ეკლესიის დემოგრაფიული პოლიტიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესიის დემოგრაფიული პოლიტიკა |
ulvashi |
Jul 5 2007, 03:41 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
აქვს თუ არა საქაართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დემოგრაფიული პოლიტიკა?
ამჟამად ეკლესია ასახავს ზოგადად არსებულ დემოგრაფიულ სურათს, ანუ სამღვდელოების უდიდესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. თბილისის დიდ ეკლესიებში რამდენიმე მღვდელია (მაგ. ნარიყალაზე 4ია უკვე, მგონი, მამადავითზე მეტი, ქაშუეთზე და სხვა უფრო დიდ ეკლესიებზე რომ არაფერი ვთქვათ), მაშინ, როდესაც არის საქართველოში მხარეები, სადაც რამდენიმე სოფელს ერთი მღვდელი ემსახურება, მაგ. 7 სოფელს ემსახურება ერთი მღვდელი, რომელიც ბერია და მონასტრიდან დადის წირვების ჩასატარებლად, იმიტომ რომ სხვა არავინ იყო ვისაც იმ სოფლებს ჩააბარებდნენ შესაბამისად, არის ეკლესიები სადაც თვეში ერთხელ წირვა თუ ჩატარდა, კარგია ეს, არ არის შემტხვევითი და ზემოთაც ვთქვი, რომ ასახავს იმ სურათს, რაც ზოგაგდად, არის ქვეყანაში, მაგრამ როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს თუ არა ეკლესიას ამ მხრივ თავისი სამოქმედო გეგმა (გინდა პოლიტიკა დაარქვით, გინდ სტრატეგია და ხედვა და ა.შ.)? პ.ს. სად გამეხსნა, ვერ მივხვდი, ამიტომ მაპატიეთ, თუ შეუსაბამო ადგილასაა |
დათიკო |
Jul 5 2007, 03:48 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კარგი თემაა და მეტად აქტუალური პრობლემაა.
ოღონდ დემოგრაფიული საკითხი უფრო სხვა რამეს არ ნიშნავს? იქნება უფრო შესაფერისი სათაური მოვუფიქროთ? |
მევიოლინე |
Jul 5 2007, 03:50 PM
პოსტი
#3
|
GUJAVIOLIN ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 |
მაგ. ნარიყალაზე 4ია უკვე, მგონი, 3 მღვდელია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ქალაქში მრევლი უფრო მეტია ვიდრე სოფლებში. -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
ulvashi |
Jul 5 2007, 03:57 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
basil kobaxidze
მალე გახდება 4. ისე მე 6 თვეა მაქ არ ვყოფილვარ და რას ვახურებ ციტატა ოღონდ დემოგრაფიული საკითხი უფრო სხვა რამეს არ ნიშნავს? იქნება უფრო შესაფერისი სათაური მოვუფიქროთ? რახან მოსახლეობის განაწილების გამო ხდება ასე, იმიტომ დავარქვი. შევცვალოთ, შემომთავაზეთ ციტატა მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ქალაქში მრევლი უფრო მეტია ვიდრე სოფლებში. რაოდენობრივად კი, თუმცა საინტერესოა, პროცენტული თანაფარდობა როგორია. ანუ ქალაქში მცხოვრებთა რამდენი პროცენტი დადის და სოფელში მცხოვრებთა რამდენი პროცენტი მერე: რამდენად მნიშვნელოვანი არგუმენტია რაოდენობა, ესეც საკითხავია, სადაც 100 კაციანი მრევლია, იმიტომ უნდა ეზიარებოდნენ 6 თვეში ერთხელ, რომ 100 კაცია და მეტი არა? ხომ არ ვუბიძგებთ მათაც მიგრაციისკენ? რა შეიძლება გაკეთდეს? ვინმეს გიფიქრიათ? |
დათიკო |
Jul 5 2007, 04:09 PM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ulvashi
ციტატა რახან მოსახლეობის განაწილების გამო ხდება ასე, იმიტომ დავარქვი. შევცვალოთ, შემომთავაზეთ არაფერი მომდის თავში. დარჩეს ასე, თუ საწინააღმდეგო არ ექნება ვინმეს |
kato_Bato |
Jul 5 2007, 04:35 PM
პოსტი
#6
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ჩემს სოფელში საერთოდ არ დადის მოძღვარი...
ძველისძველი ტაძარია და ახლახან აღადგინეს.. ადრე მამა ბასილი დადიოდა, როცა გურიაში მოღვაწეობდა და ვიდრე თბილისში გადმოვიდოდა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ulvashi |
Jul 5 2007, 04:55 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა ჩემს სოფელში საერთოდ არ დადის მოძღვარი... ძველისძველი ტაძარია და ახლახან აღადგინეს.. ადრე მამა ბასილი დადიოდა, როცა გურიაში მოღვაწეობდა და ვიდრე თბილისში გადმოვიდოდა. და კიდევ რამდენი წამოვიდა გურიიდან. ამის წინ ერთ მღვდელს ველაპარაკებოდი ერთ-ერთ სოფელზე, ეკლესია რომ გახსნილიყო კარგი იქნებოდა მეთქი, ხალხს უნდა, ახლომდებარე ეკლესია 5 კილომეტრშია, ცენტრში უამრავი შენობაა, რომლის გადაკეთებაც შეიძლება ეკლესიად ჰოდა არგუმენტი ის თქვა, ვინ ივლის, წირვას ვინ ჩაატარებს, სადაც არის ეკლესია, იმას არ ვყოფნითოოო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი