თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2007, 10:45 AM

ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.

მედეა
(ძვ. წ. XIV - XIII სს.)

მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.

ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.)

IPB-ს სურათი
ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში.

მედეა და მედიცინა

IPB-ს სურათი

მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.

მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა."




თამარ მეფე
(1166 - 1213)

IPB-ს სურათი

თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე.

1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ.

1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი.


თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას.

თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ.


* * *
IPB-ს სურათი

თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა.

არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია.


XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას".


გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა.

http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 1 2007, 10:46 AM

marine

მადლობა მარი ასეთი საინტერესო თემისთვის!


გაიხარე! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2007, 10:55 AM

ციტატა(ნათია @ Aug 1 2007, 10:46 AM) *

marine

მადლობა მარი ასეთი საინტერესო თემისთვის!
გაიხარე! 2kiss.gif


a025.gif

იმედი მაქვს, ნათი ,რომ ეს თემა აქტიური გახდება და აქ თავს მოვუყრით ყველა დროის ცნობილ ქართველ ქალს..

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 1 2007, 11:42 AM

ეეჰ, მთელ წიგნს ვერ დავდებ, (პაპავები: "მარიამ - უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი") არადა მარიამ ციციშვილი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი იყო და არის მგონი ქართველი ქალის ღირსებისა და პატივისცემის ეტალონი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2007, 11:52 AM

ციტატა(Lenus @ Aug 1 2007, 11:42 AM) *

ეეჰ, მთელ წიგნს ვერ დავდებ, (პაპავები: "მარიამ - უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი") არადა მარიამ ციციშვილი, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი იყო და არის მგონი ქართველი ქალის ღირსებისა და პატივისცემის ეტალონი.


ძალიან საინტერესოა, სიმონ, იქნებ მცირედი ინფორმაცია მაინც მოგვაწოდო მარიამ დედოფალზე..

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 1 2007, 11:56 AM

ცოტა დრო, და დიდი სიამოვნებით მოგაწვდით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2007, 12:06 PM

ციტატა(Lenus @ Aug 1 2007, 11:56 AM) *

ცოტა დრო, და დიდი სიამოვნებით მოგაწვდით.


წინასწარ დიდი მადლობა!!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2007, 01:11 PM


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2007, 02:00 PM

დარეჯან დედოფალი

IPB-ს სურათი

დარეჯან დედოფალი, ერეკლე II-ის მეუღლე, და მისი ღირსეული ქალები ქეთევანი, მარიამი და თეკლა თავიდანვე ანტირუსული განწყობილებისანი იყვნენ, რის გამოც პრორუსული ორიენტაციის ერეკლე მეფის რისხვა დაიმსახურეს.

დარეჯან დედოფალი იყო ასული სამეგრელოს მთავრის გიორგი დადიანისა. იგი დაბადა 1735 წლის 20 ივლისს. დარეჯანი იყო მეფე ერეკლეს მესამე ცოლი. მათ ეყოლათ 8 ვაჟი და 6 ასული. დედოფალი თავიდანვე მტრულად უყურებდა ერეკლეს რუსეთთან დაახლოებას.

ერეკლეს მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იწყება დედოფალ დარეჯანის უშუალოდ ჩარევა სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა. ჯერ კიდევ 1770 წელს ასპინძის ბძოლის წინ დაინახა დარეჯანმა რუსეთის დიპლომატიის ნამდვილი სახე და რუსეთის "დახმარება-მფარეველობის" არა რა სწამდა.

არა მარტო ერეკლეს ვაჟები და ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალი და მისი მომხრეები ბოლოს მაინც ვერას გახდნენ და 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მოეწერა ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის. 1795 წლის სექტემბერში თბილისში აღა-მახმად-ხანი შემოიჭრა. რუსეთი საქართველოს ამჯერადაც არ დაეხმარა. სპარსეთმა საქართველო დაარბია და უამრავი ტყვე წაასხა.

1798 წლის 11 იანვარს ივერიის მზე ჩაესვენა, გარდაიცვალა ერეკლე მეფე. ბატონიშვილმა გიორგიმ ისარგებლა ამ მომენტით და სამეფო ფუნქციები ხელთ აიღო. ქვეყანა სუსტ და უძლურ გიორგის ხელიდან ეცლებოდა. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა და სამეფოს გადარჩენის იმედებიც თან წაიღო.

საუბედუროდ, გამართლდა დარეჯანის წინასწარმეტყველება. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამ ქართველი ერი უძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რასაც მოჰყვა 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში და 1804 წლის მთიულეთის აჯანყება.

სამეფოს გადასარჩენად ყველამ დარეჯანის გარშემო მოიყარა თავი. დედოფალი ტახტის აღდგენას და მანიფესტის გაუქმებას მოითხოვდა. ბაგრატიონთა შორის უთანხმოების მოსპობამ საგონებელში ჩააგდო რუსეთი და გადაწყვიტეს დედოფალი დარეჯანი და ბაგრატიონები საჩქაროდ მოეშორებინათ საქართველოდან... ხელმწიფე მათ რუსეთში გადასახლებას ითხოვდა და საქვეყნოდ ამას "სადარბაზოდ მიწვევას" არქმევდა.

1803 წლის ნოემბერში დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი ჯარით გარშემორტყმული საყვარელ დედოფალს. საქართველო მისტიროდა მართლაც უკანასკნელ დედოფალს, რომელიც იძულებით და ამაყად სტოვებდა საყვარელ სამშობლოს.

დარეჯან დედოფალი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს პეტერბურგში და დაკრძალეს ნევის მონასტერში, ხარების ეკლესიაში.

დარეჯანის სასახლე:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Aug 2 2007, 02:04 PM

"იგი დაბადა 20 ივლისს"
მარიამ ჩემი დაც 20 ივლისს არის დაბადებული და დარეჯანი ქვია wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2007, 02:11 PM

ციტატა(catherina_10 @ Aug 2 2007, 02:04 PM) *

"იგი დაბადა 20 ივლისს"
მარიამ ჩემი დაც 20 ივლისს არის დაბადებული და დარეჯანი ქვია wink.gif


უი, რა დამთხვევაა!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Aug 2 2007, 07:56 PM

სახელი არ მახსოვს, მგონი შუშანა დედფალი იყო, ხაზრეთში რომ ათხოვებდნენ(თუ ტყვედ მიყავდათ) და კავკასიონის მთებში რომ მოიწამლა თავი. ერისთავის მეუღლე იყო.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Aug 2 2007, 11:25 PM

ციტატა(მამფალი @ Aug 2 2007, 07:56 PM) *

სახელი არ მახსოვს, მგონი შუშანა დედფალი იყო, ხაზრეთში რომ ათხოვებდნენ(თუ ტყვედ მიყავდათ) და კავკასიონის მთებში რომ მოიწამლა თავი. ერისთავის მეუღლე იყო.

ჰა,ჰა,ჰა რაებს გვახვევ თავს პატივცემულო კეისარო? laugh.gif biggrin.gif tongue.gif
არაფერი მეუღლე არ იყო dry.gif და იყო, და!!!!!! და ერისთავი მაშინ არ ერქვა!!!!!!

პ.ს. მე რა საზიზღარი ვააარ smile.gif საყვარლად საზიზღარი smile.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Aug 2 2007, 11:28 PM

კაი და იყო და ერისმთავარი იყო.
ვთქვი არ მახსოვსთქო კარგად? მე ფაქტი მახსოვდა.
უყურე შენ ამას. ესეც გახდა ნამაქაფარმი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2007, 11:11 AM

ქეთევან, თეკლა და მარიამ ბატონიშვილები

დარეჯანის გადასახლების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა და რძლებმა გააგძელეს ანტირუსული მოძღვრება.

ქეთევან ბატონიშვილი - იოანე მუხრან-ბატონის ქვრივი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად დიდ მონაწილეობას იღებდა 1804 წლის ქართლის მთიანეთის აჯანყებაში. ქეთევანის პირადი მსახური ყოფილა შიკრიკი და საიმედო პირი ამ შეთქმულებისას.

1805 წლის იანვარში აჯანყება ცეცხლითა და მახვილით ჩააქრეს. 1804 წლის აჯანყების გმირები იულონი და ფარნაოზი სხვა ბატონიშვილებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. ქეთევანი თავის სასახლეში დააპატიმრეს. რუსეთისათვის ნათელი იყო, რომ ქეთევანმა ბევრი რამ იცოდა 1802 წლისა და 1804 წლის შეთქმულებათა შესახებ.

მის გამოსატეხად უსასტიკესი ზომები მიიღეს, მაგრამ მათ ქეთევანი ვერ გასტეხეს და რუსეთში გადასახლებით დაუწყეს წამება. სწორედ ამ პატიმრობის ხანას უნდა ეკუთვნოდეს ბატონიშვილი ქეთევანის მრავალ-მხრივ შესანიშნავი ლექსი - "ჰოი ვითარ ვსთქვა."

ქეთევან ბატონიშვილის პატიმრობისას აღმოხეთქილ კვნენას ყველაზე უწინ გამოეხმაურა თეკლა ბატონიშვილი, მეფე ერეკლეს ყველაზე უცროსი ქალი, განთქმული შეუდარებელი სიკეკლუცე-სილამაზეთან ერთად, თავისი ვაჟური მხნეობით, შემძლეობითა და უცნაური სითამამით; საუცხოო მონადირე, ცხენზე მოჯირითე და მკვირცხლი ბუნების.თვითონ ერეკლე "ვაჟკაცს" ეძახდა, 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია ჩაცმული და ხშირად უტარებია მოგზაურობის თუ ლაშქრობის დროს.
მას სამი ვაჟი ჰყავდა: ცნობილი პოეტი ვახტანგ ორბელიანი, ისტორიკოსი ალექსანდრე და დიმიტრი.

თეკლა თავის ლექსში "პასუხად ქეთევან ბატონიშვილს", კიდევ უფრო ცოცხლად და მუქი ფერებით გადმოგვცემს თავისი დის ტყვეობის ამბავს, მტრების სისინს და მისი დის გლოვის მიზეზს. მაგრამ ის მაინც არ სთვლის საქმეს წაგებულად და ქეთევანისებულ უსაზღვრო პესიმიზმს არ ეძლევა. (უკვე ჭაღარა მოსილი თეკლა ბატონიშვილი 1832 წლის შეთქმულებაშიც მონაწილეობდა თავის სახელოვან შვილებთან ერთად.)

სამშობლოს დიდების დაცემით გამოწვეული პესიმიზმი ქეთევანის მეორე დას ბატონიშვილი მარიამს უფრო ენათესავება, ვიდრე თეკლას. მარიამი იყო მეუღლე ქალაქის მოურავის დავით ციციშვილისა, ჰყავდა ოთხი ვაჟი. მარიამი ყოფილა ძალიან ნიჭიერი, დიდად დახელოვნებული საღმრთო წერილში, პოეტი, მუსიკოსი; უყვარდა მხიარულება, მაგრამ სამეფო სახლის რუსეთში გადასახლების შემდეგ ყოველივე მხიარულება დაივიწყა, წავიდა თავის სოფელ ქარელში, სწერდა სამგლოვიარო ლექსებს, იყო ლოცვაში და ღვთის ვედრებაში.

1804 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით ქართული სამეფო სახლის მამულები გადაირიცხა ხაზინის სასარგებლოდ. ბაგრატიონთა სასახლეებში რუსი მოხელეები მოკალათდნენ, მამულების შემოსავლით რუსულ ხაზინას ავსებდნენ, ბაგრატიონები კი უსაზღვრო მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.მაგრამ ბატონიშვილებში არ აღმოჩენილა არცერთი, რომელიც "ოქროს მთებსა" და "ფუფუნებას" დახარბებოდა, არცერთი იმათგანი რუსეთს ნებით არ დამორჩილებია და რუსეთში ნებით არ წასულა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2007, 02:30 PM

ქეთევან მაღალაშვილი

1894-1973

ცნობილი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა ქ. ქუთაისში. 1911 წ. სწავლა დაიწყო თბილისში კავკასიის ნატით ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, სადაც მასწავლებლად იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი.

1914-1917 წლებში მოსკოვში სწავლობდა ცნობილ ფერმწერებთან კოროვინთან და კასატკინთან. 1917 წ. რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ ეროვნულ გალერეაში, რომლის ხელმძვანელმა დიმიტრი შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა ქ. მაღალაშვილის როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. 1923 წ. ის შეუერთდა მხატვრების ჯგუფს დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, შ. ქიქოძის შემადგენლობით, რომლებიც პარიზში ცხოვრობდნენ და სრულყოფდა თავის ოსტატობას კოლაროსის აკადემიაში.

1926-1937 წლებში მუშაობდა რესტავრატორად,ახდენდა მინიატურების, ფრესკების კოპირებას. ქ. მაღალაშვილი ტრიალებდა ინტელიგენტურ გარემოცვაში და ქმნიდა თანამედროვეების – ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის, სოლიკო ვირსალაძის, ბ.კუფტინის და სხვათა პორტრეტებს. მის არქივში შემონახულია ფოტოგრაფიები, რომელზედაც აღბეჭდილია კულტურის ცნობილ მოღვაწეთა სახეები.

IPB-ს სურათი

ქეთევან მაღალაშვილი. 1922 წ.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Aug 3 2007, 05:57 PM

მარო მაყაშვილი

მართლაც რომ გმირი გოგო. კოჯორში დაცემული 1921 წელს.
...თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2007, 11:25 AM

ბარბარე ჯაიანი, 1885 წ.

IPB-ს სურათი

კნეინა ლორთქიფანიძე, 1865 წ.

IPB-ს სურათი

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილისა

IPB-ს სურათი

ოლღა ჩიჯავაძე

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Aug 7 2007, 11:42 AM

ძალიან საინტერესო თემაა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2007, 11:45 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 11:42 AM) *

ძალიან საინტერესო თემაა 2kiss.gif

a025.gif a025.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Aug 13 2007, 07:33 PM

ელენე ახვლედიანი
მხატვარ-პეიზაჟისტი, დაიბადა თელავში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც ასწავლიდა გიგო გაბაშვილი. მონაწილეობა მიიღო 1919 წლის გამოფენაში, რომელიც გამართა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ. 1922-24 წლებში იმოგზაურა იტალიაში. 1924 წელს კი გაემგზავრა პარიზში სასწავლებლად. იქ იღებდა არაერთ გამოფენებში მონაწილეობას. 1927 წლიდან საქართველოშია. თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან ერთად და შექმნა 72 წარმოდგენის დეკორაციები და ესკიზები. გარდაიცვალა 1975 წელს.

მაპატიეთ, ეს ძაან მწირი და მშრალი ინფოა sad.gif მოცალეობის ჟამს უფრო დაწვრილებით დავდებ,....სხვებზეც...
რავი მარინე, თუმცა ეს ხელოვნების განყოფილება არაა, მაგრამ რა მოხდება რომ დაიდოს... a075.gif
ეს მისი ერთ-ერთი სურათია, კერძო კოლექციაშია მგონი, თუ არ ვცდები...და რა ქვია ეგეც არ მახსოვს....

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Aug 13 2007, 10:21 PM

მე არ მომწონს მედეა.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Aug 13 2007, 10:34 PM


რუსუდანის შვილი - თამარი... რომელიც სულთანზე გაათხოვეს...
გურჯი-ხათუნად წოდებული...


მამფალი

ციტატა
მარო მაყაშვილი

მართლაც რომ გმირი გოგო. კოჯორში დაცემული 1921 წელს.
...თბილისს ეხურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...


აი მისი ფოტო..
http://imageshack.us
Shot at 2007-08-13

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 14 2007, 03:59 PM

ბარბარე ჯაიანი, ოლღა ჩიჯავაძე....

იქნებ მოგვითხროთ მათ შესახებ? ვინ იყვნენ ისინი? მე სამწუხაროდ არ მსმენია მათ შესახებ sad.gif



დინარ დედოფალი (X)

წმიდა დინარ დედოფლის შესახებ ცნობები გვხვდება „ქართლის ცხოვრებაში“. რუსული საეკლესიო მატიანეებიც მოიხსენიებენ „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე.

მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს (ხს. 1 მაისს), მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.

ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ და შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც, მოსე კალანკატუელის თანახმად, ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც, როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები წმიდა დედოფალ დინარას შესახებ არის პირველი რუსული წერილობითი ძეგლი (1564 წ.) საქართველოს შესახებ.

საქართველოს ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.

მოსკოვის კრემლის სასახლეში, ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.


პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Aug 14 2007, 05:03 PM

ციტატა
.nino

არც კი გამიგია რაიმე ინფორმაცია წმ. დინარა დედოფალზე, დიდი მადლობა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 14 2007, 05:14 PM

ციტატა
არც კი გამიგია რაიმე ინფორმაცია წმ. დინარა დედოფალზე



არც მე ვიცოდი აქამდე... ამიტომაც მაშინვე დავდე როგორც კი წავიკითხე... smile.gif

რისი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 15 2007, 06:13 PM

სქემიღუმენია თამარი (ფამარი), ერისქალობაში თამარ ალექსანდრეს ასული მარჯანიშვილი (ცნობილი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილის უფროსი და), თავადის ასული, დაიბადა გასული საუკუნის 60-იან წლებში. იგი იყო მდიდარი ქართული ოჯახის შვილი, მიღებული ჰქონდა უაღრესად კარგი აღზრდა-განათლება. მარჯანიშვილების ოჯახში უფრო არისტოკრატული ატმოსფერო სუფევდა, ვიდრე სასულიერო. როგორც მრავალ თავადურ ოჯახში, აქაც მოწიწებით ინახავდნენ იმ დროს ძვირფას ტრადიციებს. მამა - ალექსანდრე გარდაიცვალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამარი ძალიან პატარა იყო, ხოლო დედა 20 წლის ასაკში დაეღუპა.

თამარს ჰქონდა დიდი მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა, ემზადებოდა პეტრბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად, ჰყავდა ნიჭით, გარეგნობითა და ვაჟკაცობით გამორჩეული საქმრო... მაგრამ მოულოდნელად ბედის ბორბალი სულ სხვა მიმართულებით დატრიალდა.

დედის გარდაცვალების შემდეგ, ზაფხულში, იგი თავის დასა და ორ უმცროს ძმასთან ერთად სტუმრობდა ქალაქ სიღნაღში, დეიდასთან. აქ, ქალაქის ახლოს, სოფელ ბოდბეში მდებარეობდა იმჟამად ახალი დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ერთ დღეს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს სწვეოდნენ ახალ მონასტერს. მართლაც, ჩავიდნენ ბოდბეში და შევიდნენ ტაძარში. მიმდინარეობდა საღვთო ლიტურგია. კლიროსზე იდგა იღუმენია იუბენალია და ლოცვებს კითხულობდა. რამდენიმე და გალობდა. ახალგაზრდები ერთხანს უსმენდნენ წირვას და მერე უხმაუროდ გამოვიდნენ ტაძრიდან. თამარი მარტო დარჩათ წირვის ბოლომდე. იგი საოცრად მოაჯადოვა აქ გამეფებულმა სულიერმა ატმოსფერომ და მაშინვე მტკიცედ გადაწყვიტა - აღკვეცილიყო მონაზვნად და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა.

როცა წირვა დამთავრდა, თამარი მივიდა იღუმენიასთან, აუწყა თავისი სურვილი და სთხოვა მიეღო მონასტერში. ამასობაში ახალგაზრდებმა თამარის საძებრად გამოგზავნეს მისი ბიძაშვილი, 14 წლის ყმაწვილი, რომელიც იმ დროს შემოვიდა ეკლესიაში, როცა თამარი იღუმენიას ესაუბრებოდა. ყმაწვილმა მოისმინა ყველაფერი, გამოვიდა ეკლესიიდან და ახალგაზრდებს აუწყა თამარის გადაწყვეტილება. ახალგაზრდებმა სასაცილოდ აიგდეს. „თამარს მონაზვნობა უნდა!“ - ხარხარებდნენ ისინი. სახლში დაბრუნებულებმა ეს ამბავი ნათესავებს უამბეს.

თამარმა მათ განუცხადა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მონაზვნად აღკვეცა. ვერანაირმა თხოვნამ, მუდარამ, ვერც დაცინვამ ვერ გაჭრა და თამარს ხელი ვერ ააღებინა ჩანაფიქრზე. მაშინ ახლობლებმა გადაწყვიტეს მისი გულისყური როგორმე მოეწყვიტათ მონასტერზე ფიქრისათვის და გულის გადასაყოლებლად თბილისში ჩამოიყვანეს. იგი გასართობად დაჰყავდათ კონცერტებსა და თეატრებში.

„მახსოვს, - ყვებოდა დედა თამარი, - ვზივარ თეატრში და ჯიბეში ხელით კრიალოსანს ვმარცვლავ“.

ბოლოს, როცა თამარი დარწმუნდა, რომ ნათესავებსა და ახლობლებს არ უნდოდათ მისი მონასტერში გაშვება და მონაზვნად აღკვეცა, იგი ჩუმად გაიპარა სახლიდან და მივიდა მონასტერში. ახლობლებმა მიაგნეს მას, მაგრამ თამარმა უარი განაცხადა დაბრუნებაზე. ბოლოდ დედა იუბენალიამ დაიყოლია ნათესავები და მათაც დართეს ნება თამარს ევლო მის მიერ არჩეული გზით.

მონასტერში იგი ცხოვრობდა იღუმენია იუბენალიას უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც ძალიან შეეთვისა თამარი.

ცოტა ხნის შემდეგ თამარი მონაზვნად აღკვეცეს, საეკლესიო სახელად კი იუბენალია უწოდეს. მეუფე არსენმა მიამბო, რომ რამდენიმე ადამიანის ცნობით, რომლებიც დედა ფამარის მონაზვნად აღკვეცას ესწრებოდნენ, იმ დროს მის თავზე თეთრი მტრედი დაფარფატებდა.

1902 წელს იღუმენია იუბენალია-უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში, სადაც ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იუბენალია-უმცროსი კი საქართველოს ეგზარხოსის ბრძანებით ბოდბის მონასტრის იღუმენიად განამწესეს. ამდენად, სრულიად ახალგაზრდა დედა თამარი გახდა წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია, იმ მონასტრისა, რომელშიც იმხანად სამასი და იმყოფებოდა. იგი თავდაპირველად ძალიან დარდობდა და განიცდიდა სულიერ დედასთან - იუბენალიასთან განშორებას, რომელიც მშოებელი დედის მაგივრობასაც უწევდა მას. დედა თამარს იმ დროს დიდი დახმრება აღმოუჩინა იოანე კრონშტადტელმა.

შემდეგ იგი გადაასახლეს რუსეთში, სადაც მან ააგო მონასტერი... მოგვიანებით დააპატიმრეს კიდეც.

დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წლის 10/23 ივნისს. როცა კვდებოდა, ყველას სთხოვდა ელოცათ, ყველას გამოემშვიდობა, ყველა დალოცა და სულ მეუფეს უხმობდა, რომელიც იქვე სწირავდა და ლოცულობდა. სწორედ მის ლოცვაში დახუჭა თვალების. წესი მეუფე არსენმა აუგო.

დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე, მამა ალექსი მეჩევის საფლავის ახლოს.

დედა თამარის საფლავზე აღმართულია ხის თეთრი ჯვარი, რომელშიც ღვთისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს ხატებია ჩასმული. ქვედა კადონზე მეუფე არსენის ლოცვა-კურთხევით გაკეთებული წარწერაა: «Веруяй в Мя имать живот вечный».

უფრო დაწვრილებით (ძალიან საინტერსოა) იხილეთ აქ:

http://www.orthodoxy.ge/biografiebi/deda_tamari/deda_tamari.htm

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 3 2007, 12:28 AM

წმ. კვირიკე-
IPB-ს სურათი
ქართული ხატწერისა და ლიტერატურის ისტორია გვამცნობს, რომ დედაშვილობის ამ მადლიანმა სახემ ძველთაგანვე მთელი საქართველო ითაყვანა. ამის მოწმეა ეკლესია-მონასტრები, სადაც IX-X საუკუნეებიდან მოკიდებული, ხატებსა და ხელნაწერებში ინახება მათი ხსენება. საქართველოს ყველა კუთხეში ივლიტას და კვირიკეს სახელზე სალოცავებია აგებულია. ივლისის ძველი სახელიც “კვირიკობისთვე” “კვირიკობას” უკავშირდება. ქრისტიანული მსოფლიო წამებულ ყრმას და მის დედას ივლიტას, 28 ივლისს მოიხსენიებს. ძველთაგანვე სვანებს უციათ თაყვანი წამებულთათვის. მათი სახელობის სალოცავს მათებურად “ლაგურკა” ჰქვია. ვინ იყვნენ ისინი, რომელტაც მოხიბლეს ქართველთა გულები?

კეთილმორწმუნე ივლიტა და მისი სამი წლის შვილი კვირიკე ცხოვრობდნენ დიოკლიტიანე იმპერატორის დროს (ზეობიდან 284-305 წწ), ქალაქ იკონიაში, კაბადოკიის მახლობლად. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატომა დიოკლიტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ როგორც ჩანს, “მოწევნულ იყო ჟამი მისი” – ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: “მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზე – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!” კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელეს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მე ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისაკენ. “განწიხსნა ფიხითა და შეეხვია წელათა და უკბინა” ტარსიონის მთავარს, “კაცსა ბოროტსა და მხეცის ბუნებისას”.


საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკელობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა წამების გაგრძელება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვარ ფისს ასხამდნენ.

– “შეიბრალე თავი ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!”

– “არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უხმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!” – პასუხობდა ნეტარი.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის. მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: “გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ შენ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამით მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნე სუფევა დაუმკვიდრე, აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენლ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა”.

ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305), მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ყრმა უმანკოებისა და ერთგულების საკრალური სახეა. ამიტომ დასახა იგი უფალმა ზეციური სამეფოს ხატად და მოგვიწოდა : “იქმნით, ვითარცა ყრმა და დაიმდაბლეთ თავი, ვითარცა ბავშვმა” (მათე 18,1-4), რათა განიწმინდოთ და სამოთხისდარნი გახდეთო. ყრმათა უმანკოებისაკენ სწრაფვით კაცობრიობას მომავალი ცხოვრების – დაკარგული სამოთხესაკენ მოეწოდა. ქრისტეს, მსგავსად კრავისა, შეეწირა მსოფლიოს გამოხსნისათვის სწრაფვას.

ჩვენთვის ნათელია, ასე რიგად რად შეითვისა საქართველომ წმიდა კვირიკეს უმანკოების, მშობლის ერთგულებისა და მოუდრეკელობის გაუხუნარი ხატება.


პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 8 2007, 03:46 AM

ჩემთვის საოცარია, იყო ერთგული და თავდადებული შენი ქვეყნის ისე, როგორიც 9ძმა ხერხეულიძის დედაა.მან სათითაოდ გაუშვა ვაჟები მტერთან ბრძოლაში,მათ დროშის დაჭერა ევალებოდათ მე9ვაჟის შემდეგ მან ქალიშვლს დააჭერინა და როცა ისიც განგმირეს მერე თვითონ ეჭირა,ეს 1625 წლის 1ივლისს მოხდა და სხვათა შორის ამ ბრძოლაში ორი ეპისკოპოსიც მონაწილეობდა ისინიც გმირულად დაეცნენ რუსთველი და ხარჭაშნელი ამ გვარებით იცნობს მათ ისტორია და წმინდანებადაც შერაცხეს ხოლო მათთან ერთად ყველა მარაბდის ბრძოლის გმირნიც სულ 9000 ქართველი! ღმერთმა ამრავლოს ასეთი ქართველები!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2007, 03:58 PM

ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, 1857წ.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: daviTi 22 თარიღი: Sep 21 2007, 01:44 AM

შუშანი - ჯუანშერ ქართლის ერისთავის და იყო. დარეჯან დედოფალი კი გთხოვთ სიიდან გაათრიეთ - ის ხომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე საზიზღარი ქალი გახლდათ, თუ დაგაინტერესებთ გადახედეთ ისტორიას და მიხვდებით რა ბრალიც მიუძღვის სამშობლოს წინაშე. დავითი 22

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2007, 04:54 PM



ნინო ჯორჯაძე

1884–1968

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი პარიზში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე წავიდა ფრონტზე მოწყალების დად, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის მიიღო წმინდა გიორგის ოთხივე ხარისხის ჯვარი. მთელ რუსეთში ამგვარად დაჯილდოსსებული მეორე ქალი იყო.

ფრონტზე იგი პოულობდა დროს ეწერა დღიურები და გადაეღო ფოტოსურათები

ნინო ჯორჯაძის პორტრეტი, 1915 წ.

IPB-ს სურათი

ნინოს მიერ გადაღებული სურათები:


საველე ჰოსპიტალი, 1915 წ.

IPB-ს სურათი


ქირურგი კოვალენკო ემზადება ოპერაციისთვის

IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Sep 25 2007, 07:19 PM

ძალიან საინტერესო და კარგი თემაა. თითოეული ქართველი ქალბატონი რომელიც ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ღირსეულად ატარებდა ქალურ მანდილსა და ღირსებას მოწიწებას და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.ქართველი ქალი ისტორიულად გამორჩეული იყო და დღესაც გამორჩეულია თავისი სიდარბაისლითა და მშვენიერებით. ამას ფორუმში ამ თემის არსებობაც ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართველი ქალბატონებიც იმ ღირსებების მატარებლები არიან, რასაც ისტორიულად ქართველი ქალები ატარებდნენ.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 26 2007, 06:07 PM

ნატო ვაჩნაძე(1904-1953) იგი დაიბადა ვარშავაში ანდრონიკაშვილების ოჯახში, პირევალად 1923 წელს გადაიღეს ფილმში "მამის მკვლელი" და "არსენა ყაჩაღი". შემდეგ იყო ფილმები:სამი სიცოცხე, წარსულის საშინელებანი, ნათელა, ამოკი, გიული, კრაზანა, ქეთო და კოტე, ქაჯანა, აკაკის აკვანი, მწვერვალტა დამპყრობნი. იგი დაიღუპა კატასტროფაში თვითმრინავის ჩამოვარდნისას.http://imageshack.us



http://imageshack.us


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2007, 01:44 PM

ოლღა გურამიშვილი

IPB-ს სურათი

"ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!" - წიწამურზე ამ სიტყვებით შეეგება მკვლელებს ილია ჭავჭავძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი და მეუღლეს მკერდით გადაეფარა. მკვლელებმა ოლღას თავში თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ქალი ღელეში გადააგდეს. ოლღას ილიას უკანასკნელი სიტყვები ჩაესმა ყურში: "რამ გაგაგიჟათ, ხალხო, რა გინდათ?!" ილიას ტყვია გულსა და შუბლში მოხვდა.

მკვლელობას ილიას მოურავი, ჯაში მეთაურობდა, დანარჩენი მონაწილეები კი ყაჩაღი გიგლა ბერბიჭაშვილი, ილიას მეღორე ხიზანიშვილი, ნამამასახლისარი ივანიშვილი და აფციაური იყვნენ. ამბობენ, ილიას ბერბიჭაშვილის ნასროლი ტყვია მოხვდა გულსა და შუბლში. იმასაც ამბობენ, ოლღა გურამიშვილს სწორედ ბერბიჭაშვილმა დაულეწა სახეო.

მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ოლღა გურამიშვილს ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, არ უნდოდა, რომ თბილისიდან საგურამოში წასულიყო. გამგზავრების წინა დღეს მათთან ვახტანგ ორბელიანის ასული, მარიამ ორბელიანი სტუმრად მისულა. მარიამი იგონებს, ოლღა იმ დღეს აკანკალებული ხელებით, აჩქარებით ბანქოს შლიდა. თურმე მარიამს თვალცრემლიანმა უთხრა, რომ იცოდეთ, რა ცუდი ქაღალდი ამომდის, ბანქო საშინელ ამბებს მიწინასწარმეტყველებს. ვეხვეწები ილიას, გადადოს წასვლა, რადგან ვიცი, უბედურება მოხდება, მაგრამ ის ყურსაც არ მიგდებსო.

ჩანს, რომ ცუდის მოლოდინი, სიკვდილის წინათგრძნობა ილიასაც ჰქონდა. თურმე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ილიას მებაღემ, დანიელ მასლოვმა, ილიასა და არტურ ლაისტს დამყნილი ხილის ჯიშები აჩვენა. ილიამ თურმე გაიღიმა და სტუმარს უთხრა, საკვირველი კაცია ჩემი მებაღე, არც კი დაფიქრებულა, რა ცოტა ხნის სიცოცხლე დამრჩაო. მკვლელობის დღეს ილიას ოლღას წაყვანა არ სურდა, მაგრამ ცოლის დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა და წაიყვანა. წიწამურთან, ილიას საყვარელ წყაროსთან, მეეტლემ ეტლი გააჩერა და ტყვიაც გავარდა.

IPB-ს სურათი

რევოლუციების, რეპრესიების წითელი ტერორის ჟამს ერის მამა დიდხანს არავის ახსოვდა. მისი სახელის ხსენებას ერიდებოდნენ. ილიას მხოლოდ სუსტმა ქალბატონმა, მისმა ოლიკომ უერთგულა სიცოცხლის ბოლომდე. ის რომ არა, ილიას ბევრი ნაწერი და ნაშრომი ჩვენამდე არ მოაღწევდა.

ოლღა გურამიშვილი ილიას მკვლელობიდან ოთხი თვე საავადმყოფოში იწვა. ილიას სიკვდილს უმალავდნენ. მერე კი თბილისში, მთაწმინდის უბანში დასახლდა, რომ მეუღლის საფლავზე ყოველდღე ევლო. ოლღას საოცარი გლოვის მომსწრე და თვითმხილველი ბევრი ადამიანი იყო. ხედავდნენ, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში მდგარი მთაწმინდისკენ როგორ იყურებოდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ." ერთ დღეს ნახეს, საწოლთან დაჩოქილმა, ბალიშის ქვემოდან როგორ გამოიღო ილიას სურათი, კოცნიდა და თან იძახდა: "ჩემო მთარველო, ჩემო სიცოცხლე, სადა ხარ, სადა?"

*

ილიამ და ოლღამ გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში, აპრილში დაიწერეს ჯვარი. ერთ-ერთ ბარათში ილია მეუღლეს სწერს: "ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე. სხვანაირად რომ ვთქვა, მანამდე დამზრალი ვიყავი, ჩემო მეგობარო, შენ გამომეცხადე და მე დავიწყე სულით აღვსილი ნამდვილი ცხოვრება. უშენოდ ნამდვილად ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს. თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ. ღმერთო ჩემო! როდისღა დამითმობ შენ ჩემს ოლიკოს. უმისოდ მოწყენილი ვარ..."

*

ილია ოლღას ციდან მოვლენილ ადამიანს უწოდებდა. ოლღამ ყველაზე კარგად იცოდა, როგორი ადამიანის გვერდით ცხოვრობდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა, მეუღლეს თაყვანს სცემდა. როცა ილია მუშაობდა, ყველას ფეხაკრეფით უნდა ევლო. მის ოთახში წყალი და ჩაი ისე შეჰქონდა, რომ ილია ვერც ამჩნევდა. საკუთარი ხელით უმზადებდა კარტოფილის სანთლებს, რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა. ერთხელ თურმე ილიამ მოსამსხურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი მომიტანეო. ოლღას კი მეუღლისთვის უთქვამს: "დამიგდე ყური: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ."

ეს ქალბატონი თავზე დამტყდარ ტრაგედიას და სისასტიკეს არ გაუბოროტებია. შურისძიება მისთვის უცხო იყო. სამხედრო სასამართლოზე, სადაც ილიას მკვლელებს ასამართლებდნენ, ოლღამ წერილი გააგზავნა:

"სიცოცხლეში ჩემმა მეუღლემ მთელი თავისი სულიერი ძალები, ღვთითბოძებული ნიჭი მოახმარა ადამიანთა სულიერ შეგონებას, ჰუმანურობის გრძნობისა და მოძმეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას. მე ღრმად მწამს - ის რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, აპატიებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი აღმართეს მის წინააღმდეგ. შეიცნობდა მათში გზააბნეულ თანამოძმეებს. ეხლა კი მისი ხსოვნა უნდა დამძიმდეს მისი მკვლელების სიკვდილით დასჯით... მოგმართავთ მხურვალედ, დაბეჯითებული თხოვნით: არ დაამტკიცოთ განაჩენი ამ საცოდავი ადამიანების დასჯის შესახებ. მე თვითონ მხოლოდ შემთხვევით გადავრჩი ცოცხალი იმისათვის, რომ დავასრულო კაცმოყვარეობის ის დიდი საქმე, რომელსაც მან შესწირა სიცოცხლე და ვაპატიო იმ გზააბნეულ თანამოძმეებს, რომლებსაც თვითონაც აპატიებდა."

ასეთი სულგრძელობისთვის თანამედროვეებმა მას ზნეობრივი მზე უწოდეს.

სიცოცხლის ბოლო წლებში ოლღა ბაზარში ილიას წიგნებს ყიდდა. ერთ-ერთ ოჯახში დაცულ ილია ჭავჭავაძის წიგნზე ასეთი წარწერაა: "ვიყიდე ილიას მეუღლისგან, რომელიც ბაზარში ყიდდა ილიას წიგნებს." ილიას საფლავთან ხშირად ხედავდნენ მოხუც ქალს, რომელიც ერთ ფრაზას იმეორებდა: "სანთელი დაუნთეთ, ვითომც ეკლესია აგიშენებიათ..." ბევრმა არ იცოდა, რომ სათნო მოხუცი ილიას ჭავჭავაძის ქვრივი იყო.

ოლღა გურამიშვილი, 1927 წლის 30 აპრილს ნაქირავებ ბინაში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი გარდაიცვალა.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 29 2007, 10:38 PM

ეხ.. არავინ წერს ქეთევან დედოფალზე რა... sad.gif


აგერ თურმე კიდევ ერთი წმინდანი დედოფალი გვყოლია... smile.gif

წმიდა დინარ დედოფალი X საუკუნე...

აგერ ინფოც: http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/dinar.htm

პოსტის ავტორი: ezo თარიღი: Sep 30 2007, 03:26 PM



ჰერები და ალბანელები, სხვადასხვა ხალხები არიან და არც მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები არ მოიცავდნენ ერთმანეთს. ამიტომ "ჰერეთის ანუ ალბანეთის" გამოყენება არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Sep 30 2007, 03:58 PM

ციტატა(daviTi 22 @ Sep 21 2007, 01:44 AM) *

შუშანი - ჯუანშერ ქართლის ერისთავის და იყო. დარეჯან დედოფალი კი გთხოვთ სიიდან გაათრიეთ - ის ხომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე საზიზღარი ქალი გახლდათ, თუ დაგაინტერესებთ გადახედეთ ისტორიას და მიხვდებით რა ბრალიც მიუძღვის სამშობლოს წინაშე. დავითი 22

სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს!
ერეკლეს, მეფობისას, თითქმის შეცდომა არ დაუშვია,(ნუ ჩემი პირადი აზრი ასეთია) გარდა საუფლისწულოების შექმნისა, რომელიც დარეჯანის ცბიერების შედეგი იყო, ის მხოლოდ საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობდა და ყველაფერს აკეთებდა გიორგის არ დარჩენოდა მთელი სამეფო. სწორედ მისი დაჟინებული რწმუნების შედეგად გადადგა ერეკლემ ეს ნაბიჯი. დარეჯანს არ ადარდებდა სამეფო, არ ადარდებდა ხალხი, არამედ მხოლოდ მისი და მისი შვილების კეთილდღეობა. ასე რომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ისტორიის გამოჩენილ ქართველ ქალად. მე პირადად მასზე მხოლოდ ცუდის თქმა შემიძლია ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე. unsure.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2007, 11:56 AM

გურული ქალი ცხენზე

IPB-ს სურათი

მეგრელი ქალი მუსიკალური ინსტრუმენტით

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 1 2007, 02:58 PM

ციტატა
ნინო ჭავჭავაძე

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2007, 10:36 AM

daviTi 22
makuna7474

ბავშვებო, დადეთ დარეჯან დედოფალზე მასალები.. მე დადებითი კუთხით დაწერილი პოსტი განვათავსე, მაგრამ საინტერესო იქნება უარყოფითიც მოვისმინოთ..

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 4 2007, 12:03 AM

რაც შეეხება ყველაზე გამოჩენილ ქართველ ქალს, ეს არის მედეა, რომელიც სინამდვილეში შესაძლებელია სულაც არ არსებობდა, მაგრამ უცხოელს რომ კითხო, უფრო დიდი შანსია რომ მედეას შესახებ იცოდეს რამე, ვიდრე, თუნდაც თამარ მეფის შესახებ. არგონავტების მითი, რამდენადაც ვიცი, ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო ტერმინი "მედიცინა" მედეადან მოდის.

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2007, 11:46 AM

გურული კნეინა ოზურგეთიდან

IPB-ს სურათი

გურული ქალი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: daviTi 22 თარიღი: Oct 27 2007, 08:17 PM

ძალიან ხშირად ამბობენ საქართველოში, რომ ტერმინი '' მედიცინა'' - მედეადან მოდის, მაგრამ ევროპაში თუ არ ვცდები - მას ცნობილი იტალიური საგვარეულოს მედიჩების სახელიდან წარმოშობილად მიიჩნევენ. ვინაც დარწმუნებით იცით სინამდვილე, გთხოვთ პასუხი გამოაქვეყნოთ. დავითი 22

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 10:56 PM

მე ვიცი ერთ ქართველ ქალზე რომელიც არ იყო მაიაწყნეთელზე ნაკლები ხევსური თუ არ ვცდები მზე ქალა ერQვა, კარიბჩეში წავიკითხე მოვძებნი და დავწერ მის შესახებ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2007, 04:48 PM

ბარბარე ჯორჯაძე:

http://publish.dlf.ge/barbarejorjadze/index.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2008, 04:41 PM

მაია წყნეთელი

(ხალხური)

გლეხის ქალს, მაია წყნეთელს, მეფე ერეკლეს დროს უცხოვრია (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი). უასაკო ყოფილა, როცა ბატონს ძალით მიუყვანია სახლში და ნამუსი აუხდია. მაიას მშობლებს ვერ აუტანიათ ეს მწუხარება და მალე გამოსალმებიან წუთისოფელს. მამას ტყეში ჩამოუხრჩვია თავი, დედას შიმშილით თავი მოუკლავს.

ერთ ღამეს ჩაუცვამს მამამისის ტანისამოსი, შემოურტყამს ხმალი, ხანჯალი, მხარზე მამის თოფი გადაუკიდია და წასულა თბილისსში. ასე ვაჟურად გამოწყობილი მისულა მეფე ერეკლეს კარზე და მფარველობა უთხოვია. მეფეს მიუღია იგი. მაიას სახელად მათე დაურქმევია. არ გასულა დიდი ხანი, რომ კახეთის მხარეს დასცემიან ლეკები. მეფეს შეუყრია საჩქაროდ ჯარი და თან გაუყოლებია შინაყმანიც. მათ რიცხვში ყოფილა მაიაც.

ყველა კარგად გარჯილა მტერთან ბრძოლაში, მაგრამ მაისებრი ვაჟკაცობა ვერავის გამოუჩენია. ამ დროს მაია ოცი წლისა ყოფილა. მეფე გაუკვირვებია მის მხნეობას, სიმარდესა და ვაჟკაცობას. გახარებული გადახვევია, ორთავ თვალებში უკოცნია და უთქვამს:

- აი, შენ კი გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო!

თბილისში რომ დაბრუნდნენ, მეფეს კიდევ მოსვლია ამბავი, სომხებს თათრის ჯარი შემოესიაო. მაშინ მდევარი შეუგროვებიათ. შემდგარა რჩეული ბიჭების დასტა, რომელიც პირველად უნდა შებრძოლებოდა მტერს. მათეც იქ იყო. ომი ყოფილა სოღანლუღს ქვევით.
ხმალამოღებულ მაიას შეუჭენებია ცხენი მტრის გუნდში და მეთაურისათვის ანაზდად გაუგდებინებია თავი. არეულა მტრის ჯარი და ქართველებს ისე დაუმარცხებიათ, რომ ამბის წამღები კაციც აღარ დარჩენილა.

მაია თურმე თავზარს სცემდა გარეშე და შინაურ მტერს, მისი დროის პირშავ კაცებს თორმეტი გოგო-ბიჭი მიუყიდიათ სპარსელებისათვის. ამ ამბის შესატყობინებლად მეფესთან ერთი მოხუცებული კაცი წამოსულა. მეფის კარზე მაია დახვედრია, მოხუცს თავისი გასაჭირი უთქვამს თუ არა, მაიას მაშინვე შეუკრებია თავისი ამგანაგები, შემსხდარან ცხენებზე და გამოსდგომიან ყიზილბაშებს. მისწევიან ლილოსთან, დაუხოცავთ, გაუთავისუფლებიათ დაყიდული გოგო-ბიჭები, მერე მეფის კარზე მობრუნებულან. მაია წამდგარა მეფის წინაშე და უთქვამს გლეხობის მძიმე მდგომარეობის შესახებ:

- გლეხობა განადგურდა და გაწყდა, ბოროტმოქმედ კაცთაგან აოხრდა სოფლები. ბატონებმა დაჰყიდეს მთელი სოფლის გლეხობა; ვინც გადარცჰა, იმათ კიდევ გუთანში, ურემსა და კალოში სულს აძრობენ. მეფევ გთხოვთ, მოსპოთ ასეთი ავკაცობა და ბოროტმოქმედებაო..

მეფეს მეორე დღესვე მოუწვევია სასახლეში მღვდელმთავრები და ჯვარითა და სახარებით შეუჩვენებიათ ავნი კაცნი. ამგვარი საჩივრებით ისე შეუწუხებია მაიას ბოროტმოქმედნი, რომ მათ გადაუწყვეტიათ მაიას მოკვლა.

ერთ დღეს მეფეს მაია სადღაც გაუგზავნია. ეს შეუტყვია მის მტრებს და გამოსდგომიან უკან; მაგრამ მაიას მდევარი დაუხოცავს. ერთ მათგანს მოუტყუებია: ერეკლეს ნებავს შენი სიკვდილიო. მაიას თავზარი დასცემია, ეჭვი გასჩენია, იქნებ მათლა უნდა მეფეს ჩემი სიკვდილიო, თან გული სტკენია, გადაუწყვეტია: -გავშორდები და ყაჩაღად გავალო. თრიალეთისაკენ გადასულა და დაბინავებულა ერთ ტყეში, რომლისთვისაც ხალხს "მაიას საბუდარი" დაურქმევია. აქედან გამოდიოდა თურმე გზებზე, უსაფრედებოდა გამვლელ-გამომვლელ თავგასულ გაცებს, ხოცავდა და ძარცვავდა მათ. ბოლოს შეუტყვიათ მტრებს მისი ბინა და დაუწყიათ დევნა. მაშინ მაიას დაუტოვებია თავისი საბუდარი და წასულა სომხეთისაკენ. დასახლებულა სოფლად და თავისი ვინაობა დაუფარავს.

ერთ დღეს მეფე ერეკლე მისულა იმ სოფელში, სადაც მაია ყოფილა. ერთი სოფლიდან მეორეში აცილებდნენ თურმე მეფეს სოფლელები, მაიაც გაჰყოლია. იმჟამად უკვე მოხუცებული ყოფილა და მეფეს ვეღარ უცვნია. ხმა იყო გავარდნილი, რომ მაია დიდი ხანია რაც მოკვდაო. გზაში მეფეს მტერი შემოხვდა. მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია მზად. იმან კი თურმე ჯერ თოფი ესროლა მტერს, მერე კი ხმალდახმალ მიუხდა. ამის მხილველი სხვებსაც გული მისცემიათ, გამხნევებულან, შებმიან მტერს და გაუმარჯვიათ. მეფეს უკითხავს მაისათვის: შენ ძმობილო, ვინა ხარ ეგეთი გმირიო?

- ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავარო. ამასთანავე ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ მე ვარ დედაკაცი და არა მამაკაციო.

ამის შემდეგ, მაიას გაუხდია კაცური ტანისამოსი და ჩაუცვამს ქალური; მაგრამ დიდხანს აღარ დასცლია სიცოცხლე. სპარსელები შემოსევიან საქართველოს, მაიაც გარევია ქართველთ ლაშქარში, ქალური ტანსაცმელი სცმია. სპარსელებს გაჰკვირვებიათ მისი მამაცობა და ხანებს უბრძანებიათ ცოცხლად მისი დაჭერა. მართლაც, დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ; მაგრამ მაია გზიდან გამოპარულა და ერევნის ბოლოს მოუკლავთ.

1959 წელს გადაიღეს ფილმი „მაია წყენეთელი.“ სადაც მაიას როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2008, 06:59 PM

გამიკვირდა, ნანა დედოფალი რატომ არ გვახსოვს?

წმინდა მოწამე შუშანიკი
http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/shushaniki.htm

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 19 2008, 09:25 AM

წმინდა მოწამე შუშანიკი ქართველი წმინდანია, მაგრამ ეროვნებით ქართველი არ იყო.

წმინდა დედოფალი ნანა კი აუცილებლად სახსენებელია გმოჩენილ ქართველ მანდილოსანთა სიაში ალბათ უპირველესად (ქრონოლოგიის გათვალისწინებით, ცნობილი მედეა იხსენა უკვე თავიდანვე რამდენადაც მახსოვს). ახლებიც არიან ბევრი სასახელონი, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ sad.gif , რაც მახსოვდა თქვენც გიწერიათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2008, 02:59 PM

მოხარული ვიქნები, თუ საოცარი ქართველი ქალის, წმინდა ნანას ცხოვრებას დადებთ ამ თემაში. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია და სწორედ მისი უფლისადმი რწმენის მადლითაა, რომ ქრისტიანები ვართ დღეს smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 22 2008, 02:37 PM

თამარ აბაკელია

თამარ გრიგოლის ასული აბაკელია (დ. 19 აგვისტო/1 სექტემბერი, 1905, დაბა ხონი ― გ. 14 მაისი, 1953, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929), იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის (ქანდაკება), ე. ლანსერესა და ი. შარლემანის (გრაფიკა) მოწაფე. 1938-იდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო "სარმას" წევრი. აბაკელიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფესიული ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი (5 კომპოზიცია): "ბათუმის დემონსტრაცია", "ოქტომბერი საქართველოში", "საქართველოს ინდუსტრია", "სოფლის მეურნეობა საქართველოში" და "ბედნიერი ცხოვრება" (ქვა, 1936-1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი, თბილისი ; ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია; მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია "შურს ვიძიებთ!" (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვა. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "იმერელი ბიჭი" (1928), "ბროწეულის კრეფა" (1930), "ბედნიერი ოჯახი" (1936), "რთველი" (1946, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა ვეფხისტყაოსანი (1930-იანი წწ., ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მისი დეკორატიული-სიბრტყობრივად აგებული კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიკულ განწყობილებას ქმნის. მასვე ეკუთვნის "დავით სასუნცის" (1939) და ვაჟა-ფშაველას პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციაები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" (1945), კ. კალაძის "ლალი" (1945, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი); კინოფილმები: "არსენა" (1937), "გიორგი სააკაძე" (1941-1942), "დავით გურამიშვილი" (1945). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 25 2008, 08:10 PM

http://www.123.ge/
ნინო ანანიაშვილი (*28 მარტი, 1963, თბილისი) - ქართველი ბალერინა. ბალეტის შესწავლას 10 წლის ასაკიდან იწყებს, 1973 წელს, თბილისში. 1977 წელს მოსკოვში აგრძელებს მეცადინეობას რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს მისი სცენური დებიუტი მოხდა სასკოლო დადგმაში კოპელიას როლში. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში შედის როგორც სოლოისტი და მოგვიანებით პრიმა ბალერინა ხდება. ნინო ანანიაშვილი ანდრის ლიეპასთან ერთად პირველი საბჭოთა მოცეკვავეები იყო, რომელსაც საშუალება მიეცა ნიუ-იორკ-სიტი ბალეტში გამოსულიყვნენ 1988 წელს. 1993 წელს იგი ამერიკის საბალეტო თეატრის მთავარი მოცეკვავე ხდება, ხოლო 1999 წლიდან იგი ჰიუსტონის ბალეტს უერთდება იგივე რანგში.

2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.

ჯილდოები:
ოქროს მედალი, მოსკოვის საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, 1985
საქართველოს სახალხო არტისტი, 1989
რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი, 1995.

http://www.ananiashvili.com/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2008, 04:53 PM

თამრო ვაშლოვნელი

ხალხური

თამროს დედა მალე მოუკვდა. მამაც რომ გამოესალმა ამ წუთისოფელს, ბატონმა თამრო ვიღაც გადამთიელს მიჰყიდა, მაგრამ თამრომ თვითონვე დაიხსნა თავი. მამის ოჯახში რომ ბრუნდებოდა, გამოიარა ერთ ტყეში, სადაც დათვი დახვდა წინ და დაეჭიდა, მაგრამ უშიშარმა გმირმა ქალმა მოკლა დათვი და დაიხსნა თავი მეორე განსაცდელისაგან. თამრო ცხოვრობდა სოფელ ვაშლოვანში. ყოფილა სასტიკი და გაუტეხელი, მეხი დედაკაცი, რის გამოც მისი სახელი განთქმულა საქართველოში. სოფელში უიმისოდ არა კეთდებოდა რა. ერთხელ ვაშლოვანს თათრები დასცემიან, აუკლიათ სოფელი, დაუნგრევიათ ეკლესიები და მცხოვრებნი ტყვედ წაუყვანიათ. თამრო გამოსდგომია თათრებს, დასწევია თავისი რაზმით და საკვირველი გმირობა გამოუჩენია. მტერი დაუმარცხებია და გაუთავისუფლებია ქართველი ტყვეები. ეს ამბავი ერეკლე მეფეს რომ შეუტყვია, ძლიერ დიდის მადლობით უთქვამს თამროსათვის:

- ოჰ, შვილო! შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც გამხნევდნენო.

მეფეს მიუცია მისთვის და მისი ამხანაგებისატვის ტყვია-წამალი და ერთ ზარბაზანსაც დაჰპირებია.

თამროს თავის რაზმში ბევრი მეომარი ქალიც ჰყოლია. თამროს და მის რაზმს ბევრჯერ გადაურჩენია ვაშლოვანის მცხოვრებნი ლეკებისა და თათრების თარეშისაგან.

ერთ ავ აზნაურს მისი დიდება და ქება შეშურებია და ქვეყნის ღალატი დაუბრალებია. მეფეს პირზე დაუყენებია მაბეზღარი თამროსათვის. თამროს დაუმტკიცებია თავისი ერთგულება სამშობლო ქვეყნისა და მტრობა და ღალატი თვით იმ მაბეზღარი აზნაურისა. მაშინ მეფეს უთქვამს თამროსათვის:

- წადი შვილო თამრო, ეცადე შენი მაგალითით მამაკაცებიც გაუერთგულო სამშობლოსო.

ამ დროს მეფესთან ყოფილან თავადები და რადგან მოსწონებიათ თამროს ახოვანება, უთხოვიათ, აი იმ ფალავანს დაეჭიდეო, თამროს უარი არ უთქვამს, დასჭიდებია და დაუმარცხებია ეს ფალავანი.

ფალავნობამ თამროს ბევრი მტერი გაუჩინა. ამიტომ დამალულა და არავის ეჩვენებოდა. იგი იცავდა გლეხების ოჯახებს ბოროტმოქმედი ბატონებისაგან, რის გამოც ბატონები გადაემტერენ. ერთ დღეს დაუჭერიათ და მდინარე მტკვარში გადაუგდიათ. თამროს ბევრი უწვალია და ერთ ბურჯზე ასულა, მაგრამ იქიდან სისუსტის გამო ვეღარ ჩამოსულა და მშიერ-მწყურვალს სული განუტევებია. მისი გვამი დიდი პატივით დაუსაფლავებიათ თრიალეთის ეკლესიაში.

http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 4 2008, 12:25 PM

http://www.radikal.ru
წმინდა სიდონია

როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი“, სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმიხ ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.

პ. ს. იმედია, არვინ დამძრახავს, ამისთვის (ნაკლებად ცნობილია)...

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 5 2008, 11:05 AM

მართა-მარია ბაგრატრიონი ბაგრატ IV ქალიშვილი და ბიზანტიის დედოფალი

იყო. თავისი დროის ულამაზეს ქალად ითვლებოდა. ის იყო დიდი მეფის

დავით IV აღმაშენებლის მამიდა და გათხოვილი იყო იმპერატორ მიხეილ VII

დუკაზე (1071-1078). ანა კომნენოსი ბიზანტიის იმპერატორის ალექსის

შვილი და შუა საუკუნეების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქალი

სწორედ მას თვლიდა ქალებში ეტალონად, როგორც შესახედავად ისე ჭკუით

და გონებით . ანა სხვათაშორის მართას ერთადერთ შვილზე კოსტანტინე

პორფიროგენეტზე იყო დანიშნული, რომელიც 1081 წელს ანას მამის

ალექსი I კომნენოსის (1081-1118) თანამმართველად გამოაცხადეს, ეს მას

შემდეგ მოხდა, რაც ალექსი კომნენოსის აჯანყებას მხარი თავად

მართა-მარიამ დაუჭირა. ეს აჯანყება მართა მეორე ქმრის

ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081) წინააღმდეგ იყო მიმართული .

ამ ნიკიფორე ბოტანიატემ თავის დროს დაამხო მართას პირველი ქმარი და

მისი ჩვილი ბავშვის მამა მიხეილ VII დუკა, ხოლო იმისთვის, რომ მისი

ლეგიტიმურობა გაემყარებინა ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე აიძულა

მართა, რომ ცოლად გაჰყოლოდა მას. რაც შეეხება მართას ის თავის დროზე

ბიზანტიის დედოფლმა თეოდორა მაკედონელმა (1055-1056)

{მაკედონელთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი} იშვილა და რომ არა

თეოდორას უდროო სიკვდილი მართა ბაგრატიონი ბიზანტიის იმპერატორიც

გახდებოდა. სხვათაშორის მაშინ როდესაც მართა კოსტანტინოპოლში ჩავიდა

როგორც ბიზანტიის უშვილო დედოფლის შვილობილი გარდაიცვალა მისი

დედობილი იმპერატრიცა თეოდორა (1056 წელს) სწორედ ამ დღეს

იწინასწარმეტყველა გიორგი მთადწმინდელმა მართას გადედოფლება და

თქვა: ,,დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა''-ო.

მართას ბიზანტიური წყაროები ხშირად მარია ალანიელს (Μαρία της Αλανίας) უწოდებენ

რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ

მისი დედა - ბორენა ალან-ოსი იყო მეფე დორღოლელ დიდის დაი და ასული მეფე ურდურესი.

მართა დაახ. 1107 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თრაკიაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში

მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში.

ეს ქალი რომელიც ძლიერ იყო შეყვარებული მის ქვეყანაზე, უნებლიედ აღმოჩნდა იმ ინტრიგების

მონაწილე და ერთგვარი მსხვერპლიც, რაც იმდროინდელი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ტრიალებდა,

ანა კომნენოსის ფგადმოცემით ის ყოველთვის ოცნებობდა დაბრუნებას მის სამშობლოში და ძლიერ წუხდა იმის

გამო რომ მშობლიური მხარის დატოვება მოუწია, მაგრამ დედოფლის ხვედრმა აიძულა ბიზანტიაში დარჩენილიყო

მის საყვარელ შვილთან ერთად, რომელიც 1087 წლის შეთქმულების შემდეგ ჯერ დედასთან ერთად გადაასახლეს

და შემდეგ ახალგაზრდულ ასაკში დაახ. 1095 წელს გარდაიცვალა. 1104 წელს მართა იმყოფებოდა საქართველოში

და რუის-ურბნისის კრებასც დაესწრო მის საყვარელ ძმასთან (გიორგი II) და ძმიშვილთან (დავით IV) ერთად

ერთგვარად აიხდინა კიდეც მისი ოცნება.

აღსანიშნავია ის რომ მართა ძალიან განათლებული ქალი იყო (რაც ქალს კიდევ უფრო ალამაზებას) და მიმოწერაც

კი ჰქონდა ისეთ დიდ ღვთისმეწტყველთან როგორიც იყო თეოფილაქტე ბულგარელი. სწორედ მართასთან

ურთიერთობამ მისცა ავტორს ინსპირაცია იმისა, რომ დაეწერა მისი ერთ-ერთი უმთავარესი ნამუშევარი

,,განმარტებანი იოანეს სახარებისა''.

აღსანიშნავია მართას ქველმოქმედებაც. გარდა იმისა რომ ის ბევრს ეხმარებოდა ქვრივებსა და დავდრომილებს

(გლახები) ის ასევე ქონებას სწირავდა იმ ქართულ მონასტრებს რომელიც ბიზანტიასა და საზღვრებს გარეთ

მდებარეობდა მათ შორის ათონის ივერთა მონასტერს, პეტრიწონის მონასტერს, ჯვრის მონასტერს და აშ.

მანვე დედასთან ერთად ხელი შეუწყო იერუსალიმში სხვადასხვა მონასტრების აგებასა და განახლებას.

http://www.radikal.ru

ნიკიფორე III ბოტანიატე და მართა-მარია ბაგრატიონი

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 21 2008, 10:08 AM

ციტატა(marine @ Sep 27 2007, 01:44 PM) *

ოლღა გურამიშვილი

IPB-ს სურათი

"ამ კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით, თქვე ურჯულოებო! ეს ქვეყანას სჭირდება!" - წიწამურზე ამ სიტყვებით შეეგება მკვლელებს ილია ჭავჭავძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი და მეუღლეს მკერდით გადაეფარა...

...ოლღა გურამიშვილი ილიას მკვლელობიდან ოთხი თვე საავადმყოფოში იწვა. ილიას სიკვდილს უმალავდნენ. მერე კი თბილისში, მთაწმინდის უბანში დასახლდა, რომ მეუღლის საფლავზე ყოველდღე ევლო. ოლღას საოცარი გლოვის მომსწრე და თვითმხილველი ბევრი ადამიანი იყო. ხედავდნენ, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში მდგარი მთაწმინდისკენ როგორ იყურებოდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ." ერთ დღეს ნახეს, საწოლთან დაჩოქილმა, ბალიშის ქვემოდან როგორ გამოიღო ილიას სურათი, კოცნიდა და თან იძახდა: "ჩემო მთარველო, ჩემო სიცოცხლე, სადა ხარ, სადა?"

*

ილიამ და ოლღამ გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში, აპრილში დაიწერეს ჯვარი. ერთ-ერთ ბარათში ილია მეუღლეს სწერს: "ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე. სხვანაირად რომ ვთქვა, მანამდე დამზრალი ვიყავი, ჩემო მეგობარო, შენ გამომეცხადე და მე დავიწყე სულით აღვსილი ნამდვილი ცხოვრება. უშენოდ ნამდვილად ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს. თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ. ღმერთო ჩემო! როდისღა დამითმობ შენ ჩემს ოლიკოს. უმისოდ მოწყენილი ვარ..."

ილიას ოლღა ოდენ ქალი კი არა, ტანში საამაყო და მზიანი ჟრუანტელია-ესაა მეგობრობა... საქართველო-ნაზი ავაზების სამშობლო...

ციტატა(marine @ Sep 27 2007, 01:44 PM) *

ილიამ და ოლღამ გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში, აპრილში დაიწერეს ჯვარი. ერთ-ერთ ბარათში ილია მეუღლეს სწერს: "ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე. სხვანაირად რომ ვთქვა, მანამდე დამზრალი ვიყავი, ჩემო მეგობარო, შენ გამომეცხადე და მე დავიწყე სულით აღვსილი ნამდვილი ცხოვრება. უშენოდ ნამდვილად ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს. თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ. ღმერთო ჩემო! როდისღა დამითმობ შენ ჩემს ოლიკოს. უმისოდ მოწყენილი ვარ..."

მეცნობა ეს smile.gif დიდი ღრიანკალი მზე, წმინდა ილია მართალი და მისი მთვარე-ოლიკო smile.gif

ციტატა(marine @ Sep 27 2007, 01:44 PM) *

ილია ოლღას ციდან მოვლენილ ადამიანს უწოდებდა. ოლღამ ყველაზე კარგად იცოდა, როგორი ადამიანის გვერდით ცხოვრობდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა, მეუღლეს თაყვანს სცემდა. როცა ილია მუშაობდა, ყველას ფეხაკრეფით უნდა ევლო. მის ოთახში წყალი და ჩაი ისე შეჰქონდა, რომ ილია ვერც ამჩნევდა. საკუთარი ხელით უმზადებდა კარტოფილის სანთლებს, რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა. ერთხელ თურმე ილიამ მოსამსხურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი მომიტანეო. ოლღას კი მეუღლისთვის უთქვამს: "დამიგდე ყური: ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ."

ტანში დამბურძგლა, თმა ყალზე დამიდგა და როგორ ვთქვა, რომ ცუდად ვარ.... მდააა...

პოსტის ავტორი: poso-poso თარიღი: Nov 5 2008, 06:45 PM

ძალიან საინტერესო თემაა დიდი მადლობა საინტერესო იმფორმაციისათვის

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Dec 11 2008, 09:07 PM

http://web.sanet.ge/meskhitb/nikoliko.htm

პოსტის ავტორი: Teimuraz III თარიღი: Dec 13 2008, 01:39 PM

ამ ქალბატონზე, მართალია, ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება, მაგრამ ის უდავოდ იმსახურებს გამოჩენილი ქართველი ქალის ტიტულს და ეს არის გულჩარა დიპლომატი ქალი, გიორგი X–ის ასული. 1600 წელს ქართლის მეფე სიმონ I–ის ტყვეობიდან გამოსახსნელად სტამბოლში გაიგზავნა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გულჩარა და მისი ძმა დავითი. გულჩარა იქ დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა. ირან–ოსმალეთის ომის დროს სულთანმა და მისმა დედამ აბას I–თან მოლაპარაკება მიანდვეს, ზავის შემთხვევაში სულთანი ჰპირდებოდა სიმონ I–ის გათავისუფლებას. საზავო პირობების შეთანხმების მიზნით გულჩარა რამდენჯერმე შეხვდა სულთანსა და შაჰს. 1612 წლის სექტემბერში გულჩარა ირანის ელჩის თანხლებით სტამბოლში დაბრუნდა. თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით გულჩარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირან–ოსმალეთის 1612 წლის საზავო ხელშეკრულების დადებაში.
რას იტყვით?


პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Dec 13 2008, 05:00 PM

ციტატა
ამ ქალბატონზე, მართალია, ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება, მაგრამ ის უდავოდ იმსახურებს გამოჩენილი ქართველი ქალის ტიტულს და ეს არის გულჩარა დიპლომატი ქალი, გიორგი X–ის ასული. 1600 წელს ქართლის მეფე სიმონ I–ის ტყვეობიდან გამოსახსნელად სტამბოლში გაიგზავნა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გულჩარა და მისი ძმა დავითი. გულჩარა იქ დაუახლოვდა სულთნის დედას და მისი ნდობა დაიმსახურა. ირან–ოსმალეთის ომის დროს სულთანმა და მისმა დედამ აბას I–თან მოლაპარაკება მიანდვეს, ზავის შემთხვევაში სულთანი ჰპირდებოდა სიმონ I–ის გათავისუფლებას. საზავო პირობების შეთანხმების მიზნით გულჩარა რამდენჯერმე შეხვდა სულთანსა და შაჰს. 1612 წლის სექტემბერში გულჩარა ირანის ელჩის თანხლებით სტამბოლში დაბრუნდა. თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით გულჩარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირან–ოსმალეთის 1612 წლის საზავო ხელშეკრულების დადებაში.
რას იტყვით?

რამდენიმე დღის წინ გავიგე ამ ადამიანის არსებობის შესახებ, ძალიან გამიხარდა ... ქართველი დიპლომატი ქალი smile.gif
რატომღაც სკოლიდან არ მახსოვს,ალბათ სახელმძღვანელოში არაა შეტანილი...

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 19 2009, 06:50 PM

ყველაზე კარგი პოლიტიკოსი , ჭკვიანი დიპლომატი ქალი : თამარ მეფე . და ყველაზე გამბედავი და ძლიერი - ქეთევან წამებული

პოსტის ავტორი: jijikoi თარიღი: Mar 18 2009, 12:56 AM

რუსუდანიც გამოჩენილი ქართველი ქალია... მაგარამ მისი მოღვაწეობის და ჩადენილი საქმეების შესახებ ვერაფერ კარგს ვერ ვიტყვით სამწუხაროდ sad.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 18 2009, 05:25 PM

ციტატა(staywhite @ Feb 19 2008, 10:25 AM) *

წმინდა მოწამე შუშანიკი ქართველი წმინდანია, მაგრამ ეროვნებით ქართველი არ იყო.

წმინდა დედოფალი ნანა კი აუცილებლად სახსენებელია გმოჩენილ ქართველ მანდილოსანთა სიაში ალბათ უპირველესად (ქრონოლოგიის გათვალისწინებით, ცნობილი მედეა იხსენა უკვე თავიდანვე რამდენადაც მახსოვს). ახლებიც არიან ბევრი სასახელონი, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ sad.gif , რაც მახსოვდა თქვენც გიწერიათ.


არის ცნობები იმის შესახებ,რომ წმინდა მოციქულთა სწორი დედოფალი ნანა იყო ნინევიიდან წარმოშობით.
ხომ არ იცით ამის თაობაზე რაიმე?რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Mar 18 2009, 06:11 PM

ერთი რამ მაინტერესებს მედეა ჩვენი სიამაყეა თუ სირცხვილი ვერ გამიგია, შეიძლება სათანადო ინფორმაციას ვერ ვფლობ მაგრამ რაც მე მსმენია მის შესახებ უფრო ნეგატიურად ვენწყობი ვიდრე დადებითად, ძალიან მაინტერსებს თქვენი შეხედულებები. ჩემი აზრით მისი მოხსენიება თამარ მეფესთან ქეთევან წამებულთან ცოტათი უხერხულია, შეიძლება ვცდები კიდეც. smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 19 2009, 02:14 AM

Funkenstein

ციტატა
ერთი რამ მაინტერესებს მედეა ჩვენი სიამაყეა თუ სირცხვილი ვერ გამიგია, შეიძლება სათანადო ინფორმაციას ვერ ვფლობ მაგრამ რაც მე მსმენია მის შესახებ უფრო ნეგატიურად ვენწყობი ვიდრე დადებითად, ძალიან მაინტერსებს თქვენი შეხედულებები. ჩემი აზრით მისი მოხსენიება თამარ მეფესთან ქეთევან წამებულთან ცოტათი უხერხულია, შეიძლება ვცდები კიდეც.

გასაგებია შენი აზრი, მაგრამ მედეა ნამდვილად ეკუთვნის გამოჩენილ ქალთა სიას. რამდენადაც ამ თემაში რამდენად ცნობილნი არიან იმაზეა საუბარი და არა რომელი იყო კარგმოქმედი და რომელი ცუდი. სტალინი და ჰიტლერიც გამოჩენილები არიან და თან ძალიან smile.gif

მე მაინც ვამაყობ იმით, რომ მედეა ქართველი იყო და ტერმინი "მედიცინა" ქართულ გენს უკავშირდება. ახლა ნამეტარი სისასტიკე გამოიჩინა შვილების წინაშე, თორემ ქმარს კი ეკუთვნოდა ყურების ათლა როგორც მინიმუმი rolleyes.gif

p.s. ისე რამდენიმე ბერძენმა უსირცხვილოდ მიისაკუთრა მედეას წარმომავლობა, მაგრამ დიდი ბოდიში მეთქი smile.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 19 2009, 04:40 PM

ციტატა
ერთი რამ მაინტერესებს მედეა ჩვენი სიამაყეა თუ სირცხვილი ვერ გამიგია, შეიძლება სათანადო ინფორმაციას ვერ ვფლობ მაგრამ რაც მე მსმენია მის შესახებ უფრო ნეგატიურად ვენწყობი ვიდრე დადებითად, ძალიან მაინტერსებს თქვენი შეხედულებები. ჩემი აზრით მისი მოხსენიება თამარ მეფესთან ქეთევან წამებულთან ცოტათი უხერხულია, შეიძლება ვცდები კიდეც.


გასაგებია შენი ხედვები . თუმცა სიტყვა მედიცინა . მედეასგანაა წარმოშობილი . მას დიდი წლილი აქვს მიძღვილი იმაშიც რომ ოქროს საწმისი საბერძნეთში .... biggrin.gif biggrin.gif

ამიტომ ეხლა ბევრი მიზეზებია მაგრამ დაგეთანხმები ერთი იმაში რომ მისი ხსენება არ არის რეკომენდირებული წმინდანებთან . ქეთევან წამებულთან და თამართან.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Mar 19 2009, 07:46 PM

9 ძმა ხერხეულიძის დედა იყო ყველაზე გამოჩენილი ქართველი ქალი.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Apr 25 2009, 07:06 AM

აკაკის გულის სატრფოობა, სულიერი დაიკოობა და მეგობრობა უკვე ნიშნავს, რომ ნიკო ნიკოლაძის დის, ანასნაირ ადამიანსაც იცნობდეს ქართველობა.


ანა ნიკოლაძე და აკაკი
თამარ ახვლედიანი

ჟურნალი „განთიადი“, 1997 წ. №7-8. გვ. 122-130.

ანა ნიკოლაძე იყო აკაკის პირველი სიყვარული.

(მარიამ ციციშვილი-წერეთლისა)

ანა ნიკოლაძე ნიკო ნიკოლაძის და იყო, იაკობ ნიკოლაძის – ქალიშვილი.

იაკობ ნიკოლაძე, წარმოშობით გლეხი სოფელ სკანდედან, ვაჭართა პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვაჭრობდა ჯერ ლაიპციგში, შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდში, ძალიან ჭკვიანი კაცი გახლდათ. აკაკის თქმით, „ნასწავლი რომ ყოფილიყო, კარგი რამ იქნებოდა“. მასა საკმაო სიმდიდრე დაუგროვებია, ქუთაისში სახლიც ჰქონდა და მაღაზიებიც. სწავლა-განათლებას ძალიან აფასებდა და რაც თვითონ დააკლდა და რაზეც ოცნებობდა, ყველაფერი მისცა შვილებს. განსაკუთრებით ნიკოს, რომელსაც ჯერ შინა მასწავლებლები აუყვანა, მერე გიმნაზიაში ასწავლა, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში გაუშვა. სტუდენტთა არეულობის გამო ნიკო პირველივე კურსიდან გამორიცხეს. მამამ საზღვარგარეთ წასასვლელი გზა გაუხსნა. ნიკომ კარგად ისწავლა ფრანგული და ძალიან სოციალურს და გონება გახსნილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯერ რუსეთში ჩერნიშევსკისთან, რომლის პატიმრობიდან გათავისუფლებაში დიდი როლი შეასრულა, მერე საზღვარგარეთ – გერცენთან, საფრანგეთში – ზოლასთან, მარქსთან. ნაშრომებიც გამოაქვეყნა ფრანგულად და საყოველთაოდ ცნობილია, რომ თვალსაჩინო მოღვაწე დადგა. მისი ასეთი საინტერესო ემიგრანტული ცხოვრება მამის დამსახურებაცაა. ერთხელ, როცა ნიკოს მოუწერია საზღვარგარეთიდან „ძვირფასო მამაო“, მას საპასუხოდ შეუთვლია - „ძვირფასი შენ ხარ, შვილო, გყიდულობ, გყიდულობ და ვერ გიყიდეო“.

აკაკი და ნიკო ნიკოლაძე ჯერ გიმნაზიიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მერე პეტერბურგის უნივერსიტეტში დამეგობრდნენ. აქ აკაკის კონფლიქტი მოუვიდა სტუდენტებთან – წერა შეწყვიტე, შენი პოეტობით ნუ გვარცხვენო, უთხრეს. ეს კი იმიტომ, რომ იმ დროს ლიტერატურული ბრძოლები მიმდინარეობდა ფორმალისტებს და ნიჰილისტებს შორის, აკაკი კი არც ერთს არ მიემხრო, შუალედური გზა აირჩია. ამ მიზეზიც მარტოც დარჩა და განდევნილიც. ორად ორი ადამიანი არ ჩამოშორდა – ნიკო ნიკოლაძე და კირილე ლორთქიფანიძე. აკაკი ძალიან მადლიერი იყო მათი, მაგრამ ფიქრობდა, რომ ნიკო ნიკოლაძე, რომელსაც ყველაფერში პირველობა უნდოდა, ცდილობდა ისიც თავის ჭკუაზე ეტარებია, მის შემოქმედებაზეც გავლენა მოეხდინა, (მაგალითად, აკაკის ლექსზე „სიმღერა მკის დროს“ მოითხოვდა „სასარგებლო“ სტროფის მომატებას, რასაც დროებით აკაკიც უჯერებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ძველებურ ფორმას აძლევდა ლექსს). აკაკის აღიზიანებდა ნიკო ნიკოლაძის „თვითმპყრობელური“ ხასიათი, ამიტომ მათ მეგობრობას ხშირად კონფლიქტი ახლდა, მაგრამ მაინც სანიმუშო ურთიერთობა ჰქონდათ. აკაკი დაახლოებული იყო ნიკოს ოჯახის წევრებთანაც – დედასთან, მამასთან, დებთან.

აკაკის და ნიკო ნიკოლაძეს 1862 წელს პავლოსკში გარკვეული დრო გაუტარებიათ (ნ. ნიკოლაძეს რამდენიმე კვირა, აკაკის კი რამდენიმე დღე). აქ ისვენებდა ჩერნიშევსკი თავისი ცოლით და ცოლიდით, დობროლიუბოვი საცოლით. ნ. ნიკოლაძეს და მის ამხანაგებს მისი სახლის ახლოს 6 მანეთად სათივე დაუქირავებიათ და ასე მოუხერხებიათ მათ გვერდით ყოფნა). იქაურ ატმოსფეროს განსაკუთრებული გავლენა მოუხდენია ორივეზე. ეს გავლენა მრავალმხრივი იყო. მათ შორის საგულისხმო აღმოჩნდა ჩერნიშევსკის დამოკიდებულება ქალებისადმი (ისიც, როგორ წერდა ჩერნიშევსკი ამ საკითხებზე ნაწარმოებებში და მისი პირადი მაგალითიც). აკი რუსუდან ნიკოლაძე წერს: „ქალებისადმი ტრფიალებაში როგორც აკაკის, ისე მამაჩემს გულუმტკიცობას წამებდნენ. მათ კი ორივეს ერთი ძალიან იშვიათი თვისება ახასიათებდათ ქალებთან ურთიერთობაში, რომელიც თითქმის ყველას გამორჩა ყურადღებიდან მაშინ, როდესაც ამ მხარეს დიდი ადგილი ეჭირა მათ გულში და ცხოვრებაში, ეს იყო „ჩერნიშევსკისებური“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისვემით აღბეჭდილი“.

სწორედ ჩერნიშევსკისთან შეხვედრებით განახლებული ნიკო ნიკოლაძე „ნევის ნაპირებიდან გამოძევებული ბუნტარი და აკაკი - „დინჯად“ სწავლადამთავრებული „კანდიდატი“ რამდენიმე კვირის მერე ჩამოსულან ქუთაისში. მაშინ შეხვედრია აკაკი 16-17 წლის ანას, რომელიც მან 13 წლის ბავშვად დატოვა. იგი ამ დღეს ასე იგონებდა: „სასტუმრო ოთახის კარი გაიღო, შიგ ახლად გაშლილმა ვარდმა შემოანათა. პატარა ხაბარდა-კაბიანმა, შავ წარბებშეკრულმა ქალბატონმა, რომელმაც მკაცრი, მუნჯი შეკითხვით მიაბჯინა ახლადმოსულს თავისი ვარსკვლავებივით აბრწყინებული თვალები: აბა, გვიჩვენე, რად გაქცია შენმა გასეირნებამ შორეულ პეტერბურგშიო“.

როგორც რუსუდან ნიკოლაძე წერს, „აქედან იწყება მათი არაჩვეულებრივად მხურვალე და ნაზი მეგობრობა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი გრძელდებოდა“.

ასე რომ, ეს სიყვარული 1862-63 წლებში დაიწყო, როცა აკაკი ჯერ კიდევ არ იყო ცოლიანი, მაგრამ რატომღაც ანას ხელი არ სთხოვა და რუსეთში წასულმა 1864 წელს ნატალია ბაზილევსკაია შეირთო ცოლად, რითაც სამუდამოდ დაკარგა ანა, როგორც შესაძლებელი მეუღლე.

რუსეთიდან ჩამოსულმა 60-იანი წლების ბოლოს, ცოლ-შვილი სოფელში დატოვა, თვითონ კი საზოგადოებრივ ბრძოლებში ჩაერთო ქუთაისში, ამ დროს აკაკიზე ბესარიონ ღოღობერიძემ თქვა, „მასთან ბრძოლა შეუძლებელია, რა უნდა წაართვა ან დააკლო, ისეც არაფერი გააჩნია, მარტო ყეფს და იღრინებაო“. აკაკი ლამის მშიერ-მწყურვალი იყო. სახელმწიფო სამსახურზე, როგორც თავისუფლების შემზღუდავზე და დამმონებელზე, უარი თქვა, ამიტომ მატერიალურად ძალიან უჭირდა. სასტუმრო „კოლხიდის“ პატრონმა გიორგი ჭელიძემ საძინებლად ოთახი და დღიური საჭმელი შესთავაზა უანგაროდ, პატივისცემის გამო. თუ ოდესმე შეძლებ გადახდას კარგი, თუ არადა ალალი იყოსო. „მაგრამ მარტო პურით ხომ არ ცხონდება კაციო,“ თვითონ ამბობს „ჩემს თავგადასავალში“, სულიერი საზრდოც მოვიპოვე იაკობ ნიკოლაძის და ბესარიონ ხელთუფლიშვილის ოჯახებშიო (ხელთუფლიშვილები ნიკოლაძეების დეიდაშვილები იყვნენ. ოლინკა ხელთუფლიშვილი გამორჩევით უყვარდა ნიკო ნიკოლაძეს და მას მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელშიც ქალის საზოგადოებრივი და სოციალური მდგომარეობის პრობლემას აყენებდა. როგორც რ. ნიკოლაძე წერს, ეს იყო ერთ-ერთი ქალი, რომელთანაც „ჩერნიშევსკისებური“ მეგობრობით იყო დაკავშირებული მამამისი.

ნიკოლაძეებთან მოდიოდა აკაკი თავადაზნაურთა მარშლის არჩევნების მერე, რაც ძალიან ხმაურიანად ტარდებოდა ქუთაისში და თავისი განუმეორებელი იუმორით ხატავდა მის მიერ ნანახ ამბებს. აქვე სთხოვეს დაეწერა ის, რასაც ყვებოდა. ასე დაედო სათავე აკაკის „ცხელ-ცხელი“ ამბების ციკლს. პირველი წერილები ხელმოუწერლად გაგზავნა „დროებაში“. იქ ვერ მიმხვდარან, ავტორის ვინაობას და რადგან ქუთაისიდან იყო გამოგზავნილი, ეჭვი ნიკო ნიკოლაძეზე აუღიათ. არავის მოსვლია აზრად რომ აკაკის ლექსების წერის გარდა სხვა რამეც შეეძლო. ნიკო ნიკოლაძე მიმხვდარა, აკაკისათვის თბილისში გადასვლა შეუთავაზებია, იქ უფრო გაიშლება შენი ნიჭიო. აკაკის უარი უთქვამს, იქ ბევრი ხართ, მე აქა ვარ საჭიროო, მერე რომ არ მოასვენა, „ფული არ მაქვსო“, უპასუხნია. ნიკო ნიკოლაძეს 7 თუმან ნახევარი შეუთავაზებია თვეში საკუთარი ჯიბიდან, აკაკი დათანხმებულა, თბილისში გადასულა, ნიკო ნიკოლაძე კი საზღვარგარეთ წასულა, თან პირველი ქართველი სტუდენტი ქალები წაუყვანია სასწავლებლად.

ამ პერიოდშიც აკაკის საკმაოდ ნაზი გრძნობები ჰქონია ანასადმი.

1864-65 წლიდან ანა შეუყვარდა ქართველ პოეტს გიორგი ჭალადიდელს. გიორგი ჭალადიდელი მაშინ 16 წლის იყო, ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე, ქუთაისის სხვა ლიტერატურული სალონებისა და ნიკოლაძეების სალონის სტუმარიც. მისი პირველი ლექსები სწორედ ამ დროს იბეჭდება და მას აკაკის და ილიას სკოლის პოეტად თვლიან.

როგორც იონა მეუნარგია წერს, ანა ნიკოლაძისთვის ჭალადიდელს ხელი უთხოვია, მაგრამ მას უარი უთქვამს - ჯერ ისწავლეო. ჭალადიდელი წასულა რუსეთში, დაუმთავრებია სამხედრო სასწავლებელი, გაუკეთებია სამხედრო კარიერა. დიდი წარმატებებისთვისაც მიუღწევია როგორც სამხედრო პირს, თვით მეფის ნაცვლის ყურადღების და მფარველობის ქვეშაც ყოფილა, მონაწილეობა მიუღია რუსეთ-ოსმალეთის ომში, სამხედრო გამოგონებების ავტორიც გამხდარა, მაგრამ მანძილს არ გაუგრილებია მისი გრძნობა. მას მაინც უყვარდა ანა ნიკოლაძე. აქვს ჩანაწერები, სადაც რუსულ ღამეში ჩაკარგულს ანაზე ფიქრი არ ასვენებს, არც გოეთეს ბიოგრაფიის ავტორის მტკიცება სჯერა, გოეთეს ბევრჯერ უყვარდაო, მისი აზრით, სიყვარულს ვერაფერი შეცვლის.

ამ პერიოდში ჩანს, შედარებით კარგად ცხოვრობს ჭალადიდელი და ანა ნიკოლაძეც საქველმოქმედო საქმეებისათვის დახმარებას სთხოვს. შემორჩენილია მის ერთ წერილზე ჭალადიდელის დაუთარიღებელი პასუხი.

ჭალადიდელი ძალიან გაღიზიანებულია. ეტყობა, ანა ნიკოლაძე ბრალს დებს უყურადღებობაში. გიორგი ჭალადიდელი პასუხობს - მე ორი წერილი გამოგიგზავნეთ და ახლაც გებოდიშებით, რადგან მიყვარხართ, თქვენ კი უკიდურესად დაცემული პიროვნებაც რომ ვყოფილიყავი, მაინც არ უნდა გაგემეტებინეთ თქვენი სიტყვებისათვის: „ვინ გინდოდათ მოგეტყუილებინათ თქვენ“, „ურცხვად (нахально) ცრუობთ“, „თქვენისთანა უხასიათო და უზრდელი კაცის ყოფაქცევა.“ სამშობლო არავიზე ნაკლებად არ მიყვარს. თუ სახელმწიფო სამსახურში ვარ, თქვენ კი სახელმწიფოსაგან დევნილებს უთანაგრძნობთ, ეს სამშობლოს უსიყვარულობას არ ნიშნავს. დადგება შემთხვევა და გამოჩნდება. ახლა კი არ მინდა ჩემს „არალეგარულ“ სიყვარულზე ვიყვირო. კაცის კი არა, ღმერთის წინაშე ვარ ამაში მართალიო. ჩანს, თავის ფუჭ გამოჩენად მიაჩნდა ქუთათურ ლიბერალთა ანტისამთავრობო გამოხტომები და ყვირილი. მდიდრად და დალხენილად რომ მთვლით და ფიქრობთ, არავის ვეხმარები,თქვენ გგონიათ, ჩემი ორი ძმა და დისშვილი, გიმნაზიაში რომ იზრდებიან, თქვენ და თქვენს ძმასავით მაღაზიის შემოსავლიდან ფინანსდებიან? მე ვფიქრობ რომ ახლობლების დახმარება ადამიანის მოვალეობაა და მომწონს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მივსულვარ ქუთათური ლიბერალების იმ შეგნებამდე ნათესავს კი არა, ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა ვეხმარებოდეთო.

და თუ იმაში მდებთ ბრალს, რომ ბალებზე და ვეჩერებზე ლაიკის „პერჩატკებით“ კავალრობას ვუწევ ხალხს, ყველა ნორმალურ ახალგაზრდას ჭირდება საზოგადოებაში გამოსვლა, არც იმაში ხართ მართალი რომ მიგაჩნიათ, თუ ვინმე დიდკაცის ცოლია, ის არ შეიძლება კარგი ადამიანი იყოს და მასთან ურთიერთობა საძრახისა და ბალზე არ უნდა გამოვიჩინო თავაზიანობაო.

მლანძღავთ, ბრალს მდებთ იმერელი ქალივით და გიხარიათ, რომ მთელს ბრაზს ჩემზე იყრით. არც მიკვირს, როდის ყოფილა თქვენს რომელიმე წერილში ჩემდამი სითბო და სიყვარული. ჩანს, ვერ შევძელი თქვენში იმ ნაპერწკლის გაღვივება, ყველაფერს ფერს რომ უცვლის. ბოლოს კი ფრანგულად მიაწერს „ყველა ერთობა თავისი გემოვნების და შესაძლებლობის მიხედვით“. ჩანს, ორივემ იცოდა ცოტათი ფრანგული. მაინც უმაღლეს წრეებთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ.

ამ წერილის მიხედვით ანა ნიკოლაძე სულ არ გავს რუსუდან ნიკოლაძის მოგონებების „მყუდრო ხასიათის“, ჩუმ თავშეკავებულ ანას, იას, ასე რომ მოწონდა ნიკო ნიკოლაძეს და აკაკის, აქ რუსუდან ნიკოლაძის მოგონებების ის ანაა, რომელიც მის და, კატოსთან ერთად უკვე შინაბერად დარჩენილი, არა მარტო თავის დისშვილებს, მთელს მოსწავლე ახალგაზრდობას თვლიდა თავის შვილად, განსაკუთრებით თუ ვინმე ნიჭს ან ხელისუფლების ურჩობას გამოიჩენდა. იქამდე, რომ თითქმის მოულოდნელად გაღიზიანებული და თავშეუკავებელი წერილის კონტურები ილანდება. იქნებ ვიღაც ქალისადმი გამოჩენილი თავაზიანობაც არ მოსწონდა.

თვითონ გ. ჭალადიდელს კი აღიზიანებდა იმ წერილში იდეალად დასახული მთავრობისგან დევნილი ვიღაც, ალბათ აკაკი, როგორც მეტოქე.

რა მოხდა ჭალადიდელს და ანას შორის არ ვიცით, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდა ანას და ჭალადიდელის 1870-79 წლების მიმოწერაზე, რომელშიც, რუსუდან ნიკოლაძის თქმით, ჩანს გიორგი ჭალადიდელის ეჭვები აკაკისადმი.

ერთი რამ ფაქტია, 16 წლიდან 31 წლამდე გიორგი ჭალადიდელი ანას ერთგულია (ანა და გიორგი ჭალადიდელი ასაკით ტოლები არიან. აკაკი მათზე 7 წლით უფროსია).

აკაკი და გიორგი ჭალადიდელი, ჩანს, ზოგჯერ ანაზეც საუბრობდნენ. ერთ წერილში, რომელიც აკაკის მე-15 ტომშია მოყვანილი, გ. ჭალადიდელი წერს ანა ნიკოლაძეს: „აკაკი ამბობს, რომ ის ჯერ არ შეხვედრია შენისთანა განსხვავებულ ადამიანს (ეს მეც ვიცი)... ასე ამბობს, შენ ისა გჯობია ხასიათის სიმტკიცითო (არა მგონია) და სხვა ათასი და მილიონი“ (გვ.187). აკი ანა ნიკოლაძეც გ. ჭალადიდელს თავის წერილში საყვედურობს უხასიათობას.

კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცით. 70-იანი წლების ბოლოს გიორგი ჭალადიდელმა დაკარგა ანას იმედი, თუ უბრალოდ ახალმა სიყვარულმა გაიტაცა. პეტერბურგის წრეებში უკვე საკმაოდ მიღებული, წარმატებული სამხედრო პირი, მუსიკის და ხატვის ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, ქორწინდება ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკეს ქალიშვილ ანაზე. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ რუსეთში და ფინეთში მყოფს, საიდანაც მოკლე მიმოხილვებს გზავნიდა, აკაკის „ცხელ-ცხელი ამბების“ ზეგავლენით „ცივ-ცივი ამბები“ რომ დაურქმევია, ენატრებოდა თავისი შავთვალა, ფრანგი ქალებივით მიმზიდველი ანა, მაგრამ ყველა ფაქტი ამტკიცებს, რომ ქორწინება ნამდვილად სიყვარულით მოხდა. ეტყობა, მას ეწვია თავისი მეორე სიყვარული, მაგრამ უიღბლო კი აღმოჩნდა. სიმამრთან წვრილმანებით დაწყებული კონფლიქტი გაღრმავდა და იძულებული გახდა ცოლს გაყროდა. თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ცდილობდა, რამენაირად შეეჩერებინა განქორწინების საქმე. უკვე შვილი ჰყავდათ, ბორისი. ცოლი მშობლებმა მეორეჯერ გაათხოვეს პეტერბურგის სასამართლოს წევრ ველიჩკოზე. თუმც, მან ბოლომდე შეინარჩუნა კარგი ურთიერთობა გიორგი ჭალადიდელთან, სისტემატურად დაჰყავდა მასთან შვილი და ქმარყოფილის სიკვდილის მერეც დაინტერესებული იყო მისი ნაწარმოებების კრებულის გამოსვლით.

გიორგი ჭალადიდელი ძალიან წუხდა ცოლთან გაყრას, ისე განიცდიდა და ცხვენოდა, საკუთარ მამასთან შეხვედრას ერიდებოდა. ის ასთმით იყო დაავადებული. ურჩიეს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არც ამან არგო და 1898 წელს გარდაიცვალა მინსკში, ზუსტად იმ წელს, როცა დაიკარგა ვანო მაჩაბელი.

ანა ნიკოლაძის გრძნობის შესახებ გ. ჭალადიდელისადმი ჩვენ არაფერი ვიცით. მაგრამ ჩანს, ამ სიყვარულს აფასებდა, რადგან სიკვდილის მერე მის სასთუმალში აკაკის წერილებთან ერთად გიორგი ჭალადიდელის წერილებიც ნახეს. ჭალადიდელი თავისი ეჭვიანობით აკაკისადმი ანას დამოკიდებულებას გარკვეულ ელფერს აძლევდა.

აკაკი კი ხშირად იყო ქუთაისში.

1871 წელს აკაკის ქუთაისში დაუწერია მეგობრისადმი მიძღვნილი ლექსი ცნობილი სტრიქონებით:

„მე მგონია მისთვის ვართ ქვეყნად მოვლინებული, მაცხოვარი რისთვისაც იქმნა ჯვარზე ვნებული. ...დაე დამგმოს ქვეყანამ, გამიმეტოს, გამკიცხოს, თავი ბრძენი ეგონოს, მე გიჟებში ჩამრიცხოს. ვერ ვუმუხთლებ მე მაინც ამ ჩემს გრძნობა-გონებას, ვერ ავიტან ცხოვრების ბატონობა-მონებას, ...მაინც ვერ ვუღალატებ შინაგან აკაკობას.“

სადაც თავის მეგობარს, აშკარად ქალს, საკუთარი უიღბლო ცხოვრების მიზეზს და მიზანს უხსნის. ეს ლექსი ჩვენ ანასადმი მიძღვნილი გვგონია. მისი განწყობილება ნამდვილად ასეთ წაკითხვას გვკარნახობს.

1873 წელს კი ნამდვილად ანას უძღვნის ლექსს, რომელსაც მისთვის ნაჩუქარ საკუთარ სურათზე წააწერს.

თუმცა არსებობს ამ ლექსის სხვა ფოტოპირიც, რომელიც იგივე ლექსი მაშიკო ხელთუფლიშვილისადმია მიძღვნილი.

მაშიკო ხელთუფლიშვილთან აკაკი უფრო შეხუმრებული იყო. ის კი არა, ახალგაზრდათა გარკვეული ჯგუფი აკაკის კომპრომენტაციას იმითაც ცდილობდა, რომ აბრალებდნენ, მაშიკოზე უთქვამს სასტუმრო „კოლხიდაში“, „უზნეურიაო“, თუმც აკაკი ამას თავის პირად მიმოწერაში უარყოფს და ამბობს, ამას ლამის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ და ეს სასაცილოაო. არადა, ნიკო ნიკოლაძე მაშიკო ხელთუფლიშვილის გულის სიანკარეზე ლაპარაკობდა. და მას ძალიან ამსგავსებდა ანას.

ისედაც, აკაკის სჩვეოდა, ერთად მყოფი ორი ქალიდან ერთზე რომ იყო შეყვარებული და წერდა ლექსს, მეორესთვის მიეძღვნა. მაგალითად, ტასო მაჩაბლისაზე დაწერილ ლექსს ვარინკა წერეთელს უძღვნიდა. მაგრამ აქ რა შემთხვევაა არ ვიცით. გ. ჭალადიდელსაც აქვს დაწერილი ერთი ლექსი, რომელსაც ორივეს უძღვნის, ანასაც და მაშიკოსაც.

აკაკის ლექსი ასეთია:

„აჰა, სახე მოღრუბლული, უპირბადო, სწორმხატველი, მისი გრძნობის, ვისიც გული არს კეთილის განმზრახველი. მაგრამ ზრახვა ხელუქმნელად რად მინდა მე გულის-მკვლელი, რომ სიცოცხლე ჩემი ბნელად მირბის, კვალთა ვერ მსახველი. ან კი რა ვქნა, არ მაქვს ბრალი დრო მეფობს და დრო მფარველობს, არ გაქრება სუნთქვით ალი, იქ, სადაც კი ცეცხლი მძლავრობს მაგრამ მაინც ამ ჩემს სურვილს არ მოვიკლავ გულში ჩემით და როს ვნახავ მამულიშვილს, თანავუგრძნობ თაყვანცემით თუ ამ აზრებს შენცა უგრძნობ, მაშინ გქონდეს ჩემი სახე! - და თუ არა, ვერც მე გიცნობ, და გთხოვ, ცეცხლში შეუძახე.“

არის კიდევ ერთი ლექსი, სადაც აკაკი ვიღაც ქალზე წერს, მრავალი წელია გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ თქმა ვერ გაგვიბედავსო. შეიძლება ესეც ანაზეა დაწერილი.

ამდენად, ეს ლექსები, მიძღვნილია თუ არა ანასადმი, ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს კი ვიცით, აკაკისათვის შვება იყო ქუთაისში ჩამოსვლა, ნიკოლაძეების რიონისპირა სახლი, სადაც ხვდებოდა, როგორც თვითონ ეძახდა, „პატარა ქალბატონი“ ანა და მასზე 10 წლით უმცროსი კატო, ნიკო ნიკოლაძის სხვა დებისაგან განსხვავებით, ორივე გაუთხოვარი. როგორც რუსუდან ნიკოლაძე წერს, „არქიპოლუსები“. აკაკი კატოს „ჭინჭარს“ ეძახდა, ანას „იას“. როცა აკაკი ძალიან გადააჭარბებდა, კატო ეუბნებოდა: „ ვა ბეჩა, ვა აკაკი, რამ გაგაგიჟაო“ და როცა რაიმეს „მხატვრულად“ ყვებოდა, ჩაურთავდა: „ტყუილი, ტყუილი, ტყუილი“. აკი აკაკიზე ამბობდნენ, რომ ტყუილების თქმა იცისო, ისე „მხატვრულად“ და „ფანტასტიკურად“ ყვებოდა თვით ყველაზე ჩვეულებრივ ამბავს.

აკაკის 70-იან წლებში ანა ნიკოლაძისათვის ნაჩუქარი აქვს გიშრის საათი, თვითონ რომ „თილისმა საათს“ უწოდებდა. ამ საათს უკან ასეთი წარწერა ჰქონდა:

ყრუ სიმართლისთვის

სიწმიდისათვის ბრმა

წყეულიმც იყოს

მისი გულისთქმა.

აკაკი



ამ წარწერიდან ჩანს, აკაკი ანა ნიკოლაძეს სიყვარულის აუყოლობაში დებს ბრალს.

არავინ არაფერი იცოდა ანა ნიკოლაძის გრძნობების შესახებ. არც აკაკი ლაპარაკობდა ბევრს. შეიძლება ახალგაზრდობისას რაღაც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მერე მართლა მეგობრობად იქცა.

„რაღაც გამოუთქმელ, უსიტყვოდ გამოწვეულ პატივისცემას უსახავდა ამ ქალის პიროვნება და ამავე დროს განსაკუთრებული მზრუნველობის და თბილი მოპყრობის წადილი... (859).

თვით ანიჩკამ კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას -აკაკის ჩანგსა და პიროვნებას და შესწირა მისებურად, სრულად და უნაშთოდ და ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია დანამდვილებით, გარდა მის და თვით აკაკისა, რომელმაც თან ჩაიტანა საფლავში ეს საიდუმლო, სრულიად არაჩვეულებრივი მისი განთქმული „მეფისტოფელური“ ხასიათისთვის და მხიარული უნდობლობისთვის ქალის გრძნობების მუდმივობის მიმართ.

საერთოდ, ამ ნაზი ქალის გულში ყოველი განცდა ღრმად და საიდუმლოდ იმარხებოდა, გარედან სრულიად უხილავი და მიუკარებელი, ამიტომ მის მიერ გამოწვეული გრძნობები მტკიცე და ხანგრძლივი იყო“. წერს ნ. ნიკოლაძე, (გვ. 357).

ანას და კატოს 80-იანი წლებიდან პანსიონი ჰქონდათ გახსნილი, სადაც გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებელ ბავშვებს, ან გიმნაზიის პირველი კლასების მოწაფეებს ამეცადინებდნენ. აკაკი ამ პანსიონის სასურველი სტუმარი იყო, ჩართული ბავშვთა ცხოვრებაში და მოტრიალე იმ ქალთა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში, რომლის მთავარი წევრები იყვნენ, ანა, კატო, მაშიკო ხელთუფლიშვილი, მელანია გველესიანი, ნუცა წერეთელი.

აკაკი მათ ყოველ ღონისძიებაში ღებულობდა მონაწილეობას და აკაკის ჩამოსვლისას ცოცხლდებოდა ქუთაისი.

კატო ნიკოლაძე ხშირად დადიოდა საქმეების გამო ქალაქში. ანას კი „სკის დედა ფუტკარს“ ეძახდნენ. ძირითადად სახლში იყო და ბავშვებს ამეცადინებდა. ბავშვებისთვისაც მისი თავშეკავებული საყვედური და წარბის შეკვრა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე კატოს „აფეთქება“.

ანა იყო ტანად პატარა, ძალიან კოხტა. ჯერ კიდევ ემჩნეოდა, რომ ახალგაზრდობისას ლამაზი იყო. ნიკო ნიკოლაძის დებიდან ერთადერთი ის დარჩა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების გარეშე. იქნებ ესეც მოსწონდა აკაკის, რომელიც პირველად ქალთა უცხოეთში გამგზავრების წინააღმდეგიც წასულა – რა ქალის საქმეა დიდ ცოდნაზე თავის დადებაო, ეს ცუდ ემანსიპაციას გამოიწვევსო. აკი, თვითონ ამბობდა, რომ ქალური საწყისი გრძნობაა და არა გონება. ქალის ფუნქცია საყვარელი არსების შეფარება და მასზე ზრუნვააო. თუმც, მიუხედავად იმისა, რომ ანას საზღვარგარეთ არ უსწავლია, საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო. რუსული ძალიან კარგად იცოდა, ბევრს თარგმნიდა. მისი თარგმანები გაბნეულია იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. თავის დასთან კატოსთან ერთად 1893 წელს უთარგმნია მოთხრობა „კატაკომბები“. ხოლო მისი ერთერთი თარგმანი „ჯიანეტა“ წიგნადაც გამოსულა.

აკაკი ანას დანახვისას ხშირად ამბობდა ხოლმე: „დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას“, რაზეც ანა ღელვისაგან ჩაყრუებული ხმით პასუხობდა: „კაი აკაკი, ნუ იცი ასე.“

აკაკი ანას გვერდით ხშირად ძალიან მხიარული და ექსცენტრული იყო. მით უფრო, თუ კატო ამის მიზეზს აძლევდა. ერთხელ, ვახშმობისას, აკაკიმ ხელით აიღო შაქარი, კატომ

ხელი მოკიდა საშაქრეს და ფანჯრიდან მთელი შაქარი გადაყარა, რატომ მაშით არ აიღეო. მაშინ აკაკიმ, ვახშამი რომ დამთავრდა, თავისი სკამი ფანჯრიდან გადააგდო (იქვე რიონი მოედინებოდა), თუ ჩემი ერთი ხელის მიკარებით შაქარი წაიბილწა, მაშინ ჩემს ნაჯდომ სკამზე არავინ დაჯდებაო.

სიცოცხლის ბოლოსაც შეხვდნენ აკაკი და ანა ერთმანეთს. I მსოფლიო ომის დაწყებისას აკაკიმ ქვიშხეთიდან სურამში გამოუარა ნიკოლაძეებს და მაშინაც პოეზიით იყო სავსე მათი შეხვედრა.

ანას აკაკის წერილები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ მოუცილებია. იქამდე, რომ აკაკის წერილებს კი არა, მხოლოდ მის ასლებს აძლევდა სპეციალისტებს, ავტოგრაფებს კი არ ელეოდა. მისი ნაჩუქარი გიშრის საათი კი გულიდან არ მოუშორებია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

აკაკის და ანას ურთიერთობის დასახასიათებლად ყველაზე უკეთესი დოკუმენტი აკაკის წერილებია. თუმც, 15 ტომეულის ავტორებსაც კი, აკაკის ავტოგრაფები არ ჰქონიათ ხელთ, ანას ხელით გადაწერილი ასლებით სარგებლობდნენ. ვინ იცის, ეს ასლები რამდენად სრული იყო.

აკაკის წერილები იწყება 70-იანი წლებიდან და 90-იან წლებამდე გრძელდება. მათი რიცხვი არც ისე დიდია, მაგრამ ჩვენთვის აკაკის დამოკიდებულება ანა ნიკოლაძისადმი ამითაც ცხადი ხდება.

ისეთი სიყვარულით და სითბოთია ბარათები დაწერილი, მაშინვე იგრძნობ, როგორი ფაქიზი, ნაზი გრძნობებით იყო სავსე აკაკი მის მიმართ. თუმც აქვე ჩანს მხიარული, ცხოვრებაში ჩართული, ახლობელთა ამბებით დაინტერესებული აკაკი, რომელსაც სიცილის მიღმა უსიამო გრძნობები სდევს და მანუგეშებელს და მეგობარს ეძებს.

პირველივე წერილებში მჟღავნდება რა დიდი მნიშვნელობა აქვს აკაკისათვის ანას აზრს და როგორ ღელავს, როცა ანა ესწრება იმ ღონისძიებებს, რომელზეც თვითონ გამოდის „გიგზავნი ბილეთს და აფიშას – ნეტავ შენ არ მიყურებდე ხვალ წარმოდგენაზე და მეტი არაფერი მინდა...“

ჩანს, ანა ნიკოლაძე აკაკის წერილებს იშვიათად წერდა. ამიტომ აკაკი ხშირად საყვედურობს. და ხუმრობაშერეული ალერსით წერს 1870 წელს:

„კუდიანობით არა მაქვს ჩვეულება, რომ მივწერო და სხვა ტიტული ჩემგან კი აღარ გეკადრება. სანამ ჩემის ოთხის წერილის პასუხად არ მივიღებ შენგან შენანებულ ბარათს, დაწვრილებით წილადობილურს ბევრს... ბევრს... ბევრს, ისე რომ ერთი კვირა მეყოს საკითხავად, ნუ ელი ჩემგან ბარათს (გვ. 188. ტ. 15). ან 1875 წელს: „შენ ხომ ჩემ წიგნებს უცდი ყოველთვის, ვიზიტების ანგარიშისა არ იყოს“. ( ტ. 15, გვ. 191).

1875-77 წლებში კი ასე ეხმაურება: „ვინაც რამოდენიმე დღის განმავლობაში მთელი წიგნი სთარგმნა, იმას არ შეუძლიან შეიწამოს სიზარმაცე, რომელიც მხოლოდ უსურვილობისგან წარმოდგება და არის უგულობის ნაყოფი!.. მაგრამ ეჰ!.. დავანებოთ ამას თავი“. (ტ. 15, გვ. 190). 1877 წელს ასეთ წერილს უგზავნის:

„გეთაყვანე, წიგნი ხშირად მომწერე ხოლმე. Ти не спасобна бить сестрою миласердия при душевно больним? ზარმაცო! ზარმაცო! პატარავ, მაგრამ დიდო ზარმაცო“. (ტ. 15. გვ. 192). ან 1897 წელს: „შენი სიზარმაცის პატრონი, თუ წერილს მაღირსებ, საკვირველიც იქნება და კიდეც დაგიმადლი“ (ტ. 15. გვ. 200).

1879 წელს - „ზარმაცისთვის ეს ბარათიც ბევრია, ჩემო ბატონო და ნურას უკაცრავად“. (ტ. 15; გვ. 195). 1896 წელს - „თუ მოიცლი და წერილს მომწერ, დიდად მანუგეშებ“. (ტ. 15. გვ. 199). მიმართავს ასე: „ჩემო სანუგეშო დაო და მეგობარო (გვ. 201) ხანდახან ხუმრობით „მის მაღალხარისხოვნებას ანასტასია იაკობის ასულ ნიკოლაძეს“, „პატარა ქალბატონო“, „დაო ანიჩკა“, „ჩემო მეგობარო დაო და ჩემო დავ-მეგობარო ანიჩკა“, „საყვარელო დაო“, „საყვარელო დაო და ძვირფასო მეგობარო“, „სანუგეშო დაო და მეგობარო“.

ხელს კი ასე აწერს:

„მარად შენი ერთგული ძმა და მეგობარი აკაკი“, „თავადი აკაკი წერეთელი“, „მარად და მარად ერთგული აკაკი“, „შენი მარად ერთგული ძმა აკაკი“, „შენი მარად აკაკი“, „მარად ერთგული აკაკი“, „მარად და მარად შენი აკაკი“, „მარად კეთილის მსურველი აკაკი“, „შენი აკაკი“, „შენი მარად ერთგული ძმა აკაკი“.

ხშირად ესაუბრება საკუთარ ტკივილებზე და სულიერ მდგომარეობაზე.

„მე რომ წიგნის წერას დავაგვიანებ, ის ნიშნავს, რომ ცუდ გუნებაზედა ვარ და საქმე დახლართული მაქვს! მაგრამ ესეც კი შეგიძლიან მკითხო: როდის იყავი კარგ გუნებაზედ და როდის არა გქონია საქმე დახლართული-თქო!“

„არასოდეს ასე გულგატეხილი არ ვყოფილვარ, როგორც ეხლა ვარ. აღარაფერი აღარ მახარებს, იმდენზედ მიმიყვანა ამ გულგატეხილობამ, (разочерование), რომ გულს მიღრენს ანუ როგორც ჩვენი ფილოლოგები ეძახიან, ნერვები მძლევენ... მე ის მატირებს, რომ ის ენერგია, რომელიც მუდამ თან მახლდა, დღეს თანდათან მღალატობს, ვატყობ უამისოთ მე რაღა ვიქნები“ (გვ. 191, ტ. 15).

ან:

„ჩემო მეგობარო დაო და ჩემო დავ-მეგობარო ანიჩკა!

ასე მეგონა თუ, რაც მიფიქრია და მიგრძვნია, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ და ან რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, ყველა იცითქო და ამის გამო ჩემ კერძოდ შესახებ აღარასა გწერ...“ (1879 წ. გვ. 196).

ან „ჩემო სანუგეშო დაო და მეგობარო ანიჩკა!

ჩამოვედი თუ არა, მაშინვე მინდოდა წიგნის მოწერა, მაგრამ ჩემის მდგომარეობის მოსაწერათ მე უძლური ვარ და ჩემი კალამი კი სუსტი და ამის გამო ვუცდი იმ დროს, როდესაც მეღირსება პირისპირ შეხვედრა და მცირედ მაინც არის სულის ტანჯვის შეყენება“ (1897 წ. გვ. 201).

როგორც ახლობელ ადამიანს, ესაუბრება ცოლსა და ცოლისიანებზე, იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, მათ დაინახეს აკაკის სიკეთე და გული მოიბრუნეს, მისი გრძნობა არასოდეს არ გამთელდება მათ მიმართ.

ერთგან ხუმრობით წერს, ბზუკვა (მუწუკი) მქონდა, რომელიც მტანჯავდა, მაგრამ ჩემი ცოლი რომ გაემგზავრა, გასკდა და ასე მოვრჩი ერთად ორ ჭირსო.

აკაკის ხშირად ენატრება ანიჩკა და წერს – ცუდად ვარ, რუსეთში მყოფი ვაითუ ვერ ჩამოვედი საქართველოში და მოვკდეო და ეუბნება „მწყინს, მხოლოდ, რომ ზოგიერთების ნახვა აღარ მეღირსა და მათ რიცხვში ყველაზე უმალ შენი, ჩემო კარგო“ (1896 წ. გვ. 199).

ან:

„მინდა ერთი დღით შენს სანახავად ჩამოვიდე ისე, რომ ქუთაისი თვალდახუჭული გავიარო და შენთან ჩამოხტომა შეიძლება თუ არა“ (1897 წ. გვ. 200),

ან:

„რომ ჩამოვედი და აღარ დამიხვდი, საოცრად დამწყდა გული. გზა რომ მცოდნოდა, სწორედ მეც ჩამოვიდოდი ჭოლევში“ (1897 წ. გვ. 200). იქ ცხოვრობდა ანასტასია ნიკოლაძის და ეფროსინე.

მისთვის ასე მნიშვნელოვანი მარგანეცის საქმეების ამბავსაც წერს. მისი მამულის აღწერილობა ანასთვის ქონია მიბარებული.

„ის მარგა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2013, 04:22 PM

"მახსენდება ჩემი ნათლიის, დედა ზოილეს სიტყვები, იგი მონაზონი ბრძანდებოდა მცხეთის დედათა მონასტერში.

ის ამბობდა, რომ მის ახალგაზრდობაში ყველა ქალბატონი ისეთი სიგრძის კაბას იცვამდა, რომ მისი ბოლო მიწას ეხებოდაო.

იგი ამას ასე გამოთქვამდა: "კაბა მიწას უნდა სუნავდესო", ე.ი. მიწას ოდნავ უნდა ეხებოდესო.

მაგრამ ყველაფერი იცვლება და დღეს ამაზე ლაპარაკი კი არა, ფიქრიც ძნელია, რომ ჩვენს დროში ერის ადამიანებს ასეთი ტანსაცმელი ჩაიცვან.

აბა, შეხედეთ ძველ ქართველ ქალთა ჩაცმულობას, როგორი სადაა, დახვეწილი, დარბაისლური. სამოსიც კი აიძულებდა მამაკაცს, თაყვანი ეცა ქალისთვის."

/ილია II/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 23 2013, 04:34 PM

ქართველი დედოფლების უმეტესობა საამაყოა სქართველოსთვის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2013, 02:17 PM

http://imageshack.us/photo/my-images/855/7aiq.jpg/

Uploaded with http://imageshack.us


წმიდა დინარ დედოფალი (X)
30 (13.07) ივნისი


წმიდა დინარ დედოფალი. რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.

ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავიზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.

მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

http://orthodoxy.ge/tveni/ivnisi/30-dinar.htm

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2013, 03:01 PM

http://radikal.ru/fp/e26a6c294d2148818fc33e3cf5dd4836
ზურაბ მანწკავას ფრესკა. საქართველოს წმინდა დედები...

ძალიან კარგი კომპოზიციაა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2013, 03:02 PM

ციტატა(qetevano @ Nov 21 2013, 04:01 PM) *

http://radikal.ru/fp/e26a6c294d2148818fc33e3cf5dd4836
ზურაბ მანწკავას ფრესკა. საქართველოს წმინდა დედები...

ძალიან კარგი კომპოზიციაა


ქეთ, რა ლამაზი ფრესკაა!!!!!!!!!! rolleyes.gif მადლობა, რომ დადე mpua.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2013, 03:24 PM

marine

ციტატა
ქეთ, რა ლამაზი ფრესკაა!!!!!!!!!

კიი ნამდვილად, თან ასეთი ფრესკა სხვაგან არც მინახავს. ერთად თავმოყრილია მნიშვნელოვანი ქართველი ქალები, ასე რომ ვთქვათ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2013, 03:28 PM

qetevano
მარჯვნივ მაღლა რომელი წმინდანია?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2013, 03:39 PM

ციტატა(qetevano @ Nov 21 2013, 04:24 PM) *

marine

კიი ნამდვილად, თან ასეთი ფრესკა სხვაგან არც მინახავს. ერთად თავმოყრილია მნიშვნელოვანი ქართველი ქალები, ასე რომ ვთქვათ.


მე მაქვს პატარა ხატი, რომელზეც რამდენიმე ქართველი წმინდანი ქალია გამოსახული ერთად, ხვალ დავასკანერებ და დავდებ... smile.gif

ციტატა(G_saxva @ Nov 21 2013, 04:28 PM) *

qetevano
მარჯვნივ მაღლა რომელი წმინდანია?


ვერ ამოვიკითხე, ბუნდოვნადაა დაწერილი unsure.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2013, 03:54 PM

G_saxva

ციტატა
მარჯვნივ მაღლა რომელი წმინდანია?

აუუუ ვერ ვარჩევ. დავითხარე თვალები. პ-დან იწყება და ქა-თი მთავრდება და შუაში ვერ ვარცევ ასოებს

ერთი წმინდა პეროჯავრას ვფიქრობ. სხვა ვერ ჩავსვი ვერავინ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2013, 04:16 PM

qetevano
marine
რომ ვერ წავიკითხე მაგიტომ გითხარით მეც biggrin.gif არ ჩანს და მაგიტომ, დანარჩენები ქე მივდი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2013, 04:19 PM

ციტატა(qetevano @ Nov 21 2013, 04:54 PM) *

G_saxva

აუუუ ვერ ვარჩევ. დავითხარე თვალები. პ-დან იწყება და ქა-თი მთავრდება და შუაში ვერ ვარცევ ასოებს

ერთი წმინდა პეროჯავრას ვფიქრობ. სხვა ვერ ჩავსვი ვერავინ


მართალი ხარ, ქეთ, წმინდა პეროჟავრა სივნიელი იქნება smile.gif mpua.gif


http://orthodoxy.ge/tveni/ianvari/15-salome.htm

პოსტის ავტორი: სელენია თარიღი: Nov 21 2013, 09:20 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 21 2013, 09:25 PM

სელენია
???????

პოსტის ავტორი: სელენია თარიღი: Nov 21 2013, 09:31 PM

qetevano
კარგი თემაა მომეწონა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2013, 12:04 PM

ციტატა(სელენია @ Nov 21 2013, 10:31 PM) *

qetevano
კარგი თემაა მომეწონა rolleyes.gif


კეთილი იყოს შენი შემოსვლა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2014, 01:18 PM

თეკლა-ბიჭი

ერეკლეს ბევრი ვაჟიშვილი ჰყავდა, ისინი ომის დროს სახელოვანი მამის გვერდით იბრძოდნენ.

წარმოიდგინეთ, რომ ასევე იქცეოდა თეკლა ბატონიშვილიც - ერეკლეს ასული; გადაიცვამდა ვაჟურად, მოახტებოდა ცხენს და საომრად მიმავალთ შეუერთდებოდა.

ერეკლემ მას "თეკლა-ბიჭი" შეარქვა. მოგებული ბრძოლის შემდეგ ერეკლე მეფე თავის მამაც მეომრებთან ერთად მიუჯდებოდა ხოლმე სუფრას და იწყებოდა ლხინი.

თეკლა-ბიჭიც იქვე ტრიალებდა, მეომრებს თასებში ღვინოს უსხამდა. ისინიც სიამოვნებით სვამდნენ მეფის ასულის ხელით მორთმეულ ღვინოს.


ქეთევან ანდრონიკაშვილის სიმამაცე

ერთხელ ერეკლე მეფის რძალი ქეთევან ანდრონიკაშვილი ქართლიდან კახეთში, თავის მშობლიურ ქიზიყში მიდიოდა. მართალია, თან რაზმიც ახლდა, მაგრამ მათგან არც ერთი არ იყო გამოცდილი მეომარი.

ერთ ადგილას ჩვენს მგზავრებს ლეკები დაუხვდნენ, - ხუთას კაცზე მეტი იქნებოდა.

ქეთევანის მხლებლები, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ, ვერავინ იკისრა მეთაურობა. მაშინ ქეთევანმა გაამხნევა მხლებლები, თავად ჩაუდგა მათ სათავეში და შეტევაზე გადავიდა.

გულმოცემულმა ქართველებმა თავდამსხმელებს მუსრი გაავლეს.

ეს ამბავი ერეკლე მეფემ რომ შეიტყო, სიამაყით აივსო და რძლის პატივსაცემად თბილისში აღლუმი მოაწყო.

როცა ქეთევანმა ქალაქის კარიბჭეში შეაბიჯა, ზარბაზნები დააქუხეს, ხალხი გარეთ გამოეფინა. იმ ღამით მთელი თბილისი ჩირაღდნებით იყო გაკაშკაშებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2014, 10:32 AM

ჟან შარდენი, მე-17 საუკუნე

„ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და, შემიძლია ვთქვა, მთელ ქვეყანაზეც.

იქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა.

ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუსაჩუქრებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით.

შეუძლებელია თვალი მოჰკრათ იქაურ ქალს და არ შეიგიყვარდეთ.

არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2014, 09:21 PM

"- ადამიანებს ყველაზე მეტად ბავშვები უყვართ, მოღვაწეებს - განსაკუთრებით და იცით, მათთვის ყველაზე ძნელი გადასატანი რა არის? - როდესაც ბავშვები მათ დასცინიან და აბუჩად იგდებენ, ქვებს ესვრიან და შეურაცხყოფენ. ასეთივე გზა განვლო მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ. ის კი, ყოველთვის ითმენდა."

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2015, 09:26 PM

"...ფრიად საშიში იყო ქართველი ქალის გაჯავრება. შურისმაძიებელი იყვნენ გურჯი ხათუნები. შაჰ-აბას I-მა ეჭვის ნიადაგზე მოაკვლევინა საკუთარი შვილი - ქართველი ქალის, ლელა ბაგრატიონის ნაშობი. სახე დაუმახინჯა გაშმაგებულმა დედამ შაჰს, ახრჩობდა, რომ არ გამოეგლიჯათ ხელიდან..."

/ლოვარდ ტუხაშვილი "დამონებული ამორძალები"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 10:26 PM

"ევრიპიდეს გასამრჯელო გადაუხადეს, რათა მის ცნობილ ტრაგედიაში მედეასათვის საკუთარი შვილების მკვლელობა დაებრალებინა"

/მამა ანდრია დათიაშვილი

"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 59/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2015, 06:33 PM

"საქართველოს მთებში ქალი შვილად არ იწოდება. მთიელთა ცნობიერებაში შვილი ვაჟია, მემკვიდრე, გვარის გამგრძელებელი.

ქალი - ქალია, "სხვათ ყორეთ ქვაი" - სხვის ყორეში ჩატანებული ქვა, სხვისი გვარის მაშენებელი.

ვაჟზე იტყვიან - შვილი მყავსო, ქალზე იტყვიან - ქალი მყავსო (მოხუცმა არხოტიონმა ციცქა ჯაბუშანურმა ერთხელ ასე გვითხრა: "ცხრა შვილი მყავს და ორი ქალიო").

ღვთის ნებით და ბუნების კანონით, "ბედიანი" ქალი [დედმამიანი და ქმარშვილიანი] ერთ ოჯახში იზრდება და მეორე ოჯახში ცხოვრობს, ერთი გარის შვილად იბადება და მეორე გვარის წევრი ხდება".

/ალექსანდრე ნაზღაიძე

"გვარიშვილობა" N3, 2012, გვ. 19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2015, 10:07 PM

http://radikal.ru/big/1f0333bd799a456290987a406cbe9a21

ნაფისა - ეგვიპტის ქართველი დედოფალი

არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა "თეთრ განძად" წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა კაირო.

საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა. ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი. ამბობენ, მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოვიდა და ქალს მოკრძალებით ეახლაო. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. ქალი ქართველი იყო, სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე მონად გაყიდული და შემდეგ საკუთარი გონიერებისა და ღირსების წყალობით პატივცემული. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, თეთრ განძსა და მამლუქთა დედას.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 12:31 PM

"...ქალი გათხოვილია თუ გასათხოვარი, შვილიანი თუ უშვილო, სულიერი ასაკოვნებით აღწევს დედაკაცობამდის. ქალი პეპელაა, დედაკაცი ფუტკარი, ქალისთვის ეს ქვეყანა სასეირნო წალკოტია, დედაკაცისთვის ალაგი შრომისა და გარჯისა, დედაკაცი ფარ-ხმალიანი ქალია, ქალი - უფარ-ხმალო დედაკაცი..."

ილია ჭავჭავაძე
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:04 PM

"შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ადამიანის ადამიანურობა გადაარჩინა ქალმა და მას დღემდე ინახავს იგი. ინახავს არა სიტყვებით, არა იდეებით და იდეოლოგიებით, არამედ სწორედ ამ თავისი ჩუმი, მზრუნველი, სიყვარულით სავსე ყოფით".

/"კარიბჭე" N8, 2016, გვ. 20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2016, 01:50 PM

"იესოს დროინდელი სწავლულები სულიერ საქმეებში ქალების დამსახურების არ ცნობდნენ. მართალია, ისინი რელიგიურ დღესასწაულებზე მათ თანდასწრებას იტანდნენ, მაგრამ დიადი საიდუმლოებების მათთვის გაზიარებას სულაც არ ფიქრობდნენ. რაბინთა ანდაზა ამბობდა: "უმჯობესია ქალი დაწვა, ვიდრე რჯულის კანონი ასწავლო" .

იესომ კი ქალი უდიდესი საიდუმლოებების თანაზიარი გახადა, როცა სიცხისგან გათანგული იესო სიხარის ჭასთან ჩამოჯდა, მას მიუახლოვდა ერთი სამარიელი ქალი, რომელსაც ხუთი ქმარი ჰყავდა, მაგრამ ეს არ გამხდარა დაბრკოლება, რომ იესოს მისთვის თავისი მისიის ჭეშმარიტება გაენდო, არც მისი სქესის და არც იმის გამო, რომ ის მისი ერის მტრების ბანაკიდან იყო. არ შეყოყმანებულა იესო და მას უდიდესი ჭეშმარიტება ამცნო: "დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით" (იოანე 4,23).

ამ სცენის შემხედვარე მოწაფეებმა მასწავლებლის საქციელი ვერ ახსნეს და ფრიად გაოცდნენ, რომ ის ქალს ელაპარაკებოდა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ქრისტეს ეკლესია სწორედ ქალს გადააქცევდა ღვთის შვილებსა და ძე ღვთისას შუამავლად. სწორედ იმ ქალბატონს, რომელმაც ქალთა შორის ერთადერთმა თავის თავში ქალურობის ორი ყველაზე სრულყოფილი ატრიბუტი გააერთიანა - ქალწულობა და დედობა, რომელმაც ჩვენთვის ბეთლემის ღამიდან გოლგოთას ღამემდე გრძელი, ენით აღუწერელი ტანჯვა მოთმინებით გადაიტანა".

/"კარიბჭე" N9, 2016, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 10:38 PM

"ძველმა ტექსტებმა შემოინახეს მწუხარება ბერძენთა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ არ შეეძლოთ შვილების ქალების გარეშე გაჩენა. ისინი ამბობდნენ: ბევრად ადვილი იქნებოდა, შესაწირავი მიგვეტანა ტაძარში და დილით იქიდან ბავშვი წამოგვეყვანა, ქალებთან საქმე რომ არ გვქონოდაო.

ფრანგი ისტორიკოსი ანდრე ბონერი წერს: "ათენის საზოგადოებაში არა მხოლოდ მონები ვერ იღებდნენ სარგებელს დემოკრატიისგან, არამედ იქ ცხოვრობდნენ სხვა ადამიანური არსებები, თითქმის მათსავით საძულველნი და ესენი იყვნენ ქალები".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N16, 2016, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 06:26 PM

"წმინდა ნინომ ღვთის მადლით მოგვიტანა ის, რაც ჩვენ სულიწმინდის მადლის გარეშე ვერ მივიღებდით. ამიტომაც მივმართავთ ჩვენ მას ლოცვაში: "სულისა წმინდისა ქნარო ნინო"; ანუ მთელი მისი ცხოვრება არის სულიწმინდის მოქმედებისაგან წარმოქმნილი ღვთაებრივი მუსიკა. მას ქნარს უწოდებენ, რადგან მასზე, როგორც იარაღზე (ინსტრუმენტზე) სულიწმინდა მოქმედებდა; წმინდანის ქმედება და სიტყვა სულიწმინდის მოქმედების გამოვლინებაა, ვითარცა ქნარზე დამკვრელი მემუსიკისა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2016, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2016, 10:37 PM

"იერუსალიმისა და მისი მიდამოების სავანეებში ქართველი ქალები ძველთაგანვე მოღვაწეობდნენ: გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე ქალი, იერუსალიმში მცხოვრები ეფროსინე, შემდგომში - ლუკა მუხაისძის დედა, და სალომე წამებული (XIII ს.), მართა მონაზონი (XVII ს.) და სხვანი. ტიმოთე გაბაშვილის იერუსალიმში ყოფნის დროს ქართველი მოწესე ქალები წმინდა ეკატერინეს მონასტერში ცხოვრობდნენ.

კაპათა სიონის მთაზე მდებარეობდა. ძველი ტაძრის ადგილას იუსტინიანე დიდმა ახალი ეკლესია ააგო. იქვე იყო სამწირო (სასტუმრო, პილიგრიმთა მისაღები სახლი). ახალი ტაძარი ააშენეს ბორენა დედოფალმა, ბაგრატ IV-ის მეუღლემ, და მართა დედოფალმა, ბაგრატ IV-ის ასულმა".

/"კარიბჭე" N2, 2008, გვ.50-51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2016, 11:00 AM

"სარა [ბეთლემელი] წმინდა ნინოს სულიერ ძალას უწინასწარმეტყველებდა:

"ვხედავ, შვილო, შენში დამკვიდრებულ ძუ ლომის ძალას, რომელიც ყველა ოთხფეხზე ბატონობს. დედალი ორბი მამალზე მაღლა ადის ცაში, იქიდან მთელ ხმელეთს მცირე მარგალიტივით თვალის გუგაში მოიქცევს, შენიშნავს საკბილოს, დაეშვება და თავს დააცხრება. ამგვარივე იქნება შენი ცხოვრება სულიწმინდის წინამძღვრობით".

/"კარიბჭე" N2, 2008, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 04:08 PM

"ქართველი ქალის - დედის გული სამშობლოსა და შვილებს ეკუთვნოდა მუდამ. ნურავის ვაფიქრებინებთ, რომ დაიკარგა მისი მანდილის მადლი და ძალა, ხვაშაქ და კრავაის სული ხომ თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს. ყველამ კარგად უწყის ქართველი დედის სულიერი სიმტკიცის ძალა, თავად შვილმკვდარს რომ შეეძლო მოკლული ვეფხვის დედისთვისაც კი ეთქვა სამძიმარი".

/პოეტი ბელა ქებურია
"კარიბჭე" N13, 2008, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 11:02 PM

"თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო... ისინი არიან თავისი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი, როგორც ბარომეტრი ტაროსისაო, - წერდა აკაკი წერეთელი და დასძენდა: - თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც დარი უდგას და, თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება და ეს უეჭველად ასეც უნდა იყოს, რადგანაც ქალია ბურჯი და ქვაკუთხედი, როგორც კერძო ოჯახის, ისე ე.ი. მთელი მის ქვეყნის, მისი სამშობლოსი. ნეტავი იმ ერს, რომელსაც კარგი ქალები ჰყავს ".

/"კარიბჭე" N18, 2016, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 10:19 PM

ახლა ცოტათი გავხალისდეთ, რადგან ასეთი ქალებიც არსებობენ smile.gif

"ეპირში ყვებოდნენ ქალზე, რომელიც მთელ დასახლებას შიშის ზარს სცემდა. იგი გრძელ თეთრ მაზარას იცვამდა და ქამარზე დაკიდებულ იატაგანს მუდამ თან ატარებდა (იატაგანი - დიდი, მოღუნული თურქული ხანჯალია). ყაჩაღებს ის საქმეზე მიჰყავდათ ხოლმე. როგორია, ქალი ყაჩაღთა ბანდის წევრი რომ გახდება? ერთხელ ის მივიდა ერთ მივარდნილ სოფელში, მისი სოფლიდან რამდენიმე საათის სავალზე, რათა იქ ერთი კარგი ყმაწვილი მოენახა და თავის ქალიშვილზე დაექორწინებინა. რაკიღა ყმაწვილი შეეწინააღმდეგა, მან იგი შეკრა, მხარზე გაიდო და ასე მიიყვანა თავის სოფელში! ასეთი შემთხვევები მხოლოდ ნორმიდან გადახვევად შეიძლება ჩაითვალოს".

/წმ. პაისი ათონელი
"კარიბჭე" N19, 2016, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2016, 09:32 PM

"გვ. 455. ორბელიანი მანანა (1808-1870) - მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული, დავით ორბელიანის მეუღლე, ჰქონდა ლიტერატურული სალონი.

მანანა ორბელიანი იყო საზოგადო მოღვაწე, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ბევრმა პატიოსანმა გვარმა დედაკაცებმა დაიფიცეს, კაცურად ჩავიცვამთ მამულის გამოსახსნელადო. ზოგიერთმა ყმაწვილმა დედაკაცებმა ბაირაღების კერვაც დაიწყეს და აღრეულობის ნიშნად მოამზადეს" (მემუარები). მათ შორის იყო მანანა ორბელიანიც.

მანანა ორბელიანი მონაწილეობდა გიორგი ერისთავის "ცისკრის" და ქართული თეატრის დაარსებაში.

მეუღლე: დავით იოანეს (ივანეს) ძე ორბელიანი (1801-1830)".

/"ორიოდე სიტყვა ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის "სიტყვანის" გამოცემის გამო", გვ. 55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2016, 08:15 PM

"6 წლის იყო პატარა დავითი, ტყვეებით მოვაჭრეებმა რომ გაიტაცეს. გავიდა დრო. დაუდ-ხანად წოდებული დავითი ერაყის მმართველი გახდა. მისმა გამოგზავნილმა ხალხმა მოძებნა დავითის ოჯახი. ძმები - დიმიტრი და შიო 1818 წელს ბაღდადში ჩავიდნენ. დიმიტრიმ მუსლიმანობა მიიღო, ხოლო შიომ უარი თქვა ბაღდადში დარჩენაზე. ძმამ იგი დიდად დასაჩუქრებული გამოისტუმრა სამშობლოში. ამ დროს დავითის მამა გარდაცვლილი ყოფილა. უთხოვია, დედა ჩამომიყვანეთო. მის წარმომადგენელეს ნებართვაც აუღია ერმოლოვისგან დედამისის, მარიამის ბაღდადში წასაყვანად, მაგრამ მოხუცს "ცივი უარი უთქვამს მუსლიმანურ ქვეყანაში მოგზაურობაზე. მართლმადიდებელ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა ბაღდადში ფუფუნებით ცხოვრებას", - წერს ერმოლოვის მდივანი საგარეო საქმეთა ნაწილში, ა. გრიბოედოვი ერთ-ერთ თავის შენიშვნაში. საგულისხმოა და ჭკუის სასწავლებელი ამდენი ხნის უნახავი შვილის ნატრული დედის არჩევანი".

/"კარიბჭე" N10, 2008, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 01:50 PM

"იოსებ იმედაშვილი ეკატერინე სარაჯიშვილის გარდაცვალების გამო წერილში "სამაგალითო ადამიანი" წერს, თუ რა ღვაწლი დასდო საქართველოს ამ ოჯახმა, განსაკუთრებით კი ქართულ კულტურას თავისი უხვი შეწირულებით და ბოლოს მწარე სინანულით დასძენს: "მისი სახლის კარი დაიხშო. იქ მეგობარი ქართველი ფეხს ვეღარ შესდგავს, მაგრამ სამაგიეროდ მთელი ქართველი ერის გული გაიღო და შიგ ჩაისვენა ნათელი სახე ამ სამაგალითო ქართველი ქალის - ეკატერინესი და მისი მეუღლის - დავითისა!

დღეიდან ქართველი ერის გულში ესენი სტუმრები კი არა - უკვდავი მასპინძლები იქნებიან...

ნეტარება შენ, ღირსეულო დედაკაცო, სამაგალითო ქართველო ქალო, რომ შენის კეთილის მოქმედებით ხელთუქმნელი ძეგლი ააგე თანამემამულეთა გულში.

რაღა მოგკლავს შენ?
კურთხეულიმც იყოს ხსენება შენი!"

/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 65-66/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2016, 09:31 PM

"ჩემთან ერთად ქართველი გოგონა სწავლობდა. ერთ შვეიცარიელს შეუყვარდა. უარი უთხრა. ჩავეძიე, რატომ-მეთქი. მსოფლიოს მწერლები ჩამომითვალა და რუსთაველი არც გაუგონიაო. ხომ გმირობაა, რომ ამის გამო ღარიბ-ღატაკი ოჯახის შვილმა მილიონერი შვეიცარიელის შვილის ცოლობაზე უარი თქვას?".

/"კარიბჭე" N14, 2009, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 06:05 PM

"ჭიათურის დახვრეტილთა შორის ორი ძმა იყო. თბილისში მათ დედასთან მივიდნენ მეგობრები სამძიმრის სათქმელად. დედა მათ უცრემლოდ მიესალმა და გამოუცხადა გაკვირვებულ მოსამძიმრეებს: სამგლოვიარო არა მაქვს რა; მე ვამაყობ, რომ ჩემმა შვილებმა სამშობლოს თავი შესწირეს.

მარტო მისი დატანჯული სახე ამტკიცებდა, როგორი დიდი მსხვერპლი გაიღო მისმა გულმა".

/"კარიბჭე" N14, 2016, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2017, 10:25 AM

ალექსანდრე ორბელიანს (+1869) მოვუსმინოთ:

ახლა მხოლოდ ჩვენი ძველი დედაკაცებისა ვსთქვათ რამე...

იმ ჩვენს ძველ დედაკაცებს ჯერ ყმაწვილობაში სამღვრთო წერილს ასწავლიდნენ, კერვა-ხელსაქმეს და მასუკან საერო წიგნებს, ანუ ხელწერილებს, აკითხებდნენ; ამასთან კარგს ზნეობას, კარგს თვისებას ასწავლიდნენ; შემდეგ ქცევას, მიმოხვრას, თავის უმანკოების სიწრფელის სიმართლითა; თან ცდილობდნენ ყოველი წმინდა და პატიოსანი ხასიათი ჩაეწვეთათ, თავის მოთმინებით,იმათ ბუნებაში, და ბოლოს,როდესაც დრო მოვიდოდა, გაათხოვებდნენ - და ეს ხასიათები ქალს განძად და საუნჯედ გაჰყვებოდა თავის ქმრისა და იმის სახლის გასაბედნიერებლად; ამასთან იმგვარს სახლის პატრონობას ასწავლიდნენ, როგორც ზევით გავიგონეთ ამ ქმარიანის ქალისა.

მე დიახ ხშირად ვიყავი ჩვენი ძველი დედაკაცების შეყრილობაში , იმ ღვთიურს გვამებში; მე თამამად ვიტყვი ,რომ ჩემი იმათან ყოფნით ყოვლის კეთილის მადლით განათლებული იყო ხოლმე. რა არა ჰქონდათ იმათ კარგი თვისებანი? დარბაისლური, მართებული ლაპარაკი, თუ ზრდილობიანი გახუმრებით მხიარულება? მე ჩემს დღეში არ მახსოვს, რომ იმათ ერთი ბეწვა წინააღმდეგობა და მაღალი სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისთვის რამა. ყოველთვის მშვიდობიანად და გონივრულად ლაპარაკობდნენ და მშვიდობიანად თავის აზრებს უმტკიცებდნენ ერთმანეთს, და ამასთან ყოველი იმათი ლაპარაკი კარგ საგნებზედ იყო: მიწის მოსავალზედ, თუ ვენახებზედ, სახლის მეურნეობაზედ თუ საქვეყნოზედ და სხვანი. ასე რომ, იმათში თავის დღეში ჭორი არ ითქმოდა, თორემ ტყუილი და სიცრუვე როგორ შეიძლებოდა, როგორც ეხლა ჩვენში გაადვილებულია,-ნამეტნავად უმანკოთა და მართლების მოთხრა ბევრი არის ეხლა... ის მართებული გვამები ქაღალდსაც ითამაშებდნენ, ნარდსაც და ჭადრაკსაც, მაგრამ ყველას თავის დროზედ. კიდეც იგალობებდნენ და სოფლურ სიმღერასაც იმღერებდნენ, ასე რომ ზოგს თვალებში ცრემლები მოუვიდოდათ იმათ მშვენიერს გალობაზედ და სიმღერაზედ.

/"კარიბჭე" N14, 2009, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2017, 12:24 PM

http://radikal.ru

შობა დღეს საფლავის ქვა თითქოს რა მოსატანია, მაგრამ ეს ფოტო სწორედ ახლა მინდა გაგიზიაროთ.

არა იმ ფილოსოფიისა გამო, რომ შობას უცილობლად გარდაცვალება მოყვება და გარდაცვალებას კვლავ შობა და ასე უსასრულოდ.

არა.

უბრალოდ, წუხელ შობას სვეტიცხოველში შევხვდი და ამ საფლავის ქვას ალბათ ცხოვრებაში მეათასედ დავხედე.

დავხედე და ამჯერად რატომღაც აღარ ჩავუარე.

ჩავიკითხე და საფლავი მარიამ დედოფლისა აღმოჩნდა. გოროზი ლევან დადიანის დისა, გამუსლიმებული ქართველი მეფეების – როსტომისა და ვახტანგ-შაჰნავაზის ქრისტიანი მეუღლისა, დიდად ავტორიტეტული და გავლენიანი დედოფლისა, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატისა, კულტურის დიდი მოამაგისა, „ქართლის ცხოვრების“ მეცენატისა და სვეტიცხოვლის განმაახლებლისა.

„ასული დადიანისა, დე(დო)ფალი საქართველო(ი)სა მარიამ დავემკვიდრე მცირესა ამას ს(ა)ფლავსა. მხილველნი შენდობას გვიბრძანებდეთ. ქ~სა ჩქპ [=1680 წ.]“

მუსლიმი მეუღლეები ირანში, ყუმში დაკრძალეს. თავად აქ განისვენებს.

სვეტიცხოველშივეა ჩინ-მენდლოსანთა მთელი გვარდია, „წარმოსადეგი“ საფლავის ქვებითა და ორენოვანი ეპიტაფიებით, ხანდახან ქართული „სქოლიოში“ რომ აქვთ ჩატანილი, ისეთებით...

ძლიერი დედოფლის ბობობქარი ცხოვრება, კასტელთან დაცული ამაყი ქალის პორტრეტი, სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული მდიდრულმოსასხამიანი და გვირგვინოსანი დადიანის ქალი ჩემ თვალში თითქოს სხვაგვარ განსასვენებელს ითხოვდა...

მარიამის საფლავის ქვა ამ შობა დღეს მაინც სხვაგვარად მელამაზა. მერე რა, რომ სვეტიცხოვლის განმაახლებელს სულ რაღაც მტკაველნახევრიანი ლოდი აწევს...

არ მეგონა ასეთი თავმდაბალი...

შენდობა იყოს შენი დედოფალო, რომელი განისვენებ ამა მცირე საფლავსა შინა...

/ბუბა კუდავა
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 03:20 PM

"ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (და, სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელიც ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინსა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ეს ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2017, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2017, 07:47 PM

"ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის საიდუმლო იცოდა მისმა ბიძაშვილმა - ანეტა ჩოლოყაშვილმა, რომელიც რაზმს წამლებით ამარაგებდა. ჩეკამ ანეტა დაატუსაღა, მაგრამ საშინელი წამების მიუხედავად, მისგან ვერაფერი გაიგეს და 1922 წლის დამლევს დახვრიტეს. ეს იყო მანდილოსნის დახვრეტის პირველი შემთხვევა საქართველოში".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2017, 06:34 PM

"მეცამეტე საუკუნის მწერალი, ვიცენტი გელვაცენზი, ქართველი ქალის შესახებ ამბობდა: "ქართველნი ძალიან მამაცნი არიან, იმათი დედაკაცები ისე შეჩვეული არიან ლაშქრიანობას, რომ ცხენდაცხენ ეომებიან მტერს", ხოლო მომდევნო საუკუნის დასაწყისში გერმანელი მოგზაური ბაუმგარდტენი წერდა: "თამარის ლაშქარში ერია დედათა ლაშქარიც".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 09:20 PM

"ხაზართა მეფემ - ხაკანმა - ქართველ უფლისწულს, მეფე არჩილის ძეს ჯუანშერს - შემოუთვალა: შენი და, მშვენიერი შუშანი, მომათხოვე ცოლად და, სამაგიეროდ, არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებიო. ქართველმა ქალმა უარი თქვა უცხო ქვეყნის ურჯულო მეფის ცოლობაზე. შეურაცხყოფილმა ხაკანმა დიდი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოს მოსაოხრებლად სარდალ ბლუჩანის მეთაურობით.

ჯუანშერი ვაჟკაცურად დაუხვდა მტერს, მაგრამ რიცხვმრავალმა ხაზარებმა სძლიერს - ააოხრეს და გაძარცვეს საქართველო, ხოლო ტყვედ ჩავარდნილი და-ძმა ხაზარეთის გზას გაუყენეს. მაგრამ დარიალის ჭიშკართან, ვიდრე საქართველოს დატოვებდნენ, მოულოდნელი იმედგაცრუება ხვდა ბლუჩანს - სიკვდილი მირჩევნია, წარმართი ქმრისა და საქართველოს ამწიოკებელი მეფის ხელში ფუფუნებით ცხოვრებასო - თქვა შუშანმა, თითიდან ბეჭედი წაიძრო, ბეჭდის თვალში დამალული საწამლავი შესვა და იქვე სული განუტევა. სასძლო რომ ვერ ჩაუყვანეს, ამით გაბოროტებულმა ხაკანმა, ცხენებზე გამოაბმევინა ბლუჩანი და შუაზე გაახლეჩნა".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 10:15 PM

ქართველი ქალის თავსაბურავი

დასავლეთ საქართველოში ტრადიციულ თავსაბურავთაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავმორთულობა. ის მხოლოდ რაჭის სამ სოფელშია (ღები, ჭიორა, გლოლა) გავრცელებული. ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებიანი ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოკერებული ქსოვილი - თაუსაკონი. ამგვარი თავსაბურავები იციან მთიულეთში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, მესხეთში.

/"კარიბჭე" N1, 2009, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 11:36 AM

"მჭადიჯვრელი ქრისტინე ცქირიაშვილი ახალგაზრდობაში განთქმული ცხენოსანი და მარჯვე მსროლელი ყოფილა. 1755 წელს ხუნძახის გამგებელი ნურსალ ბეგი ქართლ-კახეთს შემოესია. გორის ციხის ასაღებად წამოსულები, მჭადიჯვრის ციხეს მიადგნენ. ამ დროს ციხის ბურჯზე დედაბერი გადმომდგარა და მტრის ერთი ბელადი მიზანში ამოუღია. ბებრისათვის მტერს სიცილი დაუყრია, მაგრამ დედაბრის თოფს - მაჟარას უსულოდ დაუცია მტრის ბელადი. გააფრთებული მტერი გამოიჭრა დედაბრის ცოცხლად ხელში ჩასაგდებად, მაგრამ მას მეორე ბელადი მიუყოლებია პირველისათვის. ახლა ცხენოსანთა დასტა გამოქანებულა, მაგრამ გმირი ქალის გამჭრიახ თვალს არც მესამე მოწინააღმდეგისათვის აუცილებია ტყვია. დედაბრის გმირული ქმედებით გამხნევებულ მეციხოვნეებს შეუტევიათ და უკან დაუხევინებიათ მტრისათვის. მემატიანე წერს: "მოვიდა ნურსალ-ბეგ ავარელი ფრიადითა მხედრობითა და მოადგა მჭადიჯვარს, გარნა ერთმან მოხუცმან დედათაგანმან დაუწვა მათ შვიდი საფარი, მიტანილი ციხესა ზედა და მოკლეს იგიცა ლეკთა მერვესა საფარსა ზედა". ქართველმა მხედრობამ გაიმარჯვა, ხოლო მტერი "სიცრხვილეული უკუიქცა, სახლადვე თავისად".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.40/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2017, 10:52 AM

თეკლათის დედათა მონასტრის საქალებო სკოლა

გურია-სამეგრელოს ეპარქიაში ამ მოკლე ხანში დაარსდა ორი დედათა მონასტერი - ჯიხეთისა და თეკლათისა. ქართველმა მონაზვნებმა აქაც დაამტკიცეს, რომ ქართველი დედები უფრო მხნენი და მუყაითნი არიან მამაკაცებთან შედარებით. ყოველს ნივთიერს საშუალებას მოკლებულთ, მაგრამ ძლიერთ ღვთისა და ერის სიყვარულით, არარაისგან შეჰქმნეს მთელი ორი მონასტერი და თითოეულმა მონასტერმა თითო საქალებო სკოლა დააარსა თვისის ხარჯით. შარშან დაარსდა სკოლა ჯიხეთის დედათა მონასტერში და წლეულს - თეკლათის მონასტერში.

14 ოქტომბერს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსი მობრძანდა თეკლათში, სადაც წირვა მოისმინა. ყველა აღტაცებაში მოიყვანა დაწყნარებულმა, მდორე და მწყობრმა გალობამ დედათა გუნდისამ. წირვის შემდეგ ყოვლად სამღვდელომ აკურთხა დროებითი სახლი სკოლისა, სამღვდელოებისა, ეპარქიის მეთვალყურისა, მაზრის უფროსის თანაშემწისა, მონასტრის იღუმენის ათანასიასი. მოლოზონთა და დიდძალ ადგილობრივ საზოგადოების თანდასწრებით ყოვლად სამღვდელომ სიტყვა წარმოთქვა საეკლესო განათლების შესახებ და თვისის უხვის კალთისგან ახლად დაარსებულ სკოლას შესწირა ათი თუმანი.

ეპარქიის მეთვალყურემ ფოთიდან მოიყვანა ხუროთმოძღვარი და მან იმავე დღეს აარჩია ალაგი ახლად დაარსებულის სკოლის შენობისთვის, რომელიც დედათა მონასტერს დაუჯდება არა უმცირეს რვაასის თუმნისა. ერთი საყურადღებო ამბავიც: თეკლათის ახლოს, ძველ საყდრის ნანგრევებში ამ ორიოდ წლის წინათ დასახლდა ორი ბერი, რომელთაც მთელს სამეგრელო-გურიაში სახელი გაითქვეს წმინდა ცხოვრებით. ისინი სხვას არას სთხოვენ, თავისის ხელით ირჩენენ თავს და შეძლებისამებრ სხვებსაცა ჰშველიან. უდიდესმა მათმა მოღვაწეობამ ყურადღება მიიქცია სოფლელ ხალხისა და თანდათან მრავლდება იმ პატარა ტაძრის თაყვანისმცემელთა რიცხვი, რომელსაც თავი შეაფარეს ამ ძველებურ ბერობის განმაახლებელთა.


/"კარიბჭე" N8, 2008, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 11:44 AM

ცნობილი ადამიანები


ქართლის მშვენიერი სოფლის საღოლაშენის ისტორიას უამრავი ძვირფასი ადამიანი ახსოვს. ესენი არიან ამირეჯიბთა და ყიფშიძეთა ოჯახები. ამირეჯიბებში გამოირჩევიან: სარდიონ და მაკინე ამირეჯიბები. ეს ცოლ-ქმარი და მათი შვილები ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდნენ გლეხკაცების ოჯახებს. მაკინე ამირეჯიბი დაიბადა სოფელ ბრეთში. დასაფლავებულია სოფელ საღოლაშენში, მეუღლის გვერდით, ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში.

მაკინეს მამა განათლებული კაცი ყოფილა. შვილსაც უნერგავდა წიგნის სიყვარულს, ასწავლიდა ცეკვას და მუსიკას. 16 წლის მაკინე მიათხოვეს საღოლაშენელ სარდიონ ამირეჯიბს, სარდიონი მუსიკისა და ლიტერატურის დიდი მოყვარული ყოფილა. ქართული მწერლობისა და მწერლებისადმი სიყვარული მაკინეს მთელი სიცოცხლე არ განელებია. სწორედ ამ სიყვარულის გამოხატულებაა მის ოჯახში მოსტუმრე შემოქმედთა, საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა ხელნაწერების შეგროვება და მერე ამ ფაქსიმილეთა სუფრაზე ამოქარგვა. "მკვლევართა გარკვეული ნაწილი მაკინე ამირეჯიბის ოჯახს (საღოლაშენში) მიიჩნევს მწერლებისა და ხელოვნების მოღვაწეთა შეკრების და საკუთარი შემოქმედების გამომზეურების ერთ-ერთ თავშესაყრელად, ლიტერატურულ სალონად, ხოლო სუფრას, რომელზეც მათი ხელმოწერებია ამოქარგული - ყოველივე ამის დამადასტურებელ დოკუმენტად". ნინო ყიფიანის დახასიათებით, მაკინე "იყო მოხდენილი ტანისა, შავგვრემანი, მეტად სანდომიანი მოღიმარი პირისახისა, შავი, ცეცხლით სავსე თვალებით, იშვიათი იყო მისი სიმღერა ქართული ხმებისა და აგრეთვე იშვიათი - მისი ლეკური". მისი უმცროსი მეგობარი ელისაბედ ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ "იგი პირველი უწვდიდა ხელს გაჭირვებულთ, ის იყო გლეხკაცის მრჩეველი, დამრიგებელი, დამხმარე მეგობარი".

სარდიონ ამირეჯიბიც ყოველ საქმეში უწყობდა ხელს მეუღლეს. მაკინეს იცნობდნენ არა მარტო საღოლაშენში, არამედ მთელ საქართველოში.

1899 წელს სოფელ წვერში აბელ კალატოზიშვილის ოჯახში აკაკი წერეთელი დიდად მოიხიბლა მაკინეს ხმით, ლეკურით, მისი მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების წყალობით დაარსებულა საღოლაშენში სამწლიანი სკოლა. საღოლაშენში მათი სტუმრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი.

მათ საღოლაშენში სტუმრობას ადასტურებს მაკინეს მოქარგული ცნობილი სუფრა, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმში ინახება.



სუფრის დაბადების ისტორია


ერთხელ, მარიამობას, მაკინესთან საღოლაშენში მოსულან ნანა და ვარო ყიფიანები, მაკინესთან სტუმრობით იმდენად კმაყოფილები დარჩენილან, რომ სამახსოვროდ თეთრი ცხვირსახოცი მოუთხოვიათ, რათა ზედ თავიანთი სახელები და გვარები ამოექარგათ. მაკინეს თურმე ამ დროს ახალი აზრი დაბადებია და უთქვამს, ყველა სტუმარმა ჩვენს ოჯახში რაღაც უნდა დატოვოს სამახსოვროდო და მაშინვე გამოუტანია დიდი თეთრი სუფრა, მასზე ნანასა და ვაროსთვის მოუწერინებია ხელი და შემდეგ ამოუქარგავს. ამის შემდეგ სუფრაზე ხელს აწერდა ყველა, ვინც კი სოფელ საღოლაშენში სტუმრად მოვიდოდა. "სუფრაზე დებდნენ ლურჯ გადასაღებ ქაღალდს, ზედ აფარებდნენ თეთრ ქაღალდს და სტუმარი სწორედ ამ თეთრ ქაღალდზე აწერდა ხელს. გადასაბეჭდი ქაღალდით სუფრაზე აღიბეჭდებოდა ხელმოწერა ან რაიმე წარწერა და შემდეგ იქარგებოდა ოჯახის ქალების დახმარებით გადახუნებული ფერადი აბრეშუმის ძაფით".


/"კარიბჭე" N6, 2009, გვ. 32-33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:51 AM

"ბესარიონ ნიჟარაძე თავის ეთნოგრაფიულ წერილებში ჰყვება თავადის ქალზე სალდათხან დადეშქელიანზე, რომელმაც ღირსეულად აღასრულა თავისი ქრისტიანული მოვალეობა. 1860 წელს ის ცოლად გაჰყოლია ყაბარდოელ, სოფელ ბახსანის მკვიდრ ადინგერ ურუსბეის. სალდათხანი იმ პირობით დათანხმებულა ურუსბეის ცოლობაზე, უკეთუ უკანასკნელი ქრისტეს სჯულზე მოინათლებოდა. ადინგერისთვის ძნელი იყო ამ პირობის შესრულება, მაგრამ ქალიშვილი ისე მოსწონებია, რომ სიყვარულს რჯულისთვის უჯობნია, მონათლულა და სალდათხანი შეურთავს.

"კნეინა სალდათხანი მართლა რომ გასაგიჟებლად ლამაზია, ძლიერ ლამაზია ქმარიც და იმათი ოთხი შვილიც - ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი - ანგელოზებსა ჰგვანან. შვილებიც ყველა მონათლულნი არიან. ეს ერთადერთი ოჯახია მთელს საზოგადოებაში, რომელიც ქრისტეს რჯულს აღიარებს. როგორი უნდა იყოს ამ ერთადერთ ქრისტიან ოჯახის მდგომარეობა ორი ათას მაჰმადის მიმდევარს მცხოვრებთა შორის, ამას მკითხველი უჩემოდაც წარმოიდგენს. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ ქრისტიან ოჯახს ზიზღით უყურებენ როგორც გარეულები, ისე შინაურები. თუმცა ამ პირობებშია ჩავარდნილი კნეინა სალდათხანი თავის ქმარ-შვილებითურთ, მაგრამ ის მაინც მაგრად დგას ქრისტეს რჯულზე. ყოველ წელს მოდის სვანეთში, მოჰყავს შვილები მარტო იმისთვის, რომ თავის სამშობლო კუთხეში წმინდა საიდუმლო ზიარება მიიღოს და შვილებსაც მიაღებინოს. ყველა საეკლესიო წესებსა და მარხვებს ფრთხილად ინახავს, როგორც ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი. მე დამარწმუნეს, რომ კნეინა არაფერს ჰზოგავს, რომ ვინმე მაჰმადიანთაგანი მოაქციოს ქრისტეს რჯულზეო, მაგრამ ამაოდ, ამ მხრით ქრისტიან სვანის ქალს ცდა ტყუილად უვლის. მაგისთანა ფანატიკოს ხალხში, როგორიც ბახსნელები არიან და საზოგადოდ მაჰმადის მიმდევარი მთიულები, არათუ სვანის ქალი, პავლე მოციქულიც ვერაფერს გააწყობდა. ქმარი კნეინისა ადინგერი, თუმცა გარეგნობით ქრისტიანია, მაგრამ, როგორც მითხრეს, ძლიერ გულგრილად ეპყრობა ახალ რჯულს. იგი გულით მაჰმადიანია და რომ კნეინა სალდათხანის ხათრი არ ჰქონდეს, გარეგნულ ქრისტიანობასაც მალე მიატოვებდა".


/კარიბჭე" N6, 2007, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2017, 11:03 AM

"ხევში ჩხუბის დროს წინათ ქალებმა "მერდინის ჩაგდება" იცოდნენ. ქალი მერდინს (თავშალს) მოიხდიდა, მოჩხუბართა შორის ჩააგდებდა და იტყოდა, "ამ მანდილით გეხვეწებით, თავი გაანებეთო". მერდინის გადალახვა არ შეიძლებოდა და ნიშნად პატივისცემისა, ყველა იარაღს ყრიდა."

/"კარიბჭე" N24, 2008, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 06:50 PM

"დერტავი ქართველ ქალთა სამოღვაწეო კერაა იერუსალიმში. იგი ადრე ტაოში, ჭოროხის ხეობაში ან შავ მთაზე ეგულებოდათ. კორნელი კეკელიძემ გაარკვია, რომ ასეთი სახელის სავანე იერუსალიმში მდებარეობდა. მასთანაა დაკავშირებული ერთი ძვირფასი კრებული საინტერესო ანდერძ-მინაწერით. როგორც ირკვევა, გადამწერს სამუშაო შეუსრულებია დერტაველი დედების დაკვევით: "დელტვილთა დათა ყოველთავე შეუნდვენ, უფალო! დაიწერა საფოისოითა მათითა. მეცა მომიხსენეთ, ცოდვილი ბასილი მჩხრეკელი". ერთი ძეგლის ბოლოს იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა ცხოველსმყოფელისა საფლავისაითა. მე, ცოდვილი და უღირსი ეკატერინე, შტროის ასული, ღირს ვიქმენ აღწერად წმიდისა ამის და სულთა განმანათლებლისა სვიმონის ცხოვრებისა. აწ წმიდათა მენელსაცხებლეთა სწორნო დანო დელტაველნო! ქრისტეს სიყვარულისთვის ვინცა ღირს იქმნეთ წარკითხვად წმიდისა ამის ცხოვრებისა სვიმეონისა, თქუთ წმიდითა პირითა თქუენითა მოტევებაი ცოდვათა ჩემთაი". და იქვეა: "დანო პატიოსანნო, გევედრები ბასილი საითური, უცბად ჩხრეკისათვის შემინდევით". ირკვევა, რომ დერტავში მოღვაწეობდნენ ქართველი მანდილოსნები ეკატერინეს წინამძღვრობით. ისინი ამრავლებდნენ ხელნაწერებს, როგორც ჩანს, მწიგნობართა კადრებზეც ზრუნავდნენ - გადამწერი ბასილი მათი აღზრდილია."

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ. 54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:26 AM


"ეს პატარა სოფელი [მუხათი] ასურეთსა და კოდას შუა მდებარეობს. გულიანი ხალხითაა დასახლებული. სოფელში ჭკვიან კაცს რა გამოლევს. კოდის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი ბაღიაურის ლოცვა-კურთხევით და მისი სტიქაროსნების დახმარებით ერთ ტკბილ და თბილ ოჯახს ვესტუმრე. წლების განმავლობაში ბატონი გიორგი მურადაშვილი კოდის სკოლის დირექტორი იყო, ახლა მხცოვანი ოჯახში ტრიალებს. ბევრი რამ გავიგეთ ამ ადამიანისგან. მან გვიამბო თბილისიდან მუხათში გამოთხოვილ გმირ ანა ბაჯიზე (ბაჯიაშვილი).

დღეობის ჭიდაობაზე თელეთელ ფალავანს, გიორგის, მუხათელი სიმონა წაუქცევია. ამის შემდეგ მუხათელებს ვეღარ გაუბედავთ საჭიდაოდ გასვლა. ახლობლების დაუკითხავად წრეში ანა ბაჯი შესულა და ზედიზედ დაუმარცხებია ის თელეთელი გიორგა, ვაშლოვნელი ივანე, დურნუკელი ბერუა, ბორბალოელი სოსია, ქიზიყელი შაქრუა, კუმელი ყასაბი თედო...

"დაიშალა ჭიდაობა,
ხალხი ჰკვირობს ყოველია,
იმ დღეს ოცდაორი დასცა,
არვის არ ჰქონდა ფერია..."

წერს იეთიმ გურჯი პოემაში "ანაბაჯია". იეთიმ გურჯი თურმე ხშირად დადიოდა დედულეთში, მუხათში, და ანა ბაჯის ლექსიც აქ დაუწერია. ამ ქალის სახელი პირველმა მისმა თანამედროვემ, საიათნოვამ ახსენა. ანა ერეკლეს თანამედროვე იყო. მამაცობისთვის მისთვის წარწერიანი ვერცხლის ხმალი უჩუქებია მეფეს.

ყეენობა დღეს თბილისში, თათრის მოედანზე, ვინმე სოლოღას თურმე კამეჩები დაუფრთხა, პირუტყვს ხალხი უმოწყალოდ გადაუჯეგავს. ამ დროს გამოჩენილა ანა ბაჯი და დაუკივლია შეშინებული ბიჭებისთვის: "მხდალი, ლაჩარი, მშიშარა არ იყოს ქართველ ერშიაო". სახრე მოუმარჯვებია და გაგიჟებული კამეჩები გაურეკავს მინდვრიდან. ვაშლოვნელი თამარის გამტაცებელ თათრებს აბჯარასხმული ანა ბაჯი მარაბდის ბოლოს დასწევია, გამტაცებლები ამოუხოცავს და ქალი მშობლებისთვის დაუბრუნებია...

ანას სამი შვილი ჰყოლია - ერთი ქალი და ორი ვაჟი. მის ქმარს, გიორგის, და ნათესავებს ანას გმირობის გამო ბაჯიაშვილების გვარი მიუღიათ. სავარაუდოდ, ანა ბაჯი 42 წლისა მუხანათურად მოუკლავთ. მისი ნეშტი მუხათის წმინდა გიორგის ეკლესიის ახლოს განისვენებს".


/"კარიბჭე" N16, 2008, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 09:14 PM

"ანჩის საეპისკოპოსო ტაძრის სალაროს ძვირფას საუნჯეთაგან ჩვენამდე მოაღწია ერთმა სამღვდელთ-მთავრო ომოფორმა და ერთმა ოლარმა. დღეს ესე ნივთნი დაცულ არიან სამეგრელოში, ცაიშის ტაძრის სალაროში. ოლარი ეკუთვნის 1312 წ. და ილორის კრეტსაბმელთან ერთად ქართველ ქალთა ხელთნაქმარობის უძველეს ნაშთად ირიცხება".

/"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.230/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:10 PM

"[მჭადიჯვრის] ბრძოლაში თავი ისახელა მჭადიჯვრელმა მოხუცმა ქალმა, რომელიც, თოფ-იარაღში ჩამჯდარი, ამხნევებდა მეომრებს, ბრძოლისკენ მოუწოდებდა და გმირული თავგანწირვის მაგალითს იძლეოდა.

ხალხური მეხსიერების თანახმად, ციხის გოდოლზე გადმომდგარ დედაკაცს თოფით ჯერ ორი ლეკის ბელადი მოუკლავს, მესამე - დაუჭრია; მერე, მტრის ბანაკში შეპარულა და მათი შვიდი სანგარი დაუწვავს.

მკვლევრები და ისტორიკოსები დიდხანს ეძებდნენ და იკვლევდნენ გმირი მჭადიჯვრელი ქალის ვინაობას, მაგრამ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ვერაფერი იქნა მიკვლეული. ბოლო დროს მოხერხდა გმირი ქალის სახელის დადგენა - ქრისტინე რქმევია, ხოლო მისი გვარი, ცქირიაშვილი ყოფილა".

/"ფუძნარი" N7, 2017, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:23 AM

"[ღირსი ანტონ ჭყონდიდელის დედამ (გულქანმა)] შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასთვის".

/"ფუძნარი" N10, 2016, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 09:01 PM

წმინდა ნინო

"უდიდესი მოთმინება და გარჯა დასჭირდა წმინდა ქალწულს, რომ ღვთის სასუფევლის სიტკბოება ეგემებინა ჩვენი შორეული წინაპრებისთვის. თავიდან ადვილად ვერც მცხეთამ იცნო იგი, ადილობრივთათვის იგი იყო "ტყვე ქალი", ანუ ვიღაც უცხო, ღატაკი მათხოვარი, რომელსაც არაფერი გააჩნდა თავისი ღმერთის რწმენისა და სიყვარულის მეტი".

/"ფუძნარი" N6, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 11:57 AM

"ქართველი ქალი დღეს იქამდეც კი მივიდა, რომ, უკაცრავად, წელიც გამოაჩინა. ეს აზიური სენია. ასეთი საქციელი მიღებულია ჰარამხანაში, სადაც უსჯულო ცხოვრების წესს ეწევიან."

/მამა გიორგი რაზმაძე
"კარიბჭე" N20, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:40 AM

"როსტომ მეფის თანამეცხედრე მარიამი ცხოვრობდა 1631-1658 წლებში. იგი კეთილშობილი ქრისტიანი ქალის სახელით არის ცნობილი. მარიამმა ტყვეობიდან დაიხსნა არაერთი ძვირფასი ხელნაწერი: პარხლის მრავალთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი და სხვა. მანვე განაახლებინა ჭალის გულანი და სხვა წიგნები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს "ქართლის ცხოვრების" ნუსხას, რომელიც მარიამ დედოფლის ბრძანებით ყოფილა დამზადებული და ამიტომ მარიამისეული ეწოდა. იგი 1633-1646 წლებშია გადაწერილი".

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 12:46 PM

"ხშირად ჩემი თავისთვის დამისვამს კითხვა: რა არის ქართველი ქალისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი აუცილებელი თვისება, რომელიც ისტორიულად მოდგამს ქართველ ქალს და განსაზღვრავს მის ინდივიდუალურობას? პასუხი მარტივია, ოჯახი, შვილების აღზრდა, სამშობლოს სიყვარული".

/პოეტი გულნაზ ხარაიშვილი
"ათინათი" N2, 2017, გვ.180/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2017, 01:17 PM

ლელას საბუხარები

საბუხარები მაჯებზე ჩამოსაცმელი ვიწრო შესამოსელია, რომლებიც ზონრებით იკვრება. ისინი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ საიდუმლოს არა საკუთარი, არამედ ღვთის ძალითა და მადლით აღასრულებს. მეორე მხრივ, საბუხარები იმ ხუნდებსაც გვახსენებს, რომლებითაც მაცხოვარს ვნების დროს ხელები ჰქონდა გაკრული.

საბუხარები, მათზე წარმოდგენილი კომპოზიციებით, ორნამენტული დეკორითა და ქარგვის ტექნიკის მრავალფეროვნებით, ერთ-ერთი საინტერესო კოლექციაა ქართული მხატვრული ქარგულობის ნიმუშებს შორის, რისი დასტურიცაა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების ფონდში დაცული ერთ-ერთი წყვილი საბუხარი, რომლებზეც "ათორმეტ დღესასწაულთაგან" ერთ-ერთი უმთავრესი - ხარების სცენაა გაშლილი. მარცხენა ხელის საბუხარზე გამოსახულია მახარებელი ანგელოზი გაბრიელი, ხოლო მარჯვენაზე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ეს საბუხარები საეკლესიო მუზეუმში 1925 წლის 2 ივლისს მოხვედრილა შუამთის მონასტრიდან, 1933 წელს გადაუციათ მუზეუმისთვის. ორივე საბუხარი მოჩარჩოებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით. მათზე განთავსებული საქტიტორო წარწერა გვამცნობს შემწირველისა და შემქმნელის სახელს: "მოიხსენე, უფალო, ლელა. ამინ". ეს ლელა გახლავთ ლელა ბატონიშვილი, ქართლის მეფის, ლუარსაბ II-ის და, რომელიც XVII საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა და, ამდენად, საბუხართა შექმნის თარიღადაც ეს პერიოდია მიჩნეული.


- დაბოლოს, საეკლესიო ქარგულობის ყოველ მაღალმხატვრულ ნიმუშს აქვს თავისი შექმნის ისტორია, რომელთა უკან კონკრეტული ისტორიული პირები დგანან. საბუხარებზე განთავსებული საქტიტორო წარწერა ნაქარგობის შემსრულებლის ვინაობას გვამცნობს... როგორც ცნობილია, ლელა ბატონიშვილმა თავის ეპოქასავით რთული და ტრაგიკული ცხოვრება განვლო...

- წარწერის ტექსტში ("მოიხსენე, უფალო, ლელა, ამინ") იკითხება შემწირველისა და შემქმნელის სახელი ლელა. ეს სახელი XVII საუკუნეს, საქართველოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაქუცმაცების, დაქვეითების ეპოქას უკავშირდება.

ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ოსმალეთის ვასალები იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო - ირანისა.

ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები, ლუარსაბ II - ქართლში და თეიმურაზი - კახეთში, ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მაგრამ შაჰ-აბასმა 1614-1617 წლებში ოთხჯერ ილაშქრა და კახეთი მიწასთან გაასწორა. 1617 წელს, მეოთხე შემოსევისას, კახეთი ორად გაყო - მდინარე ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველ ფეიქარ-ხანს ჩააბარა, ხოლო დასავლეთი - ქართლის მმართველ ბაგრატ-ხანს.

სწორედ ფეიქარ-ხანთან არის დაკავშირებული ლელას სახელი.

თურქი ისტორიკოსის, მუსტაფა ნაიმის ცნობით, ფეიქარ-ხანი "შაჰ-აბასის მიერ დანიშნული კახეთის ყიზილბაში მმართველია, რომელსაც რეზიდენცია ხორნაბუჯის ციხეში ჰქონია".

ფეიქარ-ხანის მმართველობის ხანაში გიორგი სააკაძე შაჰმა ქართლის განმგებლად დანიშნა. გიორგის მიეცა სანუკვარი ოცნების ასრულების საშუალება - საქართველოს განთავისუფლება და გაერთიანება. ეს მხოლოდ აჯანყებით შეიძლებოდა. იგი ამისთვის ირანშივე ემზადებოდა. საქართველოში ზურაბ ერისთავს განდობია და აჯანყებაში (1623წ.) მონაწილეობა შეუთავაზებია.

"არამედ ზურაბ მიზეზ-ჰყო ცოლი, რომელი ჰყუა ისპახანს და მოურავის ძე პაატა, ხოლო მოურავმან აღუთქვა შერთვა ლელა ბატონიშვილისა, დისა ლუარსაბისა, და მრავლითა ლიქნითა დაიყოლია და ზურაბ დასთმო ცოლი და მოურავმან - შვილი და დაასკვნეს ღალატი ყიზილბაშთა".

ლუარსაბ მეფეს ორი და ჰყოლია - ხორეშანი და ლელა, რომელიც "რუსთა სასძლოდ იყო სახელდებული, მაგრამ შაჰ-აბასმა შეირთო ცოლად და ფათმან სულთან ბეგუმ დაარქვა".

მას შემდეგ კი, რაც შაჰმა ლუარსაბი ირანში მოაკვლევინა, მან ლელა ფეიქარ-ხანს მიათხოვა.

სწორედ ამ ლელას ჰპირდება გიორგი სააკაძე ზურაბს 1623 წლის აჯანყებაში დახმარების სანაცვლოდ.

არჩილ მეფის "თეიმურაზიანში" გიორგი ზურაბს ასე მიმართავს: "ცოლს უკეთესსა გიშოვნი, ბატონიშვილსა ლელასა".

მოკლედ, ისტორიული ფაქტებისა და წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ საბუხარების წარწერაში მოხსენიებული "ლელა" სწორედ ის ლელა ბატონიშვილია, რომელიც იძულებით ჯერ ირანის შაჰმა დაისვა ცოლად, შემდგომ (1622წ.) მიათხოვა ფეიქარ-ხანს. ფეიქარ-ხანი კახეთის მმართველი იყო და ამ დროს ლელა საქართველოში დაბრუნდა. სწორედ აქ ქრისტიანი, ღვთისმოშიში ქალი, თავისი ცხოვრების ბედუკუღმართობით გაწამებული, ქმნის ნაქარგობის ამ ნიმუშს და სწირავს ეკლესიას, სადაც თავისი სულის მოხსენებას შესთხოვს უფალს...

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.43-45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2017, 10:34 AM

"26 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქალი მეცნიერებაში". ეს თემატიკა შეირჩა იმ მიზნით, რომ საზოგადოება გაეცნოს ტრადიციული ქართული კუტურის ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს - საქართველოში ქალთა მაღალი უფლებრივი მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.

მომხსენებლებმა - ასოცირებულმა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა და ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ - მიმოიხილეს ტრადიციული ქართული ყოფისა და გენდერული საკითხების ურთიერთმიმართების პრობლემა და წარმოაჩინეს საქართველოს ისტორიისა და თანამედროვე ვითარების ამსახველი რეალური, ფაქტობრივი მასალა.

სხდომის მეორე ნაწილში წარმოჩენილ იქნა პროფესორ ვერა ბარდაველიძისა და აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლი ქართული მეცნიერების განვითარებაში. მომხსენებლებმა ისაუბრეს დამსახურებულ ქალბატონთა ცხოვრების, სამეცნიერო და ეროვნული ღვაწლის შესახებ."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2017, ჩანართი "ქართული უნივერსიტეტი" გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:44 AM

"აქ [გურიაში] გოგონებს "ცას" ეძახიან. ალბათ იმიტომ, რომ ცასავით უნდა იოცნებო, ეფერო... გურული ვაჟები ასე უხსნიან მათ სიყვარულს, - შენ ხარ ჩემი ციცქნაცოლიკაურიო"

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 11:01 AM

"არც ერთი კუთხის ქალებზე არ არის იმდენი ანეგდოტი, რამდენიც გურულებზე. "რაღა გურული ქალი მოგიყვანია და რაღა ჭინჭარს ჩახუტებიხარო", "გურული ქალი თუ შეგიყვარდათ, დეიიმედეთ თავი ურიგოდ სამოთხეში მოხვედრითო", "ქარიშხლებს ხომ ქვიათ გურული ქალის სახელები. გადავამოწმე და ყველას გურული გვარიც ჰქონიაო", - ასე ხუმრობენ გურულები თავიანთ ცოლებზე, თუმცა იმასაც აყოლებენ, - მაი ყოლიფერი მართალია, მარა კაი ხასიათზე თუა, რავარი ცისარტყელა ეფინება ირგვლივო".

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2017, 10:48 PM

"ქართველი ქალის ღირსება და მისია, ისტორიული ჟამთასვლის პროცესში იხვეწებოდა. გვსმენოდა ჩვენი წინაპრებისაგან წარსულში მოღვაწე ისტორიული პიროვნებების - თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, ცხრა ძმა ხერხეულიძეთა დედისა და დის, მაია წყნეთელის, თინა წავკისელის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულების, ილია ჭავჭავაძის მეუღლის - ოლღა გურამიშვილის და სხვათა ღვაწლისა და თავდადების შესახებ, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე; ამ ქალების ქველობის, სიბრძნის, კეთილშობილების, სათნოების, კდემამოსილების, ქრისტიანული რწმენისადმი, ქვეყნისა და ოჯახის მიმართ ერთგულების შესახებ!"

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 09:48 AM

"მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალზე მცირერიცხოვანი ერი ვართ და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქალმა შეინარჩუნოს მაღალი ზნეობა.

ძალიან დიდია ქართველი ქალის მისია და პასუხისმგებლობა ჩვენი ისტორიული ტრადიცის შენარჩუნების საქმეში, ის თუ უღალატებს ზნეობას, ამით გაანადგურებს თავისი სამშობლოს ისტორიას და მომავალს.

ჩვენ გვაქვს გზის მაჩვენებელი - ჩვენი სარწმუნოება, რომელიც სწორ მიმართულებას გვაძლევს და სირთულეების გადაჭრაში გვეხმარება. არ გვეპატიება საზღვარგარეთის ფუქსავატური ცხოვრების მაგალითების საქართველოში გადმოტანა. ყოველი მოქალაქის ვალია, ზრუნვა ქართველი ქალის მორალური ღირსებების შენარჩუნებისთვის.

ძველად საქართველოში ქალი იყო საყრდენი ეროვნულობის, სინდის-ნამუსის, ზნეობრიობისა... დღესაც, როგორც წარსულში, აუცილებელია ქართველი ქალი იდგეს ერის მორალური ღირსების სადარაჯოზე.

ამ მხრივ დიდი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება ყოველ მამაკაცს, რომელმაც პატივი უნდა სცეს ქალის ღირსებას, რათა მან შეძლოს თავისი პატრიოტული და ქრისტიანული მისიის შესრულება"

/ჰიდროგეოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ელენე აბაშიძე
"ქაროზი" N75, 2017, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 09:32 PM

"ერისთავების საგვარეულო სახლი კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ მეფე დავით მეორის შვილიშვილი, ალექსანდრა დავითის ასული წერეთელი შეირთო ცოლად. სხვათა შორის, ალექსანდრას ჰყავდა მშვენებით განთქმული და ნინო. ის ცოლად ჰყავდა კავკასიის გმირ გენერალს, ქუთაისის გუბერნატორ ბიძინა ჩოლოყაშვილს.

ნინო წერეთლის ღვთიურმა სილამაზემ რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე მესამე მოხიბლა. მოსწრებულად ამბობდა, - ყველაზე მეტად საქართველოში მომეწონა "კახეტინსკოე ვინო ი ცერეტელი ნინო". ნინო წერეთელი ულამაზეს ქალად აღიარეს ევროპაშიც.

1882 საქართველოს ესტუმრა ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი "ვეფხისტყაოსნის" დასასურათებლად. მან ნინო წერეთელი თამარისა და ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად მიიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინოს მეცადინეობით ქუთაისში ზიჩის აუშენეს სახელოსნო, სადაც იდგმებოდა პოემის ცოცხალი სურათები, რომელშიც მონაწილეობდნენ მშვენიერი ქართველები. მათ მერე ზიჩი ხატავდა. მათი მრავალი კოსტიუმი ნინოს ნახელავია. "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეგზემპლარი საჩუქრად მიართვეს ნინო წერეთელს".

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:07 PM

"...ერთ ოჯახში აჭარელი ქალიც კი უპირჩადროდ ეჩვენა..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:49 AM

"უმშვენიერეს თამარ ერისთავს (1886-1975წ.წ.) თანამედროვეებმა "შავი ბრილიანტი" შეარქვეს. ის ცოლად გაჰყვა ნიკოლოზ ერისთავს, რომელიც 1902 წელს მოკლეს მარქსისტებმა. თამარი თბილისში, სოლოლაკში ცხოვრობდა. სისტემატურად აწყობდა პოეტურ და მუსიკალურ საღამოებს. 1919 წელს ემიგრაციაში წავიდა, პარიზში. იქაც მისი სახლი საკვირველ სალონად იქცა. პარიზში ჩასული ყოველი გამოჩენილი ადამიანი თავს მოვალედ მიიჩნევდა, სწვეოდა "შავ მარგალიტს".

აქ ყოფილან რომანოვები და ბაგრატიონ-მუხრან-ბატონები: მარიამი, ლეონიდა, ირაკლი, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვი, ესპანეთის მეფის შვილიშვილი, ესპანეთში საფრანგეთის ელჩი, თავადი ჩიჩუა, მერი შარვაშიძე და მისი მეუღლე გიგუშა ერისთავი... თითოეული სტუმარი ტოვებდა თავის ფოტოს საგულისხმო წარწერა-მიძღვნით. ეს სურათებიც ჩვენს საოჯახო არქივს ამშვენებს. თამარ ერისთავი დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 10:58 PM

smile.gif "ცალკე თემაა მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებული გურული ქალის წყევლა. გურულები ხუმრობენ: "მსოფლიოს სამი რამის უნდა ეშინოდეს:
1. მეორედ მოსვლის;
2. ატომური ბომბის;
3. გურული ქალის წყევლის".
ატომს და მეორედ მოსვლას კიდო რაღაც ეშველება, მარა აი მესამე ნამეტნავი საშიშია".

/"კარიბჭე" N25, 2017, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 01:02 PM

"მარიამ ერისთავი მამაჩემის დედა გახლდათ. მას დასრულებული ჰქონდა ნიკოლოზ პირველის ამიერკავკასიის ინსტიტუტი. მან არაერთი ევროპული ენა იცოდა. ასწავლიდა მეჯვრისხევის საშუალო სკოლაში. გარეგნული და სულიერი მშვენიერებით შემკული ქალბატონი გაჭირვებულთა და მიუსაფართა მფარველი იყო.

მარიამ ერისთავი გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი გორში ქართული საზოგადოება "მანდილოსნისა". მისი წევრი განათლებული და მდიდარი ქალბატონები ეხმარებოდნენ ხელმოკლე ოჯახებს, ქვრივებს; საზოგადოების ეგიდით, გორის მაზრაში გაიხსნა ბიბლიოთეკები, სკოლები, საავადმყოფოები; ჩატარდა არაერთი საქველმოქმედო საღამო, რომელშიც იმ დროის გამოჩენილი მოღვაწენი მონაწილეობდნენ. იოსებ გრიშაშვილი იხსენებს კიდეც ერთ ასეთ საღამოს, რომელშიც, მარიამ ერისთავის მიწვევით მონაწილეობდნენ ის და ვანო სარაჯიშვილი.1905 წელს მარიამ ერისთავი ცოლად გაჰყვა კონსტანტინე ელიოზიშვილს."


/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.30/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 10:45 PM

პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა

ქართველთა სამეცნერო ნაშრომების თუ საზოგადოებრივი აქტივობები, ევროპაში ყოველთის მაღალი წრის განსახილველი თემები იყო. ქართველთა შორის განსაკუთრებული ადგილი დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს ბარბარე ყიფიანს ეკუთვნის.

ბარბარე, დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, ნიკოლოზის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. გოგონა ქუთაისში 1879 წლის 4 თებერვალს დაიბადა, თუმცა პაპისეულ ოჯახში ქვიშხეთში იზრდებოდა. ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო, ბარბარე დასთან და მამასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. მალე ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ, ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ევროპაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

დიმიტრი ყიფიანის ოჯახში განათლებას ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა. ბარბარემ წარჩინებით დაასრულა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, მამასთან ბელგიაში გაემგზავრა, სადაც 1902 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ქართველი გოგონა ნიჭიერებით უნივერსიტეტში სწავლისას ყველას აკვირვებდა, ამიტომაც მას, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, საშუალება მისცეს, მონაწილეობა მიეღო ბრიუსელში გამართულ ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მისმა მოხსენებამ ევროპელ მეცნიერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი ქართველი გოგონა მალე ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ "რევიუ ფსიქოლოგიის" სწავლული მდივანიც გახდა. ბარბარე ლექციებს კითხულობდა როგორც ბრიუსელის, ასევე პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. ბარბარეს შესახებ წერდნენ ევროპული გამოცემებიც.
მანამდე, ქართველი პუბლიცისტი რევაზ გაბაშვილი "ცნობის ფურცელში" წერდა: "ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ქალბატონს, პროფესორ იოტიკოს, რომელმაც ბარბარე ყიფიანი თავის ლაბორატორიაში მიიწვია სამუშაოდ და მისი სწავლის ფული გადაიხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ საჭიროა იცოდეს, რომ სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს უცხოელნი პატრონობენ და თავადაზნურობამ კი უარი უთხრა სტიპენდიაზე".

ბარბარე ყიფიანი სამეცნიერო ნაშრომების გარდა, ევროპაში გაბნეულ ქართული ხელოვნების ნიმუშებსაც ეძებდა, რათა ეროვნული განძი არ დაკარგულიყო. მან 1910 წელს ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში, მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია დააარსა. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ბარბარე ყიფიანის მიერ ფრანგულ და ქართულ ენებზე შედგენილი მიმართვა, რომელშიც ის ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ექსპოზიციის შექმნაში:

"ეს პირველადაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი. ამ წერილით მივმართავ ყველას, ვისაც კი გული შესტკივა ქართველი ერის წინსვლასა და მისი წარმატებისთვის. ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვაწოდონ წიგნები, ქართები, გრაფიკები, სურათები და სხვა ნივთები. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება ზნეობრივსა და მატერიალურს დახმარებას აღმოგვიჩენს, რაიც რომ საჭიროა ამ ახლად დაწესებულების ასაღორძინებლად", - წერდა ბარბარე თავის მიმართვაში.

1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში დეპეშა გამოაგზავნა: "მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით". ამის შემდეგ ბარბარე სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ფრანგულ ენას ასწავლიდა. იყო აკაკი შანიძის თანამშემწეც და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრიც, თუმცა 1921 წელს, მაშინ, როცა რუსეთმა ისევ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ის იძულებული გახდა ბრიუსელში დაბრუნებულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წელს, ქართველოლოგმა მიხეილ თარხნიშვილმა თავისი სახსრებით, ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად, სამონასტრო შენობა შეიძინა, სადაც ბარბარე ყიფიანის აღმოჩენილი უნიკალური ნივთები შეინახა, ასე ბარბარემ ქართული არქივი შექმნა.
ქართული საქმისთვის თავგანწირული ქალბატონი 85 წლის ასაკში, 1965 წელს გარდაიცვალა. ის ბრიუსელშია დაკრძალული.


/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 07:35 PM

"ბაგრატიონი მარიამ-მაკრინე - ალავერდის ლიტერატურული კერის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი იყო ასული მეფე ერეკლე პირველისა. მარიამი 1696 წლის მახლობელ ხანებში დაბადებულა. მას საფუძვლიანი განათლება მიუღია. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, "იყო სწავლულ ქართულსა ენასა ზედა ფრიად", შეუსწავლია უცხო ენებიც, მათ შორის ბერძნულიც მიტრ. პართენიოსის ხელმძღვანელობით.

მარიამი ადრე გათხოვილა. იგი ცოლად გაჰყოლია ნიკოლოზ ალავერდელის (ჩოლოყაშვილის) ძმიშვილს - ედიშერს, რომელსაც კახთა მეფის კარზე სახლთუხუცესის თანამდებობა ეკავა. წყაროებში 1714 წელს მარიამი გათხოვილად იხსენიება, ხოლო 1716 წელს - მონაზვნად.

მისი შემონაზვნების მიზეზი დაქვრივება გამხდარა: ედიშერ ჩოლოყაშვილი ლეკებთან ბრძოლაში დაღუპულა. მარიამმა მეუღლე ალავერდში დაკრძალა და თვითონაც იქვე აღიკვეცა. აღკვეცის შემდეგ მას მაკრინე ეწოდა. სავარაუდოდ იგი XVIII ს-ის შუა ხანებში უნდა გარდაცვლილიყო.

მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი საკმაოდ ნაყოფიერი მწიგნობარი ყოფილა. მას ეკუთვნის ორიგინალური თხზულებებიც: "ცხოვრებაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოსებ ამბა ალავერდელისაი", მისდამი მიძღვნილი საგალობლები და შესხმა ღმრთისმშობლისა.

მარიამ-მაკრინე ცნობილია, აგრეთვე, როგორც კარგი კალიგრაფოსიც. მის გადაწერილ ნუსხათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, სვიმეონ თესალონიკელის "წიგნი სამოძღუროი".

იგი სხვებსაც მოუწოდებდა ხელნაწერების გამრავლებისათვის. რამდენიმე ხელნაწერი მის მიერ გაღებული საფასითაა გადანუსხული დემეტრე მგალობლის, ზაქარია ჭილაიშვილისა და გრიგოლ ორქოდაშვილის მიერ. გადაწერილ პირებს იგი ეკლესიებს სწირავდა.

ალავერდის კათედრალს მარიამ-მაკრინემ "მცირე გულანი", თორმეტი თვე სული და უნაკლულო პარაკლიტონით, მარხვანითა და ზატიკით ყოვლითურთ განსრულებული, შესწირა, ნინოწმინდას - სახარება, ხოლო ნათლისმცემლის მონასტერს,- მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და თხზულებანი".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 163/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:12 PM

"ბევრი ქალი თავისი სხეულის მონად იქცა, მხოლოდ მისი ინტერესებით ცხოვრობს. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ: როგორია მათი წონა, თმის სიგრძე, მკერდისა და წელის გარშემოწერილობა; სევდის მომგვრელია ასეთი გოგონებისა და ქალების ყურება - მათ არაბუნებრივ "სილამაზეს" სიკვდილის ელფერი დაჰკრავს, ყველაფერი არარეალურია და გაფერადებულ გვამს წააგავს. მათ სუნამოებს ხრწნადი სხეულის მოტკბო სუნი უდის. ახლა მსგავს პროცედურებს კაცებიც მიმართავენ, რაც კიდევ უფრო საზიზღრად გამოიყურება".

/მღვდელი ოლეგ სტენიაევი
"მრევლი" N171, 2014, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 11:14 AM

"წმინდა ფებრონიას სიწმინდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმინდა მამათა კრებული "თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა საქმესა არა ხელ-ჰყოფდა". წმინდა ფებრონიას ჩააბარა წმინდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს "გარდარეული სიყვარული" ჰქონდა. წმინდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმინდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.

წმინდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმინდა თემესტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმინდა მატოს. ისეთი მოკრძალებული იყო მათი ურთიერთობა, რომ წმინდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს.

მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმინდა ანატოლე ("რომელსა უწოდეს ანტონიოს"). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმინდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემესტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმინდა მატოს ამ ქვეყნიდან განსვლაც.

წმინდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმინდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმინდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში აღიკვეცა ანასტასიას სახელით.

წმინდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.

წმინდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმინდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმინდანისგან. წმინდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის, რის შემდეგაც ადარნასე განიკურნა.

სიწმინდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმინდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმინდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა - მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილთა განკურნებას წმინდა ანასტასიას საფლავთან."

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.16/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2018, 08:24 PM

"ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და სახიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო.

ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება.

ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუას და სულიერ სიმტკიცეს ოჯახს და მახლობლებს მოახმარს".

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2018, 11:31 AM

"თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზე არასგზით არ ვიქნები. ჩემით ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია სხვისი ამაგით ცხოვრება? ახლა, როცა ვხედავ, რა გაჭირვებაშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცისთვის. რათა? განა ეგ დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ".


/მარო მაყაშვილი
„კარიბჭე“ N4, 2009, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 12:01 PM

"მართა მონაზონი - ქართველთა ეროვნული ღირსების შებღალვითა და ეროვნულ სავანეთა დაკარგვით აღშფოთებული "წმინდა საფლავსა და სისხლმეწამულს გოლგოთას მდგომი, მლოცველი, საბრალო... მონაზონი მართა" დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსს გრიგოლს (1696-1742) გულისტკივილით აცნობებდა იერუსალიმის ქართული სავანეების მძიმე მდგომარეობას, მტრის მოძალებას, მის მიერ ქართულ სიძველეთა ვერაგულად მიტაცებას.

წერილის ავტორი მართა მონაზონი ჩვენს წინაშე წარმოდგება როგორც მამულისმოყვარული და ეროვნული ღირესების დამცველი ქალი. მას კარგად ესმოდა იერუსალიმის ქართული კოლონიის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, გულს უკლავდა მიმტაცებელთა ძალადობა და ქართველთა გულგრილობა.

აღელვებდა ქართველ კოლონისტთა უმწეო მდგომარეობა. ამიტომაც მოუწოდებდა იგი თავის თანამემამულეებს გადამჭრელი ზომების მიღებისაკენ, იერუსალიმელ ქართველთა სავანეების ხსნისა და დაცვისაკენ, ძველი უფლებების დაბრუნებისა და საერთაშორისო პრესტიჟის აღდგენისაკენ.

მართასთვის, ისე, როგორც ბევრი შორსმჭვრეტელი მამულიშვილისათვის, იერუსალიმის ქართული სავანეების დაკარგვა, იქაურ ქართულ სიძველეებზე ხელის აღება მამაპაპეული სარწმუნოების შებღალვას ნიშნავდა და ეროვნული კატასტროფის მოახლოებას მოასწავებდა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.269/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2018, 06:31 PM

მარიამ დედოფალი - მეუღლე ქართლის მაჰმადიანი მეფის როსტომისა (1629-1642) და ასული მანუჩარ დადიანისა. დიდად განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული დედოფალი კეთილისმყოფელ გავლენას მეუღლეზეც ახდენდა.

მაგალითად, ცნობილია, რომ როსტომის მიერ სამეფო კარზე მოღვაწე შემოქმედებით ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ზოგჯერ ლიტერატურული საქმიანობის გაცხოველებისაკენ თვითონ მოუწოდებდა.

ქართული კულტურის წინაშე მარიამ დედოფლის უმთავრეს დამსახურებას მისი ბრძანებით 1633-1646 წლებში დამზადებული "ქართლის ცხოვრების" ძვირფასი ნუსხა წარმოადგენს.

მან ტყვეობიდან დაიხსნა ხელნაწერები: პარხლის ოთხთავი, სვეტიცხოვლის ჟამნი, ტბეთის ოთხთავი და სხვ. მისივე ბრძანებით განაახლეს პარხლის ოთხთავი, ს. ჭალის გულანი, ახლად იქნა შეკერილი ერთი მეტაფრასი და სხვ.

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.271/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2018, 09:55 PM

"მეტრეველი ელენე (1917-2003) - სასიქადულო ქართველი მეცნიერი; მან აღმოსავლური წარმომავლობის მრავალი ქართული ხელნაწერი აღწერა და სპეციალური გამოკვლევებითა და პუბლიკაციებით დიდად წასწია წინ ახლო აღმოსავლეთის ქართული სამწერლობო ცენტრების შესწავლის საქმე.

მრავალი საკითხი, რომელიც ადრე ცილობას იწვევდა, ე. მეტრეველმა დამაჯერებლად გაარკვია და ნათლი მოჰფინა ქართველ კოლონისტთა კულტურულ-აღმშენებლობითი და ლიტერატურულ-შემოქმედებითი საქმიანობის ბევრ მხარეს".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.276/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 08:50 PM

"ქართლის ცხოვრებას" დაუცავს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას მართლმადიდებელი სარწმუნოება აღუდგინა და იხსნა იგინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან.

მოსკოვის კრემლის სასახლეში, ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე, გამოსახულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა ძლეველი დედოფალი დინარა".

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2018, 09:08 PM

"ბულბულას ციხე მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში ქვიშხეთიდან 1 კმ-ის დაშორებით. XIX საუკუნის შუა ხანებამდე სოფელს ციხისძირი ერქვა. ამ სახელით მოიხსენიებენ მას ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები...

გადმოცემით, ბულბულას ციხეს ეს სახელი ეწოდა ლეკების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი ქალის ბულბულას პატივსაცემად.

ლეკთა ერთ-ერთი შემოსევის დროს ქართველთა რაზმს ბულბულა მეთაურობდა. ხალხი ციხეში გამაგრებულა. მტერმა ციხე ვერ აიღო. ლეკებმა სახედარი მოაწყურეს და წყლის საძებნელად მიუშვეს. მიაგნეს წყალსადენს, რომლითაც ციხე მარაგდებოდა და სათავე მოშალეს.

ბულბულა საიდუმლო გზით გავიდა ციხიდან მილების შესაკეთებლად. ამ დროს ლეკებმა შეიპყრეს და ციხეში შესასვლელი გზის ჩვენება მოსთხოვეს. ბულბულამ მცდარი და შორი გზა აჩვენა. ამასობაში შეაკეთა მილები და ციხისკენ გაიქცა.

მოთვალთვალე ლეკები მიჰყვნენ. ხელჩართულ ბრძოლაში მრავალრიცხოვანმა მტერმა სძლია ქართველებს. ბულბულა ნაკუწებად აქციეს. ამ დროიდან ციხეს და სოფელს ბულბულას ციხე უწოდეს."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 04:59 PM

"გულკეთილი, ჭკვიანი, თვალებმზიანი ქართველი ქალი, ასი ათასი მოწამის, თამარისა და ქეთევანის შთამომავალი, ჯერ ურცხვი არ გამხდარა, მასში საუკუნეების მანძილზეა ჩადუღაბებული ზნეობრივი ქცევა".

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ. 37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:05 PM

"კომუნისტების დროს, ერთ დღეს, [ჭაგნის მთავარანგელოზის სახელობის ხის] ტაძრის დასანგრევად მოსულან, მეზობლად ცხოვრობდა თურმე მაია ფოცხვერია, გამოსულა ნაჯახით და დანგრევის უფლება არ მიუცია მათთვის - თუკი შეეხებით, ყველას ამ ნაჯახით დაგჩეხავთო. ამ ქალის სიმამაცემ მთელი სოფელი ფეხზე დააყენა და ასე შევინარჩუნეთ აქამდე".

/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 08:24 PM

"როდესაც მართლმადიდებლები ვართ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კალთის ქვეშ მყოფნი, წმინდა ნინოს მიერ განათლებულნი, თამარ მეფის მიერ აღზევებულნი, ქეთევან დედოფლის მიერ შემონარჩუნებულნი და ასეთი მოდგმის ხალხი როგორ უზნეობაში ჩავეფალით.

თუ ქალმა სიბოროტისაკენ გაიწია, დაანგრევს ყველაფერს თავისი უზნეობით; თუ ქალმა სიკეთისკენ გაიწია - აღაშენებს".

/მამა გიორგი სამსონიძე
"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:41 PM

"ნიკოლოზის მონასტერი - ქართველთა სავანე იერუსალიმში; აშენებულია XVI ს-ში. XVII ს-ის მეორე ნახევარში განაახლა ერეკლე პირველის (1688-1703) დედამ, "კახთ დედოფალმა ელენე-ყოფილმა ელისაბედმა", იქაურ მოღვაწეთა ბიბლიოფილობას ამოწმებს ზოგიერთი ხელნაწერის მინაწერი"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 282/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 02:23 PM

"ვანის ქვაბთა მონასტრის კედლებზე იკითხება "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფები, ქართველი მწიგნობარი ქალების (ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი და სხვ.) ლექსები, ხალხური სიტყვიერების ნიმუშები. აღნიშნული წარწერებით ვეცნობით არა მხოლოდ მონასტრის ბინადარი მონაზონი დედების განწყობილებასა და ლიტერატურულ გემოვნებას, არამედ იმდროინდელი ქართველი საზოგადოებრიობის კულტურულ დონესაც"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 214/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 03:38 PM

"როგორც ჩანს, ბ. ჩოლოყაშვილის მიერ დახსნილი გოლგოთა კვლავ კათოლიკეებს ჩაუგდიათ ხელში. ამჯერად ზოსიმე კუმურდოელმა გამოიჩინა თავი - თავისი გამზრდელის, ქართლის მეფის გიორგი VIII (1446-1466) ასულის, ქეთაონ-ქრისტინესა და მისი ასულის გულქანის შეწირულებით გოლგოთა იხსნა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 221/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:24 PM

"საქართველოში შემოსულ წითელ არმიას კოჯორთან ქართველმა იუნკრებმა გადაუღობეს გზა. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ნიკო კეცხოველიც. იუნკრებს მოწყალების დად ხლებია პოეტ კოტე მაყაშვილის ასული მარო მაყაშვილი. სამშობლოსთვის გულანთებული გოგონა დაჭრილთა გამოყვანისას იმსხვერპლა ტყვიამ."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:55 PM

"მინდა, დიდი სიყვარულით გავიხსენო კოჯრის მკვიდრი ორი შესანიშნავი ქალბატონი - ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარი, დეიდა ბაბულია სულხანიშვილი და ეკატერინე ჩოლოყაშვილი. დეიდა ბაბულია რესპუბლიკელი ალექსანდრე სულხანიშვილის და იყო, ხოლო ეკატერინე - კატუშა ჩოლოყაშვილი - ქაქუცასი. ამ ქალბატონის შესახებ ლეგენდად ჰყვებოდნენ, კრემლში სტალინს შეხვედრიაო. ვისი და იყო, ეს გვიან გავიგეთ."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 02:25 PM

"ერის უკვდავებას ბუნებითა და მოწოდებით ქალი უფრო ემოღვაწება, ერის დიდება კი მამაკაცის ასპარეზია!"

/ლევან გოთუა, "სერაფიტი", გვ. 350/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:26 PM

"ქალი დედამიწის სასიცოცხლო ძალაა, დიდი ნათელია და ამიტომაც მისია მარადიული გაზაფხულიც!"

/ანა კალანდაძე
"ერთტომეული" 1987წ. გვ. 353/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 12:30 PM

"- ქალბატონო გულნაზ, როდიდან დაიწყო საქართველოში საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ნაქარგობების შეწირვა ეკლესია-მონასტრებისათვის, ვინ არიან მოხსენიებულნი ამ ნაქარგობის ნიმუშებზე და ხელოვნების მუზეუმში დაცული ნიმუშებიდან რომელია უძველესი?

- ნაქარგობის ნიმუშებზე წარწერებში ძირითადად მოხსენიებულნი არიან მეფეთა ოჯახის წევრები ანდა თავადიშვილები. მაგალითად, XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის პირველ მეოთხედში შექმნილ გარდამოხსნაზე, რომელიც მოქარგა კახეთის მეფის, ლევანის შვილიშვილმა, ხოსრო მეფის ასულმა ელენეყოფილმა ეკატერინემ; 1664 წლის გარდამოხსნაზე, რომელიც ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ერთ წარწერაში მოხსენიებულია ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი პიროვნება, ვინმე თინათინი - ბატონის ქაიხოსროს ასული. ჩვენს მიერ მოძიებული ყველაზე ადრინდელი ნაქარგობის ნიმუში, რომელზეც უშუალოდ მისი მომქარგველია მოხსენიებული, გახლავთ იერუსალიმის ტაძრისთვის შეწირული გარდამოხსნა. იგი მოუქარგავს მეფე კონსტანტინე II-ის (1478-1505 წლები) ასულს ასთანდარს. ჩვენამდე მოღწეული მასალის მიხედვით სწორედ ის გვევლინება პირველ მომქარგველად (შემწირველად).

შემწირველთა შორის არიან ვახტანგ V-ის პირველი თანამეცხედრე, ყაფლან ორბელიანის ასული როდამი. მან 1660 წელს მოქარგა ომოფორი და ტაძარს შესწირა. ასევე, როსტომ მეფის მეუღლე მარიამ დედოფალი, დადიანის ასული, რომელმაც მაღალმხატვრულობითა და სიმდიდრით გამორჩეული უამრავი ნივთი შესწირა ტაძარს (გარდამოხსნა, ენქერი, მცირე და დიდი ომოფორი). თითქმის ყველა მათგანი ოქროსა და ვერცხლის ძაფებით არის მოქარგული. შემორჩენილია მარიამ დედოფლის გაზრდილის, ზილფიჯანის მოქარგული გარდამოხსნაც (1691წ.)."

/ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი
"კარიბჭე" N8, 2007, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 05:14 PM

"- ვაჟა-ფშაველა ამბობდა: "შვილების მომავალი ბედ-იღბალი იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებით ასაზრდოვა თავისი ბარტყები..."

- საქართველოში ყოველთვის უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა ქალს. ის იყო გამოხატულება ოჯახის კულტურისა, ღირსებისა. ქალი ყოველთვის იყო მამაკაცის ვაჟკაცობის წყარო, მისი საუკეთესო თვისებების, რაინდული ღირსებების წარმომჩენი და ბიძგის მიმცემი. ქართულ ცეკვაშიც ცხადდება ქალის მიმართ კრძალვა. ქალის, დედის სინაზესა და მშვენიერებას უმღეროდნენ პოეტები. ქართველმა ქალმა უნდა შეინარჩუნოს ღირსება და სახელი. ქართველი დედა "იავნანათი" ზრდიდა პირმშოს და შთააგონებდა სამშობლოსთვის, უმაღლესი იდეალებისთვის თავდადებას. გახსოვთ, როგორი სასწაული მოახდინა იავნანამ - კვლავ შეერთდა დედის და შვილის გულები."

/დეკ.დავით შენგელია
"კარიბჭე" N17, 2013, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2020, 12:25 PM

"როგორც ცნობილია, ამიერკავკასიში მოგზაურობისას, 1858 წელს, თბილისში იმყოფებოდა გამოჩენილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კავკასიაში თავის მოგზაურობას წიგნი მიუძღვნა. წიგნში იგი შთაბეჭდილებას გვიზიარებს მარიამ ორბელიანზე: "კნეინა ორბელიანი ახლა ორმოცი წლისაა. როგორც ჩანს, ერთი ულამაზეს ქალთაგანი ყოფილა თბილისში. ხრილი, რომელსაც ის იცხებს პირზე, აძლევს მას მე-18 საუკუნის ქალის იერს.

მე არასდროს მქონია შემთხვევა, მენახა ასეთი საპატიო და წარმოსადეგი შესახედაობის ქალი. თუ თქვენ შეხვდით ქუჩაში ფეხით მომავალ კნეინა ორბელიანს, უნებურად მიესალმებით მას, თუ გინდ არ იცნობდეთ პირადად", - წერს მარიამ ორბელიანის მშვენიერებით მოხიბლული ფრანგი მწერალი".

/"კარიბჭე" N9, 2020, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:26 PM

"ენაგაშარშხალებული (ენამწარე) გურული ქალები"

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:14 PM

"ქალთა ჯგუფი ციხის კედელზედ. აკერილი მოკლედ კაბები. ფერხთ მაშიები. თავისჩითი თავზედ წაკრული. ქამარ-ხანჯალი. დამკლავებულნი ამოუდგნენ მებრძოლ ვაჟკაცებს. უძღოდა შუქურ.
ისრებს აწვდიდნენ, შუბთ მიართმევდნენ. გაჰქონდათ მკვდრები თუ დაჭრილები. წყალს უზიდავდნენ. გააფთრებულთ მთლად დაჰკარგეს შეგნება შიშის. მებრძოლ ვაჟკაცთ ამხნევდებდა მათი იქ ყოფნა. ლომებად იქცნენ.
- ქალნი მებრძოლად?! პირველად ვხედავ! - იძახდა ჯეჰან განცვიფრებული".

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ნათელმოსილნი", გვ.149/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 06:25 PM

"ქართველ ქალთა განსწავლულობა არც უცხოელთა ყურადღების გარეშე დარჩენილა. ცნობილი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი (XVI ს.) საგანგებოდ აღნიშნავდა: "ქართული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა, ქალებს რომ არ შეენახათ იგი. თუ ვისმე უნდა კითხვა შეისწავლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 12:08 PM

"1716 წ. ფრანგმა მოგზაურმა ჟან დე ლა როკიმ გამოაქვეყნა ვრცელი წიგნი, სადაც ასახულია ფრანგთა მოგზაურობა იემენში 1708-1713 წწ. მათ იემენში მეფის სასახლის კარზე უნახავთ ქართველი დედოფლები. დე ლა როკი წერს: "იემენის მეფის ძალმოსილებისა და ბრწყინვალების ერთ-ერთი ნიშანია მრავალი მანდილოსნი ყოფნა მისი სასახლის კარზე...იემენის მეფის საკუთრებაში არის 600-700-მდე ქალი... ჩვენ გვარწმუნებენ, რომ მათი უმრავლესობა ქართველია. საქართველოს ქალები დიდი სილამაზით გამოირჩევიან..."

ევროპელი მისიონერები გვაუწყებენ: სამხრეთ არაბეთის ცნობილმა გამგებელმა მირ მოჰუნამ, რომელსაც სახელი გაუთქვა ჰოლანდიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ გადახდილმა მამაცურმა ბრძოლებმა, ქართველი ქალის სიყვარულის გულისათვის მამას მოუსწრაფა სიცოცხლე; პალესტინის ფაშას ჯერზარსაც (XVIII ს.) მრავალი ქართველი ლამაზმანი ჰყოლია თავის ჰარამხანაში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 274/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 12:26 PM

"მარიამ ბაგრატიონი ჩინებული მელექსე ყოფილა თავისი დროისა. იგი იყო "ნიჭიერი, დიდათ დახელოვნებული საღმრთო წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ამბობდნენ - დიდი მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოჰყვა ამ ქალსაო", - ასე იგონებს მისი თანამედროვე ბარბარე ქობულაშვილი მარიამს - ერეკლე მეორის ასულსა და "სარდალ-ქალაქის მოურავის" დავით ციციშვილის მეუღლეს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 135/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 11:38 AM

"დაახლოებით ანალოგიური სულისკვეთებისაა არჩილ მეფის ქალიშვილის შუშანის საქციელიც, რომლის სილამაზითაც მეტად მოხიბლულა ხაზართა ხაკანი. მან შუშანის ძმას, ჯუანშერს, დის ხელი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ გამოაგზავნა სპასალარი, რომელმაც დაატყვევა ჯუანშერიც და შუშანიც და ხაკანთან წაიყვანა. გზაში ქალმა სიტყვბით: "უმჯობეს არს ჩემთვის სიკვდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრეღარა შევიგინო წარმართთა მიერ" თავი მოიწამლა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.270/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 12:02 PM

"ბუნებრივია, რომ ქართული მოსახლეობის ნაწილმა თავისი პირადი ცხოვრება იძულებით თუ ნებაყოფლობით არაქრისტიანული რჯულის წარმომადგენლებს დაუკავშირა. ამ შემთხვევაში მათ არჩევანს ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები განაპირობებდა. ზოგჯერ კი ეს იყო ერთადერთი გამოსავალი მრისხანე ტირანის გულისწყრომის ასაცილებლად, ან თუნდაც შესარბილებლად. ასეთ სიტუაციაში მეტად იჩაგრებოდნენ არისტოკრატი ქალები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გათხოვლიყვნენ ირანსა თუ ოსმალეთში და ჰარამხანებში ეცხოვრათ. უამრავი ასეთი ქალის სახელი შემოგვინახა ისტორიამ. ზოგიერთი მათგანი კარგად მოერგო ახალ მდგომარეობას და მეუღლის კარზე საკმაოდ დიდი გავლენაც კი მოიპოვა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.272/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 12:32 PM

"ევსევი კესარიელის (260-340 წწ.) ცნობით, რომელიც მას კლემენტი ალექსანდრიელის შრომიდან აუღია, მედეას მიეწერება თმის შეღებვა და შესაღები წამლის აღმოჩენა. "მედეამ, აიეტის ასულმა, კოლხელმა, პირველმა გამოიგონა თმების შეღებვა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 63/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 04:03 PM

"საინტერესოა დავით ვაჩნაძის მეორე წერილიც, რომელშიც იგი დაბადების 70-ე წლისთავს ულოცავს თამარ პაპავას [ცნობილი წიგნების ცნობილი ავტორი, საქართველოს პირველი პარლამენტის წევრის, გამოჩენილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის აკაკი პაპავას მეუღლე, ტურფა და მზია პაპავა-ჭეიშვილების დედა, არგენტინის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე]:

"ჩვენო განთქმულო მწერალო
ღრმად პატივცემულო ქალბატონო თამარ!
გავიგე თქვენი 70 წლის შესრულების თარიღი სწორედ იმ დღეს, როცა ჩემს არქივში წავაწყდი ჩემი ნათესავის ანეტა მაჩაბლის-ერისთავისას (ბიძაჩემ მიხეილ მაჩაბლის ცოლის, მარინე ფრანზონის დედის და ცნობილი მწერალ ქალის მ. ერისთავ-ხოშტარიას დის) წერილს, 1941 წ. სტოგკოლმიდან გამოგზავნილს, რომელშიაც იწერებოდა:
"შენ რომ წიგნი გამომიგზავნე თამარ პაპავას შედგენილი, წავიკითხე და გამაოცა: ეს წიგნი სწორედ განძია ჩვენი ისტორიისა. დიდება ჩვენ წინაპართა ქალებს და უმეტესი დიდება ქ. თამარ პაპავას, რომ აგრე შესანიშნავი შრომა გაუწევია და ნიჭიერადაც აუწერია წარსული გმირული ხანა და ცხოვრება ჩვენი ქართველ ქალებისა. ეხლა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენ სიამაყე, რომელიც აქამდინ შეუგნებელი იყო ჩემთვის... დიდი მადლობელი ვარ რომ ამისთანა მშვენიერი წიგნი გამომიგზავნე...
13-III - 1941 წ. შენი მოხუცი ძალოა ანეტა მაჩაბლისა. სტოკგოლმი".
ანეტა მაჩაბელი გარდაიცვალა რომში ომის დაბოლოვების წელს ღრმად მოხუცებული და ეს თქვენი წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში" სახარებასავით ჰქონდა შენახული.
ეს გამოძახილი ძველი თაობის განათლებულ ქართველ მანდილოსნისა ახლა მიუმატეთ თქვენ ნაშრომთა საქებ მდიდარ სარეცენზიო კოლექციას... და ჩემგანაც მიიღეთ გულითადი მოლოცვა თქვენი 70 წლის შესრულებისა გამო და გისურვებთ თქვენი შესანიშნავ ახალ ნაშრომებით კიდევ მრავალ წელს გაამდიდროთ ქართველ ხალხის კულტურული ცხოვრება.
მარად თქვენი პატივისმცემელი დავით ვაჩნაძე"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.66/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)