IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, მწერალი და სამხედრო მფრინავი
გიორგი
პოსტი Dec 18 2007, 01:01 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944) იყო გამოჩენილი ფრანგი მწერალი და სამხედრო მფრინავი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი არის "The Little Prince" ("პატარა უფლისწული"). მის მნიშვნელოვან ნაწარმოებებში შედის "Night Flight" ("ფრენა ღამით"), "Wind, Sand and Stars" ("ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები")* და "Flight to Arras" ("ფრენა არასისაკენ")**.

ეს ადამიანი იყო გამორჩეულად მოსიყვარულე მწერალი. განსაკუთრებით დიდი სიყვარულით წერდა ბავშვებზე, ვისაც წაუკითხავს "პატარა უფლისწული" მიხვდება თუ რაოდენ აფასებდა პატარა ბავშვებს და მათ ფაქიზ გრძნობებს. მისი ფრთიანი გამოთქმაა "ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ", რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა მის შემოქმედებაში და ამ სიტყვებს მაშინ ხმარობენ, როდესაც ზრდასრული ადამიანი რაღაც საქციელში, მოქმედებაში თუ სურვილში მრავალი წლის შემდეგაც გამოურევს თავის ბავშვობისეულ საქციელს თუ გრძნობას, რომელიც მის პიროვნებაში სამუდამოდ აღიბეჭდა მისი ძალიან პატარაობიდანვე. გარდა ამისა წერდა ვაჟკაცობაზე და უდიდეს მამაცობაზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ნაწარმოები "ფრენა ღამით", სადაც აღწერილია თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა საკუთარი თუ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და არა აქვს უფლება უსასოობისგან სიკვდილის დანებდეს, როდესაც მას სახლში საყვარელი ადამიანები ელოდებიან. წერდა იმ უმძიმეს წუთებზე, რაც საერთოდ თანმდევია ასეთი გმირული პროფესიის ადამიანისათვის, როდესაც ღამით კურსდაკარგულ თვითმფრინავში, გაშლილი ზღვის თავზე, სადაც არსაით არ ჩანს არც ნაპირი და არც სინათლე და საწვავის მარაგიც კი არ იცი გეყოფა თუ არა ასეულობით კილომეტრის გადასაფრენად და მაინც ინარჩუნებ სიმშვიდეს.

* იგივე "ადამიანთა მიწა"
** იგივე "სამხედრო მფრინავი"

იგი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას 1944 წლის 31 ივლისს ხმელთაშუა ზღვის თავზე. სავარაუდოდ მის თვითმფრინავს ფაშისტურმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა და მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა და დაიწვა. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ 2004 წლის 7 აპრილს, მარსელის სანაპიროებთან, ფსკერზე აღმოაჩინეს დეფორმირებული, დამწვარი და დამსხვრეული თვითმფრინავი Lockheed F-5, რომლის იდენტიფიცირების შემდეგ დადასტურდა რომ ეს იყო ეგზიუპერის საბრძოლო თვითმფრინავი. yes.gif

IPB-ს სურათი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - ოფიციალური ფოტო

IPB-ს სურათი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - მფრინავის აღჭურვილობაში

IPB-ს სურათი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - საკუთარ თვითმფრინავთან

IPB-ს სურათი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - საკუთარ თვითმფრინავში (სამხედრო ოპერაციისას)

IPB-ს სურათი
დამსხვრეული თვითმფრინავის შასის ფრაგმენტები ექსპერტიზაზე

IPB-ს სურათი
დამსხვრეული თვითმფრინავის ტურბინების ფრაგმენტები ექსპერტიზაზე

ვისაც მოგწონთ და სურვილი გაქვთ ვილაპარაკოთ ამ მწერლის შემოქმედებაზე...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 18 2007, 01:16 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ჩემი საყვარელი მწერალია smile.gif
ნაწარმოებების ჩამოთვლისას "ადამიანთა მიწა" და "სამხედრო მფრინავი" გამოგრჩა. "პატარა უფლისწულის" მერე ეს ორი ნაწარმოები მიყვარს ყველაზე მეტად.

ვისაც არ წაუკითხავს მათთვის:
პატარა უფლისწული
სამხედრო მფრინავი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 18 2007, 01:20 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



უფლისწული გერმანულადაც წავიკითხე და უკეთესია,ვიდრე ქართულად, ქუდის ამბავი იქ უფრო იუმორისტულად ჩანსsmile.gif ძალიან ძლიერი ნაქარმოებია. თვით ავტორიც კი ჩემი სიმპათიააwub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 18 2007, 01:44 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანისა და მისი საოცარი ლირიკის დასახასიათებლად, "სამხედრო მფრინავი" დაწერილია იმ ბუნებრივი განცდითა და საოცარი შედარებების უნარით, რომელსაც განცდათა გარემოში გადავყავართ და ხშირად ტექსტი იმდენად ახლო ხდება, რომ ღიმილსაც კი გვგვრის ბუნებრივი შეგრძნებები smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 18 2007, 02:02 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



"საზოგადოებაში წესრიგის დამყარება ადვილია, თუ ყოველ მის წევრს გარკვეულ წესებს დაუმორჩილებ. ადვილია აღზარდო ბრმა, რომელიც უყოყმანოდ დაემორჩილება წინამძღოლს ან ყურანს. და ამდენადვე ძნელია გაათავისუფლო ადამიანი, საკუთარ თავზე ბატონობა ასწავლო მას.

რას ნიშნავს გაათავისუფლო? თუ მე უდაბნოში გავათავისუფლე ადამიანი, რომელიც არსად მიისწრაფვის, რა ფასი აქვს მის თავისუფლებას? თავისუფლება მხოლოდ იმ ადამიანისთვის არსებობს, ვინც რაიმესკენ მიისწრაფვის. უდაბნოში ადამიანის გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ წყურვილი აღუძრა მას და ჭისკენ მიმავალი გზა უჩვენო. მხოლოდ მაშინ შეიძენს მისი მოქმედება აზრს. უაზრობაა გაათავისფფლო ქვა, თუ მიზიდულობა არ არსებობს, რადგან ქვა, კიდევაც რომ გაათავისუფლო, სულ ერთია, მაინც არ დაიძვრის ადგილიდან.

ჩემი სულიერი კულტურა ცდილობს, ადამიანთა ურთიერთობას საფუძლად დაუდოს კულტი ადამიანისა, რომელიც პიროვნებაზე მაღლაა; რომ თითოეული ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის თავისუფალ გამოვლინებად იქცეს და არა ჭიანჭველების ბუდის კანონებს დაქვემდებარებულ ბრმა მორჩილებად.

უხილავი გზა, რომელსაც მიზიდულობის ძალა სახავს, ათავისუფლებს ქვას. სიყვარულის უხილავი ძალები ათავისუფლებენ ადამიანს. ჩემი სულიერი კულტურა ცდილობდა, ერთი და იგივე მეუფის მოციქულად ექცია ყოველი ადამიანი. იგი ადამიანს გზად ან იმის ნების გამოვლინებაღ თვლიდა, ვინც მასზე მაღლაა. იგი თავისუფლებას აძლევდა მას იქ ასულიყო, საითკენაც მისი მიზიდულობის ძალები ეწეოდა.

მე ვიცი, საიდან წარმოიშვა ძალთა ეს არე. საუკუნეების განმავლობაში ჩემი სულიერი კულტურა ღმერთს ხედავდა ადამიანის მიღმა. ადამიანი ღმერთის სახედ და ხატად იყო შექმნილი. და ადამიანში ღმერთს სცემდნენ პატივს. ღმერთის ეს გამონაშუქი განუყოფელ ღირსებას ანიჭებდა ყოველ ადამიანს. ადამიანის დამოუკიდებლობა ღმერთისადმი ნათლად განსაზღვრავდა ყოველი ადამიანის ვალს საკუთარი თავისა და სხვებისადმი.

ჩემი სულიერი კულტურა ქრისტიანულ ღირებულებათა მემკვიდრეა."
"სამხედრო მფრინავი"


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2007, 02:11 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატარა უფლისწულში" დიდი სიბრძნე აქვს ჩატეული wub.gif მეც ძალიან მიყვარს!!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 18 2007, 02:12 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ჩემთვის ცხადია მოყვასისადმი სიყვარული, რასაც ბავშვობიდან მინერგავდნენ. მოყვასისადმი სიყვარული ღმერთის სამსახური იყო პიროვნების მეშვეობით. ეს იყო ღვთისადმი მიძღვნილი ხარკი, რაოდენ შეზღუდული ნიჭის პატრონიც უნდა ყოფილიყო თვით პიროვნება. ეს სიყვარული არ ამცირებდა იმას, ვისდამიც იყო იგი მიმართული, იგი არ ბოჭავდა მას მადლიერების ბორკილებით, ვინაიდან ამ ხარკს მას კი არა, ღმერთს სწირავდნენ. ამიტომ იყო, რომ ეს სიყვარული არასოდეს იქცეოდა შეზღუდულობის, სისულელის ან უვიცობის პატივსაცემად. ექიმის მოვალეობა იყო, სიკვდილის საფრთხეს არ მორიდებოდა და ემკურნალა შავი ჭირით შეპყრობილისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, რადგან ექიმი ღმერთს ემსახურებოდა. მას არ ამცირებდა ის, რომ ავაზაკის საწოლთან ათევდა ღამეს.

ჩემთვის ცხადია ღრმა აზრი მორჩილებისა, რასაც პიროვნებისგან მოითხოვდნენ. მორჩილება არ ამცირებდა პიროვნებას. იგი ამაღლებდა მას. იგი პიროვნებას მის როლს - მოციქულის როლს შთააგონებდა. მოითხოვდა რა მისგან ღვთის სამსახურს მოყვასის სიყვარულის მეშვეობით, იგი ამავე დროს მოითხოვდა, რომ მას პატივი ეცა ღმერთისათვის საკუთარ არსებაში და თავისი თავი ეცნო ღმერთის მოციქულად, რომელიც ღმერთის მიერ ნაჩვენები გზით მიდის. მორჩილება საკუთარი თავის დავიწყებას ავალებდა მას, რითაც საკუთარი თავი უნდა აემაღლებინა, რადგან, თუ პიროვნება თავის მნიშვნელობას გააზვიადებს, მისი გზა ხელადვე ჩიხში მოექცევა.

ჩვენ უკვე აღარაფერს ვაძლევდით ერთმანეთს. მაგრამ, თუ მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაძლევ, არაფერს ვიღებ, ვინაიდან ისეთს არაფერს ვქმნი, რისგანაც განუყოფელი ვიქნები. და, მაშასადამე, მე არარაობა ვარ. და თუ მე მომთხოვენ, რომ რაიმეს გულისთვის მოვკვდე, უარს ვიტყვი სიკვდილზე. მე მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით ვიქნები დაინტერესებული. რომელი სიყვარული აანაზღაურებს ჩემს სიკვდილს? კვდებიან სახლისთვის, და არა ნივთებისა და კედლებისთვის. კვდებიან ტაძრისთვის და არა ქვებისთვის. კვდებიან ხალხისთვის, და არა ბრბოსთვის. კვდებიან ადამიანისადმი სიყვარულისთვის, თუ იგი ერთობის ქვაკუთხედია. კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს.

"სამხედრო მფრინავი"


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 18 2007, 02:33 PM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:
- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი!
- რა?
- ბატკანი დამიხატე!
ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.
IPB-ს სურათი
გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:
- კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?
პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:
- თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი...
როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:
- ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.
ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო - ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:
- არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი - ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.
და მეც დავუხატე.
IPB-ს სურათი
იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:
- არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე.
სხვა დავუხატე.
IPB-ს სურათი
ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:
- შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს...
ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.
IPB-ს სურათი
- ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.
უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.
IPB-ს სურათი
თანაც დავძინე:
- აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.
- სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?
- რატომ მეკითხები?
- იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.
- მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე...
იგი ისევ დააცქერდა ნახატს:
- არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია...
ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

"პატარა უფლისწული"



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 18 2007, 02:39 PM
პოსტი #9


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
"სამხედრო მფრინავი" დაწერილია იმ ბუნებრივი განცდითა და საოცარი შედარებების უნარით, რომელსაც განცდათა გარემოში გადავყავართ

100% yes.gif

განსაკუთრებით მფრინავის კაბინიდან აღწერილი საჰაერო ორთაბრძოლები ფაშისტების გამანადგურებლებთან. იმდენად ძლიერი რეალობის სისასტიკითაა აღწერილი, რომ მკითხველს განცდა ეუფლება თითქოს თვითონაც უშუალოდ ბრძოლის მონაწილეა.

ციტატა:
"ღამით, როდესაც ცხოვრებას უნდა დაუფიქრდე, ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს ქონებაზე ზრუნვისაგან. და ვიდრე ადამიანები ძილის სამეფოში ისვენებენ, იქნებ შევძლო და დავინახო მათი ფარული მემკვიდრეობა - ყოველივე ის, რისი სიტყვებით გამოხატვაც ასე ძნელია.

მე ვივლი, როგორც უსინათლო, რომელიც ხელგაწვდილი მიიკვლევს გზას სინათლისაკენ. ბრმას არ ძალუძს აღწეროს ცეცხლი, მაგრამ იგი პოულობს მას. და იქნებ ასე მაინც წარმომიდგეს თვალწინ ის, რაც უნდა დაიცვა და რაც თვალით არა ჩანს, მაგრამ ცოცხლობს, როგორც ნაკვერჩხალი სოფლის ღამეების ღველფქვეშ.

მე არაფერს მოველი შეუსრულებელი დავალებისაგან. იმისათვის, რომ უბრალო სოფელი შევიცნო, ჯერ საჭიროა...
- კაპიტანო!
- გისმენ.
- ექვსი გამანადგურებელი, ექვსი, ჩვენ წინ - მარცხნივ!
ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავს.
საჭიროა... საჭიროა... და მაინც მინდა, რომ დროზე მივიღო ის, რაც მერგება. მინდა, რომ სიყვარულის უფლება მოვიპოვო. მინდა ვიცოდე, ვისთვის ვკვდები.
- მსროლელო!
- გისმენთ, კაპიტანო.
- გაიგონეთ? ექვსი გამანადგურებელი, ექვსი, ჩვენ წინ - მარცხნივ!
- გავიგონე, კაპიტანო!
- დიუტერტრ, დაგვინახეს?
- დაგვინახეს. ჩვენკენ აიღეს გეზი. ხუთასი მეტრით მაღლა ვართ მათზე.
- გაიგონეთ, მსროლელო? ხუთასი მეტრით მაღლა ვართ მათზე. დიუტერტრ! კიდევ შორს არიან?
- რამდენიმე წამიღა დარჩა.
- მსროლელო, გაიგონეთ? რამდენიმე წამში კუდში მოგვექცევიან.
აი ისინიც, მე ვხედავ მათ! პატარები, როგორც შხამიანი კრაზანების გუნდი.
- მსროლელთ! ისინი გზის გადაჭრას გვიპირებენ. ერთი წამის შემდეგ დაინახავ. აი!
- მე... მე ვერაფერს ვხედავ... აჰა! დავინახე!
სამაგიეროდ, ახლა მე ვეღარ ვხედავ მათ.
- მოგვდევენ?
- მოგვდევენ!
- სწრადად მოიწევენ?
- არ ვიცი... არა მგონია... არა!
- რა გადაწყვიტეთ, კაპიტანო?
ამას დიუტერტრი მეკითხება.
- რა უნდა გადავწყვიტო!
ჩვენ ვდუმვართ.
გადასაწყვეტი არაფერია. ეს უკვე ღმერთის საქმეა. ვირაჟი გავაკეთო, შევამცირვბ მანძილს, რომელიც მათგან გვაშორებს. ჩვენ პირდაპირ მზისკენ მივფრინავთ, დიდ სიმაღლეზე კი, ხუთას მეტრზე რომ აიჭრა, რამდენიმე კილომეტრით ჩამორჩები მსხვერპლს. იქნებ, ვიდრე ჩვენს სიმაღლეს მოაღწევენ, დაგვკარგონ თვალისმომჭრელ მზეში.
- ყველაფერი წინანდებურადაა, მსროლელო?
- ყველაფერი წინანდებურადაა.
- ჩამოგვრჩნენ?
- უფ... არა... ჰო.
ყველაფერი ღმერთზე და მზეზეა დამოკიდებული.
მოახლოებული ბრძოლის მოლოდინში (თუმცა გამანადგურებლები უფრო ხოცავენ, ვიდრე იბრძვიან) მთელ ძალღონეს ვძაბავ და ვცდილობ ავამოძრაო გაყინული პედლები. უცნაური გრძნობა მიპყრობს - თითქოს ჩემ თვალწინ ისევ ისე ირწევიან გამანადგურებლები. მე მთელი ძალ-ღონით ვაწვები გაშეშებულ პედლებს.
და ისევ და ისევ ვრწმუნდები, რომ გაფრენის სამზადისში უფრო ვღელავდი, ვიდრე ახლა, თუმცა უაზრო მოლოდინი მაინც მიპყრობს. უფრო სწორად - გაავება მიპყრობს. კეთილისმყოფელი გაავება.
მაგრამ არავითარი გაბრუება მსხვერპლის გაღებით. მხოლოდ ის მინდა, რომ ვიკბინებოდე.
- მსროლელო, ჩამოგვრჩნენ?
- ჩამოგვრჩნენ, კაპიტანო.
ყველაფერი რიგზეა.
- დიუტერტრ... დიუტერტრ...
- გისმენთ, კაპიტანო!
- არა... არაფერი...
- რა მოხდა, კაპიტანო?
- არაფერი... მომეჩვენა, რომ... არაფერი.
მე მათ არაფერს ვეტყვი. ასეთ რამეზე ლაპარაკი ხუმრობა არ არის. თუ ვინიცობაა თავდაყირა წავედით, თვითონვე მიხვდებიან...
არაბუნებრივია 50 გრადუს ყინვაში ოფლად იღვრებოდე. არაბუნებრივი. თუმცა უკვე მივხვდი, რაც ხდება: მე ნელ-ნელა მიღონდება გული. ძალიან ნელა..."


ანდა ეს:

ციტატა:
"- ... რომ დავინახე, კაშკაშა ბურთები მეხვია, მივხვდი, რომ მესროდნენ. ჩემი ხელსაწყოების დაფა დაიმსხვრა. მერე ცოტა კვამლი შევნიშნე, სულ ცოტა! კვამლი წინიდან მოდიოდა, ვიფიქრე, შემაერთებელი მილაკიდან მოდის-მეთქი... ალი ძლივს მოჩანდა...
საგონი შუბლს იჭმუხნის, ცდილობს ზუსტად მოიგონოს ყველაფერი. მას უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ჩვენ ვიცოდეთ - ძლიერი იყო ცეცხლი თუ არა. იგი მერყეობს:
- და მაინც... ეს ცეცხლი იყო... და მაშინ ჩემს ეკიპაჟს გადახტომა ვუბრძანე...
იმიტომ რომ, ცეცხლი რომ გაჩნდება, ათ წამში თვითმფრინავი უკვე მოგიზგიზე ალშია გახვეული!
- და მაშინ სისულელე ჩავიდინე და საავარიო სანათური გავაღე. ჰაერის ნაკადმა ცეცხლი კაბინისკენ წამოიღო... ცუდ გუნებაზე დავდექი.
როცა შვიდი ათას მეტრ სიმაღლეზე ორთქლმავლის ღუმელი პირდაპირ მუცელში გესვრით ცეცხლის ნიაღვარს, ცხადია, ცუდად გახდებით. მე არ ვუღალატებ საგონს და ქება-დიდებას არ შევასხამ მის გმირობას ან თავმდაბლობას. სულ ერთია, იგი არ ჩათვლიდა თავს ამის ღირსად. „არა! არა! მე მართლაც ცუდ გუნებაზე დავდექიო...“ - იტყოდა იგი. იგი მხოლოდ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება სწორად აეწერა ყველაფერი.
მე კარგად ვიცი, როგორი შეზღუდულია ცნობიერების არე. ერთსა და იმავე დროს იგი მხოლოდ ერთ პრობლემას მოიცავს. თუ ხელჩართულ ბრძოლაში ხართ ჩაბმული და ბრძოლამ გაგიტაცათ, თქვენ აღარ გაწუხებთ მუშტები. როცა ჰიდროპლანის ავარიის დროს ვიგრძენი, რომ წყალში ვიძირებოდი, ყინულოვანი წყალი თბილი მეჩვენა. უფრო სწორად რომ ვთქვა, ჩემმა ცნობიერებამ ვერ აღიქვა წყლის ტემპერატურა. საგონის ცნობიერებაც გადახტომის ტექნიკაზე ფიქრით იყო მოცული და იმწუთას მისთვის მთელი ქვეყანა სანათურის სახელურში, პარაშუტის რგოლში და ეკიპაჟის ბედზე ზრუნვაში იყო მოქცეული. „გადახტით თუ არა?“ პასუხი არ ისმოდა. „არის ვინმე თვითმფრინავში?“ პასუხი არ ისმოდა.
- მივხვდი, რომ მარტო ვიყავი და უფლება მქონდა გადავმხტარიყავი (სახე და ხელები კი უკვე დამწვარი ჰქონდა). კაბინიდან გამოვძვერი და ფრთაზე მოვიკიდე ფეხი. მერე წინ გადავიხედე - მოთვალთვალე არ ჩანდა...
მოთვალთვალე გამანადგურებლების ტყვიებმა დაცხრილა და კაბინის ფსკერზე იწვა.
- მერე უკან გადავინაცვლე, მაგრამ ვერც მსროლელი დავინახე...
მსროლელიც მკვდარი იყო.
- და ვიფიქრე, რომ მარტო ვიყავი...
საგონი მოყოლას განაგრძობს:
- რომ მცოდნოდა, ან ეჭვი რომ მქონოდა... ისევ შევიდოდი თვითმფრინავში... ცეცხლი არც ისე ძლიერი იყო... საკმაოდ დიდხანს ვიდექი ფრთაზე... კაბინიდან გამოსვლამდე თვითმფრინავი გავასწორე და ოდნავ დავხარე ცალ ფრთაზე. თვითმფრინავი სწორად მიდიოდა აღებული გეზით, ჰაერის ნაკადი მანცდამაინც ძლიერი არ იყო და თავს კარგად ვგრძნობდი. საკმაოდ დიდხანს ვიდექი ფრთაზე... რა მექნა, არ ვიცოდი...
საგონის წინაშე იმ წუთებში არავითარი გადაუჭრელი პრობლემა არ იდგა: იგი დარწმუნებული იყო, რომ მარტო იყო თვითმფრინავზე, ხედავდა, რომ თვითმფრინავი იწვოდა, გამანადგურებლები კი ისევ უვლიდნენ გარს და ტყვიებს უშენდნენ. მაგრამ საგონის ნაამბობიდან ცხადი იყო, რომ იმ წუთებში მას არავითარი სურვილი არ ჰქონდა. იგი არაფერს განიცდიდა. თითქოს უსაზღვროდ ბევრი დრო ჰქონოდეს! და ახლა მეც თანდათან მეუფლება ეს უჩვეულო გრძნობა, რომელიც ზოგჯერ გარდაუვალ სიკვდილს უძღვის ხოლმე წინ: მოულოდნელი სიმშვიდე და უსასრულობის შეგრძნება...როგორ არა ჰგავს ეს გრძნობა ჩვენს ჩვეულებრივ წარმოდგენას სიცოცხლესთან გამოთხოვებაზე, როცა თითქოს ელვის სისწრაფით უნდა ჩაიქროლოს უკანასკნელმა წუთებმა! საგონი არ იძვროდა. იგი ისევ ისე იდგა თვითმფრინავის ფრთაზე, თითქოს დროის ნაკადიდან ამოაგდესო.
- მერე კი გადავხტი, - თქვა მან. - და ცუდად გადავხტი. ვიგრძენი, რომ ჰაერში ვტრიალებდი. შემეშინდა, მეტისმეტად ადრე არ გავხსნა პარაშუტი და ტანზე არ შემომეხვიოს-მეთქი. დავუწყე ლოდინი იმ წუთს, როცა ჩემი სხეული ტრიალს შეწყვეტდა. დიდხანს დამჭირდა ლოდინი...
ყველაზე მთავარი, რაც საგონს მთელი ამ ამბიდან ახსოვდა, ის იყო, რომ იგი იცდიდა. ჯერ ცეცხლის გაძლიერებას უცდიდა. მერე, კაცმა არ იცის, რას უცდიდა თვითმფრინავის ფრთაზე. მერე კი, ჰაერში თავისუფალი ვარდნის დროს, ისევ იცდიდა, როდის მიიღებდა მისი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობას."


უძლიერესია, უძლიერესი და თან შემაძრწუნებელი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 18 2007, 04:34 PM
პოსტი #10


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



საინტერესო პიროვნებაა


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 18 2007, 04:47 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ჩემი საყვარელი მწერალია... ყველა მისი ნაწარმოები მომწონს (რაც კი წავიკითხე)

Любимый цветок - это прежде всего отказ от всех остальных цветов. Иначе он не покажеться самым прекрасным. (Цитадель).


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 18 2007, 04:58 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



Человек - это прежде всего творец. А братством можно назвать лишь содружество тех людей, которые трудятся вместе.

Ты живешь в своих поступках, а не в теле. Ты - это твои действия, и нет другого тебя.

Видеть истину возможно лишь сердцем; сущность - это то, что невидимо для глаз.

Люди забыли истину,- сказал лис. - Но ты не должен забывать. Ты навсегда становишься ответственным за того, кого ты приручил. Ты ответствен за свою розу

Быть человеком значит буквально то же самое, что и нести ответственность. Это значит - испытывать стыд при виде того, что кажется незаслуженным счастьем.

Жизнь научила нас тому, что любовь состоит не в том, чтобы не отрывать друг от друга глаз, а в том, чтобы смотреть вместе в одном направлении.

Наконец-то я понял, почему Господь в Своей любви сотворил людей ответственными друг за друга и одарил их добродетелью надежды. Ибо так все люди стали посланниками единого Бога, и в руках каждого человека - спасение всех.

Совершенство - добродетель мертвых.

Внутри самого себя не найдешь бессмертия.

Вода, у тебя нет ни вкуса, ни цвета, ни запаха, тебя невозможно описать, тобой наслаждаются, не ведая, что ты такое.


Война - не приключение. Война - болезнь. Как тиф.

Когда мы осмыслим свою роль на земле, пусть самую скромную и незаметную, тогда лишь мы будем счастливы.

Любовь - это прежде всего упражнение в молитве, а молитва - упражнение в молчании.


Воспитание имеет приоритет над образованием. Создает человека воспитание.

Любить - это значит смотреть не друг на друга, а смотреть в одном направлении.


Товарищи - только те, кто, держась за один канат, общими усилиями взбираются на горную вершину и в этом обретают свою близость.

Хотя человеческой жизни нет цены, мы всегда поступаем так, словно существует нечто еще более ценное.

Надо много пережить, чтобы стать человеком.

Истина - это то, что упращает мир, а не то, что создает хаос, это язык, выделяющий из многообразия общее.

Жить - это значит постепенно рождаться.

Друг - это прежде всего тот, кто не берется судить.

Истина не лежит на поверхности явлений.

Быть человеком - это чувствовать свою ответственность. Чувствовать стыд перед нищетой, которая, казалось бы, и не зависит от тебя. Гордиться каждой победой, одержанной товарищами. Сознавать, что, кладя свой кирпич, и ты помогаешь строить мир.

Самая большая роскошь на свете - это роскошь человеческого общения.

Жизнь творит порядок, но порядок не творит жизни.

Можно любить тех, кому приказываешь, но нельзя говорить им об этом.

Умирают только за то, ради чего стоит жить.

Самое главное глазами не увидишь, зорко одно лишь сердце.



--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 18 2007, 05:20 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 19 2007, 01:49 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გიორგი

ჩემი საყვარელი ადგილები ამოწერე... 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 19 2007, 10:43 AM
პოსტი #15


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ Dec 19 2007, 01:49 AM) *

მნათე
ჩემი საყვარელი ადგილები ამოწერე... 2kiss.gif

გაიხარე 2kiss.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Dec 19 2007, 11:42 AM
პოსტი #16



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი

"ადამიანთა მიწა"?


ყველაზე მაგარი გველია, სპილო რომ გადაყლაპა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 19 2007, 12:24 PM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Giorgi-
კარგია, რომ გამოჩნდი friends.gif

ცხადია "ადამიანთა მიწაც" yes.gif უბრალოდ როგორც მქონდა წაკითხული ისე ჩამოვწერე მექანიკურად... თანაც ინგლიურად ოდნავ სხვანაირადაა გადათარგმნილი სათაურები და მაგიტომ ამერია. "სამხედრო მფრინავის" სახელწოდებაა: "Flight to Arras" (პირ. თარგმანი "ფრენა არასისაკენ") და "ადამიანთა მიწის" ინგლისური ვარიანტია ზუსტად ის, რაც ზემოთ მიწერია ანუ "Wind, Sand and Stars" (პირ. თარგმანი: "ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები")


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irma
პოსტი Dec 19 2007, 12:58 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 28-September 06
მდებარ.: skami
წევრი № 228



Cemi sakvareli mwerali smile.gif ise qaTulad arc me wamikitxavs sad.gif rusulad da inglisurad ki zalian gemrielad ikitxeba.


--------------------
...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Dec 19 2007, 02:19 PM
პოსტი #19



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
ცხადია "ადამიანთა მიწაც" უბრალოდ როგორც მქონდა წაკითხული ისე ჩამოვწერე მექანიკურად... თანაც ინგლიურად ოდნავ სხვანაირადაა გადათარგმნილი სათაურები და მაგიტომ ამერია. "სამხედრო მფრინავის" სახელწოდებაა: "Flight to Arras" (პირ. თარგმანი "ფრენა არასისაკენ") და "ადამიანთა მიწის" ინგლისური ვარიანტია ზუსტად ის, რაც ზემოთ მიწერია ანუ "Wind, Sand and Stars" (პირ. თარგმანი: "ქარი, ქვიშა და ვარსკვლავები")


ხო ბევრი საქმე მაქვს და ვერ ვკითხულობ ყველა პოსტს, თან რაღაც თვალში არ მოვდივარ მოდერატორებსაცsmile.gif

ეგზიუპერი თუ არ ვცდები მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა, არა?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_I_L_I
პოსტი Aug 31 2008, 12:05 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,553



ვაიმე ეს უკვე მერამდენე კარგი, არა გატყუებთ ძალიან კარგი თემა აღმოვაჩინე...
მიუეხედავად იმისა რომ ვარ ქართველი, ვგიჟდები ჭილაძეზე, დოჩანაშვილზე, ინანიშვილზე, ( უცხოელებიდანაც ძალიან მიყვარს რამოდენიმე ) მეოცე საუკუნის ნომერ პირველ მწერლად ნმადვილად ამ კაცს ვასახელებ...


--------------------
ცარისდანდარშია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი