ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბეჭდების მბრძანებელი, ქრისტიანულ კონტექსტში |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 12:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კარგა ხანია მინდა ტოლკიენის შესანიშნავი ნაწარმოები: "ბეჭდების მბრძანებელი" განმეხილა თქვენთან ერთად, გვესაუბრა მისი შინაარსის ქრისტიანულ ფესვებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოს ეკლესიამ მისია თანამედროვე სამყაროში.
მოკლედ შემოგთავაზებთ მცირე ისტორიებს ამ წიგნიდან და ვიმსჯელოთ ისტორია ეხება იმ ბეჭდის დაბრუნებას თავის სათავეში, საიდანაც გამოიწრთო - მორდორის ცეცხლში, წიინააღმდეგ შემთხვევაში მთელ კაცობრიობას ემუქრება დაღუპვა, ვინაიდან ბეჭდის მბრძანებელი შავი ძალა იმუქრება ხელში ჩაგდებით მის მიერ დაკარგული ბეჭდის, რაც უპირობოდ ბოროტების გაბატონების საწინდარია. საინტერესო პარალელებია სულიერებს სფეროდან და ბეჭდების მბრძანებლიდან. მაგალითად ის ბეჭედი, მფლობელს იმდენად აჯადოვებს, რომ ადამიანს მის გარეშე არსებობაც არ შეუძლია. თანაც ეს ბეჭედი არის ჯადოსნური და საკმარისია ის თითზე ჩამოიცვა, რომ უჩინარი ხდები - ეს კი ნამდვილად დიდი ცდუნებაა მისი დროებითი მფლობელისთვის, მაგრამ ამასთან ერთად შავი ძალისთვის სწორედ ამ დროს ხდება ბეჭედი ხილვადი. არსება სახელად სმიგოლი რომელიც თავის ძმასთან ერთად სეირნობისას შემთხვევით იპოვის ამ ბეჭედს, კლავს ძმას ბეჭდის გამო და საკმაოდ დიდი ხანი "ფლობს" ამ "საუნჯეს", მაგრამ ამასთან ერთად მახინჯდება ფიზიკურად. ბეჭედი ბოროტების და ცოდვის სიმბოლოა და ძმის მკვლელი სმიგოლიც კაენის პარალელია, რომელიც ასევე კლავს თავის ძმას აბელს. უფრო მეტიც, როგორც ცოდვის ჩამდენი ხდება მიდრეკილი ცოდვისკენ, ისე ამ ბეჭდის მფლობელს არ შეუძლია მის გარეშე არსებობა. და ისევე როგორც ცოდვა აკარგვინებს ადამიანს თავისუფალ ნებას - ბეჭედიც იგივე "ძალის" მატარებელია. და ყველაზე მთავარი: როგორც ცოდვა ამახინჯებს სულიერად ადამიანს, ისე ამ ბეჭდის მფლობელი სმიგოლი ხდება მახინჯი. საინტერესო გარემოება: სმიგოლი, გახდება რა მოჯადოებული ბეჭდის ძალით, უნებლიედ იწყებს ძახილს სიტყვისა: "გოოლუმ", და მისი სახელი - გოლუმია ამიერიდან. წმინდა წერილში კი ვიცით, რომ არიან ღვთის შვილები და შვილები ჯოჯოხეთისა, ანუ ადამიანი კარგავს თავის სახელს- მოწოდებას და იღებს ახალ სახელს. უარს ამბობს ღმერთის თაყვანისცემაზე და იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს - აპოკალიფსის ამ ადგილთანაც საინტერესო პარალელია სმიგოლ-გოლუმის მაგალითზე. და საკმარისია ბეჭედი თითზე ჩამმოიცვას მფლობელმა, მას ხედავს შავი ძალა პარალელი: საკმარისია ცოდვა ჩაიდინოს ადამიანმა, ის უფრო უახლოვდება ეშმაკს და მის ხრიკებს მოკლედ ტოლკიენის ეს ნაწარმოები შეიცავს უკიდეგანო ზღვას მოზარდისთვის (და არა მარტო), რომ გასაგები ალეგორიებით ახსნას ბიბლიური ჭეშმარიტება. მთავარი პერსონაჟი, 33 წლის (ნუთუ შემთხვევით?) ჰობიტი ფროდო, ხდება ის პიროვნება, რომელმაც უნდა აიღოს ბეჭედი და აიტანოს მორდორის მთაზე, ეს მსვლელობა ძალიან გავს მსვლელობას გოლგოთისკენ, რომელიც ყველა ადამიანის ჯვარია, ხოლო ჰობიტი ფროდო თავისი 33 წლით, იესო ქრისტეს სისავსეს მიღწეულ ადამიანს გვაგონებს ჯერ ეს იყოს. გაგრძელება იქნება...ვისაუბროთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქეთუ |
Jan 16 2008, 12:55 PM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
კანუდოსელი
გაიხარე J.R.R. Tolkien და მისი "ბეჭდების მბრძანებელი" ჩემი ერთერთი უსაყვარელესი წიგნია... განსაკუთრებით "სილმარილიონი"... უძლიერესია... მართლა საინტერესო თემაა გაიხარე ზაზა... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ნათია |
Jan 16 2008, 01:10 PM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანუდოსელი
ძალიან საინტერესო "პარალელებია გავლებული" იმედია, საინტერესო მსჯელობა იქნება რავა ყველაფერში "ჭკვიანი" ხარ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:11 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოდი ასე დავსვამ საკითხს, თან საკმაოდ საკამათოს, ოღონდ ამბიციურს: "ბეჭდების მბრძანებელს" შეიძლება ეწოდოს მოზარდთა ბიბლია, იმ მოზარდთა, რომლებმაც არ იციან თავად ბიბლია რას წარმოადგენს
ნათია ციტატა რავა ყველაფერში "ჭკვიანი" ხარ უნდა გეთქვა: აზროვნების ტიტანი? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
Jan 16 2008, 01:18 PM
პოსტი
#5
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გინდათ თქვათ, რომ წავიკითხო?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:18 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მარიამი
კი, ნამდვილად.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
Jan 16 2008, 01:20 PM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი კი, ნამდვილად.... იმედია რუსულ ენაზე იშოვება. სანამ არ წავიკითხავ, აზრს ვერ გამოვთქვამ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:21 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
იმედია რუსულ ენაზე იშოვება. სანამ არ წავიკითხავს, აზრს ვერ გამოვთქვამ ქართუალდაც არის უკვე და რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კარგი თარგმანია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
Jan 16 2008, 01:21 PM
პოსტი
#9
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ქართუადაც არის უკვე და რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კარგი თარგმანია ვეცდები მოვიპოვო -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:22 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ქეთუ |
Jan 16 2008, 01:24 PM
პოსტი
#11
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
გინდათ თქვათ, რომ წავიკითხო? მარიამ დიდებულია, უნდა წაიკითხო... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
თათარაშვილი |
Jan 16 2008, 01:28 PM
პოსტი
#12
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ჰოოოომ
აქამდე ამ ნაწარმოებზე ისეთივე შთაბეჭდილება მქონდა როგორც ჰარი პოტერზე, თურმე შევმცდარვარ წავიკითხავ აუცილებლად |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:31 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ჰო, ძალიან საინტერესოა წიგნის ფინალი...ფროდო მიაღწევს იმ ადგილს და ეს ესაა რომ უნდა ჩააგდოს ცეცხლში, რომ უარს ამბობს ამაზე და უნდა დაუფლება ბეჭდის, სადაც ღვთის განგება ითამაშებს დიდ როლს და ბეჭედი განადგურდება.
ეს ადგილი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გვაძლევს ერთ უმთავრესს: ადამიანს არ ძალუძს სასუფევლის მიღწევა თავისით, თუ არა ღმერთი. ის განგება კი თავის მხრივ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს შეიცავს: არის მომენტი, როდესაც გოლუმის მოკვლას განიზრახავს ფროდო, მაგრამ მას სასტიკად უკრძალავს მისი მეგობარი ამის გაკეთებას. განგება კი იქ გამომჟღავნდება, რომ იქ, მორდორის ცეცხლის ზემოთ მდგარი ფროდო როდესაც გადაიფიქრებს ბეჭდის განადგურებადს, მას თავს ესხმის გოლუმი,ართმევს ბეჭედს, ოღონდ ბეჭდიანად ვარდება ცეცხლში. მორალი: 1. გოლუმის მოკვლაც კი ცოდვად აღიქმება ბეჭდების მბრძანებელში და ყველაფერი განგებას მიენდობა 2. ადამიანს არ ძალუძს თავისით დამკვიდრება სასუფევლისა 3. სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ხედავს რა დაფარულს, უფალი მოგაგებს ღვაწლისამებრ ანუ ერთი შეხედვით ფროდოც ცდუნდება (ქვე მორალი: ცდუნდება ყველა), მაგრამ მან მთელი გზა გამოიარა - ამას ხედავს განგება და ფროდოს ღვაწლს აყენებს ყველაფეერზე მაღლა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 16 2008, 01:34 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა ბეჭდების მბრძანებელს" შეიძლება ეწოდოს მოზარდთა ბიბლია, იმ მოზარდთა, რომლებმაც არ იციან თავად ბიბლია რას წარმოადგენს ვერანაირად რადგანაც ასეთმა ფანტაზიურმა წიგნებმა შეიძლება ისედაც ფანტაზიისკიენ მიდრეკილი ბავშვთა გონებას სულ აურიოს თავგზა (როგორც ეს მოუვიდა ერთ ჩემს მეზობელს რომელმაც სახარების და ქრისტიანული ლიტერატურის კითხვას თავი დაანება მას შემდეგ რაც შეხება ჰქონდა ამ სახის წიგნებთან და თავფეხიანად გადაეშვა ამ სამყაროში) და თუ რაიმე ალეგორიები ქრისტიანული ჭეშმარიტების ციტატებს გადმოსცემენ ჯობია ბავშვმა სახარება და ქრისტიანული ლიტერატურა იკითხოს სადაც მოცემულია ქრისტიანული ჭეშმარიტება პირდაპირ ზედმეტი ალეგორიების გარეშე. |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:36 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
solomony
ძირს ზღაპრები, ძირს ალეგორიები იკითხეთ მხოლოდ სახარება და იგალობეთ მხოლოდ საგალობლები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 16 2008, 01:41 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა ძირს ზღაპრები, ძირს ალეგორიები იკითხეთ მხოლოდ სახარება და იგალობეთ მხოლოდ საგალობლები არა ძირს ზედმეტი ფანტაზიები და მათგან ქრისტიანული ჭეშმარიტების სწავლა. ან ავტორი რომელი წმინდა მამაა საინტერესოა |
კანუდოსელი |
Jan 16 2008, 01:43 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
solomony
სოლომონ საერო ლიტერატურა იმიტომ არსებობს, რომ ხანდახან არაეკლესიურ ადამიანს უფრო უადვილდება ქრისტიანული ჭეშმარიტებების გაგებაც და მიღებაც მე კი თავშივე აღვნიშნე, რომ ეს წიგნი არის იმ მოზარდებისთვის უპირველეს ყოვლისა, ვინც არ იცის და არც აინტერესებს ბიბლია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
Jan 16 2008, 01:50 PM
პოსტი
#18
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
უკვე ვთქვი და შემიძლია გავიმეორო, რომ სანამ არ წავიკითხავ, აზრს ვერ გამოვთქვამ, მაგრამ სოლომონის ნათქვამიც დასაფიქრებელია. ალეგორია კარგია, თუ კარიკატურაში არ გადაიზარდა და ბავშვის (მოზარდის) ფსიქიკაში არასწორი სახეები და ხატები არ შექმნა ბიბლიურ მოვლენებზე.
საინტერესოა, თვითონ მოზარდები თუ იწყებენ ბიბლიის კითხვას და ინტერესდებიან ქრისტიანობით ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ? პ.ს. უნდა წავიკითხო ერთი... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
afxazi |
Jan 16 2008, 01:51 PM
პოსტი
#19
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
solomony
ციტატა არა ძირს ზედმეტი ფანტაზიები და მათგან ქრისტიანული ჭეშმარიტების სწავლა. ან ავტორი რომელი წმინდა მამაა საინტერესოა ძალიან არასწორი მიდგომაა. ასე რომ ვიფიქროთ საეკლესიო ლიტერატურის გარდა არ არსებობს სხვა წიგნი, ყველა გადასაყრელია. ძალიან ბევრი საერო წიგნი წამიკითხავს, რომელსაც საოცარი შთაბეჭდილება მოუხდენია პირადად ჩემზე. მე არ წამიკითხავს ეს წიგნი, რომელზეც აქაა საუბარი, მხოლოდ ფილმი მაქვს ნანახი და მინდა ვთქვა რომ სასიამოვნო საყურებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Jan 16 2008, 01:55 PM
პოსტი
#20
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
solomony
ციტატა საეკლესიო ლიტერატურის გარდა არ არსებობს სხვა წიგნი, ყველა გადასაყრელია. "კაიროს (ეგვიპტე) ბიბლიოთეკაში გადაწვით ყველა წიგნი ყურანის გარდა, რადგან თუ კი ეს წიგნები ყურანს ეწინააღმდეგება დასაწვავია, თუ ეთანხმება მაშინ საჭირო არ არის" ფუნდამენტალისტური ისლამის მიდგომას ჰგავს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი