოსი ვიქტორ პივოვაროვი, რუსეთის საზღვარგარეთის ოფიციალური ეკლესიიდან განდგომილი ნაწილის იერარქი. თავის მხრივ, მამა ნიკოლოზ სავჩენკო თვლის, რომ “ეს გადაყლაპვა კი არა, რუსული ეკლესიის ორი ნაწილის შერიგებაა,” რომელიც ბუნებრივად მოხდა. “რმეს-ის აქტების ცალკეული შეთანხმებები და დამტკიცებები რმე-ს პატრიარქის მიერ საზღვარგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობასა და საშინაო ცხოვრებაზე გავლენას არ იქონიებს”, – თვლის ის და აღნიშნავს, რომ “თუ პატრიარქი და სინოდი პირველ იერარქს არ დაამტკიცებენ, ეს კანონიკურად უნდა დაასაბუთონ, ამიტომ ნაკლებ სარწმუნოა, რომ მომავალში პირველი იერარქისა თუ სხვა მღვდელმთავრების დამტკიცების დროს რაიმე ინციდენტი წარმოიქმნას.”

“დარწმუნებული ვარ, რომ რსმე-სა და რმე-ის იერარქებს შორის ისევე არ იქნება არავითარი შუღლი, როგორც არ იქნება საზღვარგარეთის ეკლესიის უფლებების შევიწროება,” – განაცხადა "Коммерсант"-თან საუბარში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების მართლმადიდებელთაშორისი კავშირების მდივანმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა, - “უფრო მეტიც, საზღვარგარეთელები, რომლებიც სამღვდელმთავრო კრების წევრები გახდებიან, სრულუფლებიან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ერთიანი ეკლესიის მართვაში.”



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 02:49 AM
პოსტი #3


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



mnate
მადლობა
სად ნახე ეს სტატია?

მდააა
საინტერესოა...

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის კატაკომბური ხატი რაც ამას წინათ აქ დადეს საიტზე შეწყნარებული იქნება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 02:49 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
mnate
მადლობა
სად ნახე ეს სტატია?


რომ გითხრა მცემ laugh.gif

http://religion.ge/news_one.php?cat=1&lan=1&news=243


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 02:58 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(დათიკო @ Nov 22 2006, 03:49 AM) *

mnate
მადლობა
სად ნახე ეს სტატია?

მდააა
საინტერესოა...

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის კატაკომბური ხატი რაც ამას წინათ აქ დადეს საიტზე შეწყნარებული იქნება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ?



ის ხატი ეკუთვნის ბოსტონელებს, ემიგრანტული ეკლესია სხვაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 02:58 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ის ხატი ეკუთვნის ბოსტონელებს, ემიგრანტული ეკლესია სხვაა


ჩემს გულში ზიხარ laugh.gif ეგრეა wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 03:05 AM
პოსტი #7


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანუდოსელი
ციტატა
ის ხატი ეკუთვნის ბოსტონელებს, ემიგრანტული ეკლესია სხვაა

უF კიდევ კარგი smile.gif
ციტატა
რომ გითხრა მცემ

biggrin.gif

კანუდოსელი
ეს ის ეკლესიაა - სერაფიმე როუზის?
ასევე იოსებ პეტროგრადელის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 03:27 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(დათიკო @ Nov 22 2006, 04:05 AM) *

კანუდოსელი

უF კიდევ კარგი smile.gif

biggrin.gif

კანუდოსელი
ეს ის ეკლესიაა - სერაფიმე როუზის?
ასევე იოსებ პეტროგრადელის?


პირველლი-კი, მეორის - არა, მეორე ემიგრაციაში არ აღსრულებულა, არამედ რუსეთში.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 03:33 AM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანუდოსელი
ამერია უკვე ერთმანეთში sad.gif
ეხლა კი ვიწყებ გარკვევას ნელ-ნელა რომელი რომელია biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teo..
პოსტი Dec 23 2006, 03:36 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 256
რეგისტრ.: 17-November 06
მდებარ.: USA
წევრი № 486



თქვენთან მოკრძლებული სათხოვარი მაქვს და იქნებ ამიხსნათ - არის თუ არა დაშვებული მართლმადიდებელი ქრისტიანისა და კათოლიკე ქრისტიანის ჯვრისწერა .

ამ საკითხმა დიდი დისკუსია გამოიწვია და თქვენგანაც მინდა გავიგო სიმართლე. წინასწარ დიდი მადლობა

გფარავდეთ უფალი


--------------------
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 23 2006, 03:40 AM
პოსტი #11


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



teo..
ციტატა
თქვენთან მოკრძლებული სათხოვარი მაქვს და იქნებ ამიხსნათ - არის თუ არა დაშვებული მართლმადიდებელი ქრისტიანისა და კათოლიკე ქრისტიანის ჯვრისწერა .

რათ უნდა მაგას დისკუსია, რა თქმა უნდა არ შეიძლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 08:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი