IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> არამეული ენები
აკაკი
პოსტი Nov 8 2009, 03:45 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არამეული ენები

არამეული ენები (ܐܪܡܝܐ Ārāmāyâ) - სემიტური ენების ჯგუფიდანაა. წარსულში არამეული ენა ასრულებდა Lingua franca-ს (სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სალაპრაკო ენა) როლს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის იგი იყო სალაპარაკო ენა პალესტინაში, იესო ქრისტეს დროს. წარსულში არამეელებს უწოდებდნენ დასავლეთის სემიტურ ტომებს, რომლებიც მომთაბარეობდნენ დაახლოებით დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე. მათი ენა (უფრო სწორედ კი, მათი მონათესავე დიალექტები) ძალიან ახლოსაა ханаанейским ენებთან, კერძოთ ივრითთან. არამეელებს არასოდეს შეუქმნიათ ერთიანი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა მათი ენა იქცეოდა ძალიან ექსპანსიურად და შეუჩერებლად განაგრძობდა სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას. არამეული ასრულებდა Lingua franca-ს როლს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასირიასა და ბაბილონის სამეფოში მან ხმარებიდან ამოაგდო აკადური ენა. ისრაელსა და იუდეაში ელჩები და ვაჭრები არამეულად საუბრობდნენ. არამეული ენა განსაკუთრებით გაძლიერდა ახემენიდების (ძველი პერსიის მმართველების დინასტია) მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. VII-IV სს), როდესაც ის გახდა იმპერიის იფუციალური ენა. ელინისტურ ეპოქაში, არაბულ დაპყრობებამდე (VII ს.) არამეული წარმატებულად უწევდა კონკურენციას ბერძნულს, რომლის მნიშვნელობაც ისე ჩამოიტოვა, როგორც სხვა ადგილობრივი სემიტური დიალექტების.

დიალექტები

არამეული ენის ყველა ლაპარაკი და ვარიანტი შეიძლება გაიყოს ორ, დიდ ჯგუფად: სამხრეთარამეული (ისრაელის მიწები, გალილეა, დამასკი) და აღმოსავლეთარამეული (ცენტრალური სირია და ბაბილონი). ორივე დიალექტის დამწერლობის ძეგლები შემონახულია ივრითულ წყაროებში: თარგუმი, იერუსალიმის თალმუდი (დასავლური დიალექტი), ბაბილონის თალმუდი (აღმოსავლური დიალექტი). გარდა ამ დიდი ტექსტებისა, ასევე გვხდება უფრო პატარა, განსხვავებული ჟანრების დოკუმენტები.

ისტორია

ძვ.წ. II-I ათასწლეულებისათვის არამეული ენა გავრცელებული იყო თანამედროვე სირიის, ირანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე. პირველი არამეული ძეგლები ცნობილია ძვ.წ. IX საუკუნიდან. ისინი ნაპოვნია თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე. ქრონოლოგიის მხრივ არამეული ენები იყოფა ძველარამეულ, შუაარამეულ და ახალარამეულ პერიოდებად. ეს პერიოდიზაცია დაფუძნებულია შიდალინგვისტურ კრიტერიუმებზე და ზოგადად ემთხვევა არამეული ენების კლასიფიკაციას, რომელიც წარმოგვიდგინა გერმანელმა არამეისტმა კლაუს ბაიერმა.

ძველარამეული პერიოდი (ძვ.წ. XII საუკუნიდან ახ.წ. II საუკუნემდე):

* იმპერიული არამეული (VII-III სს ძვ.წ.)
* ბიბლიური არამეული
* იესო ქრისტეს არამეული


შუაარამეული პერიოდი (II საუკუნიდან 1200 წლამდე):

* სირიული
* იუდეურ-არამეულები

ახალარამეული პერიოდი (1200 წლიდან) - გამოიყენებოდა სასაუბრო ენად ახლო წარსულში. მიღებულია ახალარამეულის (ისევე როგორც შუაარამელის) ლინგვისტური ნიშნების მიხედვით დაყოფა ორ, აღმოსავლურ და დასავლურ ნაწილებად.

არამეული ენებისა და დიალექტების ერთობლიობა, რომელსაც იყენებდნენ და იყენებენ ებრაელები, ეწოდება ებრაულ-არამეული ენები, მიუხედავად იმისა, რომ შუაარამეული პერიოდისათვის, უმეტესად გამოიყენება ტერმინი იუდეურ-არამეული.

ძველარამეული პერიოდი

ძვ.წ. IX-VII საუკუნეების დამწერლობის ძეგლებს, უწოდებენ ძველთაძველ არამეულს. ძვ.წ. VII საუკუნის დასაწყისსა ძვ.წ VI საუკუნის დასაწყისისათვის, იგი გამოიყენება როგორც Lingua-franca ახალასირიულ და ახალბაბილონურ სახელმწიფოებში. ძვ.წ VI-IV საუკუნეების პერსიის იმპერიის ოფიციალურ ენად მიჩნეულია იმპერიული არამეული. მისი ძეგლები ცნობილია მთელს ახლო აღმოსავლეთში: ავღანისტანიდან ეგვიპტემდე, მაგალითად ელეფანტინას (კუნძული საბერძნეთში) პაპირუსების არხივი. ძველიარამეული ტექსტების საწერად გამოიყენებოდა არამეული დამწერლობა, რომელიც მომდინარეობდა ფინიკიური დამწერლობისგან.

შუაარამეული პერიოდი


ახ.წ. II საუკუნეში წარმოიქმნება ახალი ლიტერატურული შუაარამეული ენები, რომელებიც დაფუძნებულია იმ დროისთვის სალაპარაკო არამეულ ენებზე. მათი აღორძინება მიმდინარეობდა პირველ ათასწლეულში, ხოლო მათი შევიწროება გამოიწვია არაბულმა დაპყრობებმა და ზოგადად არამეული ენების განდევნამ, არაბულის მიერ VII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში დაუბრკოლებლად შევნიშნოთ არამეული ენების ორ, აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად დაყოფა, რომელიც, როგოც ჩანს ძველრამეულ პერიოდში წარმოიქმნა.

ყველაზე ცნობილი აღმოსავლურ არამეული ენები, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიასა და მესოპოტამიაში:

* კლასიკური სირიული ენა.
* ბაბილონური იუდეურ-არამეული ენა - ბაბილონის თალმუდისა და ბაბოლონური თარგუმების ენა.
* კლსიკური მანდეური ენა - მანდეური გაერთიანების სალაპარაკო და ლიტერატურული ენა. ამ დროისთვის ლევანტში გამოიტენება დასავლეთ-არამეული ენები.
* იუდეური არამეული ენა - ადრებიზანტიური ეპოქის ტარგუმების, თალმუდის და მიდრაშების ენა.
* ქრისტიანული არამეული ენა - ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანი ადრებიზანტიურ ეპოქაში.
* სამარიტიული არამეული ენა - სამარიტიული გაერთიანებების რელიგიური ლიტერატურის ენა.

ყველა შუაარამეული ენებში იყენებდნენ 22 სიმბოლოიან ანბანს. სირიულს და მანდეურს გააცნდათ განსაკუთრებული გრაფიკული შეხედულება. ბაბილონური იუდეური არამეული იყენებდა ე.წ. კვადრატულ შრიფტს, რომელიც წარმოიქმნა ძველარამეული კურსივიდან (დახრილი შრიფტი). ქრისტიანული პალესტინური არამეული ენა იყენებდა სირიულ დამწერლობას. სამარიტიული პალესტინური არამეული ჩაწერილია პალეოებრაული კურსივით. არაბების მოსვლასთან ერთად იწყება არამეულის დაჩრდილვა. მიუხედავად ამისა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, არამეული გამოიყენებოდა ბევრ ადგილას, სირიის ლიბანისა და ერაყის ტერიტორიაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და დღევანდელ დღემდე მოყოლებული არამეული ენის ებრაულ დიალექტზე იქმნებოდა და იქმნება ფართო რელიგიური ლიტერატურა. მათ შორის გალახალური (ტორაში, თალმუდში და სხვა მსგავს ნაშრომებში მოყვანილი კანონების ერთობლიობა) ნაშრომების დიდი ნაწილი. რამდენადაც ესეთი ნაშრომები განკუთვნილია შედარებით ვიწრო წრისთვის, მათთვის ვინც მიიღო კულტის მსახურების შესაფერისი განათლება, არამეული ენის სოციალური სტატუსი ძალიან მაღალია ებრაული ორთოდოქსული გაერთიანებებისთვის.

ახალარამეული ენები

ახალარამეულ პერიოდში შემორჩენილია არამეული ენების დაყოფა აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად.

დასავლეთის ჯგუფში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ენა.

* დასავლეთის არამეული ენა - გავრცელებულია ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის სირიის სამ სოფელში, დამასკის ჩრდილოეთით. სამივეგან არსებობს სხვადასხვა დიალექტი, ეს დიალექტებია მალულა, ბახა და ჯუბადინი. შემორჩენილია ამ ენაზე მოლაპარაკე 1-2 ათასი ადამიანი.

აღმოსავლური ჯგუფი წარმოდგენილია ახალარამეული ენების დიდი რიცხვით, რომლებიც გავრცელებული იყო XX საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთისა და ირანის იმპერიების ფარგლებში, ძირითადად ქურთულ ენაზე მოლაპარაკეთა შორის: დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, ერაყის ჩრდილოეთში, ირანის ჩრდილო-დასავლეთში და სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში. ცალკეული ჯგუფები სახლობენ ქურთისტანის მოშორებითაც, კერძოდ სომხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ხუზისტანში და ერაყის სამხრეთში. აღმოსავლურ ახალარამეულ ენებეზე მოსაუბრეები გამოირჩევიან იმით, რომ მიეკუთვნებიან ახლო აღმოსავლეთის რელიგიურ უმცირესობებს: ქრისტიანებს, იუდეველებს და მანდეელებს. მეოცე საუკუნის განმავლობაში აღმოსავლურ ახალარამეულ ენაებზე მოსაუბრეების დიდი ნაწილი ან განადგურდა, ან იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, უმეტესად ევროპაში (შვეიცარია, გერმანია), აშშ-ში და რუსეთში (მათ შორის ამიერკავკასიაში). ახალარამეულ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი XX საუკუნისთვის შეადაგენდა 400 ათასს. აღმოსავლეთ არამეული ენების საერთო რიცხვი უცნობია. ისინი იყოფა სამ ქვეჯგუფად:

* ტუორიოს ენა და მისი მსგავსი დიალექტი მლახსო - თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში (მარდინის პროვინციის მთიან რეგიონ ტურ-აბდინში), რომელზეც ლაპარაკობს 70 ათასი ადამიანი (მათი უმეტესობა ცხოვრობს ტურ-აბდინის გარეთ, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში);
* ახალარამეული ენა - მანდეების სალაპარაკო ენა. შემორჩენილია რამოდენიმე ათეული ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისა, ქალაქ ახვაზში (ირანულ ხუზისტანში), ასევე ერაყის სამხრეთში;
* ჩრდილო-აღმოსავლური არამეული ენები - მოიცავს ათეულობით ენას, ამ ენებზე მოსაუბრეები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ვერ უგებენ. ამ ენების რიცხვი შემცირდა XX საუკუნეში, გენოციდისა და ამ ენებზე მოსაუბრე ადამიანების მასობრივი მიგრაციების გამო. ამ ენებიდან ერთერთზე - ურმიულ ახალარამეულზე - XIX საუკუნეში შეიქმნა (თანამედროვე) ასირიული (ახალსირიული) ლიტერატურული ენა, კალსიკური სირიული ენის ლექსიკის გამოყენებით. ის გახდა სალიტერატურო ენა აღმოსავლეთარამეულ ენაზე მოსაუბრეთათვის. სარგებლობს სირიული დამწერლობით.

ტიპოლოგიური დახასიათება

არამეული ენების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი არამეული ტექსტია შემორჩენილი, მაგრამ ყველა მათგანი არის საკმაოდ მოკლე. მოკლე ტექსტები გვაძლევს საშუალებას ენის იდენტიფიცირებისა, მისი ფონეტიკის შესწავლისა და გარკვეულწილად ფორბოლოგიისაც, მაგრამ რაც შეეხება სინტაქსსა და სიტყვების მარაგას, ისინი ნაკლებად პროდიქტიულები არიან. მართლაც ფართო და მდიდარი ლიტერატურა წარმოდგენილია ან იუდეურ-არამეულ ენაში (დანიელის წიგნების ნახევარი და ეზდრას წიგნები ძველი აღთქმიდან, ორივე თალმუდი, ამასთან ერთად ისინი დაწერილია სხვადსხვა დიალექტზე, ასევე წიგნი ზოარი, რომელიც დათარიღებულია უფრო გვიანი ეპოქით, თარგუმი და რავინისტული ლიტერატურა, რომელიც განაგრძობს გაფართოებას), ან სირიულ (ახალი და ძველი აღქმის, ბიბლიის, ქრისტიანული ლიტერატურის დიდი ნაწილის, ისტორიული ქრონიკებისა და პოეზიის ნიმუშების თარგმანები) ენებში.


დიდ მადლობას ვუხდით ავტორს, რომელმაც სტატიის რუსული ვერსიიდან მოგვაწოდა ქართულად ნათარგმნი ვერსია!

საავტორო უფლებები: loler


სტატია ვიკიპედიაზე: http://bmu.li/saC
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 9 2009, 07:27 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ამ თემას არ გააგრძელებთ? : )

არამეული დამწერლობის ნიმუში მაინც დაგვიდეთ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loler
პოსტი Nov 9 2009, 08:09 PM
პოსტი #3


ზაალ
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 8-November 09
წევრი № 7,702



ქევანა

რუსულ ვიკიპედიაზე რაც იყო ის გადმოვთარგმნე და დანარჩენი თქვენაც დაამატეთ smile.gif

პატარა დაზუსტება

ციტატა
ханаанейским ენებთან


ხანაანეისტურ ენებთან (ხანაანეისტურ დიალექტებზე ლაპარაკობდნენ პალესტინაში, როდესაც იქ გმოჩნდნენ ებრაელები, ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეული).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 9 2009, 11:16 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ქევანა
მამაო ჩვენო არამეულად:

IPB-ს სურათი

მაგრამ ეს ბეჭდურია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 02:41 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვფიქრობ ეს თემა უნდა განვითარდეს.... ეს სტატია, რომელიც პირველ პოსტშია ერთმა ადამიანმა თარგმნა, ადრე იყო ფორუმზე, სპეციალურად ამ ფორუმისათვის... ახლა ვიკიპედიაშიც სწერია..
ავტორია: loler-ი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 23 2012, 04:43 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
როგორ განვავითარო...
აზრზზე არ ვარ მაგის...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 04:45 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M
მე უკვე "ვფლობ" სინტაქსს, მორფოლოგიას... biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 23 2012, 05:10 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე უკვე "ვფლობ" სინტაქსს, მორფოლოგიას...

უყურე შენ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 23 2012, 05:35 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ციტატა
ханаанейским ენებთან


ხანაანეისტურ ენებთან (ხანაანეისტურ დიალექტებზე


ამის შესწორება როგორ გამომრჩა:

ქანაანურ ენებთან!


რუსებს "ქ" ასობგერა არ აქვთ : D


პ.ს. როგორც იქნა ლათინურის სწავლა დავიწყე ^^ თსუ-ს სახელმძღვანელოთი biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 09:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი