ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Nov 16 2006, 01:21 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვეფხისტყაოსანი ეს სასწაულია, მეტს ვერაფერს ვიტყვი ჩემი საყვარელი აფორიზმი კი ესაა: "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არ საქმე არ იქმნების"..
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Nov 16 2006, 01:27 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა სწადდეს, შე-ცა-გხვდების!
წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ! ცან, ცნობანი მიაფერენ, "სიყვარული აღგვამაღლებს", ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ შენ არ ჯერ-ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ! ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმეთი ღმერთად იგი გახდის წამის-ყოფით, ერთსა ასად, ასსა ერთად! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mogzaura |
Nov 16 2006, 02:46 PM
პოსტი
#4
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
''ღმერთო, ღმეთო მოწყალეო,არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა,რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა,ზღვათა ღელვა,ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე,გმსახურებდე,შენდა მსხვერპლსა შესწირვიდე".
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ქავთარაძე |
Nov 16 2006, 04:22 PM
პოსტი
#5
|
დაურეგისტრირებელი |
Sexvewili
ვეფხისტყაოსანი ეს არის ყველაფერი კაცობრიობის შესახებ , შოთა რუსთაველი კი არის გენიოსი და ზოგადად საქართველოს უდიდესი საუნჯე , აბა სომხებს ვკითხოთ? |
მარიამი |
Nov 16 2006, 11:05 PM
პოსტი
#6
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
შეხვეწილი
ჩემთვის ვეფხისტყაოსანი იმდენად დიდია, იმდენი შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო, წინასწარ ვიცი, რომ მაგდენი დრო არ მექნება და ამიტომ ვარ ჩუმად წაკითხული მაქვს არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის დამთავრების შემდეგაც რამდენიმეჯერ და უდიდესი სიამოვნებით. პ.ს. კარგია რომ გამახსენეთ, კიდევ წავიკითხავ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
mogzaura |
Nov 16 2006, 11:56 PM
პოსტი
#7
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
სკოლის პერიოდში კი,მას მერე აღარ
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
zura.b.g. |
Nov 17 2006, 03:23 AM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 30-August 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 131 |
http://file015r.mylivepage.com/chunk15/171....exe?2401193657
აი ეს ნახეთ .ლამაზადაა. როცა გადმოწერთ წერტილი და exe მიაწერეთ(ეს ვინც არ იცის ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ წაკითხული არ მაქვს -------------------- |
ალექსანდრე |
Nov 17 2006, 05:22 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნიდან
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Irine |
Nov 17 2006, 12:38 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
"ხსოვნა არა ჟამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა"
* * * "ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს" -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ნიკოლოზ_V |
Nov 20 2006, 08:42 PM
პოსტი
#11
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს
----- თუ არ მოგყვეს სიყვარული, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადეს, ბოლო ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს. უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია. უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინც ორგულია. -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
teo.. |
Nov 23 2006, 10:07 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
ვეფხისტყაოსანს ტაბუ და მტვერი კი არ უნდა დავადოთ, ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ, მაგრამ როგორ უნდა ვაქციოთ ასეთად, როცა არც ტელევიზიიით და არც ინტერნეტით, რომლითაც ძირითადად ვსარგებლობთ, არცერთ საიტზე და არცერთ სატელევიზიო არხზე ვეფხისტყაოსანს არ ასწავლიან. წიგნს კი ვიღა კითხულობს დღეს. ასე, რომ თუკი ვინმე გამოხტება და ვეფხისტყაოსანს დაუწყებს ლანძღვას, უფლებაც აღარ გვაქვს, საპირისპირო ვუთხრათ, რადგან ასეთ ხალხს ჩვეულებრივ ჩვენზე მეტჯერ აქვთ წაკითხული თუნდაც არასწორად, მაგრამ მაინც ჩვენზე მეტჯერ და ყურადღებით, მათ მხრივ ნალანძღი ვეფხისტყაოსანი. ეს იმას გავს, იაღოველებმა რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უკეთ ზეპირად იციან წმინდა წერილი, ჩვენ კი არ ვკითხულობთ. მაგრამ როგორც კი ხმას ამოიღებენ, მზად ვართ გავუსწორდეთ. ჩემი გულისტკივილი იმან გამოიწვია, რომ მეგონა ეს თემა ასეთი მშრალი არ გამოვიდოდა. მინაწერი ბოდიშს ვიხდი, ამ კითხვისთვის, რაც ახლა უნდა დავსვა, მაგრამ წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით მაინტერესებს რამდენს გვაქვს ვეფხისტყაოსანი წაკითხული თავიდან ბოლომდე? ვეფხისტყაოსანი ეს ისეთი გენიალური ნაწარმოებია, რომლის თარგმანიც კი მიუღებელია ჩემთვის, უდიდესი აზრი, რითმა და ის სული რომ არ დაიკარგოს რაც ამ უდიდესმა პიროვნებამ დაგვიტოვა... მე პირადად ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე საქართველოში და წილად მხვდა ბედნიერება რუსთველოლოგია გამევლო. ახლა კი რა ხდება საქართველოში?! აკრძალეს და გააუქმეს ძველი ქართული ენის გამოკვლევა, (იმ ენაზეა საუბარი რომელიც ლაზარეს აღდგინებასთან არის დაკავშირებული), გააუქმეს რელიგიის ლექციები და რუსთველოლოგიის კათედრა, ჩვენი ეგრეთწოდებული განათლების მინისტრის თქმით ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები შეთითხნილი, მოგონილი ზღაპრებია არ არსებული პიროვნებებით! რომლითაც ახალგაზრდობა ჩლუნგდება... ნუთუ მე განვიკითხავ ახლა და ვცოდავ??? აარ! ეს არის ის საშინელი სიმართლე რომლის გამოც ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ! ჩვენი სიჩუმე ამ სიტუაციაში მხოლოდ ფარისევლობის ტოლფასი იქნება და მათ ბინძურ საქმეებთან თანაზიარი. ეს კი არამარტო ურწმუნოებსს მანიშნებელია, არამედ ისტორიის უცოდინარობისაც ! აი საქართველოს და ქართული სულის დაკნინების უდიდესი საწყისი... შოთა რუსთაველის ეს პოემა ხომ უდიდესი ლოცვაა, ღვთის შემეცმნებაა... რად ღირს თუნდაც ეს სიტყვები:- "ჰე, ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდილმდე წასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წარსატანისა..." ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო პატივისცემით თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
დათიკო |
Nov 24 2006, 02:53 PM
პოსტი
#13
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა გააუქმეს რელიგიის ლექციები და რუსთველოლოგიის კათედრა პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც არის რელიგიათმცოდნე - ქალბატონი რუსუდან წიქვაძე და ის ამჟამად კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში. რუსთველოლოგიის კათედრა კი რამდენადაც ვიცი ფუნქციონირებს და მუშაობს. საიდან იცით ეს ინფორმაცია? ციტატა ჩვენი ეგრეთწოდებული განათლების მინისტრის თქმით ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები შეთითხნილი, მოგონილი ზღაპრებია არ არსებული პიროვნებებით! რომლითაც ახალგაზრდობა ჩლუნგდება.. მაინტერესებს, ეს თქვენ მოისმინეთ მისგან რომელიმე ინტერვიუში, თუ სადმე გაზეთში წაიკითხეთ რაიმე პუბლიკაცია? მაინტერესებს საიდან ასეთი დამაჯერებელი ინფორმაცია? |
teo.. |
Nov 24 2006, 08:35 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც არის რელიგიათმცოდნე - ქალბატონი რუსუდან წიქვაძე და ის ამჟამად კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში. რუსთველოლოგიის კათედრა კი რამდენადაც ვიცი ფუნქციონირებს და მუშაობს. საიდან იცით ეს ინფორმაცია? მაინტერესებს, ეს თქვენ მოისმინეთ მისგან რომელიმე ინტერვიუში, თუ სადმე გაზეთში წაიკითხეთ რაიმე პუბლიკაცია? მაინტერესებს საიდან ასეთი დამაჯერებელი ინფორმაცია? ეს ინფორმაცია ისევ საქართველოდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისგან ვიცი, იმ ხალხისგან რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველი ერის მეცნიერულ აღორძინებაში. ნუთი თქვენ არ გაგიგონიათ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების შესახებ როცა სტუდენტ-მასწავლებლები გამოსვლებს და მიტინგებს აწყობდნენ? არა მგონია რომ ჩემთვის ამ ხალხს ცრუ ინფორმაცია მოეწოდებინათ და უმსგავსო არარსებული ფაქტების გამო ამხელა აღშფოთება გამოეხატათ. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, მაგრამ სულით და შეგნებით ქართველი, მინდა გითხრათ რომ საქართველოდან ჩამოსული საშვალო დონის მოსწავლე აქ პირველია სკოლაში თავისი განათლებით, კულტურით და მსოფლ-მხედველობით. და აქვე დავამატებ, რომ საქართველოში ამერიკული სასწავლო სტრუქტურის შეტანა არასახარბიელო იქნება (საერთო მაჩვენებლის მიხედვით). მე ვისურვებდი რომ ჩემი შვილი საქართველოში აღიზარდოს, გაიზარდოს და ადამიანად, პიროვნებად ჩამოყალიბდეს... და თუ უფალი ინებებს შესაძლო მე აქედან უფრო გამოვადგე საქართველოს ... თქვენ ბრძანებთ რომ ამჟამად მიმდინარეობს რელიგიის შესწავლა სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც რაც მეტად სასიხარულო ინფორმაციაა ჩემთვის, ეტყობა ხალხის ძალა მაინც ძალაშია და მადლობა უფალს. რაც შეეხება იმას თუ მე საიდან შემექმდა აზრი განათლების მინისტრის შესახემ , გეტყვით გარდა მოსმენილი ინფორმაციებისა მე მას პირადად შევხვდი და ველაპარაკე ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს. პატივისცემით თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
mr_morrison |
Nov 25 2006, 04:19 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს თუ რას გულისხმობდა შოთა რუსთაველი როცა ტარიელს და ავთანდილს მზეს ადარებს და საერთოდ მათი აღწერისას, მე არ მგონია რომ მაინცდამაინც გარეგნობას გულისხმობს, იმიტომ რომ გარეგნობის შესაფასებლად ძალიან გადაჭარბებული შედარებებია(ცუდად არ ვგულისხმობ). მითუმეტეს ტარიელი ინდოელი იყო და ავთანდილი არაბი და მზესავით როგორ ანათებდნენ.თქვენ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამაზე მაინტერესებს(ამას ირონიულად არ ვამბობ)
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
marine |
Dec 1 2006, 02:41 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონი.."
"გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან; რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შეხვეწილი |
Dec 8 2006, 01:07 PM
პოსტი
#17
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!” -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Dec 8 2006, 01:47 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nino varadashvili |
Dec 8 2006, 03:23 PM
პოსტი
#19
|
nolllllmnmmn ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 5-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 398 |
ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად
მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად, მითხრა: ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარ ღირდეს არცა ჩირად! უკომენტაროდ... -------------------- "იყავნ ნება შენი"
|
ana-musika |
Dec 14 2006, 12:41 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 14-December 06 წევრი № 686 |
მეგონა აბიტურიენტობის მერე ,,ვეფხისტყაოსანს" აღარ წავიკითხავდი, მაგრამ ძალიანაც მომენატრა და ჩავუჯექი თავიდან
,,ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!" აი, ეს მიყვარს ყველაზე ძალიან -------------------- [size=7][b]დრუხჩ:P
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი