IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

36 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
marine
პოსტი Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

"ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა."
/ღირსი სერაფიმ საროველი/

"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა."
/ღირსი მაქსიმე ბერძენი/

"ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად."
/ღირსი თეოდორე სტუდიელი/

"მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია."

"დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება."

ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2008, 02:20 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ერი დღეს შეიძლება შევადარო პრომეთეს, ან ფრთამოტეხილ არწივს, რომელსაც ღვთის მადლით აღუდგა ჩვენთა ღირსეულთა წმინდა მამათა მიერ ავტოკეფალია, - ეს ერთი მოტეხილი ფრთა და ღრმად მწამს, რომ აღდგება მისი მეორე ფრთაც - მონაქრია."

"როგორც იტყვიან, "ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის." ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხდეთ."

"მეფე არის სინდისი და წარმომადგენელი თავისი ერისა."

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

(სიტყვა წარმოთქმულია საქართველოს საპატრიარქოში თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ გამართულ კონფერენციაზე "გზა მონარქიისაკენ")


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2008, 05:27 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამეფო პირთა მეშვეობით უფალი იცავს მიწიერ სამეფოთა კეთილდღეობას და განსაკუთრებით თავისი ეკლესიის კეთილდღეობას, არ აძლევს რა საშუალებას უღმერთო სწავლებებს, მწვალებლობებსა და სქიზმებს, შეარყიონ იგი.

სამეფო ხელისუფლება და სამეფო ტახტი დედამიწაზე თვით ღვთისგანაა განმტკიცებული, ყოველთა თვისთა ქმნილებათა დაუსაბამო შემოქმედისა და მეუფის მიერ."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2008, 02:18 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეფე ეწოდება კაცსა ხელმწიფესა, მაღალსა და გვირგვინოსანსა, ხოლო მეფა - ქალსა, რომელ არს დედუფალი.

( ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული)


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2008, 12:23 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„... აქვე ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, მოვიგონოთ ის ისტორიული სინამდვილეც, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან. თუ თქვენ გულისხმიერად განიხილავთ უძველეს ფრესკებსა და ხატებს, აი, გნებავთ, მაგალითად, სვეტიცხოველის - დედა ეკლესიის ფრესკას, სადაც წმინდა ნინო ფრთებგაშლილი ვაზის ჯვრით ხელშია გამოხატული და არა დაშვებულით, როგორც რეალურად დღესაა იგი. ასევე XVII საუკუნის შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატს, რომელზედაც ფრთებგაშლილი ვაზის ჯვარია გამოხატული.

მრავალი სხვაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და მოვიგონოთ ისიც, რასაც ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც ამბობს, თუ როგორ გაიტანეს პირველი ანექსიის წინ საქართველოდან ჯვარი ვაზისა. მთელი 40 წელიწადი ესვენა იგი ეჩმიაძინში, სასომხეთში, საიდანაც წარგზავნეს რუსეთის საიმპერატორო კარზე.

ქართველი მორწმუნე საზოგადოებისა და თავად-აზნაურთა დაჟინებული თხოვნით პავლე პირველმა იგი საქართველოში მოაბრუნა - ეს უწმინდესი და უპირველესი რელიქვია მაცხოვრის კვართთან ერთად ივერიის ეკლესიისა. მაგრამ მისი ფრთები დაშვებული იყო. რას ნიშნავს ეს? ამით ღვთისმშობელმა მარიამმა უწინასწარმეტყველა თავის წილხვედრ ქვეყანასა და საზეპურო ერს, რომ საქართველოში დაიკარგებოდა როგორც აარონული, ისე სამეფო საწყისი.

მართლაც, რა მოხდა რეალურად, ქართველობამ, საქართველოს უძველესმა ეკლესიამ, ივერიის ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია სჯულის კანონისა და საერო კანონების უხეში დარღვევით რუსეთის მხრიდან და დაკარგა, ასევე, ცხებული მეფობა. მაგრამ აღსდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, რომლის განმტკიცებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, პირმოთნეობის გარეშე ვიტყვი, მის უწმინდესობას - ილია მეორეს, აწ განსხვენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიმიტრიოსთან ერთად.

გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა
.“

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2008, 12:34 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამჟამინდელი მონარქები მსოფლიოში

(მსოფლიო სამეფო დინასტიები, თბ. 1998)


1. ავსტრალია - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


2. ანტიგუა და ბარბუდა (ცენტრ. ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


3. ბარბადოსი (ცენტრალური ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


4. ბაჰამის კუნძულები (ცენტრ. ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


5. ბაჰრაენი - შეიხი ისა ბენ სალმან ალ-ხალიფა დაიბადა 1933 წელს, ტახტზე ავიდა 1951 წელს.


6. ბელგია - მეფე ალბერტ II მეფობს 1933 წლიდან.


7. ბელიზი (ცენტრ. ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


8. ბოშების მეფე - იონ ჩუაბეს, 60 წლის (ბოშების მსოფლიო კონგრესი) მეფობს, 1992 წლიდან. ადგილსამყოფელი - რუმინეთი.


9. ბრუნეი - სულთანი მუდა ხასსანალ ბოკიახ მუიზზადინ ვადდაულას, დაიბადა 1956 წელს, ტახტზე ავიდა 1968 წელს.


10. ბუტანი (ნეპალის მოსაზღვრე, დედაქალაქი თხინფხო) - ჯიგმე სენგე ვანგჩუკი, დაიბადა 1955 წელს, ტახტზე ავიდა 1972 წელს.


11. გრენადა (კარიბის აუზი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


12. დანია - მეფობს დედოფალი მარგარეტ II 1972 წლიდან.


13. დასავლეთ სამოა (წყნარი ოკეანე) - მეფობს მალიეტოა ტანუ მაფილი II 1963 წლიდან.


14. დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


15. ესპანეთი - ხუან კარლოსი I, მეფობს 1975 წლიდან.


16. ვატიკანი - რომის პაპი.


17. იამაიკა - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


18. იაპონია - იმპერატორი აკიჰიტო მეფობს 1989 წლიდან.


19. იორდანია - ჰუსეინ ბენ თალალი მეფობს 1952 წლიდან. ჰაშიმიდების დინასტია.


20. კანადა - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


21. კამბოჯა - ნაროდომ სიანუკი მეფობს 1993 წლიდან.


22. კატარი (სპარსეთის ყურე) - ემირი ჰალიფა ბენ ჰამად ატ-ტანი მეფობს 1972 წლიდან.


23. სამხრეთ კორეა - მეფე კრონსპრინცი იუ კუ, დაიბადა 1931 წელს, ტახტზე ავიდა 1996 წლიდან.


24. კუვეიტი - ემირი ჯაბერ ალ-აჰმედ ალ ჯაბარ ას სამაჰი მეფობს 1977 წლიდან.


25. ლესოტო (სამხრეთ აფრიკა) - ლეთზია III მეფობს 1991 წლიდან.


26. ლიხტენშტეინი (ავსტრიას და შვეიცარიას შორის) - თავადი ჰანს ადამს II 1989 წლიდან.


27. ლუქსემბურგი - დიდი ჰერცოგი ჟან ბენუა გიიომ მარი რობერ ლუი ანტუა ადოლფ მარკ დე ავიანო, დაიბადა 1921 წელს, ტახტზე ავიდა 1961 წელს.


28. მალაიზია - სულთანი ტუანკე ჯააფარ აბდულ რაჰმანი 1994 წლიდან.


29. მაროკო - 1949 წლიდან მეფობს ჰასან III.


30. მონაკო - თავადი რენაიე III, 1949 წლიდან.


31. ნეპალი - ბირენდა ბირ ბიკმარ შაჰ დევი, დაიბადა 1945 წელს, ტახტზე ავიდა 1972 წელს.


32. ნიდერლანდები - დედოფალი ბეატრიკსი ვილგელმინა არმგარდ, დაიბადა 1938 წელს, ტახტზე ავიდა 1980 წელს.


33. ნორვეგია - ჰაროლდ VI დაიბადა 1934 წელს, ტახტზე ავიდა 1991 წელს.


34. ომანი (სპარსეთის ყურე) - სულთანი ყაბუს ბენ საიდი, დაიბადა 1940 წელს, ტახტზე ავიდა 1970 წელს.


35. პაპუა (წყნარი ოკეანე) ახალი გვინეა - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


36. საუდის არაბეთი - ფახდ იბნ აბ ალ-აზიზ საუდი მეფობს 1982 წლიდან.


37. სენტ ვინსენტი და გრენადინები (კარიბის აუზი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


38. სენტ კიტსი და ნევისი (სენ კრისტოფერი და ნეფისი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


39. სენტ ლუსია (კარიბის აუზი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


40. სვაზილენდი (სამხრეთ აფრიკა) - მსვატი III მეფობს 1986 წლიდან.


41. სოლომონის კუნძულები (წყნარი ოკეანე) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


42. ტაილანდი - ჰუმოპონ ადულიადეტი (რამა IX), მეფობს 1950 წლიდან.


43. ტონგა (წყნარი ოკეანე) - ტაუფააჰაუ ტუპოუ IV, მეფობს 1965 წლიდან.


44. ტუვალუ (წყნარი ოკეანე) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.


45. შვედეთი - კარლ XVI ჰუსტავი მეფობს 1973 წლიდან.


პ. ს. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაგაჩნიათ, მოხარული ვიქნები თუ მოგვაწვდით.








--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2008, 03:35 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გვირგვინი - მონარქიული ხელისუფლების სიმბოლო - ძვირფასი ლითონისგან (უმთავრესად ოქროსაგან) დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული.

გვირგვინს ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოყვანილობა ჰქონდა. მისი ფორმა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. გვირგვინი მეფობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო, ამიტომ მეფეს გვირგვინოსანს უწოდებდნენ. (საქართველო, ენციკლოპედია).


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2008, 02:56 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მირონ-ცხება არ გაიმეორება ისევე, როგორც ნათლისღება. მართლმადიდებელ მეფეთა მირონ-ცხება არ არის ცალკე საიდუმლო, არამედ უმაღლესი საშუალება სული წმიდის ნიჭთა მოცემისა დიდ სამეფო მსახურებისათვის.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 30 2008, 03:36 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
მირონ-ცხება არ გაიმეორება

გაიმეორება

როდესაც მონათლული ქრისტიანი უარყოფს თავის სარწმუნოებას, ხელახლა დაბრუნების შემთხვევაში ექვემდებარება სწორედ რომ მირონცხებას yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 30 2008, 04:02 PM
პოსტი #10


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2008, 04:09 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ Jan 30 2008, 03:36 PM) *

marine


როდესაც მონათლული ქრისტიანი უარყოფს თავის სარწმუნოებას, ხელახლა დაბრუნების შემთხვევაში ექვემდებარება სწორედ რომ მირონცხებას yes.gif


მასეთ შემთხვევაში მე ვიცი რომ მირონცხება არ მეორდება, უბრალოდ ასეთ ადამიანს განსაკუთრებულ ლოცვებს უკითხავენ.

დავით, შეგიძლია რამით დაადასტურო შენი ინფორმაცია?


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 30 2008, 04:24 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
დანამდვილებით იცი, დავით?

yes.gif

ეგ არამხოლოდ კანონიკური, დოგმატური ნორმაცაა:

ნათლობა არ შეიძლება განმეორდეს. ამიტომ ეკლესია განმეორებითი ნათლობის გარეშე, მხოლოდ მირონცხებით იღებს მის წიაღში შემოსულ ერეტიკოსებსაც (თუ ისინი უკვე მონათლულნი არიან), თანახმად სახარებისა და ძველი ეკლესიის მიერ მოცემული მცნებისა.

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/17.htm#8

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებ ავტორიტეტულად გამოდგეს ციტატა თავად ჩემივე წიგნიდან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი რეცენზირებულია საპატრიარქოს მიერ, მთლად ურიგოც არ უნდა იყოს:

მირონცხების იურიდიული ხასიათი

მირონცხების საიდუმლო, ვინაიდან დამოუკიდებლად არასდროს არ აღესრულება, სამართლებრივი ბუნება ნაკლებად აქვს, იგი უფრო „სულიწმიდის ბეჭდად“ იწოდება, ვინაიდან მოებმის რომელიმე საიდუმლოს და ამოწმებს მას. მირონცხება უშუალოდ ნათლობას მოებმის და იურიდიულად იგივე შინაარს ატარებს, რასაც ნათლობის საიდუმლო. თუმცა, ამას გარდა, მირონცხება აღესრულება იმ მწვალებებლზეც, რომელიც ნათელღებულ იყო ჭეშმარიტი ნათლისღებით, შემდგომ განუდგა ქრისტეს და კვლავ მოექცა მართლმადიდებლობაზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მირონცხებას გააჩნია საეკლესიო-სამართლებრივი ბუნება, ვინაიდან იგი იწვევს ქრისტიანის თავის უფლებებში აღდგენას და იურიდიულად უტოლდება ნათლობის საიდუმლოს. მირონცხება აღესრულება, აგრეთვე, მონარქის კურთხევისას. მეფის კურთხევა, ცხადია, წარმოადგენს, იურიდიულ ფაქტს, ვინაიდან მეფის უფლებამოსილება კურთხევის შემდეგ იწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში მირონცხების ცალკე გამოყოფა არ ეგების, რადგან მეფის კურთხევა მთლიანად წარმოადგენს იურიდიულ ფაქტს და არა მისი ცალკეული ელემენტები.

http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/5-1.htm



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 30 2008, 04:27 PM
პოსტი #13


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2008, 04:31 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,611
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კანონისტი

მადლობა, დავით, საინტერესო ინფორმაციისთვის smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 30 2008, 04:36 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
ჩემს გულში მჯდარხარ !

ჩემ გულშიცაა მეფე და მაგიტო 2kiss.gif

marine
a025.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 31 2008, 06:20 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Lenus
კანონისტი


არაა ეგ ზუსტი მიდგომა და ყოველთვის არ აღესრულება მირონცხება

მაგალითად მოსკოვის საპატრიარქო არც ნათლავს და არც მირონცხებს კათოლიკებს

ამას გარდა რამდენიმე ასეულ ათას ნესტორიანელ ასირიელთა მართლმადიდებლობაში მოქცევა მოსოვის საპატრიარქომ განახორციელა არათუ მირონცხების და ნათლობის გარეშე - არამეტ არანაირი წესი არ აღასრულა...

ამ საკითხებზე იყო კამათი "ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგიაში"


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 31 2008, 06:44 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ვიცი, მაგრამ მე არ მითქვამს ყოველთვის-მეთქი

უბრალოდ, ფრაზა "მირონცხება მხოლოდ ერთხელ აღესრულება" შევნიშნე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 31 2008, 09:46 PM
პოსტი #18


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მე მაინც ვერ წარმომიდგენია,რატომ უნდა გვყავდეს მეფე?

მეფე თუ იქნება უნდა იმეფოს კიდეც.

არ მინდა მონარქია,ისე უბრალოდ შირმად იყოს.

არ მინდა ისეთი მეფე,რომელიც ვერ გადაწყვეტავს ვერაფერს.

და მაინც არ მინდა ესპანელი, ან ფრანგი ბაგრატიონი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jan 31 2008, 09:55 PM
პოსტი #19


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 31 2008, 11:19 PM
პოსტი #20


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(Lenus @ Jan 31 2008, 09:55 PM) *

Amuza

ქართველი ბაგრატიონი გინდა?
მემკვიდრე ქართველია და არც დაუტოვებიათ საქართველო,
გაარკვიეთ ხოლმე ასე ტახტიდან ჩამოგდებას სანამ გამოცხადებთ, თქვე კაი ხალხო smile.gif



ვიცი ეგ ბაგრატიონი.
ისე , რომ ვუკვირდები, რა ძნელად აღსასრულებელი იქნება იცი, მონარქული წყობილება საქართველოში?
ჯერ ერთი თითქმის სადაც მონარქიული წყობაა, იქაური მონარქი მე მონარქად არ მიმაჩნია. აკლიად სიძლიერე და ერთპიროვნულობა; მეორეც როგორ ფიქრობ, ისეთ ერში სადაც ჯერ კიდევ არ შემწყდარა,გვარების მიმართ ტრფიალი, ანუ რას ვგულისხმობ,რომ ყველა იმერელი რომ აზნაურია და თუ ბაგრატიონის მონათესავეები არ არიან, სულ მცირე, დადიანებს და ყიფიანებს მაინც რომ ენათესავებიან, არ წამოყოფენ მერე თავს და არ მოითხოვენ დიდგვაროვნები უპირატესები იყვნენ, მონარქიულ წყობაში?

მე მაგალითად მომხრე ვიქნებოდი, თეოკრატიული მმართველობის, ეს უფრო მისაღებია, მაგრამ რთულად განსახორციელებელი,რამეთუ ბევრი სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევარი ცხოვრობს საქართველოში.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

36 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th December 2019 - 02:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი