სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით
მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას. მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია. ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას. მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი) წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით იგივეს იმეორებთ მესამედ... დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4) შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4) ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4) ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს გაგრძელება იქნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
May 29 2010, 12:56 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
კანუდოსელი
ბოდიბილდინგს თუ წავაწყდებოდი პრავასლავნი ფორუმზე, ეგ აღარ მეგონა მიდი, საინტერესოა. დელტები, ტრაპეციები, ტრიცეპსები რამე -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:58 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი ბოდიბილდინგს თუ წავაწყდებოდი პრავასლავნი ფორუმზე, ეგ აღარ მეგონა მიდი, საინტერესოა. დელტები, ტრაპეციები, ტრიცეპსები რამე რატომაც არა პრავოსლავნი ხალხი არც დებილები ვართ და არც იდიოტები პ.ს. ახლა დრო არ მაქვს, თუ შენც გაქვს პრაქტიკა ამ საქმეში (მე კაი ხანია ვაწვალებ თავს ), მიდი დაამატე... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
May 29 2010, 01:25 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კანუს, ხომ გახსოვს, ადრე ნანას ქონდა მსგავსი თემა, შევაერთოთ შენთან და საინტერესო გამოვა.
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
May 29 2010, 01:27 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუს, ხომ გახსოვს, ადრე ნანას ქონდა მსგავსი თემა, შევაერთოთ შენთან და საინტერესო გამოვა. დავაი გლიჯე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
May 29 2010, 01:28 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
კანუდოსელი
პრაქტიკა მაქვს, მეტნაკლებად. მერე შემოვიხედავ ეხლა დავამატებ მხოლოდ გვერდით კუნთებს, ე.წ. - ,,ბაკავიკებს’’. ეს კუნთები საკმაოდ დიდი ზომისაა და იოლად უძლებს დიდ დატვირთვას. ღერძზე აზიდვით შეგვიძლია ლამაზი მოხაზულობაც მივცეთ და მუსკულატურის მასაც გავზარდოთ. ზემოთ აღნიშნული სისტემა შეიძლება ოდნავ შევცვალოთ და დავამატოთ როგორც მიზიდვების რაოდენობა, ასევე - ღერძთან მისვლების რიცხვი. მაგალითად, შეგვიძლია ათ-ათი მიზიდვა განვახორციელოთ, ოთხჯერ ან ხუთჯერ. ნუ, ვისაც როგორ შეუძლია. მხრებზე განიერი ტაცით, კუნთების ზედა ნაწილი უფრო მუშავდება, რაც განაპირობებს ტანის სამკუთხა მოყვანილობას, ხოლო ვიწრო ტაცით - ქვედა, რაც გამოკვეთილად გამოყოფს ვიზუალურად ამ კუნთებს ტორსისგან. ღერძზე მიზიდვებით, ამავე დროს, მუშავდება მხრების და ხელების მუსკულატურაც. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
May 29 2010, 01:30 PM
პოსტი
#7
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
კანუდოსელი
ჩემი პრაქტიკაც გაგიზიაროთ? მაგრამ ვერ გავიგე რომელი ეხება ამ თემას: სპორტი რომლითAც თავს ვირთობ, მსიამოვნებს, თუ რომ ვვარჯიშობ არაგასართობად? :ვითომ გასაგებად ვიკითხე: -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
May 29 2010, 01:33 PM
პოსტი
#8
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ცნობისათვის აგრესიის წინააღმდეგ ჰათჰა-იოგა (ფიზიკური იოგა) და სუნთქვითი ვარჯიშები ჯობია ბოდიბილდინგს. + ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.
თუ ენერგიის დახარჯვაზეა საქმე ცურვას ვერაფერი შეედრება. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
კანუდოსელი |
May 29 2010, 01:43 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ცნობისათვის აგრესიის წინააღმდეგ ჰათჰა-იოგა (ფიზიკური იოგა) და სუნთქვითი ვარჯიშები ჯობია ბოდიბილდინგს. + ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია. თუ ენერგიის დახარჯვაზეა საქმე ცურვას ვერაფერი შეედრება. ყველა სპორტს თავისი მინუსები და პლიუსები აქვს ცურვა მაგალითად შედარებით ჰარმონიულად ანვითარებს სხეულს, თუმცა ფეხებს ტოვებს შედარებით განუვითარებელს მხრებთან და მკერდთან შედარებით...კიდევ უფრო ცუდ დღეშია წელი ამიტომ სასურველია შეათავსოს ადამიანმა სხვადასხვა სპორტი...ჯერ ერტი მოსინჯოს, მერე მეორე დ.ა.შ. სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
May 29 2010, 02:04 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვაგრძელებ მკერდის კუნთების ვარჯიშების განხივას
ვინაიდან ტექნიკურად შიძლება სირთულეებთან დაკავშირებული იყოს შტანგის სახლში ქონა, ამიტომ სასურველია განტელებით შეთავსება ასეთ დროს, ვიღებთ ხელში შესაბამისი წონების მქონე განტელებს და ვასრულებთ ზუსტად ისეთივე მოძრაობას, როგორც შტანგით სისტემა ისეთივა: 15(12), 8,6,6,6(4) ეს ვარჯისი ანვითარებს მკერდის მასას (მოცულობას) და შუა და გარე პექტორალური კუნთების ზრდას უწყობს ხელს მკერდის კუნთები შედგება სამი ძირითადი კუნთისგან (კიდევ არის მეოთხე - ე.წ. ზედა პექტორალური კუნთი, ამაზე მოგვიანებით): გარე კუნთი - რომელიც წინიდან ხედვისას კანტს შემოწერს - ეს ის ნაწილია მკერდისა, რომელიც ხელების მხარესაა შუა კუნთი - რომელიც ძირითადში კუნთს სიმაღლეს აძლევს, ანუ რამდენად გამოწეულია მკერდის კუნთი შიდა კუნთი - ეს არის ის ნაწილი კუნთისა, სადაც მარჯვენა და მარცხენა მკერდის კუნთები ერთმანეთთან ყველაზე ახლოს არიან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
May 29 2010, 02:10 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
კანუდოსელი
ციტატა სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის მერე მცნება როგორღა აღვასრულოთ : ,,რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა“ ხო გაგვხიეს ცემით ისე, მე, ცურვის და სირბილის კომბინაციას ვამჯობინებ. სირბილის დროს მუშავდება სხეულის აბსოლუტურად ყველა კუნთი, სახის მიმიკური კუნთების ჩათვლით, ასევე, ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ბუნებრივი მასირება, რაც ძალიან პოზიტიურად აისახება მათ მუშაობასა და ცხოველმყოფელობაზე. აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით, მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
კანუდოსელი |
May 29 2010, 02:19 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით, მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი. მართალია, თანაც თუ უკვე კარგად შეგვიძლია ამის შესრულება, შეიძლება ე.წ. სუპერსეტი განვახორციელოთ ანუ: მანდ ნაჩვენები განტელებით მოძრაობა-აზიდვას ვახორციელებთ, ოღონდ მხოლოდ 6-ჯერ და უცებ ხელები შემოვატრიალოთ ისე, როგორც ნაჩვენებია ახალ სურათზე და ასევე 6 აზიდვა განვახორციელოთ ვისვენებთ 1-1.5 წუთი და ისევ ვიმეორებთ კიდევ 2-ჯერ (შეიძლება სამჯერაც) -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
May 29 2010, 02:36 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ხო გაგვხიეს ცემით ნაღდად ისე მე ერთი შემთხვევა ვიცი, ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება ნანობდა ამას...მოკლედ ჩხუბისას ხელი გავარტყი და არ მიბრუნებდაო...თანაც არ ემჩნეოდა რომ მშიშარა იყოვო...ეკლესიაში რომ მივიდა ის ადამიანი, სულ ამას ნანობდა ... ეს რა ვქენიო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
neo |
May 29 2010, 02:48 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ჩემთვის სპორტი უფრო გართობაა ვიდრე სხვა რამე. ხან ვოფროუდობ, ხან ვჭიდაობ, ხან მიზანში სროლაზე ვვარჯოშიბ, ახლა სტრაიკბოლოსთვის მოდის კარგი ამინდები... შტანგების თრევა ყველაზე მოსაწყენი სპროტია რაც კი აქამდე შემხვედრია მაგრამ წელიწადში 2-3 თვეს მაინც დავდივარ ხოლმე... ოღონდ მსუბუქად ვვარჯიშობ თავს არ ვიკლავ მოკლედ... მანდ კიდე რაღაც წამლებს სვავენ, დალევ ერთ აბს და 10%-ით მეტს აწევ ეგრევე... მულთფილმებში ჩიტავდა ხოლმე ეგეთი წამლები
ჩემი აზრით სპორტმა რაღაც ახალი უნდა ასწავლოს ადამიანს... მაგალითად მიზანში სროლა გასწავლის რომ სასხლეტზე გამოკვრის შემდეგ ტყვიას მიიმართულებას ვეღარ შეუცვლი... ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული კანონია... -------------------- www.cordesign.ge
|
ქევანა |
May 29 2010, 05:10 PM
პოსტი
#15
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ძალიან კარგი თემაა, ნანას (სთეივაითს) ჰქონდა, მაგრამ მეცნიერების განყოფილებაშია
მე დილაობით ვვარჯიშობ, დილის უბრალო, გამამხნევებელ ვარჯიშებს ვაკეთებ ძირითადად, ჯერ მივაჩვიო სხეული neo ასწავლის, ასწავლის პ.ს. ვისაც ჰანტელები არ აქვს, პლასტმასის ბოთლები აავსოს წყლით, დასაწყისისთვის ეგ წონაც გამოდგება -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანუდოსელი |
May 29 2010, 07:29 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვაგრძელებ მკერდის კუნთების ვარჯიშის განხილვას
ამ შემთხვევაში მოცემულია ე.წ. დახრილი წოლჭიმი. ვსხდებით დახრილ სკამზე და იგივს ვაკეთბთ, რასაც ჰორიზონტალური წოლჭიმის დროს სისტემა იგივეა, რაც ჰორიზონტალურის შემთხვევაში: 15,10,8,6,4 ეს ვარჯიში ანვითარებს მკერდის შუა და ზედა ნაწილებს აგრეთვე წინა დელტოიდებს (იხილე წითლად გაფერადებული) და ტრიცეპსს გაგრძელება იქნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
May 30 2010, 01:25 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მკერდის ვარჯიშების გაგრძელება
დარჩა კიდევ ერთი საბაზისო ვარჯიში, ე.წ. პულოვერი ვიღებთ განტელს და როგორც ნაჩვენებია ვიდეოზე, ვასრულებთ მოძრაობას. სისტემა განსხვავებულია დანარჩენებისგან 3 ან 4 მისვლა 15 გამეორებით პულოვერი ანვითარებს მკერდს და აგრეთვე ზოგადად ზრდის მკერდის მოცულობას, თვით ნეკნების ჩართცით ამ საქმეში ეს ვარჯიში იმდენად ფუნდამენტურია, რომ ჩართულია უამრავი სხვა კუნთიც: ტრიცეფსი, და აგრეთვე სურათზე ნაჩვენები კუნთები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
May 30 2010, 01:36 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რა იყო, არავის აინტერესებს სპორტი?
რამე დაწერეთ, ან დამცხეთ, ან რამე ეეეჰ...პაკისტანი რომ პაკისტანია, იქაც კი მოდაშია სპორტი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ikanosi |
May 30 2010, 02:12 PM
პოსტი
#19
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
შენ რომელ საფეხურზე ხარ აქედან?
-------------------- ფარით ან ფარზე
|
კანუდოსელი |
May 30 2010, 02:19 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შენ რომელ საფეხურზე ხარ აქედან? რა გაინტერესებს კონკრეტულად? მე კაი ხანია ვვარჯიშობ ერთი და ორი წელი არა...(თუმცა მოყვარულის დონეზე ცხადია) -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი