რძალ-დედამთილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რძალ-დედამთილი |
ggg320 |
Mar 16 2015, 02:00 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 16-March 15 წევრი № 14,044 |
დამლოცეთ, მამაო.
ხუთი წელია დაქორწინებული ვარ. ჩემი გამზრდელი დეიდა (იგივე დედა) თავიდანვე არ იყო კეთილგანწყობილი ჩემი ცოლის მიმართ. ამაში თვითონ ჩემმა ცოლმა და მისმა მშობლებმა უდაოდ დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ჩემი ცოლი თვენახევარი გაქცეული იყო თავის მშობლებთან, რაც ჩემი ბრალიც იყო, უდაოდ. მოკლედ, ეს ცოლი მობრუნდა და შემდეგ მეორე შვილი შეგვეძინა, ეს ცოლის მშობლებიც როგოღაც დაწყნარდნენ. მაგრამ ცოლის დაბრუნების შემდეგ დედა გამექცა. წელიწადნახევარია სოფელში ცხოვრობს. ამ ცოლის გამო ვერ მიტანს. ისეთ გესლიან რაღაცეებს მეუბნება, რომ ყურმილის დაკიდების შემდეგ ხტუნვას ვიწყებ სიმწრისა და უღონობისგან. ეს რომ ვუთხარი სულ ეს გაცოფდა. მისი აზრით, მე ვარ არაკაცი, ნაგავი, ჩემი მირთმეული ნაყინი მისთვის შხამია, ბრმა ვარ რადგან ცოლმა ჯადო გამიკეთა, ქალის იქით ვერაფერს ვხედავ. მე ვეხვეწები, რომ გამიღიმოს, თუნდაც არაკაცს. ვეუბნები, როცა აღარ იქნები მაშინაც მეყოფა რომ ვერ დაგინახავ, გთხოვ მომეცი უფლება, რომ გხედავდე, დაბრუნდი სახლში-თქო. ამას რომ ვეუბნები, სულ გიჟდება. მე კიდევ ვერ გავიგე რა ვქნა: ეს ჩემი ცოლი მიყვარს და შვილები ხომ საერთოდ. მე უნდა ვუპატრონო მათ, ვერ გავაგდებ, არც უფლება მაქვს და არც შემიძლია (ამიტომ არ ვარ ვაჟკაცი, დედის აზრით). მაგრამ მე დედაც მინდა. ნამდვილი დედა გარდაცვლილი მყავს. ეს დედა (დეიდა) ცოცხალია, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ტკივილი და სიმწარე მოაქვს. დავიღალე სულ ხვეწნის და დამცირების მდგომარეობაში ყოფნით. ბოლო არ ჩანს, თორემ კიდევ გავაგრძელებ ხვეწნას. არადა ეს ადამიანი ხომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის. იქნებ მითხრათ, რა უნდა მოვითმინო და რა არა. და თუ არ უნდა მოვითმინო, მაშინ რა ვქნა. მადლობა ყურადღებისთვის. |
KAMO |
Dec 23 2015, 05:48 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 4-March 08 წევრი № 4,081 |
დამლოცეთ, მამაო. ხუთი წელია დაქორწინებული ვარ. ჩემი გამზრდელი დეიდა (იგივე დედა) თავიდანვე არ იყო კეთილგანწყობილი ჩემი ცოლის მიმართ. ამაში თვითონ ჩემმა ცოლმა და მისმა მშობლებმა უდაოდ დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ჩემი ცოლი თვენახევარი გაქცეული იყო თავის მშობლებთან, რაც ჩემი ბრალიც იყო, უდაოდ. მოკლედ, ეს ცოლი მობრუნდა და შემდეგ მეორე შვილი შეგვეძინა, ეს ცოლის მშობლებიც როგოღაც დაწყნარდნენ. მაგრამ ცოლის დაბრუნების შემდეგ დედა გამექცა. წელიწადნახევარია სოფელში ცხოვრობს. ამ ცოლის გამო ვერ მიტანს. ისეთ გესლიან რაღაცეებს მეუბნება, რომ ყურმილის დაკიდების შემდეგ ხტუნვას ვიწყებ სიმწრისა და უღონობისგან. ეს რომ ვუთხარი სულ ეს გაცოფდა. მისი აზრით, მე ვარ არაკაცი, ნაგავი, ჩემი მირთმეული ნაყინი მისთვის შხამია, ბრმა ვარ რადგან ცოლმა ჯადო გამიკეთა, ქალის იქით ვერაფერს ვხედავ. მე ვეხვეწები, რომ გამიღიმოს, თუნდაც არაკაცს. ვეუბნები, როცა აღარ იქნები მაშინაც მეყოფა რომ ვერ დაგინახავ, გთხოვ მომეცი უფლება, რომ გხედავდე, დაბრუნდი სახლში-თქო. ამას რომ ვეუბნები, სულ გიჟდება. მე კიდევ ვერ გავიგე რა ვქნა: ეს ჩემი ცოლი მიყვარს და შვილები ხომ საერთოდ. მე უნდა ვუპატრონო მათ, ვერ გავაგდებ, არც უფლება მაქვს და არც შემიძლია (ამიტომ არ ვარ ვაჟკაცი, დედის აზრით). მაგრამ მე დედაც მინდა. ნამდვილი დედა გარდაცვლილი მყავს. ეს დედა (დეიდა) ცოცხალია, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ტკივილი და სიმწარე მოაქვს. დავიღალე სულ ხვეწნის და დამცირების მდგომარეობაში ყოფნით. ბოლო არ ჩანს, თორემ კიდევ გავაგრძელებ ხვეწნას. არადა ეს ადამიანი ხომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის. იქნებ მითხრათ, რა უნდა მოვითმინო და რა არა. და თუ არ უნდა მოვითმინო, მაშინ რა ვქნა. მადლობა ყურადღებისთვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th April 2024 - 04:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი