პაციფიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი |
მარიამი |
May 30 2007, 05:08 PM
პოსტი
#41
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE შვილი არ მყავს, მაგრამ შვილს დავიცავ, სახელმწიფოს არ დავიცავ მოვედით მტერი რომ გესხმის თავს, ის რომ ბოლოს შენს შვილამდე მოვა თუ არ გააჩერე? და საერთოდ სახელმწიფო შედგება შენი შვილისგან, მეგობრის შვილისგან, მეზობლის შვილისგან და ა.შ. ანუ ჩვენგან და ჩვენი მშობლებისა და შვილებისგან, რომელთაც ომის დროს დაცვა სჭირდებათ. ნუთუ ასე ძნელი გასაგებია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ulvashi |
May 30 2007, 05:14 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
არა გენაცვალე
ჩემი შვილისგან, შენი შვილისგან და ასე შემდეგ ადამიათა საზოგადოება შედგება და არა სახელმწიფო სახელმწიფო არის გარკვეული წარმონაქმნი განსაზღვრული ფუნქციებით და მაგი არაა აქ სალაპარაკო კონკრეტულად ვისაუბროთ, რომელ მტერზე საუბრობ? სივრცეში და დროში განსაზღვრულად ილაპარაკე. დღეს რა წარმოგიდგენია, ვინ მტერი შეიძლება თავს დაესხას საქართველოს? დღეს თუ საქართველოში ომი იქნება, ჩვენი ბრალი იქნება, იმიტომ რომ უაზროვ ვიქნევთ ამ იარაღს წინ და უკან და მაგ შემთხვევაი მე იარაღს ხელს არ მოვკიდებ მითუმეტეს არ მოვკიდებ იარაღს ხელს ახლა, მშვიდობიანობის დროს. რატომაა ჯარი სავალდებულო? სისულელეა ეს და უნდა გაუქმდეს და იმედი მაქვს მალე გაუქმდება კიდეც |
მარიტა |
May 30 2007, 05:24 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
მარიამი
გეთანხმები მარიამ მთლიანად,იგივე აზრის ვარ მეც -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
კანონისტი |
May 30 2007, 05:25 PM
პოსტი
#44
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ulvashi
ციტატა თუ საქართველოში ომი იქნება, ჩვენი ბრალი იქნება, იმიტომ რომ უაზროვ ვიქნევთ ამ იარაღს წინ და უკან და მაგ შემთხვევაი მე იარაღს ხელს არ მოვკიდებ მასე ფიქრობდა ყველა ის, ვინც 1795 წელს ერეკლე II-ს არ დაუდგა გვერდით და დღეს მათ მოღალატეები ჰქვიათ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
May 30 2007, 05:29 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რატომ გიყვართ ისტორიაში გადაცვარდნა?
1990 წელს შიდა ქართლში უნდა ეომა ხალხს? 1991 წელს თბილისში უნდა ეომათ? 1992-3 წლებში აფხაზეთში? 2004 წელს შიდა ქართლში ხელახლა? ბოლოს შენ გაამართლებ, ვიცი არცერთი არ ვიომებდი მე და დამიძახეთ მოღალატე, არ მაღელვებს მე ის ხალხი მღელვებს, იქ რომ მეზობლები და ნათესავები ერთმანეთს კლავდნენ |
მარიამი |
May 30 2007, 05:33 PM
პოსტი
#46
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE პაციფიზმის არსი ისაა, რომ ადამიანი არის მშვიდობის მომხრე და არავითარი მიზნის გამო (გინდ ერი, გინდ სახელმწიფო, გინდ ოჯახი და გინდ უბანი) იარაღს არ დაიკავებს ხელში QUOTE შვილი არ მყავს, მაგრამ შვილს დავიცავ, ამ ორ წინადადებას შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავ? შენ ამბობ, რომ შვილს დაიცავ. რატომ? მოკვდეს რა... საშინელებაა ხომ? იმიტომ რომ შვილი გიყვარს. და სამშობლო არ გიყვარს? QUOTE ჩემი შვილისგან, შენი შვილისგან და ასე შემდეგ ადამიათა საზოგადოება შედგება და არა სახელმწიფო აბა სახელმწიფო რისგან შედგება? შენობებისგან და ხეებისგან? QUOTE ვინ მტერი შეიძლება თავს დაესხას საქართველოს? დღეს თუ საქართველოში ომი იქნება, ჩვენი ბრალი იქნება, იმიტომ რომ უაზროვ ვიქნევთ ამ იარაღს წინ და უკან და მაგ შემთხვევაი მე იარაღს ხელს არ მოვკიდებ მაშინ ასე დავსვამ კითხვას? ჯალალ-ედ-დინის და შაჰ-აბასის დროს რომ გეცხოვრა, მოკიდებდი ხელს იარაღს? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
May 30 2007, 05:34 PM
პოსტი
#47
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ulvashi
ციტატა 1991 წელს თბილისში უნდა ეომათ? ამის გარდა ყველას ვამართლებ ციტატა რატომ გიყვართ ისტორიაში გადაცვარდნა? იმიტომ, რომ ილია მართალმა გვასწავლა, რომ ერი როცა ისტორიას ივიწყებს, მაშინ იწყება მისი გათახსირებაო... მე არ მინდა გათახსირებული ვიყო, ჩემს აზროვნებას ყოველთვის გამოცდილებას ვაფუძნებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
May 30 2007, 05:34 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ამ ორ წინადადებას შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავ? შენ ამბობ, რომ შვილს დაიცავ? რატომ? მოკვდეს რა... საშინელებაა ხომ? იმიტომ რომ შვილი გიყვარს. და სამშობლო არ გიყვარს? აბა სახელმწიფო რისგან შედგება? შენობებისგან და ხეებისგან? ვერ ვხედავ სამშობლო რა არის? შენ თუ გიყვარს სამშობლო რა გიყვარს? მიწა, ხალხი, კულტურა და ტრადიცია თუ რა? სახელმწიფო შენობა და ხეები არააო, ხომ ამბობ აბა თუ ხალხია, ბოლო 20 წლის მანძილზე სახელმწიფო 4-ჯერ ითხოვდა შენი მეზობელი, შენი ნათესავი, კლასელი და ასე შემდეგ მოკალიო რეალური სიტუაციიდან გამომდინარე რატომ არ ლაპარაკობთ? მაგალითებით ვისაუბროთ 4 ომი იყო საქართველოში 4-ვე უაზრო. თუ იქნება მე-5, ის უფრო უაზრო იქნება |
მარიამი |
May 30 2007, 05:36 PM
პოსტი
#49
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE შენ თუ გიყვარს სამშობლო რა გიყვარს? მიწა, ხალხი, კულტურა და ტრადიცია თუ რა? ყველაფერი ერთად. და როცა მტერი მოდის ამ ყველაფერს მოპობა ემუქრება. ვიმეორებ კითხვას: QUOTE ჯალალ-ედ-დინის და შაჰ-აბასის დროს რომ გეცხოვრა, მოკიდებდი ხელს იარაღს სამშობლოს დასაცავად? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
May 30 2007, 05:36 PM
პოსტი
#50
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ulvashi
ციტატა აბა თუ ხალხია, ბოლო 20 წლის მანძილზე სახელმწიფო 4-ჯერ ითხოვდა შენი მეზობელი, შენი ნათესავი, კლასელი და ასე შემდეგ მოკალიო რეალური სიტუაციიდან გამომდინარე რატომ არ ლაპარაკობთ? ჩემი სახელმწიფო ითხოვდა ამას? თუ აფხაზეთში ქართული სკოლების გადაწვა და ბავშვების დაცხრილვა?? რა ეგოიზმია! შენ შვილს თუ არ შეეხებიან, სხვისი შვილი არ უნდა დაიცვა? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
May 30 2007, 05:37 PM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა ჯალალ-ედ-დინის და შაჰ-აბასის დროს რომ გეცხოვრა, მოკიდებდი ხელს იარაღს? ცუდი ანეკდოტი ვიცი ბებიაზე და ბაბუაზე მე დღევანდელზე ვსჯელობ კანონისტი მე არცერთს ვამართლებ ალბათ, არ იცი, რა ხდებოდა ან ერთგან, ან მეორეგან ძმებს ვკლავდით და გასამართლებელია არ თქვა, რუსებს ვებრძოდითო რუსიც ძმა უნდა იყოს, ისიც მართლმადიდებელია, მაგრამ არ ვებრძოდით რუსებს არცერთგან |
მარიამი |
May 30 2007, 05:38 PM
პოსტი
#52
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE მე დღევანდელზე ვსჯელობ მე კიდე წარსულზე გეკითხები და ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ კამათის თემას პირდაპირ ეხება. რატომ არ მპასუხობ? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
May 30 2007, 05:40 PM
პოსტი
#53
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ulvashi
ციტატა მე არცერთს ვამართლებ ალბათ, არ იცი, რა ხდებოდა ან ერთგან, ან მეორეგან ძმებს ვკლავდით და გასამართლებელია არ თქვა, რუსებს ვებრძოდითო რუსიც ძმა უნდა იყოს, ისიც მართლმადიდებელია, მაგრამ არ ვებრძოდით რუსებს არცერთგან მე არ მაინტერსებს ძმაა, დაა თუ ბიძაშვილი.... თუკი ის საფრთხეს უქმნის ჩვენ ერს და ქვეყანას უნდა ეომო, თუნდაც ქართველი იყოს აფხაზებს ძმებად რომ ვთვლი იმიტომაა აფხაზური რომ ვისწავლე, მაგრამ სეპარატიზმს მე ვერ შევეგუები... უფალმა რაც მოგვცა, იმას უნდა მოვუფრთხილდეთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მამფალი |
May 30 2007, 07:06 PM
პოსტი
#54
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ulvashi
აუ რა უაზრო პოზიციაზე ხარ რა. შენ და კიდე ირგე. სისულელეა რა ეს პაციფიზმი. ციტატა არ თქვა, რუსებს ვებრძოდითო 21-ში ვის ვაწიოკებდით მერე კოჯორთან? ვაპშეტა მაგარი უაზრობააა რა... -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ირგე |
May 30 2007, 07:59 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 |
მარიამი
შენს (ალექსანდრეს) ციტატებში სახარება და ძველი აღქმა ერთმანეთშია არეული. სახარებიდან კი ეს სიტყვებია: ციტატა 'მეომრებმაც ჰკითხეს: ''ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას'' [ლუკა. 3. 14]. იარაღის ხელში აღება მათთვის ცოდვა რომ ყოფილიყო, იოანე უსათუოდ ჯარისა და იარაღის მიტოვებას ურჩევდა მათ. იარაღის ხელში აღება აპრიორი კაცის კვლას არ ნიშნავს, თუმცა ეგეც დიდი მარაზმია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმდენად გაკადნიერდით (შენ და ალექსანდრე), რომ იოანეს სიტყვების ინტერპრეტაციის უფლებას აძლევთ თავს. მე მაქვს ამის უფლება, თქვენ არა. ციტატა ''ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და არ მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათასიან მომხვდურს? და თუ არ შეუძლია, ელცებს გაგზავნის, სანამ ჯერ კიდევ სორშაა მტერი და დაზავებას სთხოვს მას'' [ლუკა. 14. 31-32] სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში წასვლა ცოდვა რომ იყოს, უფალი ამ იგავს მაგალიტად არ მოიყვანდა. აქ, სწორედ რომ დიპლომატიის უპირველესობაზეა საუბარი, და არაფერია ნათქვამი ადამიანის მოკვდინების უფლებაზე. ციტატა ეგრისთვის წმინდანები არაა ავტორიტეტი, მაგრამ ვისთვისაც ავტორიტეტია, მინდა შევახსენო, რომ ეკლესიას ბევრი წმინდა მხედარი (მეომარი) ჰყავს. რაღაც შორს წავიდე და, თუნდაც მარტო წმინდა გიორგი გავიხსენოთ. თუ იცით რა იყო მისი თანამდებობა? მხედართმთავარი იყო, ანუ მეომარი. შესაბამისად, ალბათ, ბრძოლაშიც ღებულობდა ხოლმე მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, წმინდა გიორგის, რომელმაც არაადამინური წამება დაითმინა და სიცოცხლე დათმო ქრისტესთვის, თანამდებობის და პროფესიის დათმობა გაუჭირდებოდა, ის რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყოფილიყო? ან კი აირჩევდა საერთოდ ასეთ პროფესიას? ის ხომ ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. წმ. გიორგის გარდა ბევრი სხვა წმინდა მეომარიც ახსოვს ქრისტიანობის ისტორიას. ეგ ეკლესიური შემოქმედებაა და 4 კანონიკურ სახარებასთან საერთო არაფერი აქვს. ulvashi ციტატა მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანმა თავისი შეხედულების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ერთიც და მეორეც. თავიდან ეს თემა იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა, სხვები დამერწმუნებია, რომ თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს (ანუ არ აპირებს თავის გაწირვას), სულაც არაა მისი ქმედება დასაძრახი თვითმკვლელობა კი, მაგრამ სხვისი მოკვლა მკვლელის გადასაწყვეტი არაა. მარიამი ციტატა არ არის ასე და აი, რატომ: მამული საბოლოო ჯამში ისევ შენს მოყვასზე დაიყვანება. რადგან თუ დასაპყრობად წამოსულ მტერს არ გააჩერებ, ის შენს მოყვასს: დედას, მამას, დას, ძმას, მეგობარს დაესხმება თავს. პატარა ხარ ჯერ. გაიზრდები და მიხვდები რომ ეგრე არაა. ციტატა პაციფისტები კი უბრალოდ ლაჩრები არიან და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანის გვერდზე ყოფნისას რომ ვინმე თავს დამესხას, მისი იმედი არ შეიძლება მქონდეს, ისე გაიქცევა და შემატოვებს თავდამსხმელს, უკან არ მოიხედავს. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ადამიანთან ახლობლობას. პაცეფისტი არ გაიქცევა. იგი მომხვდურს დაარწმუნებს, რომ სისულელეს აკეთებს. თუ ყაჩაღია და ფული და სამკაული უნდა, მაშინ უნდა მისცე, წინააღმდეგობის არგაწევა ლაჩრობა კი არა პრაგმატული ნაბიჯია, წინააღმდეგობის გაწევა კი სისულელე, რომელსაც ზოგი გმირობას ეძახის. |
მამფალი |
May 30 2007, 08:12 PM
პოსტი
#56
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ეეეეეეეეეეჰჰჰჰ
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
piligrimi |
May 30 2007, 08:20 PM
პოსტი
#57
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა პაცეფისტი არ გაიქცევა. იგი მომხვდურს დაარწმუნებს, რომ სისულელეს აკეთებს. თუ ყაჩაღია და ფული და სამკაული უნდა, მაშინ უნდა მისცე, წინააღმდეგობის არგაწევა ლაჩრობა კი არა პრაგმატული ნაბიჯია, წინააღმდეგობის გაწევა კი სისულელე, რომელსაც ზოგი გმირობას ეძახის. და ადრეულ ეპოქაში მომხდური მტერიც მეტი არაფერი იყო ვიდრე ყაჩაღი ისიც მიწის, რწმენის, მიცემას და დათმობას გთხოვდე რომ გადაგვედგა ასეთი პრაგმატული ნაბიჯები მაშინ ეხლა ამ ჩვენს საუბარ ქართულადაც ვერ წარმავთავდით და როცა სამკაულზე მეტს გართმევენ, ღირსებას მაშინ ძნელია პრაგმატული ნაბიჟების გადადგმა, და ეს ნაბიჯი საერთოდ რატომ არის პრაგმატული ნო ვისთვის როგორ.................... -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
მარიამი |
May 30 2007, 08:36 PM
პოსტი
#58
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE შენს (ალექსანდრეს) ციტატებში სახარება და ძველი აღქმა ერთმანეთშია არეული ნუ ი ჩტო QUOTE იმდენად გაკადნიერდით (შენ და ალექსანდრე), რომ იოანეს სიტყვების ინტერპრეტაციის უფლებას აძლევთ თავს. რა ინტერპრეტაცია? თავი იმისთვის აბია ადამიანს, რომ ცოტათი იაზროვნოს კიდეც რამე არალოგიკური ვთქვით მე და ალექსანდრემ? QUOTE აქ, სწორედ რომ დიპლომატიის უპირველესობაზეა საუბარი, და არაფერია ნათქვამი ადამიანის მოკვდინების უფლებაზე. აქ წერია, რომ თუ არა აქვს თავი ათი ათასით ოცი ათასს დახვდეს, მაშინ დანებდესო და თუ აქვს ძალა, მაშინ? აბა, დაფიქრდი... QUOTE ეგ ეკლესიური შემოქმედებაა და 4 კანონიკურ სახარებასთან საერთო არაფერი აქვს. მაგ ფრაზას მე შესავალი გავუკეთე, ეგრისთვის არაა-მეთქი. ჩვენთვის კი წმინდანები ავტორიტეტები არიან და სახარებაშიც რომ აქვს საფუძველი მეომრობას, ეგეც დამტკიცებული ამბავია, არ უნდა დიდი ლაი-ლაი. QUOTE პატარა ხარ ჯერ. გაიზრდები და მიხვდები რომ ეგრე არაა. შენხელა ვარ დაახლოებით შენ თუ გაიზარდე, ე.ი. მეც გავზრდილვარ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
G_I_O_R_G_I_ |
May 30 2007, 10:15 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
პაცეფისტები თუ ასეთი ნიჭიერი დიპლომატები ხართ და ასე კარგად ფლობთ მოლაპარაკების ხელოვნებას თქვენ უნდა ჩაგაბაროთ დღევანდელი კომფლიქტების მოგვარების საქმე.
|
მარიამი |
May 30 2007, 10:43 PM
პოსტი
#60
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
პაცეფისტები თუ ასეთი ნიჭიერი დიპლომატები ხართ და ასე კარგად ფლობთ მოლაპარაკების ხელოვნებას თქვენ უნდა ჩაგაბაროთ დღევანდელი კომფლიქტების მოგვარების საქმე. აბა... ვაი, რომ ძალიან შორს არიან რეალობისგან... მერე მორწმუნეებს დაგვაბრალებენ, მეოცნებეები ხართო -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 04:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი