IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :)
neo
პოსტი Sep 10 2010, 10:18 AM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მე ცოტა კრიტიკულად შევხედავდი ამ საკითხს. მანდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია:

1. მიუხედავად იმისა რომ წმინდა მამები ეკლესიისათვის ლოკომოტივს წარმოადგენდნენ ყოველთვის, ეკლესია არასდროს ირებდა მათ სწავლებას სრულიად და პირდაპირ. არამედ იღებდა მხოლოდ იმას რაც საერთო იყო მათ სწავლებაში. არსობრივად ამით განსხვავდება მართმადიდებლობა კათოლიციზმისაგან.

2. მამა გიორგის სწავლებაში ძალიან ბევრი მომენტია რომელსაც პირდაპირ თუ მიიღებ ეწინააღმდეგება მართმადიდებლობას და თან ძალიან პრინციპულად. თუმცა ერთია რა წერია და მეორეა რა იგულისხმება იმ ფრაზების მიღმა რაც იქ წერია.

3. ბევრი ხალხია აღბრთოვანებული ამ კაცის შეწევნით, სასწაულმოქმედებით და სიკეთით. თუმცა ეს თავისთავად არაფერს ამტკიცებს. ბევრი გზასაცდენილი ყოფილა ასეთი ხარიზმის და ძალის პატრონი.


ღმერთმა იცის ძალიან მინდა მჯეროდეს რაც იქ წერია საქართველოს შესახებ. მაგრამ არ მაქვს არც ერთი რაციონალური საყრდენი რომ ეს დავიჯერო.

დრო ყველაფერს გვიჩვენებს.



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 18 2010, 01:10 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Funkenstein
გაგიმარჯოს და გფარავდეს ღმერთი
ციტატა
ეხლა ერთ-ერთ წიგნს ვკიტხილობდი მამა გიორგის და რავიცი აბა რა გითხრათ ცოტა რარაც განსხვავებული ხედვა აქვს. მე როგორც გამიგია წმინდანებად კი არ ჩნდებიან არამედ ხდებიან და რავიცი აბა. შეიძლება ვცდები კიდეც

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მაგალითად, სახარებისავე მიხედვით წმინდანად დაიბადა, რამეთუ დედის მუცელშივე აღივსო სულიწმიდით. ა ბატონო ციტატაც სახარებიდან (ლუკა 1:15), როცა ანგელოზი გამოეცხადება ზაქარიას და რა აცნო ანგელოზმა:
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 18 2010, 01:35 PM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(guest1 @ Sep 18 2010, 01:10 PM) *

Funkenstein
გაგიმარჯოს და გფარავდეს ღმერთი

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მაგალითად, სახარებისავე მიხედვით წმინდანად დაიბადა, რამეთუ დედის მუცელშივე აღივსო სულიწმიდით. ა ბატონო ციტატაც სახარებიდან (ლუკა 1:15), როცა ანგელოზი გამოეცხადება ზაქარიას და რა აცნო ანგელოზმა:

გეთანხმები რომ იოანე წმინდა იყო თავიდანვე მაგრამ რომც არ ყოფილიყო მისი ცხოვფრების წესი მაინც წმინდა იყო. ხოლო შენ თუ მეტკვი ეხლა რომ იოანეს მზგავსი მუცლიდანვე წმინდანები არიან ქართველ კინო რეჯისორებში ,მომღერლებში და მასწავლებლებში, მაშინ ვერ დაგეთანხმები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 18 2010, 02:10 PM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Funkenstein
ციტატა
გეთანხმები რომ იოანე წმინდა იყო თავიდანვე მაგრამ რომც არ ყოფილიყო მისი ცხოვფრების წესი მაინც წმინდა იყო. ხოლო შენ თუ მეტკვი ეხლა რომ იოანეს მზგავსი მუცლიდანვე წმინდანები არიან ქართველ კინო რეჯისორებში ,მომღერლებში და მასწავლებლებში, მაშინ ვერ დაგეთანხმები smile.gif

ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.

ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.

თუ უფლის ხელით ყველანაირი სასწაული ხდება, ამ პატარა "სასწაულს" (წმინდანი მოავლინოს მსახიობის ან სპორტცმენის სახით) რა უდგა წინ? ვერ შეძლებს ღერთი ამას, თუ არამორალური იქნება უფლის მხრიდან ასეთი რამ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tok@
პოსტი Sep 18 2010, 02:37 PM
პოსტი #65


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 12-September 10
წევრი № 9,449



qetus1 absoluturad getanxmebi type.gif type.gif 002.gif


--------------------
ნათელში იყოს მამა შიო (ხარძეიშვილი)..
"ან უნდა იყო ცხელი ან ცივი,ნელთბილი ადამიანი ღმერთს არ უყვარს"(მამა შიო)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 18 2010, 03:14 PM
პოსტი #66


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(guest1 @ Sep 18 2010, 02:10 PM) *

Funkenstein

ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.

ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.

თუ უფლის ხელით ყველანაირი სასწაული ხდება, ამ პატარა "სასწაულს" (წმინდანი მოავლინოს მსახიობის ან სპორტცმენის სახით) რა უდგა წინ? ვერ შეძლებს ღერთი ამას, თუ არამორალური იქნება უფლის მხრიდან ასეთი რამ? smile.gif


მაინც ვერ დაგეთანხმები smile.gif ანუ შენ ღვაწლს უარყობ საერთოდ, მორჩა წმინდანი ვარ და ვსიო, მე არც არავინ მეკითხება მინდა თუ არ მინდა, გადავიდე ფეხი ფეხზე და ეგ არის რა. მე იმ აზრისგანაც შორს ვარ რომ ის ორი დიასახლისი წმინდა იყო იმიტომ რომ აი წმინდანები გაჩნდნენ, ჩემი პატარა ჭკუით მაინც მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს და ეს იმიტომ ანახა მაკარი დიდს უფალმა რომ დაენახებინა ის ფაქტი რომ ერში მყოფობითაც შეიძლება რომ მაღალ სულიერ საფეხურებს მიაღწიო. შეიძლება ვიღაცას მიეცეს მაგალითად ნიჭი მუცლიდანვე ღვთის მორჩილებისა მაგრამ ადამიანს ააქვს თავისუპალი ნება და ის წყვეტს უნდა მას ღმერთად ყოფნა თუ არა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 18 2010, 05:00 PM
პოსტი #67


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა
ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს

ჩვენთვის ცნობილი ისტორიიდან არ ირკვევა,რომ მათ ეს თავის სწორი ცხოვრებით დაიმსახურეს.
ჩვენთვის ის ხდება ცნობილი,რომ წმიდა მაკარს სწორედ ამ მაგალითისთვის აჩვენა უფალმა ეს ორი წმინდანი,რომ ცხადი ყოფილიყო თვავად ფაქტი,რომ
ეს შესაძლებელია.წმიდა მაკარს აღემატნენ ისინი თავის დაფარული საქმით,რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ მათთვს და უფლისთვის.
მაკარისთვის ცნობილი არ გახდა მათი ღვაწლი უფლის წინაშე.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 19 2010, 11:15 AM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Funkenstein
ციტატა
მაინც ვერ დაგეთანხმები smile.gif ანუ შენ ღვაწლს უარყობ საერთოდ, მორჩა წმინდანი ვარ და ვსიო, მე არც არავინ მეკითხება მინდა თუ არ მინდა, გადავიდე ფეხი ფეხზე და ეგ არის რა. მე იმ აზრისგანაც შორს ვარ რომ ის ორი დიასახლისი წმინდა იყო იმიტომ რომ აი წმინდანები გაჩნდნენ, ჩემი პატარა ჭკუით მაინც მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს და ეს იმიტომ ანახა მაკარი დიდს უფალმა რომ დაენახებინა ის ფაქტი რომ ერში მყოფობითაც შეიძლება რომ მაღალ სულიერ საფეხურებს მიაღწიო. შეიძლება ვიღაცას მიეცეს მაგალითად ნიჭი მუცლიდანვე ღვთის მორჩილებისა მაგრამ ადამიანს ააქვს თავისუპალი ნება და ის წყვეტს უნდა მას ღმერთად ყოფნა თუ არა.
ჯერ ერთი, არც მე მაქვს შენზე დიდი ჭკუა და ამიტომ ასეთივე ჩემი პატარა ჭკუით გიპასუხებ smile.gif მეორეც, ჭკუა და სიბრძნე ადამიანს არ ეკუთვნის, ჩემი მოკლე ჭკუით. ყველანაირი დიდება და სიბრძნე ღმერთისგან მოდის და ვისაც გონია, რომ "ჭკუა მოიხვვეჭა", იყოს "ჭკუა-მოხვეჭილი". ჩვენ გვირჩევნია საკუთარი უსუსურობა დავინახოთ ღვთის წინაშე და ესეც ღვთის წყალობით ალბათ.

ახლა რაც შეეხება შენს პასუხს. შენ ამბობ, რომ "მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს". არადა, იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა, რაშიც ორივე (მე და შენ) ერთ აზრზე ვართ, და რაც ისევ წმიდა წერილშიც არის გადმოცემული. აგერ ჩემი კითხვაც: რა საქმით უნდა მოეხვეჭა იოანე ნათლისმცემელს თავისი წმინდანობა მაშინ, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 19 2010, 11:28 AM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ხალხო რა გჭირთ..
ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან..
რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს.
და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი
და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 19 2010, 11:58 AM
პოსტი #70


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



როდის უნდა შეწყდეს რეინკარნაციის ქადაგება მართლმადიდებლურ ფორუმზე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 19 2010, 12:09 PM
პოსტი #71


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM) *

ხალხო რა გჭირთ..
ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან..
რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს.
და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი
და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)

ვინ მოგცა ამის დაწერის უფლება?
ვინმემ დაგავალა?
იცი რომ ეს დასჯადი ქმედებაა მითუმეტეს გამოყენებულ გაქვს არაქრისტიანული ტერმინოლოგია და შენი წერილი აბრკოლებს ხალხს.
არასწორია რასაც წერ!


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 19 2010, 12:10 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



karpaki
რატომ?


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 21 2010, 10:36 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(guest1 @ Sep 18 2010, 03:10 PM) *

Funkenstein

ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.

ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.

გეთანხმები იმაში რომ გარეგნული ცხოვრების წესი არ ნიშნავს წმინდანობას , მაგრამ ის რომ წმინდანი უწმინდური იყოს, თუ ამას გულსხმობ-არა.. წმინდანი გარეგნული ცხოვრების წესით თუ შინაგანი მდგომარეობით უნდა იყოს წმინდა.. სხვადასხვა პროფესია, სპორტსმენობა თუ დიასახლისობა უწმინდურობას არ ნიშნავს , არც სალოსობა..
ანტონი დიდის გამოცხადებას თუ იმ ერში მცხოვრებ დებზეა ლაპარაკი რომელიც მე წამიკითხავს იქ უფალი მათ მთავარ სათნოებად განუკითხველობას ასახელებს..
ციტატა(guest1 @ Sep 19 2010, 12:15 PM) *

Funkenstein
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან
ახლა რაც შეეხება შენს პასუხს. შენ ამბობ, რომ "მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს". არადა, იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა, რაშიც ორივე (მე და შენ) ერთ აზრზე ვართ, და რაც ისევ წმიდა წერილშიც არის გადმოცემული. აგერ ჩემი კითხვაც: რა საქმით უნდა მოეხვეჭა იოანე ნათლისმცემელს თავისი წმინდანობა მაშინ, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა?

წმ იოანე ნათლისმცემელი რომ მუცელში წმინდანი იყო ეს სად ითქვა, ანგელოზმა ახარა ზაქარიას შვილის დაბადება , ეს იყო წინასწამეტყველება და არა სხვისი წმინდანობის განსაზღვრა თავიდანვე,
მხოლოდ ღვთის მიერ სული წმინდით აღვსებით არ ხდება ადამიანი წმინდანი, თუ ადამიანის თანმხვედრი მდგომარეობა და ქმედება არ მოყვა, ასევე გამოირჩია უფალმა თორმეტი მოციქული, მათ შორის იუდა მაგრამ მხოლოდ ამან ის ვერ აცხოვნა,
ადამიანის წმინდანობა მარტო სული წმინდით რომ წყდებოდეს, მაშინ ყველა წმინდანად გაჩნდებოდა..
ასე ვფიქრობ რავიცი

ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM) *

ხალხო რა გჭირთ..
ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან..
რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს.
და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი
და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)

IPB-ს სურათი

ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM) *

ხალხო რა გჭირთ..
ხო რა რა გჭირთ.. რეინკარნაცია ეხსნება ნუ
IPB-ს სურათი



: D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 22 2010, 09:04 AM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



sopo...
გაგიმარჯოს და გფარავდეს უფალი
ციტატა
გეთანხმები იმაში რომ გარეგნული ცხოვრების წესი არ ნიშნავს წმინდანობას , მაგრამ ის რომ წმინდანი უწმინდური იყოს, თუ ამას გულსხმობ-არა.. წმინდანი გარეგნული ცხოვრების წესით თუ შინაგანი მდგომარეობით უნდა იყოს წმინდა.. სხვადასხვა პროფესია, სპორტსმენობა თუ დიასახლისობა უწმინდურობას არ ნიშნავს , არც სალოსობა..
ანტონი დიდის გამოცხადებას თუ იმ ერში მცხოვრებ დებზეა ლაპარაკი რომელიც მე წამიკითხავს იქ უფალი მათ მთავარ სათნოებად განუკითხველობას ასახელებს..
წმინდანი იყოს უწმინდური, ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს. უფრო სწორედ, ვერ გავიგე რას გულისხმობ ამაში. თუ "უწმინდურ" საქციელს, მაშინ ასეთი რამ გარეგანი გამოვლინებაა და მეტი არაფერი. სალოსები დედიშობილები დადიოდნენ ხშირად და თანაც უდიდესი სალოსები აკეთებდნენ ამას. წმინდანში "ცხოვრობს" სულიწმიდა-ეს არის წმინდანობა. წმინდანის ცნობა შეუძლია მხოლოდ წმინდანს და არა ჩემნაირ მოკვდავს.

ციტატა
წმ იოანე ნათლისმცემელი რომ მუცელში წმინდანი იყო ეს სად ითქვა, ანგელოზმა ახარა ზაქარიას შვილის დაბადება , ეს იყო წინასწამეტყველება და არა სხვისი წმინდანობის განსაზღვრა თავიდანვე,
მხოლოდ ღვთის მიერ სული წმინდით აღვსებით არ ხდება ადამიანი წმინდანი, თუ ადამიანის თანმხვედრი მდგომარეობა და ქმედება არ მოყვა, ასევე გამოირჩია უფალმა თორმეტი მოციქული, მათ შორის იუდა მაგრამ მხოლოდ ამან ის ვერ აცხოვნა,
ადამიანის წმინდანობა მარტო სული წმინდით რომ წყდებოდეს, მაშინ ყველა წმინდანად გაჩნდებოდა..
ასე ვფიქრობ რავიცი
ადამიანის წმინდანობა მარტო სულიწმიდით წყდება-ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი: გულის შემუსრვილობით და ჭეშმარიტი სინანულით (ლოცვებით, მარხვებით) მიიღოს ქრისტიანმა სულიწმიდა. მოციქუთლა საქმეებში ასეთი ეპიზოდია. პავლე მოციქული მეორედ მოგზაურობიდან დაბრუნებისას ეფესოში ეკითხება ახლად გაქრისტიანებულებს მიიღეს თუ არა მათ სულიწმიდა. ისინი პასუხობენ, რომ საერთოდ არ ქონდათ გაგონილი რას ნიშნავდა სულიწმიდა. ხოდა მოციქული ეუბნება, რომ:
ციტატა
მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
ამის შემდეგ ხელს დაასხამს მოწაფეებს და მათზე გადმოდის სულიწმიდა:
ციტატა
პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
ეს ყველაფერი გადმოცემულია საქმეებში (საქმე 19:1-6). სულიწმიდის მიღება ("წმინდანად გადაქცევა") არის ზუსტად მთელი ქრისტიანობა. იოანე ნათლისმცემელი დაბადებიდანვე სავსე იყო სულიწმიდით და ეს გადმოცემულია სახარებაში (ლუკა 1:15):
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
ანუ, იოანე ნათლისმცემელი იყო წმინდანი დაბადებიდანვე. და ის რომ წმინდანი შეიძლება გახდეს წმინდანი ღვთის მადლით ან დაიბადოს წმინდანად, ჩემი მოსაზრება არ არის. ამას თვითონ წმინდანები ამბობენ.

თუ წმინდანობა არ არის სულიწმიდის დასადგურება ადამიანში, მაშინ რა არის წმინდანობა აბა? თუ ასეა (ანუ სულიწმიდის დასადგურება ადამიანში მას აქცევს წმინდანად), მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წმინდანად დაიბადა?

P.S. მეც შეიძლება ვცდებოდე, და უფრო სწორად ყოველთვის ვცდები, მაგრამ ამ შემთხვევაში (წმინდანობის რაობაზე) მე საკუთარ აზრს კი არ გადმოვცემ, არამედ თვით წმინდანებისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 23 2010, 09:16 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(guest1 @ Sep 22 2010, 10:04 AM) *

sopo...
გაგიმარჯოს და გფარავდეს უფალი

გამარჯობა , შენც ასევე : )
ციტატა

წმინდანი იყოს უწმინდური, ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს.

არვიცი ეს შენი პოსტია რას გულისხმობ?
ციტატა

მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს.


ციტატა

უფრო სწორედ, ვერ გავიგე რას გულისხმობ ამაში. თუ "უწმინდურ" საქციელს, მაშინ ასეთი რამ გარეგანი გამოვლინებაა და მეტი არაფერი. სალოსები დედიშობილები დადიოდნენ ხშირად და თანაც უდიდესი სალოსები აკეთებდნენ ამას.

ვიცი სალოსების საზოგადეობისთვის მიუღებელი, თავის დამამდაბლებელი ქცევები, მაგრამ უწმინდური არ გამიგია..
ციტატა

ადამიანის წმინდანობა მარტო სულიწმიდით წყდება-ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი: გულის შემუსრვილობით და ჭეშმარიტი სინანულით (ლოცვებით, მარხვებით) მიიღოს ქრისტიანმა სულიწმიდა.

ცოტა ვერ ვხვდები, ერთი და იგივეს ვამბობთ თუ არა? ანუ სული წმინდის მოხვეჭა აუცილებელია წმინდანისთვის, მაგრამ თუ ადამიანის არჩევანი და მისი დამამტკიცებელი ქმედება არ იქნა, სული წმინდის მადლი შეიძლება ისევ დაკარგოს ადამიანმა, უღალატოს უფალს, ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ მარტო სული წმინდა წყვეტს ადამიანის ცხონების საკითხს, მაშინ გამოდის უფალს ზოგის ცხონება უნდა ზოგის არა, ეს ალოგიკურია, როცა მას ყველა ერთნაირად უყვარს..
ციტატა

ანუ, იოანე ნათლისმცემელი იყო წმინდანი დაბადებიდანვე. და ის რომ წმინდანი შეიძლება გახდეს წმინდანი ღვთის მადლით ან დაიბადოს წმინდანად, ჩემი მოსაზრება არ არის. ამას თვითონ წმინდანები ამბობენ.


არვიცი, არ გამიგია სიმართლე გითხრა, რომელი წმინდანი ამბობს შეგიძლია დააციტირო?
ციტატა

თუ წმინდანობა არ არის სულიწმიდის დასადგურება ადამიანში, მაშინ რა არის წმინდანობა აბა? თუ ასეა (ანუ სულიწმიდის დასადგურება ადამიანში მას აქცევს წმინდანად), მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წმინდანად დაიბადა?

სად წერია რომ წმინდანად დაიბადა?
წმინდანობა ადამიანის არჩევანი და შრომა ამისთვის- თავმდაბლობის მოხვეჭა ანუ, რაც მოიზიდავს მადლს.. წმ იოანე ნათლისმცემელში ეს თვისება უფალმა განჭვრიტა მადლით აღავსო, წმ იოანემ კი თავისი ცხოვრებით დაადასტურა ერთგულება..ასე ვხედავ



ციტატა
P.S. მეც შეიძლება ვცდებოდე, და უფრო სწორად ყოველთვის ვცდები, მაგრამ ამ შემთხვევაში (წმინდანობის რაობაზე) მე საკუთარ აზრს კი არ გადმოვცემ, არამედ თვით წმინდანებისას.

მე არ შეიძლება ვცდებოდე, უფრო სწორედ არასდროს არ ვცდები biggrin.gif ხოდა ესე : rolleyes:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 24 2010, 11:05 AM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



sopo...
გაგიმარჯოს ასევე და გფარავდეს უფალი smile.gif
ციტატა
ცოტა ვერ ვხვდები, ერთი და იგივეს ვამბობთ თუ არა? ანუ სული წმინდის მოხვეჭა აუცილებელია წმინდანისთვის, მაგრამ თუ ადამიანის არჩევანი და მისი დამამტკიცებელი ქმედება არ იქნა, სული წმინდის მადლი შეიძლება ისევ დაკარგოს ადამიანმა, უღალატოს უფალს, ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ მარტო სული წმინდა წყვეტს ადამიანის ცხონების საკითხს, მაშინ გამოდის უფალს ზოგის ცხონება უნდა ზოგის არა, ეს ალოგიკურია, როცა მას ყველა ერთნაირად უყვარს..
მე მგონი სხვადასხვა რაიმეს ვამბობთ smile.gif პირველ რიგში, როცა ღვთის განგებაში ლოგიკის შემოტანა გვინდა, ძალიან ვცდებით. ტყუილად ხომ არ უწვალიათ უდიდეს წმინდა ღვთისმეტყველებს აპოფატური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში? ლოგიკა სახიფათო რამ არის რწმენაში. როგორც კი შემოიტან რწმენაში ლოგიკას, რწმენის საფუძველს დააზიანებს და დამანგრეველი გახდება სულისათვის. მე ვერაფერს ვერ დავუშვებ ამ მხრივ. მე შემიძლია ვისაუბრო ახალ აღთქმაზე და ძველ და ახალ წმინდანთა გადმოცემებზე დაყრდნობით, მათდამი რწმენით. ნამდვილად, სულიწმიდის მიღება არის ქრისტიანული ცხონების არსი. ვისაც სულიწმიდა არ მიუღია, ის ცოდვილია (უგუნურია) და დღეში 100 000-ჯერ დაეცემა ცოდვით. მაგალითად მე. ვინც სულიწმიდა მიიღო, ის აღარ დაეცემა. სულიწმიდის მიღება გარანტიაა ცხონების. უკლებლივ ყველა წმინდანი სულიწმიდით არის შემოსილი და უკლებლივ ყველა ცოდვილი სულიწმიდის გარეშე იმყოფება. ანუ, მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, წმინდანობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სულიწმიდის მადლის მიღება ადამიანში (ან თუ გინდა სხვანაირად ვთქვათ, ქრისტეს შემოსვლა ადამიანის გულში). ასეა ეს, წმინდანები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ smile.gif

ციტატა
არვიცი, არ გამიგია სიმართლე გითხრა, რომელი წმინდანი ამბობს შეგიძლია დააციტირო?
სად წერია რომ წმინდანად დაიბადა?
თუ იოანე ნათლისმცემელზე მეკითხები ამას, მაშინ მაგის ციტატა მოვიყვანე უკვე სახარებიდან: იოანე ნათლისმცემელიო მუცელშივე იყო შემოსილი სულიწმიდითო. სულიწმიდით თუ იყო შემოსილი, წმინდანი იყო-აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუ სხვა წმინდანებზე მეკითხები, აიღე წმინდა ნიკოლოზი-იგი წმინდანი დაიბადა და არა გახდა! მან დაბადების მომენშივე აღასრულა პირველივე სასწაული: დედამისი განკურნა. დღეების იყო, როცა კიდევ სხვა სასწაულები აღასრულა. აიღე კიდევ ჩვენი უწმიდესი მეფე დავით აღმაშენებელი. მასზე არსენ იყალთოელი (ასევე დიდი ქართველი წმინდანი) წერს, რომ იგი იყო "ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორის"; ანუ, დაბადებიდანვე ღმერთად დაიბადაო; თავიდანვე ქრისტე ცხოვრობდა მის გულშიო; თავიდანვე სულიწმიდით იყო შემოსილიო.

ციტატა
წმინდანობა ადამიანის არჩევანი და შრომა ამისთვის- თავმდაბლობის მოხვეჭა ანუ, რაც მოიზიდავს მადლს.. წმ იოანე ნათლისმცემელში ეს თვისება უფალმა განჭვრიტა მადლით აღავსო, წმ იოანემ კი თავისი ცხოვრებით დაადასტურა ერთგულება..ასე ვხედავ
რას ქვია განჭვრიტა? უფალმა თავიდანვე იცოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი სიწმიდის გზას დაადგებოდა და წმინდანად დაბადა? ამის თქმა გინდა? მე მგონი ჩვენ ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ: 1) იყო თუ არა იოანე ნათლისმცემელი (ან წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დავით აღმაშენებელი) დაბადებიდანვე წმინდანი? 2) თუ არ იყო, რას ნიშნავს წმინდანობა? (წმინდანობის საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი გაგება არ იყოს-წმინდა მამებზე და ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გამაგებინე წმინდანის რაობა, თუ შეიძლება)

ციტატა
მე არ შეიძლება ვცდებოდე
ეს შენი მადლმოსილი მდგომარეობაა, თუ ბუნებით ხარ დაბადებული უცთომელი? a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 24 2010, 03:39 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ვინმე კომპეტენტურმა ამ საკითხში დაგვაკვალიანოს, თუ რას ნიშნავს წმინდანობა თორე უკვე ვეგარა გავიგე ვერაფერი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Sep 24 2010, 11:13 PM
პოსტი #78


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



თუ რამე გაინტერესებთ ყველაზე კარგი გამოსავალია წახვიდეთ ქუთაისში მოწამეთას ეკლესიაში და ინახულოთ მამა გიორგი იქ თავად გაერკვევით ყველაფერში ტუ ვინ ვინარის !!!
დაელაპარაკეთ მამა გიორგის და დაუსვიტ კითXვები იქვე რა ძნელია ამდენი კამათს არ ჯობია თუ ეძებთ იპოვით კითხვებზე პასუხებს


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 24 2010, 11:30 PM
პოსტი #79


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა(cxz @ Sep 25 2010, 12:13 AM) *

თუ რამე გაინტერესებთ ყველაზე კარგი გამოსავალია წახვიდეთ ქუთაისში მოწამეთას ეკლესიაში და ინახულოთ მამა გიორგი იქ თავად გაერკვევით ყველაფერში ტუ ვინ ვინარის !!!
დაელაპარაკეთ მამა გიორგის და დაუსვიტ კითXვები იქვე რა ძნელია ამდენი კამათს არ ჯობია თუ ეძებთ იპოვით კითხვებზე პასუხებს

ერთი რამ მაინტერესებს.
უფლება გაქვს ამ წიგნების გავრცელებაზე და ფორუმებზე წერაზე?
შენ ამ საქციელით თანაბარ საქმეს აკეთებ და უფრო მე ვიტყოდი ცუდს უკეთებ მას რადგან ალანძღინებ აქ მამაოს უმეცარ ხალხს.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 25 2010, 12:31 AM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(guest1 @ Sep 24 2010, 12:05 PM) *

sopo...
გაგიმარჯოს ასევე და გფარავდეს უფალი smile.gif
მე მგონი სხვადასხვა რაიმეს ვამბობთ smile.gif პირველ რიგში, როცა ღვთის განგებაში ლოგიკის შემოტანა გვინდა, ძალიან ვცდებით. ტყუილად ხომ არ უწვალიათ უდიდეს წმინდა ღვთისმეტყველებს აპოფატური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში? ლოგიკა სახიფათო რამ არის რწმენაში. როგორც კი შემოიტან რწმენაში ლოგიკას, რწმენის საფუძველს დააზიანებს და დამანგრეველი გახდება სულისათვის.

ღვთის განგება, რწმენა დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, თანმიმდევრული, და არა ქაოსი, გაუგებრობა..
ციტატა

მე ვერაფერს ვერ დავუშვებ ამ მხრივ. მე შემიძლია ვისაუბრო ახალ აღთქმაზე და ძველ და ახალ წმინდანთა გადმოცემებზე დაყრდნობით, მათდამი რწმენით. ნამდვილად, სულიწმიდის მიღება არის ქრისტიანული ცხონების არსი. ვისაც სულიწმიდა არ მიუღია, ის ცოდვილია (უგუნურია) და დღეში 100 000-ჯერ დაეცემა ცოდვით. მაგალითად მე. ვინც სულიწმიდა მიიღო, ის აღარ დაეცემა. სულიწმიდის მიღება გარანტიაა ცხონების. უკლებლივ ყველა წმინდანი სულიწმიდით არის შემოსილი და უკლებლივ ყველა ცოდვილი სულიწმიდის გარეშე იმყოფება. ანუ, მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, წმინდანობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სულიწმიდის მადლის მიღება ადამიანში (ან თუ გინდა სხვანაირად ვთქვათ, ქრისტეს შემოსვლა ადამიანის გულში).

ანუ უარყოფ ადამიანის არჩევანს და ღვაწლს?


ციტატა
ასეა ეს, წმინდანები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ smile.gif

?
ციტატა

რას ქვია განჭვრიტა? უფალმა თავიდანვე იცოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი სიწმიდის გზას დაადგებოდა და წმინდანად დაბადა? ამის თქმა გინდა? მე მგონი ჩვენ ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ: 1) იყო თუ არა იოანე ნათლისმცემელი (ან წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დავით აღმაშენებელი) დაბადებიდანვე წმინდანი? 2) თუ არ იყო, რას ნიშნავს წმინდანობა? (წმინდანობის საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი გაგება არ იყოს-წმინდა მამებზე და ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გამაგებინე წმინდანის რაობა, თუ შეიძლება)

სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე , ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, ..
წმ ნიკოლოზი უდიდესი წმინდანი და ეს მან თავისი თავგანწირვით დაადასტურა..
სახარებაში, არც წმ მამებთან ფიზიკურად არ არსებობს წმინდანის განმარტებითი ფორმულირება, მხოლოდ სწავლება როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას , მოვიხვეჭოთ მადლი..
შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა..
სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა,
და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა..
ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა..
წმინდანების ცხოვრებაში ვკითხულობთ მიუხედავად წმინდად ცხოვრების ცრემლებით ხვდებოდნენ სიკვდილს და არ მიაჩნდათ თავი სასუფევლის ღირსად.. და გვასწავლიან რომ სანამ საფლავზე ლურსმნის მიჭედების ხმას არ გავიგებთ, მანამდე გრძელდება ბრძოლა ადამიანსა და ბოროტს შორის..

ციტატა

ეს შენი მადლმოსილი მდგომარეობაა, თუ ბუნებით ხარ დაბადებული უცთომელი?

ნწნწ biggrin.gif



ნუ რავიცი მე ასე ვფიქრობ, მგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე: )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი