მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
guest |
Feb 28 2008, 04:12 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
"დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,
რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა, მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში..." |
KAIROS |
Mar 1 2008, 04:08 AM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თემას ვაგრძელებ და ველი აქტიურობას, მხოლოდ შედარებები, და მხოლოდ ნაწყვეტები...
თბილია მედეა კახიძის ეს სტროფები: მედეა კახიძე ბები წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი, როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე, ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი, გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე. .... ქეთევანი მე ვითმენ წამებას დიდხანს და ყელში მობჯენილ კივილს, რამეთუ ნაშენი ვიყავ ქართული მიწით და კირით. ქოქოლას მაყრიან მძევალს, ვიწვი და მაინც არ ვგმინავ, ასევე სჭდავდნენ ძველად ცეცხლში ხალიბები რკინას. მე ჩემს სიზვიადეს ვენდე, ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა… ეგრე, დედოფალო, ეგრე, ცოტაც და, იწყება ზეცა... ......... ჩემი მიწის სადღეგრძელო ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე საქართველოს საოცნებო გზები, გრძელი, როგორც ჩვენი მრავალჟამიერი, ხვავრიელი, როგორც პურის ძნები. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Mar 1 2008, 05:14 AM
პოსტი
#23
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
KAIROS
მიხარია ისევ რომ განახლდა ეს თემა, იმედია აწი მაინც შევუნარჩუნებთ სახეს. არ გადავასხვაფეროთ... შედარება ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტროპის სახეებს შორის : ) . სწორად და ლამაზად შერჩეული შედარებები რამხელა ემოციურობას მატებს ნაწარმოებს. : ) ზემოთ გალაქტიონზე ჭილაძეზე დოჩანაშვილზე ვისაუბრეთ, გოგლაზე რა აზრის ხართ? ბრწყინვალე შედარებებს ქმნიდა. ვფიქრობ ლეონიძის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ტროპის ამ სახეს მეტაფორასა და განპიროვნებასთან ერთად. მიყვარს გოგლა განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი აქვს : ) "რამდენი წვიმა ჩამოიცალა, რამდენი წვეთი, რამდენი ცვარი... მაგრამ გული არ გამოიცვალა და სიყვარული არი, არც არი... ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო, ხან იფანტება, როგორც ნაცარი, ხან აყვავდება, როგორც ღიღილო, ხან ჩამოდნება, როგორც ანჩხარი, ხან ჩუმად არი.., თითქოს არც არი... მაგრამ გვსურს იგი კვალად ვიხილოთ, თუმც გვახსოვს მისი ნაავკაცარი. ხან კი ჩაგვივლის ველურ კივილით, როგორც დამლეწი სალმანასარი! მაშ, ვთქვათ სახსრების ყველა ტკივილით, ამწვარ ლოყაზე ცრემლის ნაცვარით; "ერთხელ ვიხილოთ" დავიღიღინოთ, ჰეი, არი და... ვგონებ, არც არის." ან თუნდაც ეს... მე გული წმინდა ვერცხლივით ხალხის წინაშე ვატარე, უმისოდ შუქი, ვერც სხივი, სიტყვას ვერ გამოვატანე! ჩემი უსაყვარლესი ლექსი,ყივჩაღის პაემანიც ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ............................................. მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები... როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... კიდევ უამრავიაა, უჰ, უძლიერესია გოგლას შემოქმედებაც, მისი ექსპრესიული გამონათქვამები მხიბლავს... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Mar 1 2008, 12:18 PM
პოსტი
#24
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მადლობა ქეთუ
ახლა ესენი საერთოდ დაუვიწყარი და უკვდავი შედარებებია: ციტატა შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. ესაა ხელოვნება, საძროხე ქვაბიდან ასეთი ლამაზი შედარების გამოყვანა არ გინდა ციტატა როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები... როგორც ეს ნიკოლოზ ბარათაშვილი მერანი მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი! ეს უკვდავი შედარებებია, ქართულ ენას შერწყმული და შეისისხლხორცებული... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
T I K O |
Mar 1 2008, 03:55 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ქეთუ
გიორგი ლეონიძის შედარებები მართლა ძალიან ორიგინალური და მძაფრია. მეც ძალიან მომწონს იორის ღამე მთვარე შრიალებს ფიჭვივით დაუსრულებელ ოხვრაში, ამოდის კოხტა ბიჭივით ცისკარი ახალ ჩოხაში. კახეთი ..ციაგის ციალს აჰყვება შუქი შორეულ შუქურთა და გამოჩნდება სამშობლო, როგორც მოჭრილი ჩუქურთმა… …დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი, წანანდლის გედის გალობა... ..დაღისტნის მთები, გაშლილი, ვით უკვდავების გუჯარი. ესეც ჩემი უსაყვარლესი ლექსიდან, "ღამე ივერიისა ": ისევ აყვავდა გული ვარდივით, და ისევ მინდა შენზე დავწერო... ტოროლასავით შეფრინდი გულში ...ტოროლასავით დაჰქროლავ გულში, რომ სულს წამითაც არ მიეძინოს. "როგორც ფანდური უზარმაზარი გოლიათისგან აჟღერებული მღერის შავი ზღვა მკერდის ზანზარით აჩქეფებული, აღვირებული.“ უცნობ ქალს კაბარეში ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე, დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება... -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
abo |
Mar 1 2008, 04:37 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ხვლიკისფერია განთიადისას სვეტიცხოველი
”დიდოსტატის მარჯვენა” გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი ”ტერენტი გრანელი” საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა ” ვაჟა” მეტაფორების კორიანტელი შეიძლება დააყენოს ქართველმა კაცმა... -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
Mar 3 2008, 03:33 AM
პოსტი
#27
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეტაფორების კორიანტელი შეიძლება დააყენოს ქართველმა კაცმა... ოოო, დიდი მადლობა ბატონო აბო, ძალიან ორიგინალური და სწორედ უკვდავი მეტაფორები მოიყვანეთ, სამივე მიყვარს და სამივე თან დამდევს ხოლმე, ხან სად გამახსენდა და ხან სად დაწერეთ კიდევ, გელით! თიკო, ძალიან კარგი ნაკრებია, ძალიან ციტატა ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე, დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება... მოდი მეც ლეონიძეს გავაგრძელებ... "ცისარტყელა ბრიალებდა ვით ხოხობის ყელი“ ....... ,,ღვინიან ჯამში ნარგიზივით მთვარე ჩავარდა’’. .......... "მთვარე გომბორზე წაიქცა - რძით გავსებული ტაგანი’’. ....... და ბოლოს: ,,ცა ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სული ასდიოდა’’. გაზაფხულის შემოსვლას გილოცავთ ფორუმელებო იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Mar 3 2008, 09:35 AM
პოსტი
#28
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
არაჩვეულებრივი ლექსები აქვს ლეონიძეს, საოცარი შედარებებით, მიყვარს ძალიან.
თემურის ხანძართ ნატისუსალი... გიორგი ლეონიძე. მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში, თამარის სახის დასადარელი. მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში... ფოთლის არხევას არსად არ ელი... უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა, _ თემურის ხანძართ ნატისუსალი, _ თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა და ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!.. KAIROS ციტატა გაზაფხულის შემოსვლას გილოცავთ ფორუმელებო მადლობა, გაიხარე, ასევე შენც გილოცავ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
T I K O |
Mar 7 2008, 06:22 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
თიკო, ძალიან კარგი ნაკრებია, ძალიან კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" სავსეა არჩვეულებრივი შედარებებით, მეტაფორებით, ეპითეტებით და ა.შ. ახლა რამდენიმე შედარებას დავწერ, რომლებიც მომწონს: "იდგა მელქისედეკი ამაყად, თავაწეული და გაუდრეკელი, როგორც სეფედროშა გამარჯვებული ლაშქრისა." "ჯიხვის რქასავით მოდრეკილი მთვარე, ზედ დანათოდა ხატისტყეს." "ყოველი მისი სიტყვა მტკიცე იყო, როგორც სპილენძი, და სწორედ ისე, როგორც თრიაქი შეუმჩნევლად მოედება ხოლმე გულს, ძარღვებში სისხლს ააჩქროლებს, აზვავდება ოცნება, ქვიშის კიბეს მიადგამს ცას, ასე დაეუფლა იგი სპილენძივით მტკიცესა და თრიაქივით დამათრობელს, სალმასურის ჯაჭვივით ელვარე ქართულ სიტყვას და შეატოქა იგი აგრეთვე მშვენიერსა და აგრეთვე ვაჟკაცურს ბერძნულს." "ხევს გადაღმა, სადაც ქარაფის კიდეს შურივით აჩნდა ხევიდან ამომავალი ბილიკის ტოტი..." "ჰარილესავით რბილი იყო მისი სხეული, მისი სუნთქვა - ამო, როგორც ზაფხულის ჰაერი ვენახებში, როცა ფშატი ჰყვავის ხოლმე ვაზებსა და ყაყაჩოებს შორის." "ეს ყოველივე კარგად ესმოდა არსაკიძეს, ამიტომაც ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს." -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ქევანა |
Mar 8 2008, 04:18 PM
პოსტი
#30
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა გოგლაზე რა აზრის ხართ? ბრწყინვალე შედარებებს ქმნიდა. ოოოოო, ხატოვან სიტყვა თქმაში ლეონიძე ერთ-ერთი შეუდარებელია... მისი ენა მიყვარს... ჯადოსნური ძალა აქვს მის სიტყვებს... "წიგნი კი არა ჟრჟოლა ხარ.." ამ სიტყვებზე მეც მივლის ჟრუანტელი... "საბრალონი"-დან არის ეს ნაწყვეტი.. კოზეტს უკავშირდება.. ბავშვს რომ ტყეში წყალზე გაუშვებენ.. ეხლაც მეტირება ხოლმე... *** "თავბრუს დამსხმელია ეს სიბნელე. ადამიანს სინათლე უნდა. ვინც ბნელში შევა, გული შეეკუმშება და შეწუხდება. თვალი რომ ბნელს შესცქერის - გონება ირევა. მზის ან მთვარის დაბნელებაში, ღამის ჭვარტლისფერ გაუმჭვირვალობაში საშიშროება არის. ძალიან გულმაგარიც რომ იყოს, ტყეში ვერავინ გაივლის ღამით მარტო, რომ კანკალი არ მოერიოს. მოულოდნელს გვიქადის წყვდიდი და ბუჩქნარი. ქიმერიული სინამდვილე გველანდება თვალით მიუწვდომელ სივრცეში,..." "აპოკალიპსივით შეუგნებელი არის ტყე და პატარა ბავშვის გულისფანქცალი ისევე სუსტად ქრება იქ, როგორც სულთმობრძავის კვნესადუმილი.." -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Mar 8 2008, 05:05 PM
პოსტი
#31
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა "წიგნი კი არა ჟრჟოლა ხარ.." ამ სიტყვებზე მეც მივლის ჟრუანტელი... ვახ მაოცებთ პირდაპირ, მართლა დამაჟრუანტელებელი სიტყვებია საბრალონიდანაც კარგი ნაწყვეტებია, ეს კი ნიშანია იმისა, რომ ამ თემაშიც უნდა გავიხსნათ უცხოური ლიტერატურისათვის -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
Mar 8 2008, 07:44 PM
პოსტი
#32
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
"თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი..
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...." გალაკტიონი როცა ცუდად ვარ, სულ ეს მახსენდება ხოლმე. პ.ს. "დაღლილი" როგორ არ მოუხდებოდა არა? "დაღალული", რაღაცნაირია, თბილი, დაყვავებით თქმული...თანაგრნობით სავსე -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
KAIROS |
Mar 18 2008, 04:13 AM
პოსტი
#33
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დღევანდელი ჩანაწერი ლამაზი შედარებებისა მინდა მივუძღვნა ახლადშესვენებულ, საყვარელ პოეტს ანა კალანდაძეს
ანა კალანდაძე არაბი ხარ? ... როგორც ია თავდახრილი ბუჩქის ძირას, მორცხვი ხარ და როგორ გშვენის კდემა დიდი... .... ანა კალანდაძე ბოშა ქალი და რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ........ ზოგი მისი მთელი ლექსები მთლიანად ულამაზესი მეტაფორა ან შედარება ბროწეულები მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს ბროწეულებზე: იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ ჩვენი გულები... ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით დაქანცულები პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ ბროწეულები! 1959 ............... ფოთლები... ფოთლები... ატირდნენ მთები და ლამის მეც ავტირდე, ნაძვები დაღონდნენ და მეც, მეც ვღონდები... მოწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები... ხეთ ხელი აღაპყრეს და ღმერთი ადიდეს, მაგრამ უჩვეულო კვნესით და გოდებით მოწყდნენ და გაფრინდნენ, გაფრინდნენ, გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები... 1945 * * * აჰა, განქარდა ყოველივე ესე ციური, ამაოების კვლავ აჩრდილმა გული განკვეთა... ახლა, შენ აღებ ცივ დარბაზებს ჩემი სულისთვის და... მწუხარების სახლში მიწვევ, სასოწარკვეთავ! 1969 * * * ბაღში ისევ ტირიფების ლოდინია, ხანგრძლივი და უსასრულო ლოდინი... ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის... მთა კვნესის და ცაიც გულდაკოდილია, ჩემო კარგო, მტკვარიც გულდაკოდილი... ხეივნები მოდიან და მოტირიან, ქარი მოდის და ხეივნებს მოსტირის... 1945 .......... შრიალებს ღოლოს მინდორი, მაღონებს მისი შრიალი, ვით მზის მიდრეკა დასავალს, ვით სინანული გვიანი... ........ შორია თამარ მზის ღიმილი აღაჩინა ცამან, ვარდს აღმოხდა ხმაჲ საოცარი: ფეხშიშველი მიდიოდა თამარ... დედოფალო, საით მიიჩქარი? ძოწისფერად ირიჟრაჟა ცამან და პეპელას აღვიძებდა ქარი... მდუმარ იყო, ნაღვლიანიც იყო... მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში... ........... ჩემი საყვარელი სიტყვები და ლექსი ... შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ….,...... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Mar 19 2008, 04:42 AM
პოსტი
#34
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ციტატა დღევანდელი ჩანაწერი ლამაზი შედარებებისა მე კი დღეს ისევ ჭილაძეს გავაგრძელებ, უკვე ასიათსჯერ ვთქვით და ალბათ კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ რომ ჭილაძე ძალიან ძალიან ღრმაა დაძალიან ძლიერი... შედარებები ულამზესად აქვს გაკეთებული ამ ლექსშიც... "...ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილები აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები. და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს, ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს. მაგრამ დღეები სადღაც გარბოდნენ და სიჩქარეში სხვები დალოცეს. და როგორც მთვარის თეთრი ნაფოტი - მე შენი სული მედო თაროზე. როგორც ყველაზე ძლიერი ხატი, ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი და მე შემეძლო მეხილა ცხადად, რა იგულისხმა ბუნებამ შენში." -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
KAIROS |
Mar 19 2008, 05:39 AM
პოსტი
#35
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს. ჭილაძის ლექსების კითხვა რომ დავიწყე, ალბათ უფრო ასაკის გამოც ერთერთი პირველი იყო ეს რამაც "ვაუ" მათქმევინა და კიდევ ეს: "და სკამზე, როგორც ნანადირევი, ეკიდა შენი ლამაზი კაბა" მმააგგარია! რაღაც მსგავს ხასიათზე ვარ ამ ლექსს დავდებ; მთლიანად შედარებაა... მზე ზღვასთან ზღვაში მზე ჩადის... მეწამულდება ზეწრად გაკრული თეთრი ღრუბლები, ყური დაუგდე, გესაუბრება ჩემი მზე, როგორც ის ალუბლები. მრავლის მნახველი გაოცდა წყალიც, როცა გააპე შენი სხეულით, შენი ფერებით ტალღაა მთვრალი, კვლავ გიბრუნდება ბევრჯერ მსხვრეული. ალბათ იცვალა ფერი ქვიშამაც, რომ დაიტოვოს შენს ფეხთა კვალი; ქარმა მძინარემ თმები გიშალა? არ დაგიმალავ, ეს მე ვარ ქარი! ის მეწამული მზეც ჩამავალი, შენს ლურჯ თვალებში გულია ჩემი, ის ტალღაც შენით რომაა მთვრალი, იცოდე, ფიქრი, ცრემლია ჩემი. ქვიშაც, რომელსაც თელავ და გათბობს, და ვინც ამბორით გეკრობა ტანზე, ეს მე ვარ ისევ, ვერ გტოვებ მარტოს, შენი ტრფობა, ხომ კლდეს ქვიშად აქცევს. სიომ გეფერა თუკი დღეს ღამით, ან მთვარემ თუკი ჩუმად შეგხედა... იცოდე, მე ვარ, მოვედი წამით, მხოლოდ დაგხედავ, მეტს ვერ შეგბედავ! ....... ეს ჭილაძე არ იყო ხანდახან კარგია რომანტიკა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Mar 19 2008, 11:53 AM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გამომდინარე ჩემი ბუნებიდან, მე უფრო ცინიკური ლექსები მომწონს
პ.ს. ომარ ხაიამი მაგალითად.... პ.პ.ს. ეს რობაი უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმადაც ომარ ხაიამი მიიპატიჟა ნადიმზე შეიხმა, პასუხად ომარმა ეს რობაი გაუგზავნა: Лучше впасть в нищету, голодать или красть, Чем в число блюдолизов презренных попасть. Лучше кости глодать, чем прельститься сластями За столом у мерзавцев, имеющих власть. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
T I K O |
Mar 19 2008, 04:06 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
არაჩვეულებრივი პოეტების არაჩვეულებრივი შედარებები:
გალაკტიონი "...გავქრე ისე როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება..." "...დედაო ღვთისავ,მზეო მარიამ როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე..." გიორგი ლეონიძე "...ვით მეთავთავე ქალები ჰკრეფენ ყანის ნამკალში პურის თავთავებს, ისე ვკრეფ ხალხში სიტყვის ნაფერფლებს, და ალბათ, დიდხანს ვერც მოვათავებ..." ლადო ასათიანი "ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა” მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსი შედარებებითაა სავსე. განსაკუთრებულად მომწონს... საოცრად აღწერს ბუნების სურათს....თვალწინ დაგიდგება. სახლი თავწაწყვეტილი ქათამივით ფართხალებს ვერხვი... ქარი ბრმასავით ეხეთქება ხან რას და ხან რას... მოულოდნელად ქვემეხივით გავარდა მეხი და ლაშქარივით გაენართხა მიწაზე ყანა. შუაეზოში გაბარჯღული კაკალი ღელავს: ღობეს ტოტები ტალღებივით ასკდება კაკლის... თავშესაფარის ძებნაშია გარშემო ყველა, — ყველაზე უფრო მძაფრად ახლა იგრძნობა სახლი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
KAIROS |
Apr 2 2008, 03:47 AM
პოსტი
#38
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გალაკტიონი ესეც ასე, დავბრუნდი ამ გენიას რა ამოწურავს? ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი როცა ამ ლექსს ვკითხულობ სულ ჩემს ავატარს გავხედავ ხოლმე ......... ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები – საღამო კანკალებს შიშით და რიდობით, საღამო ნელდება და კვდება ვარდები... მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!.. ......... არსებობის გული იყო ფიქრების ვალსი, იდგა რკალები წყალზე, არ ასვენებდა ღამეს ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე. ............ გაოცდა უფრო მე არ მასვენებს ბაიის ბგერა და ანგელოსთა ნაზი პროფილი,თვალები ლურჯი, დალალი ქერა, ბაგე – ატმებად გადაპობილი. ........... გურიის მთები ...როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი! ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს… წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება, დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება. და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით... .............................. დროშები ჩქარა! გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა... დროშები ჩქარა! ............................. გაგრძელება უსაზღვროდაა იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კელა |
Apr 19 2008, 01:26 AM
პოსტი
#39
|
mari ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 18-April 08 წევრი № 4,588 |
ციტატა ოთარ ჭილაძე! ვშორდებით... ყოველ წუთს ვშორდებით... და აკრძალული სევდის ტოტებით ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს, თუმცა არ შერჩა აზრი არაფერს: არც ერთგულებას და არც მოლოდინს რადგან გმრებად დავრჩით ბოლომდის და ვერც ვიგრძენით, რომ გვექცა მხარი, რომ სული ვგვემეთ და არა ლეში და ის სისუსტე ჩავკალით ჩვენში, რითიც ძლიერი იყო და არის ადამიანი. -------------------- "არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
|
KAIROS |
Apr 19 2008, 05:52 AM
პოსტი
#40
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კარგია ჭილაძე
ციტატა აკრძალული სევდის ტოტებით ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს, ამაზე კოლაუ ნადირაძე გამახსენდა... "... ღვთისმშობელის მოგრძო თვალები უმანკო სევდით ამოვსებული." ( ეს აშკარად ქაშუეთის ღვთისმშობელია) უცნაური ხალხია პოეტები: ნახეთ გალაკტიონი, "ჰაერი ლურჯი აბრეშუმია..." ან ეს: შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა, არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა. სასტიკია სული უამინდოთა, განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა? შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით, ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით? 1916 მოკლედ მაპატიეთ და გალაკტიონზე მაქვს ჩაციკვლა , მისი მსგავსების გამო მიმიზიდა უნგარეტიმ (მეზობელ თემაში "უცხოურ ლიტერატურაში" ვწერ ხოლმე მასზე), იქნებ ეპოქა იყო ასეთი? რევოლუციები, ომები, მსხვრევა-შენაბა? რას გაიგებ, გენიოსები კი დაიბადნენ და... აბა ამის დამწერი ვინაა სხვა? ( ეს ლექსი მაშინ გამახსენდა , როცა პირველად ვნახე წმ.პეტრეს ტაძარში მიქელანჯელოს "პიეტა" დატირება ...) შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია, მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოსი, სანთლის ელვარება ხატებს შელეკია, იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი. მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები, კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი, უკვე დაიღუპა ყველა შენდარები, შენდა დაგშთენია გამოსათხოვარი. 1922 .... იხარეთ და იაქტიურეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი