IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> მხატვრები რომელებიც აღგვაფრთოვანებს, დადეთ საყვარელი მხატვრების შემოქმედება
A.V.M
პოსტი Jul 27 2013, 12:13 AM
პოსტი #61


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
მხატვრისგან საინტერესო იქნება მაგის მოსმენა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2020, 09:33 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იშვიათია მხატვარი, რომელსაც ამდენი ტაძარი დაეხატოს [ნათელა იანქოშვილი], მათი რიცხვი ხომ სამ ათეულს აღწევს: "უფლისციხე", "მოწამეთა", "დავით გარეჯი", "სხალთა", "ქურმუხა", "შემოქმედი", "უჯარმა", "ჯვარი პატიოსანი", "ნეკრესი", "იყალთო"... შენაქოს, ალავერდის, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები... სად არ დაუდგამს ფეხი, რომელ მათგანთან არ შეჩერებულა ჩვეული მოკრძალებით, რომელ მათგანს არ მოფერებია მხატვრის შთაგონებული ფუნჯი..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 03:36 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნიკო [ფიროსმანი] იყო მაღალ-მაღალი, ჭაღარაშერთული, ახოვანი, ჯანსაღი და წარმოსადეგი ვაჟკაცი. ეხურა ქუდი-ჟოკე, ეცვა შავი პიჯაკი, შავი შარვალი და ასეთივე პალტო. თავის სიღარიბეში სუფთა კაცი იყო, ბოლო დროს ცოტათი მოეშო. ხმა ჰქონდა ბოხი, ძალიან მშვიდი და უწყინარი კაცი იყო. მეც გულმხურვალედ ვუყვარდი, როგორც იქაური სიძე, ცოლი ქიზიყელი ქალი მყავს. მაინცა და მაინც არ იყო ნაკითხი, მაგრამ არც უცოდინარი კაცი იყო. ქართული მწერლობა ცოტად იცოდა. ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა. სხვათა შორის, თითონაც ლექსებს სწერდა. კაი პოეტი იყო და მე და ჩემს მეუღლესაც გვინახავს მისი ლექსების რვეული. სად არის იგი, არ ვიცით".

/ნიკოლოზ სოზაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 07:17 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჟან ბატისტ კოროს პეიზაჟებში ტალახიანი ორღობეებიც ძალიან ლამაზია იმიტომ, რომ მხატვარს სიყვარულით დაუხატავს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2023, 09:08 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე–15 საუკუნის ბოლოს ნიურნბერგთან ახლოს ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ოჯახი 18 შვილით. მამა ძალიან ბევრს შრომობდა, რათა ოჯახი ერჩინა.

ამ აშკარად უიმედო მდგომარეობაში ორი ბავშვი ოცნებობდა, გამხდარიყო ხელოვანი, თუმცა იცოდნენ რომ მამა ვერასოდეს შეძლებდა დახმარებოდა მათ.

ბევრი მსჯელობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მონეტა აეგდოთ. წაგებულს ახლოსმდებარე მაღაროში უნდა ემუშავა და შემოსავლით ძმისთვის აკადემიის ფული უნდა გადაეხადა. როცა ის სწავლას დაასრულებდა, შემდეგ უკვე ის დააფინანსებდა პირველი ძმის სასწავლო თანხას. ერთ დილასაც მათ მონეტა ააგდეს.

ალბრეხტ დიურერმა მოიგო და ნიურნბერგში წავიდა. მისი ძმა ალბერტი მაღაროში მუშაობას შეუდგა და ძმას ეხმარებოდა.

ალბრეხტის ტილოები, გრავიურები და ზეთით შესრულებული ნახატები გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე პროფესორებისა და სწავლის დასასრულს იგი უკვე მნიშვნელოვან საფასურს იღებდა საკუთარი ნამუშევრებით.

როცა ახალგაზრდა ხელოვანი ოთხი წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ოჯახმა ზეიმი გამართა. ზეიმის დასასრულს ალბრეხტი წამოდგა რომ მისი ძმისთვის,ალბერტისთვის, მადლობა გადაეხადა ასეთი მსხვერპლისთვის, რომელიც მას მიზნის მიღწევაში დაეხმარა.

„ალბერტ, ძმაო,ახლა შენი ჯერია. შეგიძლია წახვიდე ნიურნბერგში და შენი ცხოვრების ოცნება აისრულო და მე ვიზრუნებ შენზე ამისთვის“. ყველას თავი სუფრის ბოლოსკენ შეტრიალდა დიდი მოლოდინით, სადაც ალბერტი იჯდა. მის მკრთალ სახეს ცრემლები სდიოდა, დახრილ თავს აქნევდა და იძახდა „არა... არა... არა...“

ბოლოს ის წამოდგა და ხელებით ლოყებს იწმენდდა. მარჯვენა ლოყის სრესით მან ნელა წარმოთქვა: „არა, ძმაო, უკვე ძალიან გვიანია, შეხედე, რა უქნა ამ ოთხმა წელმა ჩემს ხელებს!

ყველა თითზე დამტვრეული მაქვს ძვლები თითოჯერ მაინც,მარჯვენა ხელი კი ისე დამიზიანდა რომ ჭიქის დაჭერაც აღარ შემიძლია, შევეშვი კალამს და ფუნჯს. არა ძმაო, ჩემთვის უკვე ძალიან გვიანია.“

მას შემდეგ ხუთას წელზე მეტი გავიდა.

დღეს ალბრეხტ დიურერის ცნობილი ნახატები მთელი მსოფლიოს მუზეუმებშია გამოფენილი.

თუმცა ალბათ ყველაზე ცნობილი მათ შორის ალბერტის დამაშვრალი ხელებია, რომელიც ალბრეხტ დიურერმა გამოსახა, რათა გამოეხატა მოწიწება იმ ყველაფრისათვის, რაც მისმა ძმამ მას შესწირა.

მან ამ ნახატს, რომელზეც ერთმანეთზე მიდებული ხელის მტევნებია გამოსახული ცისკენ აშვერილი თხელი თითებით, უბრალოდ „ხელები“ უწოდა. თუმცა მთელი მსოფლიო გასაოცრად სწრაფად ჩაწვდა ამ დიდებული ნახატის სათქმელს და მას „მლოცველი ხელები“ უწოდა.

ვინც ამ ნახატს შეხედავს მიხვდება,რომ ამ ცხოვრებაში მარტოს არაფრის ქმნა შეგვიძლია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2023, 06:42 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგჯერ წლობით დაგვყვება გულში რაღაც ფიქრი, უეცრად სულ პატარა, უმნიშვნელო დეტალი მისცემს ბიძგს, წარმოსახვით აგავსებს. იპოვი ფერსაც, რომელსაც ეძებდი, იპოვი კომპოზიციასაც, და ჰკიდებ ფუნჯს ხელს... ხანდახან სულ სხვა საგანი ან მოვლენა აღვიძებს შენში სწორედ იმ შთაგონებას, რომელიც აუცილებელია მუშაობის დასაწყებად. ეს ძალზე რთული პროცესია და მის ახსნას მე ვერ შევეცდები"

/ლადო გუდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 04:07 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეონარდო და ვინჩს დაავალეს მილანის მონასტრის კედლების მოხატვა. მონასტრის იღუმენმა გენიალურ მხატვარს უჩივლა ჰერცოგ მოროსთან - ნაცვლად იმისა, გულმოდგინედ მუშაობდეს, სამუშაო დროის დიდ ნაწილს ფიქრებსა და ფუჭ ოცნებებში ატარებსო. მხატვარი იძულებული გახდა, მოროსთვის აეხსნა, რომ ხელოვანი მარტო მაშინ კი არ შრომობს, როცა წერს ან ხატავს, არამედ შრომობს მაშინაც (და, შესაძლოა, შრომობს უფრო მეტს) , როცა ფიქრობს იმაზე, რაც უნდა დაწეროს ან დახატოს"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი