თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 22 2011, 07:45 PM

მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...

რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...

არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში.

ბევრი რომ არ გავაგრძელო...

..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე..
იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ?
ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს..
დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ...
არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის..

აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება..
ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს...

ვწუხვარ მე ამის გამო..

სახარება ლუკასი მე 18 თავი

7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?

8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?


..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის,
სადაც არ არის ადგილი კრძალვის,
არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის,
უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 22 2011, 09:31 PM

sergi_glaxa
ვერ დაგეთანხმები.
სოციალურ ქსელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.
რასაც შენ ამბობ, ყველაფერი გასაგებია და შეიძლება ნაწილობრივ დაგეთანხმო კიდეც.
უბრალოდ ადამიანი ყოველთვის ცდილობს უფრო უკეთესი გამოჩნდეს, წარმოაჩინოს თავისი თავი.
მეც პირადი ურთიერთობები მირჩევნია!
თუნდაც აზრის დაფიქსირება.
ბევრჯერ ყოფილა, სხვა რამ მიგულისხმია და სულ სხვანაირად აღქმულა.
თუნდაც იგივე ემოცია, ვერ ხედავ ამ ყველაფერს მხოლოდ სმაილებით და შეიძლება ცარიელი სიტყვებით.
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოკითხვის, აზრების გაზიარების.
ერთია, ადამიანმა თავისი რეალური სახის შენარჩუნება უნდა შეძლოს ნებისმიერ ადგილას.
სინამდვილე არ უნდა დაკარგოს.
ისეთ დროში ვცხოვრობთ, ძნელია მუდმივად ერთმანეთთან შეხვედრა.
და სულ დაკარგვას და ამოწყვეტას, ჯობია ფბ-ზე, ოდნოზე, ფორუმებზე და სკუპეთი იკონტატქო.
ნუ მე ასე მძაფრად ვერ ვხედავ სოციალური ქსელის პრობლემას

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 22 2011, 11:09 PM

ბასილი დიდი ამბობს:
,,მიემსგავსე ფუტკარს,რომელიც სურნელოვან ყვავილზეც ჯდება და მყრალ ნაკელზეც,მაგრამ თაფლს მხოლოდ სურნელოვანი ყვავილისგან აკეთებს."

სოციალურ ქსელებში,ინტერნეტში,ტელეფონშ
ი და.ა.შ მხოლოდ დასაღუპავი არაფერია,პირიქით უამრავი მორწმუნე ვიცი(სასულიერო პირებიც)რომლებიც მისი წევრები არიან,ოღონდ მთავარი ზომიერებაა.
ზომიერება,რომ ზომბირება არ მოხდეს.


(ე,რა კარგი რაღაც გამომივიდა,ზომიერება-ზომბირება,კარგია ნუ.)

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 22 2011, 11:57 PM

მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 23 2011, 09:39 AM

ზომიერება ტავს იქებდო გამიგია და რაც მთავარია, სოციალური ქსელია ეს თუ ღვინო-დუდუკუ-არაყი, ყველაფერი შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო.

ანუ, აქ ბევრი ინფორმაციის მიღებ შეგიძლია, რაც შეუძლებელია საერთოდ კომპის გარეშე.
მეგობრების ხშირი ნახვის ფუფუნება არავის აქვს და აქ შეგიძლია მოიკიტხო, სურათებში მაინც ნახო ის და მისი ოჯახის წევრები. ცოტა ელაპარაკო, მისი სულერი მდგომარეობა გაიგო (მეტ-ნაკლებად)
სამუშაოდან განსატვირთი საშულებაცაა. შენ სოფლად ცხობრობ სერგი. ჩვენ, უმეტესობა ქალაქად. ქალაქში სამუშაო რომელიმე ოთახში ჯდომით განისაზღვრება და აუარება ფურცლებით და რა თქმა უნდა კომპით. ადამიანის ტვინი აქტიურად 45 წუთი მუშაობს, მერე დასვენება სჭირდება. სხვა შემთხვევაში ზიანდება გონება და შეუძლებელიც ხდება მუშაობა. ის 5-10 წუთი შეგიძლია ფაცეზე შეხვიდე, ან იუთუბზე smile.gif))) ყავა დალიო, ან, გვერდით მჯდომსაც, თუ ის 45-ე წუთი აქვს, რაც შენ, გაესაუბრო. მოკლედ, გაქვს რამოდენიმე წუთი, რა დროსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ისვენებს და ძალებს იღდგენს და ამ დროს სხვადასხვა წესით შეგიძლია დაისვენო. ხან ერთი წესით ისვენებ, ხან მეორეთი. სხვა შემთხვევაში, ფეისია ეს, ტელეფონი, თამაში თუ ღვინო, ავადმყოფობაა და მკურნალობა სჭირდება.

ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს.

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Sep 23 2011, 11:43 AM

sergi_glaxa წერის ნიჭი გაქვს შენ: )

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 23 2011, 11:55 AM

გააჩნია როგორ განიხილავ და რა კუთხით შეხედავ სერგი.
ხან ავია, ხან კარგი, საერთოდ კი საშუალო. კომუნიკაციისთვის კი მშვენიერი საშუალება. smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 23 2011, 02:56 PM

ციტატა(k@the @ Sep 22 2011, 11:57 PM) *

მენატრება ხანდახან 90-იანი წლები ლამფის შუქთან ოჯახის შეკრება და "კერასინკაზე" გამომცხვარი უგემრიელესი კექსი smile.gif), რაც მთავარია შინაგანი სიმყუდროვე და სიმშვიდე.

002.gif
მეც მენატრება... არადა მაშინ სულ პატარა ვიყავი sad.gif
კიდევ ის მენატრება, ნავთის სუნით დამძიმებულ სუნთქვას რომ ვეჭიდავებოდი და სიცივეში სქელ პლედ შემოხვეული ჯიუტად ვკითხულობდი წიგნებს, რომლებიც ძალიან მიუწვდომელი, ამაღლებული მეჩვენებოდა სწორედ მათი ბუნდოვანების გამო... smile.gif სად ის სანახევროდ დახეული წიგნი, ყველა სიტყვას გაფართოებული თვალებით რომ დავშტერებოდი და ხელი მოკრძალებით მეჭირა დაძველებული ფურცლების სიმრთელე მეტად რომ აღარ დამერღვია და სად ახლა რბილ სავარძელში "ქინდლი"...

გლახა, მე მნიშვნელოვანწილად ვიზიარებ შენს დამოკიდებულებას. ის რომ მავანს სოციალური ქსელის სასიკეთოდ გამოყენების ნიჭი აქვს შერჩენილი მის სიკეთიანობას სულაც არ ნიშნავს. იშვიათად, მაგრამ მეც გამომიყენებია ასეთი კომუნიკაცია პოზიტიურად, მაგრამ ძირითადად დროის ნებადართული მფლანგველობაა.

"დალაიქება" და დაკომენტარება მეგობრისადმი ყურადღების არცთუ კარგი ფორმა მგონია, არადა რა ხარბად მივჩერებივართ. თან ამ ქსელებში თავმოყრილი ადამიანების არცთუ სახარბიელო სიჭრელე გვარიანად ბერავს თვითშეფასებას.

იმედია მალე საერთოდ ვეტყვი "არა"-ს მაქაურობას!
(ვითომ რატომ უნდა ვიყო ასე განწყობილი, არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?!)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 23 2011, 05:56 PM

ნონა

ციტატა
არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?!

2 დღეში ისევ აღადგენ

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 23 2011, 07:10 PM

ციტატა(ikanosi @ Sep 23 2011, 05:56 PM) *

ნონა

2 დღეში ისევ აღადგენ


არა, იკანოს, დამეზარება, რადგან იმდენი ხარხახურას ხელახლა ჩაყრა უკვე ბარიერია smile.gif
მაგრამ წაშლაა საქმე... mellow.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 25 2011, 09:40 AM

ვინმეს თუ გონია რომ უბადრუკმა გლახამ უკვე განღმრთობას მიაღწია და ახლა სხვებს ასწავლის როგორ უნდა იცხოვრონ -ძალიან ცდება...არა მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ- ვწერ იმაზე რასაც ვფიქრობ და იმაზე რაც მტკივა...

საკუთარზეც და სხვისაზეც..


მხევალი ნინო

ციტატა
ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს.


მტკივნეულ საკითხს ზურნა დუდუკით ვერ მივუდგები...ზოგისგან განსხვავებით მე ეს არ შემიძლია..

ხოლო ის რაც შენთვის არასწორია, (ამ შემთხვევაში მაინც) ჩემთვის სწორია...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 25 2011, 01:28 PM

უი ფეისზე პაროლიც დამვიწყებიააა biggrin.gif
ეხლა ახალს რა გახსნის არადა რა კაი იყო ფერმაში უF ეეე არადა მართლა კაია გატენტერაპია.
გლახა დაგვპატიჟე სოფელში და ჩამოვალთ.რთველი არ გაქ კარგო?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 25 2011, 05:44 PM

karpaki

ციტატა
არადა რა კაი იყო ფერმაში

რა მოგწონთ მაგ თამაშში ვერ ვხვდები.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 25 2011, 08:36 PM

QUOTE(georgios @ Sep 25 2011, 05:44 PM) *

karpaki

რა მოგწონთ მაგ თამაშში ვერ ვხვდები.

რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 25 2011, 10:15 PM

karpaki

ციტატა
რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ

ხო, თან ეხლა "ფერმა" ისეთი ვირტუალურია რომ... laugh.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 25 2011, 10:22 PM

karpaki

ციტატა
რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ

ან აქვს ვინმეს ნამდვილი მიწა და ეზარება მასზე მუშაობა, ფეისბუქის ფერმა უფრო ადვილია და... tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 26 2011, 03:21 PM

ციტატა
მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი.

+1... ვუერთდები ამ აზრს ^^

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 04:52 PM

QUOTE(georgios @ Sep 25 2011, 10:22 PM) *

karpaki

ან აქვს ვინმეს ნამდვილი მიწა და ეზარება მასზე მუშაობა, ფეისბუქის ფერმა უფრო ადვილია და... tongue.gif

ცხადია biggrin.gif
იგივე ვარიანტია
თუ ვინმეს გინდა აკოცო ვირტში აკოცებ რეალში კი შეიძლება ვერც გაბედოო biggrin.gif
ან ვთქვათ გინდა ტაფა ჩასცხო biggrin.gif აიღებ და დაწერ სმაილს ნუუუ ადვილია ყველაფერი tongue.gif

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 25 2011, 10:15 PM) *

karpaki

ხო, თან ეხლა "ფერმა" ისეთი ვირტუალურია რომ... laugh.gif

სადღაა რეალური ცხოვრება biggrin.gif
რელური გლახასა აქვს აგერ სოფელი და მეტი მე არავინ ვიცი ამხელა ვირტუალურ სამყაროში

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 26 2011, 05:11 PM

karpaki

ციტატა
ან ვთქვათ გინდა ტაფა ჩასცხო აიღებ და დაწერ სმაილს ნუუუ ადვილია ყველაფერი

ტაფის ჩაცხების სურვილის ერთგვარი დაკმაყოფილებაა ვირტუალურად. ასე ვთქვათ იცლები უარყოფითი ემოციებისგან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენი სურვილები არსად არ იკარგება. a075.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 06:10 PM

QUOTE(georgios @ Sep 26 2011, 05:11 PM) *

karpaki

ტაფის ჩაცხების სურვილის ერთგვარი დაკმაყოფილებაა ვირტუალურად. ასე ვთქვათ იცლები უარყოფითი ემოციებისგან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენი სურვილები არსად არ იკარგება. a075.gif

ანუ წარბი ენერგია უარყოფითი თუ დადებითი უშვებ ნეტში ანუ იგებ კიდეც იქიდან
საცერი გვჭირდება ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 26 2011, 08:44 PM

karpaki

ციტატა
ანუ წარბი ენერგია უარყოფითი თუ დადებითი უშვებ ნეტში ანუ იგებ კიდეც იქიდანსაცერი გვჭირდება ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი


არა. ნეტში გაშვება არა, უბრალოდ თუნდაც შენს თავზე მიმართავ ამ უარყოფით ძალას... სხვაზე თუ არა.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 09:05 PM

QUOTE(georgios @ Sep 26 2011, 08:44 PM) *

karpaki
არა. ნეტში გაშვება არა, უბრალოდ თუნდაც შენს თავზე მიმართავ ამ უარყოფით ძალას... სხვაზე თუ არა.

რადგან იღებ ცხადია ვიღაც გასცემს.განა მასე არაა?
ვიღაცამ ტაფა თუ ჩამხცო არმესიამოვნება."დავიგრუზები"
თუ უარყოფითს ჩემს თავზე მივმართავ რატო არ მიმვმართავ დადებითს?


ენერგია რომლიც ადამინმა უნდა დახარჯოს შრომაში (ალბათ ფიზიკური) გროვდება და ხშირად აგრესიული ხდება ეს ადამიანი.
დაკვირვებული ვარ აიტნიშნიკები ზალიან ნერვიულებიდა სარკასტულად აგრსიულები არიან biggrin.gif

გაუშვი ეხლა ესენი ყანაში და იქნება მშვიდობა biggrin.gif
დააკვირდით დოჩAნაშვილის სამოსელი პირველში რითი დათგუნა მამამ გვევეს სადიზმი?
მუშაობაში smile.gif


პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 26 2011, 09:38 PM

karpaki

ციტატა
რადგან იღებ ცხადია ვიღაც გასცემს.განა მასე არაა?ვიღაცამ ტაფა თუ ჩამხცო არმესიამოვნება."დავიგრუზები"თუ უარყოფითს ჩემს თავზე მივმართავ რატო არ მიმვმართავ დადებითს?


დადებითსაც და უარყოფითსაც შენს საკუთარ თავზეც მიმართავ. ძალიან ვცდებით, რომ ვინმეს ცუდს თუ ვუსურვებთ, ვწყევლით, ვაზიანებთ და ვკლავთ, ჩვენზეც არ მივუშვებთ უარყოფით ენერგიას. სიძულვილი გულის ჟანგია. თუ გული ბნელი მაქვს, სინათლეს როგორ გამოვცემ, ან ჩემს თავში როგორ გავანათებ რამეს? შესაბამისად, წყვდიადში ვარ და სხვასაც ვაბნელებ. თუმცა სხვის დაზიანებას გააჩნია. ქრისტიანებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ ისევ მათი ბოროტისმსურველები ანგრევდნენ თავის თავს შიგნით. ფიზიკურ ვნებას რომ ვაყენებთ ბოროტი განზრახვით, ეს ჩვენი შეზღუდული წარმოდგენის ბრალია, გვგონია, რომ სხეულის განადგურებით პიროვნებას ვაქრობთ. ის ვიღაცა, ვინც უარყოფითი გადმოგცა, ისევ შენ იქნები, რადგან საკუთარ თავში შენი ვნებები ღელავს და განგრევს შიგნიდან.

ციტატა
ენერგია რომლიც ადამინმა უნდა დახარჯოს შრომაში (ალბათ ფიზიკური) გროვდება და ხშირად აგრესიული ხდება ეს ადამიანი.

გააჩნია პიროვნებას, როგორ იყენებს თავის ძალებს და კიდევ საით მიმართავს მათ. შეიძლება ფიზიკურ მუშაობაში ვერ გამოიყენო, მაგრამ სხვა კუთხით გამოათავისუფლო.

ციტატა
დაკვირვებული ვარ აიტნიშნიკები ზალიან ნერვიულებიდა სარკასტულად აგრსიულები არიან

"აიტიშნიკსაც" გააჩნია.

ციტატა
გაუშვი ეხლა ესენი ყანაში და იქნება მშვიდობა

ყანაში და ზოგადად სოფლად შრომა იმით არის კარგი, რომ ადამიანს ბუნებასთან აქვს პირდაპირი შეხება, იქ სისუფთავეა, ფიზიკურადაც ირჯება, ჯანმრთელია და შრომასაც არ მოსწყდება. თუნდაც რად ღირს ქართველი გლეხების ძველი ჩვევა: როდესაც დაიღლებოდნენ, ზურგით ხეს მიეყუდებოდნენ და ეს ხე მათ დასვენებაში ეხმარებოდა და ძალებს იღებდნენ მისგან...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 11:01 PM

QUOTE(georgios @ Sep 26 2011, 09:38 PM) *

karpaki
დადებითსაც და უარყოფითსაც შენს საკუთარ თავზეც მიმართავ. ძალიან ვცდებით, რომ ვინმეს ცუდს თუ ვუსურვებთ, ვწყევლით, ვაზიანებთ და ვკლავთ, ჩვენზეც არ მივუშვებთ უარყოფით ენერგიას. სიძულვილი გულის ჟანგია. თუ გული ბნელი მაქვს, სინათლეს როგორ გამოვცემ, ან ჩემს თავში როგორ გავანათებ რამეს? შესაბამისად, წყვდიადში ვარ და სხვასაც ვაბნელებ. თუმცა სხვის დაზიანებას გააჩნია. ქრისტიანებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ ისევ მათი ბოროტისმსურველები ანგრევდნენ თავის თავს შიგნით. ფიზიკურ ვნებას რომ ვაყენებთ ბოროტი განზრახვით, ეს ჩვენი შეზღუდული წარმოდგენის ბრალია, გვგონია, რომ სხეულის განადგურებით პიროვნებას ვაქრობთ. ის ვიღაცა, ვინც უარყოფითი გადმოგცა, ისევ შენ იქნები, რადგან საკუთარ თავში შენი ვნებები ღელავს და განგრევს შიგნიდან.
გააჩნია პიროვნებას, როგორ იყენებს თავის ძალებს და კიდევ საით მიმართავს მათ. შეიძლება ფიზიკურ მუშაობაში ვერ გამოიყენო, მაგრამ სხვა კუთხით გამოათავისუფლო.
"აიტიშნიკსაც" გააჩნია.
ყანაში და ზოგადად სოფლად შრომა იმით არის კარგი, რომ ადამიანს ბუნებასთან აქვს პირდაპირი შეხება, იქ სისუფთავეა, ფიზიკურადაც ირჯება, ჯანმრთელია და შრომასაც არ მოსწყდება. თუნდაც რად ღირს ქართველი გლეხების ძველი ჩვევა: როდესაც დაიღლებოდნენ, ზურგით ხეს მიეყუდებოდნენ და ეს ხე მათ დასვენებაში ეხმარებოდა და ძალებს იღებდნენ მისგან...

კარგი იქნებოდა გვესწავლა ენერგიის მართვა smile.gif
და ჩAდებაც სასარგებლო საქმეში.
მე გამიგია რომ მუხას უნდა ჩაეხუტო და მუხასავით გაძლიერდებიო.
ქართველი დედები შვილებს თურმე ასე არიგებდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 26 2011, 11:12 PM

karpaki

ციტატა
კარგი იქნებოდა გვესწავლა ენერგიის მართვა და ჩAდებაც სასარგებლო საქმეში.

სწავლობს, ითვისებს ამის უნარს ვისაც სურს და დებს კიდეც საქმეში.

ციტატა
მე გამიგია რომ მუხას უნდა ჩაეხუტო და მუხასავით გაძლიერდებიო.ქართველი დედები შვილებს თურმე ასე არიგებდნენ

მუხა ზოგადად სიძლიერის ნიშანია და მისგან დიდი სასიცოცხლო ძალაც უნდა მოდიოდეს.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 26 2011, 11:23 PM

QUOTE(georgios @ Sep 26 2011, 11:12 PM) *

karpaki

სწავლობს, ითვისებს ამის უნარს ვისაც სურს და დებს კიდეც საქმეში.
მუხა ზოგადად სიძლიერის ნიშანია და მისგან დიდი სასიცოცხლო ძალაც უნდა მოდიოდეს.

არა რა მაინც დიდი საცდურია ვირტუალური სამყარო
ეს არის ხაფანგი რასაც ადამიანი თითქმის ვეღAრ აღწევს თავს თუკი ერთიშეიყვარა.
მერე ძნელია იქ მართო ენერგიები და არჩიო კარგი და ცუდი
ვირტუალური სამყარო მრავალი დემონური თვისების მატარებელია.უპირველესაად კი ცრუა,როგორც თავად ეშმაკი,სიცრუის მამა.მოპჩვენებითი,უფრო ადვილი.
ჩვენ ვირტუალური სამყარო დროს გვართმევს
ჩვენ ძვირფას დროს,რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა იმისთვის რომ უკეთესი საქმეები გვეკეთებინა,რათა გარშემო რეალურად ყოფილიყო ჩვენი ნამოქმედარი ვიდრე ყოფილიყო სადღაც კაბელებში.

არ ვიცი რა არის ამ უბედურების ბოლო
შეიძლება დამთავრდეს კიდეც ოდესმე მაგრამ როდის

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 26 2011, 11:36 PM

karpaki

ციტატა
ვირტუალური სამყარო მრავალი დემონური თვისების მატარებელია.

ვირტუალური სამყარო თავისთავად არ არის არანაირი დემონური ძალის მატარებელი. ჩვენ ვხდით და ვიყენებთ მას დემონურად.

ციტატა
.უპირველესაად კი ცრუა,როგორც თავად ეშმაკი,სიცრუის მამა.მოპჩვენებითი,უფრო ადვილი.ჩვენ ვირტუალური სამყარო დროს გვართმევს

ცრუა მაშინ, თუ ჩვენ რეალობის აღქმას დავკარგავთ და ვიცხოვრებთ კომპიუტერთან. ასეთივე წარმატებით შეიძლება გადამეტებულად მოიხმარო სხვა ნივთები. განსხვავება ის არის, რომ კომპიუტერი საშუალებას გაძლევს უამრავ საკითხს შეეხო.

ციტატა
ჩვენ ძვირფას დროს,რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა იმისთვის რომ უკეთესი საქმეები გვეკეთებინა,რათა გარშემო რეალურად ყოფილიყო ჩვენი ნამოქმედარი ვიდრე ყოფილიყო სადღაც კაბელებში.

სწორი დაგეგმვა არის საჭირო დროის და იმ სამუშაოსი, რასაც კომპიუტერით ვაკეთებთ.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 10:00 AM

QUOTE(georgios @ Sep 26 2011, 11:36 PM) *

karpaki

ვირტუალური სამყარო თავისთავად არ არის არანაირი დემონური ძალის მატარებელი. ჩვენ ვხდით და ვიყენებთ მას დემონურად.
ცრუა მაშინ, თუ ჩვენ რეალობის აღქმას დავკარგავთ და ვიცხოვრებთ კომპიუტერთან. ასეთივე წარმატებით შეიძლება გადამეტებულად მოიხმარო სხვა ნივთები. განსხვავება ის არის, რომ კომპიუტერი საშუალებას გაძლევს უამრავ საკითხს შეეხო.
სწორი დაგეგმვა არის საჭირო დროის და იმ სამუშაოსი, რასაც კომპიუტერით ვაკეთებთ.

ანუ კომპთანუნდა დაჯდე კარგად ინფორმირერბული და ფრთხილი.
ეგრე სადააააა
ყველა ეგეთი ჯდება კომპთან?
ეს ხაფანგია და როცა აცნობიერებ რომ გაები უკვე გვიანია

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 27 2011, 10:43 AM

karpaki

ციტატა
ანუ კომპთანუნდა დაჯდე კარგად ინფორმირერბული და ფრთხილი.ეგრე სადაააააყველა ეგეთი ჯდება კომპთან?ეს ხაფანგია და როცა აცნობიერებ რომ გაები უკვე გვიანია


კარგი რა. ახლა კომპიუტერთან დაჯდომაც სატანისეულად კი არ გამოაცხადო. biggrin.gif
ზომიერი, საჭიროების ფარგლებში მოხმარება. a075.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 11:09 AM

QUOTE(georgios @ Sep 27 2011, 10:43 AM) *

karpaki
კარგი რა. ახლა კომპიუტერთან დაჯდომაც სატანისეულად კი არ გამოაცხადო. biggrin.gif
ზომიერი, საჭიროების ფარგლებში მოხმარება. a075.gif

გაბმული ხარ შენც რააა biggrin.gif












მეც user.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 27 2011, 11:29 AM

karpaki

ციტატა
გაბმული ხარ შენც რააა


მე დარდს და უსაქმურობას ვაყოლებ სოციალურ ქსელებს. რომ გადავაყოლებ, მოვშორდები ალბათ. თუმცა მიჩვევაც იცის.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 27 2011, 12:03 PM

QUOTE(georgios @ Sep 27 2011, 11:29 AM) *

karpaki
მე დარდს და უსაქმურობას ვაყოლებ სოციალურ ქსელებს. რომ გადავაყოლებ, მოვშორდები ალბათ. თუმცა მიჩვევაც იცის.

მერასგზაით ვერ მოვშორდი.
არადა ნებისყოფა უნდა მქონდეს წესით საკმარისი.
ვერანაირად ვერ მოვიცილე ეს საჭიროება რომ უნდა შევიდე და გადავამოწმო რაღAცეები და ასე შემდეგ.
წარმატებებს გისურვებ აბა smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 27 2011, 08:01 PM

karpaki

ციტატა
წარმატებებს გისურვებ აბა

გმადლობ. შენც. გჭირდება ასევე წარმატება მაგ საკითხში. smile.gif

პოსტის ავტორი: ბეღელა თარიღი: Oct 4 2011, 03:37 PM

ერთის მხრივ, სწორია, რომ სოციალური ქსელები პრიმიტივიზმითაა სავსე; რო არაფრისმთქმელი ლაქლაქითაა ინტერნეტი დაძეძგილი. მარა!!!! მეორეს მხრივ, აი, რა არის საკითხავი: სხვაგვარად თუ არის შესაძლებელი? ეს პრიმიტივიზმი სოციალური ქსელის შედეგია, თუ მანამდეც არსებობდა და ამ ქსელებში უბრალოდ გამოჩნდა და გამომჟღავნდა იგი? კოკასა შიგან რაცა სდგასაო, ესვე ამბავია აქაც. ჭკვიანი კაცი ჭკუით მოიხმარს ყველაფერს. ბრიყვი კიდე თვისი სიბრიყვის კვალს დატოვებს, თუნდაც ღვთის სახლში შეიყვანე, არა აქვს მნიშვნელობა. რა, ფეისბუკი იხვეწება, გამოტვინდითაო? წიგნები აღარ იკითხოთო და ასეთები? არა ცხადია. სოციალური ქსელები, მათ შორის, ფორუმები, პოლილოგისა და ურთიერთობის კარგი ხელსაწყოებია. ოღონდ კარგადვე უნდა გამოყენება. ბარით მიწის დაბარვაცაა შესაძლებელი და კაცისათვის თავის გეჩეჩქვაც. გააჩნია, ვის უჭირავს ხელში ეს ბარი. ჩემი აზრით, სოციალური ქსელი ვერ იქნება ავი და კარგი. ავი და კარგი მხოლოდ კაცი შეიძლება იყოს. კარგის ხელში იკარგებს, ავის ხელში კიდე იავებს. ამ აზრით, ბარსა და სოციალურ ქსელს შორის სხვაობა არაა. ერთიცა და მეორეც მხოლოდ ხელსაწყოებია, ინსტრუმენტებია.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 7 2011, 06:45 PM

ბეღელა

გეთანხმები- კოკასა შიგან რაც არის..მაგრამ ისეც ხდება, რომ ადამიანს სიტუაცია და მდგომარეობა უბიძგებს ხშირად გააკეთოს ის რისი კეთებაც მას ზიანს მოუტანს...

სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტში ბევრი დადებითი რამ სეიძლება ნახოს და ისწავლოს ადამიანმა, თუმც მე მიმაჩნია, რომ საზიანო უფრო მეტია..

ოქროს შუალედია საწირო..რაც მოგეხსენებათ უმეტესობისათვის ძნელია...

პოსტის ავტორი: ტფილელი თარიღი: Jan 23 2012, 01:51 AM

ციტატა
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი?

გააჩნია რისთვის გამოიყენებ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 04:02 PM

"ინტერნეტსივრცე არის იდეალური საშუალება, იქადაგო ქრისტიანობა"

/მამა ეფრემ ვათოპედელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)