პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
marine |
Nov 15 2022, 01:37 PM
პოსტი
#2881
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნოემბრის თვეში
აცივდა... მალე თოვლიც მოგვივა, დაფარავს ტყეებს თეთრი მანდილი, ვინ იცის, იქნებ მეც ფოთოლი ვარ, ნოემბრის თვეში ჩამოვარდნილი. მითხრეს, რომ წვიმდა თურმე იმ ღამეს და რომ ნისლმა და ქარმა დამხედეს, მე დავიბადე ნ ო ე მ ბ რ ი ს ც ა მ ე ტ ს და ერთი ვარდიც არ დამახვედრეს. დღეს შემოდგომის მზით დაფერილი, მიმქრალი შუქი ადგას მთა-გორებს და ქარი, როგორც იუველირი, ალვის ოქროვან ფოთლებს აგროვებს. როს სული ჩემი სიმშვიდეს ჰპოვებს და დამადგება მწუხრი ბატონად, იტყვიან, მისთვის შეწირულ პოეტს სამშობლომ როგორ ვერ უპატრონა. აცივდა... მალე თოვლიც მოგვივა, და ტყეს დაფარავს თეთრი მანდილი, ვინ იცის, იქნებ მეც ფოთოლი ვარ, ნოემბრის თვეში ჩამოვარდნილი. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2022, 12:17 PM
პოსტი
#2882
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საღამო ანანურთან
ნელა შემოხსნის აპრილი კარებს და სერებს მწვანე ტერფით დაივლის, ანანურს იქით - ახალი მთვარე, ანანურს აქეთ - ვაშლის ყვავილი. ახლოს - ია და ლორთქო ბალახი, შორს - ფშავის მთები, ჩამობინდული, არაგვი გდია, როგორც კალმახი, მთვარის ნემსკავით ამოზიდული. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 21 2022, 09:16 PM
პოსტი
#2883
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არ დაიჯერო...
არ დაიჯერო, თითქოს მაკლიხარ, არ დაიჯერო, თითქოს გინატრე, შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით, შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე. ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა, ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს, რად ვერ ამჩნევენ, რომ მზეებივით, შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს. როგორ თქვეს ჩემზე: ცხოვრობს ეულად და გულზე დარდებს იკრავს ღილივით, სასაცილოა, რად ვერ შენიშნეს ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი. უკვირთ, აღმართზე მყარად რომ მივალ, მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს, სასაცილოა, როდესაც ვტირი, ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ. მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით, მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ, ლექსებად მაინც გადავაქციო. /ლელა გაბური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 3 2022, 12:52 PM
პოსტი
#2884
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
და მტრედებივით ელოდება გუმბათი ფიფქებს….
ეშვებიან და დაცემამდე უსკდებათ გული, ბედნიერებას ერთნაირად ვერასდროს ითმენ, ყველა სხვაგვარად ისაკუთრებს, ესმის და უვლის… მოდის თოვლი და მოდის, მოდის ფიქრი და დარდი…. ნეტავ სადა ხარ, ან როგორი ზეცა გახურავს… ო, ღმერთო ჩემო, თოვს კი არა, სასტიკად ბარდნის… ოღონდ შენს თავზე ჩემი მხრები გადამახურა!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 11 2022, 08:57 PM
პოსტი
#2885
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
,,და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე,
ან ვისთან რა გაქვს დასამალავი. სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის და შენც გახსენი შენი ფიქრები, რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ იცხოვრო, როცა აღარ იქნები." ოთარ ჭილაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 5 2023, 11:03 PM
პოსტი
#2886
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
მოვარდა ჟამი მზის ამბოხების, ცხრა იადონი გულში მიგალობს, სადმე უეცრად თუ შემომხვდები, გთხოვ, სიხარული არ დამიშალო. გამოვასწარი ქარს და რა მიშავს, არ გაიოცო და არც დაიბნე, თუ ჩემმა მზერამ რამე განიშნა, ან ბაგეებმა გითხრეს რაიმე. შენ ხარ მზესავით დამსხმელი რეტის, ჩემი მიმქრალი სისხლის ამკლები, მოწონებაზე ათასჯერ მეტი და სიყვარულზე ოდნავ ნაკლები. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2023, 09:19 PM
პოსტი
#2887
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
მე შენ მიყვარხარ და გულში მყავხარ, ვიცი, ეს ლექსიც მეპატიება, სუნთქვის ბოლომდე ნეტავი შევძლო შენი ცრემლების მონანიება! და ამის შემდეგ იქნებ გავებდო, ღვთისკენ სავალი გზების ძიება, მჯერა, ცოდვიანს სამოთხის კართან თვით პოეზიაც მეპატიება. /ვალერიან წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2023, 08:37 PM
პოსტი
#2888
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
"ეს შემოდგომაც მიიწურება და ამის შემდეგ ზამთარი მოვა, ხეებს ფოთლები ჩამოსცვივდება, დარი დაიკლებს, იმატებს თოვა, დედა ბუნება დაიძინებს და გამოაცხადებს სამთვიან გლოვას, სახლში ბუხარი აგიზგიზდება, საკვამურიდან დაიწყებს ბოლვას, მერე ჩამოყრის ცა თეთრ ფანტელებს, გადაათეთრებს ველებს და მთა-ბარს, ზამთრის ღრუბელი უშიშრად ცხელ მზეს, ჩამოუფარებს დროებით ფარდაგს, ირგვლივ სამყარო ძილს მიეცემა, დღე მოიკლებს და იმატებს ღამე, ყინვას მეფობა გადაეცემა, და მზეზე დიდხანს ენთება მთვარე, ეს შემოდგომაც მიიწურება, გაბატონდება ყველგან ავდარი, სამყარო თეთრად დაიბურება კარს შემოგვიღებს ცივი ზამთარი". /ვალერიან წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2023, 08:53 PM
პოსტი
#2889
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მთელ სამყაროს შემოქმედო, უფალო ღმერთო,
ვწუხვარ, რომ შენი სიყვარული არა მქონია, ................................................... გმადლობ, რომ ზოგჯერ გულს ვაყოლებ ლექსების წერას, თუმცა მე რას ვწერ? ესეც შენგან გადმოვიწერე" /ვალერიან წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2023, 01:39 PM
პოსტი
#2890
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XX საუკუნის გამორჩეული ღვთისმეტყველის ვლადიმირ ლოსსკის სიტყვით, ადამიანი იმისთვის იბადება, რომ "ღვთისათვის პოეტი" იყოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2024, 09:32 PM
პოსტი
#2891
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლექსები ჩემი ბედისწერაა და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის"
/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 9 2024, 03:42 PM
პოსტი
#2892
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ლღვობა
ტლანქი და მრუმეა დეკემბერი, პეშვით მიზოგავს აქა-იქ სხივებს, დაუმჩნევიათ ხეებს ნეკნები, როგორც შემცოდეთ იგრძნეს სიშიშვლე. ცივ ჰაერს ოდნავ, სუნთქვით ვეხები, მოვაკოწიწებ სხეულში სითბოს, ტაძარში წმინდა ხატებს ვემთხვევი, გაყინულ სულში ლღვობას შევიგრძნობ. ეხლა დრო არის "შემოკედლების" სამყარო გახდა მიუსაფარი, ღამეებს ავრცობს ეს დეკემბერიც და გამოცრეცილ ზამთარს ამკაცრებს. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 03:19 PM
პოსტი
#2893
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიმოზები (ყვითელი)
მზეა მიმოზების, ყვითელი ბრდღვიალებს! სინათლე მომეცით, ყველა მსურს მიყვარდეს, ძნელია, უყურო უგულოდ მიმოზებს, თითქოს რომ გაბრწყინდნენ, თითქოს რომ ილოცეს. ზედ სულზე მაყრიდნენ სურნელის სიცოცხლეს, სად უნდა წახვიდე ღმერთში არ იწვოდე, ბავშვური სიწრფელით გული ჩამიკოცნეს, სულ "გასხივოსნდნენ" და ხელი მომიწოდეს. ო, როგორ ამშვიდებს "სიყვითლე" მიმოზებს, მათ გადამარჩინეს, მზე გამომიზოგეს. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 09:31 PM
პოსტი
#2894
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თეთრი ბალერინები
ზამთარი არის შეფიქრების, ცა სითეთრეში იტალღება, ჰაერში ფიფქთა წერილები შესაყვარებლად იგზავნება. წამწამის ქიმზე მადნებოდა ფანტელის თოთო საფანელი, ირგვლივ სისპეტაკე ნათდებოდა, გულში ვნებივრობდი საქანელით. რაღაც მიხაროდა ცრემლებამდე, აღარც სევდა იყო, აღარც ფიქრი ირგვლივ ცეკვით თრთოდა ცერებამდე ყველა "ბალერინა" თოვლის ფიფქის. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 09:50 PM
პოსტი
#2895
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
მოჟამულ დილას სახე საბნისქვეშ ჩავმალე, ხეებს თავები შხაპუნა წვიმით დაბანეს, სულის შუშაზე ლოცვები ავაკამკამე, ბეღურები კი პაწია თვალებს ნაბავდნენ. ეხლა ყოველი დაეძებს სახლის ჭერსა და საფარველს, წკაპაწკუპით და წვეთ-წვეთად წვიმა თავს მიწას აბარებს. ცის გადაწიეთ ფარდები, მზის სხივი შემომახარეთ, თორემ ეს წვიმა დათვრა და მეც ყანწით მასმევს ალავერდს. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2024, 02:49 PM
პოსტი
#2896
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხე დახუნძლული ბეღურებით
ხელში ამიტატა დედამიწამ, შემომაბზრიალა, ირგვლივ დატრიალდა ზეცა გუმბათებით გაბადრული, მზეც ამობრიალდა, ისე უთენია დილა ადრიანად, გულის ქოხში იშვა ღვთის უსასრულო სული დარბაზული. ტოტების სიშიშვლე შეიხუნძლა ბუთქი ბეღურებით, რაღაც იდუმალი, მშვენიერი, ირგვლივ დაპენტა, ასე მონუსხული ვიდექი და დიდხანს შევყურებდი, ხმამაღლა მინდოდა მეკისკისა და სული ამომეთქვა. ბრუნავს დედამიწა და თავის მკავლებში ისევ მაბზრიალებს, მისთვის ციცქნა ვარ და მეც ამ თვალსაწიერს ძნელად ვეგუები, მაგრამ როცა გიყვარს აღტაცების ქროლვა ისე გაგიტაცებს, თუნდაც გიხარია, ტოტზე დახუნძლული ბუთქი ბეღურები. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2024, 03:03 PM
პოსტი
#2897
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მაისმა
ღაწვ-შეფაკლულმა მაისმა, ბუდის ბარტყივით ჩამისვა, ჯეჯილის მომცა წამწამნი, ბაგე-ხავერდი ვარდისა. მერცხლებით გამახალისა, გვირილის ბეჭდით დამნიშნა, ფერუმარილი წამისვა ცისა და იასამინისა. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2024, 03:19 PM
პოსტი
#2898
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ზამთარიც ხომ გაზაფხულია
დაყუდებულან ლოცვებივით სიბრძნის წიგნები, როგორ იტევენ "უდაბნოდან მოსეს გამოსვლას..." ჯერ სიყვარულის ულუფებით გამოვიზრდები, და მიჯნურობის სიბრძნეს ვკითხავ "ვეფხისტყაოსანს" სულ, გამუდმებით საუბრობენ ჩემი თითები, რომ უნებლიედ შეხვედრა სჯობს, ვიდრე "არმოსვლა"... ზამთარი რაა? ერთ დროს კვირტია განაშვილები, ის გაზაფხულია! მხოლოდ თავი "მოისალოსა". /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2024, 02:43 PM
პოსტი
#2899
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
აჰა, გავკაფე სულის ვენახი, ნაყოფად ერთი კითხვა დავტოვე: სად დავმდგარიყავ რომ დაგენახეთ - მე, ჩემი ღმერთი და სიმარტოვე? რომელ მწვერვალზე უნდა ამეგო ჩემი ციხე და შენი ტაძარი, რომ ერთხელ, ერთხელ მაინც გაგეგო - ზეცა კი არა, მთაც ვერ დავძარი ამ სიყვარულით, სულის ვენახებს ხსოვნის მტევნებად რომ შეატოვე... სად დავმდგარიყავ, რომ დაგენახეთ - მე, ჩემი ღმერთი და სიმარტოვე?! /თათია მთვარელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 29 2024, 10:11 PM
პოსტი
#2900
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თქვენი მონა-მორჩილის დაწერილი ახალი ლექსი
*** გულში შენი სიყვარული ფეთქავს, ანგელოზთა გუნდი ტაძარს გივსებს, მე შენთან ვარ, მაშინაც კი როცა, განგმირული ფერდი გტკივა ისევ. აგტკივდება იარები ყველა, როცა ცოდვას კარს გავუღებ ფართოს, შენ ჩემთან ხარ, მაშინაც კი როცა, სულის ფიქრებს განუწყვეტლივ ათოვს. იქით, სადაც გოლგოთაა ახლა, შენს ნატერფალს გავუყვები გზაზე, მაცხოვარო, განგმოსავენ სამოსს, ეკლის გვირგვინს დაგადგამენ თავზე. აბა, როგორ ავარიდებ თვალებს ამ ტკივილებს, ჩემში გადარგულებს, მაშინ როცა ჩამოგხსნიან ჯვრიდან, დაგიკოცნი ტერფებს, ხელისგულებს. დამუნჯებით მტკივა ყველა ძვალი, შეიძლება ენამ მეტი ვერ თქვას, ყველა ცოდვა მაპატიე, ღმერთო, გულში შენი სიყვარული ფეთქავს. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი