რატომ იუდეველთაგან? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ იუდეველთაგან? |
თემო |
Jul 15 2008, 03:19 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა დრო როდესაც ყველა ერები ერტ ენაზე საუბრობდნენამაზე წმინდა მამები წერენ რამეს? ფაქტია რომ როცა საუბარია "მოხდა ენათა გაყოფა და აღრევა" ესეიგი მანამდე ერთი ენა იყო თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რა აირეოდა? და დაიწყო ხალხმა გაუცხოება ერთმანეთტან ენატა არევის გამო |
ნათია |
Jul 15 2008, 03:22 PM
პოსტი
#22
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემო
ციტატა ფაქტია რომ როცა საუბარია "მოხდა ენათა გაყოფა და აღრევა" ესეიგი მანამდე ერთი ენა იყო და რა ენაზე საუბრობდნენ მანამდე? იქნებ სულ სხვა მნიშვნელობით წერია და ჩვენ პირდაპირი გაგებით ვიღებთ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Jul 15 2008, 03:23 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა საინტერესოა, სანამ გოდოლს ააშენებდნენ მანამდე ხომ არ იყო ერებად, ენებად დაყოფა? ჩვენ ვამბობთ რომ რატომ მაინცდამაინც იუდეველებიო... მაშინ იუდეველებში ყველა ხომ არ მოიაზრებოდა, თუ კონკრეტულად ებრაელები? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგ პერიოდში მე მგონი ურის ტომი არსებობდა საიდანაც (ურიელები) წარმოდგა და ესენი იყვნენ შემდგომში იუდეველები, თუ არ ვცდები. |
afxazi |
Jul 15 2008, 03:24 PM
პოსტი
#24
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ნათია
ციტატა მაინტერესებს, სულ პირველად მხოლოდ ერთი ერი იყო? ებრაელები? ნათ ამას კონკრეტულად ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ებრაელი ერი როგორც ერი ჩამოყალიბდა ეგვიფტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. ბაბილონის გოდოლამდე ნოეს ამბავია გასახსენებელი და თუ ის თუ რომელი შვილი დაიწყევლა და რომელი შვილი გახდა დალოცვილი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
Jul 15 2008, 03:30 PM
პოსტი
#25
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
afxazi
იუდა და იუდეველები ბუკვალური დამთხვევაა? afxazi ციტატა ნათ ამას კონკრეტულად ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ებრაელი ერი როგორც ერი ჩამოყალიბდა ეგვიფტიდან მათი გამოსვლის შემდეგ ძველ აღთქმაში ერი როგორც ებრაელი ხომ არის ნახსენები? ციტატა ბაბილონის გოდოლამდე ნოეს ამბავია გასახსენებელი და თუ ის თუ რომელი შვილი დაიწყევლა და რომელი შვილი გახდა დალოცვილი და ამით სადამდე მივალთ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
afxazi |
Jul 15 2008, 03:36 PM
პოსტი
#26
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ნათია
ციტატა ძველ აღთქმაში ერი როგორც ებრაელი ხომ არის ნახსენები? ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. ციტატა იუდა და იუდეველები ბუკვალური დამთხვევაა? ალბათ კი. ციტატა და ამით სადამდე მივალთ? იქამდე რომ ბიბლია კონკრეტულად იმ ადამიანთა გენეალოგიას იხილავს, რომელთაგანაც საბოლოოდ ეს ერი ჩამოყალიბდა და მერე კი მესია მოევლინა ამ ქვეყანას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
Jul 15 2008, 03:38 PM
პოსტი
#27
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ნუ ახლა ფოტოაპარატ მომარჯვებული უნდა დავრბოდე, მაგრამ სანამ გავიქცეოდე, მანამ რაღაც ამ კითხვამ, უფრო სწორედ მისმა პასუხებმა მიბიძგა, რომ მცირე პოსტი დამეწერა, საქმე გამორჩეულობისა უცილობლად უკავშირდება სინერგიას, ანუ ღვთისა და ადამიანის, აქ ერის თანადროულ და ერთობლივ არჩევანს, ანუ არც ისეა რომ ებრაელები თავისით გახდნენ გამორჩეულები, არც ისე რომ ღმერთმა შემთხვევით გამოირჩია ისინი, არც ისე რომ ეს გამორჩეულობა სამუდამოა და უპირობო, ყველაფერი დაიწყო პირველი მკვლელობიდან, როცა ჭეშმარიტების დამცველად მომმადლა უფალმა შეთი, მესამე ძე ადამსა და ევას და წერს ბიბლია: „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ (4:26), მთელი არსი ამ გამორჩეულობისა ჭეშმარიტების მფარველობაშია ვიდრე მესიის მოსვლამდე, როცა ყველაფერი ყველასათვის იქნება ღიად, ... ასე მივდივართ შეთიდან ენუქამდის, რომელსაც ღვთის წყალობით არ უხილავს სიკვდილის ხრწნილება: „დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (5:24). პავლე მოციქული: „სარწმუნოებით ენოქ გარდაიცვალა, რათა არა იხილოს სიკვდილი, და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან, რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან“ (ებრ. 11:5) ასე მივდივართ შემდეგ ნოემდის, რომელსაც სრული კაცი ეწოდა, რადგან ახლაც საჭირო იყო სრული გასუფთავება გზისა ჭეშმარიტებისათვის და აი დადგა დრო როცა შეთისა და კაენის შთამომავლებიც აირივნენ ერთმანეთში არა მარტო ხორციელად, არამედ აზრობრივად და აი ხატოვნად (და არა პირდაპირ) წერს ბიბლია:¨ინანა..., რომ შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად,და შეწუხდა(დაბ.6:6)¨ და ამიტომაც გამოირჩია ნოე, რომლის სახელიც კი შვებას ნიშნავს, და შემდეგ მოყვება კურთხევა ნოეს შვილისა სემისა: : „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა!“(დაბ. 9:26), რომლის მოდგმიდან იყო ოჯახი ყებერისა, ვინც არ მიიღო ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა და აი ასე იქნა გამორჩეული, რათა ეს სწორი არჩევანი, სწორი გზა შენარჩუნებულიყო თაობებში, ისევ მესიამდის... გზა ასეთია ადამი-შეთი-ნოე-სემი-ყებერი და შემდეგ უკვე როცა ხდება ენათა გაყოფა და ერთა ჩამოყალიბება, შესაბისად ყებერის გვარში შერჩა ჭეშმარიტების მსახურება და ასევე ეწოდა მას ანუ აბრაამი, რჩეული ერის მამამთავარი, ყებერის შთამომავლად არის მოხსენიებული _ `აბრამ ებრაელი~ (ყიბრი დაბ.14:13), შემდეგ უკვე იცით, როგორ გაიყვანს უფალი თერახის ყებერის შთამომავლის ოჯახს და მალევე მას გაიყვანს, უკვე აბრაამის სახით: ¨უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ...“ (12:1). შემდეგ კი ასეა :აბრაამი-ისააკი-იაკობი-იუდა-დავითი-იოსები/მარიამი - მესია... ძალიან მოკლედ კი დავწერე მაგრამ მაინც მგონი ნათელია, რომ უფალი მფარველობს ყველას ვინც ჭეშმარიტებას იცავს, ძველი აღთქმაში შეთიდან ყებერამდის უეროვნებო დაცვა ხდებოდა, ერთი გვარი იცავდა, შემდეგ ერები გაჩნდნენ და ყებერიდან იოსებამდის ერთი ერი (ყ-ებრაელები) იცავდა მას, და აი შემდეგ კი დადგა ახალი აღთქმის ერა, როცა ისევ უეროვნებო ან უფრო სწორად ყველა ერისათვის შესაძლებელი დაცვა დაბრუნდა საერთო და ყველასათვის ღია, უფლის განკაცება და აღდგომა-ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას ნაშობი ეკლესია ნათლისღებით ყველას ღებულობს თავის წიაღში, და ყველა ასე შობილი ეკლესიაში, რჩეულია ღვთისა, რადგან მსახურია ჭეშმარიტებისა, სწორედ ეს ხდის რჩეულობას არჩევანის სწორი გაკეთება და არა წარმოშობა... აბა დროებით, იხარეთ: კაიროსი! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Jul 15 2008, 03:38 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა ძველ აღთქმაში ერი როგორც ებრაელი ხომ არის ნახსენები? ერი მხოლოდ მათ (იუდეველებს) ეწოდებოდა, მახსოვს ამის შესახებ მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ქადაგება |
ნათია |
Jul 15 2008, 03:42 PM
პოსტი
#29
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
afxazi
ციტატა ბაბილონის გოდოლამდე ნოეს ამბავია გასახსენებელი და თუ ის თუ რომელი შვილი დაიწყევლა და რომელი შვილი გახდა დალოცვილი ციტატა ინანა..., რომ შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად,და შეწუხდა(დაბ.6:6)¨ და ამიტომაც გამოირჩია ნოე, რომლის სახელიც კი შვებას ნიშნავს, და შემდეგ მოყვება კურთხევა ნოეს შვილისა სემისა: : „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა!“(დაბ. 9:26), დათ ეს შენც გეცოდინება, და რატომ დაწერე რომელი შვილი გახდა დალოცვილიო? ციტატა ძველი აღთქმაში შეთიდან ყებერამდის უეროვნებო დაცვა ხდებოდა, ერთი გვარი იცავდა, შემდეგ ერები გაჩნდნენ და ყებერიდან იოსებამდის ერთი ერი (ყ-ებრაელები) იცავდა მას, და აი შემდეგ კი დადგა ახალი აღთქმის ერა რომელი გვარი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jul 15 2008, 04:04 PM
პოსტი
#30
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა ვქნათ იცით, ახალი თემა გავხსნათ, ძველი აღთქმიდან დავიწყოთ, თითო-თითო თავი დავწეროთ და გავარჩიოთ... ჰა?
მაპატიე თემო, შენს თემაში რომ დავპოსტე ეს... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
k@the |
Jul 15 2008, 04:58 PM
პოსტი
#31
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
რა ვქნათ იცით, ახალი თემა გავხსნათ, ძველი აღთქმიდან დავიწყოთ, თითო-თითო თავი დავწეროთ და გავარჩიოთ... ჰა? კარგი აზრია. ოღონდ ნელ-ნელა და რაც შეიძლება მეტი ფორუმელი რომ ჩაეთოს კითხვებით. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ნათია |
Jul 15 2008, 04:59 PM
პოსტი
#32
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
k@the
ციტატა კარგი აზრია. ოღონდ ნელ-ნელა და რაც შეიძლება მეტი ფორუმელი რომ ჩაეთოს კითხვებით ხო ნელ-ნელა რომ გააზრებაც მოვასწროთ რა... ძალიან რთული გასაგებია -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
abo |
Jul 15 2008, 08:42 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
afxazi
ციტატა უფალს არავინ არ გამოურჩევია, ეს ხალხი იყო ყველაზე ახლოს უფალთან სხვა ერთა შორის. კიდევ ვინ ერები არსებობდა იმ დროს "არაბების "გარდა? არის რო ცნობილი? მე არ დავინტერესებულვარ (ცუდია). ნათია ციტატა რა ვქნათ იცით, ახალი თემა გავხსნათ, ძველი აღთქმიდან დავიწყოთ, თითო-თითო თავი დავწეროთ და გავარჩიოთ... ჰა? ძველი აღთქმიდან იწყება ყველაფერი , მაგრამ მე აპოკალიფსიდან დავიწყე, სადაც წესით ყველა უნდა აგყვეს, მაგრამ .... ძინავს ფორუმს. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Georgia_me1121 |
Jul 15 2008, 09:37 PM
პოსტი
#34
|
კავკასიის მთების შვილი ჯგუფი: Members პოსტები: 155 რეგისტრ.: 25-May 08 მდებარ.: საქართველო!!! წევრი № 4,915 |
ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით იქადაგა გუშინ მამაომ გადაცემა" მოძღვარში" და თუ შეძლებთ მოუსმინეთ ჩანაწერს,მაგრამ ვეცდები რომ გუშინდელი მამაოს ნათქვამი გავიმეორო: უფალი კი არ ირჩევს ერს ანუ მან კი არ გადაწყვიტა რომ ეს ერი რჩეული იყო,არამედ ამ ერში მცხოვრები ხალხის ღვთისმოსაობამ და მათმა რწმენამ. ეს ერი ღვთის რჩეული გახდა იმიტომ რომ ისინი სხვებთან შედარებით ახლოს იყვნენ უფალთან ხო და ახლოს რო იყვნენ უფალთან იმიტო გაიმეტეს მერე -------------------- ჰაიიიიტ თქვე მამაძაღლებო!
|
abo |
Jul 15 2008, 11:09 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ციტატა ციტატა(makiki @ Jul 15 2008, 01:17 PM) ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით იქადაგა გუშინ მამაომ გადაცემა" მოძღვარში" და თუ შეძლებთ მოუსმინეთ ჩანაწერს,მაგრამ ვეცდები რომ გუშინდელი მამაოს ნათქვამი გავიმეორო: უფალი კი არ ირჩევს ერს ანუ მან კი არ გადაწყვიტა რომ ეს ერი რჩეული იყო,არამედ ამ ერში მცხოვრები ხალხის ღვთისმოსაობამ და მათმა რწმენამ. ეს ერი ღვთის რჩეული გახდა იმიტომ რომ ისინი სხვებთან შედარებით ახლოს იყვნენ უფალთან მალადეც სწორი აზროვნებაა, და იმედი მაქვს რომ მაგ მისიას ქართველი ერი შეასრულებს.(ვისაც უნდა შემედაოს) ამიტომ მგონია ჩემი ერი ღვისრჩეული. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
Jul 16 2008, 03:48 AM
პოსტი
#36
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ერი ღვისრჩეული. არ არსებობს ქრისტიანობაში ¨ღვთისრჩეული ერი¨ არსებობს ახალი ისრაელის, ეკლესიის ერი, სადაც ეროვნული რჩევა არ არის, აი ქრისტიანული კრედო, რომელიც არც ეროვნულობას ეწინააღმდეგება და არც ნაციონალიზმში ვარდება: ''არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ'' 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. (გალატელთა 3:28) - წერდა პავლე აქ ბერძენში სწორედაც რომ ყველა წარმართი იგულისხმებოდა, ანუ ყველა არაებრაელი, ამიტომაცაა რომ მთელ მსოფლიოს იტევს თავის შინაარსში და რა იყო ძველ აღთქმაში დავწერე უკვე წინა გვერდზე ამაზე... ნათ, კარგი იდეაა, სამწუხაროდ მე რომ შემოგიერთდებით თქვენი ტემპებით ალბათ წინასწარმეტყველთა გარჩევაზე იქნებით, თუმცა სიამოვნებით წავიკითხავ ხოლმე... წარმატებები, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Jul 16 2008, 04:05 AM
პოსტი
#37
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ნათია
ციტატა რა ვქნათ იცით, ახალი თემა გავხსნათ, ძველი აღთქმიდან დავიწყოთ, თითო-თითო თავი დავწეროთ და გავარჩიოთ... ჰა? ეს მართლა კარგი აზრია, თან ძალიან საინტერესოც იქნება, უფრო მეტსსაც გავიგებთ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
xornabujeli |
Jul 16 2008, 04:31 AM
პოსტი
#38
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
კარგი თემაა,მაგრამ მე ვფიქრობ, ძველი აღთქმის გარჩევის დროს ჯობია,ავტორიტეტული წმ. მამების შრომებიდან ვიხელმძღვანელოთ ხოლმე,რადგან ასე უფრო ნაკლებ შცდომებს დავუშვებთ და უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი მსჯელობა...
აბა წინსვლას გისურვებთ! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მხევალი ნინო |
Jul 16 2008, 10:52 AM
პოსტი
#39
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
xornabujeli
ციტატა კარგი თემაა,მაგრამ მე ვფიქრობ, ძველი აღთქმის გარჩევის დროს ჯობია,ავტორიტეტული წმ. მამების შრომებიდან ვიხელმძღვანელოთ ხოლმე,რადგან ასე უფრო ნაკლებ შცდომებს დავუშვებთ და უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი მსჯელობა... აბა წინსვლას გისურვებთ! ეგებ დაგვეხმარო გიორგი. წმინდა მამაებზე დიდად ხელი რომ მიგვიწვდებოდეს, ეს თემა არ იქნებოდა. თუ რაიმე იცი, არ დაგვიმალო -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
G_I_O_R_G_I_ |
Jul 16 2008, 01:12 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა იუდა და იუდეველები ბუკვალური დამთხვევაა? ისრაელთა სამეფოს გაყოფა "სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი შვილი - რობუამი. ავიდა თუ არა რობუამი ტახტზე, ისრაელებმა შეუთვალეს: „მამაშენმა მძიმე უღელი დაგვადგა (ბევრი ხარჯი დაგვიწესა გადასახდელად), შეგვიმსუბუქე, რომ შენი მორჩილი ვიყოთო“. რობუამმა უარი განუცხადა და უფრო მეტი ხარჯისა და სასჯელის დადებას დაჰპირდა. მაშინ ისრაელთა ათი ტომი გამოეყო მას ცალკე მეფე დაისვა, დარჩა რობუამის ერთგული ორი ტომი, რომელიც იერუსალიმში და მის მახლობლად ცხოვრობდა. რობუამს უნდოდა ძალით შემოეერთებინა განდგომილი ტომები, მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით აუკრძალა ასეთი საქციელი. ამნაირად ისრაელნი ორ სამეფოდ გაიყვნენ. რობუამის სამეფოს დაერქვა იუდეველთა სამეფო, რადგან უმთავრესად იუდას ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეს - ისრაელისა. ისრაელნი ისევ იერუსალიმში დადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლის შესაწირავად. მეფეს შეეშინდა, ვაი თუ ისრაელნი ისევ რობუამს შეუერთდნენო. ამიტომ მან გააკეთებინა ორი ოქროს ხბო და დაადგმევინა ორ ქალაქში, შემდეგ შეკრიბა ისრაელნი დაიარებით, აი ესენია თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ამას ეცით თაყვანიო“. მეფემ თვითონ სცა კერპებს თაყვანი და აუარებელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ ისრაელთ შეწყვიტეს იერუსალიმში სიარული და დაიწყეს კერპების თაყვანისცემა. მალე ამ ორ განაყოფ სამეფოთა შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, შური და მტრობა; ხშირად კიდეც ომობდნენ ურთიერთშორის, რამაც ორივე ძალზე დაასუსტა. მათ მტრებსაც ეს უნდოდათ. მალე ასურეთის მეფემ დაიპყრო ისრაელთა სამეფო და გადაასახლა ისინი, მათ ადგილზე კი ასურელები გადმოასახლა. დარჩენილმა ისრაელებმა მალე შეითვისეს ასურელების ზნე-ჩვეულება და წარმოიქმნენ ხალხი, რომელსაც სამარიტელები დაერქვა. ასი წლის შემდეგ იუდეველების სამეფოც დაემხო. იგი დაიპყრო ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც დაანგრია იერუსალიმი, დაწვა სოლომონის ტაძარი და გადაასახლა იუდეველები ბაბილონში. ასე მოისპო ისრაელთა ორი სამეფო მათი ცოდვებისა და უსჯულოებისათვის" მეც ასე ვფიქრობ როგორც გაშავებულში წერია |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი