თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ყორანქედის მამათა მონასტერი :(

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 25 2012, 01:21 PM

ერთხელ უკვე დავეხმარეთ ამ მონასტერს
http://church.ge/index.php?showtopic=7679&hl=%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1

მაგრამ ეხლა უფრო მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. sad.gif
ახლა შემატყობინეს, რომ გუშინ დაიწვა მონასტრის შენობა. ხანძარი სახურავიდან გაჩნდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს. მადლობა ღმერთს, რომ თვითონ არ დაშავდნენ. ტრაპეზის დროს მოხდა ეს შემთხვევა.

იქნებ გავრთიანდეთ უწინდებურად და აქცია მოვაწყოთ მათ დასახმარებლად?


ეს ის შენობაა, რომელიც მამებმა საკუთარი შრომის და დიდი ენერგიის ფასად ააშენს და ხანძარმა გაანადგურა.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 09:10 PM

იდეა, ფული და ერთი შანსი გვინდა...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 26 2012, 09:12 PM

sad.gif
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 26 2012, 09:25 PM

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 09:28 PM

მამა სერგი რა კაცია...

(ჩემს გუნდში თამაშობდა ხოლმე და ,,ფრატა'' იყო კლიჩკა.)
ახლა წინამძღვარია ხცისში.

მაგრამ მამა სვიმეონი მეცოდება ძალიან...ამდენი შრომა ჩადო კაცმა და...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 26 2012, 09:30 PM

A.V.M

მეც მეცოდება ძალიან. იქნებ ფორუმელებმა მართლა შევძლოთ დახმარება... sad.gif
მამა სვიმეონი ძალიან მიყვარს. მონასტერშო ყოფნისას მას ვაბარებდი აღსარებას და ჯერ კიდევ ურბნისში რომ მოღვაწეობდა იქიდან ვიცნობ. რომ ვიცი რამხელა წვალება ჰქონდა მაგ მონასტრის მშენებლობაში ჩადებული, გული მიკვდება sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 09:34 PM

ციტატა

მეც მეცოდება ძალიან. იქნებ ფორუმელებმა მართლა შევძლოთ დახმარება...

ვნახოთ აბა...მე ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად ვარ და თუ გამოვა რამე...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 26 2012, 10:00 PM

ფორუმის ფონდი აღარ არსებობს. დახმარებისთვის ვინმემ უნდა ითავოს ფულის შეგროვება, ან ანგარიში უნდა გაიხსნას მონასტრის დასახმარებლად და იქ გადარიცხონ მსურველებმა. კიდევ შეიძლება სამარშუტო მანქანის დაქირავება და ვისაც ცალია ერთი 10 ბიჭის წასვლა მონასტერში ფიზიკურად დასახმარებად.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 26 2012, 10:04 PM

lingvo

ციტატა
დახმარებისთვის ვინმემ უნდა ითავოს ფულის შეგროვება, ან ანგარიში უნდა გაიხსნას მონასტრის დასახმარებლად და იქ გადარიცხონ მსურველებმა.

კი, მაგრამ დახმარების მსურველი არც ისე ბევრი სჩანს.
ციტატა
კიდევ შეიძლება სამარშუტო მანქანის დაქირავება და ვისაც ცალია ერთი 10 ბიჭის წასვლა მონასტერში ფიზიკურად დასახმარებად.

ესეც, კარგი აზრია. დამხმარე ბიჭები მამაოსაც ჰყავს, ფინანსები იქნება ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის.

გურამს კარგი ისეა ჰქონდა, შეიძლება მოლოცვა დაიგეგმოს და თან დავეხმარებით. წრომის ტაძარს მოვილოცავთ.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 26 2012, 10:20 PM

sad.gif(((( ვაიიი, აუფ რა ცუდია.. sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 26 2012, 10:29 PM

იქნებ შევძლოთ თანხის აგროვება? ვისაც რამდენის საშუალებაც ექნება.

ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღვარი - სქემ-იღუმენი სვიმეონი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 11:13 PM

ციტატა
დახმარებისთვის ვინმემ უნდა ითავოს ფულის შეგროვება

მე ვარ მზად ლინგვო...

(ფიზიკური დახმარება ნაკლებად ჭირდებათ...
მატერიალურზეა საუბარი...თუნდაც ძალიან მცირეზე)

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Aug 27 2012, 10:34 AM

მეც აქ ვარsmile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 27 2012, 12:54 PM

A.V.M
თუ მზად ხარ მაშინ ასე უნდა მოიქცე: დათქვა შეხვედრის ადგილი (მაგ. სპორტის სასახლესთან საღამოს 7 საათიდან 8-მდე). დაწერო შენი მობილურის ნომერი. ფორუმელებს ვისაც სურვილი ექნებათ დაგიკავშირდებიან, შეგხვდებიან და თანხას გადმოქცემენ. შეგროვებულ თანხას გადაცემ mariami-k-ს და ის მონასტერის წინამძღვარს smile.gif

ალბათ 2-3 დღეში ფორუმზე უმრავლესობა წაიკითხავს და მცირედი თანხა შეგროვდება. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოვიდეს ფორუმის მთავარ გვერდზე. გავრცელდეს ფეისბუქში.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 27 2012, 01:08 PM

lingvo
გაიხარე. smile.gif

გურამი თავადაც შეძლევს თანხის გადაცემას, ან ერთად ავიტანთ... გურამიც არ არის თბილისში. მე ან გურამი ჩამოვალთ... მე 3 ან 6 სექტემბერს ვაპირებ ჩამოსვლას. გურამი თუ უფრო ადრე მოახერხებს მაშინ ის ჩამოვიდეს.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 27 2012, 01:30 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 27 2012, 04:03 PM

lingvo
აღმოჩნდა რომ მე და მარიამი ერთ დროს ჩავდივართ თბილისში.
(ანუ ერთ კვირაში დაახლოებით)

ხოდა ჩამოვალთ თუ არა მაშინვე ავღებთ ფულს.

მოკლედ ვისაც როგორი საშაუალება გვექნება რა.
სადღაც ერთი კვირა კიდევ დროა.თანხის მამაოსთვის მიცემა კიდევ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 28 2012, 02:20 PM

A.V.M

ციტატა
აღმოჩნდა რომ მე და მარიამი ერთ დროს ჩავდივართ თბილისში.

შენ რომელ დღით ჩადიხარ თბილისში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2012, 02:23 PM

ციტატა
შენ რომელ დღით ჩადიხარ თბილისში?

5-ისკენ ვეპირები

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 28 2012, 02:26 PM

A.V.M

ციტატა
5-ისკენ ვეპირები

მე 3 ან 6 სექტემბერს. ზუსტად არ ვიცი.3-4 დღით ადრე მოთხარი, რომ facebook-ზეც დავწერო შეხვედრის დრო და ადგილი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2012, 02:28 PM

ციტატა
მე 3 ან 6 სექტემბერს. ზუსტად არ ვიცი.3-4 დღით ადრე მოთხარი, რომ facebook-ზეც დავწერო შეხვედრის დრო და ადგილი...

კი ბატონო!

მოკლედ ფორუმელებო!
10 სექტემბრამდე შევიკრიბებით.
ხოდა ვისაც რისი საშუალება გექნებათ შეგიზლიათ შეეწიოთ ყორანქედის მამათა მონასტერს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2012, 02:57 PM

http://church.ge/index.php?act=ST&f=39&t=4344&st=1220#entry714682

შემოიჭყიტინეთ!

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 30 2012, 08:33 PM

დაწერეთ როცა ჩამოხვალთ smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 30 2012, 09:52 PM

დღეს ვნახე მამა სვიმეონი, მამა იოანე პანაშვიდზე იყო... სააბაზანოში და კარვებში ვცხოვრობთო. ბიჭები მეხმარებიან მონასტრის გაწმენდაშიო. ეხლა კედლებს ვასუფთავებთ უკვეო... ეხლა ვხვდები რამხელა შრობა გვქონდა ჩადებული მონასტრის აშენებაშიო... მართლა ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 2 2012, 11:56 AM




http://www.facebook.com/pages/ყორანქედის-წმ-ელია-წინასწარმეტყველის-სახელობის-მამათა-მონასტერი/253543468099118?ref=stream

ასეთი იყო მონასტერი ხანძრამდე
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 2 2012, 01:12 PM

mariami-k
და გორი რატომ აწერია რეპორტაჟს?
შეცდომა იქნება...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 2 2012, 03:17 PM

A.V.M
არ ვიცი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2012, 08:46 PM

მოკლედ დღეს შევხვდი ლინგვოს. დროსი შეზღუდულები ვიყავით მაგრამ მაინც ბევრი რამის თქმა მოვასწარიტ ერთმანეთისთვის.
კანდელი შემოწირა და ფულადი დახმარება.

ხოდა ვინმე თუ ხართ ისეთი ვინც თბილისის ტაძრების მოლოცვაზე ვერ წამოხვალთ , მაგრამ შეგიძლიათ შემოწირულობის გაკეთება შემეხმიანეთ...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 9 2012, 07:43 PM

http://www.kvirispalitra.ge/public/13670-shevetsioth-monasters.html


შევეწიოთ მონასტერს!
"ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს"

ცოტა ხნის წინ, რუის-ურბნისის ეპარქიის ყორანქედის ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის ბერების საცხოვრებელ სენაკებს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ბერების სენაკები და იქ არსებული ინვენტარი. სასულიერო პირებს დღესდღეობით უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი),მონასტრის წინამძღვარი:

- 24 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, საოცარი განსაცდელი დაგვატყდა თავს... იმ პერიოდში მე მონასტერში არ ვიყავი, ტაძრის (რომელიც მშენებლობის პროცესშია) ნახაზებში რაღაც დეტალების დამატება მინდოდა და ამასთან დაკავშირებით თბილისში გახლდით ამოსული. იმ დღეს მუშები ტაძრის მოპირკეთებაზე ჩვეულებრივად მუშაობდნენ, მონასტრის წევრები წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისს იხდიდნენ. მოკლედ, როდესაც ყველანი, სხვადასხვა მიზეზით, კელიებიდან გამოსულები ვიყავით, იქაურობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი როგორც ირკვევა, მანსარდში ელექტროსადენიდან გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა: კელიები, სატრაპეზო, სათავსები... როდესაც მუშებმა კვამლი შენიშნეს, უკვე გვიანი იყო, ცეცხლი გამძვინვარებულიყო და ყველანი მის ჩაქრობას ცდილობდნენ... შენობა, რომელშიც ვცხოვრობდით, 3 წლის აშენებულია, მაგრამ როგორც ჩანს, სახურავში რომელიღაც სადენი სუსტი აღმოჩნდა...

ხაშურის სახანძრომაც ცოტათი დააგვიანა მოსვლა (გზაში უამრავი აღმართია გასავლელი) და სახანძრო რომ მოვიდა, შენობას სახურავი აღარ ჰქონდა. ჩვენს დასახმარებლად ბორჯომიდანაც წამოვიდა სამხიდიანი "კამაზი", მაგრამ ისიც გზაში რაღაცამ შეაფერხა...

- მომხდარის შესახებ თქვენ როდის შეიტყვეთ?
- მაშინვე დამირეკეს. თბილისში ყველაფერი გადავდე და მონასტრისკენ გავეშურე, მაგრამ გზაში ავარიაში მოვყევი, უკნიდან მანქანა დაგვეჯახა. ღვთის წყალობით გადავრჩით, მაგრამ მანქანა, რომელშიც ვიჯექი, აღარ ვარგა... მონასტერს რომ მივუახლოვდით, გზაში დედაო გველოდებოდა, ჯიპით რომ ავსულიყავით ზემოთ. ჯიპში ჩავსხედით თუ არა, მანქანაში წყალი ადუღდა. შემდეგ ჩემს ასაყვანად მონასტრის მანქანას დავურეკე და მასაც საწვავი გამოელია... ყველა წინააღმდეგობა თითქოს იმიტომ შეიქმნა, რომ დროულად არ ავსულიყავით იქ... ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ნამდვილად განსაცდელი იყო და არა უბრალოდ შემთხვევა...
მადლობა ღმერთს, რომ ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვართ.

- კი, მაგრამ ამ ზამთრისთვის ღია ცის ქვეშ რომ დარჩით...
- კი, ასეა. თან, ხაშურის რაიონში ადრე ზამთრდება...

- ახლა დროებით სად ცხოვრობთ?
- ბერებიდან ზოგმა კარავს შეაფარა თავი, ზოგი ღია ცის ქვეშ ათენებს, ზოგიც ვტოფარეხში, კონტეინერში... იმედი მაქვს, რომ ადამიანების დახმარებით, ყველაფერი მალე აღდგება. ყოველ შემთხვევაში, შენობა გადაიხურება და ფანჯრები ჩაისმება, რომ ზამთარში შიგ შესვლა შევძლოთ.

- ამ ფაქტმა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობას ხელი ხომ არ ეუშალა?
- ვფიქრობ, რომ ეს განსაცდელი სწორედ მაგ ტაძრის მშენებლობას უკავშირდება. მართლაც ისეთი რუდუნებით, წვალებითა და შრომით იგება ეს ტაძარი, რომ...

- რას გულისხმობთ?
- ნებისმიერ განსაცდელს თავისი ახსნა აქვს: დიდი მადლის კეთებისას წინააღმდეგობები ოველთვის იქმნება ხოლმე... მადლობა ღმერთს, რომ ღვთის წყალობით, ტაძარი მშენებლობის
იმ ეტაპზეა, რომ საქმის 70% უკვე გადალახულია... განსაცდელი იმიტომ შეგვემთხვა, რომ მშენებლობა გაჩერებულიყო და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაგვეტანა. ღვთის შეწევნით,
არ ვჩერდებით! ადამიანებს არც ჩვენთვის და არც ტაძრისთვის სითბო და სიყვარული არ მოუკლიათ. ამ ამბის შემდეგაც აქტიურად მოდიან, რეკავენ, ყოველთვის გვერდში გვედგნენ...

ყველაფერი მოსათმენია, რასაც ღმერთი დაუშვებს. უნდა მოვითმინოთ! მით უმეტეს, ქრისტიანი ადამიანი ხომ მუდმივად ღვთის ნებასა და განგებაზეა დამოკიდებული... ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ყოველ წელიწადს ახალ მონასტერში მიწევდა გადასვლა. აშენდებოდა, გაკეთდებოდა და იქაურობას ვტოვებდი. ამ მონასტერში უკვე სამი წელიწადია, რაც ვმოღვაწეობ. თავიდან რომ მოვედით, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. არაფერი გვქონდა და ახლაც ნულიდან გვიწევს დაწყება.

- ბევრ მონასტერში იმსახურეთ?
- მეცხრე წელია, რაც რუის-ურბნისის ეპარქიაში ვმსახურობ. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მონასტერში მომიწია მოღვაწეობამ, კერძოდ, ძამის ხეობაში - ტბეთის მონასტერში, ბერად იქ აღვიკვეცე, საიდანაც სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერში გადავედი, შემდეგ ურბნისის საკათედრო ტაძარში ერთი წელი ვიმსახურე და მერე ყინწვისის წინამძღვრად გადამიყვანეს. ახლა კი ხაშურის სოფელ ხცისის მახლობლად ყორანქედის მამათა მონასტრის წინამძღოლი ვარ. იმ ადგილას, სადაც ახლა ვმოღვაწეობ, სამონასტრო ცხოვრება როგორც გითხარით, ნულიდან დავიწყეთ. პატარა ტაძარი, რომელიც ავირჩიეთ, VIII საუკუნეში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გარშემო საუცხოო ბუნებაა და ამონასტრო ცხოვრების დასაწყებად ადგილმდებარეობა ძალიან მოგვეწონა.

- როგორც გავიგე, ყინწვისიდან იქ თქვენი ნებით წასულხართ. რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- მეტი სიმყუდროვე გვინდოდა... მოკლედ, გადავედით თუ არა, დავიწყეთ წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. მლოცველებმაც იმატა. მრევლი გაიზარდა და პატარა ტაძარში, რომელიც ზომით - 9/4-ზეა, ვეღარ ვეტეოდით და სივიწროვის გამო ახალი, მასშტაბური ტაძრის აშენება გადავწყვიტეთ. თანდათან მონასტრის ძმობაც გაიზარდა და უკვე 2 წელია, რაც ჩვენი სურვილი, უფლის შეწევნით, რეალობად იქცა და ელია წინასწარმეტყველის სახელზე ტაძარს ვაშენებთ.როგორც გითხარით, ძირითადი სამუშაოები უკვე დამთავრებულია და მოპირკეთება მიმდინარეობს.

- მონასტერი სოფელს დიდად არის დაშორებული?
- სოფლიდან კილომეტრ-ნახევარია. მთიანი ადგილია კია, მაგრამ რამდენიმე სამანქანო გზა ადის. ულამაზესი ბუნება და იშვიათი მიკროკლიმატია: ფრინველები და ცხოველები გასამრავლებლად მთებიდან ყორანქედის მიდამოებში ჩამოდიან... ყოფილა შემთხვევა, დათვებს ჩვენთვის საზამთრო მარაგიც კი შეუჭამიათ. ცხვრები გვყავდა და ისინიც გაგვინადგურეს. რამდენიმე კვირის წინ, 15 მეტრში დავინახეთ, დათვი როგორ ჭამდა ტყემალს. რომ დაგვინახა, გაიქცა.

- ხანძრამდე როგორ ცხოვრობდით მონასტერში?
- ჩვენი მეურნეობა გვაქვს: საკუთარი ნაკვეთი, რომელსაც ვამუშავებთ. გვყავს საქონელი და ფრინველი. საზამთროდ ჩვენს მოწეულ მოსავალს ვიმარაგებთ. ასევე მრევლიც გვეხმარება. ვისაც შეხება აქვს ეკლესიასთან და წარმოდგენა აქვს ეკლესია-მონასტრის დანიშნულებაზე, ყველა გვერდში გვიდგას: ზოგი ფიზიკურად გვეხმარება, ზოგი - მატერიალურად, ზოგიც მასალით... მოკლედ, ერთსულოვნებითა და ღვთის შეწევნით ვცხოვრობთ...

- ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობა უშუალოდ ვინ დააფინანსა?
- არის ერთი პიროვნება - ვეფხვია კობახიძე, რომელმაც ამ ტაძრის ასაშენებლად დიდი საქმე გააკეთა. ამასთან, ჩვენი მონასტრის სახელზე ბანკში გახსნილია ანგარიშიც. საკმაოდ მასშტაბური ტაძარია. მისი ზომებია: 17/12-ზე; სიმაღლეში ჯვრიანად 19 მეტრი. უკვე ჯვარიც დავადგით. ტაძარი სულ ორი სართულისგან შედგება. პირველი სართული მიწისქვეშაა, სადაც კიბით ჩადიხარ. იმ სართულზე კიდევ სამი ტაძარია: მაცხოვრის შობის სახელობის, ღვთისმშობლის და პანტელეიმონ მკურნალის...

- მამაო, წარმოშობით სადაური ხართ?
- სიღნაღიდან ვარ, ქიზიყელი, მაგრამ თბილისში გავიზარდე და სკოლა და უმაღლესი განათლებაც თბილისში მივიღე.

- ბერობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეთ?
- კი. თუმცა მანამდე ეკლესიამონასტრებში ვცხოვრობდი... 2004 წლიდან კი უკვე ბერი ვარ...

- ისე, ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. თან, ძალიან ახალგაზრდა ღკვეცილხართ ბერად...
- 21 წლის ვიყავი, მაგრამ მანამდე ღმერთმა ბევრი რამ დამანახვა... ვნახე, რა იყო ღირებული და რა - არა... დღეს ბევრი მეკითხება, - 21 წლისას ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ გაგიჭირდაო?..

- დედა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- აბა, რა გითხრათ? გვარში ერთადერთი გვარის გამგრძელებელი მე ვიყავი... ძალიან რთული იყო ჩემი მშობლებისთვის ჩემი ნაბიჯის აღქმა. მამა ექიმია, დედა - ფარმაცევტი... 4 წელიწადი ფაქტობრივად, მამასთან ურთიერთობა არ მქონია. ნაწყენი იყო, მაგრამ დღეს ჩემთან ერთად არის, გვერდში მიდგას და მეხმარება...

- დედმამიშვილი არ გყავთ?
- და მყავს, რომელსაც 3 შვილი ჰყავს... ყველანი გვერდში მიდგანან.

- საერთოდ, საკუთარი ცხოვრების შესახებ სასულიერო პირები, მით უფრო ბერები, თითქმის არ ლაპარაკობენ... მინდა, მადლობა გითხრათ, ჩემს კითხვებს რომ უპასუხეთ.
- რაღაც ისე მოხდა, რომ მართლაც ბევრი ვილაპარაკე (იღიმება). საერთოდ, მეუბნებიან, განსაკუთრებული სიტყვაძუნწობით გამოირჩევიო...

- რა დაგანახვათ თქვენმა განვლილმა ცხოვრებამ, როგორ შეაფასებდით მას?
- შეფასება ის არის, რომ სულზე ღირებული არაფერია! ამაზე დიდი საუნჯე სხვა არ არსებობს.

- მერე ამ გზაზე სიარული ადვილი რომ არ არის?
- სულისთვის ზრუნვა არ არის ძნელი, მთავარია, ამ ყველაფერს სწორად მიუდგე. ღმერთი სიყვარულია, ყველაფერს ითვალისწინებს და გაგიგებს, მაგრამ ის, რომ საღმრთო სჯული დავარღვიოთ და ურჯულოდ ვიცხოვროთ, ამის პირობას არ გვიქმნის... სახარებაში წერია: "რომელსაც თვალნი აქვს და ყურნი აქვს, ესმოდეს და სწორად ხედავდეს". დიახ, სწორად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ხოლო თუ სწორად ცხოვრება გინდა, აუცილებლად მოძღვარი
უნდა გყავდეს, რადგანაც ცხვარი მწყემსის გარეშე ყოველთვის დაბნეული იქნება. ვერც ერთ წინააღმდეგობას ვერ გადალახავს... უფალი ბრძანებს: "არ არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს". ადამიანი ისე ვერ იცხოვრებ, რომ შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ მთავარი სინანულია. ყველა ადამიანს თავისი უნდა ჰქონდეს.

P.S. გთხოვთ, შეეწიოთ მონასტერს, რათა დროულად მოხდეს სენაკების აღდგენა
და ბერები ზამთარს მომზადებულნი შეხვდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

საბანკო კოდი: TBCBGE22,
ლარის ანგარიშის ნომერი
GE95TB0652936080100004,
დოლარი/ევრო
GE15TB0652936180100005,
მიმღები: რუის-ურბნისის
ყორანქედის ელია
წინასწარმეტყველის სახელობის
მამათა მონასტერი, ან
დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან
და ბილაინიდან ტელეფონის
ნომერზე: 0901080809
ზარის ღირებულება - 1 ლარი:
მონასტრის საკონტაქტო
ტელეფონია: 593 121055

ლალი ფაცია (ჟურნალი ”გზა”)

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 10 2012, 09:05 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 10 2012, 09:11 PM

თუ მოლოცვაზე ვერ მოდიხართ ისე შემეხმიანეთ და მომეცით თანხა...
(როგორც ლინგვომ გააკეთა)

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Sep 12 2012, 11:14 AM

დიდი სურვილი მაქვს ჩავიდე და ფიზიკურადაც გავაკეთო საქმე,
იმიტომ, რომ ვხედავ რომ ხელიც ძალიან უჭირთ..
ავმ, როდის აპირებთ წასლას?!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 11:27 AM

სიდონია
მონატსერში ფორუმული წასვლა არ შედგება.
სხვა მხრივ კი უკვე დაწყებულია ფულის შეგროვება.
ვისაც ჯერ არ მოუცია შეუძლია კვირას მმოვიდეს თბილისის ტაძრების მოლოცვაზე და იქ გადმომცეს ფული...

პოსტის ავტორი: სიდონია თარიღი: Sep 12 2012, 11:34 AM

გასაგებია, გმადლობ.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 15 2012, 11:48 AM

კვირას რომელზე და სად იკრიბებით? ხვალ არ მცალია, მაგრამ იქნებ თანხის გადმოცემა მაინც მოვახერხო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 15 2012, 05:05 PM

სოფი
მოკლედ დაახლოებით 3-ის ნახევარზე ვიწყებთ მოლოცვას ჩიტაძეზე წმ.ნინოს ეკლესიიდან და ვამთავრებთ 6-7 საათზე მოლოცვას სამებაში.
ჩემი ნომერი ჩაიწერე და შემეხმიანე თუ გინდა...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 15 2012, 07:16 PM

A.V.M

ოკ,მომწერე შენი ნომერი.

ისე დილით უფრო მაწყობს და ვინმე არ იქნებით რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძარში რომ გამოგიაროთ? ან სამებაში, სიონში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 15 2012, 09:11 PM

სოფი
ვიკითხავ თუ ვინმეა ხვალ თბილისში...

სოფი
თოკაა თბილისში....

და წირვაზე იქნება ქაშუეთში...შეძლებ ნახვას?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 15 2012, 10:37 PM

A.V.M

ციტატა
და წირვაზე იქნება ქაშუეთში...შეძლებ ნახვას?

კიი, ქაშუეთი ყველაზე მეტად მაწყობს. 11ისკენ შევეხმიანები. მადლობაა smile.gif)))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)