დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
lingvo |
Jan 29 2010, 09:50 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ცოდოა ასეთი ბავშვი. ოჯახმა არ უნდა მოაკლოს სიყვარული და სითბო.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ქევანა |
Jan 30 2010, 01:56 PM
პოსტი
#3
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება ათოს, და ხომ შეიძლება იმიტომ უჭირდეს თავისთან დატოვება, რომ ასეთი ბავშვების მოვლა ძნელია? სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და თუ ეხმარება ნეტა? : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
athos |
Jan 30 2010, 02:20 PM
პოსტი
#4
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ქევანა
ციტატა ათოს, და ხომ შეიძლება იმიტომ უჭირდეს თავისთან დატოვება, რომ ასეთი ბავშვების მოვლა ძნელია?სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და თუ ეხმარება ნეტა? : ) ზოგადად საკმაოდ საზრიანი ბავშვები არიან. ესმით, რასაც ეუბნები, შეუძლიათ დამოუკიდებლად რაღაც სამუშაოს შესრულება და ა.შ. ანუ რაღაც განსაკუთრებულ პრობლემას სახლში არ შექმნიან. უბრალოდ სწავლების პროცესია ცოტა გახანგრძლივებული. ოჯახში ყოფნისას ბევრად უკეთესად სწავლობენ და ითვისებენ ყველაფერს, ბავშვთა სახლში კი მათთვის მაინდამაინც არავის სცალია. ზრდასრული ამ სინდრომით დაავადებული გონებრივად არის 7 წლის ბავშვის დონეზე. საზღვარგარეთ ბევრად უკეთესი პირობებია ამ ბავშვებისთვის შექმნილი. უკეთესი სასწავლო პროგრამებია. ასეთი ბავშვები ხშირად დადიან ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში და სკოლაში, რაც ორმხრივად სასარგებლოა, ჯანმრთელი ბავშვები სწავლობენ ტოლერანტობას, ხოლო ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის კი ხდება სოციალური ადაპტაცია. ბავშვთა სახლში დატოვების შემთხვევაში არამარტო უარესად ვითარდებიან, არამედ დიდია მათი დაღუპვის რისკი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მრავალი თანდაყოლილი მანკი აქვთ და დაქვეითებული იმუნიტეტი რაც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას. დედა, რომელიც ასეთ ბავშვს ტოვებს, გარკვეულწილად სწირავს. რაც შეეხება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა უნდა ეხმარებოდეს. საჭიროა სპეციალური პროგრამების არსებობა ასეთი ბავშვებისთვის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
KAIROS |
Jan 30 2010, 08:48 PM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არ უნდა დავუკარგო ამ ხალხს...
ევროპაში, განსაკუთრებით სამხრეთში, ათასობით ოჯახი, უკვე შვილების პატრონი, შვილად იყვანს დაუნ ბავშვებს და ზრდის... არაჩვეულებრივი ჰუმანიზმია. ჩვენთან ვინ ზრუნავს მათზე? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Jan 30 2010, 08:54 PM
პოსტი
#6
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
athos
ციტატა არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... ჩვენს ტაძარში რამოდენიმე ასეთი ბავშვია. ერთი-ორი წლის უკან გავიგე, ზუსტად არ მახსოვს სად, მაგრამ რომელირტაც სოფელში ჰყოლიათ ასეთი ბავშვი და ტქვენ წარმოიდგინეთ არავინ იცოდა მისი არსებობა, რადგან სადღაც სარდაგფში ჰყავდათ. იქ ჩაჰქონდათ საჭმელი, ცხოველივით იყო, მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ბავშვი კი არა დიდი ყოფილა უკვე. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Jan 31 2010, 12:09 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გაიხარე ათოს, საჭირო თემაა
საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. არადა იგივე "ერეტიკულ" დასავლეთში დამოკიდებულება გაცილებით ჰუმანურია. ცხადია საქმე არა კონფესიურ კუთვნილებაშია, არამეტ ხალხის საზოგადოებად ჩამოყალიბებაში, რასაც ჩვენს სოციუმზე ვერ ვიტყვით. ალბათ საჭიროა შიქმნას სპეციალური პროგრამები ამ ადამიანების დასახმარებლად...იგივე დასავლური პრაქტიკა, რომ მათ იარონ ჩვეულებრივ სკოლებში აშკარად მისაბაძია, ამით თითქოს ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ - ერთის მხრივ ეხმარები გაჭირვებულ ადამიანს და მეორეს მხრივ ერთგვარად ზრდი საზოგადოებას. კარგი იქნება თუ აგრეთვე ეკლესია მოკიდებს ხელს ამ საქმეს და ჩაერთვება პროგრამაში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ბადრი |
Jan 31 2010, 12:25 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
კანუდოსელი
ციტატა ალბათ საჭიროა შიქმნას სპეციალური პროგრამები ამ ადამიანების დასახმარებლად...იგივე დასავლური პრაქტიკა, რომ მათ იარონ ჩვეულებრივ სკოლებში აშკარად მისაბაძია, ამით თითქოს ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ - ერთის მხრივ ეხმარები გაჭირვებულ ადამიანს და მეორეს მხრივ ერთგვარად ზრდი საზოგადოებას. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა (მაგრამ ძირითადად ფურცელზე). ანუ სკოლებში ასეთი ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები. კადრებია არასაკმარისი და თან შესაბამისი პირობებიც არაა სკოლებში. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
mogzaura |
Feb 15 2010, 07:23 PM
პოსტი
#9
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ციტატა სადღაც სარდაგფში ჰყავდათ ეჰარადა ასეთ ადამიანს ასმაგად ესაჭიროება სითბო და ყურადღება -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ႲႭႡႰႠႬ |
Feb 15 2010, 07:27 PM
პოსტი
#10
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ძველი თაობა დასახოცია. რადგან ისინი უკვე ვეღარ ისწავლიან რომ არ უნდა ჩაერიოს სხვის საქმეში. დასახოცია რომ ვერ მოუწამლონ ტვინები ბავშვებს! და იქნებ ახალი თაობა მაინც გაიზარდოს ნორმალური! რამდენ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება "კეთილისმსურველმა" მეზობლებმა და ნათესავებმა!
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
abo |
Feb 15 2010, 09:39 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
syd
ციტატა ძველი თაობა დასახოცია. ასეთი მიდგომა ძმისშვილიშვილო არ გამოგადგება, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ რომ მშობლებსაც კი დახოცავ თუ მათი მითითითება არ მოგეწონა. შენი სხვა პოსტები ხშირად არასერიოზულ ხუმრობად აღითქმება, იმედია ახლაც ხუმრობ. თუ არადა... ასეთი აზროვნების კიდევ ბევრი თუ არის, უფრო ცუდად გვქონია საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია. ბადრი ციტატა ჩვენს ქვეყანაში არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა (მაგრამ ძირითადად ფურცელზე). დარწმუნებით ვიცი რომ ქუთაისში 2 და თბილისში 5 სკოლაა ამერიკული პროგრამით "გადავარჩინოთ ბავშვები". სკოლების მატ.ტექ. ბაზაც შეიცვალა და სპეციალისტებიც იქნა გაგზავნილი ტრენინგებზე ვილნიუსში. უკვე 2 წელია ასწავლიან ინვალიდ ბავშვებს. რაც შეეხება ინკლუზიურ სავლებას სახ პროგრამით, განათლების კანონში დევს და ალბათ მოებმება თავიც, მხოლოდ ფორმიანი არ უნდა იყოს მინისტრი, არამედ პედაგოგიური განათლებით აჯობებს. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
k@the |
Apr 23 2010, 01:40 PM
პოსტი
#12
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მართლაც რთული თემაა.
ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი. იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო". საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში? ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი. თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს , ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Atman |
Apr 27 2010, 05:52 PM
პოსტი
#13
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
kri100 |
May 22 2010, 01:32 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,876 |
შვილს თუ აჩენ, ე.ი მას უნდა მოუარო, რა მნიშვნელობა აქვს როგორია ის.
მართლაც რთული თემაა. ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი. იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო". საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში? ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი. თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს , ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი. თან როგორ სირცხვილად ითვლება მიმაგრებული სურათ(ებ)ი |
kri100 |
May 22 2010, 03:22 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,876 |
მართლაც რთული თემაა. ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი. იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო". საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში? ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი. თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს , ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი. მგონი ასაკი არაფერ შუაშია, შეიძლება არც მახსოვრობაში გყავდეს ნათესავი დაუნი მაგრამ მაინც გაჩნდეს, რაგაც ერთი დაავადება ყველას აქვს გენში. მაგრამ შეიძლება თაობები არ გამომჟღავნდეს, სამცუხაროდ უფროს თაობას ძნელია შეაგნებინო რომ ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. არავინ იცის ვის რა მოელის, შეიძლება უარესი დაცინვის ობიექტი გახდეს, ამიტომ სანამ რამეს იტყვიან დაფიქრება მართებთ |
k@the |
May 25 2010, 04:48 PM
პოსტი
#16
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
kri100
ცხადია თუ აჩენ უნდა გააჩინო და მოუარო ისეთს, როგორიც გყავს. თუმცა ასაკი მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განსაკუთრებით როცა პირველი შვილია, ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს და თეორიული შესაძლებლობა რაიმე დეფექტისა მეტია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
kri100 |
May 25 2010, 11:19 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,876 |
[quote name='k@the' date='May 25 2010, 04:48 PM' post='613319']
ვიცი რომ ძირითადად 30 წელს ზემოთ უჩნდებათ დაუნის სინდრომიანი ბავშვები, მაგრამ უფრო დაბალ ასაკიანებს ჰყავთ დსეთი ბავშვები ბიდრე პირიქით, არც პირველ მეორე ბავშვზეა დამოკიდებული. თუ მართლა მასეა როგორც სჰენ ამბობ მაშინ მე განსაკუთრებული ვყოფილვარ (რაშიც ეჭვი მეპარება) რადგან 19 წლის ვიყავი მეორე შვილი რომ გამიჩნდა და თანაც დაუნის სინდრომით, მიუხედავად პატარა ასაკისა ერთი წუთითაც არ მიფიქრია ბავშვის დატოვება, ჩემზე უკეთ სხვა ვინ მიხედავდა? მართალია ბევრი ტკივილიც შემხვდა, გარშემომყოფებიდან, მაგრამ ყოველშემტხვევაში უპასუხისმგებლო არ ვარ ჩემი შვილის წინაშე. შეიძლება დამძრახოს ვინმემ ამას რომ ვწერ, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს მირჩევნია, შვილებშიც. |
athos |
May 25 2010, 11:59 PM
პოსტი
#18
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
kri100
ფოტოები რომ დადეთ თქვენი შვილია? შეგიძლიათ გვითხრათ თუ არის რამე სპეციალური პროგრამები ან წრეები, სადაც ბავშვები ისწავლიან ხატვას, ძერწვას და ა.შ? ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის და სხვა ნიჭი სულ ახლახანს წავიკითხე ერთ ადამიანზე, რომელსაც ამ სინდრომმა ვერ შეუშალა ხელი უმაღლესი განათლება მიეღო, ვეცდები მოვძებნო ის სტატია -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
k@the |
May 26 2010, 12:07 AM
პოსტი
#19
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
kri100
მე ზოგადად ალბათობას ვამბობდი, რომ დიდ ასაკში მეტია. ცხადია ეს არ გამორიცხავს სხვა შემთხვევებს. მაპატიეთ, თუ გული გატკინეთ უნებლიეთ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
kri100 |
May 26 2010, 05:16 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,876 |
ეს კი სამივე
kri100 ფოტოები რომ დადეთ თქვენი შვილია? შეგიძლიათ გვითხრათ თუ არის რამე სპეციალური პროგრამები ან წრეები, სადაც ბავშვები ისწავლიან ხატვას, ძერწვას და ა.შ? ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის და სხვა ნიჭი სულ ახლახანს წავიკითხე ერთ ადამიანზე, რომელსაც ამ სინდრომმა ვერ შეუშალა ხელი უმაღლესი განათლება მიეღო, ვეცდები მოვძებნო ის სტატია |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი