IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ტიმოთეს უბანი, მამათა მონასტერი
NaNN
პოსტი May 28 2008, 04:47 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 23-October 07
წევრი № 3,032



თუ შეიძლება რა მასალაც მოგეპოვებათ ამ მონასტერზე მის ისტორიაზე მომაწოდოთ ამ თემაში, იგულისხმება ფოტომასალაც. წინასწარ დიდიმადლობა smile.gif


--------------------
"ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2008, 05:02 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(NaNN @ May 28 2008, 04:47 PM) *

თუ შეიძლება რა მასალაც მოგეპოვებათ ამ მონასტერზე მის ისტორიაზე მომაწოდოთ ამ თემაში, იგულისხმება ფოტომასალაც. წინასწარ დიდიმადლობა smile.gif


მხოლოდ ეს მცირედი ვნახე ამ საიტზე: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/monastrebi.htm

იმედია სხვები უკეთესად დაგეხმარებიან smile.gif




აი, კიდევ, ვნახე:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...83%9A%E1%83%98)

smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი May 28 2008, 05:49 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ციტატა(NaNN @ May 28 2008, 04:47 PM) *

თუ შეიძლება რა მასალაც მოგეპოვებათ ამ მონასტერზე მის ისტორიაზე მომაწოდოთ ამ თემაში, იგულისხმება ფოტომასალაც. წინასწარ დიდიმადლობა smile.gif


უი რამე თუ ვნახე აუცილებლად მოგაწვდი!!!! ისე წელს ვიყავი და ძალიან ლამაზია! smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 28 2008, 05:53 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი

მონასტერი დაარებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა თორელის მიერ. „თორის წყლის აღმოსავლით არს კიმოთისმანს მონასტერი გუნბათიანი, კეთილშენი, შვენიერს ადგილს“ - წერს ვახუშტი. მონასტრის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (20 x 13,8 მ), იგი ნაგებია ვარდისფერი აგურით. 12 სარკმლიანი გუმბათის ყელი შემკულია ცისფერი მოჭიქული ლარნაკებით. ტაძრის მოხატულობა შუა საუკუეების ქართული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და 1205-1215 წლებით თარიღდება. ტაძარი შიგნით მთლიანად მოხატული იყო.

უღმერთობის ხანაში ტაძარში სცენა იყო მოწყობილი. აქ იმართებოდა „ტიმოთესუბნობა“ - სოფლის დღეობა.

1994-1996 წლებში ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდა იღუმენი საბა (გიგიბერია, 1996 წლიდან - ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი).

1998 წლიდან ეპისკოპოს სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით ტიმოთესუბანში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის წინამძღვრად განაწესეს იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი), რომლის ხელმძღვანელობით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა: მცენარეებისაგან გაიწმინდა და შეკეთდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სახურავი; გამაგრდა ტენიანობის გამო ჩამორღვეული ჩრდილო-დასავლეთის მხარის კედელი; გუმბათზე აღიმართა ჯვარი; აიგო ბერთა საცხოვრებელი სახლი, სადაც ბერების სენაკების გარდა მოთავსდა ბიბლიოთეკა, სამლოცველო და სატრაპეზო.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარდა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს წმ. ბარბარეს ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესია, რომლის დასავლეთ სარკმელზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთერისთავი“. ტაძარი ძლიერ დაზიანებული იყო. 2001-2002 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად მიწის საფარველისაგან გაიწმინდა ტაძრის ჩრდილოეთი მხარე, ტაძარი გადაიხურა, დაიგო იატაკი. ხის მოჩუქურთმებული კანკელის ავტორია ვლადიმერ ვეფხვაძე. კანკელის ხატები და მთლიანად ტაძრის მოხატვა შესრულებულია ხატმწერ ლაშა კინწურაშვილის მიერ. მოხატვის ხარჯები გაიღო მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია II ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორის - სტეფანე გაბრიელიძის წვლილი.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს რესტავრატორთა მცირე ჯგუფი, კარლო ბაკურაძისა და გურამ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ფრესკების შენარჩუნებაზე. რესტავრაცია 1970-იან წლებშიც ჩატარებულა (ხელმძღვ. ეკა პრივალოვა).

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური ფრესკები სინესტის, სოკოვანი დაავადების, ტაძარში დაბინავებულ ღამურათა გუნდის და მრავალი სხვა უარყოფითი ფაქტორის გამო ბოლო წლებში კვლავ განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2001-2004 წლებში საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის დაცვის ფონდის მიერ შემუშავდა „ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის“ ორეტაპიანი პროექტი (ხელმძღვ. მაკა დვალიშვილი), რომლის მთავარი მიზანი ფრესკების დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა იყო. პროექტის მიხედვით გაიწმინდა ტაძრის გუმბათი და სახურავი, გაკეთდა სამხრეთის მინაშენებისა და საძირკვლის რეაბილიტაცია, აღდგა სადრენაჟო სისტემა და სხვ.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებით, ტიმოთესუბნის კედლის მხატვრობა მსოფლიოს მონუმენტური ძეგლების მეთვალყურეობის ფონდის 2004 წლის გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებელი 100 ძეგლის ნუსხაში შევიდა. ამავე ცენტრის შემწეობით ტიმოთესუბნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ირაკლი გუნია „საქართველოს მონასტრები“
თბილისი, 2005 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2008, 11:12 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(nuca_ge @ May 28 2008, 05:49 PM) *

ისე წელს ვიყავი და ძალიან ლამაზია! smile.gif smile.gif smile.gif


მეც ერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NaNN
პოსტი May 29 2008, 11:13 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 23-October 07
წევრი № 3,032



იხარეთ yvavilebi.gif


--------------------
"ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatiusi
პოსტი Jul 26 2008, 09:19 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 26-July 08
მდებარ.: BaTuMiIiIiI
წევრი № 5,403



IPB-ს სურათი


--------------------
ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალეე მე...

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეშეგვიწყალენ ჩვენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jul 28 2008, 12:34 PM
პოსტი #8


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ძალიან ლამაზი ადგილია, პირველად იტალიელი ტურისტი მყავდა და ის კი არა მეც პირდაღებული დავრჩი, მეორედ ზაფხულზე ვიყავი, მაგრამ ულამაზესია შემოდგომაზე smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 18 2009, 11:19 PM
პოსტი #9


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



მართლა ულამაზესი ადგილია.
ძალიან მიყვარს ეს მონასტერი.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekaterine555
პოსტი Sep 29 2009, 11:00 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 26-September 09
წევრი № 7,546



ძალიან ლამაზი ადგილია უძლიერესი მონასტრიტტ,ყველას გფარავდეთ მისი ძალა და მადლი,ამ მონასტერსჰი მოგვაწეობს მამა იოანე,რომელიც ძალიან კეთილშობილი ბერია,ყველას გისურვებთ რომ მოილოცოტ ეს წმინდაადგილი და ტქვენზეც გადმოვიდეს ეს მადლი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 30 2009, 01:03 AM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მე არ მაქვს ნანახი.. აქედანაც ჩანს რა ლამაზია.. ხოდა ფრესკები მაინტერესებს უფრო... ვინმეს აქვს ილუსტრაციები? smile.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Sep 30 2009, 01:11 PM
პოსტი #12


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ekaterine555
ციტატა
ძალიან ლამაზი ადგილია უძლიერესი მონასტრიტტ,ყველას გფარავდეთ მისი ძალა და მადლი,ამ მონასტერსჰი მოგვაწეობს მამა იოანე,რომელიც ძალიან კეთილშობილი ბერია,ყველას გისურვებთ რომ მოილოცოტ ეს წმინდაადგილი და ტქვენზეც გადმოვიდეს ეს მადლი



მამა იოანეს მეც ვიცნობ. გაზაფხულზე წაგვიყვანა აწ გარდაცვლილმა მამა ნიკოლოზმა მე და დედა მარინე ტიმოთეს უბნის მოსალოცად. ძალიან ლამაზი ადგილია. არაჩვეულებრივი ტაძარია, შალვა ახალციხელის აშენებული. ძველი ფრესკებია. ახალი გაკეთებული ულამაზესი კანკელით, ხეზე ნაკვეთი კარებებით და კიოტებით არის დამშვენებული ტაძარი. ასევე არის წმ. ბარბარეს პატარა ტაძარიც. მანდ ასევე შენდება საკმაოდ დიდი სამონასტრო კომპლექსი.

მამა იოანე ძალიან თავმდაბალია. მარად მწვანე ბერი ვარო ასე ამბობდა. smile.gif გვთხოვდა ლოცვებში მომიხსენიეთო. მან მოგვალოცინა მონასტერი და გამოგვაცილა. კარგად მახსოვს მამაო.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geronteli
პოსტი Nov 7 2012, 10:55 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 7-November 12
წევრი № 12,726



ტიმოთეს უბნის მამათა მონასტერი მდებარეობს ბორჯომიდან 25კილომეტრში წაღვერიდან 4კილომეტრში სოფელ კიმოთეს უბანში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 8 2012, 01:58 AM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ტიმოთეს უბნის მამათა მონასტერი მდებარეობს ბორჯომიდან 25კილომეტრში წაღვერიდან 4კილომეტრში სოფელ კიმოთეს უბანში

ნამდვილად!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Nov 8 2012, 01:34 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



როგორ მიყვააარს,
ბავშვობაში წაღვერში ვისვენებდი და მოვილოცეთ ეს ტაძარი
უნიკალური მხატვრობა აქვს,
პატარა შესასვლელია ძააალიან ძველი და ლამაზი.
დიდი მადლის მქონეა და ულამაზეს ტყეშია აღმართული.
სანამ ძაან ახლოს არ მიხვალ არც ჩანს, ისეთ უცნაურ ადგილას არის.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი