თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმ.თეოდორე სტუდდიელის ცხოვრება

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Jul 11 2007, 04:02 PM

დაიბადა 758წ.კონსტსნტინეპოლში,სამეფო ხარკის ამკრეფ ფოტინესა და მისი მეუღლის,თეოქტისტას ოჯახში.ისინი ქრისტიანები იყვნენ.წმ.თეოდორეს მშობლებმა ღარიბ-ღატაკებს დაურიგეს ქონება და თვით ურთიერთ შეთანხმებით მონაზვნებად აღიკვეცნენ.
VIIმს>კრება წმ.კეთილმსახური დედოფლის,ელენეს ინიციატივით იქნა მოწვეულ 787წ.ქ.ნიკეაში კრების მამებს შორის იყო ღირსი თეოდორეს ბიძა პლატონი/ხს.5აპრილს/,ის დიდხანს მოღვაწეობდა ოლიმპოს მთაზე.თეოდორეს ბიძამისმა მოუწოდა უდაბნოში სამოღვაწეოდ.იგი შავ სამუშაოს ასრულებდა მონასტერში.ყოველ დგე აბარებდა აღსარებას თავის ბიძას პლატონს.იმპერატორების მხილებისათვის იგი 2-გზის აწამეს და გადაასახლეს.ღირსი თეოდორე კეეთილმსახურმა იმპერეატორმა მიხეილმა გაათავისუფლა,რომელმაც საიმპერატორო ტახტზე ბარბაროსთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკლული ნიკიფორე და მისი ძე სტავრიკიოსი შეცვალა.ამ უკანასკნელთა სიკვდილი დიდი ხნით ადრე გამოეცხადა ღირს თეოდორეს.
შიდა ომის თავიდან ასაცილებლად იმპ.მიხეილმა ტახტი თავის მხედართმთავარს,ლევ სომეხს დაუთმო/813-820/.ახალი იმპ.ხატმებრძოლი აღმოჩნდა.მან აკრძალა თაყვანისცემა დაშესაგინებლად გადასცა ხატები.ამგვარი უსჯულოების პასუხად ღირსმა თეოდორემ,სსავანის ძმობასთან ერთად,ჯვარით დიდების სვლა აღასრულა მონასტრის გარშემო,რომლის დროსაც მონაზვნებს წმ.ხატები ეკავათ ხელში და ტროპარს უგალობდნენ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს.იმპ.მრისხანედ დაემუქრა წმიდანს-სიკვდილით დაგსჯიო,მაგრამ ღირსი მამა კვალად უშიშრად განაგრძობდა მორწწმუნეთა დამკვიდრებას მართმადიდებელ აღმსარებლობაში.მაშინ იმპ.ექსორია -ჰყო თეოდორე დამისი მოწაფე ნიკოლოზი,რომელიც ჯერ ილარიაში გადაასახლა,სადაც ისინი მეტოპიის ციხეში დაამწყვდიეს,შემდეგ კი ანატოლიის ქ.ბონიტში.ის ტყვეობიდანაც განაგრძობდა ბრძოლას მწვალებელთა წინააღმდეგ.იმპ.მიერ გამოგზავნილი ჯალათები სასტიკად აწამებდნენ წმ.თეოდორესა და მის მოწაფეს,ნიკოლოზს,რომელნიც ამის გარდა თითქმის მოკლებულნი იყვნენ საზრდოს;მაგრამ მთლიანად წყლულებით დაფარულნი ცოცხალ-მკვდარნი,ისინი ყოველივეს ლოცვით და უფლისასდმი მადლიერების გრძნობით იტანდნენ.ქ.სმირნაში,სადაც მოწამენი ბონიტიდან გადაიყვანეს,ღირსმა თჭეოდორემ იქაური მხედართმთავარი გააანკურნა სასტიკი სენისაგან-ძმისწული იმპ. და თანამზრახველი მისი,და ამით სინანულად მოაქცია მძვინვარე ხატმბრძოლი.მაგრამ მალე კვლავ მწვალებლობას დაემონა იგი და მოკვდა კიდეც.
820წ. თავისი მხედრობის მიერ მოკლული იმპ. ლევი მიხეილ II ტრაბაილოსმა შეცვალა,რომელიც თუმცა თავისი წინამორბედის მსგავსი უკეთური იყო,მაგრამ მისგან სჯულთშემწყნარებლობით გამოირჩეოდა.მან ყველა მართმადიდებელი მამა გაანთავისუფლა,მაგრამ წმ.ხატების თაყვანისცემა აკრძალა დედაქალაქში.წმ. არ მოისურვა კონსტანტინეპოლში დაბრუნება და გადაწყვიტა ბითვინიის ქ.ხერსონეში დარჩენილიყო,სდადაც წმ.მოწამემ ტრიფონის სახელობის ეკლესიასთან მოიწყო სამყოფელი.ის ყოველდღე აღასრულებდა საღმრთო ლიტურღიას მიუხედავად მძიმე სენისა.აღსასრულის მოახლოება წმ.წინასწარ იგრძნო,მოუწოდა ძმებს და უანდერძა კვლავაც მართმადიდებლობა დაემარხათ,თაყვანი ეცათ წმ.ხატებისთვის და მკაცრად დაეცვათ სამონასტრო ტიბიკონი.შემდეგ მან თხოვა სანთელი აენთოთ და სულის განსვლის კანონი ეგალობათ და ამ გალობაში მიაბარა კიდევაც სული უფალს.იმავე ჟამს ხილვა ჰქონდა ღირს იოანე დაალმატელს/ხს.6ივნის/:მას ზეციური ნათელი გამოუბრწყინდა და ხმა ესმა გალობისა ზეგარდამო:"ესე სული თეოდორესი,წამებული სისხლითა წმიდა ხატებისთვის,განვალს უფლისა მიმართ."ხატის დიდება მის პირველ სახეზე ადის,როგორაც ღმრთაებრივმა ბასილმა თქვა."
წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველის თქმით:"როდესაც რისხვა გადაივლის და საქმე თავისთავად ნათელი ხდება,კაცის სათნოებების აღიარება მტრებსაც შეუძლიათ,თუმცა კი ადრე სხვაგვარად ფიქრობდნენ."ასე განასრულა წმ.თეოდორემ წუთისოფლის ცხოვრება,ის მანათობელი სანთელი უიყო,რომელიც ბნელში მყოფთუნათებდა და
ქრისტესკენ მიაქცევდა,მისი ნათლის მხილველთ.ზუსტად სახარებისეულად ცხოვრობდა"ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი ტკვენი წინაშე კაცთა,რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა."

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Jul 13 2007, 04:22 PM

გილოცავთ პეტრე-პავლობას.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)