IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >  
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
სიდონია
პოსტი Nov 14 2012, 11:39 AM
პოსტი #421


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



ჩემი ბოლო ლექსი.
განწყობა ასეთი:

დედა სამშობლო

ნუთუ ეს არის
მცენარე მტაცებელი,
მიწითა და ხორცით გამომძღარი.

ნუთუ ეს არის
ხატი, ჩემი მსგავსი,
მისი უჯრედები ჩემი გენეტიკა.
მიწასავით გაუმაძღარი, ჩემი ხორცივით
ლპობისკენ მიდრეკილი.
სადღაა მითხარ, უფლის მხარე,
სახელისთვის წამებულთა უკვდავი სულები,
ათი ათასი და ათასი ასი.

ნუთუ ეს არის,
მცენარე მტაცებელი, სისხლით დატიკნული
ღერებით, ფესვებით.
ვისაც შეარქვეს მეტსახელად სამშობლო,
და ვისაც, თავის თესლიდან დაჩეკილნი,
ვერძღომით ჭრიან, ჩრდილში ახმობენ
და მტერსაც უხვად უნაწილებენ.

მოგიბოდიშებ, გადამწიფებულ ხილივით ჰყარხარ,
წვეთოვანს ჩემი გამომშრალი სისხლძარღვიდან
შლეგად მოვიგლეჯ.
და, თუ რამე,
სისხლდენისგან მოვკვდეთ,
ორივე,
რადგან სიყვარულს ორმხრივობა მოუხდებოდა.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 14 2012, 02:23 PM
პოსტი #422


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(A.V.M @ Oct 28 2012, 12:15 AM) *

გალაკტიონი
----------------

მზეო თიბათვისა , მოდი გამახარე ,
ციდან მოგზავნილი ამბავი მახარე .
თორემ ჩაიფერფლა როგორც ნუმიდია
ყვითელ ოცნებებში ხეთა და მიდია .

აღარც მესაფლავე მოდის ჩემს ადგილთან .
აღარც ყანებშია მტირალე ღალღა
უკვე არც ვაჟი , ჩერდება მანდილთან
ჩვენში არც ქალს ინდობს მძვინვარე ტალღა.

მთაწმინდის მთვარე-ახლა ბობოქარი .
აღარც ზამბახია , აღარც ჯადოქარი .
დღეს არც ტოტს მიჰყვება ჩვენს გულში მარტი
და ვეღარ გვშველის ქარში თვით მოცარტი .

ახლა ვერც მუხა გრძნობს პირველ ალიონს
ვეღარც გოგოთური აბოლებს ყალიონს .
მე მხოლოდ ვფიქრობ ცვრიან ბალახზე
გავლა კი შემიძლია მარტო-ტალახზე .

ცამეტი წელი ახლახან გავიარე ,
ლურჯა ცხენებით მიწა მოვიარე
მაგამ ვერ ვიპოვე რასაც ვეძებდი
ამხელა მანძილი დაღმართში ჩავიარე .

ჩემი საიდუმლო გასცა თეთრმა ღამემ
და აღარ დამინდო სარკმელში მოკამკამემ .
მალე მომაკითხავს გემი -,,დალანდი''
ოთახში მარტო ვარ . მხოლოდ მე და ლანდი .

სასაფლაონი ხმას არ იღებენ .
(დღეს მათ ვეჩვენები როგორც უცხო ხილად)
მათ ერთობაში აღარ მიღებემ ,
ვეღარ აღმიქვავენ , როგორც რიყის ხიდად .

მზეო თიბათვისა კიდევ გამახარე ,
მათი მოგზავნილი ამბავი მახარე .
თორემ მადარებენ განწირულ გედებს .
სიკვდილი ისევე , ისევე მეძებს.

(14.03. 2009)

http://seminarieli.wordpress.com


ძალიან მომეწონა, იდეაც და შესრულებაც, რითმაც და აზრიც.
იმდენად რომ ყურში ჩამოსემოდა, როგორ წავიკითხავდი ამ ლექსს, საინტერესოა შენ როგორ წაიკითხავდი და რაზე გააკეთებდი აქცენტს. smile.gif კიდევ წერე.



სიდონია
ციტატა
უშვილო ნინა და მართა

მომეწონა. ცოტა კი მიჭირს ასეთი სტილის ლექსების კითხვა, მეტ ენერგიას და ძალიასხმევას მოითხოვს. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 15 2012, 02:40 AM
პოსტი #423


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



k@the
ციტატა
ძალიან მომეწონა, იდეაც და შესრულებაც, რითმაც და აზრიც.

დიდი მადლობა ქეთევან...
ციტატა
საინტერესოა შენ როგორ წაიკითხავდი და რაზე გააკეთებდი აქცენტს

არასდროს წამიკითხავს ჩემი ლექსი ხმამაღლა...
ციტატა
კიდევ წერე.

გაიხარე , მაგრამ-
ციტატა
(14.03. 2009)



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2012, 03:18 PM
პოსტი #424


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Oct 28 2012, 03:15 AM) *

გალაკტიონი
----------------

მზეო თიბათვისა , მოდი გამახარე ,
ციდან მოგზავნილი ამბავი მახარე .
თორემ ჩაიფერფლა როგორც ნუმიდია
ყვითელ ოცნებებში ხეთა და მიდია .

აღარც მესაფლავე მოდის ჩემს ადგილთან .
აღარც ყანებშია მტირალე ღალღა
უკვე არც ვაჟი , ჩერდება მანდილთან
ჩვენში არც ქალს ინდობს მძვინვარე ტალღა.

მთაწმინდის მთვარე-ახლა ბობოქარი .
აღარც ზამბახია , აღარც ჯადოქარი .
დღეს არც ტოტს მიჰყვება ჩვენს გულში მარტი
და ვეღარ გვშველის ქარში თვით მოცარტი .

ახლა ვერც მუხა გრძნობს პირველ ალიონს
ვეღარც გოგოთური აბოლებს ყალიონს .
მე მხოლოდ ვფიქრობ ცვრიან ბალახზე
გავლა კი შემიძლია მარტო-ტალახზე .

ცამეტი წელი ახლახან გავიარე ,
ლურჯა ცხენებით მიწა მოვიარე
მაგამ ვერ ვიპოვე რასაც ვეძებდი
ამხელა მანძილი დაღმართში ჩავიარე .

ჩემი საიდუმლო გასცა თეთრმა ღამემ
და აღარ დამინდო სარკმელში მოკამკამემ .
მალე მომაკითხავს გემი -,,დალანდი''
ოთახში მარტო ვარ . მხოლოდ მე და ლანდი .

სასაფლაონი ხმას არ იღებენ .
(დღეს მათ ვეჩვენები როგორც უცხო ხილად)
მათ ერთობაში აღარ მიღებემ ,
ვეღარ აღმიქვავენ , როგორც რიყის ხიდად .

მზეო თიბათვისა კიდევ გამახარე ,
მათი მოგზავნილი ამბავი მახარე .
თორემ მადარებენ განწირულ გედებს .
სიკვდილი ისევე , ისევე მეძებს.

(14.03. 2009)

http://seminarieli.wordpress.com



გურამ, შენი დაწერილია?????????????? ვაა, რა მაგარი ხარ!!! a025.gif ამ ლექსით კიდევ ერთხელ აღმოგაჩინე რომ მაგარი ხარ და გულში გენაცვალე! rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 16 2012, 11:14 PM
პოსტი #425


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

გურამ, შენი დაწერილია

ნამდვილად....
ციტატა
ვაა, რა მაგარი ხარ!!!

იმდენად უსირცხვილო ვარ არ ვწითლდები...biggrin.gif
ციტატა
ამ ლექსით კიდევ ერთხელ აღმოგაჩინე რომ მაგარი ხარ

მადლიობა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 17 2012, 09:35 PM
პოსტი #426


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



გაიხარეთ... კარგია ეს საქმე... ერთმანეთს ვჭირდებით ქართველები, ამით კი ვეხმარებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2012, 02:26 PM
პოსტი #427


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Nov 17 2012, 12:14 AM) *

ნამდვილად....

იმდენად უსირცხვილო ვარ არ ვწითლდები...biggrin.gif

მადლიობა...


კიდევ დადე რა შენი ლექსები rolleyes.gif ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი საყვარელი ფორუმელი გვყავს პოეტური სულის wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 24 2012, 10:47 PM
პოსტი #428


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



–რატომ სტირი სულო,რატომ სტირი?
–უძლურებას ვგლოვობ ჩემსას, მიტომ ვსტირი,
_განა რა მოგსვლია სულო, რა გაწუხებს?
_ის, რომ ვერ გავექეც ვნებათა მარწუხებს,
–დაიღალე ალბათ, ბრძოლით დაიღალე?
_ცისკარს ლოცვით შევხვდი,ლოცვით დავიღამე,
მუხლი მოვიდრიკე,ცრემლად დავიღვარე,
მაგრამ ცაზე მეტად მიწა შევიყვარე;
_მაშ იტირე სულო ჩემო,გულით იტირე,
ტირილს გონება გულში ჩამოჰყავს,
მოვა უფალიც ფსალმუნით ხელში
და შენს სიღრმეში სიმებს ჩამოჰკრავს,
დაგავიწყდება მიწის ჰანგები,
საღმრთო მუსიკა დაიპყრობს სმენას,
მაშინ გაიგებ ისეთ ტკბილ სიტყვებს,
რომლის გამოთქმაც, არ ძალუძს ენას,
იტირე სულო, ისე იტირე,
რომ ნება შენი შეერთოს ზენას,
რომ გული ჩემი ფართოდ გახსნილი,
შიგნით უშვებდეს წყაროს წყლის დენას;
იტირე სულო პეტრეს ცრემლებით,
სინანულს ძალუძს ბორკილთა შეხსნა,
ოღონდაც სასო არ წარეკვეთა
და ცრემლს შეეძლო იუდაც ეხსნა.
_
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2012, 02:00 PM
პოსტი #429


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ხახაბოელი @ Nov 24 2012, 11:47 PM) *

–რატომ სტირი სულო,რატომ სტირი?
–უძლურებას ვგლოვობ ჩემსას, მიტომ ვსტირი,
_განა რა მოგსვლია სულო, რა გაწუხებს?
_ის, რომ ვერ გავექეც ვნებათა მარწუხებს,
–დაიღალე ალბათ, ბრძოლით დაიღალე?
_ცისკარს ლოცვით შევხვდი,ლოცვით დავიღამე,
მუხლი მოვიდრიკე,ცრემლად დავიღვარე,
მაგრამ ცაზე მეტად მიწა შევიყვარე;
_მაშ იტირე სულო ჩემო,გულით იტირე,
ტირილს გონება გულში ჩამოჰყავს,
მოვა უფალიც ფსალმუნით ხელში
და შენს სიღრმეში სიმებს ჩამოჰკრავს,
დაგავიწყდება მიწის ჰანგები,
საღმრთო მუსიკა დაიპყრობს სმენას,
მაშინ გაიგებ ისეთ ტკბილ სიტყვებს,
რომლის გამოთქმაც, არ ძალუძს ენას,
იტირე სულო, ისე იტირე,
რომ ნება შენი შეერთოს ზენას,
რომ გული ჩემი ფართოდ გახსნილი,
შიგნით უშვებდეს წყაროს წყლის დენას;
იტირე სულო პეტრეს ცრემლებით,
სინანულს ძალუძს ბორკილთა შეხსნა,
ოღონდაც სასო არ წარეკვეთა
და ცრემლს შეეძლო იუდაც ეხსნა.
_



მომეწონა mpua.gif ძალიან წრფელი გრძნობითაა დაწერილი rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 26 2012, 08:21 PM
პოსტი #430


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(marine @ Nov 26 2012, 02:00 PM) *

მომეწონა mpua.gif ძალიან წრფელი გრძნობითაა დაწერილი rolleyes.gif

გაიხარე, დიდი მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2012, 10:30 AM
პოსტი #431


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ხახაბოელი @ Nov 26 2012, 09:21 PM) *

გაიხარე, დიდი მადლობა.


შენ მადლობა, რომ პოეზია გიყვარს a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Nov 30 2012, 11:01 AM
პოსტი #432


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



ხახაბოელი ნამდვილი პოეტიაsmile.gif

ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს

სულებმა, რომლებმაც ვერ კი დაივიწყეს
მკვდარი სხეულები მიწამიყრილები,
ნელი ტორტმანით მოარღვევენ ბინდბუნდის
სინესტიდან გაზაფხულების ნეტარ გაყუჩებას.
ტკბილხმოვანი სულები შლიან
კიდეებს. - მე ვუყვარდი, მე ვსურდი;-
გამოკრთის მათთგან განწირულობა.
მე კომშის ხის ყვავილობას
განვიცდი მთელ ტანზე გამონაყრად, არ მაცლიან,
სახლის ანგელოზები
მამაჩემის გარეცხილ ქვევრში განიბანებიან,
გოგირდი ფოსფორისფრად ყარს.
წითელი ღვინით და ვლაქავდები, სუნი
გახდება გაუსაძლისი:
ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია;-
გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს
კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან.
ყურის, ენის და ცხვირის მოჭრას გადავურჩები,
მამაკაცური სურვილისგან შორს ვარ. მივიზლაზნები
აღმოსავლური თრიაქის და ხემის წყვეტამდე,
სულებო აქეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვტკივა
სხეულზე ნაფერები მწიფე ადგილები, გავყვეთ
მდინარეს, დავიწყების სახელს ატარებს.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2012, 11:05 AM
პოსტი #433


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(სიდონია @ Nov 30 2012, 12:01 PM) *

ხახაბოელი ნამდვილი პოეტიაsmile.gif

ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს

სულებმა, რომლებმაც ვერ კი დაივიწყეს
მკვდარი სხეულები მიწამიყრილები,
ნელი ტორტმანით მოარღვევენ ბინდბუნდის
სინესტიდან გაზაფხულების ნეტარ გაყუჩებას.
ტკბილხმოვანი სულები შლიან
კიდეებს. - მე ვუყვარდი, მე ვსურდი;-
გამოკრთის მათთგან განწირულობა.
მე კომშის ხის ყვავილობას
განვიცდი მთელ ტანზე გამონაყრად, არ მაცლიან,
სახლის ანგელოზები
მამაჩემის გარეცხილ ქვევრში განიბანებიან,
გოგირდი ფოსფორისფრად ყარს.
წითელი ღვინით და ვლაქავდები, სუნი
გახდება გაუსაძლისი:
ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია;-
გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს
კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან.
ყურის, ენის და ცხვირის მოჭრას გადავურჩები,
მამაკაცური სურვილისგან შორს ვარ. მივიზლაზნები
აღმოსავლური თრიაქის და ხემის წყვეტამდე,
სულებო აქეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვტკივა
სხეულზე ნაფერები მწიფე ადგილები, გავყვეთ
მდინარეს, დავიწყების სახელს ატარებს.


მომეწონა mpua.gif

მე კომშის ხის ყვავილობას
განვიცდი მთელ ტანზე გამონაყრად

ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია;-
გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს
კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან.


ლამაზია rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Nov 30 2012, 08:16 PM
პოსტი #434


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(სიდონია @ Nov 30 2012, 11:01 AM) *

ხახაბოელი ნამდვილი პოეტიაsmile.gif

ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს

სულებმა, რომლებმაც ვერ კი დაივიწყეს
მკვდარი სხეულები მიწამიყრილები,
ნელი ტორტმანით მოარღვევენ ბინდბუნდის
სინესტიდან გაზაფხულების ნეტარ გაყუჩებას.
ტკბილხმოვანი სულები შლიან
კიდეებს. - მე ვუყვარდი, მე ვსურდი;-
გამოკრთის მათთგან განწირულობა.
მე კომშის ხის ყვავილობას
განვიცდი მთელ ტანზე გამონაყრად, არ მაცლიან,
სახლის ანგელოზები
მამაჩემის გარეცხილ ქვევრში განიბანებიან,
გოგირდი ფოსფორისფრად ყარს.
წითელი ღვინით და ვლაქავდები, სუნი
გახდება გაუსაძლისი:
ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია;-
გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს
კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან.
ყურის, ენის და ცხვირის მოჭრას გადავურჩები,
მამაკაცური სურვილისგან შორს ვარ. მივიზლაზნები
აღმოსავლური თრიაქის და ხემის წყვეტამდე,
სულებო აქეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვტკივა
სხეულზე ნაფერები მწიფე ადგილები, გავყვეთ
მდინარეს, დავიწყების სახელს ატარებს.

აი პოეტური ლექსი ესაა smile.gif რაღაც უცნაური და მისტიური.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Dec 3 2012, 10:25 AM
პოსტი #435


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



მადლობა, პოეტურია შენებიც და საერთოდ, როცა ადამიანი თავის თავს უსმენს და ღრმად ჭვრეტს, ეს უკვე დიდი მისტიკაა.
ვისურვებდი, ფორუმელთა პოეზიის საღამოს.
საპატრიარქოს ცენტრში როგორც ვიცი, უფრო სწორედ სამებაში ტარდება ხოლმე ასეთი საღამოები,
იქნებ ვინმე აქაურმა გაუკეთოთ ორგანიზება და გავმართოთ ჩვენი პოეზიის საღამო
smile.gif


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2012, 11:37 AM
პოსტი #436


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

Uploaded with ImageShack.us


28 დეკემბერს გაიმართა ქრისტიანული პოეზიის მეორე ფესტივალი. კრებულში შევიდა ჩემი პოემაც.

ცხოვრება ღირსისა მამისა ჩვენისა ეფრემ ასურისა
(+379)

ეძღვნება ბოლნელ ეპისკოპოსს ეფრემს (გამრეკელიძე)

ნიზიბიიდან იწყებს სათავეს
ცხოვრება ღირსი ეფრემ ასურის,
გულახდილობით გვიმხელს წმინდანი
ამაოებას თავის წარსულის.

სიჭაბუკეში განიზრახავდა,
შემთხვევით იყო რაც რამ ხდებოდა.
ბუნებით ფიცხი ხშირად დაობდა
და დაბრკოლებაც ბევრი ხვდებოდა.

სულ ახალგაზრდა, ქცევით უჯერო,
მრუშმა აზრებმაც ბევრჯერ აწამეს.
ერთ დღეს ეფრემი ჩასვეს ციხეში,
ცხვრის მოპარვაში ცილი დასწამეს.

პყრობილებიდან მერვე ღამისას
ვიღაც უცნობი სიზმრად ეჩვენა,
რომელმაც უთხრა: “დაიმსახურე
უსამართლობად რაც მოგეჩვენა.

რაც გიფიქრია, გიკეთებია,
ამის შედეგი არის სასჯელი,
უფლის წინაშე ბევრჯერ შესცოდე,
ახლა ამიტომ ხარ განსასჯელი.”

ამ ჩვენებისგან სულით შეძრული
ყმაწვილი გახდა ღმერთისთვის სათნო.
საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ
ესე ქვეყანა უმალვე დათმო.

წავიდა მთებში განდეგილებთან,
ნიჭად ებოძა სიბრძნით სავსება,
მის ბაგეთაგან სიტყვების მადლი
ლმობიერებით გულებს ავსებდა.

* * *

როს ნიზიბია სპარსელთა გამო
ქრისტიანთაგან ბევრმა დატოვა,
ეფრემ ასურიც იყო მათ შორის
თავისი კუთხე ვინც მიატოვა.

უფალს მიმართა: “ქალაქ ედესოს
ხილვა მაღირსე, იესო, გვედრებ!
მასში შესული სულს ვასარგებლებ,
ვინმე განსწავლულს თუ შემახვედრებ.”

და როცა ქალაქს მიუახლოვდა,
მის გასაკვირად შემოხვდა ქალი.
დასევდიანდა: “სიბრძნეს ვით მეტყვის
ეს დედაკაცი ჭიშკართან მდგარი?”

ჰკითხა: “რად დგახარ და შემომცქერი?
მარქვი, ღვთის მონას რად მიმზერ ასე?”
ქალის პასუხი, მის გასაოცრად,
იყო სიწმინდით და სიბრძნით სავსე:

“მე ნუ მიყურებ, უცქირე მიწას,
რომლისაგანაც ხარ მოღებული!
მე გიმზერ, რადგან დედაკაცი ვარ,
შენი გვერდიდან გამოღებული!”

განკვირვებული ეფრემის თვალში
გონიერებით ქალი განდიდდა.
წმინდანის თხოვნა შესმენილ იქნა
და პასუხისთვის ღმერთი ადიდა.

ერთხელ ასეთი რამე შეემთხვა,
მეძავმა მისი ცთუნება სცადა,
ბოროტით აღძრულ ამ დედაკაცზე
ბერი დაფიქრდა და გამოსცადა:

“თავს არ მანებებ და არ მცილდები,
ასე ძალიან გინდა, რომ ვცოდოთ?
გამომყევ, სადაც ბევრი ხალხია
და იმ ადგილას დავწვეთ, შევცოდოთ!”

გაოცებულმა ქალმა კი უთხრა:
“არ შემიძლია, მრცხვენია ხალხის.”
ბერმა ამხილა: “რამდენგზის უფრო
უნდა გრცხვენოდეს ღმერთის და ხატის!”

შემდგომ ამისა ესე ცოდვილი
მისცა მონასტერს ხსნისათვის სულის,
საღმრთო წერილით შეძლო დამოძღვრა
ვნებებისაგან ზღვარგადასულის.

* * *

გამოხდა ხანი, მახლობელ მთაზე
სულიერ ღვაწლში იყო ეული,
ღვთივბოძებული ზეგარდმო ნიჭით
განმარტა მოსეს ხუთწიგნეული.

ხილვაში ემცნო, რომ ყოფილიყო
ხალხის ღვთის სათნოდ განმსწავლებელი,
ამიტომ მთიდან მყისვე დაბრუნდა,
ქალაქში გახსნა სასწავლებელი.

ღირს მამას ჰქონდა გამოცხადებაც,
სვეტი ცეცხლისა ზეცამდე მიდის.
ხმა გაიგონა: “ეფრემ, ამ სვეტის
მსგავსი არისო ბასილი დიდი.”

კაბადოკიის კესარიაში
წავიდა, მისი ნახვა ისურვა,
ხმამაღალ სიტყვით იწყო ღაღადი
ეკლესიაში ლოცვით მისულმა:

“ზეცად აღმართულ ცეცხლოვან სვეტს ჰგავს,
ღვთიური მადლით არის აღვსილი!
სულიწმიდაა მის ბაგეებზე
და ჭეშმარიტად დიდ არს ბასილი!”

ღვთისმსახურების დასასრულისას
ბასილმა ჰკითხა: “რატომ თქვი ასე?”
ბერმა მიუგო: “მტრედი ვიხილე
დადგრომილ გყავდა მარჯვენა მხარზე.

ის გკარნახობდა მრევლისთვის სათქმელს,
იყავ მოსილი ცეცხლის ენებით.
სულიწმიდა რომ ივანებს შენზე
ეს განმიცხადდა დღეს ამ ჩვენებით.”

წმინდანმა უთხრა: “შენი საქმენი,
დაე, მაღალმა ღმერთმა აკურთხოს.
ასეთი მშვიდი და ურისხველი
ეფრემ, ხუცესად მინდა გაკურთხო.”

ბერმა თავმდაბლად გასცა პასუხი:
“ვით გადავფარავ უთვალავ ცოდვებს?”
ბასილი დიდმა წამოიძახა:
“შენი ცოდვები ნეტავ მე მქონდეს!”

შემდგომ ამისა ეპისკოპოსმა
ეფრემს დიაკვნად დაასხა ხელნი
და სათნომეტყველ მამას უსურვა
სიცოცხლისათვის მრავალი წელნი.

* * *

ეფრემ ასური, თავისი სიბრძნით,
ამბობდა ყველა ცოდვილს რაც ღუპავს,
ღრმასულიერი ქადაგებებით
მრავალ განწირულ სულს სძენდა უფალს.

ხალხს მოაჩვენა თავი სალოსად
როს მღვდელმთავრობა მან არ ინება,
თავმდაბალი და მორჩილი თვლიდა,
წარმავალია ყველა დიდება.

იმხანად გაჩნდა ცრუ წინამძღოლი,
ქადაგებები იწყო მაცდურად
და ხელოვანი ელინურ სიბრძნის
მართლმადიდებლებს ექცა საცდურად.

მრავალი წიგნი, რაც კი დაწერა,
სულისთვის მავნე ბევრჯერ ხდებოდა,
მისთვის ძვირფასი ორი მათგანი
ერთ დედაკაცთან ინახებოდა.

ეს რომ შეიტყო ღირსმა ეფრემმა,
არ დაუწყია დიდი ხნით დაცდა,
ქალთან მივიდა ქება-დიდებით,
თავს მწვალებელის მოწაფედ რაცხდა:

“ამ საოცარი ადამიანის
წიგნები მხოლოდ ორი დღით მანდე.
მინდა, კეთილი სიტყვა ვიკითხო,
მინდა, მის სიბრძნეს მეც ჩავუღრმავდე!”

პირობა მისცა, გავუფრთხილდები,
დაგიბრუნებო ამ წიგნებს უცვლელს.
შინ წამოსულმა აიღო წებო
და დააწება ფურცელი ფურცელს.

როცა ორივე ქვასავით იქცა,
უკან წაუღო დედაკაცს სახლში.
ქალმა დააწყო თავის ადგილზე,
არც კი უცდია ჩახედვა მასში.

წმიდა ეფრემმა ამ მარჯვე ხერხით
ცრუ მოძღვრის გეგმა ისე ჩაშალა,
რომ მწვალებელმა პაექრობისას
წიგნი ვერაფრით ვერ გადაშალა.

ვერ დაამარცხა ქრისტიანები,
მისი კამათი არ იყო სრული,
ბევრი იდარდა გაწბილებულმა
და განუტევა ცოდვილი სული.

ასე იღწვოდა ბერი ეფრემი,
უკეთურების იყო მგმობელი.
ჩვენთვის დაწერა მრავალი წიგნი,
მრავალი ლოცვა, საგალობელი.

ღრმა სიბერეში გარდაიცვალა
უსათნოესი ეფრემ ასური
და ჩვენი ხსნისთვის მარად მლოცველი
უფლის საყდართან არის ასული.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 31 2012, 07:45 PM
პოსტი #437


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სიდონია
როგორ გამოვხატო მოწონება მითხარი და გავაკეთებ.
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jan 14 2013, 11:51 AM
პოსტი #438


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



marine
ციტატა
28 დეკემბერს გაიმართა ქრისტიანული პოეზიის მეორე ფესტივალი. კრებულში შევიდა ჩემი პოემაც.


მომილოცავს. სულ წარმატებებით გევლოს smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2013, 11:58 AM
პოსტი #439


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(syd @ Jan 14 2013, 12:51 PM) *

marine
მომილოცავს. სულ წარმატებებით გევლოს smile.gif


უღრმესი მადლობა, სიდ, გაგახაროს უფალმა wub.gif 2kiss.gif




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2013, 11:03 AM
პოსტი #440


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლინგვოს მადლობა, რომ რამდენინმე დღის წინ მომაწოდა წმიდა მარიამ მაგდალინელზე ლექსის დაწერის იდეა... a025.gif

წმიდა მარიამ მაგდალინელი

იესუ ქრისტე, ძეო ღვთისავ,
მე მოძღვრად მერგე,
ხოლო ბოროტნი ღაღადებდნენ:
ჯუარს-აცუ ეგე!

რაბბუნი, მხსნელო, უბიწობა
ჩემ სულში ნერგე,
ყოველნი კი გაიძახოდნენ:
ჯუარს-აცუ ეგე!

შვიდი ეშმაკი განმიდევნე
და გადაგეგე,
ეს ეშმაკები ხროტინებდნენ:
ჯუარს-აცუ ეგე!

არ შემოგეხე ახალაღმდგარს
როს მოგეგებე,
ყურში კი მაინც ჩამესმოდა:
ჯუარს-აცუ ეგე!..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 01:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი