ფონდის შემოსავალ-გასავალი, ასევე მიმართვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფონდის შემოსავალ-გასავალი, ასევე მიმართვა |
ნათია |
Dec 11 2008, 10:38 AM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ფორუმელებო,
ფორუმის საქველმოქმედო ფონდის საფინანსო ჯგუფმა გადაწყვიტა ყოველთვიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ. ინფორმაცია მოცემულია ლარებში: ფონდის ჯამურმა შემოსავლებმა 2008 წელის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 5700 ლარი, რაც 9 ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ შემოსავლებს: ფონდის ჯამურმა გასავლებმა 2008 წელის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 5400 ლარი, რაც ასევე 9 ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ გასავლებს: ქვემოთ მოცემულია ჯამური შემოსავლების სტრუქტურა სპონსორების მიხედვით, ლარებში: ფორუმელებო, ჩვენი აზრით, დადგა დრო, როცა ფონდის მიერ შექმნილი სიკეთე მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ფონდის ფინანსურმა ჯგუფმა გადაწყვიტა მაგთისა და ჯეოსელის ნომრების აღება, რათა თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა ფონდის საქმიანობაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა... ფონდის დაარსებიდან დღემდე ჩვენ მცირე თანხებით მაგრამ მაინც შევძელით რამოდენიმე ათეული ადამიანისათვის, ასევე სხვადასხვა ბავშვთა სახლებისა და მონასტრებისათვის დახმარების გაწევა... (შეგიძლიათ იხილოთ ლინკი ქველმოქმედების შედეგები ) დღეს ფორუმზე დარეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი მომხმარებელი, თუ აქედან, ნახევარი, თვეში ერთ ზარს მაინც გააკეთებს ფორუმის შემოსავლები საშუალოდ 200%-თ გაიზრდება... ზარის ღირებულებაა 1 ლარი, წინასწარ გიხდით მადლობას: მაგთი – 200329 ჯეოსელი - 700580 თუ გაქვთ შენიშვნები, გთხოვთ მოგვწეროთ ამ ლინკზე -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი