თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ შეიძლება თუ არა, ტალანტით იამაყო?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 09:55 PM

"სირცხვილია, სხვისი სამკაულებით თავი მოიწონო, და უკიდურესი უგუნურებაა იამაყო ღვთისგან მოცემული ნიჭით"

/ღირსი იოანე სინელი/

"ღმერთისგან მოცემული ნიჭი საზიანოდ გვიტრიალდება, როცა ამ ნიჭისგან ვეძებთ საკუთარ და არა ღმერთის დიდებას"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 09:22 PM

"თუკი ადამიანი არ არის მოკლებული ჯანსაღ აზროვნებას და იოლად უმკლავდება თავის საქმეებს, მაშინ იგი მტვრად უნდა განერთხოს ღვთის წინაშე და დღედაღამ მადლობა აღუვლინოს იმისათვის, რომ მიეცა მისგან გონება, და ამიტომაც მოუღლელად შეუძლია შრომა და საქმის კეთება, - და განა შეიძლება, ღმერთს არ ემადლიერო?"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:06 PM

"თუ რაიმე საბოძვარი მიიღე, ქედს ნუ აიმაღლებ, რადგან არაფერი გაგაჩნია, რაც ღმერთისგან არ მიგიღია; და თუ არ ივლი მისი მცნებების თანახმად, წაგართმევს თავის საკუთრებას და უფრო ღირსეულს გადასცემს. მაშინ იმ ადამიანს დაემსგავსები, რომელსაც მელანში ჩაწობილი კალამი წაართვეს"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:20 PM

"უფლის, როგორც რისხვის, ისე მისი წყალობის გამოვლენაა, როცა ის ამცირებს ან წყვეტს ღვთაებრივი ნიჭების მიცემას ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა ექმნება და იქადის ღვთისგან მიმადლებული სიკეთეებით, როგორც საკუთარი მიღწევებით"

/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 05:56 PM

"პირველი ნიჭი, რომელიც იესოს მლოცველს გადაეცემა, საკუთარი ცოდვიანობის შეცნობაა"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 02:01 PM

"განსაკუთრებით ხშირად იპყრობს გონებრივი ამპარტავნება იმ ადამიანს, ვინც ბუნებისგან დიდი ნიჭიერებითაა დაჯილდოებული"

/წმ. მღვდელმოწამე არსენი, სერპუხოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:23 PM

"ყველა სულიერი ნიჭის მიღება არავის შეუძლია; და სულიწმიდის დახმარება ყველას თავისი რწმენის შესაბამისად ეძლევა"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 10:24 PM

"ღმერთი არ იძლევა დიდ ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:33 PM

"თვინიერებით ცოდვილთა გამოსწორება სულიერი ნიჭია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2021, 09:13 PM

"ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ"

/წმ. პავლე მოციქული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 09:54 PM

"ცოდვაა საკუთარ თავს უნიჭო ადამიანად თვლიდე: ვინაიდან ყოველ ადამიანს ღმერთი აძლევს ტალანტს - იმდენ ძალასა და საშუალებას, რამდენსაც დაიტევს მისი ბუნება და რამდენიც საჭიროა მისთვის საბოლოო მიზნის მისაღწევად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 06:19 PM

"ის, რომ ყველას არათანაბარი ნიჭი მიეცა, ხელს არავის უშლის, რომ ერთნაირ ნეტარებას მიაღწიონ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 08:28 PM

"ვინც თავს უნიჭოდ მიიჩნევს, იგი ან ვერ აცნობიერებს ღვთის ძღვენს, ან სურს მეტისმეტი, ან თავისი უქნარობის გამო ისიც დაკარგა, რაც ღმერთისგან მიუღია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 05:53 PM

"უფალს არ შეუქმნია ადამიანები ნიჭის გარეშე"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 04:31 PM

"მხოლოდ მადლიერების მეშვეობით გვეძლევა და მრავლდება ჩვენში ღმერთის ნიჭები. მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] ხშირად მოჰყავდა წმიდა ისააკ ასურის ციტატა: "მხოლოდ ის ნიჭი რჩება გაუმრავლებელი, რომელსაც მადლიერება დააკლდა (რომლის გამოც სათანადოდ არ ვმადლობდით ღმერთს)".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 07:55 PM

"მადლობა უთხარი ღმერთს სიტყვის ნიჭისთვის და ლოცვის ნიჭისთვის, რომლებიც ყოველ არსს შორის ერთადერთს - ადამიანს მიეცა"

/არიქმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 12:06 PM

"ღვთის სამადლობელად, მან [მეუფე სებასტიანემ] ათი მიღებული ტალანტი ასად აქცია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2022, 07:25 PM

"იცოდეთ, რომ ვისაც ხუთი ტალანტი აქვს ჩაბარებული, ის მასწავლებელია; ხოლო ვისაც ერთი, ის - მოსწავლე. თუკი მოსწავლე იტყვის, მე მოსწავლე ვარ, მე არა მაქვს საქმე და ჩაფლავს მისთვის ღვთის მიერ ბოძებული სიტყვის გამოთქმის ნიჭს, ოდნავადაც არ განამრავლებს რა მას, თუკი არ დაიწყებს არც დარწმუნებას, არც რჩევას, არც მხილებას, არც შეგონებას - როდესაც ამის შესაძლებლობა აქვს, და თავის ნიჭს მიწაში ჩაფლავს, უნდა იცოდეს, რომ ვერ გამართლდება იგი თავისი სიტყვებით: მე მხოლოდ ერთი ტალანტი მაქვსო. შენ ერთი ტალანტი გქონდა? შენ გმართებდა შეგეძინა კიდევ ერთი, გაგეორმაგებინა ტალანტი, შენ რომ კიდევ ერთი მოგეტანა, დამნაშავე აღარ იქნებოდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 10:18 PM

"უფალმა გიბოძა ის ნიჭები, რომელიც მის წინაშე მიიტანე, და კეთილი მიზნისაკენ წარმართე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:21 PM

"როგორც ყვავილი უციურნამოთ, ისე ნიჭი უსულიერსაზრდოდ სჭკნება და ნაყოფი ვეღარ მოაქვს"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 07:41 PM

"ნიჭი შეაჩნდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 07:54 PM

"სულიწმიდის ნიჭთა სხვადასხვაობა დამოკიდებულია მის მიმღებ პირთა გონებრივი და ზნეობრივი ძალების განსხვავებაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 08:03 PM

"ვინც თავს აიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ - გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭერმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომელიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასდროს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში არამართებული - მრავალშიც არამართებული და პატივმოყვარე იქნება!"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 09:36 PM

"ღმერთს აქვს უფლება, გასცეს თავისი ნიჭები და ისევ უკან წაიღოს. ადამიანი არ უნდა მიეჯაჭვოს ღმერთს იმ ნიჭების შესაბამისად, რომლებიც მისგან აქვს მიღებული. ასეთი მოდგმა ღვთისადმი ნამდვილ სიყვარულს კი არ შეგვძენს, არამედ მისგან ბოძებულ ნიჭებზე მიჯაჭვულობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიჭებს უფრო მაღლა ვაყენებთ, ვიდრე მათს მონიჭებელს"

/მამა დიმიტრი სტანილოაე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2022, 05:31 PM

"ნიჭი უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაღალი მოვალეობა ის კი არ არის, ბევრი ტალანტი მოგეცა თუ ცოტა, არამედ ის, თუ რამდენად ერთგულად შეასრულე შენი ვალი"

/დეკ. ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 07:30 PM

"რამდენ ნიჭს კლავენ და მარხავენ, მერე იგავებს წაგიკითხავენ დამარხული ტალანტის შესახებ…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 07:45 PM

"ტალანტად ვაქციოთ ცხოვრება, შევცვალოთ ის, რაც ამცხოვრებისეულია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:48 PM

"სხვადასხვა ნიჭები არსებობს - ლოცვის, მარხვის, გალობის, ხატწერისა და სხვ. ღვთისგან მოცემული ასეთივე ნიჭია სიკვდილზე განუწყვეტელი ფიქრი, სიკვდილის ხსოვნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 06:12 PM

„მამა ამბაკუმ უხამლოს ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა. ამასთან, იგი გახლდათ ცხოველი ჭურჭელი სულიწმიდის ნიჭებისა. წერა-კითხვის უცოდინარმა და სიცოცხლის ბოლოს დაბრმავებულმა, მშვენივრად იცოდა ძველი და ახალი აღთქმა, ზეპირად, მეხსიერებით წარმოიტყოდა წმინდა წერილის მთელ თავებს და განმარტავდა მათ. თვალს უხაროდა, როცა ამ მოხუცს უცქერდა, რომელსაც სკვნილი, ან თავისი პატარა ლამპა ეპყრა ხელთ, იდგა და გამოაცხადებდა ღვთის სიტყვას, რომელიც სულიწმიდის მოქმედებით აღსავსე იყო მადლითა და სიხარულით“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 09:11 PM

"უფალი ადამიანს ნიჭებს ღვთისმშობლის შუამდგომლობით აძლევს. ღვთისმშობელი უნაწილებს ხალხს ნიჭებს"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:30 PM

"ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღვთისგან ბოძებული ნიჭი მისი კუთვნილება არ არის, იგი შესაძლოა, ერთ დროს წაერთვას კიდეც. და თუ არ ერთმევა, ისევ ღვთის მოწყალების გამო; მაგრამ როდესაც ადამიანი ნიჭებს მხოლოდ საკუთარი თავის განსადიდებლად იყენებს და არა ღვთისა, მას ბოროტად იყენებს და სულს იღუპავს. ვინც ღვთისგან ბოძებულ ამა თუ იმ ნიჭს კეთილად, ღვთისსათნოდ იყენებს, მაინც განდიდდება, მაგრამ ეს განდიდება საკუთარ თავს კი არა, უფალს უნდა მიაწეროს, არ უნდა დაავიწყედეს, რომ ეს ღვთის შეწევნით შეძლო და დიდებაც მას კი არა, უფალს ეკუთვნის. ამ გზით ამპარტავნების საფრთხესაც აიცილებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 10:06 PM

"გარეგნულად სალათის ფურცლები ჰგავს მდოგვს, ძმარი კი ღვინოს, მაგრამ მათი დაგემოვნებისას სასა ცნობს და განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. ასევეა სულიც: თუკი მას განსჯის უნარი აქვს, გონებით ცნობს სულიწმიდის ნიჭებს და განასხვავებს მათ სატანის მოჩვენებითი ოცნებებისგან"

/ღირსი გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 10:04 PM

"რა სასწაულებია! ჩვენი სიწმინდე, მშვიდობა, წარმატება, ღირსება, ასკეტიზმი, ლოცვა, მის (ღმერთის) მოყვარულთა გულისხმისყოფა ღვთის ხმისა, თავმდაბლობა, სიყვარული, თვინიერება და დაყუდება, რომელიც ეხმარება ადამიანს ყური უგდოს ღმერთს - ეს ყველაფერი სულიწმიდის ნიჭებია! ღმერთი გვიგზავნის მათ, როგორც მისი ყოფნის დამმოწმებელ ნიშნებს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 01:58 PM

" - რა არის ტალანტი?

- ტალანტი ადამიანის სიცოცხლეა. უფალი ყოველ ადამიანს აძლევს ტალანტს და სანამ ცოცხალია უნდა განამრავლოს. არავინ დაჰკარგოს ღვთის ეს დიდი წყალობა. ათი ტალანტი იცი ვის მიეცა? პატრიარქსა და მეფეს, რადგან მათ უნდა მართონ ერი, მაგრამ ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღმერთისა და ერის წინაშე საკუთარი და მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს. სანამ მეფე არ ეყოლება - საქართველოს არაფერი ეშველება.

ლაზარე ყარდა და საქართველოც სულ დაიშლება, მაგრამ როდესაც უფალმა ლაზარე აღადგინა - რომელიმე ნეკნი აკლდა მას? ასევე აღსდგება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2023, 08:07 PM

"მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიური ნიჭების მთელი სისრულე გადმოგვეცა, ჩვენ ყოველგვარი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მათი გამოყენების შესაძლებლობა გაგვაჩნდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 03:32 PM

" - ნეტავ რა ტალანტი მომცა ღმერთმა?

- შენი ტალანტი არის რწმენა და ამრავლე იგი.

აიღე სახარება, წაიკითხე და აკეთე საქმე ისე, როგორც წერია, ესე იგი მოგეცა ტალანტი. მაგრამ ვაითუ ხუთი ტალანტი მოგეცა და სამ ტალანტზე შეჩერდი? სწორედ ამიტომ უნდა ამრავლო. რასაც კარგს გაიგებ - უნდა აკეთო. ან როგორ უნდა იყოს ადამიანის სული დამშვიდებული, როდესაც მოყვასი განსაცდელშია?"

/ღირსი გაბრიელი (აღმსარებელი და სალოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:13 PM

"საერთოდ უნიჭო და უგუნური ადამიანები არ არსებობენ. ღმერთი, "რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს", თითოეულს აძლევს თუნდაც ერთ რომელიმე ნიჭს, როგორც საშუალებას ცხონებისას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2023, 07:47 PM

" - როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, რომელიც ხედავს სხვის ნიჭს, რომ უხაროდეს და არ შურდეს მისი?

- თუ არ დაფლავს საკუთარ ტალანტებს, არამედ განავითარებს, მაშინ გაიხარებს სხვისი ტალანტითაც. რამდენიმე წელია, ვაკვირდები ერთ დას, მას აქვს ხმა და მოწიწება, ამგრამ არ გალობს კლიროსზე, რადგან საკუთარ ტალანტს მარხავს, შფოთავს, როცა ესმის, როგორ გალობს სხვა და, რომელსაც არც ისე კარგი ხმა აქვს. იგი არ ფიქრობს იმაზე, რომ ღმერთმა მას უკეთესი ხმა მისცა, თუმცა, არ ავითარებს.

ამიტომ ყველამ უნდა გამოიძიოს - იქნება მასშიც არის ის ნიჭი, რომლის გამოც სხვისი შურს და თავად არ ავითარებს? ან, იქნებ, ღმერთმა მას სხვა ტალანტი უბოძა, რადგან ღმერთმა არავინ დატოვა ნიჭის გარეშე, ყველა ადამიანს უბოძა რაღაც, რითაც დაეხმარება მას სულიერ ზრდაში"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2023, 05:29 PM

"და რას ნიშნავს "ტალანტის სათანადოდ მოხმარება?" ეს ნიშნავს, რომ ამ შენი ტალანტით ემსახურო ადამიანებს! მარტო შენთვის კი არ გამოიყენო, არამედ ემსახურო ადამიანებს და ემსახურო ღმერთს! აი, მაშინ მრავლდება, იზრდება ეს ტალანტები და მაშინ ვასრულებთ ღვთის მიერ დადგენილ დანიშნულებას და ჩვენც ვხაროთ და შევდივართ ჩვენი უფლის სიხარულში!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 08:10 PM

"მადლობა უფალს, ჩემმა ხანგრძლივმა ცხოვრებამ მტკიცედ დამარწმუნა, რომ ყველანი გარკვეული დავალებით მოვდივართ ამქვეყნად, რომ ყველას ჩვენი ვალი გვაქვს უფლისა და ქვეყნის წინაშე, და ბოძებულ ნიჭს გონივრულად უნდა ვიყენებდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 02:13 PM

"ეს ნიჭი ღვთის საჩუქარია, ეს ღვთის მადლისგანაა, მაგრამ მისი შენარჩუნება ადამიანზეც არის დამოკიდებული. სულიერ ნიჭებს ადამიანი მაშინ კარგავს, როცა უყურადღებოდაა. ასეთ სულიერ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო. ნუ მოუყვებით სხვებს თქვენს ფარულ სულიერ გამოცდილებებს. ეს არასწორია. ასე ღვთის მადლს ვკარგავთ. ხედავთ ღვთისმშობელს? ის მდუმარებას იცავდა. მას არ უთქვამს მართალი იიოსებისთვის ხარების საიდუმლო, ეს მას ანგელოზმა უთხრა. იოსებს ეძინა და ანგელოზის ხმა გაიგონა, რომელიც უხმაუროდ, საიდუმლოდ მოვიდა. "ვერ შეეხებოდა ხელი ყოველთა". ფრთხილად! ღმერთი ძალიან იდუმალია; იმდენად იდუმალი, გვგონია, რომ არ არსებობს. იგი მათ ეცხადება, ვინც სიმდაბლის ნიჭის ღირსი გახდა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 06:19 PM

"არ განვადიდოთ საკუთარი თავი ჩვენთვის ბოძებულ ნიჭთა სიდიადით"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 04:44 PM

"თითოეული ადამიანი მოვალეა კეთილად მოიხმაროს მისთვის მინიჭებული შესაძლებლობები. როდესაც ადამიანს რამენაირი ნიჭით აჯილდოებს, ღმერთი ხომ პასუხსაც მოსთხოვს მათთვის"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)