თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ კედლის მხატვრობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 09:33 PM

ვისაუბროთ ფრესკების შესახებ...

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში აიგო ეკვდერი ტურინის სუდარისათვის, რომლის კედლებიც მოიხატა და 2010 წელს ოფიციალურად გაიხსნა.

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

"ცოტა განსხვავებული კედლის მხატვრობაა...

-მხატვრობა მართლაც განსაკუთრებული წესით არის შესრულებული, რომელსაც ე ნ კ ა უ ს ტ ი კ ა ეწოდება. ფერწერის ამ უძველეს ტექნიკას პირველ საუკუნეში იყენებდნენ ძველი რომალები. აქ გამოყენებულია თაფლის სანთელში შერეული ბუნებრივი გზით მიღებული საღებავები, ენკაუსტიკით მიღებული ფერებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დროის სიზუსტის დაცვა: მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული კედლები ცხელი საღებავებითვე უნდა მოიხატოს ისე, რომ კედელმა გაციება არ მოასწროს, ამიტომ კედელი ფენა-ფენა იხატება.

თუ ყველა წესს დავიცავთ, ცვილის სანთელს შერწყმული ფერები დროთა განმავლობაში ემალად გარდაიქცევა და ასეთი ფერწერა ღია ცის ქვე რომ მოყვეს, არ ზიანდება, არც ფერს იცვლის, რასაც მოწმობენ 20 საუკუნის წინ შექმნილი ნიმუშები, რომლებიც დღემდე კარგად გამოიყურება"

/ ნინო მურცხვალაძე
ვრცლად გაეცანით ჟურნალში: "კარიბჭე" N16, 2015, გვ. 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 04:45 PM

(გაგრძელება)

"შესრულების თვალსაზრისით რთულია ასეთი მხატვრობა და ძვირადღირებულიც. ძალიან მაღალი ხარისხის ცვილი სჭირდება. ამ მოცულობის ენკაუსტიკა მთელს მსოფლიოში არ არსებობს, პირველი ასეთი მასშტაბური პროექტი ახალქალაქში განხორციელდა. ძველი რომაელები პატარა ფიცრებზე ხატავდნენ ენკაუსტიკის წესით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 09:23 PM

"ნაძერწი ფრესკა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 12:27 PM

http://www.radikal.ru

ფრესკა დოლისყანის ეკლესიაში



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 02:41 PM

http://radikal.ru/big/cc111d64431a4cc2b523a1c6e3f04464

მაცხოვრის სასწაული კანას გალილეაში (ქორწილში წყლის ღვინოდ გადაქცევა)
მე-14 საუკუნის ქართული ფრესკა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2015, 07:44 PM

http://radikal.ru/big/bbc3911a0e144847bbaf9245d0c7b653

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2015, 09:15 PM

"თვალებს მივსებენ თბილი ფერები
წმინდანთა ფრესკის..."

/მაყვალა დავლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2015, 09:12 PM

http://radikal.ru/big/0fcd216c0d2845c082dcae4857e1a886

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი
ფრესკა გარეჯის მონასტერში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 01:13 PM

"დირბის ტაძრის მოხატულობა მიეკუთვნება კონსტანტინეპოლსა და თესალონიკში ჩამოყალიბებულ პალეოლოგოსთა სტილს. XIV საუკუნეში, როცა დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა იქმნება, ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია, მონღოლების შემოსევით წელში გატეხილი ქვეყანა ეროვნულ ტრადიციებს ვეღარ ავითარებს და იღებს პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს. დირბის ეკლესიის მოხატულობა ადასტურებს პალეოლოგოსთა პირველხარისხოვანი ძეგლების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 05:04 PM

„მამა აკაკი 80 წლამდე იქნებოდა, წვეტიანი წვერი ჰქონდა და დუდუნით ლაპარაკობდა, გეგონებოდა, ძველი ბიზანტიური ფრესკიდან რომელიღაც ღირსი მამა გაცოცხლდაო!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2015, 09:04 PM

"სვანეთში მრავალი ხელოვნების ნიმუშია დაცული. ყველა ტაძარი ერთგვარი მუზეუმია. შედიხარ ტაძარში და უცებ XXI საუკუნიდან XI საუკუნეში გადადიხარ. თევდორეს შემოქმედების ნიმუშები მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი და ქართული ფერწერის ოქროს ფონდს წარმოადგენს.

ვოცნებობდი, მენახა ეს კუთხე, მენახა მხატვარ თევდორეს შემოქმედება, არა მარტო თევდორესი. საოცარია სოფელ ლატალის ტაძრები, მაცხოვრის ამაღლების ტაძარი, რომელიც დიდებულმა მხატვარმა მიქაელ მაღლაკელმა მოხატა. თევდორე და მიქაელი იყვნენ მაღალნიჭიერი განსწავლული მხატვრები".

/მამა ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2016, 08:03 PM

"ფრესკაზე შევამჩნევთ მანდორლას (ხატებზე გამოსახული კვერცხის ფორმის ნათება ქრისტეს ირგვლივ), სავარაუდოდ, აქ გამოსახული უნდა ყოფილიყო ამაღლების სცენა. რადგან ქრისტიანული კანონიკით ის ტაძრის დასავლეთ კედელზე, ზედა რეგისტრში გამოსახებოდა, რათა ტაძრიდან გასულ მრევლს ამ ფრესკის დანახვაზე მეორედ მოსვლა არ დაავიწყდეს. ამაღლების სცენა არა მარტო დღესასწაულს აღნიშნავს, არამედ მეორედ მოსვლას (მერვე დღის მოლოდინს) უკავშირდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:01 PM

"ლიხნის ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI ს.ს.-ის მოხატულობის კვალი, ასევე XIV ს-ის მხატვრობა, რომელიც გამოირჩევა ფაქიზი კოლორიტით, რამდენადმე წაგრძელებული ფიგურების დინამიკურობითა და ექსპრესიულობით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2016, 10:55 PM

"მამა გერვასიმ ცამეტი წლისამ მოინახულა კერნიცის მონასტერი. ფრესკების ყურებისას სურვილი გაუჩნდა, იქ გამოსახული წმინდანებივით ღმერთისთვის მიეძღვნა თავი და თქვა: "ღმერთო ჩემო, ღირს მყავ, მივეწებო ამ კედლებს, რომ ასევე გავხდე წმინდანიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2016, 08:03 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 10:42 AM

"1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ლადო გუდიაშვილს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატვა შესთავაზა. ლადო წერდა: "უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ცხელი, ადუღებული ფერებით, მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა; ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს, ხარაჩოზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან".
აი, რა მოჰყვა ამ თავგანწირვას - გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი - ღვთის სიყვარული წაუყენეს და სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს. უარყოფილი მხატვარი ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული ქმნიდა თავის უკვდავ შედევრებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2017, 12:14 PM

"[ზემო სვანეთის] სოფელ ლენჯერშია ლაშთხვერის ეკლესია, სადაც XVII საუკუნის ხელოვნების უბადლო ნიმუშია შემორჩენილი. ფრესკის სახით მოცემულია ამირანის შებრძოლება ბაყბაყდევთან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:46 PM

"ჩამორეცხილი მოხატულობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 01:12 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 10:37 AM

"[დიონისიატის] მონასტრის ტაძარი, რომელიც სავანესთან ერთად აიგო, იკურთხა იოანე წინამორბედის შობის სახელზე. 1534 წელს ხანძარმა იგი დაანგრია. ახალი ტაძარი ააშენეს 1540 წელს. მისი ფრესკები განეკუთვნება კრეტის სკოლას, თარიღდება 1546 წლით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოოქრული კანკელი და ფრესკები აპოკალიფსის თემაზე - ეს არის უძველესი აღწერილობა აპოკალიფსისა მართლმადიდებელ სამყაროში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:39 PM

"[ფრესკების] წერის ცხოველხატული მანერა"


"ეს ფრესკები ადამიანის სულის სიდიადეზე რომ მეტყველებენ და მშვიდ, უბიწო მშვენიერებას ასხივებენ"


"...თუ რწმენით არ შეხვედი ტაძარში და არ შეხედე მის მამკობ ფრესკას..."

"რწმენა გარკვეულ გეზს გულისხმობს, ამ გეზის ფარგლებში (განსაკუთრებით - საბერო ხელოვნებას თუ დავუკვირდებით) შინაგანად ადამიანი არაჩვეულებრივად თავისუფალია. იგი თავისუფალია იმ გარემოსგან, რომელიც გარს გვაკრავს. მისი გულისყური მხოლოდ უფლისკენ არის მიმართული. ბევრ ფრესკას ნახავთ, რომელზეც იტყვით, რომ მისი შემქმნელი ღვთის წინაშე არაჩვეულებრივად მართალი და გულწრფელია, ამასთან უდიდესი სიყვარულითა და სიხარულით აკეთებს ამას; შინაგანად მშვიდია, გახსნილი, სიამოვნებითა და სიხარულით აღბეჭდილ ხელოვნებას ქმნის, მთლიანად ამას უძღვნის საკუთარ არსებას, არაფერი აეჭვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:55 AM

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელოვანის მაგალითი, რომელთა მოღვაწეობასაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. მაგალითად, მეფის მხატვარი თევდორე სვანეთში მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების მიჯნაზე სამ ათეულ წელზე მეტხანს მოღვაწეობდა. მის მხატვრობას თვალი რომ გავადევნოთ, დავინახავთ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - იმას, თუ როგორ ხდება რწმენით შექმნილი ხელოვნების ფარგლებში მისი შემოქმედების სახეცვლილება. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ცუდიდან უკეთესისკენ სვლას; უბრალოდ, ნიშნავს ცვლილებას, მუდმივ შემოქმედებას, სრულქმნისკენ მუდმივ სწრაფვას, ფიქრს. შეუძლებელია, შემოქმედი ჩამოყალიბდეს, თუ ეს ყველაფერი შინაგანად არ აქვს, თუ შინაგანად არ არის საამისოდ განწყობილი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:23 PM

"ოდესღაც ბეთანიის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო - ფრესკების ყველა საღებავი ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა: მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია - იშვიათად მკვეთრი, ლამაზი, მუქილურჯი ფერის ლილა-ქვა (ამ ფერითაა შევსებული თითქმის ყველა ფრესკის ფონი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში), აურიპიგმენტი, ჟანგმიწის მდიდრული ნაკრები, ოქრო - მეფეთა პორტრეტებზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:32 AM

"ბოგრეშიდან 1 კმ-ითაა დაშორებული ნაკიფარი. იგი მაღლობზეა გაშენებული. ნაკიფარის წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია სვანეთის სხვა ეკლესიებისგან ფასადების შემკულობით გამოირჩევა. ეკლესიაში შესვლისთანავე მდიდრულად შემკულ საყდარზე მჯდომი მაცხოვრის გრანდიოზული კომპოზიცა გეგებებათ. კურთხევით აღმართული მარჯვენა ხელი განზე ფართოდ აქვს გაშლილი. გვერდით ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და ორი მთავარანგელოზის გარდა ანგელოზთა დასებიცაა გამოსახული, რომელნიც მის ამალას, ციურ მხედრიონს წარმოადგენს. ტაძრის მოხატულობა მხატვარ თევდორეს ეკუთვნის.

ისტორიულმა წყაროებმა არ შემოგვინახა რაიმე ცნობა მის შესახებ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის წარმოშობით სვანი იყო, ხოლო პროფესიული განათლება ბარის რომელიმე სამხატვრო ცენტრში უნდა მიეღო. მეფის მხატვრის ტიტული მიუთითებს, რომ მას შესრულებული ჰქონდა სამუშაო მეფის დაკვეთით, მაგრამ ამ მოხატულობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თევდორეს მოღვაწეობა XI საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის პირველ მესამედს, დავით აღმაშენებლის მეფობას ემთხვევა და საფიქრებელია, რომ იგი მისი მხატვარი ყოფილიყო. თევდორეს შემოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ნაკიფარის ეკლესიის XI საუკუნის წმინდა გიორგის ხატის შესახებ ამავე ხატის წარწერის მიხედვით ვიგებთ, რომ ხატი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს მარუშანის დაკვეთით და მასალით - ოქროთი და ვერცხლით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:40 AM

"მხატვარ თევდორეს პირველი ნამუშევარი იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობაა. კანკელის ასომთავრულ წარწერაში ვკითხულობთ: "სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმინდაი ესე ეკლესია (სალოცავად აზნაურთა) ამის ხევისა, ყოველთა დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და სულისა მიცვალებულთა მათისა... მოიხატა 1096 ხელითა თევდორე მეფისა მხატვარისაითა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:08 PM

"ვილოცებ და გადავკოცნი ფრესკებს კედლის"

/სოფიო ჭელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:49 PM

"მას, ვისაც ქრისტეს დახატვა განუზრახავს, ქრისტესთან ერთად უნდა იცხოვროს".

/ფრა ანჯელიკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 09:01 PM

"დღემდე განუმეორებლად ითვლება ფერთა გამა, რომლითაც უნიკალურია ყინწვისის მოხატულობა. ფრესკა, რომელზეც გამოსახულნი არიან მეფე გიორგი მესამე, თამარ მეფე და მისი ძე ლაშა-გიორგი ასევე უნიკალურად ითვლება. მომლოცველთა ყურადღებას იპყრობს ყინწვისის ანგელოზი. გადმოცემის თანახმად, მაშენებელმა მონასტრისა ზაზა ფანასკერტელმა ოსტატს ანგელოზის სახედ თავისი ქალიშვილის სახე დაახატინა. ამ გადმოცემაზე ააგო თავისი არაჩვეულებრივი მოთხრობა "ყინწვისის ანგელოზი" მწერალმა ლევან გოთუამ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:42 PM

"ვარძიის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი - შეურყეველი ეტალონი ქრისტეს სახისა"

/ხატმწერი და ფრესკების მხატვარი ზურა-ზაქარია მოდებაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)