IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული
marine
პოსტი Jan 24 2024, 07:49 PM
პოსტი #101

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ჩემი მშობლები მიამბობდნენ, რომ როდესაც ფარასელები ავად გახდებოდნენ, მაშინვე კი არ გაიქცეოდნენ ხოლომე ხაჯ-ეფენისთან, რომ მას განეკურნა ისინი. არამედ, თავდაპირველად ტკივილს ითმენდნენ. ისინი იმდენს ითმენდნენ, რამდენიც შეეძლოთ - საკუთარი მოთმინების უნარის და ღვთისმოსაობის შესაბამისად. იმიტომ, რომ ტანჯვას კურთხევად თვლიდნენ. "მოდი, მცირედ მეც დავიტანჯები ქრისტესთვის, ქრისტემ ხომ ჩემი ხსნისათვის უდიდესი ტანჯვა დაითმინა". ხაჯ-ეფენდისთან განსაკურნებლად მხოლოდ მას შემდეგ მიდიოდნენ, როდესაც დაინახვდნენ, რომ ავადმყოფობა მუშაობაში უშიდა ხელს და ამის გამო უკვე შინაურები იტანჯებოდნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 08:20 PM
პოსტი #102

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

" - წმიდაო მამაო, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი ტკივილს ითმენს, გულისხმობთ იმას, რომ ის გარეგნულად სულ არ იმჩნევს ტკივილს?

- უკიდურეს შემთხვევაში, მან შესაძლოა, გარშემომყოფებს მცირედ აგრძნობინოს, რომ სტკივა. შესაძლოა, მან თქვას კიდეც ამის შესახებ, მაგრამ რამდენად ძლიერი ტკივილი აწუხებს, ამაზე არ ილაარაკოს. თუკი იგი საერთოდ დამალავს ტკივილს, შესაძლოა, მისმა საქციელმა ბევრი აცდუნოს. მაგალითად, თუ ბერს ტკივილი ტანჯავს და მსახურებაზე მისვლა არ შეუძლია და ამის შესახებ სხვებს არაფერს ეტყვის, შესაძლოა, ამ დროს ვინმე, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, დაბრკოლდეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 04:35 PM
პოსტი #103

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"თუკი შენ გჯერა ღვთის ძალის, მაშინ განიკურნები"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 04:49 PM
პოსტი #104

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"არ "ვიძალადოთ" ლოცვით ღმერთზე. არ ვთხოვოთ ღმერთს, რამისგან გაგვათავისუფლოს - ავადმყოფობისგან და მსგავსისგან, ან ჩვენი პრობლემებისგან, არამედ ვთხოვოთ მას, მოგვცეს ძალა და გაგვაძლიეროს, რათა ყველაფერი გადავიტანოთ"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2024, 07:15 PM
პოსტი #105

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"[წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] ყოველთვის ასწავლიდა ავადმყოფებს, უფლისათვის ეთხოვათ გამოჯანმრთელება"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2024, 07:25 PM
პოსტი #106

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"საავადმყოფო ციხეს ჰგავს. ციხეში ადამიანს ურდულები და გისოსები იჭერენ, აქ კი სნეულებით, როგორც ჯაჭვებით, ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ავადმყოფობა ძვირფასი შესაძლებლობაა სინანულისა. ის გვაფხიზლებს, დაგვანახებს, როგორი არარაობა ყოფილა ვნებები, რომელთა "დიდებულებისგანაც" მხოლოდ ბნელი ლაქებიღა შემორჩენილა. ის ადამიანური ამპარტავნების მთელ სიცრუეს გვიმჟღავნებს და როგორც ტაძრის ზარი, უფალთან გვიხმობს. მაგრამ დემონი ისევ და ისევე იმ ძვირფასი დროის წართმევას ცდილობს, რომელიც შესაძლოა მარადისობაში ადამიანისთვის გადამწყვეტი გახდეს და ამას სიკეთის ნიღბით სჩადის. ახლობლები ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ იმისთვის, რომ სიკვდილი ავადმყოფს უეცრად წაადგეს თავს. ისინი მას უმალავენ, რომ ავადმყოფობა სასიკვდილოა ან სახიფათო, ცრუობენ, რომ იგი სწრაფად გამომჯობინდება, გაუმართლებელი იმედებით ანუგეშებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილზე გადაკრული სიტყვაც კი მომაკვდავს უკანასკნელ დღეებს მოუწამლავს. ეს რომ ურწმუნოებს გაეკეთებინათ, რომლებისთვისაც დაბადება შემთხვევითობაა, ხოლო სიკვდილი - გარდაუვალობა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასე მრავალი ქრისტიანი იქცევა, რომელთაც არ ესმით, რომ იმისი ცხოვრების მოღალატეები და სულიერი მკვლელები ხდებიან, ვინც უყვართ.

ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მოტყუება სამედიცინო ეთიკის, უფრო სწორად ეტიკეტის დაუწერელ კანონად იქცა. ამ დრის კი ადამიანის სულს მოუნანიებელი ცოდვები ტანჯავენ, თუნდაც ის ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ სინანული და წმ. საიდუმლოსთან ზიარება სიმშვიდეს მიანიჭებს, მისცემს კურნებას, ან ძალ-ღონეს, რათა ღირსეულად, ღვთისადმი მორჩილებით შეეგებოს სიკვდილს. ავადმყოფებთან მღვდელს ხშირად მაშინ ეძახიან, როცა ის გონებას კარგავს და ზიარების მიღება აღარ შეუძლია! ამ მხრივ, რამდენად უკეთესად იქცევიან ჩინელები, რომლებიც თავიანთ მშობლებს ნიშნად სიყვარულისა, კუბოს ჩუქნიან, მშობლებიც ამ საჩუქარს, როგორც ზრუნვას მათ სიკვდილისშემდგომ საცხოვრებელზე, მადლიერებითა და სიხარულით იღებენ.

როცა მომაკვდავს არ აფთთხილებენ, რომ იგი მალე ამქვეყანას დატოვებს, მას სულიერად კლავენ და უკვე სიკვდილის კლანჭებში მომწყვდეული, დასწყევლის იმათ, ვინც ჩააძინა და მოატყუა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2024, 05:05 PM
პოსტი #107

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"როცა საავადმყოფოს წინ გაივლით, გაჩერდით და სამჯერ გადაიწერეთ პირჯვარი.

ერთი მათთვის, ვინც იქ წევს, მეორე მომვლელებისთვის და მესამეც შენთვის, რომ მათ ადგილზე არ ხარ"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2024, 01:40 PM
პოსტი #108

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

" - მამაო, ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, სადამდე უნდა მივანდო თავი ღმერთს?

- ჯერ ღმერთზე დაამყარე სასოება, მერე კი ექიმს მიენდე.

- მამაო, რომელიმე მძიმე სნეულებას როგორ უნდა გავუმკლავდეთ?

- ექიმებთან მიმართვას წინ უნდა უსწრებდეს ლოცვა, ღამისთევა, რათა ღმერთმა ექიმებს გონება გაუხსნას. წმინდა არსენი კაბადოკიელის კანდელიდან ცოტა ზეთიც იცხეთ, ნაკურთხი წყალი დალიეთ, რამდენიმე ფსალმუნი წაიკითხეთ.

- მამაო, სნეულების გამო ვერ ვასრულებ ჩემს სულიერ მოვალეობებს და ეს მაწუხებს.

- ახლა, როცა ავად ხარ, საერთოდ ვერაფერიც რომ ვერ შეასრულო, ვერც სკვნილი, ვერც მეტანიები და მხოლოდ "დიდება შენდა, ღმერთო" იძახო, ეს საკმარისია*".

/ღირსი პაისი ათონელი/

*მოცემულ შენთხვევაში ბერი პაისი ესაუბრება მძიმე სნეულებაში მყოფ მოშურნე და თავდადებულ მონაზონს

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2024, 06:39 PM
პოსტი #109

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

" - მამაო, ამ ბოლო დროს გულზე პრობლემები მაქვს და ვშიშობ, რამე არ დამემართოს.

- ნუ გეშინია. ყველას რაღაც უნდა გვჭირდეს, რადგან, როცა რაღაც გვაწუხებს, ყოველთვის ქრისტეს მივმართავთ და შეწევნას ვთხოვთ"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2024, 07:26 PM
პოსტი #110

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"შენ იტან სამკურნალო ნაზავების სიმწარესა და საზიზღარ გემოს; იტან ასოების მტანჯველ გაკვეთასა და მოწვას; იტან ხანგრძლივ წვალებას შიმშილით, ოთახში ხანგრძლივ გამომწყვდევას; ამ ყველაფერს იტან სხეულისთვის დაკარგული ჯანმრთელობის დასაბრუნებლად, რომელიც, როცა გამოჯანმრთელდება, კვლავ აუცილებლად გახდება ავად, აუცილებლად მოკვდება და გაიხრწნება. მაშ, მოითმინე ქრისტეს სასმისის სიმწარე, რომელსაც განკურნება და მარადიული ნეტარება შენი უკვდავი სულისთვის მოაქვს.

თუ სასმისი აუტანელი, მომაკვდინებელი გეჩვენება, ამით იგი შენ გამხელს: ქრისტესი ჰქვია და შენ არ ხარ ქრისტესი"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2024, 05:36 PM
პოსტი #111

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"საუბარი როგორღაც მწუხარებებზე ჩამოვარდა. ერთი მოსაუბრე ამბობს: "ჯობს ავადმყოფობა, ვიდრე მორალური მწუხარება". ბერმა [ღირსი ამბროსი] უპასუხა: "არა. მწუხარებაში შესთხოვ ღმერთს და გადაგივლის, ავადმყოფობას კი ჯოხითაც ვერ განდევნი"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2024, 06:14 PM
პოსტი #112

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"როდესაც ღმერთი სნეულებას გვიგზავნის, უნდა ვმადლობდეთ მას. ღმერთი ამას ჩვენს განსაკურნებლად აკეთებს"

/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2024, 03:43 PM
პოსტი #113

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ავადმყოფობის დანიშნულებაა სინანულით ჩვენი სულის განწმენდა. უფალმა იეზებელთან მონანიების სურვილი ვერ დაინახა, ამიტომაც სნეულების სარეცელზე დააწვინა. ხედავთ, უფალი სნეულებას რისთვის გვიგზავნის? არა იმისთვის, რომ ცოდვებისთვის შური იძიოს და გვაწყენინოს, გვატკინოს, არამედ იმისთვის, რომ სხეულის სნეულებით სული განკურნოს. ზოგი წმინდა მამა ამბობს, რომ ძალზე ცუდია, თუ ადამიანი მოულოდნელად კვდება, კარგია, თუ ადამიანი სიკვდილის წინ იავადმყოფებს, გაწვალდება, დაფიქრდება, შეინანებს, ცრემლებს დაღვრის - ეს ყველაფერი სულს წაადგება"

/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2024, 02:50 PM
პოსტი #114

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"როცა ადამიანი მეუბნება, რომ არ შეუძლია ილოცოს ვინმე სნეულის ნათესავზე, მე მას ვურჩევ ამ ავადმყოფის გამო გაიღოს რაიმე მსხერპლი, ისეთი რამ, რაც თავად მის ჯანმრთელობასაც ვნებს.

ერთხელ კელიაში მესტუმრა ერთი ადამიანი გერმანიიდან. მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც თანდათან ხდებოდა პარალიზებული. ექიმებმა გოგონაზე უარი თქვეს. უბედური მამა სრულად მოეცვა სასოწარკვეთას. - შვილის გამო გაიღე რაღაც მსხვერპლი, - ვურჩიე მას. - მეტანიების გაკეთება შენ არ შეგიძლია, ლოცვა ასევე არ შეგიძლია... ახლა მითხარი: დღეში რამდენ სიგარეტს ეწევი? - ითხ ნახევარ კოლოფს, - მიპასუხა მან. - ამის მერე მოწიე ერთი კოლოფი, ხოლო ის ფული, რომელსაც დანარჩენ სიგარეტზე ხარჯავდი, მიეცი რომელიმე გლახაკს.

- მამაო, იღონდ განიკურნოს ჩემი გოგონა და მერე სულ დავანებებ მოწევას თავს. მე ვუპასუხე: - როცა ბავშვი განიკურნება ამას აღარ ექნება ფასი. შენ მოწევას ახლა უნდა დაანებო თავი. დაანებე თავი, ნუთუ არ გიყვარს შენი შვილი? - მე არ მიყვარს ჩემი ბავშვი? მე მისთვის მეექვსე სართულიდან გადავხტები, - მიპასუხა მან. მე არ გეუბნები, გადახტე მეექვსე სართულიდან და შენი შვილი უპატრონოდ დატოვო, სული კი წარიწყმიდო. მე გირჩევ, უფრო ადვილი რამ გააკეთო - გადააგდო მოწევა, და თანაც, სწორედ ახლა! - ვუთხარი მას.

მაგრამ კაცს არაფრით უნდოდა მოწევაზე თავის დანებება, საბოლოო ჯამში კი ჩემგან აცრემლებული წავიდა. მაშ როგორ უნდა დაეხმარო ასეთ ადამიანს? ის კი, ვინც გიჯერებს, იღებს დახმარებას"

პოსტი #115

პოსტი Jul 22 2024, 01:04 PM
პოსტი #116

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"როდესაც დედამიწაზე ვრცელდება სხვადასხვა ეპიდემია - ჭირი, ტიფი ან სხვა დაავადება, რომელსაც ღმერთი ჩვენი ცოდვებისათვის გვიგზავნის - როდესაც იხოცებიან ბავშვები, მშობლები, დები და ძმები, ღვთისმშობელი გვეწევა. სახიერი ღმერთის გარდა არავის ძალუძს ადამიანს ჯანმრთელობა დაუბრუნოს, რადგან ღვთისმშობელი, კურთხეული დედა, ისევ მუხლებზე ეცემა და ლოცულობს: "ღმერთო, მიეცი მათ ჯანმრთელობა, გააჯანსაღე მათი ჰაერი. უფალო, შეეწიე ბავშვებს, ქვრივებს, ღარიბებს, ყველა ადამიანს, რადგან ბევრი მთხოვს დახმარებას, ჩემი ლოცვით შენი წყალობის მოხვეჭის იმედი აქვთ". და ასე, ქრისტეს მადლით, ჭირი და ყველა სხვა სნეულება უკან იხევს. დედაღვთისა ცდილობს, ყველა განკურნოს, ყველა ანუგეშოს"

/არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2024, 06:32 PM
პოსტი #117

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მე შევიტყვე, რომ ამერიკაში გაჩნდა ახალი ავადმყოფობა (იგულისხმება შიდსი, ბერმა ეს სიტყვა 1984 წლის ნოემბერში წარმოთქვა). ბევრი მათგანი, ვინც არაბუნებრივი ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, ავადდება და კვდება. ხედავთ, ღმერთი კი არ სპობს ადამიანებს, არამედ ადამიანები თავად ანადგურებენ საკუთარ მოდგმას. ანუ ღმერთი კი არ სჯის მათ, არამედ ისინი თავიანთი ცოდვილი ცხოვრებით თავად იქმნიან თავისთვის სასჯელს. ჩანს, რომ იხოცებიან ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლეს აზრი არა აქვს"

/ღირსი პაისი ათონელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2024, 08:40 PM
პოსტი #118

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ბერი [ღირსი პაისი ათონელი] გვარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავით, როდესაც ვინმეს სერიოზული ავადმყოფობა ჰქონდა. "სნეულმაც და მის გარშემო მყოფებმაც მაშინვე ყველამ, ლოცვა დაიწყეთ, ძმებს შეატყობინეთ, რომ ლოცვა დაიწყონ, ბევრი ილოცონ, გულითადად ილოცონ, ეს პრობლემა ღმერთს უნდა გადააბაროთ და ამიერიდან მას ღმერთი გადაწყვეტს; მერე, რაც უნდა მოხდეს, გაჯანმრთელდება ავადმყოფი თუ წავა, ღვთის ნება იქნება, მაგრამ, თუ არ ვილოცებთ, დაავადება ბუნებრივი კანონების მიხედვით განვითარდება"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2024, 04:41 PM
პოსტი #119

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ბერს [ღირს პაისი ათონელს] ყველა დაავადება კურთხევად მიაჩნდა. გარდა საკუთარი თავისა, ყველას ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა და კურნავდა კიდეც. თავად არა მარტო არ ცდილობდა განკურნებას, სხვების სნეულებებსაც თავის თავზე იღებდა. ხშირად გაგვიგონია, როგორ ამბობდა: "ღმერთო ჩემო, ამა და ამის დაავადება მე მომეცი..."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2024, 02:07 PM
პოსტი #120

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ავადმყოფობის მდგომარეობა იმ კაცისას ჰგავს, გარედან და შიგნიდან მძიმე ბორკილები რომ ადევს. მაგრამ ამ მდგომარეობას ღმერთი უშვებს ადამიანზე, "რამეთუ რომელი უყვარს ღმერთსა, სწავლის და ტანჯის". ამიტომ ავადმყოფობა ერთ-ერთ იმ ღვაწლად არის შერაცხული, რომელიც ცხონების მოპოვებაში შეგვეწევა. ყოველგვარ მოღვაწეობას სწორად წარმართვა სჭირდება; ავადმყოფის ღვაწლი კი მაშინ იქნება სწორად წარმართული, თუ იგი მის გამო ღმერთს მადლობს. ავადმყოფობას, რომელსაც თან ახლავს მადლობა და დიდება ღმრთისა, წმ. მამები ორ უდიდეს მონაზვნურ ღვალწლს - დაყუდებასა და მორჩილებას უტოლებენ"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი