ეროვნული კატეგორიის ძეგლები, პრეზიდენტის ბრძანებულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული კატეგორიის ძეგლები, პრეზიდენტის ბრძანებულება |
კანონისტი |
Nov 15 2006, 03:30 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე წლის 7 ნოებრის N665 ბრძანებულებით დამტკიცდა
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები ადიგენის მუნიციპალიტეტი 1. ზარზმის მონასტერი 2. ჭულეს მონასტერი 3. მელნისის ციხე 4. ხიდი მდ. ოცხეზე 5. საეკლესიო კომპლექსი 6. ზანავის ციხე 7. ციხის ნანგრევი 8. ოქროს ციხე ასპინძის მუნიციპალიტეტი 1. ციხე 2. ჩიხორისის საეკლესიო კომპლექსი 3. დამალას ეკლესია 4. გიორგიწმინდის ეკლესია 5. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია 6. ქარზამეთის ეკლესია 7. გავეთის წმ. გიორგის ეკლესია 8. ზედა თმოგვის ეკლესია 9. ვარძია, გამოქვაბული 10. ვანის ქვაბები, 11. თმოგვის ციხე, ნაქალაქარი 12. თოკის კოშკი 13. კვარშის ეკლესია 14. შორეთის მონასტერი 15. ეკლესია ყიზილდერესი 16. ღართის ეკლესია 17. საროს მთავარანგელოზის ეკლესია 18. საროს ციხე 19. ალანძიის ეკლესია 20. ძველის ეკლესია 21. ხერთვისის ციხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 1. აბულის ეკლესია 2. აბულის ციხე-ნასახლარი 3. აზავრეთის დარბაზული ეკლესია 4. ალასტანის ეკლესია 5. ბავრის ეკლესია 6. დარბაზული ეკლესია 7. სირგოს ეკლესია 8. ბეჟანოს ეკლესია 9. ბუზავეთის ეკლესია 10. ბურნაშეთის დარბაზული ეკლესია 11. საეკლესიო კომპლექსი 12. კოჭიოს ეკლესია 13. კუმურდოს გუმბათიანი ეკლესია 14. ეკლესია ნაისასი 15. ხორენიას ეკლესია 16. კარნეთის ეკლესია 17. ხოსპიოს ეკლესია ახალციხის მუნიციპალიტეტი 1. საფარის მონასტერი 2. ახალციხის ციხე-კომპლექსი 3. აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია 4. ბიეთის მონასტერი 5. აწყურის ციხე 6. სლესი (მოქცევის) ციხე 7. ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია 8. თისელის მონასტერი 9. აგარის მონასტერი 10. ჯაყისმანის მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტი 1. ფოთოლეთის ეკლესია 2. ნეძვის სამეკლესიიანი ბაზილიკა 3. თორის (ნადარბაზევი) ეკლესია 4. თორის (ნადარბაზევი) სასახლე 5. ჩრდილოეთის წმ. გიორგის ეკლესია 6. ლიკანის მონასტერი 7. კოშკიღელის ღვთისმშობლის ეკლესია და სამრეკლო 8. მწვანე მონასტერი 9. ტაბაწყურის წითელი ეკლესია 10. ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი 11. ტიმოთესუბნის მონასტერი 12. ქვაბისხევის ეკლესია 13. გოგიჩაანთ ღელის ქვის დარბაზების კომპლექსი ეკლესიით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 1. შაორის ციკლოპური ციხე 2. ნათლისმცემლის ეკლესია 3. განძანის ეკლესია (XI) 4. განძანის ტაძარი (XIII) 5. განძანის ეკლესია (XII) 6. განძანის ეკლესია ეკვდერით (XII-XIV) 7. განძანის ეკლესია (XII-XIV) 8. ციხე-გალავანი 9. განძანის ეკლესია (X-XI) 10. მენჰირი ქათ-ქარი 11. ტაძარი ფარვანა 12. საღამოს ეკლესია 13. საღამოს ეკლესია (X-XI) 14. ფოკის წმ. ნინოს ეკლესია 15. ტონთიოს ხუთმალიანი ხიდი 16. ტონთიოს წმ. გიორგის ეკლესია ქალაქი ქუთაისი 1. ბაგრატის ტაძრის კომპლექსი 2. მწვანე ყვავილას კომპლექსი 3. იმერეთის მეფეთა სასახლე ოქროს ჩარდახი 4. ჯაჭვის ხიდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 1. ციხე-დარბაზი 2. დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია 3. ზარათის წმ. კირილეს ეკლესია ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 1. ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესია თერჯოლის მუნიციპალიტეტი 1. წმ. გიორგის ეკლესია 2. ნაგარევის ხიდი 3. სკანდის ციხე ბაღდათის მუნიციპალიტეტი 1. ვარციხის ციხის კომპლექსი 2. დევაძეების ეკლესია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 1. უბისის მონასტერი საჩხერის მუნიციპალიტეტი 1. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია 2. ბაჯითის სამების ეკლესია 3. სავანის წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო 4. ღვთაების ეკლესია (ზედა მაცხოვარი) 5. აკაკი წერეთლის სახლი 6. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია 7. ჩიხის ეკლესია 8. ჯრუჭის მონასტერი 9. აბაშიძეების ეკლესია ტყიბულის მუნიციპალიტეტი 1. გელათის მონასტერი 2. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესია 3. მოწამეთას მონასტერი ჭიათურის მუნიციპალიტეტი 1. მღვიმევის მონასტერი 2. დარკვეთის წმ. გიორგის ეკლესია 3. კაცხის სვეტი 4. კაცხის მაცხოვრის ეკლესია 5. რგანის წმ. გიორგის ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტი 1. კვეტერის ციხე-ქალაქი 2. ახმეტის ღვთაების ეკლესია 3. ალავერდის კომპლექსი 4. ყველაწმინდის ეკლესია 5. გირევის კოშკი 6. დართლოს არქიტექტურული კომპლექსი 7. დიკლოს ციხე-სახლი 8. ნათლისმცემლის ეკლესია 9. ხოდაშენის დედათა მონასტრის კომპლექსი 10. ინდურთის კოშკები 11. კვავლოს კოშკები 12. მატანის ცხრაკარას მონასტერი 13. ერელაანთ საყდარი 14. მატანის გუმბათოვანი საყდარი 15. სოფელი ომალო (ძველი ომალო) 16. ფარსმის ციხე-სახლები 17. ხარჭაშნის ღვთაების ეკლესია 18. კურტანიძეულის წმ. მარინეს ეკლესიის კომპლექსი 19. ჰეღოს კოშკები 20. იოანე ნათლისმცემლის ხატი გურჯაანის მუნიციპალიტეტი 1. გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესია 2. ღვთისმშობლის ეკლესია 3. ეკლესია დავითიანი 4. მონასტერი სანაგირე 5. ვაჩნაძიანის პალატნი, სასახლე 6. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა 7. ზეგაანის მონასტერი 8. საბაწმინდის ეკლესია და სამრეკლო 9. კარდანახის ბაზილიკა 10. ჭერემის ნაქალაქარი თელავის მუნიციპალიტეტი 1. ახალი შუამთის ღვთისმშობლის ეკლესია 2. ახალი შუამთის სამრეკლო 3. ძველი შუამთაის ბაზილიკა 4. ძველი შუამთაის გუმბათიანი ტაძარი 5. ძველი შუამთაის გუმბათიანი ეკლესია 6. იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსი 7. იყალთოს ფერიცვალების ეკლესია 8. იყალთოს აკადემია 9. იყალთოს სამება 10. აკურის მამადავითის ეკლესია 11. ვანთა, სასახლის ნაშთები 12. იყალთოს სამეკლესიიანი ბაზილიკა 13. წმ. შიოს ეკლესია (არტოზანის) 14. კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია 15. თელავის ბატონის ციხე, გალავანი 16. თელავის ბატონის ციხე, სასახლე 17. ალექსანდრე ჭავჭავაძისეული პარკი, მასში განთავსებული შენობა-ნაგებობები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 1. ქოჩალოს ორნავიანი ბაზილიკა 2. მაჭის (თოღის) ციხე და ეკლესია საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 1. პეტრე-პავლეს ეკლესია 2. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია 3. მანავის ციხის კომპლექსი 4. ნინოწმინდის ანსამბლი 5. დავით გარეჯის მონასტერი, გამოქვაბული 6. უდაბნოს ლავრა, გამოქვაბული მონასტერი 7. უდაბნოს ნათლისმცემელი, გამოქვაბული 8. უდაბნოს წამებული, გამოქვაბული მონასტერი 9. ციხე-ქალაქი უჯარმა 10. ხაშმის (კაწარეთის) სამება, მონასტერი 11. ხაშმის ღვთისმშობლის ეკლესია სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1. ბოდბის მონასტერი 2. სიღნაღის ციხე-გალავანი 3. სიღნაღის კოშკი-სამრეკლო 4. ბერების სერი, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები 5. ხირსის წმ. სტეფანეს მონასტერი ყვარლის მუნიციპალიტეტი 1. ნეკრესის მიდამოები 2. ძველი გავაზი 3. გრემის ნაქალაქარი 4. შილდის ღვთისმშობლის ეკლესია 5. ბარცანას ეკლესია გუმბათიანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 1. ოზაანის ამაღლების გუმბათიანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტი 1. ბოლნისის სიონი 2. წუღრუღაშენი 3. ქვემო ბოლნისის ვანათის ეკლესია 4. სათხის ეკლესია 5. კაზრეთის მონასტერი 6. აკაურთის ღვთისმშობლის ეკლესია 7. ციკლოპური ციხე 8. სარაჩლოს ზედა ეკლესია 9. სარაჩლოს ქვედა ეკლესია 10. ტანძიის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (კარის - ორბელიანის) 11. აკვანების ეკლესია 12. ქოლაგირის ციხის კომპლექსი 13. საყდრისი, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 1. ბეთანიის მონასტერი 2. მარტყოფის მონასტერი დმანისის მუნიციპალიტეტი 1. განახლების ამაღლების ეკლესია 2. პეტრიანთ საყდარი (კუხის ეკლესია) 3. ეგრისის კომპლექსი 4. ეკლესია სიხუაანთ საყდარი 5. სტელების ჯგუფი კვირაცხოველი 6. გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია 7. გომარეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია 8. ვარდისუბნის მონასტერი 9. ველისპირის წმ. დემეტრეს ეკლესია 10. ზემო ყარაბულაღის ეკლესია 11. კაკლიანის ერთნავიანი ეკლესია 12. რევაზაშენის ეკლესია 13. დმანისის ნაქალაქარი 14. სარკინეთის წმ. ბასილის ეკლესია 15. სარკინეთის ამაღლების ეკლესია 16. უკანგორის ეკლესია 17. ლამაზი საყდრის მონასტერი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი 1. მანგლისის ეკლესია 2. აბელიანის ეკლესია 3. დრიანეთის 4. გუდარეხის სამონასტრო ანსამბლი 5. გუდარეხის ქვაჯვარი 6. ვაშლოვანის კოშკი სალხინო 7. ნადარბაზევი 8. სამღერეთის სამონასტრო კომპლექსი 9. სამშვილდის ნაქალაქარი 10. პირღებულის მონასტერი 11. ფიტარეთის მონასტერი 12. ბირთვისის ციხე 13. ხულუტის ციხე 14. ანდრიას ნასახლარი ორი ეკლესიით 15. ღოუბნის ორმოცმოწამის ეკლესია 16. წინწყაროს ეკლესია დედა ღვთისა (მამუკაანთ საყდარი) 17. ეკლესია წყნარი მარნეულის მუნიციპალიტეტი 1. წერაქვის მონასტერი 2. წოფის ციხე 3. წოფის ეკლესია 4. ხოჯორნის გუმბათიანი ეკლესია წალკის მუნიციპალიტეტი 1. წალკის წმ. დემეტრეს ბაზილიკური ეკლესია 2. ციკლოპური ციხე 3. ავრანლოს ქვა ასომთავრული წარწერით 4. აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია 5. არჯევან-სარვანის წმ. გიორგის ეკლესია 6. არჯევან-სარვანის ეკლესია 7. ბურნაშეთის ეკლესია 8. გუმბათის ციკლოპური ციხე 9. დაშბაშის წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესია 10. ედიქილისას წმ. დემეტრეს ეკლესია 11. ედიქილისას სასახლე 12. თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია 13. მენჰირი 14. გველფარეხას წმ. გიორგის ეკლესია 15. ოლთისის ციკლოპური ციხე 16. უწყლოს ციკლოპური ციხე 17. კირიაკის წმ. გიორგის ეკლესია 18. კირიაკის ორმალიანი ხიდი 19. ჩათახის მონასტერი 20. ჭოჭიანის საყდრის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტი 1. გორისციხე 2. ბიეთის მონასტერი, ნახევრად გამოქვაბული 3. ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია 4. ვერეს ციხე 5. ატენის სიონი 6. ორბელიანის ეკლესია 7. ერედვის წმ. გიორგის ტაძარი 8. აჩაბეთის ციხე 9. ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია 10. ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესიის კომპლექსი 11. ინაურის ეკლესია 12. კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი 13. საორბისის წმ. გიორგის ეკლესია 14. ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი 15. იკორთის ტაძარი 16. თირის მონასტერი 17. საბაწმინდის მონასტერი 18. ცხინვალის წმ. გიორგის ეკლესია 19. კავთის წმ. გიორგის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტი 1. ნინოწმინდის ეკლესია 2. ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია 3. ბოლგარსკის სახლი-აგარაკი 4. თარხნიშვილების სასახლე და აბანო 5. კაბერის წმ. გიორგის ეკლესია 6. ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსი 7. იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია 8. იკვის წმ. გიორგის ეკლესია 9. ლავრის ეკლესია 10. ორბელიანთა სასახლის კომპლექსი 11. მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი 12. ნიაბის წმ. გიორგის ეკლესია 13. რკონის კომპლექსი 14. რკონის ციხის კომპლექსი 15. სვიმონ მესვეტის სავანე 16. სამთავისის ტაძრის კომპლექსი 17. ქვათახევის კომპლექსი 18. ამილახვართა ციხე-დარბაზები 19. სხვილოს (ცხვილოს) ციხე-დარბაზის კომპლექსი 20. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი 21. თავკავთის კომპლექსი 22. მარჯანიძეების სახლი-დარბაზი 23. დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი 24. ხოვლეს წმ. თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა) ქარელის მუნიციპალიტეტი 1. ციხე-დარბაზის კომპლექსი და ნასოფლარი 2. არადეთის წმ. გიორგის ეკლესია 3. მამა პიროსის ეკლესია 4. სატაძრო კომპლექსი - დედოფლის მინდორი 5. თიღვის მიძინების გუმბათიანი ტაძარი და გალავანი 6. მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი 7. რუისის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი 8. სამწევრისის წმ. გიორგის ეკლესია 9. ნაქალაქარი ურბნისი, ურბნისის სიონი 10. ყინწვისის კომპლექსი 11. გიგოს საყდარი 12. მწვანე საყდარი ხაშურის მუნიციპალიტეტი 1. ნაქალაქარის კომპლექსი 2. დედაღვთისას ეკლესიის კომპლექსი 3. ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია 4. ურთხვის წმ. გიორგის ეკლესია და სამრეკლო 5. წრომის ტაძარი 6. ხცისის ნათლისმცემლის ეკლესია ახალგორის მუნიციპალიტეტი 1. ლომისა 2. ხოფის მონასტერი 3. ქსნის ერისთავების სასახლის კომპლექსი 4. ქსნის არმაზის ეკლესია 5. წინკიბის ანსამბლის 6. ალევის სამების ტაძარი 7. ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი 8. მოსაბრუნის ღვთისმშობლის ეკლესია 9. კაბენის მონასტერი 10. ცხავათის სამონასტრო კომპლექსი 11. წირქოლის ეკლესია დუშეთის მუნიციპალიტეტი 1. ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი 2. ანანურის ციხის ანსამბლი 3. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მცირე ეკლესია 4. მზეწვერის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი 5. დავათის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი 6. ზემო კოდისწყაროს სასახლის კომპლექსი 7. მუცო - ციხე-სოფელი 8. მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი 9. ბზიანის კომპლექსი 10. ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი 11. ჩინთის კლდის კოშკები 12. სოფელი შატილი (ძველი შატილი) თიანეთის მუნიციპალიტეტი 1. ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი 2. ბოჭორმის ციხესიმაგრე 3. არჩილის მონასტრის კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტი 1. ანტიოქიის ეკლესია, კარიბჭე და კოშკი 2. სამთავროს კომპლექსი 3. სვეტიცხოვლის კომპლექსი 4. არმაზის ციხე 5. მცხეთის ჯვარი 6. შიომღვიმის კომპლექსი 7. მაჩხანის ეკლესია 8. თხინვალის სასახლე და ეკლესიები 9. მუხრანბატონის სასახლე 10. ზედაზნის კომპლექსი 11. სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია 12. თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია 13. ქსნის ციხე 14. წეროვნის სამების ეკლესია სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი 1. გარბანის წმ. გიორგის ეკლესია 2. გერგეთის სამების ეკლესიის კომპლექსი 3. მყინვარწვერის ბეთლემის კომპლექსი 4. ზაკაგორის კოშკების კომპლექსი გალავნით 5. ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი 6. ღუდუშაურის ციხე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 1. ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია 2. ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია 3. კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია 4. ნიკორწმინდის ტაძარი 5. რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია 6. ხიმშის ერთნავიანი ეკლესია ლენტეხის მუნიციპალიტეტი 1. მამის მაცხოვრის ტაძარი (მაცხვარ) 2. სასაშის მთავარანგელოზის ტაძარი (თარინგზელ) 3. საყდრის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) 4. ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 5. ჩიხარეშის ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია) 6. ჩუკულის ეკლესია მთავარანგელოზის (თარინგზელ) 7. ჟახუნდერის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) ონის მუნიციპალიტეტი 1. ონის სინაგოგა 2. ზემო ბარის მთავარანგელოზის ეკლესია 3. სორის წმ. გიორგის ეკლესია აბაშის მუნიციპალიტეტი 1. სეფიეთის ეკლესია მარტვილის მუნიციპალიტეტი 1. მარტვილის მონასტერი 2. სალხინოს ბაღი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 1. ცაიშის გუმბათიანი ტაძარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 1. მუხურის ოცინდალეს ეკლესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 1. წალენჯიხის ტაძარი 2. სქურის ეკლესია ცაგერის მუნიციპალიტეტი 1. ლაილაშის ეკლესია 2. ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესია ხობის მუნიციპალიტეტი 1. ხობის მონასტერი მესტიის მუნიციპალიტეტი 1. მესტიის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 2. ადიშის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) 3. ადიშის არქიტექტურული კომპლექსი 4. ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 5. ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 6. ადიშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 7. ადიშის წმ. გიორგის ეკლესია 8. თავრალის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 9. იენაში იოანე წინასწარმეტყველის ეკლესია (იან) 10. იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 11. იფხის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) 12. ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 13. ლახირის ქემლათ იოსელიანის კოშკი 14. ლაჰილის წმ. გიორგის ეკლესია (მხერის ჯგრაგ) 15. მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 16. მაცხვარიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 17. მურყმელის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 18. ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 19. ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 20. ჟამუშის ეკლესია მაცხოვრის (მაცხვარ) 21. ჟიბიანის ლამარიას კომპლექსი 22. სვიფის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) 23. ჩაჟაშის სოფლის განაშენიანება 24. მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 25. წვირმის მთავრანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 26. წვირმის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) 27. წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ნაკა თარინგზელი) 28. წვირმის წმ. გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) 29. ჭოხულდის მაცხოვრის ლაჰილი ეკლესია 30. ხაიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ) 31. სოფ. ხის საეკლესიო კომპლექსი 32. ილია გულბანის კოშკი სენაკის მუნიციპალიტეტი 1. ნოქალაქევის ნაქალაქარი 2. ეკის ეკლესია 3. შხეფის ციხის კომპლექსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 1. ჯიქეთის მონასტერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 1. გორაბერეჟოულის ბაღი 2. გორაბერეჟოულის სასახლე 3. ზემო ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 1. აჭის წმ. გიორგის ეკლესია 2. ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია 3. შემოქმედის მონასტერი 4. ჯუმათის მონასტერი ქობულეთის მუნიციპალიტეტი 1. კვირიკეს ჯამე-მეჩეთი 2. პეტრას ციხე-კომპლექსი ქედის მუნიციპალიტეტი 1. ახოს ჯამე-მეჩეთი 2. დანდალოს ხიდი 3. მახუნცეთის ხიდი 4. ცხომორისის ხიდი 5. წონიარისის ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტი 1. ხიდი 2. ფურთიოს ხიდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 1. გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი 2. მაჭახელას ხიდი 3. ცხემლარას ხიდი ხულოს მუნიციპალიტეტი 1. ბეღლეთის ჯამე-მეჩეთი 2. დიდაჭარის ჯამე-მეჩეთი 3. ოქრუაშვილების ხიდი 4. სხალთის ტაძარი 5. ხიხაძირის ციხე ქალაქი სოხუმი 1. ბესლეთის ხიდი 2. დიოსკურიას ციხე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი 1. ბედიის მონასტერი 2. ილორის წმ. გიორგის ეკლესია 3. მოქვის მონასტერი გუდაუთის მუნიციპალიტეტი 1. ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია 2. ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი 3. დოლმენები 4. ბზიფის ციხე 5. ლიხნის კომპლექსი 6. ლიხნის ეკლესია აბა-ათა გაგრის მუნიციპალიტეტი 1. გაგრის ეკლესია ბაზილიკური 2. ბიჭვინთის მონასტერი 3. განთიადის ბაზილიკა გულრიფშის მუნიციპალიტეტი 1. დრანდის გუმბათიანი ტაძარი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მარიამი |
Nov 16 2006, 01:09 AM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
და ეს რას ნიშნავს? განსაკუთრებულადაა დაცული კანონით, გაყიდვა არ შეიძლება და ა.შ.? იქნებ ზუსტად დაწეროთ, რა პრივილეგიას ანიჭებს აქ ჩამოთვლილ ძეგლებს მათი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებად აღიარება?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
Nov 16 2006, 01:02 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მარიამი
ციტატა და ეს რას ნიშნავს? ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლი იმყოფება სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვისა და მფარველობის ქვეშ, მისი პრივატიზაცია აკრძალულია. ამასთან, ყოველი ძეგლის გარშემო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წესდება დამცავი ზონის რეჟიმი. დამცავი ზონების რეჟიმი გამორიცხავს მის ფარგლებში ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელმაც შეიძლება დაზიანების, განადგურების ან აღქმის გაუარესების საფრთხე შეუქმნას კულტურულ ფენებს, უძრავ ძეგლებს, ძეგლთა ანსამბლებსა და მათ გარემოს. თუ უძრავი ძეგლის დაცვის ზონის ფარგლებში ხორციელდება ისეთი საქმიანობა (აფეთქება, ვიბრაცია, მავნე ნივთიერებების გამოყოფა და ა.შ.), რომელიც საფრთხეს უქმნის უძრავ ძეგლს, სამინისტროს მოთხოვნით ამგვარი საქმიანობა იზღუდება ან იკრძალება. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას დამცავი ზონების რეჟიმი. ამ კატეგორიის ძეგლის დაზიანება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, ხოლო განადგურება - ამავე მუხლის მეორე ნაწილით - ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მარიამი |
Nov 16 2006, 09:34 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ეს ყველაფერი ძალიან კარგი და კიდევ ერთი რამე მაინტერესებს: არსებობს თუ არა კანონი მონასტრის ახლოს გასართობი სანახაობების და ტურისტული ბაზების შექმნის აკრძალვაზე, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მონასტრულ ცხოვრებას? როგორც ვიცი, დღეს ერთი მონასტერი ასეთი საფრთხის წინაშე დგას.
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
Nov 30 2006, 12:06 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მარიამი
ციტატა არსებობს თუ არა კანონი მონასტრის ახლოს გასართობი სანახაობების და ტურისტული ბაზების შექმნის აკრძალვაზე, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მონასტრულ ცხოვრებას? რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ არ არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kaxa-beri |
Jan 6 2007, 11:58 AM
პოსტი
#6
|
kaxa-beri ჯგუფი: Members პოსტები: 180 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 672 |
ყველაფერი კარგი , მარა აი მაგალითად - თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი - აქ ძალინ ბევრი ძეგლი აკლია, მაგალითად წვერის წმინდა გიორგი, ან სამება - ამ მხარეში სამების დღეს (სამებობას) განსაკუთრებულად აღნიშნავენ, და ეს ძალიან საინტერესო ძეგლი ყოფილა, მას მგონი გმირთა ნაკვეთს ეძახიან , რაღაც უშველებელი ქვებითაა ნაშენები ძალიან მაღალ ადგილზე და ამიტომ (თუ არ მეშლება... ) ...
და საერთოდ რატომ ამორჩევით ?? ამ სიაში ყველა ძეგლი უნდა შედიოდეს, არც ერთის გამოკლებით, ნებისმიერი საყდრის თუნდაც ნანგრევი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, და რას ფიქრობენ მათ არ უნდათ დაცვა ?? P.ს. ამ სიას სხვა კატეგორიებშიც დარწმუნებული ვარ ბევრი ეკლდება -------------------- † † † !!! გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!! † † †
|
კანონისტი |
Jan 9 2007, 11:52 AM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
kaxa-beri
ციტატა რას ფიქრობენ მათ არ უნდათ დაცვა ერთია ეროვნული კატეგორია, სხვა კიდევ კულტურული, კულტურულ-ისტორიული, ადგილობრივი და ა.შ. ეროვნული კატეგორიის ძეგლი განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
უჩა |
Feb 7 2007, 01:24 AM
პოსტი
#8
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
კანონისტი
ძალიან კაი და საინტერესო ინფორმაციაა. და რა მაინტერესებს იცი? სახელმწიფო ამ ძეგლებს მარტო იცავს? თუ მისი აღდგენაც ევალება? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ქევანა |
Apr 13 2007, 10:07 AM
პოსტი
#9
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
თუ სწორად მახსოვს თელავის მუნიციპალიტეტში შემავალ 17-ე ძეგლს პრივატიზება არა, მაგრამ იჯარით კი გაასხვისეს. ამის უფლება ჰქონდათ?
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანონისტი |
Apr 13 2007, 10:23 AM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ketino
ციტატა თუ სწორად მახსოვს თელავის მუნიციპალიტეტში შემავალ 17-ე ძეგლს პრივატიზება არა, მაგრამ იჯარით კი გაასხვისეს. ამის უფლება ჰქონდათ? არ ვიცი ზუსტად გაასხვისეს თუ არა, ისე უფლება ჰქონდათ. იჯარა გაყიდვა არ არის -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქევანა |
Apr 13 2007, 11:21 AM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
კანონისტი
იქნებ მითხრათ, მაინც რამდენ წლიანი იჯარა შეიძლება? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
TURIZMI |
Oct 6 2008, 12:19 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,012 |
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ. სად შეიძლება სამეგრელოს შესახებ მოვიძიო მასალა ისტორიის, ეკლესიები შესახებ.
დიდი მადლობა წინასწარ ყველას |
მარიამი |
Oct 6 2008, 12:51 PM
პოსტი
#13
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
TURIZMI
არსებობს ასეთი წიგნი: "ოდიშის საეპისკოპოსოები". ავტორი: გიორგი კალანდია (თუ არ ვცდები). შეიძლება ჯერ კიდევ იშოვებოდეს საეკლესიო მაღაზიებში. საკმაოდ სქელტანიანი წიგნია. მე არ წამიკითხავს, მხოლოდ სათაურის მიხედვით შემიძლია ვიფიქრო, რომ ეს წიგნი გამოგადგებათ მინახავს კიდევ ასეთი წიგნი: "გაძარცვული საგანძური", რომელიც სამეგრელოდან რუსების მიერ გატანილ საგანძურზეა. ვფიქრობ, ისტორიის მხრივ, ესეც ძალიან საინტერესოა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Ismail |
Mar 21 2009, 03:50 PM
პოსტი
#14
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ძალიან მინდა რუკა (ელ. ვერსია), რომელზეც აღნიშნული იქნება საქართველოს კულტურის ძეგლები. თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ.
-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Amuza |
Oct 25 2009, 08:43 PM
პოსტი
#15
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
აკურის მამადავითის დედათა მონასტრის გადარჩენისთვის გასამაგრებელი სამუშაოები დაიწყო, აი, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს.
ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ამ საქმეში პატარა წვლილი მაინც შეიტანა. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Amuza |
Oct 25 2009, 08:58 PM
პოსტი
#16
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
kinoteli |
Apr 6 2010, 01:45 PM
პოსტი
#17
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
-------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
kinoteli |
Apr 24 2010, 01:08 PM
პოსტი
#18
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
აბა ვის უნდა ვაჩნაძიანის მონახულება:ვერ წარმოიდგენთ ისეთი რამ გელოდებათ იქ...34 ეკლესია(ნაეკლესიარი(V,VI,VII საუკუნეების).სამონასტრო კომპლექსი,ციხეები,თავადების ნასახლარი...(სხვათაშორის ვარაუდობენ რომ აქ სასულიერო სასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო...ეს რაც აღმოჩენილია.....დანარჩენს არქეოლოგიური სამუშაოები გვიჩვენებს......შორს არ არის თბილისიდან 2 სთ სავალი...გურჯაანის რაიონი სოფელი ვაჩნაძიანი
P.s. სოფელში ჯერჯერობით ერთი მოქმედი ტაძარია....და სოფელს აქვს მუზეუმი..სადაც ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ და მოისმენთ http://amidasturi.webs.com/ -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
kinoteli |
Apr 24 2010, 01:51 PM
პოსტი
#19
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
-------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი