IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სიყვარულში არ არსებობს მიკერძოება
მნათე
პოსტი Dec 15 2006, 04:03 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დამლოცეთ თქვენო უპატიოსნესობავ.

როგორც წესი, კითხაზე პასუხის მისაღებად დიდი დრო მჭირდება-ძიების პროცესში, საკუთარი ძალით ვცდილობ პასუხის პოვნას, თუ ვერ შევძელი მხოლოდ ამის შემდეგ ვუზიარებ სხვას, დახმარების მიზნით, ალბეთ სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

თავშივე მინდა აღვნიშნო, რომ მე მწამს და მჯერა უფლის ყვოლადსამართლიანობის, ყოვლადმოწყალებისა და სიყვარულის-ან კი, როგორ არ უნდა მჯეროდეს, როდესაც თუნდაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებიმის მის არაჩვეულებრივ გამოვლინებას, უბრალოდ არის მომენტები, როდესაც რაღაცას ვერ ვიგებთ... ეს ჩემთვის ბუნებრივი მოვლენაა, აღთქმა (წმიდა რელიგიური გაგებით) არ შეუქმნია ადამიანურ ბუნებას, იგი უფლის ნებას ეკუთვნის და გასაკვირი ის იქნებოდა, ესოდენ მატერიალიზებულ ადამიანებს, ზენა გარდმონაცემში, ყველაფერი რომ გვესმოდეს.

იმ პირობებში, როდესაც ეს ყველაფერი გააზრებული და გონებასთან მიმტკიცებული მაქვს, დიდი ხანია მაწუხებს კითხვა რომელიც არა მგონია მხოლოდ ჩემთვის იყოს აქტუალური. შესავალი გამიგრძელდა და პირდაპირ კითხვაზე გადავალ:

ახალ აღთქმაში უფალი გვიცხადებს, რომ იგი არ არის მიკერძოებული, ანუ მისთვის ერთია ყველა (!) არ არსებობს, ლამაზი და ჭკვიანი, საყვარელი და უშნო, ქართველი და გვინიელი არსებობს მხოლოდ ხატება-ადამიანური ნება და ღმერთთან შეერთების სურვილი. აქედან გამომდინარე, არავის აქვს მეტი ან ნაკლები შესაძლებლობაღმერთად ქცევისა. მაგრამ რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი? ჩვენ ხომ გარკვევით გვიწერია, რომ ადამიანური ავადმყოფური, ექსორიაქმნილი ბუნების განკურნება იწყება ნათლისღებით და შმედეგ ცოდვებთან უკომპრომისო ბრძოლით? რატომ იჩაგრება (თუ ასე შეიძლება ითქვას) ადამიანი, ზომბის კუნძულებზე ან თუნდაც ოკეანეთში, მასთან ხომ ღვთის სიტყვა არ მისულა? როგორ უნდა მოსთხოვო მიწას ნაყოფი, როდესაც მასში თესლი არ ჩგიგდია?

სწორედ გამიგეთ, მე არ ვცდილობ "უნათლავად ცხონების" დაშვებას, უბრალოდ რელიგიური ახსნა მაინტერესებს, რომელსაც ჯერ ვერსად მივაგენი. . .


პატივისცემით: ლევანი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 15 2006, 07:02 PM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ლევან, ჩემის აზრით მამა გაბრიელის ეს ნაუბარი შენს კითხვასთან ახლო კავშირშია, ამიტომ ადმინს ვთხოვ ნუ წაშლის ამ წერილს. თუმცა მეც ძალიან მაინტერესებს რას გვეტყვის მამაო შენს კითხვასთან დაკავშირებით...


მამა გაბრიელის (ურგებაძის) ნაუბარი

არამართლმადიდებლების განკითხვაზე (ვინ ცხონდება, ვინ არა)



ხშირად მართლმადიდებელ მორწმუნეთაგან ისმის კითხვა: ვინ ცხონდება? ვინ წარწყმდება? ჩვენ მტკიცედ, და უეჭველად უნდა გვწამდეს, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი მართალი სარწმუნოება. შედარებისათვის ნათქვამია: "მართლმადიდებლები იმ ხომალდში ვზივართ, რომელიც მშვიდობით გადალახავს ოკეანეს, ანუ წუთისოფლის განსაცდელებს, სხვები კი მხოლოდ მხარულით ცდილობენ ამ სიძნელეების გადალახვას"
მიუხედავად აღნიშნულისა, როგორ შეიძლება, ან სად გაგონილა, რომ ნამდვილი მართლმადიდებელი მორწმუნე ამბობდეს და ამტკიცებდეს, ჩვენ ვცხონდებით, ხოლო კათოლიკები, მუსულმანები, და სხვა სარწმუნოების ადამიანები უკლებლივ ყველანი წარწყმდებიან. როგორ შეიძლება ქვეყნის გამჩენი მილიონობით ადამიანს აჩენდეს და ამრავლებდეს ხსნის გზის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვისთვის. ერთი წუთით წარმოიდგინე, შენ რომ სტამბოლში დაბადებულიყავი ხსნის გზის გარეშე, რას იტყოდი შემოქმედის მართლმსაჯულების შესახებ?! იქაც ხომ არიან სიკეთისა და სიავის მომქმედნი?! ნუთუ ეს სულერთია?! ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ კეთილს, მონანულს, შემწყალეს და ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთის მოშიშს, სახიერი ღმერთი არ დატოვებს ხსნის გარეშე, როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს: "
დალოცვილი ქრისტე ღმერთი
ოქროს ტახტზე დაბრძანდება,
ხელში სასწორი უჭირავს
ცოდვა-მადლი იწონება"

ხშირად კეთილ ადამიანს, ღმერთი ისეთ სასწაულსაც უვლენს, რომ მართლმადიდებლურად ინათლება და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება.
სირცხვილია და ცოდვა, როცა ვინმე უსიყვარულოდ, განცდისა და დანანების გარეშე ამტკიცებს -ჩვენ ვცხონდებით სხვაბი კი უკლებლივ წარწყმდება. არათუ ჯანმრთელ ცოცხალ ადამიანზე, არამედ მცოდველ მომაკვდავზეც არ შეიძლება დასკვნის გამოტანა ცხონდება თუ წარწყმდება. უფალი ბრძანებს: "დაღათუ იხილო სიკვდილის პირას მცოდველი ნუ განიკითხავ, არა უწყია როგორ განიკითხება ის".
სხვადასხვაა: ცოდვა-ჯოჯოხეთი, ცხონება-სამოთხე და სასუფეველი. ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმ. მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 15 2006, 07:54 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".


მაგრამ ნათქვამი ისიცა არის: "მართლმადიდებლობა ცხონებისთვის აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი" wink.gif ნუთუ უნათლავ ადამიანებს ვიხილავთ? blink.gif პანეკუმენისტურად მეჩვენა და მომიტევეთ sad.gif

ორთოდოქსია, მხოლოდ კონფესია ხომ არა არის? ეს არის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, როდესაც საღვთო ძალით და საკუთარი ნებით სრულიად მორჩენაა შესაძლებელი.... (არა ამ ქვეყანაში რასაკვირველია) როგორ უნდა იქცეს ღმერთად, სულიწმიდის ბეჭდის არ მქონე და ერთადერთი გადამრჩენელი წესის არ დამცველი ადამიანი? sad.gif

დაველოდოთ მისი უპატიოსნესობის პასუხს. . ჩიხში შევედი . . .






--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 15 2006, 09:08 PM
პოსტი #4


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მამაო, მე მაინტერესებს ეს სიტყვები მხოლოდ მართლმადიდებლებს ეხება?

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ

ზოგიერთი მუსულმანიც ხომ არის მოწყალე? ალბათ ასეთს გულისხმობდა მამა გაბრიელიც რომ თქვა ღმერთი არ დატოვებს ხსნის გზის გარეშეო...


ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ




--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 26 2007, 01:49 AM
პოსტი #5


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მნათეს თქმისაებრ, მართლამადიდებლობა მართლაც არის "მკურნალობის ერთადერთი მეთოდი, როდესაც საღვთო ძალით და საკუთარი ნებით სრულიად მორჩენაა შესაძლებელი". ქრისტესტან მიდიდს მხოლოდ ეს ერთადერთი გზა – მართალი სარწმუნოება.

"რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი?" ჩვენ მათ დიდად ვერ შევეწევით. მათზე თავად უფალი ზრუნავს. ყოველ ადამიანს ეძლევა სახარებისეული თუნდაც ორი ტანლანტი (მთ. 25,15) - გონება და სინდისი. გონებით ყოველი ადამიანი ხვდება, რომ სამყარო ვიღაცას უნდა შეექმნა და ვიღაცა უნდა განაგებდეს, რომ ხელითქმნილი კერპი ვერ იქნება ღმერთი. თუ ადამიანი არ იტყუებს თავს, მას უცილობელად უჩნდება ღმრთის ძიების წყურვილი. ამასთან ერთად, სინდისი, თუმცა დაზიანებულია, მაგრამ მაინც გვკარნახობს, რომ არ უნდა მოვეპყროთ სხვას ისე, როგორც არ გვინდა მოგვეპყრონ ჩვენ, რომ მოწყალება, სიყვარული არის სიკეთე. ადამიანს შეუძლია უსმინოს გონებას და სინდისის ხმას და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მეტნაკლებად მოაწესრიგოს ზნეობრივი ცხოვრება და ამით მოემზადოს ღმრთის მისაღებად. დანარჩენს კი თავად უფალი განაგებს. გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს და მათი სახით ყველა მის მორწმუნეს: "არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან" (ინ. 15,19) ჩვენ გამოგვირჩია უფალმა, რათა არასოფლისაგანნი ვიყოთ. ასევე გამოირჩევს მათ, ვინც მას ეძებს ცხოვრების წესით. რა გზით, როგორ – ეს მხოლოდ მან უწყის. გავიხსენოთ საჭურისის მაგალითი "მოციქულთა საქმეებიდან", ან კორნილიოს ასისთავი, რომელიც სულაც არ იყო ებრაელი. უფალმა მათ ძიებას და კეთილ ცხოვრებას მოჰხედა.

მამა გაბრიელის სიტყვების კითხვისას შეიძლება გაგვიჩნდეს აზრი, თითქოს იგი ამტკიცებდეს ადამიანის ცხოვნების შესაძლებლობას ბუნებითი სათნოებებითა და სიკეთით ("იქაც ხომ არიან სიკეთისა და სიავის მომქმედნი?! "). მაგრამ თუ ტექსტს დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ არ არის ასე. მამა გაბრიელი ბრძანებს: "როგორ შეიძლება ქვეყნის გამჩენი მილიონობით ადამიანს აჩენდეს და ამრავლებდეს ხსნის გზის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვისთვის. " მართლაც, განა ასე არაა? უფალი ხომ ყველას გვაძლევს, თუ ხუთს არა, თუნდაც ორ ზემოთხსენებულ ტალანტს, ნიჭს. როცა ადამიანი იყენებს მათ იმისათვის, რომ ზნეობრივად მომზადდეს ღმრთის მისაღებად, უფალი იხილავს და საიდუმლოთა მეშვეობით შემოუერთებს თავის სამწყსოს. ბრძამებს კიდევაც მამა გაბრიელი, რომ "ხშირად კეთილ ადამიანს, ღმერთი ისეთ სასწაულსაც უვლენს, რომ მართლმადიდებლურად ინათლება და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება", "კეთილს, მონანულს, შემწყალეს და ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთის მოშიშს, სახიერი ღმერთი არ დატოვებს ხსნის გარეშე". უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (ინ. 14,6). ცხადია, მამა გაბრიელიც ქადაგებს ხსნის მხოლოდ ქრისტესმიერი გზის არსებობს, როცა ბრძანებს: "ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს".

მამა გაბრიელი ბრძანებს: "სირცხვილია და ცოდვა, როცა ვინმე უსიყვარულოდ, განცდისა და დანანების გარეშე ამტკიცებს - ჩვენ ვცხონდებით სხვები კი უკლებლივ წარწყმდება". ამ სიტყვებით იგი მოგვიწოდებს ლმობიერებისაკენ, ლოცვისაკენ, თანაგრძნობისაკენ მათ მიმართ, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან უჭირთ ღმრთის სიტყვის გაგონება. განმიკთხველი არის მხოლოდ ღმერთი. როცა ადამიანი მიიტაცებს ამ ფუნქციას, ანუ თავსიდებს იმას, რაც მხოლოდ ღმრთის ძალაუფლებაშია, დიდ ცოდავას ჩადის, აღვივებს ამპარტავნებას, კარგავს სიყვარულის უნარს, ცოდვების განცდას. მით უპრო, როცა ადამიანი ტრაბახობს იმით, რომ მას აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სხვას კი – არა, ავიწყდება რა, რომ მან კი არ მოიძია ღმერთი, არამედ თვით უფალმა მოუწოდა მას, იგი კარგავს ნათელს სულისა. სწორედ გულის ასეთი გასასტიკებისაგან გვიცავს მამა გაბრიელი ზემოთხსენებული სიტყვებით.

წმიდა ეპისკოპოსს ეგნატე სტავროპოლელს (ბრიანჩანინოვს) აქვს შესანიშნავი ნაშრომი "О евангельских блаженствах" (იხ. "Аскетические опыты". Том I), სადაც ის განმარტავს სახარებისეულ ნეტარებებს და წარმოაჩენს მათ როგორც სათნოებათა კიბეს. ნეტარებებში ხსენებული ყოველი მუხლი წარმოადგენს საფუძველს შემდგომისა. მოვიყვან მხოლოდ ორიოდე ამონარიდს: "Едва христианин захочет осуществлять в действиях своих, внешних и внутренних, евангельские заповеди, как увидит поврежденную свою природу, восстающую против Евангелия, упорно противодействующую Евангелию. Христианин, при свете Евангелия, видит в себе падение человечества. От этого зрения естественно рождается смиренное понятие о себе, называемое в Евангелии нищетою духа". როგორც ვხედავთ სულის სიგლახაკის განცდა იბადება სახარებისეული მცნებების აღსრულების მცდელობისას კაცობრივი ბუნების დაცემულობის ხილვით. ამ განცდას ეფუძვნება შემდეგი ნეტარებისეული სათნოება — გლოვა; გლოვას — სიმშვიდე, და ა.შ. "Милосердие никого не осуждает, любит врагов, полагает душу за друзей, соделывает человека Богоподобным. Это состояние — опять блаженство. Сердце, объятое милостью, не может иметь никакого помышления о зле; все помыслы его — благость". დამეთანხმებით, მსგავსი სათნოება სრულყოფილთა შორის თუ მოიპოვება. შეუძლებელია მსგავსი მდგომარეობა გულისა ჰქონდეს მუსულმანს მისი მრწამსიდან გამომდინარე. არფერს ვამბობ გულის სიწმიდის ქრისტეანულ გააზრებაზე.

ის კეთილი თვისებები, რომელიც გააჩნია ადამიანს ბუნებითად, ვერ იქნება შესაწირავი ღმრთისადმი, რადგან შებილწულია ჩვენი ცოდვებით. ადამიანურმა მოწყალებამ შეიძლება მხოლოდ მოამზადოს გული ქრისტეს მისაღებად, რათა შემდგომში საღმრთო მადლმა გვასწავლოს ჭეშმარიტი სიკეთე და მოწყალება.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th October 2019 - 09:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი