IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არის თუ არა მსახიობობა ცოდვა
zeppelin
პოსტი Nov 27 2008, 10:57 AM
პოსტი #1


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



A-არის თუ არა მსახიობობა ცოდვა? ამ საკითხთან მიმართებაში, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამჯერად, თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის სიონის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი (ლასურაშვილი).
_მამა დავით, რას გვეუბნებიან თეატრის შესახებ სჯულის კანონი და წმინდა მამები?
_შემიძლია რამდენიმე ციტატა მოვიყვანო სჯულის კანონიდან. Aაი, რა წერია მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში.
Mმე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 51:
“წმიდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობებს, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, თუ სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი _ უზიარებელი იყოს.”
კართაგენის საეკლესიო კრება, კანონი 63: ” ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან გათავისუფლება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”.
Aამ საკითხის შესახებ საეკლესიო კრების კანონები კიდევ არაერთია. რაც შეეხება ამ კრებებებამდე და კრების შემდეგ მოღვაწე მამებს, ისინი კიდევ უფრო ფართოდ საუბრობენ იმის თაობაზე, თუ საერთოდ, რა არის თეატრი.
Aაი, რას ამბობს, მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი წმინდა მამა, ნეტარი ავგუსტინე: “ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი, არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება.Aასე მუშაკობენ მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი”. Aანუ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებსაც პავლე მოციქული არ აკეთებდა ე. ი. დასაგმობია, ერთი-ერთი მსახიობობაც არის.
ასევე, გავიხსენოთ, მე-19 საუკუნის, თითქმის ჩვენი თანამედროვე წმინდა მამის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: “ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას “ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს, _ ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. Qქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..”
ასევე მე-19 საუკუნის წმინდა მამა, თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: “გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და სპექტაკლის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა (სულისთვის). თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ. დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია”. Aაქვე, კვლავ თეოფანე დაყუდებული წერს: “თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ-რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას. ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოზნი და წმინდანნი ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო”.
წმინდა მამებს თეატრისა და სანახაოების მიმართ უარყოფითი დამიკიდებულება ჰქონდათ, რომლებიც წარმოსახვის ძალას ავითარებენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ვნებებთან.. წმინდა იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების მასწავლებელს, ვნებების სამჭედლოს უწოდებდა.
_თუ უხამსი და ვნებების აღმძვრელი სცენები არ იქნება?
_Aაქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესია გმობს მხოლოდ ცუდ, უხამს ან რელიგიური თვალსაზრისით, მკრეხელურ როლებს და შეიწყნარებს მისაღებ როლებს, იქნება ეს შემეცნებითი ხასიათის თუ სხვა,Aარამედ ეკლესია თავად მსახიობობის პრინციპს უარყოფს. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს სასარგებლოდ და საზიანოდ არ ყოფდნენ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს ჭეშმარიტების იმიტირებისას, სინამდვილის გათამაშებას დაEეს სწავლება არ არის ახალი. თუ თეატრი მიუღებელია ეკლესიისთვის ე. ი. მიუღებელია ყველასთვის. სამყაროში არ არსებობს ეკლესიის წიაღში აღმოცენებული, მართლმადიდებლური თეატრი. ეკლესიის მიერ დაგმობილია მსახიობობა, როგორც ჭეშმარიტების იმიტირება და არა კარგი და ცუდი როლი.
_ასეთი მოსაზრების გათავისება იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც წლების მანძილზე ამ სფეროში მოღვაწეობს, საკმაოდ ძნელი იქნება. ამავე დროს, მსახიობობა პროფესიაა, რითაც ადამიანები ოჯახებს არჩენენ.
_ამ ადამიანებს ოდესმე, ვიღაცამ უნდა განუმარტოს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეკლესიისთვის მიუღებელია. ხოლო ამის შემდეგ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათზეა დამოკიდებული. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. თეატრი არსებობდა, არსებობს და ალბათ, იარსებებს. Uურწმუნო და მორწმუნე ადამიანებიც არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.Uურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანები დადიან თეატრებში და სანახაობებზე, მორწმუნე ადამიანები კი მიდიან იქ, სადაც უფალი ეგულებათ, მიდიან ეკლესიაში და ღმრთის მცნებებს იმარხავენ (ასრულებენ).
_მაგრამ ზოგიერთი მსახიობი დღეს ეკლესიის წევრია..
_ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუკი მივედით ქრისტეს ეკლესიაში, ეკლესიის სწავლებას ჩვენ უნდა მოვერგოთ და არა პირიქით _ეკლესიის სწავლება მოვირგოთ ჩვენ. თუკი გვექნება მართლმადიდებლური ცნობიერება, უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ ეკლესიის სწავლება, რომელიც დამტკიცებული და დადგენილია და რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის, თუნდაც ის სასულიერო პირი იყოს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელზეც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, “რაოდენ გულსატკენი სანახავია ქრისტიანი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრისტიანობაო”.
_შეიძლება, მსახიობს მოძღვარმა ზიარებაზე უარი უთხრას?
_რასაკვირველია, არავის აქვს უფლება ეკლესიაში მოსულ, მონანულ ადამიანს, მათ შორის, მსახიობსაც, ვინმემ ზიარებაზე უარი უთხრას.. მას, უბრალოდ ეკლესია აფრთხილებს რომ ის, რასაც თავისი ცხოვრებით აკეთებს, არის ცოდვა და უნდა შეეცადოს, ნელ-ნელა შეიცვალოს პროფესია და ცხოვრების წესი. მართალია, ძალიან ძნელია მათი ამ მდგომარობიდან გამოსვლა, მაგრამ თუკი ადამიანს კარგად განუმარტავ, რატომ არის ეს ცოდვა, ის დაფიქრდება და შეეცდება ეკლესიის სწავლებისადმი დამორჩილებას.
_და თუ მსახიობობას არ მიატოვებს, მის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ექნება ფასი?
Q_რასაკვირველია, ადამიანი, რომელიც ეკლესიაშიც დადის და მსახიობობს კიდეც, ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი. Qქრისტიანი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, როგორსაც წმინდა წერილში თავად მაცხოვარი და მოციქულები გვეუბნებიან.
Aაი, რას წერს თეატრის შესახებ ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუი ბარო წიგნში “ფიქრები თეატრზე”: “ უკანასკნელ წლებში ბევრს ლაპარაკობენ თეატრალურ ტყუილზე, სიცრუეზე. თითქოს აქტიორი ქმნის ილუზიას და ამიტომ მისი თამაში მოტყუებაა. თავის მხრივ, მოტყუებულიც ემორჩილება წარმოდგენას და მაშინაც კი, როცა იჯერებს იმას, რასაც უყურებს, მაინც ტყუილის ტყვეობაშია.Dსულ ერთია, აქტიორზე ვლაპარაკობთ თუ მაყურებელზე. Oორივე შემთხვევაში ყბადაღებული პარადოქსი ორი მატყუარას თანამონაწილეობის შედეგია.” იგივე ავტორის წიგნში ასევე ვკითხულობთ, “არსებობისთვის მუდმივი ბრძოლით გართული ადამიანი მიმართავდა ჯერ ცეკვას, შეძახილს, სიმღერას, შელოცვას, ბრძოლის იმიტაციას იმისათვის, რომ მის სხეულში გადასულიყო თავისი წინაპრებისა და მტრების ძლიერება.Eეს იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯადოქრული სანახაობა..
..სხეულის ველური მოძრაობები, შეძახილები,სიმღერები, როკვა, ნახატები, ნიღბები, ქანდაკებები, ჭრელი მოხატულობა, თავისებური ნელსაცხებლები, შელოცვა, დოლის ბაგა-ბუგისა და ტრიანგლების ბრახუნისა და ზანზალაკების ჟღარუნის მეშვეობით, გამხმარი გოგრისგან გაკეთებული ჩხარუნებისა და ერთმანეთს შეხლილი სხეულების ხმით, მდგომარეობა სიშმაგისა, ტრანსისა, შეშლილობისა _ყოველივე ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ლიტერატურასთან, დაკავშირებული იყო მხოლოდ ადამიანთან.
სწორედ მიბაძვასთან და გარდასახვასთან დაკავშირებულ ამ სანახაობებში უნდა ვეძებოთ თეატრის პირველწყარო”.…
ეს ადამიანი საკუთარ განცდას გულწრფელად წერს და არა იმ განზრახვით, რომ თეატრი მართლმადიდებლობის შუქზე ამხილოს.Eეს პიროვნება, რეჟისორი წლების მანძილზე წარმოებული დაკვირვების შედეგად მივიდა ასეთ დასკვნამდე. თუ სად აქვს თეატრს სათავე.
_რაც შეეხება სცენაზე წმინდანთა განსახიერებას, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
_თანამედროვე პერიოდში იმდენად გაკადნიერდნენ თეატრის სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომ სცენაზე წმინდანთა “გაცოცხლებაც” მოიწადინეს. Aაი რას წერს ასეთ საქციელზე ისევ ჟან-ლუი ბარო: “როგორც ცნობილია, “ლაზარეში” ობე, (რომელიც სპექტაკლის რეჟისორია) იესოს ალაპარაკებს.Mმე მგონია, მაყურებელი ვერ ეგუება თეატრში ქრისტეს. ჩვენც გვეშინია ამ როლისა. ჩვენ ვერ დავძლიეთ პიესის კულმინაციური სცენა, სადაც ლაზარე და იესო ერთმანეთს ესაუბრებიან. Aამგვარ ნაწარმოებებს იკაროსის ბედი ელით! ისინი იწაზე ეცემიან და იმსხვრევიან!”
საერთოდ, თეატრი მკრეხელობაა და მით უფრო, სცენაზე ან ფილმში წმინდანთა გათამაშება ხომ საშინელი მკრეხელობაა.
_ ეკლესიაში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირს მიაჩნია, რომ თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს მხოლოდ ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებაა.
_თქვენს ჟურნალში, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, სამწუხაროდ, აღნიშნავს, -მსახიობობა რომ ცოდვაა, ეს ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებააო.Mმე მოვიყვანე ციტატები სჯულის კანონიდან, მეტის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ამ სასულიერო პირმა, თქვენივე ჟურნალის ფურცლებიდან, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ მან შეცდომაში შეიყვანა მკითხველი და არასწორად განმარტა პავლე მოციქულის, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერილი სიტყვები. კერძოდ, სასულიერო პირის თქმით, მსახიობობის ნიჭიც ადამიანს უფლისგან აქვს ბოძებული, რაც ყველას არ შეუძლია.
მკრეხელობაა პავლე მოციქულის სიტყვების ამდაგვარი განმარტება. არ შეიძლება, მსახიობობა ამ სიტყვებით გავამართლოთ.. რასაკვირველია, რასაც სიკეთის ნიჭი ჰქვია, ღვთისგანაა. ყველა სიკეთე უფლისგან მოდის, მაგრამ ღმერთი ადამიანს ცოდვისკენ არასდროს მოუწოდებს.
ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის მრუშობის, მამათმავლობის, ქურდობის ცოდვა და ამ გზით ოჯახებსაც არჩენენ. Bბევრს ეს არ გამოსდის. Eე. ი. ღვთისგან აქვთ ბოძებული ამ უმძიმესი ცოდვების ჩადენის ნიჭი?!
ეკლესიაში სასულიერო პირები იმისთვის ვართ დადგენილი, რომ მრევლს ღვთის სიტყვა მივაწოდოთ და ამ დროს, უკვე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების მიწოდება აბსოლუტურად საზიანოა მრევლისთვის.
საერთოდ, ეკლესიაში მოღვაწე პირების ნააზრევი მისაღებია მანამ, სანამ ის წმინდა წერილში, სჯულის კანონსა და წმინდა მამათა გადმოცემებში მოცემულ ნააზრევს შეესაბამება. თუ თანხვედრა არ იქნება და ვინმე მათგან განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებს, მაშინ ის სასულიერო პირი, საკუთარ ნააზრევს თავად დააყენებს ეკლესიური ცნობიერების მიღმა, რომელიც მცდარი და ეკლესიის მრევლისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ქრისტიანებს უნდა განემარტოთ ის, თუ რა არის ეკლესიის სწავლება.
Uუფრო მეტსაც გეტყვით, სჯულის კანონში ასეთი რამ წერია, რომ მომავალ სასულიერო პირს ანუ სამღვდელო კანდიდატს აღარ აქვს უფლება, მიიღოს ხელდასხმა ანუ გახდეს სასულიერო პირი, თუკი მან ცოლად შეირთო მსახიობი ქალი, თუნდაც ის ქალი ქალწული იყოს.
_დღეს ეს კანონი მოქმედებს?
_სჯულის კანონის არცერთი მუხლი გაუქმებული არ არის.
_დალოცეთ, მამაო, ჩვენი ქვეყანა.
_ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს მრავალჭირნახადი დაDამჯერადაც, ესოდენ შეჭირვებული ჩვენი ქვეყანა! თუკი ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი ღვთის სჯულსა და სწავლებას მივუბრუნდებით და არამხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ქრისტიანები ვიქნებით, უფალი წყალობას მოგვივლენს და უკეთეს მდგომარეობაში გადაგვიყვანს.
Aასევე, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მსახიობობს, მაგრამ სურს თავისი ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას დაუქვემდებაროს და მისი წმინდა სწავლების მორჩილი იყოს.
ეფემია წიკლაური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი May 5 2011, 06:25 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა
ჩემი კერძო აზრის გამო მთელი ეკლესიის ლანძღვაზე გადადიხარ


ასე რომ იყოს მაშინ, თქვენ მე კი არა, საკუთარ ეკლესიას უნდა დაპირისპირებოდით. თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ თქვენი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა აზრი გაგაჩნიათ და ამ შემთხვევაში კერძო აზრს გამოთქვამთ. ე. ი. მე და თქვენს ეკლესიას ერთი და იგივე მიდგომა გვქონია მოცემული საკითხისადმი და თქვენ, რატომღაც მე მედავებით. ძალიან სასაცილოა!

მაგრამ, საქმეც იმაშია, რომ ეს არ არის მხოლოდ თქვენი კერძო აზრი, მთელი თქვენი ეკლესია გაამსოფლიურების გზას რომ ადგას, რაც ეტყობა მისი სასულიერო და საერო პირების ცხოვრებას და სამსახიობო ხელოვნებისა და გართობებისადმი მათ დამოგიტებულებას. მოგვიტევეთ, მაგრამ, სხვაგვარად ვერ აღვიქვამთ ფაქტებს, როდესაც უმაღლესი სასულიერო პირი აკურთხებს ოლიმპიადაზე მიმავალ სპორტსმენებს და "უკეთ რომ იასპარეზონ" სანთლებსა და ნაკურთხ წყალსაც ატანს.

აკურთხებს მომღერლებს, რომლებიც შემდეგ ტელეინტერვიუებში მადლობას უძღვნიან პატრიარქს "კურთხევისთვის" და იმედოვნებენ, რომ ეს დაეხმარება მათ გამარჯვებაში.

პატრიარქის დაბადების დღე ოპერის თეატრში აღნიშნეს (ეს გაამსოფლიურების კიდევ ერთი ნიშანია. ქრისტეანობაში დაბადების დღის გადახდა ტრადიციაში არ არის (იხდიან ანგელოზის დღეს) და ისიც ოპერის თეატრში, სამსახიობო და გასართობი ხელოვნების მუშაკთა მონაწილეობით). ამ ღონისძიებამდე, ერთ ერთი ტელევიზიით გამოვიდა ახალგაზრდა ოპერის მომღერალი ქალი (სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს), რომელიც სახეგაბადრული და გახარებული ამბობდა, რომ შეხვდა პატრიარქს, რომელმაც მოისმინა მისი ხელოვნება და უთხრა: "დიდი მომავალი გაქვსო". რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ოპერის მომღერალს დიდ სჯულისკანონში ნახეთ. ხოლო, უნდა აძლევდეს თუ არა პატრიარქი მსახიობებს, მოცეკვავეებსა და მომღერლებს ასეთ რჩევებს, თუ სჯულისკანონი არ გაქვთ, თქვენს მიერ ნაქებ "ოსტროვს" მაინც უყურეთ, სადაც, იდეური თვალსაზრისით (ჩვენ ხომ მსახიობობაზე ვლაპარაკობთ და არა იდეებზე), სავსებით სწორად არის ნაჩვენები, რომ ამსოფლიურობით გატაცებული ადამიანი თავს ვერ იცხოვნებს (თვით "ოსტროვს" ცოტა ქვემოთ შევეხები).

გავიხსენოთ, როგორ უწევდა კურირებას ბაპტისტების მიერ გადაღებულ ფილმს "იესოს" თქვენი საპატრიარქო (სხვათა შორის, ამ ფილმის ბოლოში მისი ბაპტისტი ავტორები მიმართავენ მაყურებელს და ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ. კინოთეატრებში, სადაც ამ ფილმს უყურებნდნენ, ხალხი დგებოდა ფეხზე და ბაპტისტურ ლოცვას უერთდებოდა). ამასთან დაკავშირებით "ივერიის გაბრწყინების" რედაქტორი, აწ გარდაცვლილი გ. გაბაშვილი წერდა: "არანაკლები "ღვაწლი" პატრიარქ ილია II-ს ეკლესიის სეკულარიზაციის, გაამსოფლიურების საქმეშიც მიუძღვის; აი, ერთი სახასიათო მაგალითი: "... აღსანიშნავია, რომ (მხატვრული ფილმი) "იესო" საბჭოთა კავშირში პირველად აქ, ჩვენს სამშობლოში ჩამოიტანეს. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც დააფინანსა იგი" ("ნატვრისთვალი", #2, დეკემბერი, 1989წ.)..." (გ. გაბაშვილი. პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე).

მახსოვს კინოთეატრ "ამირანში" გამართულ პრეს-კონფერენცია, რომელიც ფილმ "ქრისტეს ვნებების" პრემიერის წინ მოეწყო. პრეს-კონფერენციაში, რამოდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორი დამამახსოვრდა მალხაზ სონღულაშვილი (ბიაპტისტების ლიდერი) და თქვენი საპატრიარქოს წარმომადგენელი (თუ არ ვცდები ეს იყო ვინმე "მამა" ბოტკოველი).

მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, ესეც საკმარისია. და ალბათ გასაგებიც უნდა იყოს, რომ ეს ფაქტები ყველამ იცის. თქვენ თუ არ იცოდით, დღეიდან გეცოდინებათ.



ციტატა
საქართველო მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება, მით უფრო თქვენთან.


პირადად თქვენი ადვოკატობა სჭირდება თუ არა თქვენს ეკლესიას, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ზოგადად, ადვოკატობა რომ სჭირდება ეს ფაქტია და საპოლემიკო სარბიელზე მრავალი ამგვარი "ადვოკატია" გამოსული საპატრიარქოს დასაცავად. რაც შემეხება მე, ჩანს, თქვენ ასე ჩემი პიროვნების დაკნინების მიზნით წერთ. თუ არ სჭირდება ადვოკატობა და თანაც პოლემიკაში ჩვენთან, მაშინ რად იცავთ და რად ადვოკატობთ?

ციტატა
რაც შეეხება ოპერების და საგალობლების წერას - ეს ცოდვაა შენი აზრით?


ეს არის სწორედ გაამსოფლიურება! ამაზე არ ვლაპარაკობთ ახლა? რომელი წმიდა მამის მიბაძვით ისწავლა თქვენმა მოძღვარმა ოპერების წერა? ან მის მიერ დაწერილი საგალობლების ოპერის თეატრებში გაჟღერება? საგალობლების წერა ცოდვა არ არის, საგალობლებს მრავალი წმიდა მამა წერდა და ჩვენს მას ეკლესიაში ვგალობთ. თქვენი პატრიარქი კი საგალობლებს წერს ოპერაში სამღერად. მგონი უნდა შეგეძლოთ განსხვავების დანახვა.

ციტატა
და მოსმენილი თუ გაქვს საერთოდ?


არა, მოსმენილი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაამსოფილურებულ პატრიარქს არ შეუძლია ისეთი სულის განმწმენდელი საგალობლების დაწერა, როგორიც შეეძლოთ იოანე დამასკელს, ანდრია კრიტელს და სხვებს, რადგან ისინი ჯერ ასკეტური ცხოვრების გზას გადიოდნენ, რომ თავიანთი ვნებები დაეთრგუნათ და შემდეგ, საგალობელთა წერის ნიჭი რომ ებოძათ, გაამდიდრეს ეკლესია საკუთარი შემოქმედებით (იგივე ითქმის ხატწერაზეც); და ებოძათ ისეთი ნიჭი, მორწმუნე ადამიანს რომ გამოადგება, თორემ საგალობლებს (უფრო სწორედ სიმღერებს) ერეტიკოსებიც წერენ.


ციტატა
"დადის კონცერტებზე" - იუმორინაზე ნახე სადმე?


თქვენს შემეცნებაში კონცერტი მარტო იუმორინაა?

ციტატა
ბოლოს მოდების ჩვენებას ისე ამბობ, თითქოს მოკლე კაბებისა და ბიკინების ჩვენება ყოფილიყოს საპატრიარქოში, როგორც მახსოვს ეროვნული სამოსის თანამედროვე ვარიანტის ჩვენება იყო.


ეს გაამსოფლიურების კიდევ ერთი მაგალითია. ვიცი, რომ მოკლე კაბებისა და ბიკინების ჩვენება არ ყოფილა (თუმცა, მინახავს კადრები, თქვენი ეკლესიის "და-ეკლესიებში" მოცეკვავე მოკლეკაბიანი დედაკაცები და პოპულარული ჰიტების შემსრულებელი სემინარისტები და მამაოები):

ვიხილოთ თქვენი ეკლესიის "სულიერი ცხოვრების" სხვა გამოვლინებებიც:

აი, ერთმა "მღვდელმა" სტრიპტიზ-ბარი "აკურთხა" http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=971JtTsslYw.

სხვაგან, "დედა-ეკლესიის" "მღვდლები" - Let my people go-ს "სასულიერო", ქავერ ვერსიას ასრულებენ... http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=LIwcpxEtwlA

აქ მღერიან და ხუმრობენ "დედა-ეკლესიის" ბატუშკები (ცნობილი ჰიტის In the army now "სასულიერო" ქავერ ვერსიის შესრულებით). http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=VgPbNCTNTqI

აჰა, კიდევ ბაიკერების მაკურთხებელი იღუმენი დუდკო: http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=TJW7KWosHk4

მაგრამ მოდი ჩვენს თემას დავუბრუნდეთ და ვიკითხოთ: რა საჭიროა თუნდაც ამგვარი მოდების ჩვენება საპატრიარქოში, მხცოვანი პატრიარქის წინაშე? თუ მან არ მოიწონა და არ აკურთხა, თქვენი დედაკაცები ასეთ გრძელ კაბებს არ ჩაიცმევენ? თქვენი ეკლესიის მანდილოსნები კაბებს რომ იყიდიანპატრიარქთან მიდიან ნებართვის ასაღებად? ვერ ხვდებით ამგვარი ღონისძიების უაზრობას; რომ თვით საერო ტანისამოსის ჩვენება არის არასულიერი, არაფრის მომცემი სანახაობა?! შეკერეთ ტანისამოსები ქრისტეანული პრინციპების თანახმად და ჩაიცვით, რად უნდა ამას მოდელების გამოძახება და საპატრიარქოში მათი მირეკვა.



ციტატა
მოკლედ როგორც ყოველთვის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები ...


თუ კონტექსტში თქვენი ეკლესიის ცხოვრებას გულისხმობთ (თითებზე ჩამოსათვლელ იმ სასულიერო პირებს არ ვგულისხმობთ, რომლებიც სხვებთან შედარებით, მეტი სიმკაცრით გამოირჩევიან), მაშინ ჩვენი ფრაზები არანაირად არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი... უბრალოდ, ეს პასუხისმგებლობის აცილების და ოპონენტთა "მხილების" თქვენი საყვარელი მეთოდია, რაც არაერთხელ მოგვისმენია თქვენს ფორუმზე.

ციტატა
ჯერ ერთი, რომ შენ სხვა ფრაზები არ მოგიტანია, რაც მოიტანე ის ვახსენე, თუ რამე სხვა ფრაზა არის და ამით არ არის შემოფარგლული ახსენე ისიც, ჰაერზე ნუ საუბრობ,


მეგონა უფრო დაკვირვებული იყავით. აქაც ემოციები გძალავთ. ჩვენ არასოდეს ვლაპარაკობთ "ჰაერზე", ვფიქრობ ეს თქვენი მხარისთვის უფროა დამახასიათებელი.

მკითხველს შევახსენებ, რომ ლაპარაკი იყო წმ. იოანე ოქროპირის ფრაზაზე, სადაც ნათქვამია:

"შეხედესაკუთართავს, - როგორი ხარ შენ ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ და როგორი, - თეატრიდან გამოსვლისას; შეადარე ეს ორი დღე ერთმანეთს და არ დაგჭირდება ჩვენი განმარტება" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений. Т. 4. Кн. 2. М.: «Златоуст», 1995. С. 857).

თქვენ უნდა მიმხვდარიყავით, რომ წმ. იოანე ოქროპირი, რომელმაც არც კი დაუშვა, რომ შესაძლებელია სამსახიობო ხელოვნებით სულის განმტკიცება (რამდენად მდაბიური და არასულიერია ამის მტკიცება) მის ხატად მეძავობა და სულის გარყვნილება დასახა. წმ. იოანე ოქროპირის ეს სიტყვები აღებულია მისი ჰომილიიდან "რომ წარმწყმედელია სანახაობებზე სიარული, რომელთაც სიძვა-მრუშობამდე მივყავართ და მიზეზი ხდება უთანხმოებისა და განხეთქილებისა". ჰომილია საკმაოდ ვრცელია, შეგიძლიათ მას ხსენებულ ტომში გაეცნოთ, მე მხოლოდ რამოდენიმე ამონაწერს შემოგთავაზებთ.

წმ. იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: "შეგაგონებთ და გევედრებით, წინდაწინვე განიწმინდოთ სინანულითა და ყოველი სხვა საშუალებით იმ ცოდვისგან, სანახაობაზე დასწრებისას რომ ჩაგიდენიათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოისმინეთ საღმრთო სიტყვა. არცთუ მცირედია ეს შეცოდება და ამას ყოველი იხილავს შემდეგი მაგალითებიდან. რომელიმე მსახურმა თავისი ტილებით მოფენილი და ბინძური სამოსირომ ჩააგდოს იმ ყუთში, სადაც თავისი ბატონის ძვირფასი და მოოქროვილი ტანისამოსი ინახება, მითხარი, ჩაუვლის თუ არა ბატონი გულგრილად ამგვარ შეურაცხყოფას?

ან კიდევ, სკორე და განავალი რომ ჩაასხას ვინმემ ოქროს ჭურჭელში, სადაც კეთილსურნელოვანი მალამო ინახება, ამგვარი დანაშაულისთვის ხომ გაიროზგებოდა? და თუკი ტანისამოსების, სხვადასხვა ძვირფასი ჭურჭლისა და ნელსაცხებლების მიმართ ასეთ მზრუნველობას ვიჩენთ, მეტი მზრუნველობა არ გვმართებს საკუთარი სულის მიმართ? ნუთუ ეშმაკისეული შთაგონებებით, სატანური იგავ-არაკებითა და მრუში სიმღერებით უნდა აღვავსოთ ის ადგილი, სადაც ძვირფასი მირონია ჩასხმული? მითხარი, როგორ მოითმენს ღმერთი ამგვარ უკეთურებას?...

არ გეშინია, ადამიანო, ერთი და იგივე თვალებით უყურო თეატრის სცენას, მრუშობის ბინძური სცენები რომ იმართება და ამ წმიდა ტრაპეზს, სადაც საშინელი საიდუმლო აღესრულება? ერთი და იგივე ყურებით უსმინო მეძავის ბილწსიტყვაობას, რომელიც ცოდვას გაზიარებს და მოციქულის ქადაგებას? ერთი და იგივე გულით მიიღო მომაკვდინებელი შხამი და საშინელი და უწმიდესი მსხვერპლი მაცხოვრისა?...

ამიტომაც ვთხოვ ყველას, გაექეცით სანახაობებს, წარმწყმედელთ სულისა და სხვებიც განაშორეთ მათგან. რადგან, ყოველივეს, რაც იქ ხდება გართობა კი არა, განსჯა, წარწყმედა და ტანჯვა მოაქვს... შეხედე საკუთარ თავს, - როგორი ხარ შენ ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ და როგორი, - თეატრიდან გამოსვლისას; შეადარე ეს ორი დღე ერთმანეთს და არ დაგჭირდება ჩვენი განმარტება".

შეადარე ეს ორი დღე ერთმანეთს და თვალნათლივ იხილავ რაოდენ სასარგებლოა შენთვის აქ (ეკლესიაში - ძვმ.) დგომა და რამდენად საზიანოა სანახაობებზე ყოფნა" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений. Т. 4. Кн. 2. М.: «Златоуст», 1995. С. 856-857).

ვფიქრობ, ეკლესიურად, მართლმადიდებლურად მოაზროვნე ადამიანს არ გაუჭირდება ჯეროვანი დასკვნების გაკეთება და თქვენსავით არ დაიწყებს მტკიცებას ოქროპირი აქ გარყვნილ სანახაობებს გულისხმობს მხოლოდ და არა ყველასო. ოქროპირისთვის ყველა თეატრალური სანახაობა ამაოება და დროსტარებაა, ეს უკანასკნელნი კი გარყვნილებისა და უდებების საფუძველია, რაც თავის მხრივ ბილწავს სულს და რყვნის მას.


ციტატა
ზემოთ მოყვანილი იყო მხოლოდ ჩემი შეხედულება (მოსაზრება) წმინდა მამის კონკრეტულ სიტყვებზე, თუ როგორ ვგებულობ (ან შეიძლება გავიგო) ეს სიტყვები მე, დღეს 21-ე საუკუნეში, პრაქტიკულ ცხოვრებაში.


კონკრეტულად, ეს არის სწორედ თქვენი "ადვოკატობა" და ზოგადად, ყოველი გაამსოფლიურებული ადამიანის უბედურება. სულის სიღრმემდე თუ არ შევიგნებთ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს, ვერცერთი ადამიანი, რომელიც გართობას, ტრაგი-კომიკურ და სპორტულ სანახაობებს არის მიძალებული, - ვერ ცხონდება! ამის მოქმედი ყველა ცოდვილია, რადგან ცოდვილია მათი შემოქმედება; მათი "შემოქმედების" წყარო კი ეშმაკია.

"ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება" (მათე 15:13), - ბრძანა მაცხოვარმა. იქნებ გამცეთ პასუხი, არის თუ არა მსახიობობა მამაზეციერის მიერ დარგული?

რა დარჩება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ქვეყანაზე - ეკლესია თუ თეატრი? იქნებ ორივე ერთად?

დარწმუნებული ვარ იცით, რომ მეორედ მოსვლის დროს, რაც მამა ზეციერს არ დაურგავს, ანუ გარდა ეკლესიისა, აღარაფერი არ დარჩება. ყველაფერი წარწყმდება და უფალს შეხვდება მხოლოდ ის, რაც ამქვეყნად ყოველივეზე ღირებულია. ეს არის მისი უბიწო პატარძალი - ეკლესია! სხვა დანარჩენი, როგორც ამაოება, ცოდვა და ხრწნილება, განადგურდება და ცეცხლს მიეცემა.



ციტატა
შეიძლება ჩემი მოსაზრება არასწორი იყოს, მაგრამ ნამდვილად არ ვახვებ ამ მოსაზრებას სხვას და მით უფრო არ მივაწერ ამ აზრებს წმინდა მამას (ღმერთმა დამიფაროს). ასე რომ მოგიწოდებ წაიკითხო ის რაც წერია და არა ის რაც შენ გინდა რომ ეწეროს.



თქვენი სიტყვებია: "წმ. იოანე ოქროპირის ეს ფრაზაც ადასტურებს, რომ მსახიობობაზე (ფილმზე ანსპექტაკლზე) წარმოდგენა რომ შეგექმნას, უნდა გამოიკვლიოს რაშედეგი გამოიღო მან შენში. თუ შედეგი ნოლია (მინუსებზე) რომ არაფერი ვთქვათ, ესე იგი დრო უქმად დაგიკარგავს. მაგრამ მე როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ფილმზე ამას ვერ ვიტყვით. არის ფილმები და საკმაოდ ბერვრი, რომელსაც უეჭველია დადებითი გავლენა აქვს ადამიანზე და არა მხოლოდ რელიგიური ხასიათის ფირმები".

აქედან ლოგიკურად გამოდის, რომ თუ გამოიკვლევ და აღმოაჩენ, რომ ესა თუ ის სპექტაკლი თუ ფილმი დადებითად მოქმედებს შენზე, მისი ყურება შესაძლებელი ყოფილა (ცხადია, ამ კუთხით სამსახიობო ხელოვნებაც გამართლებული გამოდის). აი, რა შედეგი მიაწერეთ თქვენ, ბ-ნო დამიანე, წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამს. ჩვენ პასუხს ვაგებთ წმიდა მამის და ღმრთის წინაშე, არა მარტო იმისთვის, რომ მივაწერთ მას ისეთ სიტყვებს რაც არ უთქვამთ, არამედ იმისთვისაც, რომ მივაწერთ იმას რაც არ შეეძლოთ ეგულისხმათ. ასე, რომ ნუ ცხარობთ.


ციტატა
რაც შეეხება მსახიობობას, აქაც ბევრი დაშტაბმული ფრაზები გაქვს, ყველას არ შევეხები, უბრალოდ ერთს კითხვას დაგისვამ, მაგალითისთვის, რადგან ეს ფილმი ზემოთ ნახსენები იყო: სერგო ზაქარიძის ჯარისკაცის მამა - კონკრეტულად ამ ფილმში ნათამაშები როლი ან იგივე ოსტარვში "სტარეცის" როლი კონკრეტულად - ამ მსახიობებს ცოდვად შეერაცხებათ შენი აზრით თუ არა? მარტივად კი თუ არა? სხვა ფილმებს და სპექტაკლებს გთხოვ არ შეეხო.


მსახიობობაზე და თამაშზე, როლში შესვლაზე და გარდასახვებზე იმდენი ითქვა, რომ მგონი ზედმეტია განმეორება, ზაქარიაძეს როლზე ჯარისკაცის მამაში კი ოქროპირის ზემოთმოტანილ ერთ ფრაზას დავიმოწმებ: "არ გეშინია, ადამიანო... ერთი და იგივე ყურებით უსმინო მეძავის ბილწსიტყვაობას, რომელიც გაზიარებს ცოდვის საიდუმლოებას და მოციქულის ქადაგებას?"

"ჯარისკაცის მამაში" არის ერთი ადგილი, სადაც შვილის მპოვნელი მამა (ს. ზაქარიაძე) მას დედას აგინებს (сукин сын, этот мой сын) და შემდეგ "შე, ღმერთძაღლოო" შეუკურთხებს (ღმერთო მომიტევე ამ სიტყვების განმეორება!). გეკითხებით, ბ-ნო დამიანე, არ გეშინიათ, "ერთი და იგივე ყურებით უსმინო ბილწსიტყვაობას, თან როგორს, ღმრთის მაგინებელს და შეურაცხმყოფელს, რომელიც გაზიარებს ცოდვას და შემდეგ ეკლესიაში, "ჯარისკაცის მამით" "განსპეტაკებულმა", უსმინოთ სახარებას და სამოციქულოს ქადაგებას?

რაც შეეხება "ოსტროვს", ერთი საინტერესო დეტალი შევნიშნე ამ ფილმში, რომელიც გარკვეულწილად "სტარცობის" ინსტიტუტს ეხება და რომლის არამართლმადიდებლურობაზე საკმაოდ კარგი სტატია დაწერა ძველმოწესე ქრისტეანმა, ანდრია ეზეროვმა (სტატია იხ. აქ. http://www.oldorthodox.ge/sxv_ezerovi_starchestvo.html). თავიდან, "სტარეცი" ანატოლი, რომლებიც ერისკაცებს ღებულობს, მალავს თავის ვინაობას და არარსებულ "მამაოს" მიმართავს (გაიხსენეთ სცენა, სადაც თვით ანატოლი, მასთან მოსული დედაკაცის გასაგონად, თავის კელიაში ოსტატურად ახმოვანებს (თამაშობს) ორ ადამიანს).

კუნძულელი წმინდანის ამგვარი საქციელი მაყურებელმა მის თავმდაბლობად უნდა ჩათვალოს. არავინ იცის მომსვლელთაგან ვინ არის "ანატოლი". მათ არ უწყიან, რომ ეს მადლმოსილი კაცი მათ წინ დგას და თავს იმდაბლებს, ვითომ ანატოლი ვიღაც დაყუდებული ბერია და არა თვითონ, მაგრამ ფილმის შუა ნაწილში, ვგონებ, რეჟსორს დაავიწყდა ანატოლის თავმდაბლური ფუნქცია და უკვე სააშკარაოზე გამოჰყავს მისი სასწაულთმოქმედება და ისიც, რომ ანატოლი სხვა ვინმე, კელიაში დაყუდებული ბერი კი არა ის ადამიანია, ხალხს "ანატოლისთან" შუამავლად რომ ევლინება...

ანატოლი უკვე აღარ მალავს თავის ვინაობას და სასწაულებსაც აშკარად, მომსვლელთა თანდასწრებით ახდენს (დავრდომილი, კოჭლი ბიჭუნას, ივანუშკას, განკურნება და ეშმაკის განდევნა ტიხონის ქალიშვილისგან).

შესაძლოა რეჟისორმა გარკვეული პარალელები აიღო მისი ეკლესიის წმინდანთა ცხოვრებიდან, ყოველ შემთხვევისათვის, ასეთი ლაფსუსები მოსვლია სერაფიმე საროველის ცხოვრების აღმწერელსაც. ისიც ჯერ თავმდაბლობით იწყებს, შემდეგ კი ტოვებს თავმდაბლობის ღვაწლს და სააშკარაოზე გამოდის, რომლის შემდეგაც ძლიერ პოპულარული ხდება (წმინდანთა ცხოვრებაში პირიქითაა, გაპოპულარულებული მოსაგრე, სხვა ქვეყანას აფარებდა ხოლმე თავს, ვერავის ეცნო მისი მადლმოსილება. ერთი რუსი წმინდანი ლოცვით კურნავდა, ხოლო მასთან მომსვლელებს ბალახებს უწერდა, თითქოსდა მათი მკურნალი ბერი კი არა ბალახები ყოფილიყვნენ. ამ წმინდანს არასოდეს გაუმჟღავნებია თავისი სასწაულთმოქმედება. და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო).

გულწრფელად მეცოდებით, ბ-ნო დამიანე, ასეთი მდაბიო ხარისხის (სასულიერო თვალსაზრისით) საშუალებები რომ აღძრავენ თქვენში მოწიწებას და "განსპეტაკების" გრძნობას.

სირცხვილია, მართლმადიდებელ ქრისტეანს ასპეტაკებდეს საერო, წმიდა მამათა მიერ დაგმობილი ხელოვნების პროპაგანდა და არა წმიდა მამათა ცხოვრება, ეკლესიაში სიარული, ზიარება და ყოველივე ის, რაც ქრისტემ ადამიანის სულის ცხოვნებისთვის დააფუძნა. ისინი განასპეტაკებენ სწორედ ადამიანს და მათ შორის, სამსახიობო ხელოვნება არ მოიპოვება.

და ბოლოს, იცით, ბ-ნო დამიანე, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს შორის?

ქრისტეანობას აქვს ერთი მხარე, რომელიც თქვეს ეკლესიაში დიდი ხანია დავიწყებულია და ამას გასული საუკუნეების ნიკონიანელი მოღვაწეებიც კი აღიარებდნენ.

ქრისტეანობის რა მხარეა ეს, რომელიც დავიწყნია თქვენს ეკლესიას? ერთი ქრისტეანის სიტყვებით ვიტყვი: "ეს არის სწავლება ქრისტეანობაზე, როგორც ღვაწლზე, როგორც მუდმივ ჯვარზე ამა სოფლის თავადთან ბრძოლაში. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ თქვენი ეკლესია განძარცულია ღვთისმოსაობისგან, ანუ ქრისტეანობის, როგორც სინანულისა და ღვაწლის სტიქიით განმსჭვალვისგან. მე არ ვიტყვი, რომ მართლმადიდებლობა ამ თვალსაზრისით სრულიად არ არსებობდეს. ის არის ხალხში, არის სამღვდელოებაშიც, მაგრამ მთლიანად ეკლესიაში გაქრა, არ არის ის მის ხელმძღვანელ წრეებში, რომლებიც საქმის ამ მხარესთან დაკავშირებით მორწმუნეებთან, "ქვემოთ" მოაქვთ არა "სრულყოფა", არამედ გახრწნილება..." თქვენი ეკლესიის მმართველთა უმეტესობას "არ გააჩნია მართლმადიდებლობის, როგორც ასკეტური ღვაწლის, როგორც ეკლესიური ცხოვრებით ღმრთისშემეცნების პროცესის გაგება" (Правда Православия. 1908. № 24-25. С. 5). (ციტ. ფ. მელნიკოვი. გზააბნეული ღვთისმეტყველება).

იქ სადაც არსებობს ქრისტეანობის ამგვარი გაგება; იქ სადაც სწამთ რომ ქრისტეანული ცხოვრება არის ჯვარი, ღვაწლი, სათნოებათა მოხვეჭა, ღმრთის ჭვრეტა და ზეციური სასუფევლისკენ ლტოლვა, რომელსაც ხელს უწყობს უფლის მიერ დაფუძნებული ეკლესია, არ მიელტვიან ისეთ უვარგის "განმასპეტაკებელ" საშუალებებს, როგორიც სპორტი და სამსახიობო ხელოვნებაა.

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
zeppelin   არის თუ არა მსახიობობა ცოდვა   Nov 27 2008, 10:57 AM
მნათე   ძვირფასო მამაო გვშ...   Nov 27 2008, 11:00 AM
ქავთარაძე   :lol:   Nov 27 2008, 11:01 AM
zeppelin   პასუხი მამა დავითი...   Nov 27 2008, 11:02 AM
მნათე   http://s61.radikal.ru/i173/0811/eb/df366069a815.jp...   Nov 27 2008, 11:07 AM
lch   [url=http://www.radikal.ru][img]http://s61.radika...   May 14 2009, 01:50 AM
კანონისტი   ამაზე სულ მამა თეო...   Nov 27 2008, 11:22 AM
Ismail   უი, ჩემი მოძღვარია.....   Nov 27 2008, 11:57 AM
Ismail   რავიცი რავიცი... რაც...   Nov 27 2008, 12:10 PM
ლეონტი   მე ვეთანხმები საეკ...   Nov 27 2008, 02:35 PM
neo   რა მაინტერესებს იც...   Nov 27 2008, 03:56 PM
თამარი_ცქნაფო   რა მაინტერესებს ი...   Nov 27 2008, 04:01 PM
მნათე   მე ეკლესიურად მაც...   Nov 27 2008, 04:34 PM
მაშიკო   მე ეკლესიურად მაც...   Jun 9 2009, 10:52 AM
მხევალი ნინო   zeppelin მსახიობობა გინ...   Nov 27 2008, 04:59 PM
neo   ჰოდა აბა საკამათო ...   Nov 27 2008, 06:30 PM
მნათე   შევეცდები, თუ კითხ...   Nov 27 2008, 09:15 PM
თერალ ი   რო ვიხსენებ ჩვენს ...   Nov 28 2008, 09:09 PM
jijikoi   პატრიარქიც ესწრებ...   Mar 11 2009, 10:07 PM
ქავთარაძე   jijikoi თქვენ ხაართ პატ...   Mar 11 2009, 10:13 PM
Ligia   მურმან ჯინორიაა მა...   Mar 12 2009, 12:23 PM
მატასი   :wub: ჯინორია მართლა ...   Mar 12 2009, 12:32 PM
ლეონტი   ეხლა კიდევ თვალი გ...   Mar 12 2009, 01:40 PM
betaneli luka   ჩვენი უფლის,მის მო...   Mar 14 2009, 09:59 AM
maZiebeli   თეატრი და საერთოდ [...   Apr 21 2009, 11:52 PM
კანუდოსელი   ჩვენი უფლის,მის მო...   May 11 2009, 11:00 AM
betaneli luka   რაც შეეხება უწმინდ...   Mar 14 2009, 10:25 AM
უჩა   რავი აბა რა ვთქვა, მ...   Mar 14 2009, 11:54 AM
TBILISI2009   საერთოდ მოკრძალებ...   Apr 21 2009, 03:58 PM
syd   მოიცათ, თქვენ რა, სე...   Apr 21 2009, 04:03 PM
ქევანა   რეაქცია მომეწონა :...   Apr 21 2009, 04:15 PM
KAIROS   ბეთანელის ნაწერი ა...   Apr 21 2009, 11:19 PM
სარდიონ   ბეთანელის ნაწერი ...   May 11 2009, 10:31 PM
მნათე   betaneli luka თქვენ გვარია...   Apr 21 2009, 11:22 PM
სარდიონ   betaneli luka თქვენ გვარია...   May 11 2009, 10:05 PM
მნათე   სამგვამო-ვნებაზეც ...   Apr 21 2009, 11:54 PM
უჩა   ერთსულო - ვნება. :)   Apr 21 2009, 11:54 PM
maZiebeli   მნათე უჩა :thumbs:   Apr 21 2009, 11:56 PM
*ana*   თუ იცით მართალია რ...   May 10 2009, 09:39 PM
KAIROS   :D :* ლა ჩაკვალელია :) ...   May 10 2009, 09:54 PM
ბადრი   რამდენჯერ ვუნუგეშ...   May 10 2009, 11:54 PM
KAIROS   ბადრი, ის წიგნები ...   May 11 2009, 03:52 AM
Funkenstein   ისე როლში ჩარჩენის...   May 11 2009, 11:21 AM
staywhite   betaneli luka ანუ შენ ჯანმრ...   May 12 2009, 07:33 PM
სარდიონ   staywhite როგორ არ დავლი...   May 12 2009, 09:20 PM
staywhite   ჩემი და მხოლოდ ჩემ...   May 12 2009, 11:19 PM
elifs   ვერაფერი ვერ გავიგ...   May 13 2009, 06:30 AM
სარდიონ   ...ცოტა არ იყოს დამა...   May 13 2009, 11:54 PM
staywhite   სარდიონ ვინ გეპატ...   May 14 2009, 12:00 AM
მაშიკო   მე როგორც ვიცი მსა...   May 29 2009, 04:18 PM
lch   მაშიკო კარგით რა ხ...   May 29 2009, 10:24 PM
ქევანა   მაშიკო ვისგან იცი? :...   May 29 2009, 11:51 PM
gvasalia   ჩემი აზღრIთ როლზეა ...   Mar 3 2010, 07:07 PM
KAIROS   ასეთი სწავლება არ ...   Mar 4 2010, 06:47 PM
ნონა   და უკვე ჩამოყალიბე...   Mar 4 2010, 07:11 PM
terra   პავლე მოციქულის 6-ე ...   Mar 4 2010, 07:32 PM
ნონა   terra საინტერესოა... სა...   Mar 4 2010, 07:39 PM
terra   terra საინტერესოა... ს...   Mar 4 2010, 07:45 PM
ნონა   თეატრი, წარმოდგენ...   Mar 4 2010, 08:03 PM
KAIROS   ტერრა, გვიანდელი დ...   Mar 4 2010, 08:26 PM
ნონა   წარმოიდგინე და გე...   Mar 4 2010, 08:51 PM
terra   KAIROS ნუ ღელავ, სწორად...   Mar 4 2010, 08:26 PM
KAIROS   არ ვღელავ :) ფორუმი...   Mar 4 2010, 08:29 PM
terra   ანუ დამეთანხმე? :o ა...   Mar 4 2010, 08:34 PM
gvasalia   არ ვღელავ :) ფორუმი...   Mar 4 2010, 08:57 PM
აკაკი   ჩემი აზრით, (მე ახლა...   Mar 4 2010, 08:52 PM
neo   შჯულის კანონით მე ...   Mar 4 2010, 08:57 PM
gvasalia   ისე ეხლა ვნახე გად...   Mar 4 2010, 09:24 PM
terra   ისე ეხლა ვნახე გად...   Mar 4 2010, 09:41 PM
KAIROS   ნონ, მერე მოგწერ :) გ...   Mar 4 2010, 09:39 PM
newbie   ვფიქრობ მსახიობობ...   Mar 4 2010, 10:27 PM
კანონისტი   VI მსოფლიო კრების 51-ე...   Mar 15 2011, 12:18 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ხოლო, ს...   Apr 13 2011, 12:24 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli შენი აზრით,...   Apr 13 2011, 03:57 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი 1) და რის...   Apr 13 2011, 06:22 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli დასკვნები ...   Apr 28 2011, 05:19 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი აქაც, ის...   Apr 29 2011, 04:55 AM
dzvelmartlmadidebeli   [size=2]P. S. "Существует два в...   Apr 29 2011, 11:08 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli დიდი განსხ...   Apr 29 2011, 01:57 PM
Funkenstein   ჩემი აზრით პეტრე მ...   Apr 29 2011, 02:08 PM
dzvelmartlmadidebeli   Funkenstein ძვირფასო, Funkenstei...   Apr 29 2011, 08:18 PM
Funkenstein   Funkenstein ძვირფასო, Funkenstein...   Apr 30 2011, 12:45 PM
dzvelmartlmadidebeli   Funkenstein აი, ეს არის სწ...   Apr 30 2011, 03:03 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli ძალიან საი...   Apr 30 2011, 05:18 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი იმედია პ...   May 1 2011, 01:49 PM
A.v.B   მსახიობობა რა ცოდვ...   May 1 2011, 04:49 PM
damiane80   ანუ უკვე დავასკვე...   May 2 2011, 06:42 PM
damiane80   მოდი შევეცდები საწ...   May 2 2011, 07:29 PM
dzvelmartlmadidebeli   ქადაგება. ბ-ნო დამი...   May 3 2011, 10:18 AM
dzvelmartlmadidebeli   მოსკოვის საპატრია...   May 3 2011, 01:05 PM
damiane80   ზემოთ შენ ბევრი რა...   May 3 2011, 07:03 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ფაქტია, ჩვენ გ...   May 3 2011, 10:13 PM
damiane80   ზედმეტები ხო არ მო...   May 4 2011, 09:04 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ჩანს ჩემს ბოლო...   May 5 2011, 05:58 PM
dzvelmartlmadidebeli   ასე რომ იყოს მაშინ...   May 5 2011, 06:25 PM
damiane80   აი ხომ გითხარი, ყვ...   May 5 2011, 07:24 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ვნახოთ. ნორმ...   May 5 2011, 08:39 PM
damiane80   შენ პოსტებს გადახ...   May 5 2011, 09:47 PM
mashmash   არ არის მსახიობობა...   May 7 2011, 09:16 AM
GIORGI LELUASHVILI   mashmash თუ ეკლესიის მიხ...   May 9 2011, 03:27 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი