თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ცილისწამების მსხვერპლნი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:35 AM

"თითქმის ყოველი ჩვენგანი ვყოფილვართ, ან დღესაც ვართ ცილისწამების მსხვერპლნიც და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ნებსით თუ უნებლიედ, - ცილისმწამებელნიც:

თუ ვინმე იტყვის, რომ მას არასოდეს არავისთვის ცილი არ დაუწამებია, მაშინ გაიხსენოს, რამდენჯერ გაუმეორებია ესა თუ ის ჭორი ამა თუ იმ პიროვნების შესახებ მოსმენილი თუ პრესაში ამოკითხული, ჭორი, რომელიც სახესხვაობაა სიცრუისა, რომლის მამაც ეშმაკია და რომლის ერთ-ერთი სახელი სწორედ "ცილისმწამებელია".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 08:49 PM

"წმ. დავით წინასწარმეტყველის თქმით, ცილისმწამებელს - ამ სასტიკ ბოროტმოქმედს - ღმერთი ესვრის ისარს და მეყსეულად დააწყლულებს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2023, 07:56 PM

"თუკი შენ მოითმენ ცილისწამებას და ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ შენი სინდისი სუფთაა, ნუ აიმაღლებ თავს, არამედ სიმდაბლით ემსახურე ღმერთს, რომელმაც გაგათავისუფლა ადამიანური ცილისწამებისგან, რათა საბრალო მსხვერპლად არ ქცეულიყავი"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 07:06 PM

"უნდა ვილოცოთ ყველასთვის, ვინც ჩვენზე ავს ამბობს და ვთხოვოთ ღმერთს, რომ მიანიჭოს მათ სინანული, განათლება და სიმრთელე. ჩვენ ამ ადამიანების მიმართ არანაირი სიძულვილი არ უნდა დავიტოვოთ საკუთარ თავში. მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელის შედეგად დაგროვილი გამოცდილება უნდა შემოვინახოთ. უნდა მოვიშოროთ მთელი სიმწარე (წყენა და სიძულვილი) და გვახსოვდეს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები: "თუკი შენ ცილისწამებას დაითმენ და ყოველივე ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ სინდისი სუფთა გაქვს, ნუ გაამპარტავანდები, არამედ, სიმდაბლით იღვაწე უფლისათვის, რომელმაც კაცთა ცილისწამებიაგან გიხსნა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 07:06 PM

"უნდა ვილოცოთ ყველასთვის, ვინც ჩვენზე ავს ამბობს და ვთხოვოთ ღმერთს, რომ მიანიჭოს მათ სინანული, განათლება და სიმრთელე. ჩვენ ამ ადამიანების მიმართ არანაირი სიძულვილი არ უნდა დავიტოვოთ საკუთარ თავში. მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელის შედეგად დაგროვილი გამოცდილება უნდა შემოვინახოთ. უნდა მოვიშოროთ მთელი სიმწარე (წყენა და სიძულვილი) და გვახსოვდეს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები: "თუკი შენ ცილისწამებას დაითმენ და ყოველივე ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ სინდისი სუფთა გაქვს, ნუ გაამპარტავანდები, არამედ, სიმდაბლით იღვაწე უფლისათვის, რომელმაც კაცთა ცილისწამებიაგან გიხსნა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 07:56 PM

"წმინდა ნიკოლოზი ასევე ითვლება მცველად და მფარველად უდანაშაულოდ განსჯილთა და ცილისწამების მსხვერპლთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:57 PM

"შევუნდოთ ერთმანეთს წრფელი გულით - ერთმანეთის გამომცდელებმა მტრის ცილისწამებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2024, 09:57 PM

"აბბა ესაია ამბობს: თუკი გზად შემოგეყრება ვინმე, ვინც ბრალს გდებს, ან ცილს გწამებს, ან თუ სტუმრად გეწვევა ასეთი - გახარებული და კეთილი სახით შეეგებე და არაფერი უთხრა შენ წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2024, 05:02 PM

"წმიდა მამები ამბობდნენ: "ნუ შეგრცხვება შეაწყვეტინო ცილისმწამებელს, რადგან მისი მოსმენით თანამონაწილე ხარ ცილისწამებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2024, 01:53 PM

"არის კიდევ ერთი სახეობა ცილისწამებისა - ესაა ცილისწამება გარდაცვლილთა მიმართ. ჩვენს გვერდით მცხოვრებ ადამიანთა შეფასება მეტად არასაიმედოა, ხოლო მათზე მსჯელობა ზედაპირული და ცალმხრივი. ყოველივეს მიუხედავად დარწმუნებით განვიკითხავთ და განაჩენი გამოგვაქვს იმათთვის, ვინც ასწლეულის წინ ცხოვრობდა, ანუ არა მხოლოდ ცოცხლებს ვწამებთ ცილს, არამედ განსვენებულებსაც. სულიერი თვალსაზრისით ცილისწამება - ეს მკლელობა და ქურდობაა: მკლელობა ადამიანის კეთილი სახელისა და ქურდობა მისი ღირსებისა. ცილისწამებით მას მოყვასიდან უცხოდ ვაქცევთ, ჩვენს თავს მისი სიყვარულის საშუალებას ვტაცებთ, იმას, რაც ქრისტემ დაგვიწესა და მისტიკური მნიშვნელობით ძმათაკვლას ჩავდივართ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2024, 08:23 PM

იგავი ცილისმწამებელზე

"ერთ სოფელში ცხოვრობდა ორი მეზობელი - ლუკა და ილია. ლუკა ვერ იტანდა ილიას, რადგან ილია იყო მართალი, მშრომელი ადამიანი, ლუკა კი - ლოთი და ზარმაცი. სიძულვლით დაბრმავებულმა ლუკამ სასამართლოში დაასმინა ილია, რომ მან მეფეზე აუგად ილაპარაკა. ილია თავს იცავდა, როგორც შეეძლო, დაბოლოს, მიუბრუნდა ლუკას და უთხრა: "უფალი ღმერთი თვითონ გაამჟღავნებს შენს სიცრუეს ჩემ მიმართ". ილია სასამართლომ გაამწესა საპატიმროში, ლუკა კი დაბრუნდა სახლში. თავის სახლს რომ მიუახლოვდა, ტირილი შემოესმა სახლიდან. საშინელი წინათგრძნობისაგან ძარღებში სისხლი გაეყინა, ვინაიდან გაახსენდა ილიას წყევლა. შევიდა სახლში და ხედავს, მისი მოხუცი მამა ჩავარდნილა ცეცხლში და დაუწვავს თვალები და მთელი სახე. როდესაც ეს ლუკამ დაინახა, გაშეშდა. არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტირილი. გამთენიისას გავარდა სასამართლოში და გამოაცხადა, რომ ცილი დასწამა ილიას. სასამართლომ იმწამსვე გამოუშვა ილია, ლუკა კი დასაჯა ცილისწამებისათვის.

აი, მაგალითი, თუ როგორ შეუძლია შენს მოყვასს გამოაშკარავოს შენი ცრუ მოწმობა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)