მგალობლებს, და არა მარტო მგალობლებს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლებს, და არა მარტო მგალობლებს |
Ketevan Mirotadze |
Sep 12 2009, 01:14 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 12-September 09 წევრი № 7,486 |
ღვთის მადლითა და შეწევნით დაიწყო ისეთი მადლმოსილი საქმე, როგორიცაა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხატის დაწერა, რომელსაც სრულიად საქართველოს მგალობლები შეწირავენ წმიდა სამების საკათედრო ტაძარს.
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი, (ერისკაცობაში - ესტატე კერესელიძე) სიჭაბუკიდანვე ეწეოდა ღვთივსათნო მოღვაწეობას ქართული გალობის ნოტებზე ჩაწერისა და დასტამბვის სფეროში, რათა ეს უძვირფასესი საუნჯე მომავალი თაობებისათვის შემოენახა. მხოლოდ ესეც კი კმარა წმიდა ექვთიმეს ბრწყინვალე სახელის წარმოსაჩენად, მაგრამ წმიდა მამის ღვაწლი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მან ეკლესიის დევნის სასტიკ პერიოდში სასწაულებრივად გადაარჩინა ქართული სამხმიანი გალობის უამრავი ნიმუში. როდესაც დევნისა და შევიწროების უმძიმეს პერიოდში წმიდა მამა ექვთიმე არ წყვეტდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას, იგი თავის თანამოძმე ბერებს ქართული გალობის შესახებ ეუბნებოდა: "მე არ წარმომიდგენია, როგორც მუქთა საქმე; არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალმარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ!" წმიდა ექვთიმე აღმსარებელი საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული მოღვაწეა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენის საქმეში. მან 1935 წელს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6 000-მდე საგალობლისა და რამოდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგებოდა (ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტში). 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად წმიდა ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა და მისი ხსენების დღედ დადგინდა ახ.ტს 2 თებერვალი/წვ.სტ. 20 იანვარი. ყველას ვისაც სურვილი გაქვთ, თქვენი მცირე შემოწირულობით მიიღოთ მონაწილეობა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის ხატის დაწერაში, განსაკუთრებით კი სრულიად საქართველოს მგალობლებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 879 74 29 74. ქეთევანი. წმიდა ექვთიმე აღმსარებლის მეოხებით უფლის წყალება და მადლი არ მოგკლებოდეთ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი