IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პატერიკული მოთხრობები, ქრისტიანული ზღაპრები და მოთხრობები,
იოანა
პოსტი Jul 26 2006, 01:01 AM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



პატერიკული მოთხრობები - მარტივი და გენიალური

ერთხელ, როცა მღვდელი - მამა ილარიონი (შენგელია) სახლის საკურთხევლად მივიყვანეთ ზუგდიდში, ტრაპეზზე მან ასეთი თხოვნით მოგვმართა: როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ აუცილებლად მოიხსენიეთ მიცვალებულები, რადგან არავინ იცის მათ იქ როგორ უჭირთო. ამ სიტყვებმა საზვერეებში გაჭედილთა მწარე ხვედრი დამანახა. მას შემდეგ ვცდილობ მამა ილარიონის მუდარით ნათქვამი სიტყვები შევასრულო, თუმცა ჩემი სიზარმაცე, გონებაგაფანტულობა და უდარდელობა ამის აღსრულებაში ხელს მიშლის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პირველი პატერიკული მოთხრობები, რომელთაც აქ დავდებ (კარგი იქნება თუ თქვენც ამას იზამთ) მიცვალებულთა მოხსენიებაზე ყოფილიყო.

ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.


მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის, თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულთათვის.


დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, - ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, - მიპასუხა, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: - ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა“.

დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, - შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, - მიპასუხა. იცი, შემთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა - ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი, საყვარელო, - შევეკითხე გარდაცვლილს, - მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა - ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ „გოლგოთის მსხვერპლს“ ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დამადნო



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 26 2006, 04:19 PM
პოსტი #2


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5




ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმინდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა:
- წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები.
მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო.
- მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი.
- არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა.
- ახლა წადი და ადიდე ისინი.
მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა წმინდა მაკართან.
- რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკარმა მონაზონს.
კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა.
- ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა აქებდი. გახსოვდეს, თუ გადარჩენა გინდა, მიემსგავსე მკვდარს: ნუ განრისხდები, როცა შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი მროგორც მკვდარი და გადარჩები.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jul 26 2006, 09:29 PM
პოსტი #3


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქ.ედესაში წასვლა გადაწყვიტა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა: "უფალო,იესო ქრისტე! ღირს-მყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის სასარგებლოდ წმინდა წერილის შესახებ მესაუბრება".

როდესაც ქალაქს მიუახლოვდა , ჭიშკართან დედაკაცი შეხვდა. მისმა დანახვამ დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა: "უფალო, რად არ შეისმინე ჩემი ვედრება მონისა შენისა. როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?"

ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმინდა ეფრემმა ჰკითხა: "მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?"

მან უპასუხა: "მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი".

ეს რომ გაიგო, ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.




ერთხელ მამები მამა ანტონისთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმ. მამას მათი გამოცდა სურდა, ამიტომ წმ. წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და სათითაოდ ჰკითხა თითოეულს, თუ რას ნიშნავდა ეს გამონათქვამი. ყველა საკუთარი შეხედულებისამებს პასუხობდა; ბერი კი თითოეულის მიუგებდა: არა, ვერ მიმხვდარხარ! ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:
- შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?
- არ ვიცი. - უპასუხა იოსებმა.
მამა ანტონიმ კი დასძინა: მამა იოსები სწორ გზაზე დგას, როცა ამბობს, არ ვიციო.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 10 2006, 09:30 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ბერი იოსებ ათონელი რომელიც მე ოცე საუკუნეში მოღვაწეობდა თქვა:ერთხელ ხილვაში ვიხილე მღვდელი რომელსაც ბავშვობაში ვიცნობდი და მან მითხრა რომ მემეგონა რომ მხოლოდ წირვებს ამოჰყავდა სულები ჯოჯოხეთიდან მაგრამ ეხლა ვნახე რომ თქვენს ლოცვასაც ამოჰყავს სულები ჯოჯოხეთიდან.ამიტომ ლოცვასაც დიდი ძალა აქვს თუ ის გულწრფელია rolleyes.gif rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 10 2006, 09:52 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



როდესაც დიოკლიტიანე წმიდა გიორგის აწამებდა მან მოსთხოვა წმინდა გიორგის რომ მკვდარი გაეცოცხლებინა და მიიყვანეს ერთ მკვდარ ქურუმთან. წმინდა გიორგიმ ილოცა და ის მკვდარი გაცოცხლდა.მან თქვა რომ იგი ქურუმი იყო და კერპებს ემსახურებოდა ახლა კი ჯოჯოხეთში იყო ამის გამო.მან თქვა რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და იესოქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი.ამის გაგონებაზე დიოკლიტიანე იმდენად გაბრაზდა რომ მისი სიკვდილითდასჯა ბრძანა,ქურუმმა კი შეინანა და როგორც ქრისტიანი მოწამე ისე აღესრულა და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა. მე კი ვიტყვი როგორ გაუმართლა ასეთი შანსი სასუფეველში მოხვედრისა ალბათ მილიარდში ერთია blink.gif blink.gif blink.gif blink.gif rolleyes.gif rolleyes.gif

თქვენ რას იტყვით ამაზე blink.gif blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 10 2006, 10:34 PM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(solomony @ Aug 10 2006, 09:52 PM) *

როდესაც დიოკლიტიანე წმიდა გიორგის აწამებდა მან მოსთხოვა წმინდა გიორგის რომ მკვდარი გაეცოცხლებინა და მიიყვანეს ერთ მკვდარ ქურუმთან. წმინდა გიორგიმ ილოცა და ის მკვდარი გაცოცხლდა.მან თქვა რომ იგი ქურუმი იყო და კერპებს ემსახურებოდა ახლა კი ჯოჯოხეთში იყო ამის გამო.მან თქვა რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და იესოქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი.ამის გაგონებაზე დიოკლიტიანე იმდენად გაბრაზდა რომ მისი სიკვდილითდასჯა ბრძანა,ქურუმმა კი შეინანა და როგორც ქრისტიანი მოწამე ისე აღესრულა და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა. მე კი ვიტყვი როგორ გაუმართლა ასეთი შანსი სასუფეველში მოხვედრისა ალბათ მილიარდში ერთია blink.gif blink.gif blink.gif blink.gif rolleyes.gif rolleyes.gif

თქვენ რას იტყვით ამაზე blink.gif blink.gif


რას ვიტყვი და, მაგ ქურუმის ღვაწლი ადვილი და ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის... ასეთი შანსი მილიარდში ერთი კი არა, ათასობით ადამიანს ჰქონდა იქვე, როცა წმინდა გიორგის აწამებდნენ, და მილიონობით და მილიარდობით ალბათ მას შემდეგ, მაგრამ ერთეულებმა შეძლეს ამ შანსის გამოყენება. რადგან ამას ძალიან დიდი სულიერი გმირობა სჭირდება. ის ქურუმი დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილზე მიდიოდა ამ აღიარებით, ძალიან კარგად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე დიოლკიტიანეს სახით. ამ დროს სიკვდილის ამორჩევა ასე ადვილი არაა... დიდი რწმენა და ვაჟკაცობა სჭირდება. ასეთი ადამიანები ნამდვილად ღირსნი არიან ცათა სასუფევლისა...
აქ ჩვენი 100 000 მოწამე გამახსენდა. განა იგივე არჩევანი არ ჰქონდათ? მათ კი სიკვდილი არჩიეს. ასეთი შანსები დღესაც გვეძლევა, მხოლოდ უფრო მცირე მასშტაბით. იცის ღმერთმა, რომ ასეთი გმირობა დღეს ბევრს აღარ შეუძლია და მცირე განსაცდელებს გვიგზავნის ხოლმე... ამ მცირეში მაინც თუ ვუერთგულებთ უფალს, ეგეც კარგია smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 11 2006, 02:33 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მარიამი შენ ვერ გამიგე ის ქურუმი მკვდარი იყო და ჯოჯოხეთში იტანჯებოდა ხოლო როცა გაცოცხლდა როგორც ქრისტიანი ისე აღესრულა და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა.ახლა შენ მითხარი რამდენი მკვდარი წარმართი ცოცხლდება და მერე როგორც ქრისტიანი მოწამე ისე კვდება.მე ამას ვგულისხმობ blink.gif blink.gif blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 11 2006, 02:56 PM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(solomony @ Aug 11 2006, 02:33 PM) *

მარიამი შენ ვერ გამიგე ის ქურუმი მკვდარი იყო და ჯოჯოხეთში იტანჯებოდა ხოლო როცა გაცოცხლდა როგორც ქრისტიანი ისე აღესრულა და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა.ახლა შენ მითხარი რამდენი მკვდარი წარმართი ცოცხლდება და მერე როგორც ქრისტიანი მოწამე ისე კვდება.მე ამას ვგულისხმობ blink.gif blink.gif blink.gif

ააა... ეტყობა კარგად ვერ წავიკითხე. სხვაგან წავედი ასოციაციებით... მაგას კი მართლა გამართლება ჰქვია smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 11 2006, 08:38 PM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



solomony, რაღაცა ჩამრჩა მაგ ქურუმის ამბავი მეხსიერებაში და ასეთი აზრი მომივიდა: რატომ დაემართა მაინცდამაინც ამ ერთ ადამიანს, როცა ქურუმები ბევრნი იქნებოდნენ გარდაცვლილნი? ბოლოს დავასკვენი, რომ ალბათ ამ ადამიანს რაღაც დიდი სიკეთე ჰქონდა ცხოვრებაში გაკეთებელი, ან მლოცველები ჰყავდა და ღმერთმა არ დაუკარგა... რას იტყვი? unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 11 2006, 10:09 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
solomony, რაღაცა ჩამრჩა მაგ ქურუმის ამბავი მეხსიერებაში და ასეთი აზრი მომივიდა: რატომ დაემართა მაინცდამაინც ამ ერთ ადამიანს, როცა ქურუმები ბევრნი იქნებოდნენ გარდაცვლილნი? ბოლოს დავასკვენი, რომ ალბათ ამ ადამიანს რაღაც დიდი სიკეთე ჰქონდა ცხოვრებაში გაკეთებელი, ან მლოცველები ჰყავდა და ღმერთმა არ დაუკარგა... რას იტყვი?


ეს სწორი გააზრებაა, ალბათ ასე იყო. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Aug 12 2006, 10:53 AM
პოსტი #11


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(solomony @ Aug 10 2006, 05:52 PM) *

როდესაც დიოკლიტიანე წმიდა გიორგის აწამებდა მან მოსთხოვა წმინდა გიორგის რომ მკვდარი გაეცოცხლებინა და მიიყვანეს ერთ მკვდარ ქურუმთან. წმინდა გიორგიმ ილოცა და ის მკვდარი გაცოცხლდა.მან თქვა რომ იგი ქურუმი იყო და კერპებს ემსახურებოდა ახლა კი ჯოჯოხეთში იყო ამის გამო.მან თქვა რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და იესოქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი.ამის გაგონებაზე დიოკლიტიანე იმდენად გაბრაზდა რომ მისი სიკვდილითდასჯა ბრძანა,ქურუმმა კი შეინანა და როგორც ქრისტიანი მოწამე ისე აღესრულა და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა. მე კი ვიტყვი როგორ გაუმართლა ასეთი შანსი სასუფეველში მოხვედრისა ალბათ მილიარდში ერთია blink.gif blink.gif blink.gif blink.gif rolleyes.gif rolleyes.gif

თქვენ რას იტყვით ამაზე blink.gif blink.gif



ძალიან მაგარია, ზოგი მთელი ცხოვრება ქრისტიანულად ცხოვრობს, მაგრამ შეიძლება ბოლო წუთას სცოდოს და არ ცხონდეს, ზოგი კი მთელი ცხოვრება წარმართია, ბოლოს შეიძლება მხოლოდ ერთი დღე იყოს ქრისტიანი და მოწამის გვირგვინი დაიდგას...

ასე რომ, უკანანი წინ არიან... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Aug 12 2006, 10:25 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მარიამი რაც შენ თქვი ეს რთული გასარკვევია,მაგრამ ერთის თქმა შემიძლია ვინც წმინდა გიორგი მიიყვანა იმ ქურუმთან ისინი იცნობდენ ამ გარდაცვლილს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 12 2006, 10:27 PM
პოსტი #13


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(solomony @ Aug 12 2006, 10:25 PM) *

მარიამი რაც შენ თქვი ეს რთული გასარკვევია,მაგრამ ერთის თქმა შემიძლია ვინც წმინდა გიორგი მიიყვანა იმ ქურუმთან ისინი იცნობდენ ამ გარდაცვლილს

ჰო, ეტყობა ცნობილი ქურუმი იყო. ზუსტად რა თქმა უნდა ვერაფერს იტყვი... მე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთი ყოვლად სამართლიანია და თან დიდი სიყვარულია - მცირეოდენსაც კი არ უკარგავს ადამიანს...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
eka-ekaterine
პოსტი Aug 25 2006, 11:41 AM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 24-August 06
წევრი № 111



დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სენაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო. წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.

ამის შემყურე სენაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბარები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო.

ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კვერთხით, ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა, გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკვე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, თორემ ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.

ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანა თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი - მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა. დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.



--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Nov 17 2006, 12:53 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



ერთ ბერს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა.


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 22 2006, 04:44 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ერთი ჭაბუკი ოქრომჭედელს დაუდგა შეგირდად და, რაკი ძალიან ნიჭიერი იყო, სულ მალე სრულყოფილად შეისწავლა თავისი ხელობა. ერთ-ერთმა დიდგვაროვანმა გადაწყვიტა, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ოქროს ჯვარი შეეწირა ეკლესიისათვის. ჯვრის ჩამოსხმა მან ჭაბუკს შეუკვეთა, როგორც ყველაზე მეტად დახელოვნებულ ოსტატს. მუშაობის დროს ჭაბუკი ჩაფიქრდა.
- ხედავ, რა ძვირფას შესაწირავს მიართმევს ქრისტეს ეს ადამიანი? - ეუბნებოდა იგი საკუთარ თავს. - მე რატომ არ უნდა გამოვყო ჩემი ჯამაგირიდან ამ ჯვრისთვის სულ მცირედი ნაწილი? ნუთუ ქრისტე არ მიიღებს ჩემს შესაწირს, როგორც ქვრივის ორ მწვლილს?
მან გამოიანგარიშა, რამდენი ეკუთვნოდა ჯამაგირი, შემდეგ ოქრო ისესხა და ჩამოსხმის დროს ჯვარში ისიც შეურია. სანამ ჭაბუკი ჯვარს თვლებით შეამკობდა, დიდგვაროვანი მოვიდა და ჯვარი აწონა. იგი გაცილებით მეტს იწონიდა, ვიდრე მისი მოტანილი ოქრო. დიდგვაროვანმა იფიქრა, რომ ჭაბუკმა მას მოატყუა და ოქროში სხვა მეტალი შეურია, რის გამოც საშინლად განურისხდა ჭაბუკს და კიდეც დაემუქრა.
- მან ერთადერთმა, ვინც ჩვენი გულის სიღრმეებს ხედავს, - ამბობდა ჭაბუკი, - უწყის, რომ ამის მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არამედ, როცა დავინახე, რა ძვირფას შესაწირავს მიართმევ ქრისტეს, გადავწყვიტე, მეც გამეღო ჩემი ჯამაგირიდან მცირედი შესაწირი, რათა წილი მქონოდა შენთან. და ეს შესაწირი, როგორც ქვრივის ორი მწვლილი, ისე მიითვალა ქრისტემ.
- ნამდვილად ასეა, შვილო? ნამდვილად ასე იფიქრე? - წარმოთქვა ჭაბუკის სიტყვებით გულგანგმირულმა კაცმა.
- ნამდვილად...
- თუ შენ ასე ფიქრობ, და თუ მთლიანად ქრისტეზე ხარ მინდობილი, და თუ გინდა, რომ ნაწილი გქონდეს ჩემთან, მაშინ შენ ამიერიდან მე გიშვილებ და ჩემს მემკვიდრედ გამოგაცხადებ.
მან მართლაც წაიყვანა ჭაბუკი და თავის მემკვიდრედ გახადა იგი.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2006, 01:09 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთ შემოსილი, და დიდად მოყვარე ღვთისა, და ფრიად მოსურნე საღმთოსა წირვისა და ლოცვისა. დამკვიდრებული უდაბნოსა შინა მარტოებით, და მადლის მღაღადებელი ღვთისა მიმართ ფსალმუნითა და მხურვალითა ლოცვითა, რომლისაგან ესრეთ შორს იყო ეკლესია ვითარ ათორმეტ მილიონ, გარნა კვირიაკეთა და დღესასწაულთა მივიდის წმიდად ეკლესიად სმენად საღმრთოისა წირვისა და პატიოსნისა ლოცვისა. და ოდეს მოხუცდა ნეტარი იგი, განიზრახა თავსა შორის თვისსა, რათა მივიდეს და მახლობლად ეკლესიისა დაემკვიდროს, რათა არა უმეტესად დაშვრებოდეს. და მოვიდოდა ჩვეულებისაებრ წმიდად ეკლესიად. მიიქცა და იხილა ვინმე ღვთივ შვენიერი ხილვითა, რომელი შესდგომოდა ბერსა. ჰკითხა მას ბერმან: "ვინ ხარ შენ და რასა ჰყოფ?" ხოლო მან ჰრქვა: "მე ანგელოსი ვარ ღვთისა და მოვივლინე აღრიცხვად ნაბიჯსა შენსა, რათა მოგეცეს სასყიდელი შრომისათვის საღმრთოისა."
ეს რა იხილა ნეტარებისა ღირსმან ბერმან, ნუგეშინის ეცა ფრიად და უმეტესად გულს მოდგინე იქმნა ღვთის მსახურებად. წარვიდა და განაშორა სენაკი თვისი სხვასა მილიონსა. და უმოსწრაფესად ვიდოდა ეკლესიად, რათა უმეტესი მადლი და სასყიდელი მიიღოს ღვთისაგან შრომისათვის და აკურთხევდა ყოვლად დიდებულსა სახელსა მისსა წმიდასა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jan 12 2007, 11:25 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166




ერთ განშორებულ უდაბნოში უამრავი ნიშ-სასწაულებით გაბრწყინვებული და ღმრთისაგან მოსაწონი ცხოვრებით ნათელმოსილი წმინდა ბერი მოღვაწეობდა. ერთ დღეს მისი მოწაფე ქალაქში წავიდა, რომ ხელსაქმე გაეყიდა და პური მიეტანა თავისი მოძღვრისათვის. იმ დროს გარდაცვლილიყო ქალაქის მთავარი, რომელსაც ღმრთის არ ეშინოდა და ადამიანისა არ ერიდეობდა. მოწაფემ ნახა, რომ მის დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი შეგროვდა, რომლებიც ლამპრებით, საკმევლით და დიდი პატივით მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე.
როცა გაკვირვებული მოწაფე უდაბნოში დაბრუნდა, ნახა, რომ მისი პატიოსანი და სასწაულთმოქმედი მოძღვარი აფთარს შეეჭამა. მან ტირილი და გოდება დაიწყო და მოთქმით ეკითხებოდა ღმერთს, კეთილო და კაცთმოყვარე უფალო, როგორ მოხდა, რომ ის ავისმოქმედი მთავარი, რომელიც ყველას ტანჯავდა, დიდებულად მიიცვალა, ეს წმინდა, ყველასადმი სათნო სულიერი მამა კი მხეცმა შეჭამაო.
როცა იგი პირქვე დამხობილი და ცრემლმდინარე გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, მივიდა მასთან უფლის ანგელოსი და უთხრა, ადექი, ბერო, რატომ წუხარ და სტირ შენი მოძღვრის სიკვდილის გამო. იმ მთავარს, შენ რომ ამბობ, მრავალი ბოროტი საქმე ჰქონდა ჩადენილი, კეთილი კი – მხოლოდ ერთი. სწორედ იმ ერთი კეთილი საქმის გამო ხვდა მას წილად პატიოსნად დამარხვა, მისი სული კი მარადიულ სატანჯველში წავიდა. შენს ყოვლად პატიოსან, ყველაფერში ღმრთისათვის მოსაწონ და ყოველგვარი სიკეთით შემოსილ მოძღვარს კი, როგორც ხორცში მყოფ ადამიანს, მცირეოდენი ვნება ჰქონდა. ამგვარი მწარე სიკვდილით მას ისიც მიეტევა და ყოველნაირად განწმენდილი წავიდა მარადიულ უბიწო ცხოვრებაშიო.
ეს რომ მოწაფემ მოისმინა, იმედი მიეცა და ადიდა ღმრთის მართლმსაჯულება, რომლს წინაშე არც კეთილია დავიწყებული და არც ბოროტი. დიდება მას უკუითი უკუნისამდე.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 15 2007, 06:17 PM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



[quote]ერთხელ მამები მამა ანტონისთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმ. მამას მათი გამოცდა სურდა, ამიტომ წმ. წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და სათითაოდ ჰკითხა თითოეულს, თუ რას ნიშნავდა ეს გამონათქვამი. ყველა საკუთარი შეხედულებისამებს პასუხობდა; ბერი კი თითოეულის მიუგებდა: არა, ვერ მიმხვდარხარ! ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:
- შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?








ეს ვერ გავიგე იქნებ ამიხსნათ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 28 2008, 06:02 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



აქ მოვათავსოთ ერთი შეხედვით:
ზღაპრები, მოთხრობები, იგავ-არაკები, ლეგენდები და ა.შ.
(როგორც ხალხური, ასევე ცნობილი პიროვნებათა ნამუშევრები)
სინამდვილეში კი - ცოდნის შემავსებელი, დამაფიქრებელი და სარგებელი განძი.




''...იყო ერთი ქალაქი და ერთხელაც ხმა დაირხა, რომ მაცხოვარი მოვიდოდა მათთან.
თავად ქრისტე. ხოლო ვინც ყველაზე მართალი და
კეთილშობილია, სწორედ მას ესტუმრებოდა.
მართალია, ის ყოველდღე ჩვენთანაა, ყოველ წუთს გვერდითაა,
მაგრამ სწორედ ამ კეთილსინდისიერთან გაჩერდებოდა სტუმრად.

იყო ერთი ქალი - ეკლესიაში გამუდმებით დადიოდა,
ყოველ დღე სახარებას კითხულობდა, ლოცულობდა, ლამაზ ცხოვრებას ეწეოდა
და სიამაყე არ გააჩნდა. პატივს სცემდა წმინდანებს და მათგან დახმარებას ელოდა.
- მაცხოვარი ჩემთან მოვა, აუცილებლად მოვა - უთხრა საკუთარ თავს ამ ქალმა.
სასწრაფოდ სახლი საგულდაგულოდ დაალაგა. ელოდება მაცხოვარს.
დააცხო ნაირნაირი ტკბილეულობა, განსაკუთრებულად გააწყო საზეიმო სუფრა,
თავადაც განსაკუთრებულად გამოეწყო - მაცხოვარი მოვა.
სახარებასაც ყოველ დღე კითხულობს, ეკლესიაშიც ყოველთვის ლოცულობს...

ამ დროს მეზობელის ბიჭი გამოჩნდა და ეუბნება:
- მარი დეიდა, ღვთის გულისათვის დამეხმარე, დედაჩემს რაღაცა სჭირს.
კვნესის, მე კი ვერაფრით ვეხმარები.
- აბა როგორ წამოვიდე, მე სტუმარს ველოდები.
შენ კი ტალახიანი ჩექმებით იატაკი დამისვარე.

რა ექნა ბიჭს. გაბრუნდა სახლისაკენ. ამასობაში დედაც გამოკეთდა.
დიდება უფალს!
მარია კი ელოდება. მას სწამდა - სწამდა ქრისტეს სიტყვის, რომ თქვა მოვალ - მოვა.
არ ჩანს. სარკმელში ყურებით დაიღალა - ქრისტე არაა. არაუშავს.

ამ დროს მეზობელი ერთი სოფლიდან გლეხი გამოჩნდა:
- მარია ჩემი ძროხა იგებს და რაღაც ვერაა საქმე კარგად.
წამოდი ნახე ღვთის გულისათვის, შენ კარგად გესმის ეს საქმე.
- რა დროს ეგაა?! სტუმარს ველოდები, საცაა მოვა.

რა ექნა გლეხს. გაბრუნდასახლისაკენ. ამასობაში ძროხასაც ეშველა და მის ნაყოფსაც.
დიდება უფალს!
მარია კი ქრისტეს ელოდება - ძალიან ძალიან. დიდი სიხარულია მისი სტუმრობა.
მოსაღამოვდა. არა ჩანს. არაუშავს.

ამ დროს სად იყო და სად არა, ნაცნობი მოვიდა:
- ხომ იცი რა გაჭირვებული ვარ. დიდი ხანია დავქვრივდი და გავლოთდი.
მთელი თეთრეული ბინძური მაქვს, მე კი გარცხვაც არ შემიძლია. გთხოვ დამეხმარე.
- ეს რა სიბინძურ მოგიტანია?! სულ შეიშალე - გააგდო - მე სტუმარს ველოდები.

სტუმარი არ ჩანს. გამომცხვარი ქვად იქცა. საზეიმო სუფრას ბუზები დაასხდა.
არ ჩანს მაცხოვარი. არ მოვიდა მასთან ქრისტე. დაეძინა.

ხედავს სიზმარს. აი ქრისტეც მოვიდა. მარია ეუბნება:
- მე მჯერა შენი სიტყვის, რამეთუ ყოველი მათგანი ჭეშმარიტებაა.
როდესაც თქვეს, რომ მოხვიდოდი, მე გელოდებოდი.
- დიახ მარია - პასუხობს მაცხოვარი - შენი კეთილსინდისერი ცხოვრების გამო,
ტაძრისადმი შენი სიყვარულის გამო, პირველად შენთან მოვედი.
სამჯერ მოვედი, შენ კი სამჯერვე ხელი მკარი.
- უფალო! არა, ეს არ ყოფილა.
- სახარებას კითხულობ?
- უფალო, ყოველდღე.
- ''სნეული ვიყავი და მომაკითხეთ''. ეს მეზობლის ბიჭი კი არა,
მე ვიყავი მოსული. შენ კი გამაგდე.
- არ ვიცოდი უფალო. მეორედ როდისღა?
- გლეხი მე ვიყავი ''მიჭირდა და დასახმარებლად გიხმე''
- უფალო არ ვიცოდი. მესამედ როდისღა?
- შენი ნაცნობიც მე ვიყავი, რადგან ''შიშველი ვიყავი და შემოსვას გთხოვდი''
- არ ვიცოდი უფალო.
- იტყუები მარია, იტყუები.
სახარებას ყოველდღე კითხულობ, იქ კი წერია:
''რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ''

აი, საყვარლებო, ეს მაგალითი და ეს სწავლება, მაგალითად გაიხადეთ თქვენც.''



IPB-ს სურათი

არქიმანდრიტი პავლე (Груздев)

ამ საოცარი ადამიანის ცხოვრებიდან:

''...არქიმანდრიტს არ უყვარდა იმ საშინელებებსა და ტანჯვაზე საუბარი, რაც ციმბირის
განსაკუთრებული სიმკაცრის კოლონიაში ხდებოდა მის თავს. ერთხელ მაინც გაგვანდო:
- საყვარლებო, იყო ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე ბედნიერი დღე. აი მომისმინეთ.

ერთხელ კოლონიაში გოგოები მორეკეს. ყველა ახალგაზრდა, ასე ოც წლამდე თუ იქნებოდნენ.
''ბენდერისტებს'' ეძახდნენ, უკრაინიდან. მათ შორის ერთი ძალიან პატარა იყო, ძალიან ლამაზი,
ნაზი და ამავე დროს ძალიან დასუსტებული. მიწაზე ეგდო და ისე ქვითინებდა,
რომ გული დაგეწვებოდა კაცს.
- რაოდენ დიდ განსაცდელში უნდა იყოს - ვფიქრობ - რა გადახდა თავს?
ორასამდე კაცმა მოიყარა იქვე თავი. ძველმა პატიმრებმაც და ახალმა ეტაპმაც. ყველა უხმოდ იდგა.
- სამი დღე-ღამეა მოვდიოდით. გაჯეჯგვილ ვაგონში დაჯდომაც შეუძლებელი იყო.
მთელი გზა არაფერს გვაჭმევდნენ. როცა მოვედით, ადგილზე მოგვცეს რაღაც.
მან კი უცბათ არ შეჭამა და მოპარეს - თქვა ერთმა.

ომის დაწყებიდან ჩვენი პირობები სულ უფრო და უფრო უარესდებოდა,
ამიტომ არც არავის ქონდა რაიმე და თუ ქონდა არ გამოაჩენდა.
გამახსენდა, რომ საგულდაგულოდ მქონდა გადანახული წვალებით შეგროვილი
ცოტაოდები პური, რომელსაც, როდესაც მალულად ტყეში შევიკრიბებოდით
და საღვთო ლიტურგიას ვასრულებდით, იქ ვიყენებდით.
ჩუმად ვეზიარებოდით ხოლმე ქრისტეს სხეულს ერთ კოლონიაში მჯდარი:
ოთხი ეპისკოპოსი, ათეული არქიმანდრიტი, იგუმენები, მღვდლები და ბერები.

- მერე რითი ვეზიაროთ?! ... არაუშავს - სასწრაფოდ გავიქეცი სამალავისაკენ.
პურის გაქვავებული ნაჭრები ავიღე და გოგისთან დავბრუნდი.
პურის დამნახავე გოგოს თვალებს ვერ ავღწერ, ეს მხოლოდ უნდა იხილო.
მაგრამ პური არ გამომართვა, კვლავ მიწაზე დაემხო და კვნესა გააგრძელა.
- არ მინდა შენი პური. ჩემს პატიოსნობას არაფერზე გავცვლი.
ღმერთო ჩემო! ჩემო საყვარლებო. დიახ უფალო!
პურს არ იღებდა, კვდებოდა და პატიოსნობას უფრთხილდებოდა.

ძალით მივაჩეჩე ხელში. უკან მოუხედავად გავიქეცი ტყეში. ბუჩქებში დავიმალე,
მუხლებზე დავეცი და აცრემლებულმა ლოცვა დავიწყე.
ვლოცულობ, ვტირი და თან მესმის:
- მშიერი ვიყავი, შენ კი პავლუხა, დამაპურე.
- როდის უფალო?
- შენ რა გგონია რომ მართლა იმ გოგოს აჭამე?!

ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.''





... მეორე მსოფლიო ომის ჩვეულებრივი, სუსხიანი, სისხლით გაჟღენთილი ღამე იდგა.
იატაკქვეშეთში მდებარე, კრაკოვის კონსპირაციულ სასულიერო სასწავლებლიდან
გამოსული აჩქარებული ნაბიჯით თოვლიან გზას მიუყვებოდა.
ძალიან სახიფათოა ასეთ დროში და ისიც ღამით სიარული.
ნათოვლილი, ნაცივარი, წუხანდელი ღრუბლის ნაფლეთები კიდევ დახეტიალებდნენ
მკვდარი ქალაქის თავზე, თითქოს ცაც იყო შეციებული, შეტალახებული, გამურული.
არც ერთი ხმა, სიჩუმე მეფობდა... თუმცა, უკვე საკმაო ხანია ეს არ იყო გასაკვირი.

ათასმა საფიქრებელმა თვალებზე ბინდი გადაუკრა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს,
ან სულადაც არ სურდა, რომ მაიმე შეემჩნია, რადგან არ ღირდა... გული ისედაც
გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს ნაღველს იწურავდა. არც ერთი ხმა,
არც ერთი შეძახილი, მაგრამ სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, ღრიალებდა და თან
იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს. მიდიოდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა,
თითქოს იქით, სიცოცხლის გადაღმაა, და ამ წამის ტანჯვას არცა ჰგრძნობსო.

უცაბედად წყვდიადიდან მიყრუებული კვნესა გაისმა. უმალ ფიქრიდან გამოერკვა და
შეეცადა გაერკვია რა ხდებოდა. დაჟინებულად დააკვიდა, სიბნელეში ნანგრევების
გარდა არაფერი ჩანდა, კვნესა კი ისმოდა. ახლოს მივიდა. ფიცრის ნაჭერი ხელით
გადაწია და ჰოი! საოცრება, მის წინ პატარა გოგო გაჩნდა.
სუმთლიანად ტალახში ამოსვრილს მხოლოდ ვეებერთელა წყლით სავსე თვალებიღა უჩანდა.
შეშინებულმა კვნესა შეწყვიტა... მხოლოდ ნიკაპი უცახცახებდა და პატარა მტევნით
მკერდზე დაბნეული დიდ ვარსკვლავის დამალვას ცდილობდა.
ღმერთო ჩემო, საიდან გაჩნდა ეს არსება აქ?! - გუნებაში დაიყვირა.

ერთი ციცქნა ებრაელი გოგონა რაღაც სასწაულის ძალით ფაშისტებს გაქცევია,
უფრო სწორედ კი დასაწვავად მიმავალმა მშობლებმა გამოაპარეს...
იქნებ გადარჩენილიყო... იქნებ ეცხოვრა... იქნებ...
მას აღარავინ ყავდა ამქვეყნად, მხოლოდ მტრები და მტრისაგან დაშინებულები,
რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ებრაელის სახელის გაგონებისას
შიშისაგან გრძნობას კარგავდნენ.
იყვნენ ასევე ისეთებიც - სადღაც შორს - რომლებიც არ ერეოდნენ მტრებისა და
მათ დაშინებულთა საქმეებში. ისინი უბრალოდ გვერძე იდგნენ...
გვერძე მდგართა რიცხვს სამწუხაროდ მისიანებიც მიეკუთვნებოდნენ.
''მისიანები'' მაგრამ არა თავად ის!

იმ წუთას ყველაფერი გადაავიწყდა:სიცოცხლე, სიკვდილი, ტკივილი, სიცივე, სიბნელე;
რა მოგივა როდესაც ებრაელს ეხმარები; მას თავისიანებიც გადაავიწყდა, რომლებიც
გვერდძე დგომას ამჯობინებდნენ და მასაც იგივეს ურჩევდნენ. მხოლოდ გულზე
მიიკრა პატარა არსება და სწრაფი ნაბიჯით გზა გააგრძელა თოვლსა და ტალახში,
მინდორ მინდორ, უგზო და მიუვალი ადგილებით.
მთელი ღამე იარა. რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება მოფარებულ ადგილას...
საიმედო ადგილას, სადაც გაათბობს, დააპურებს და მტრისაგან დაიცავს.

მეორე დღეს, გამომშვიდობისას, გოგოს მხოლოდ თავისი სახელი გაუმჟღავნა.
სახელი რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა პატარას და ასეც მოხდა.
მან არაფერი იცოდა მის შესახებ, დროთა განმავლობაში აღარც რაიმე ახსოვდა...
მხოლოდ მისი სახელი... და ზღაპარი, რომელიც მაშინ დაიწერა.

გავიდა 35 წელი და ერთ დღესაც მას ტელევიზიით ნაცნობი სახელელი მოესმა.
ჰოი სასწაული! მისი მშველელის სახელი, ჯადოსნური სახელი!
დიდებაუფალს!
სუნთქვა შეკრული მონიტორთან მიიჭრა.
1978 წლის 16 ოქტომბერს კაროლ ვოიტილა,
მსოფლიოს მოევლინა როგორც იოან პავლე II.
გავიდა დრო და უკვე მის მიწაზე, ისრაელში სტუმრობისას,
კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ის და პატარა.....


IPB-ს სურათი







ნაფეხურები

ერთ ღამეს სიზმარი ვნახე. მესიზმრა, რომ ზღვის ნაპირზე მივდიოდი ღმერთთან ერთად და ცაზე ჩემი ცხოვრების სურათები (სცენები) ანათებდა. თითოეული სცენის დროს ნაფეხურების ორ წყვილს ვამჩნევდი ქვიშაში, ერთი მე მეკუთვნოდა, ხოლო მეორე-ღმერთს. როდესაც ჩემი ცხოვრების ბოლო კადრმაც გაელვა ჩვენს წინაშე, მოვტრიალდი და ქვიშაში დატოვებულ ნაფეხურებს შევხედე, და შევამჩნიე, რომ ჩვენს მიერ გამოვლილი ცხოვრების ბილიკის
ზოგიერთ ადგილს, ნაფეხურების მხოლოდ ერთი წყვილი ემჩნეოდა. ისიც შევამჩნიე, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე გაჭირვებულ და მწუხარების დროს ხდებოდა.
ამან ძლიერ შემაშფოთა და ვკითხე ღმერთს: "უფალო ღმერთო, შენ მითხარი, რომ თუ მე გადავწყვიტიავდი გავყოლოდი შენს გზას, შენ ყოველთვის ჩემთან ივლიდი. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში კი ნაფეხურების მხოლოდ ერთი წყვილი ემჩნევა ქვიშას. მე არ მესმის რატომ მტოვებდი იმ დროს, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდი?"
ღმერთმა მიპასუხა: "ჩემო ძვირფასო, ძვირფასო შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ და არასოდეს, არასოდეს არ მიმიტოვებიხარ ტანჯვისა და განსაცდელის დროს. სადაც ნაფეხურების ერთ წყვილს ხედავ ქვიშაზე, ეს მაშინ იყო, როდესაც ხელში აყვანილს გატარებდი."





ჯვარი
ღონე გამოცლილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვეღარ ხედავდა გამოსავალს, მუხლებზე დაეცა და ილოცა "უფალო, მეტი აღარ შემიძლია," თქვა მან "ჩემი ჯვარი ძაან მძიმეა სატარებლად."
ღმერთმა უპასუხა "ჩემო შვილო, თუ ძალიან მძიმეა ეს ჯვარი შენთვის, დადე იგი ამ ოთახში, მერე- გააღე მეორე ოთახის კარები და აიღე რომელი ჯვარიც შენ გინდა."
"გმადლობთ უფალო" ამოისუნთქა სიმძიმისაგან შემსუბუქებულმა კაცმა და ისე მოიქცა როგორც ნატქვამი ქონდა. როდესაც მეორე კარებში შევიდა, დაინახა ბევრი ჯვრები, ზოგი ისეთი დიდი იყო რომ, ბოლო არ უჩანდა. მან მოშორებით, კედელზე მიყუდებული ძალიან პატარა ჯვარი შენიშნა და ჩურჩულით თქვა "უფალო, ეს მინდა" ღმერთმა უპასუხა "ჩემო შვილო, ეს ის ჯვარია შენ რომ დადე."
როდესაც ცხოვრების პრობლემა დაუძლეველი ჩანს თქვენთვის, დაგეხმარებათ თუ მიმოიხედავთ ირგვლივ და შეხედავთ სხვა ხალხის პრობლემას, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ თქვენი თავი უფრო მეტად ბედნიერად ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი