IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> თქვენი აზრი მაინტერესებს"მწვალებლობის შესახებ".
marine
პოსტი Jul 27 2007, 04:45 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სამწუხაროდ, ძალიან გვიადვილდება ერთმანეთის გულის ტკენა.. sad.gif

ჩემი რჩვევა იქნება, ფორუმის მოსახსენებლით ყველამ ვიხელმძღვანელოთ და ერთმანეთზე ვილოცოთ, რომ სიყვარული უფრო გამრავლდეს ჩვენს შორის და ცინიზმმა იკლოს..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminaristi
პოსტი Jul 27 2007, 04:50 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 5-July 07
მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო
წევრი № 2,395



არ მეგონა თუ მართლმადიდებლურ ფორუმში არამართლმადიდებლებიც იყვნენ! საკვირველია! მე კი ვეცდები მოციქულს დავემორჩილო: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა შეგონებისა განეშორე".მწვალებლობას უნდა მიეკუთვნოს ის სწავლებაც,რომელიც არ ეხება რა არც დოგმატებს,არც საიდუმლოებებს,უარყოფს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას და ნებას აძლევს ქრისტეანებს წარმართული ცხოვრებისა"(წმ. ეგნატე სტავროპოლელი(ბრიანჩანინოვი))
რა თქმა უნდა,ეს ყველას არ ეხება.


--------------------
"Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 27 2007, 05:03 PM
პოსტი #63


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



seminaristi
ციტატა
მწვალებლობას უნდა მიეკუთვნოს ის სწავლებაც,რომელიც არ ეხება რა არც დოგმატებს,არც საიდუმლოებებს,უარყოფს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას და ნებას აძლევს ქრისტეანებს წარმართული ცხოვრებისა

კი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ეკლესიის შიგნიდან ხდება ასევე ქრისტეს სახელით. ამბობს კიდეც: "ნებას აძლევს ქრისტეანებს წარმართული ცხოვრებისა" ქრისტეანებს აძლევს წარმართული ცხოვრების ნებასო, თორემ წარმართები თავისთავად წარმართები არიან, ისინი მწვალებლებად არ ითვლებიან.

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 27 2007, 04:57 PM) *

არამართლმადიდებელი ხარ? - არა

აქ ასე მახსოვს:

მწვალებელი ხარ? - არა



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2007, 05:13 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჰა თქვენ ოფიციაულურ,-ლექსიკონური განმარტება:

მწვალებელი – ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი.

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/leksikoni_dz.htm#m


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 27 2007, 05:31 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 03:34 PM) *

ამ კანონებში მართლაც კარგად არის გამიჯნული მწვალებლები და არაქრისტიანები. ჯერ ერთი უნდა დავუკვირდეთ, რატომ, რა ვითარებაში და რისთვის აკრძალეს იმ დროში ურიებთან და მწვალებლებთან ერთად ჯდომა ან ტრაპეზობა.


რა ტრაპეზობა, ერიჰა.

ციტატა
დღეს ეგ კანონები არ მოქმედებს, რადგან დღეს ერთმანეთში არ გვაქვს დაძაბული და მტრული ურთიერთობა wink.gif მე პირადად მაგ კანონებს არ ვიცავ, იმიტომ რომ ეგ კანონები წარსულს ჩაბარდა biggrin.gif


შენ კიდევ სხვა რამეებსაც არ იცავ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეგენიც წარსულს ჩაბარდა? IPB-ს სურათი

ციტატა
ასევე დრომოჭმული კანონია რომელიც კრძალავს მწვალებლების ტაძრებში შესვლას და მათთან ერთად ლოცვას,


წაიკითხე ჩვენი სინოდის დადგენილება ერთობლივ ლოცვებზე? IPB-ს სურათი

ციტატა
ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი smile.gif ის ერთობლივ წირვებს არ ატარებს კათოლიკებთან, მაგრამ არის ლოცვები რომლებსაც ერთად ამბობენ. როდესაც ბართლომეოსი რომის პაპთან იყო, კათოლიკებმა ფილიოკვე გააუქმეს და მრწამსი მართლმადიდებლურად თქვეს smile.gif


გუჯა, ხანდახან (შენს შემთხვევაში ხშირად? IPB-ს სურათი) ჩუმად ყოფნა ჯობია, რომ რამე უაზრობა არ წამოგცდეს. ჯერ ერთი, მრწამსს ერთად რომ ამბობდნენ, პაპს არ ჩაუმატებია ფილიოკვე, მაგრამ იქ მყოფმა ლათინმა სამღვდელოებამ ეგრევე მიამატა. დოგმატის რა გაუქმებაზე მელაპარაკები, ხომ დაუდგათ თავდაყირა ლათინებს პაპის უცდომელობის დოგმატი? IPB-ს სურათი სად გააუქმეს, საბუთი გვაჩვენე. შენ მგონი საერთოდ არ იცი, რას ასწავლიან ახლა ლათინები ფილიოკვეზე და რატომ არ ჭირდებათ და არ თვლიან საჭიროდ მოითხოვონ, მრწამსში ჩასვით აუცილებლადო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 27 2007, 05:58 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ერთი თვით დაგემშვიდობებით.ღმრთის წყალობა არ მოგკლებოდეთ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminaristi
პოსტი Jul 27 2007, 06:10 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 5-July 07
მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო
წევრი № 2,395



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 27 2007, 05:52 PM) *

რა თქმა უნდა ამ ფორუმში არამართლმადიდებლებიც არიან, მაგრამ აქ ეს მენტორი ვის ეხება ვერ გავიგე...თუ იმათ, ვინც თქვენეული განმარტების უზუსტობაზე მიგანიშნეს, აპლოდისმენტები biggrin.gif ახალი განმარტებაა არამართლმადიდებლობის, ხოლო თუ მათზე, ვინც თქვენ გეთანხმებიან - საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი biggrin.gif


ჩემი განმარტების უზუსტობაზე არავის მიუთითებია.ალბათ არ იცი ჩემი პოზიციაც ამ საკითხზე(იხ.მე-3 გვერდზე ჩემი 45-ე პოსტი).ხოლო არამართლმადიდებელში ვინც ვიგულისხმე,მას თავისი სინდისი ამხელს.


--------------------
"Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2007, 06:22 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა


ჩემი განმარტების უზუსტობაზე არავის მიუთითებია.ალბათ არ იცი ჩემი პოზიციაც ამ საკითხზე(იხ.მე-3 გვერდზე ჩემი 45-ე პოსტი).ხოლო არამართლმადიდებელში ვინც ვიგულისხმე,მას თავისი სინდისი ამხელს.


საკუთარი სუნდისი თუ ამხელდა კეთილო, შენი მითითება აღარ დასჭირდებოდა, რახან შენიშნე რომ ის არ არის მართლმადიდებელი (ეს ხომ ყველაზე დიდი ბრალდებაა მართლმორწმუნესთვის და უპიველესად მისი მაზიეარებელი ეკლესიისთვის? ) მაშინ მინიშნებები და შორეული პოზიცია აღარ არის საჭირო smile.gif

კომპლექსურად ვიმსჯელოთ და ჩვენსას ნუ ვეძებთ - ღვთისა ვეძიოთ smile.gif

იხარე smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 08:28 PM
პოსტი #69


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 27 2007, 01:31 PM) *

წაიკითხე ჩვენი სინოდის დადგენილება ერთობლივ ლოცვებზე?


რომელი ჩვენი სინოდის? რომლებმაც სქიზმატების, ბასილ მკალავიშვილის ნაირებისთვის დაგმო ეკუმენიზმი? კაი რა. ეგ ყველამ კარგად ვიცით რის გამოც მიიღეს ეგ დადგენილება ჩვენმა სინოდის წევრებმა, თორემ ბევრი ფოტოები და დოკუმენტებია ჩვენი სინოდის წევრები რომ "მწვალებლებთან" და სხვა არამართლმადიდებლებთან ერთად რომ ლოცულობდნენ wink.gif ჩვენს სინოდში რამდენია ისეთი ღვთისმეტყველი, რომლებიც მსოფლიო საპატრიარქოზე და სხვა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიების ღვთისმეტყველებზე და სინოდის წევრებზე განათლებულები არიან?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 11 2007, 03:47 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 08:28 PM) *

რომელი ჩვენი სინოდის? რომლებმაც სქიზმატების, ბასილ მკალავიშვილის ნაირებისთვის დაგმო ეკუმენიზმი? კაი რა. ეგ ყველამ კარგად ვიცით რის გამოც მიიღეს ეგ დადგენილება ჩვენმა სინოდის წევრებმა, თორემ ბევრი ფოტოები და დოკუმენტებია ჩვენი სინოდის წევრები რომ "მწვალებლებთან" და სხვა არამართლმადიდებლებთან ერთად რომ ლოცულობდნენ wink.gif ჩვენს სინოდში რამდენია ისეთი ღვთისმეტყველი, რომლებიც მსოფლიო საპატრიარქოზე და სხვა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიების ღვთისმეტყველებზე და სინოდის წევრებზე განათლებულები არიან?


რა დოკუმენტზე საუბრობ<როდესაც თვითონ არ გაგირკვევია რომელ სარწმუნოებას ეკუთვნი.ჯერ თვითონ საკუთარ თავს მიაქცე ყურადღება,რადგანაც ასეთი აზროვნებით ეშმაკი უფსკრულში მიგაქანებს.
სხვა სარწმუნოების ადამიანთან ლოცვა მწვალებლობა.სჯულისკანონით განკვეთაა მისჯილი ასეთი იერარქებისთვის.
მე არ დამეთანხმო,მაგრამ სჯულის კანონს უსმინე.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Sep 11 2007, 05:51 PM
პოსტი #71


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



saria-giorgi
ციტატა
რა დოკუმენტზე საუბრობ<როდესაც თვითონ არ გაგირკვევია რომელ სარწმუნოებას ეკუთვნი.ჯერ თვითონ საკუთარ თავს მიაქცე ყურადღება,რადგანაც ასეთი აზროვნებით ეშმაკი უფსკრულში მიგაქანებს.
სხვა სარწმუნოების ადამიანთან ლოცვა მწვალებლობა.სჯულისკანონით განკვეთაა მისჯილი ასეთი იერარქებისთვის.
მე არ დამეთანხმო,მაგრამ სჯულის კანონს უსმინე.


შენ მართლმადიდებლობის რომელ ფრთას ეკუთვნი ახალგაზრდავ?
რატომ არ განკვეთენ მაშ იმ მართლმადიდებელ პატრიარქებს, რომლებიც "სხვა ქრისტიანებთან" ლოცულობენ?
ისე შენს ამ ნაწერში მათი სეურაცყოფა ხონმ არ მოგდის? wink.gif

saria-giorgi
საინტერესო ხელმოწერა გაქვს და მინდა ვიცოდე ცხონება რა გგონია. და ეკლესიას რას ეძახი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 12 2007, 12:27 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



[quote name='გლახა' date='Sep 11 2007, 05:51 PM' post='168717']
saria-giorgi
შენ მართლმადიდებლობის რომელ ფრთას ეკუთვნი ახალგაზრდავ?
რატომ არ განკვეთენ მაშ იმ მართლმადიდებელ პატრიარქებს, რომლებიც "სხვა ქრისტიანებთან" ლოცულობენ?
ისე შენს ამ ნაწერში მათი სეურაცყოფა ხონმ არ მოგდის? ;

1-"ერთი წმიდა და კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"მიწაზე ფრთები ფრინველებს აქვთ,მე კი ვეკუთნი ჭეშმარიტ ეკლესიას,რომელშიც არის მხოლოდ ჭეშმარიტება.არ ვაღიარებ უცხო სეკტებს,რომლებიც შეიქმნა ადამიანისა და ეშმაკის ერთობით.
2-სხვასთან მლოცველი ეკლესიის მიერ შეჩვენებულია.წაიკითხე მოციქულთა და წმ.მამათა დადგენილებები,რომელშიც არის საგანგებო პასუხები.
ყველა მორწმუნე უცხო აღმსარებელთან მლოცველი შეჩვენებულია."და იყავნ შეჩვენებულ მარანათა."ასე ბრძანებენ წმ.მამები,რომლებიც სული წმიდით იყვნენ განბრძნობილნი.
3-თუ ასეა მაშინ მე კი არა წმ.მამებს მიუყენებიათ ასეთებისთვის ანათემით შეურაცხოფა ოდითგანვე.
ნესტორიც პატრიარქი იყო,როდესაც განკვეთეს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 12 2007, 12:30 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ნესტორიც პატრიარქი იყო,როდესაც განკვეთეს.


ცუდი მინიშნებაა ღმერთმანი....



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 12 2007, 01:27 PM
პოსტი #74


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



saria-giorgi
საერთოდ, კანონიკური ნორმებით არსებობს "აკრიბიისა" და "იკონომიის" წესი. რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

უპირველესად, ორივე წარმოადგენს საეკლესიო კანონის გამოყენების პირობას. აკრიბია ეწოდება კანონის გამოყენებას ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად რთული თუ არაორდინალური სიტუაციისა, ხოლო იკონომია - საეკლესიო კანონისაგან გადახვევას გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით

როგორც წესი, იმ კანონებზე, რომლებიც დოგმატურ საკითხებს ეხება, გამოიყენება აკრიბიის წესი, ანუ კანონი მოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში. დანარჩენ სხვა სიტუაციაში შეიძლება გამოიყენებულ იქნეს კანონიკური იკონომია

მაგალითად, საერო პირის მიერ ადამიანის მონათვლის უფლება, არამართლმადიდებელზე ჯვრისწერის უფლება, ხელდების გარეშე პირის საკურთხეველში შეშვება და სხვა მრავალი წარმოადგენს კანონიკური იკონომიის მაგალითს.

მსოფლიო პატრიარქის მიერ არამართლმადიდებლური, მაგრამ სამოციქულო ეკლესიების იერარქთა პატივით დახვედრა და მსახურებაზე დასწრების უფლების მიცემა, აგრეთვე თანალოცვა, წარმოადგენს კანონიკურ იკონომიას და იგი არ ეწინააღმდეგება სჯულს, ვინაიდან მისი მიზანია არამართლმადიდებელთა ეკლესიის წიაღში დაბრუნება

მით უმეტეს, როცა რომის ეკლესია არავის უცვნია მწვალებლურად (!)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Sep 13 2007, 12:15 PM
პოსტი #75


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



saria-giorgi
ისე შეჩვენებით ვინ შეჩვენდება ეგ უფლის გასარკვევია..
ხოლო მე ვმადლობ უფალს, რომ ქრისტიანობა სიყვარულის და არა შეჩვენების რელიგიაა...
ასე მგონია რომ ქრისტიანობის მთავარ ამოცანად/დანიშნულებად ადამიანთა "შეჩვენება" გგონია...

იცი რომ ქრისტემ შეგვიყვარა და სისხლი დაღვარ შენს და ჩემს გამო?
იცი რომ ქრისტეს სეეზლო ჯვრიდან ჩამოსულიყო და მისი მტანჯველები შეეჩვენებინა?

მაგრამ ასე არ გააკეთა..

მინდა მჯეროდეს რომ ეს იცი wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 13 2007, 12:27 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(კანონისტი @ Sep 12 2007, 01:27 PM) *

saria-giorgi

მსოფლიო პატრიარქის მიერ არამართლმადიდებლური, მაგრამ სამოციქულო ეკლესიების იერარქთა პატივით დახვედრა და მსახურებაზე დასწრების უფლების მიცემა, აგრეთვე თანალოცვა, წარმოადგენს კანონიკურ იკონომიას და იგი არ ეწინააღმდეგება სჯულს, ვინაიდან მისი მიზანია არამართლმადიდებელთა ეკლესიის წიაღში დაბრუნება

მით უმეტეს, როცა რომის ეკლესია არავის უცვნია მწვალებლურად (!)



ათენის ღმრთისმეტყველის და ამავე დროს საპატიო პროფესორის პანაიტიოს ბუმისის წიგნი"კანონის სამართალი"წაიკითხე და მიხვდები რა შეიძლება და რა არა.
იყო შემთხვევა,რომ სომხეთის პატრიარქი გარიგინი როდესაც ჩამოვიდა პატრიარქმა საკურთხეველში არ შეუშვა,რადგანაც მათთან თანალოცვა არ შეიძლება.ისინი მიხვდნენ-გარეთ იგალობეს და წავიდნენ.შენ კი არ ვიცი ეს ახალი სწავლება,რომელი წმ.მამისგან აიღე?რადგანაც მწვალებლურია.შენ ყველასთან ლოცულობ?არ ემორჩილები სჯულის კანონს?რომელზეც წმ,მამები ამბობენ:"სახარების მერე მე-2 წიგნიაო."


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Sep 13 2007, 12:31 PM
პოსტი #77


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



saria-giorgi
შენ ხომ მართლმადიდებელი ხარ? იმედია არა ბასილ მკალავიშვილის მრევლიდან....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 13 2007, 12:44 PM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(გლახა @ Sep 13 2007, 12:15 PM) *

saria-giorgi
ისე შეჩვენებით ვინ შეჩვენდება ეგ უფლის გასარკვევია..
ხოლო მე ვმადლობ უფალს, რომ ქრისტიანობა სიყვარულის და არა შეჩვენების რელიგიაა...
ასე მგონია რომ ქრისტიანობის მთავარ ამოცანად/დანიშნულებად ადამიანთა "შეჩვენება" გგონია...

იცი რომ ქრისტემ შეგვიყვარა და სისხლი დაღვარ შენს და ჩემს გამო?
იცი რომ ქრისტეს სეეზლო ჯვრიდან ჩამოსულიყო და მისი მტანჯველები შეეჩვენებინა?

მაგრამ ასე არ გააკეთა..

მინდა მჯეროდეს რომ ეს იცი wink.gif


ღმერთს სიყვარულით დაცემული ანგელოზებიც უყვარდა,ასევე ყველას ცხონებაც სურს და თუ ადამიანიც ისურვებს ქრისტესმიერი მცნებების აღსრულებას ცხონდება.ღმერთს უყვარვარ,ეს არ აცხოვნებს ადამიანს-თუ საქმით ეწინააღმდეგება. ორიგენე,მაკედონიოსი,ლუთერი,ა
იოზი,ერმოგენე,ნიკოლაოსი,ფიგე
ოსი და დიმასი.ესენი ყველა ღმერთს ემსახურებოდნენ,მაგრამ უკეთურმა აზროვნებამ ეშმაკს მიაბარა.ამათგან ოთხი მაცხოვრის სამოცდაათთაგანი მოწაფენი იყვნენ,მაგრამ როგორც ვიცით სამი ეპისკოპოსი და ერთი ხუცესი-დიმასი კერპების თაყვანისცემამ წარწყმიდა,ხოლო შვიდმა კრებამ ანათემები დაურიგა.
"ღმერთი სიყვარულ არს."წერია წმ.წერილში,მაგრამ ისიც წერია."უფალმან მოსრნის წარმართნი.""უფალსა უყვარან მდაბალნი,ობოლნი და ქვრივნი.""ამპარტავანსა შემუსრავს ღმერთი."
"ჩემი არს შურისგებაი და მე მივაგო"ბრძანებს უფალი."უფალი შურისგებისაი."

არანაირი ბასილ მკალავიშვილის მრევლი.ჩემი მოძღვარია დეკ.ანდრია


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Sep 13 2007, 12:57 PM
პოსტი #79


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



saria-giorgi
იეღოველები გიყვარს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 13 2007, 01:18 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(გლახა @ Sep 13 2007, 12:57 PM) *

saria-giorgi
იეღოველები გიყვარს?


პირად ლოვცებში ვკითხულობ:"უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზასა შეცდომილნი,წარწყმედელთა წვალებათაგან დაბნეულნი-ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქცივნენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარყვენ წმიდასა შენსა კათოლიკე, სამოციქულოსა ეკლესიასა,რათა გიცნან შენ მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი და თაყვანი გცენ."მაგრამ მათი საქმიანობა მძულს.როგორც წმ.მამები ბრძანებენ:"ადამიაჰი გიყვარდეს,მაგრამ მასში ცოდვა გძულდესო."


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 01:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი