IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ადამიანი და ცხოველი, სიყვარული
leporela
პოსტი Jun 5 2008, 02:26 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 186
რეგისტრ.: 6-May 08
წევრი № 4,742



ხანდახან ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ცხოველი (ძაღლი) ჯობია ბევრ ადამიანს (რა თქმა უნდა ყველას არა), არის თუ არა სიმართლის მარცვალი ამაში?
ანუ, რა თქმა უნდა არ ჯობია ინტელექტით, კულტურით, მიღწევით, შეგნებით და ა.შ. მაგრამ ჯობია
ერთგულებით, სიყვარულით, მიმტევებლობით.....

არის სიმართლის მარცვალი იმაში, რომ ადამიანი ბევრჯერ გიღალატებს, გულს გატკენს და ძაღლი, რომელსაც უყვარხარ, არასდროს??? მკრეხელობა არის თუ არა სიყვარულში ცხოველის მიმართ?
ზოგი ადამიანი ნატრულობს ავი ძაღლების სიკვდილს, რადგან ისინი წუხდებიან და არ უჩუყდებათ გული , შეიძლება ასეთ ადამიანს კეთილი გული ქონდეს?

(გთხოვთ ცოტა ვრცლად მიპასუხით რომ გავერკვიო) წინანსწარ მადლობა


--------------------
შემიყვარე შავად, თეთრად ხომ სხვაც შემიყვარებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 23 2008, 01:00 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ცხოველები უნდა გვიყვარდეს, როგოც ღმრთის ქმნილებები, მაგრამ დაუშვებელი მათი შედარებაც კი ადამიანთან. ადამიანის ყველაზე მთავარი ღირსება არის ღმრთის ხატება მასში. არც ერთ სხვა არსებას არ გააჩნია ეს. სწორედ ამიტომ გახდა ადამიანი ეშმაკის ცდუნების ობიექტი. ეს არის არსებითი განსხვავება ადამიანსა და ნებისმიერ სხვა არსებას შორის, რომელიც მათზე უსაზღვროდ მაღლა აყენებს ადამიანს, თუნდაც დაცემულს, მატყუარას. ჩვენი ხსნისათვის თვით ღმერთი განკაცნა და ჯვარსეცვა. არ შეიძლება ამის შემდეგ შევადაროთ ადამიანი ცხოველს! სიყვარულისა და ერთგულების უნარი მხოლოდ ადამიანს გააჩნია. ცხოველში კი მხოლოდ ამის მსგავსებაა. ქრისტეანებს უნდა გვიყვარდეს ცხოველები, როგორც ღმრთის ქმნილებები, მაგრამ ყოვლადმიუღებელია მათი შედარება ადამიანებთან.

ხოლო რაც შეეხება ავ ან ქუჩის მაწანწალა ძაღლებს, ვისაც უნახავს მათ მიერ დაკბენილი ბავშვი, გაუჭირდება გულის აჩუყება ძაღლის ბედით.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი