რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
natani |
Apr 2 2008, 05:08 AM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,293 |
გამოკითხვის ტექსტი გადავაქართულე და გამოკითხვის შედეგები განულდა ავტომატურად ბოდიშს გიხდით! იქნებ ახლიდან დააფიქსიროთ ყველამ საკუთარი აზრი! MII დაგეთანხმები მაგაში რომ ზოგიერთ ქართველს გული აქვს აცრუებული საკუთარ ქვეყანაზე. მე პიდად საკონსულოში ვმუშაობდი რამოდენიმე თვე და მხვდებოდა ისეთი ხალხი რომელთაც არც ქართული ენა იცოდნენ და არც წერა-კითხვა, ერთმა ჯიმი ლინკოლნიც კი დაირქვა გვარი. ასეთ ხალხს ვისაც თავიანთი ენა დავიწყებული აქვთ თავისთავავად რომ არც სურთ მისი გახსენება............. |
KAIROS |
Apr 2 2008, 07:00 AM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჯიმი ლინკოლნიც გემოვნება ქონია ასეა ლინკოლნებს და ვაშინგტონებსაც ვამრავლებთ საგიჟეთია მართლა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Apr 2 2008, 10:30 AM
პოსტი
#43
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გიორგი
ციტატა საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! შენ გაიხარე გიო, ყველაფერი არაჩვეულებრივად კარგად ჩამოაყალიბე. დაგლოცოს ღმერთმა ასე კარგად რომ გესმის სამშობლოდან გადახვეწილების -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
makiki |
Apr 2 2008, 03:02 PM
პოსტი
#44
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
არსად წასვლის სურვილი არ მაქვს,არც სამუშაოდ და არც სასწავლად.
უფალმა გაგაძლიეროთ ქართველო ემიგრანტებო და არა მარტო ქართველებო,რადგან ყველა ადამიანი განურჩევლად ერისა განიცდის თავის სამშობლოს დატოვებას. -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
*ნინო* |
Apr 2 2008, 04:09 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ჩემი აზრით,უმრავლესობა საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის.აქ ვერ შოულობენ სამსახურს და იძულებულები არიან საზრვარგარეთ წავიდნენ,რათა ოჯახი არჩინონ.ვინც წასულია ისინი უფრო გებულობენ საქართველოს ფასს .
|
ზარნაშო |
Apr 24 2008, 04:40 PM
პოსტი
#46
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
არსად არ ვაპირებ წასვლას. ზოგი შეიძლება იძულებული იყო, არავის განვიკითხავ. სხვაგან წასასვლელი ფული მქონდეს და აქაც გემრიელად მოვიხმარ. ერთი წერდა, საქართველოში ნორმალური ხელფასები არსად არისო. ძალიან ხოშიანი ხელფასები აქვს ზოგს (მე ასეთებს არ მივეკუთვნები, უმუშევარი ვარ ).
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
alilo |
Apr 24 2008, 08:09 PM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
ციტატა საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიშით ჩარევისთვის,მაგრამ თავად 8 წელია საქართველოს მოვწყდი და ღვთის მადლით ქართული სული არ დამიკარგია.რაც 8 წელი საქართველოდან წასული ვარ მცირედი გამოცდილება მეც მივიღე უცხოეთში.უკვე ცოთა არ იყოს ერთი და იგივეს მოსმენა უკვე სამწუხაროა.ზემოთ მოხსენიებულ ციტატაში მართალია რაც წერია,მაგრამ ხალხს მაგას კი არ უნდა ჩააგონებდეთ,რო აი ასე დ ისე.კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან აკრიტიკებთ და კრიტიკის შეშვიით კაცო.ეხლა აქ მყოფი ქართველი ზემო მონიშნულ ციტატას რომ წაიკითხავენ, რა გონიათ საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუძლიერდებათ თუ დაუსუსტდებათ,რა თქმა დაუსუსტდებათ.თქვენ თუ გსურთ უხოეთში მყოფ ქართველებს დაეხმაროთ იმას ნუ კი ასწავლით როგორი ვითარებაა საქართველოში (ეგ იციან უკვე) ,არამედ ის ასწავლეთ როგორ გადალახონ ეს ვითარება საქართველოში დაბრუნდნებით,იცით თვქენ რომ აი ასეთი კომენტარების (ზემოთ არნიშნული რომ არის (ძმაო გიორგი არ გაყენებ შენ შეურაცყოფას მომტევე))მოსმენით აღარ უნდათ საქართველო და გეუნებით თქვენ რომ,ჯობს ეკონომიურად გაგწირდეს ვიდრე სულიერად დაეცეს უხცო ქვეყანაში,იმიტომ რომ აქ ქართველი კაცი დაიღუპება თუ დარჩება ფულის იმედით.ხალხო გონს მოდით(არ გაყენებთ შეურაცყოპას მაპტიეთ ) ნუ აკრიტიკებთ და ყოველ დღე ერთი და იგივეს ნუ ჩააგონებთ ამ საბრალო ხახლს.ვიცით რომ გაჭირვეებაა და ვიცით რო უსამრთლოობაა.მაგრამ გვასწავლეთ როგორ გადავლახოთ მანდ დაბრუნებით და მოგვეცით ენთუზიასმი დაბრუნების ანუ კი აშინებთ ამ ხალხს.გეუნებით რომ აქ დარჩენა მით უფრო დიდი გასაჭირია ვიდერ საქართველოში ყოპნა.მადლობა იესო ქრისტეს რომ ჩვენი ქვეყანა კიდე ფხეზე დგას,თქვენგანმა ზოგმა იცის ზოგმა არა, ვარესი საშინელელები ხდება უხცო ქვეყნებში და საქართველო იმასთან შედარებით აყვავებულია.ასე რომ გეხვწებით ძმებო და დებო გაანებეთ ცუდის შთაგოენბას თავი და უცხოეთში მყოფ ქართველებს ასწავლეთ რომ დაბრუდებიან გაიხსენონ ის გაჭირვებაა რომელიც არის უცხო ქვეყენბში როგორიცა, აფრიკაში,როგორიცაა ეყრაყი და სხვა ასეთ ქვეყნებში და ასწავლეთ ის რომ მადლიერი ვიყოთ იმისა არც მოგვცა უფალმა და აი აქიდან დაიწყება საქართველსო გაბრწყინება როცა ჩვეN სულიერად ვიქნებით მდიდრები ანუ ცოთასი ვართ კმაყოპილი და ჩვენ მეტი არ გვინდა და აი ამას რომ შევიგნებთ ქართველი ერი, აი მერე დავბრუნდებიტ,თორე ცუდის და არა დამაკმაყოფილებელი ვითრებისა შთაგონებით უფროო დააფრთხობთ ამ საბარლო ხალხს.მპატიეთ თუ რამე უხეშად ან შეურაწყოფილად და დავწერე,ამას მხოლოდ სამშობლოს სიყვარული მაწერიენბს,ღმერთმა ნუ ქნას ეს სიყვარული ცრუ გამოდგეს.ღმერთმა დალოცოს ემიგრაციაში მყოფი ქართველები დ ამლე დაგაბრუნოთ უფალამ სამშობლოში |
zedela |
Apr 25 2008, 02:59 AM
პოსტი
#48
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
ალბათ სასწავლებლად წავიდოდი მარტო აქედან........
|
Georgia_me1121 |
Jun 10 2008, 01:37 PM
პოსტი
#49
|
კავკასიის მთების შვილი ჯგუფი: Members პოსტები: 155 რეგისტრ.: 25-May 08 მდებარ.: საქართველო!!! წევრი № 4,915 |
მხოლოდ სწავლისათვის
იმისთვის, რომ საქართველო ვასახელო სხვა გამორიცხულია, მითუმეტეს სამუდამოდ წასვლა უზომოდ ვარ შეყვარებული სამშობლოზე -------------------- ჰაიიიიტ თქვე მამაძაღლებო!
|
Ligia |
Jun 30 2008, 12:49 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
დიდი სიამოვნებით წავალ სასწავლებლად საზღვარგარეთ, და ვაპირებ კიდევაც, და დავრჩები 1 წლითაც თუ მექნება საშუალება ნორმალური სამუშაოს დაწყებისა,
ესმით რა საზღვარგარეთ საგანი და აქ კიდე მხოლოდ ახლა აიდგეს ფეხი, |
natiko |
Jul 20 2008, 11:33 AM
პოსტი
#51
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 335 რეგისტრ.: 22-August 06 წევრი № 103 |
ციტატა ძირითადად სამუშაოდ მიდიან და თუ ასკი გიწყობს ხელს და ანაზღაურებაც გაკვს დამაკმაყოფილებელი სწავლასაც ახერხებენ ეგეც მართალია, მარა კიდე დავამატებ, რომ აქ პირველი მიზეზი ჩემი მუშაობისა იყო. ჯერ საერთოდაც არ მინდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა, მარა ამ გაჭირვებამ მოიტანა ესე. მერე ამ დროთა განმავლობაში დრომ მაიძულა, რომ ჩამებარებია და მესწავლა. აი როცა კი სწავლას მოვრჩები, აღარაფერი დამაინტერესებს იმდენად, რამდენადაც სამშობლოში დაბრუნება -------------------- << ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
|
-tamar- |
Jul 20 2008, 12:29 PM
პოსტი
#52
|
summer time :) ჯგუფი: Members პოსტები: 522 რეგისტრ.: 27-May 08 მდებარ.: საქართველო-თბილისი წევრი № 4,927 |
მე მივეცი ხმა "არ ვაპირებ წასვლას" მარა მერე დავფიქრდი და სამოგზაუროდ კი წაივიდოდი ცოტა ხნით სადმე, მოსანახულებლად, მარა ისე არა. არც სამუშაოდ და არც სასწავლებლად, ადრე კი მინდოდა მარა ეხლა არა, ვფიქრობ აქაც ნორმალურად ვისწავლი, რავი...
არა ეხლა თუ რომელიმე გაცვლითი პროგრამით სადმე გავედი კი წავალ.. მარა დიდი ხნით არა. -------------------- მიყვარხართ
|
hirondelle |
Jul 20 2008, 12:56 PM
პოსტი
#53
|
მერცხალი ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 12-June 08 წევრი № 5,064 |
მე დიდი ხანია უკვე საზღვარგარეთ ვცხოვრობ და არაფერი არ მაკლია საქართველოს გარდა... მაგრამ ეს იმხელა დანაკლისია შეიძლება ყველაფერი გადაწონოს...
თან სულ მსდევს დანაშაულის გრძნობა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში თუ სხვა პროცესებში ვერ ვმონაწილეობ... -------------------- chevalier de St Georges
|
guest |
Jul 20 2008, 01:48 PM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
natiko
ციტატა ეგეც მართალია, მარა კიდე დავამატებ, რომ აქ პირველი მიზეზი ჩემი მუშაობისა იყო. ჯერ საერთოდაც არ მინდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა, მარა ამ გაჭირვებამ მოიტანა ესე. თემა , რომელიც შენი პოსტინგების და მათზე პასუხების წყალობით დაიხურა, იქ მაგას არ ამბობდი , რა ვიცი. |
natiko |
Jul 20 2008, 02:41 PM
პოსტი
#55
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 335 რეგისტრ.: 22-August 06 წევრი № 103 |
რატომ გგონია ასე, რომ არ გამემახვილა სხვა პოსტებში ყურადღება ჩემი წასვლის მიზეზზე? ძალიან უახლოეს პოსტებში არაა, მარა ცოტა უკანაა, უბრალოდ დიდი ხანია არ შემოვსულვარ ფორუმში და... . აი წაიკითხე ისევ ამავე სათაურის "უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი" სხვა ესეთ თემაში(ცოტა ძველ პოსტებში) და ნახავ ...
-------------------- << ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
|
besik |
Jul 20 2008, 04:02 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 |
besik
ბესო, რაც დაწერე ბევრი მაგას ვერ იგებს, გეგონება ჩვენი არ გვეყოფა და კიდევ ვიოლინოს უკრავენ ვაიპატრიოტული ნიანსებით ყურებში. ნანა მოდი ასეც ნუ გავართულებთ სიტუაციას ,ძალიან კარგად მესმის შენიც,ძალიან ძნელია,როცა ადამიანი დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფება, იმის გამო,რომ ქვეყანას მოშორებულია და ენატრება ,ძალიან მგრძნობიარე ხდება ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრებების მიმართ,ეს ძალიან ფაქიზი რამ არის და უდიდესი სიფრთხილეა საჭირო ამასთან დაკავშირებით.მაგრამ მთავარი რა არის,ის არის,რომ ჩვენ ყველანი მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ,ეს კი იმას ნიშნავს,რომ თუკი ჩვენ გაგვაჩნია რწმენა,სიყვარული,მოშიშება უფლის მიმართ, ეს გვავალებს რომ ვიყოთ ერტმანეთის მიმართ მიმტევებელი, შეუმცდარი ამქვეყნად არავინ არის,შესაზლოა ადამიანი სულ სხვას ფიქრობდეს გულში,მე ვერ წარმომიდგენია,რომ აქ ვინმე აშკარად ცდილობდეს შუღლის,ბოროტების ,ღვარძლის დათესვას.ჩვენ ყველანი ასეთები ვართ,რომ გულში სულ სხვა რამეს ვფიქრობთ,ვაანალიზებთ,განვსჯი თ და ასე გადმოვცემთ ჩვენი გულის ნადებს,რომლის სიმარტლეშიც ძალიან დარწმუნებული ვართ,ასეცაა,ხოლო როდესაც მას გადმოვიტანთ აქ ,აღმოჩნდება,რომ რასაც ჩვენ ვფიქრობდით,ნებსით თუ უნებლიეთ სულ სხვა მიმართულებით იქნა გაგებული.ამიტომ ჩვენი რწმენიდან გამომდინარე უფლის სიყვარულის გამო უნდა ვეცადოთ ვიყოთ მიმტევებელი და დაწყებული კამათი,რომელიც ამა თუ იმ აზრს გამოხატავს,ისე არ გადაგვეზარდოს,რომ საბოლოოდ უდიდესი სიძულვილი ვიგრძნოთ ერტმანეთის მიმართ.ეს გზა ნამდვილად არ იქნება უფლისკენ მიმავალი გზა.ვეცადოთ ერტმანეთში კარGი დავინახოთ,როგორც ერთ ფილმშია გამოთქმული:''ყველა ადამიანში არის რაღაც,რის გამოც შეიძლება იგი გვიყვარდეს,ან გვებრალებოდეს''.აი,ჩვენი მიზანი,ვეცადოთ ერტმანეთში კარგი დავინახოთ,ცუდი რაც დევს,უდიდესი სიფრთხილიტ მოვეკიდოტ,რომ გამოსწორების ნაცვლად უფრო მეტად არ გავართულოთ იგი. ყველას უმორჩილესად ვთხოვდი,რომ ვეცადოთ ერტმანეტს გული არ ვატკინოთ,არ შეურაცხვყოთ, არ დავცინოთ.მსჯელობა და კამათი მაშინ მოიტანს ნაყოფს,როცა ერთმანეთის აზრს შევაჯერებთ,პატივისცემით მოვეპყრობით ერტმანეთს და საბოლოო დასკვნას გამოვიტანთ.ხოლო ერ თმანეთის შეურაცხყოფიტ,სიტყვაზე გამოკიდებით,კიდევ უფრო გავღიზიანდებიტ და დავისაქსებით,ეს კი არა მგონია უფლისტვის სათნო იყოს. ღმერთმა მოგვმადლოს ერტმანეთის გატანა და სიყვარული. -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
guest |
Jul 20 2008, 08:24 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
besik
ციტატა ისე არ გადაგვეზარდოს,რომ საბოლოოდ უდიდესი სიძულვილი ვიგრძნოთ ერტმანეთის მიმართ ბესო, გრძნობა სიძულვილი და შური თუნდაც ჩემს ხასიათში არ ზის, ეს ორი რამ არ ვიცი რა არის. საქციელის არმოწონება სიძUლვილს არ ნიშნავს, შურითაც რა უნდა შემშურდეს სხვისი, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ისეთს ვღებულობ, როგორსაც შევძლებ, სხვისი სხვისია - ჩემი ჩემი. ციტატა ყველას უმორჩილესად ვთხოვდი,რომ ვეცადოთ ერტმანეტს გული არ ვატკინოთ,არ შეურაცხვყოთ, არ დავცინოთ.მსჯელობა და კამათი მაშინ მოიტანს ნაყოფს,როცა ერთმანეთის აზრს შევაჯერებთ,პატივისცემით მოვეპყრობით ერტმანეთს და საბოლოო დასკვნას გამოვიტანთ ნამდვილად, მაგრამ პაბლიკიდან რომ გადაინაცვლებს კაცი პრივატში და იქ უარესად ამოგლანძღავს ოჯახიან-შვილიან-დედაბუდიანად, ეს შეურაცხყოფაა აბა რა. გატანა და მოთმენა მე არ მაკლია, სადაც ჩემი ტომისას ვნახავ აქ უცხოეთში ვეფოფინები, დამფასებლები არიან თუ არა ეს უკვე მათი პირადი საქმეა, მე ჩემი მუდამ გამიკეთებია, დანახვით კი იმან დაინახოს, ვინც საჭიროა, თორემ კაცთაგან მაგას დიდად არც ველოდები. უცხოეთში ბევრი მიზეზის გამო მიდის ქართველი, ზოგი მოცემულია პულში, ზოგი კი ზოგადი სახით, ყველა ვერ დავწერთ აქ ვინ რატომ წავიდა ანუ ისინი, ვინც იმ "ზოგადს" ვეკუთვნით. რეპორტის ჩაბარებას კი ისედაც არ ვაპირებ არავიზე, ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო სანამ ვინმეს ვინმე შემოველანძღებით, უნდა დაფიქრდეს, რომ ყველას ერთნაირი ბედი და ცხოვრება არ აქვს. მამულიშვილობა კი ლოკაციით არ განისაზღვრება. სამუშაოდ წასულებიც რატომ უნდა განიკითხოს მავანმა არ მესმის, ვისაც სად გაუმართლებს იქ წავა, სადაც უკეთესია მისთვის და ახლობლებისთვის. ყველას არ ყავს საქართველოში ისეთი პაპიკო, რომ გარანტირებული ქონდეს უზრუნველი მომავალი. ასე რომ, არცერთი არ არის დამამცირებელი და შესარცხვენი. შენ რომ არ გიხარია დიდად მაქ ყოფნა ესეც მესმის, მაგრამ საქმემ მოიტანა და წასული ხარ, ხშირად ამ ფორუმზე დაწერილა მანდ მყოფებზე აუგი, მაგრამ ახსნაც არ ღირს, მაგის დამწერი ვერ გაიგებს ახსნილსაც. ეეეჰ ... |
besik |
Jul 22 2008, 11:44 AM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 |
staywhite
ბესო, გრძნობა სიძულვილი და შური თუნდაც ჩემს ხასიათში არ ზის, ეს ორი რამ არ ვიცი რა არის. საქციელის არმოწონება სიძUლვილს არ ნიშნავს, შურითაც რა უნდა შემშურდეს სხვისი, მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ისეთს ვღებულობ, როგორსაც შევძლებ, სხვისი სხვისია - ჩემი ჩემი. ვიცი ნანა,ამიტომაც გაფასებ,ისე კი ბევრი რამ არის აქ არმოსაწონი,მაგრამ რას იზამ...მთავარია, შინაგანი რწმენა ,შინაგანად იყო ადამიანი მართალი,ადრე თუ გვიან ყველაფერს ტავის სახელი დაერქმევა. შენ რომ არ გიხარია დიდად მაქ ყოფნა ესეც მესმის, მაგრამ საქმემ მოიტანა და წასული ხარ, ხშირად ამ ფორუმზე დაწერილა მანდ მყოფებზე აუგი, მაგრამ ახსნაც არ ღირს, მაგის დამწერი ვერ გაიგებს ახსნილსაც. ეეეჰ ... მაინტერესებს მართლა ვინ რას ლაპარაკობს,რა არგუმენტი აქვთ ასეთი,რომ აქ მყოფთა მიმართ ცუდად საუბრობენ,დიდი ინტერესით მოვუსმენდი -------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
წახწახა |
Jul 22 2008, 03:35 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
მეც ყველანაირად სამუშაოს ვფიქრობ თორე იმის შესაძლებლობა თუ გაქ რო უცხოეთში წახვიდე საცხოვრებლად საქართველო რითია ცუდი კურორტები აკლია თუ რა? მთა, ზღვა...
სასწავლებლად წასვლა არ არის სამშობლოს დატოვება და განშორება რასაც ასე ავღიქვამთ |
kmunebi |
Jul 22 2008, 10:33 PM
პოსტი
#60
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
მთავარი ისაა, რომ საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის შემდეგ, როცა ცხოვრებისეულ გამოცდილებას მივიღებთ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში იმ სუბკულტურის გადმოღება და დამკიდრება არ უნდა ვცადოთ.
-------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი