ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
გლახა |
Nov 25 2006, 01:31 PM
პოსტი
#41
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
solomony
თანამედროვე ენაზე ვერ იგებს ხალხი მეტროს სესასვლელ გამოსასვლელი რომელია და ხომ წარმოგიდგენია ძველი ენით როგორ გაიგებდა.... |
A L U B A L A |
Nov 26 2006, 12:13 AM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
ზნაჩიტ,სწორია შამპანური და არა შამპანიური
პანიატნა? კარგი,ვხუმრობ,არ გაბრაზდეთ,ისე,გრამატიკა აღარ გამაგონოთ,ეგ საგანი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა და მაინც ვსწავლობდი გამაწამა |
zura.b.g. |
Nov 26 2006, 02:02 AM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 46 რეგისტრ.: 30-August 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 131 |
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები. ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. მართლაა? თამარ თქვენც ამოწმებთ? -------------------- |
თამარი |
Nov 26 2006, 05:46 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მართლაა? თამარ თქვენც ამოწმებთ? იცი, ეს შეცდომა იმდენადაა დამკვიდრებული, რომ ყველას უკვირს. სწორი ვარიანტი კი თითქოს უცხოდ ჟღერს. იმდენად მიჩვეული ვართ ამ შეცდომას, ასე გვესმის ტელევიზიიდანაც და ახალი ჟურნალ-გაზეთებშიდანაც უმეტესად ასე ვკითხულობთ. ჩემი დამოწმება გინდა თუ მეორე თამარის? დარწმუნებული ვარ, ისიც დამემოწმება. თუ მაინც არ დაიჯერებ, მე გამოგიგზავნი ქართული გრამატიკის და მართლწერის სახელმძღვანელოს თავისი პატარა ლექსიკონით. მაქვს ელექტრონული ვერსია. საქმე იმაშია, რომ როცა გვაქვს "ე"-ზე დაბოლოებული სახელი, მაგალითად ხე, მრავლობითში გვექნება ორი ე - ხეები. მაგრამ სხვა შემთხვევაში ორი ე შეცდომაა. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Nov 26 2006, 06:26 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ციტატა ჟურნალ-გაზეთებშიდანაც აქ "შ" ზედმეტია. უნდა იყოს ჟურნალ-გაზეთებიდანაც. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 27 2006, 01:19 AM
პოსტი
#46
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო! ”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან. თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, თუმცა უნდა მაპატიო, ახლა შენს ნაწერს შეგისწორბ. 1. სავსებით გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ''ხალხში'' ნ-ს გაჩენა მაინც ნართანიანს გავლენაა და მთალდ უხეშ შეცდომად არ მიიჩნევა, განსაკუთრებით ლიტერატურაში: პოეზია-პროზაში 2. ახლახანს არ არის მართებული ფორმა, ვამბობთ ახლახან, ს-ს გარეშე 3. სადღაც აქვე დაწერე ''საქმე იმაშიოა'', რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ეს ფრაზაც შეცდომათა რიგშია იმედია, არ მიწყენ, პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რადგან შენმა ნაწერმა რამდენიმე შენიშვნის დამატების საშუალება მომცა, ეს კი სხვათა სასარგებლოდ გამოგვადგა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 27 2006, 05:19 PM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, თუმცა უნდა მაპატიო, ახლა შენს ნაწერს შეგისწორბ. 1. სავსებით გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ''ხალხში'' ნ-ს გაჩენა მაინც ნართანიანს გავლენაა და მთალდ უხეშ შეცდომად არ მიიჩნევა, განსაკუთრებით ლიტერატურაში: პოეზია-პროზაში 2. ახლახანს არ არის მართებული ფორმა, ვამბობთ ახლახან, ს-ს გარეშე 3. სადღაც აქვე დაწერე ''საქმე იმაშიოა'', რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ეს ფრაზაც შეცდომათა რიგშია იმედია, არ მიწყენ, პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რადგან შენმა ნაწერმა რამდენიმე შენიშვნის დამატების საშუალება მომცა, ეს კი სხვათა სასარგებლოდ გამოგვადგა გაიხარე! ეს თემაც ალბათ, იმისთვის გახსენი, რომ ნასწავლი და დაღეჭილი კი გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვევაში გვაქვს არასწორი ფორმების ხმარება. რა უნდა მეწყინოს, პირიქით, როგორც კი რამეს შემამჩნევ, დაუნდობლად მამხილე. ამ "ს"- ების ხმარებას მაინც ვერ ვიშლი. მაგალითად ძლივს გადავეჩვიე ჩვენსკენ, შენსკენ, ჩემსკენ - ფორმებს. განმარტებისთვის ვიყვი, რომ "კენ" არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული. ნაცვალსახელების ბრუნებისას ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი "ს" არ გვაქვს. ამიტომ სწორი ფორმებია - ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ. საქმე ისაა, რომ ეს ბოლო შეცდომაც, ალბათ, შეკითხვიდან გამომდინარეობს - "რაშია საქმე?" თუ კიდევ შევცოდე, იმედია, ძვირფასი სეხნია გამისწორებს. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 27 2006, 09:08 PM
პოსტი
#48
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
გაიხარე! ეს თემაც ალბათ, იმისთვის გახსენი, რომ ნასწავლი და დაღეჭილი კი გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვევაში გვაქვს არასწორი ფორმების ხმარება. რა უნდა მეწყინოს, პირიქით, როგორც კი რამეს შემამჩნევ, დაუნდობლად მამხილე. ამ "ს"- ების ხმარებას მაინც ვერ ვიშლი. მაგალითად ძლივს გადავეჩვიე ჩვენსკენ, შენსკენ, ჩემსკენ - ფორმებს. განმარტებისთვის ვიყვი, რომ "კენ" არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული. ნაცვალსახელების ბრუნებისას ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი "ს" არ გვაქვს. ამიტომ სწორი ფორმებია - ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ. საქმე ისაა, რომ ეს ბოლო შეცდომაც, ალბათ, შეკითხვიდან გამომდინარეობს - "რაშია საქმე?" თუ კიდევ შევცოდე, იმედია, ძვირფასი სეხნია გამისწორებს. მეც გამისწორეთ ხოლმე, თორემ ისე გამოდის, მე ვარ ყოვლისმცდონე, არადა ასე სულაც არ არის გაიხარე, თამარ, ასეთი დახმარებისთვის სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ ამ თემის გამო ვიჭყიტები უკვე აქ და გულს მიხარესბ ყოველი ახალი ნაწერი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Nov 27 2006, 10:32 PM
პოსტი
#49
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები. ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. მოიცა ახლა, "ხეები" და "ხეები"-ა სწორია და "ვიღაცები"-ც სწორია?ეს კი დიდი სიახლე იყო... ნეტა ეგრეა? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Nov 27 2006, 10:34 PM
პოსტი
#50
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მოიცა ახლა, "ხეები" და "ხეები"-ა სწორია და "ვიღაცები"-ც სწორია?ეს კი დიდი სიახლე იყო... ნეტა ეგრეა? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ისე ამბობ, როგორც გინდა.... სწორია ისე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ვალერი |
Nov 28 2006, 12:11 AM
პოსტი
#51
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ძალიან გამიხარდა ასეთი თემის გახსნა. მემგონი არავის ეწყინება ერთმანეთსაც რომ გავუსწოროთ შეცდომები.
ზოგჯერ "მასწავლებლებს" თავადაც გვეშლება ხოლმე მეც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს. მნათე "ზევითა პოსტს, რომ შევეხმიანო" მემგონი აქ "," არაა საჭირო, როგორც მე ვიცი "რომ" აკავშირებს ორ წინადადებას.წინადადება სრულყოფილი რომ იყოს აუცილებელია ის შეიცავდეს ზმნას.ხოლო ზემოთ ნახსენებ წინადადებაში მხოლოდ ერთი ზმნაა. ე.ი. აქ "," საჭირო არაა . ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც "რომ"-ის წინ მძიმე არ იწერება. ძალიან ხშირად მესმის: "დახურე კარები." არადა საუბარი მხოლოდ ერთ კარზეა. სწორია: დახურე კარი. შეცდომაა: ხვალე. სწორია: ხვალ. შეცდომაა: აკვრია სწორია: აკრავს. შეცდომაა: მითქვია, მინახია. სწორია: მითქვამს, მინახავს. შეცდომაა: ავღწერო. სწორია: აღვწერო. შეცდომაა: ეხლა. სწორია: ახლა ჯერ ეს იყოს და მერე თუ გავიხსენე, კიდევ დავწერ. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
მანანა |
Nov 28 2006, 03:53 AM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები. ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. ამავე ტიპის შეცდომას ვაწყდებით ფორმაში: რეებს ლაპარაკობ? სწორი ფორმაა რაებს. რა + მრავლობითის ნიშანი "ებ". გამოგიგზავნი ქართული გრამატიკის და მართლწერის სახელმძღვანელოს თავისი პატარა ლექსიკონით. მაქვს ელექტრონული ვერსია. თამარ, ეს სახელმძღვანელო რომ აგეტვირთა აქვე ფორუმზე მგონი ურიგო არ იქნებოდა, ყველას გამოგვადგება! წინასწარ მადლობა |
kato_Bato |
Nov 28 2006, 11:41 AM
პოსტი
#53
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
თამარ, ეს სახელმძღვანელო რომ აგეტვირთა აქვე ფორუმზე მგონი ურიგო არ იქნებოდა, ყველას გამოგვადგება! წინასწარ მადლობა მართალია! თამარ ძალიან გთხოვთ -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თამარი |
Nov 28 2006, 02:35 PM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
აუცილებლად, ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ჯერ უნდა ვიპოვნო და უახლოეს მომავალში ავტვირთავ.
-------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 28 2006, 11:37 PM
პოსტი
#55
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
აუცილებლად, ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ჯერ უნდა ვიპოვნო და უახლოეს მომავალში ავტვირთავ. ზუსტად რა ჰქვია და ვინ არის ავტორი? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 29 2006, 12:27 AM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ა, ბატონო! მგონი სწორად ავტვირთე.
http://up.aqache.com/?act=download&fid= http://dade.ge/?code=1164757094JLFP40S6JU -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Nov 29 2006, 12:39 AM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
აი ბოლოს კი, მგონი აიტვირტა! აბა თქვენ იცით, ხვალ გამოკითხვა გვექნება!!! ახლა გამახსენდა კიდევ ერთ გავრცელებული შეცდომა, რომლის გამოც, დარწმუნებული ვარ, ისევ გამომიჩნდებიან ოპონენტები. ვგულისხმობ სიტყვებს - მომგებიანი, წამგებიანი, რომლებიც ნაწარმოებია სახელებიდან - მოგება, წაგება. ჰოდა, სწორი ფორმებია მოგებიანი, წაგებიანი. აბაა! -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 29 2006, 01:25 AM
პოსტი
#58
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ა, ბატონო! მგონი სწორად ავტვირთე. http://up.aqache.com/?act=download&fid= http://dade.ge/?code=1164757094JLFP40S6JU გაიხარე ავტორი ვინ არის, შენ? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 29 2006, 02:01 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
გაიხარე ავტორი ვინ არის, შენ? ავტორი - ა.ზარდალიშვილი. ცნობარისთვის გამოყენებული ლიტერატურა მითითებულია ბოლოს. ქართული ენის მოკლე ორთოგრაფიული ლექსიკონიც მქონდა სადღაც და ვეღარ ვპოულობ. თუ გამოჩნდა სადმე, იმასაც მოგაწვდით. ისე, პატარა ლექსიკონი ჩვენც შეგვიძლია შევადგინოთ. მაგალითად: ადრესანტი - წერილის გამგზავნი ადრესატი - წერილის მიმღები ადოპტაცია - მცირეწლოვანი ბავშვის შვილად აყვანა. ადაპტაცია - შეჩვევა გარემოსთან თუ სურვილი გაქვთ, გააგრძელეთ... -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მანანა |
Nov 29 2006, 06:50 PM
პოსტი
#60
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
აი კიდევ ერთი ბმული:
http://web.sanet.ge/meskhitb/lexicon/ ნიკო ჩუბინაშვილი ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ, სისტემისაებრ საბა-სულხან ორბელიანისა. 1812-1825 წწ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი