IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> განყოფილების წესები, გთხოვთ გაეცნოთ
admin
პოსტი Dec 23 2006, 03:29 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილების
"დაუსვით კითხვა მოძღვარს"
წესები



I. განყოფილება "დაუსვით კითხვა მოძღვარს"
1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ მართლმადიდებელი მოძღვრებისათვის დოგმატურ, საეკლესიო და ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებული კითხვების დასასმელად, რომელთა შესახებ პასუხი აუცილებელია/სასურველია მიღებულ იქნეს სასულიერო პირისაგან.
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
3. განყოფილებაში დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ან მასთან ლოცვით-ევქარისტიულ კავშირში მყოფი სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილი წესით ხელდასხმულ მღვდელს ან ეპისკოპოსს, რომელთაც აქვთ დამწყემსვის უფლება.
4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი შეკითხვა უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი შეკითხვის ან პასუხის დაწერა დასაშვებია მაშინ, თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

II. შეკითხვის დაწერის წესი
1. შეკითხვა უნდა იქნეს დაწერილი გასაგებად და მკაფიოდ, არ უნდა იყოს პროვოკაციული ხასიათის, უნდა მოითხოვდეს კონკრეტულ პასუხს.
2. შეკითხვის ადრესატი შინაარსობრივად უნდა იყოს სასულიერო პირი.
3. დაუშვებელია ისეთ საკითხზე შეკითხვის დასმა, რასაც უკვე გაეცა პასუხი სასულიერო პირის მიერ.
4. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა.

III. პასუხის გაცემის წესი
1. შეკითხვაზე პასუხს სცემს მხოლოდ მართლმადიდებელი მოძღვარი. დაუშვებელია საერო პირის მიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ან მასზე შეხედულების დაწერა.
2. მოძღვრის მიერ პასუხის გაცემამდე დასაშვებია ფორუმის სხვა წევრის მიერ შეკითხვის დაზუსტება. დამაზუსტებელი შეკითხვა არ უნდა სცილდებოდეს ძირითადი შეკითხვის ფარგლებს.
3. მოძღვრის მიერ პასუხის გაცემისთანავე თემა იხურება. თემის დახურვამდე ნებისმიერი მოსაზრების დამატება ისჯება.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვის ავტორი არ დააკმაყოფილა პასუხმა, მისი აზრით პასუხი ბუნდოვანია ან გაურკვეველი, ან სურს კიდევ უფრო გაიღრმავოს ამ მიმართულებით თავისი ცოდნა, მას უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ პირადი მიმოწერა (PM). ამ მიზნით თემის ხელახლა გახსნა განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" დაუშვებელია.

IV. მოდერირება
1. განყოფილებას აკონტროლებს ფორუმის ადმინისტრატორი.
2. მოძღვრის კურთხვეის შესაბამისად ადმინისტრატორს უფლება აქვს:
2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს შეკითხვა
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ადმინისტრატორის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

V. წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება ფორუმის აქტიურ წევრთა დიდი უმრავლესობით და მოძღვრის თანხმობით.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2018 - 04:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი