მოძღვრება სახელმწიფოსა და მთავრობის შესახებ, მართლმადიდებლური სწავლება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოძღვრება სახელმწიფოსა და მთავრობის შესახებ, მართლმადიდებლური სწავლება |
კანონისტი |
Apr 13 2007, 06:26 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული მრევლი არის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე
ზოგს ისეთ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ზოგან სხვა აღმსარებლობაა სახელმწიფო რელიგია, ზოგან თითქმის დევნიან ქრისტიანებს, ზოგან სრული თავისუფლებაა, ზოგან ქრისტიანულ კურსს ატარებს სახელმწიფოს ხელისუფლება, ზოგან პირიქით ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, როგორია დედაეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით? დავწეროთ აქ, რაც ვიცით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Apr 13 2007, 06:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დავწეროთ აქ, რაც ვიცით კონსტანტინე დიდის დროს, ეკლესია კატაკომბებიდან გამოვიდა, ამ ეიფორიის პერიოდში რომელიც ნანატრ მშვიდობას უკავშირდებოდა, მრევლმა ვერ გაითვალისწინა რომ - კეისარი მოინათლა - მაგრამ დარჩა კეისრად ახლა უკვე ეკლესიური ბერკეტით... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
May 27 2008, 02:03 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჟურნალ "კარიბჭის" ახალ ნომერში (N10, 15-28 მაისი, 2008) არის მღვდელ ლევან მათეშვილის ძალიან საინტერესო სტატია სათაურით "რა შემთხვევაში დავემორჩილოთ მთავრობას?"
ყველას გირჩევთ, რომ შეიძინოთ და წაიკითხოთ "კარიბჭის" ეს ნომერი, ამ თემაში კი იმ ამონარიდებს დავდებ, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა: "ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს - რევოლუციებისათვის. მახვილი მიეცა ნოეს უწესრიგო მოქალაქეების მოსათოკად (დაბ. 9:6; 6-11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომალებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც "ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს" (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღიღონ. ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: "შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები" (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, ეს არის ბრძანება აშკარა, არ შევუერთდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ. ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე დამარცხდა აბესალომის ჯანყი დავითის წინააღმდეგ. აბესალომი მოკლეს (2 მეფე. 15). იერობოამმაც აუმხედრა ჩრდილოეთის ათი შტო სამხრეთელი იუდას შტოს, რაც ღმერთმა მკაცრად დაგმო (3 მეფ. 12)." "მიანდე ღმერთს ტირანების მოვლა და არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი, და ის ასევე სუვერენულად დაამხობს მათ (დან. 4:17). იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მახვილის აგრესიული გამოყენების წინააღმდეგ, როდესაც თქვა, "თავის ადგილას ჩააბუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება" (მათ. 26:52). ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა (გამოსვ. 22:2), მაგრამ არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო (მათ. 26:51)" /გაგრძელება იქნება/ გამოთქვით თქვენი აზრიც -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქავთარაძე |
May 27 2008, 02:07 PM
პოსტი
#4
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა ? |
marine |
May 27 2008, 02:11 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19)."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
May 27 2008, 02:22 PM
პოსტი
#6
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
"მიხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19)." არადა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ რევოლუციის გზით -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
kato_Bato |
May 27 2008, 02:23 PM
პოსტი
#7
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მარიამი
ციტატა არადა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ რევოლუციის გზით იმიტომ ვართ კარგად... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ქავთარაძე |
May 27 2008, 02:24 PM
პოსტი
#8
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი. |
marine |
May 27 2008, 02:26 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არადა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ რევოლუციის გზით და არ უგდებენ ყურს ჩვენი პატრიარქის ბრძულ მოწოდებებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ. ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი. შეიძლება მაგ სიტყვებში ის იგულისხმება, რომ როცა სამშობლოს მტერი შემოესევა, მაშინ თავდასაცავად უნდა ავიღოთ მახვილი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიამი |
May 27 2008, 02:27 PM
პოსტი
#10
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი. ალბათ ეს იგულისხმება: 1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, თავი 13. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ქავთარაძე |
May 27 2008, 02:31 PM
პოსტი
#11
|
დაურეგისტრირებელი |
მარიამი
ციტატა მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. აი აქ ერთი კითხვა მიჩნდება, უდანაშაულოდ რომ კლავენ ვიღაც-ვიღაცეები ადამიანებს მაგას რა ვუშველოთ? ისინი არ მიდიან უფლის ნების წინააღმდეგ? მარიამი მარი მაგის პასუხი ისე ეგეც არ არის, სულ სხვა რამეა... |
კანონისტი |
May 27 2008, 02:39 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შევაერთე
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
May 27 2008, 02:40 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაშინ, აბა, რა ვქნათ, როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას? ბიბლია იძლევა ამის გზას.
ქრისტიანებისთვის პირველი და მთავარი - პასუხისმგებლობაა; სულ ერთია, სამართლიანი მთავრობა ჰყავს მას თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქისტული - დაემორჩილოს მის კანონებს (რომ. 13:1; ტიტ. 3:1). პეტრე წერდა: "დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისთვის (1 პეტ. 2:13). ვინაიდან "ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება" (მუხ. 15). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევრისთვის. ქრისტიანები უნდა გამოჩნდნენ როგორც კანონქვემდებარე მოქალაქეები და არა მეამბოხეები. უსამართლო მთავრობაზე გავლენის საუკეთესო გზა - სულიერი მაგალითის ჩვენებაა და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავუჯანყდეთ." "ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, შევცვალოთ უსამართლო მთავრობა, არის ლოცვა მათზე. ლოცვაა ის შემართული ნერვი, რომლის მეშვეობითაც უკან იხევს ძალა. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებაში (გამსვ. 2:23), და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შოთაძე |
May 28 2008, 12:57 AM
პოსტი
#14
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
marine
ციტატა როცა სამშობლოს მტერი შემოესევა, მაშინ თავდასაცავად უნდა ავიღოთ მახვილი. აუ არ მესმის რა, ქართველის ხო მტერი ყოფილა საქართველოსი?! რატომ დავუპირისპირდით კომუნიზმს თუ არ შეიძლებოდა? რატომ ჯანყდებოდნენ ქართველები როდესაც დაპყრობილნი იყვნენ შიდა თუ გარე მტრისგან? მტავარი ხომ სამშობლოს და სიმართლის დაცვა არის ადამიანისთვის და თუ არ დავიცავით ეკლესია,სამშობლო და ოჯახი მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ადამიანის ცხოვრებას? რა აზრი ქონდათ ჩვენ წინაპრეპს სისხლის ფასად რო იცავდნენ ოჯახს და სამშობლოს თუ ცოდვა იყო? რა მნიშვნელობა აქვს 12 -ე საუკუენე იქნება თუ 21- ე, მაშინაც უამრავი მტერი ყავდა საქართველოსაც და ახლაც უამრავი ყავს! არ ვიცი რა ვერ გავიგე, ვინც სამშობლოს დასაცავად ყველაფერს აკეთებდა წინა საუკუნეებში იმათ გმირებად ვიხსენიებთ და ახლა რომ დაიცვას ცოდვა რატომ არის? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
May 28 2008, 01:16 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შოთაძე
ციტატა ახლა რომ დაიცვას ცოდვა რატომ არის? blink.gif არანაირი ცოდვა არაა, ცოდვა კი არა ვალდებულებაა ეგ საინტერესო თემაა და მე პირველად ვხედავ ციტატა ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. მარინე, მასეც გამმოდის, რომელი რევოლუციაა აბა რამაც რაიმე სიკეთისკენ შეცვალა? პოლიტიკა საერთოდ სულს ვნებსო, ჩემი მოძღვრისგან ვიცი |
guest |
May 28 2008, 01:27 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე გერმანიის მოქალაქე ვარ და წესით, არჩევნებზე მოწვევას ვრებულობ, არასოდეს წავსულვარ და არც წავალ.
|
შოთაძე |
May 28 2008, 01:33 AM
პოსტი
#17
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
შოთაძე არანაირი ცოდვა არაა, ცოდვა კი არა ვალდებულებაა ეგ საინტერესო თემაა და მე პირველად ვხედავ მარინე, მასეც გამმოდის, რომელი რევოლუციაა აბა რამაც რაიმე სიკეთისკენ შეცვალა? პოლიტიკა საერთოდ სულს ვნებსო, ჩემი მოძღვრისგან ვიცი ჩემი ხედვითაც ეგრეა მარა, ისეთ სიტვაციას ქმნიან ვითომ დღეს აღარ არის მტერი და დღეს აღარ ჭირდება სამშობლოს თუნდაც საკუთარ სიცოცხლის ფასად სამშობლოს დაცვა და ა.შ არ მესმის რა, რატო უნდა დავემორჩილო დიკტატურას ? საბჭოთა იმპერიას რო არ დაემორჩილა ქართველი ხალხი, ამით ცოდვა ჩაიდინეს თუ რა? ამ ცხოვრებაში ხო ყველა ადამიანისთვის ბრძოლა არის და უბრძოლველი ადამიანი ხო არ არსებობს?! არ ჯობია სამშობლოს და მომავალი თაობის დიკტატურისგან დახსნისთვის საკუთარი სიცოცხლე დათმო ვიდრე იცოცხლო და იცოდე თუ რა დღეში იქნებიან მომავალი თაობა დიკტატურის ხელში? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
May 28 2008, 01:47 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
იმპერიები, დიქტატურები და ა.შ. თავისტავში რაღაცით ცოდვაა, შოთა და გასაგებიცაა, რომ ხალხი არ დაემორჩილოს...
|
შოთაძე |
May 28 2008, 01:53 AM
პოსტი
#19
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
დღეს საქართველოშიც და მსოფლიოშიც არც ომია და არც მშვიდობა , ეს მდგომარეობა კი ყველაზე საშინელია ჩემის აზრით
-------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
marine |
May 28 2008, 10:08 AM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გავაგრძელებ ამონარიდების დადებას...
"უნდა ვებრძოლოთ ტირანიას მთავრობაში საარჩევნო ბიულეტენებით და არა ტყვიებით. მას წინ სიკეთით უნდა აღვუდგეთ და არა ზარბაზნებით." "ღვთისგან დადგენილ მთავრობასთან დაპირისპირებით, პიროვნება სინამდვილეში ღმერთს უპირისპირდება (რომ. 13:2)" "პავლემ თქვა, "არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი" (რომ. 13:1). ეს ნიშნავს რომ არსებული მთავრობები ღვთისგან არიან დადგენილნი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი