თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ საქართველო

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Nov 30 2006, 07:09 PM

მეგობრებო, მოდით ამ თემაში მოვათავსოთ ფრაზები და გამონათქვამები საქართველოს შესახებ.


მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლიტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან,აბსოლიტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობისათვის მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.
ჰეგელი



ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი... კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.
ქრისტოფ რომელი გერმანელი ისტორიკოსი.


ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველკთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.
ვინკელმანი


არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი. თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.
სიუზან ეიზენჰაუერი პრეზიდენტ დ.ეიზენჰაუერი შვილიშვილი


ყველა ევროპელი,რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად მშვენიერებაზე.
იმანუელ კანტი ეს მეც მშვენივრად ვიცი smile.gif


საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერა გახლავთ.
იმანუელ კანტი


თბილისი ედემია, ზღაპული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.
მონტესკიე


ქართველები უნიკალური, ყოვლისმხრივ დაჯოლდოვეული ხალხია.
ბარონ ფონი


მე ტითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში-- ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოპიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.
ალექსანდრე დიუმა


მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია... მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ... ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა (და როგორც ვიცით, ასეთ პატივისცემას აღმოსავლეთში ქალი მოკლებულია). აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო- სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია... (ეხ რა დრო იყო)
ბარონ დე-ბაი ფრანგი არქოელოგი, 1903 წ. მეოთხედ ჩამოვიდა საქართველოში.


განცვიფრებული ვარ სვანეთის სიდიადით. სვანთა გაცნობას კი ამ მწვერვალზე ასვლას ვადარებ. მათ აუშენებით ეს მონუმენტური კოშკები, თავისუფლების ბურჯები.
ვილემ ჰეკელი


თბილისი თითქოს ბუმბერაზი პრომეთეა, ტაფობში ჩაწოლილ მკერდ ჯაჭვის პერანგი რომ უფარავს, რომლის ნაჭედურებიდან შუქი გამოკრთის,ხოლო ბეგთარზე მრავალი მარგალიტი ჰკიდია... თბილისი თავისებური დევგმირია, მაგრამ ამ დროს ის ფენიქსიცაა, რადგან თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ბევრჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, მაინც დგებოდა ფერფლიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი ხდებოდა.
ვიქტორ კერნბახი


ქართველები უძველესი კულტურის ხალხია, ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი--ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურის და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.
შარლ ჰუმელი ჟურნალ "ატლანტის" რედაქტორი


ქართველთა ქვეყანაში მათთან ყოფნა მთელი მოვლენააა, რადგან გარშემო მუდამ გულითადობა და მხიარულება სუფევს. ვინც თქვა ტემპერამენტით ირლანდიელენს ჰგავსო, ცხადია, ქათინაურით დაგვაჯილდოვა.
ეილონ ო'ჰანლონი ირლანდიელი ჟურნალისტი


რაც საქართველოში ვიხილე, სრულიად უჩვეულო იყო. რამაც მე მომაჯადოვა, იყო არა მარტო უძველესი კულტურული ქვეყნის ეგზოტიკა, არამედ ის თანადროული ინტენსიურობა, რომლითაც ადამიანები დღეს საქართველოში ცხოვრობენ. ვერავითარი ნაწერი ვერ გადმოსცემს ამას.
ფრიც მისაუგერმანელი მეცნიერი

ქართველებმა შეაზანზარე პარიზი. იშივიათად სადმე ყოფილა მრავალ საუკუნოვანი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ბალეტში.. როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის.
გაზ. "პარიზ ლიბერე: 1988 წ










პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2006, 03:22 PM

"საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. რუსთაველის ქვეყანაში მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკები. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები."

ალფრედ კურელა

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Dec 4 2006, 12:01 PM

საოცარი თემა გაგიხსნიათ! დიდი მადლობა!
უფალს ებარებოდეთ თქვენ და საქართველო!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2006, 01:50 PM

საქართველო - სამოთხის ერთი ნაწილია

ფოტოალბომის სათაური, გერმანია, 1984

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 6 2006, 05:32 PM

"არიან ქვეყნები,სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა და ყველაფერი ლამაზია.... მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე ." __ ვინკელმანი

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 7 2006, 03:46 AM

საქართველო არის უძაანმაგრესი ქვეყანა დედამიწის ზურგზე - მე

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 7 2006, 03:52 AM

marine

ციტატა
"საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. რუსთაველის ქვეყანაში მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკები. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები."

ალფრედ კურელა

ელფრიდე კურელა გარდაიცვალა არხოტის მთებში ცხენი დაუფრთხა და გადმოაგდო, მისი საფლავი იქაა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2006, 12:17 PM

ალექსანდრე

დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, ნამდვილად არ ვიცოდი. smile.gif ალბათ, ისე გულწრფელად უყვარდა საქართველო, რომ უფალმა ისურვა მისი სამუდამო განსასვენებელი ამ ქვეყნის მთებში ყოფილიყო. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2006, 12:35 PM

"ვინც არ ყოფილა საქართველოში, იმან არ იცის, თუ რას ნიშნავს სიტყვა კრასავიცა."

გრიგოლ ორბელიანი

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 27 2007, 01:14 AM

***

„საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა... ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთით, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა“.
ჰანს შერფიგი

***

„მთელ ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივს ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება“.
ვასილ ველიჩკო

***

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქართველი, რაც უნდა ღარიბი იყოს, უღვინოდ პურს არ გატეხს, მე მათ შორის იშვიათად შევხვედრივარ ლოთებს. ქართველი ხალხი კეთილია, გულახდილი, გამბედავი, უდარდელი, არ არის კარჩაკეტილი, უყვართ ქეიფი და მეომრობა. მრეწველობა და ვაჭრობა ქართველების საქმე არ არის“.
ბარონ ტორნაუ

* * *

საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია... ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის!
ოლივერ უორდროპი „საქართველოს სამეფო

* * *

როდესაც სტუმართმოყვარეობას ვამბობ, ამ სიტყვას ისე კი არ ვხმარობ, როგორც საზოგადოდ არის მიღებული. ქართველი კაცი ისე თავაზიანად და ისეთი სიყვარულით ეკიდება თავის სტუმარს, რომ ევროპელთ არც კი დაგვესიზმრება.
ოლივერ უორდროპი „საქართველოს სამეფო

* * *

ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა.
მარჯორი უორდროპი

* * *

მინდა გითხრათ, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვთივკურთხეული მიწა, არამედ ლამაზი ქვეყანაცაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას უდიდესი წარსული და მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ იმდენად გულთბილად მიგვიღეს, რომ მეტსაც გეტყვით – თავს ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში.
გაოცებული დავრჩით იმით, თუ რაოდენ ღირსეული ხალხია ქართველები. გაგვაოცა ხალხის რაოდენობამ, რომელიც ეკლესიებში ვიხილეთ. ორი დღის განმავლობაში ათასობით მორწმუნემ მიმართა სიონის ტაძარს, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა იყო დაბრძანებული. ყოველივე ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურებაა. ის ძალიან საყვარელი პიროვნებაა, მას ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობა და დიდი სიყვარულით არის მისდამი გამსჭვალული.
ინტერვიუ ათენისა და ელადის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ქრისტოდულოსთან
ტელევიზიის პირველი არხი, 6 სექტემბერი, 2002

* * *

ქართველი – ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა თუ ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი.
ა. დიუმა

* * *

ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორ სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება.
ა. დიუმა

* * *

ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეული ზურნის ხმა, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილი ტიტანები არიან და მზად არიან ცაზე მიიტანონ იერიში.
შერემეტიევი

* * *

ყველა აქაური სიმღერები წარმოადგენენ უბრალო გრძელ და სევდიან ჰანგებს, მაგრამ მათ შეიძლება საათების განმავლობაში უსმინო და არ მოგწყინდება. ეს ჰანგები ნანას გიმღერიან, მაგრამ როდი გაძინებენ. ისინი ფხიზელ მდგომარეობაში ოცნებებში გახვევენ.
ა. დიუმა

* * *

ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.
პიეტრო დე ლა ვალე „სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“, 1628წ.

* * *

ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც... აქ ბევრის მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.
მარკო პოლო, მოგზაური (1254-1324წწ.)

* * *

მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემის ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა. ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არცერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება.
არსად დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში... თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფთრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადმოდიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტკვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს.
რობერტ ბლაიხშტაინერი (1891-1954),
ავსტრიელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი

* * *

ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს... არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ... საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა...
ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი

* * *

კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილნი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)... ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილნი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაბადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში.
ედუარდ მაიერი (1855-1930) გერმანელი ისტორიკოსი

* * *

გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.
პროფესორი რიხარდ მეკელაინი, ქართველოლოგი

* * *

ქართველებმა შეაზანზარეს პარიზი. იშვიათად სადმე ყოფილა მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ცეკვაში... როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის.
გაზეთი „პარიზენ ლიბერე“. 1988

* * *

პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის დონის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი.
გუსტავ კირკი, გერმანელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი

* * *

თუ ვინმე ქართველებს სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია.
მიხაი ზიჩი

* * *

ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია... ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა... საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა.
გილერმო დიას პლაია, ესპანელი მეცნიერი, აკადემიკოსი

* * *

ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.
ნიკო მარი

* * *

ცხოვრობს აღმოსავლეთში ქრისტიანი ხალხი - ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მებრძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები... როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თაყვანისსაცემად, წმიდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრებიან ორადინუსს, დამასკოს პრონცს იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ.
ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი)
XIII საუკუნე

* * *

ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია.
პ. კ. უსლარი - რუსი ენათმეცნიერი (1816-1875)

* * *

ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება.
უილიამ ედუარდ დევიდ ალენი - ინგლისელი ორიენტალისტი (1901-1973)

* * *

„აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანია არა მარტო იმ სიწმინდეებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარია, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავისი ბრწყინვალებითა და ზეგავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მოიპოვა და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთაწმინდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლების სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა... ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რამელიც მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში“.
რენე ჟანენი

***

თბილისი ნაყოფიერი და გამაგრებული ქალაქია. იქ უხვად მოიპოვება პროდუქტები იაფფასებში... თბილისში უცხოელებს შეუძლიათ გულმშვიდად იყვნენ, იქ ყველას, მათთან შემთხვევით მისულსაც კი, მეგობრულად ექცევიან.
იბნ-ჰაუკალი, არაბი გეოგრაფი

***

პირველად ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული ვარ. მე წამიკითხავს ზოგიერთი ქართველი წმინდანის შესახებ; ახლა უკვე რეალურად დავინახე, როგორი კარგი და მორწმუნე ხალხია აქ, გაოცებული ვარ ასეთი თბილი შეხვედრით. ყველას სურს ლოცვა-კურთხევის მიღება, ძალზე დიდ პატივს მიაგებენ დედა ღვთისმშობელსა და ათონის მთას, მსგავსი რამ მე არსად მინახავს, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ასეთ რამეს არ შევხვედრივარ. საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანებია, რომლებიც ძალიან კარგები არიან.
მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტერი
2005 წლის ივნისი

პოსტის ავტორი: Paradise თარიღი: Mar 27 2007, 01:27 AM

ერთმა უცხოელმა ნაცნობმა მითხრა: ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებშიც ასე მრავლადაა ღვთის სახლი ეკლესიები და მონასტრები. ნამდვილად დალოცვილი მიწააო.

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Mar 27 2007, 01:27 AM

საქართველო ნოეს კიდობანია,პირაპირი გაგებით
როგორც გინდათ გამიგეტ ეს ასეა

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 27 2007, 01:32 AM

ციტატა(ნოდარიკო @ Mar 27 2007, 02:27 AM) *

საქართველო ნოეს კიდობანია,პირაპირი გაგებით
როგორც გინდათ გამიგეტ ეს ასეა



გეთანხმებით

ციტატა(Paradise @ Mar 27 2007, 02:27 AM) *

ერთმა უცხოელმა ნაცნობმა მითხრა: ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებშიც ასე მრავლადაა ღვთის სახლი ეკლესიები და მონასტრები. ნამდვილად დალოცვილი მიწააო.



ნამდვილად დალოცვილები ვართ

მადლობა უფალს

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 27 2007, 10:50 AM

ნოდარიკო
დღეის შემდეგ ხარ არა ნოდარიკო, არამედ ნოე wink.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 27 2007, 01:20 PM

როგორც ჩემმა ამხანაგმა მომითხრო.( ხელოვნების სკოლაში სწავლობს)
სემინარზე ერთმა ახლმა ლექტორმა გამოიკითხა სტუდენტების ეროვნულობა. და როდესაც გაიგო რომ ეს ქართველი იყო,აღფრთოვანებული მთელი 15 წუთი საქართველოზე მოუთხრობდა სტუდენტებს.ანბანზე და ასოებზეც ესაუბრა.მსგავსი სილამაზე ნამდვილად არსად შემხვედრიაო.
და ბოლოს დააყოლა ამ მხარეში გადაღებულ სურათებს არავითარი მონტაჟი არ სჭირდებაო.


პოსტის ავტორი: არძინბა თარიღი: Mar 28 2007, 04:50 PM

კაი ხალხი ხართ ქართველები smile.gif

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Mar 28 2007, 04:56 PM

საქართველო
არ უნდა ამას სიტყვები
განიცადე

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 29 2007, 03:33 PM

ციტატა
კაი ხალხი ხართ ქართველები


აბა რა.

"ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ გინდა მცირეთა:
აზვავდებიან იტყვიან : უჩემოდ ვინ იმღერეთა?"

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 8 2007, 07:45 PM

ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვდერილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.

საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ.
იმანუელ კანტი

ეს ფორუმის მანდილოსნებს ეძღვნება. განურჩევლად ყველას. wub.gif

ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი! ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთინაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება. პიეტრო დელა ვალე.

ჩვენ ქვეყანაში მოსული სჯობს ჩვენი ხალხის სილამაზეს აქებდეს უწინარეს ყოვლისა: მთები რომ ლამაზი გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება როდია. არა მგონია, ჩვენი დიაცების სილამაზეც ჩვენი დამსახურება იყოს. ჩვენი დამსახურება ისაა, ეს ლამაზი ქვეყანა რომ შევირჩინეთ. კონსტანტინე გამსახურდია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2007, 02:06 PM

"აი, რას წერს საქართველოსა და ქართველთა შესახებ სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში:

"საქართველოს მთელი ხალხი, ყოველი კაცი და ყოველი ქალი იქაური ჰავა-ჰაერის სინაზის გამო, ნატიფ ღაწვტა და ლოყათა სიტურფითა და სინარნარით, ნაკვთებისა და ხელების მოხდენილობით, ყველა სხვა ადგილთა და ქვეყანათა ხალხებს სჯობია.

ყველანი სამოთხის ბინადარი ქალის, ჰურიას მსგავსნი და იოსებ მშვენიერის ღაწვთა მქონენი არიან, მოსეს შუქმფენი ხელის სხივები გამოკრთის მათი სახეებიდან და ქრისტიანული სასწაულიც ცხადად ჩანს მათი საოცარი ენატკბილობიდან და საამური ქცევებიდან.

თუმცა საქართველოში ქრისტიანობაა გავრცელებული და ქართველები მოკლებული არიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ თავისი სიმშვენიერით, ჰავის სიჯანსაღით, მიწა-წყლის უმწიკვლობით და ნაყოფიერებით ქეყვნიერების ვერცერთი მხარე საქართველოს ვერ შეედრება."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 12 2007, 02:09 PM

ციტატა
არძინბა

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 28-March 07
წევრი № 1,522



კაი ხალხი ხართ ქართველები


--------------------

თავისუფლება აფხაზეთს!!!



აუფ! ohmy.gif

და სეპარატისტები გვაკლდა სწორედ...

არ მინდა ეროვნული შუღლი გავაღრმავო, მაგრამ მეგობარო, ხომ არ გეჩვენება ზედმეტად გამაღიზიანებლად შენი ხელმოწერა და ნიკი?

კაი ხალხი ვართ, ხართ და ვიყავით ერთად და ვიქნებით კიდეც!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2007, 02:21 PM

"ქართველებს ადამიანთა მოდგმის ნიმუშად თვლიან."

ფრანგი მოგზაური ჯაკ ფრანსუა


პოსტის ავტორი: არძინბა თარიღი: Apr 12 2007, 02:29 PM

ციტატა(KAIROS @ Apr 12 2007, 03:09 PM) *

აუფ! ohmy.gif

და სეპარატისტები გვაკლდა სწორედ...არ მინდა ეროვნული შუღლი გავაღრმავო, მაგრამ მეგობარო, ხომ არ გეჩვენება ზედმეტად გამაღიზიანებლად შენი ხელმოწერა და ნიკი?

კაი ხალხი ვართ, ხართ და ვიყავით ერთად და ვიქნებით კიდეც!

სეპარატისტს რატომ მიწოდებ, ყველას გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს ისტორიული რეალობაა. მომავალში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დრევანდელი ქართველები არ იმსახურებთ აფხაზეთის ტერიტორიას.

პოსტის ავტორი: ilia_7 თარიღი: Apr 12 2007, 02:34 PM

ციტატა
სეპარატისტს რატომ მიწოდებ, ყველას გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს ისტორიული რეალობაა. მომავალში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დრევანდელი ქართველები არ იმსახურებთ აფხაზეთის ტერიტორიას.

აფხაზეთი საქართველოა იყო და იქნება კიდეც! მარა დღევანდელი ეგრედწოდებული აფხაზები რამდენად იმსახურებენ იქ ყოფნას ეგ კიდევ საკითხავია...

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 12 2007, 04:15 PM

არძინბა ხარ თუ ვინცხა უბედური. შენ ვინ ხარ რომ მეუბნები არ იმსახურებო? მე არა და შენ იმსახურებ. აზრზე მოდი.
რა როჟააა... mad.gif
სიტყვებს დაუფიქრდი ბიჭი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 12 2007, 09:52 PM

საქართველოს ეკლესიის ისეთივე სრულუფლებიანი წევრები არიან აფხაზები, როგორც ჩვენ - ასე რომ - ეთნოფილეტიზმს ნუ გავიღრმავებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 13 2007, 11:44 PM

რა შუაშია ეკლესია?
huh.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2007, 04:52 PM

მარტინ გოდერის თქმით, "ქართველები უდაოდ ყველაზე მამაცი ხალხია აღმოსავლეთში." იმავე აზრს გადმოგვცემს რუსი დიპლომატი პ. ლევაშოვი: "ქართველები მთელ აზიაში უმამაცესი ხალხია და მათ საშინაო თანხმობა რომ ჰქონოდათ, მაშინ ვერავითარი მტრული ძალა უმცირეს ზიანსაც კი ვერ მიაყენებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2008, 01:35 PM

ძალიან მომეწონა ჩვენი პატრიარქის სიტყვები საშობაო ეპისტოლედან:


საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები.

საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი;

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია.

საქართველო ჩვენი უნიკალური ფლორა და ფაუნაა, ჩვენი მთა და ჩვენი ბარია, ჩვენი უდაბნოა, ჩვენი წყალი და ზღვაა.

საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა!

თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2008, 03:16 PM

"საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა, იქ გადმოდის მასზე კურთხევა."

"სვეტიცხოველი ორი იერუსალამის ხელა ტაძარია!..

ლაზარე ყარდა და ქრისტე ღმერთმა აღადგინა, ასევე აღადგენს ღმერთი საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამე!"

ბერი გაბრიელი (ურგებაძე)

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Feb 9 2008, 07:16 PM

1919წელს, პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები კარლო ჩხეიძე და ევგენი გეგეჭკორი ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. მათ ჩაცმულობას ყურადღება მიაქცია ერთმა მოხუცებულმა ლორდმა და სადაურობა იკითხა. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა უპასუხა:
- ნუ გიკვირთ ლორდ, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომალსაც შეუძლია მთელი ევროპა მინისტრებით მოამარაგოს.
smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 9 2008, 07:30 PM

ციტატა(marine @ Feb 5 2008, 12:16 PM) *

"საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა, იქ გადმოდის მასზე კურთხევა."


მარინე,

ამ ციტატამ დამაფიქრა ან სწორად ვერ გავიგე: მიტოვებაში ტერიტორიული მიტოვება იგულისხმება თუ "სულიერი" ანუ ის, რომ დაივიწყო ქართველობა და საქართველო? თუ პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ, როგორც წერია, ძალიან დავმწუხრდები მაშინ ... მეწყინა sad.gif გარდა ამისა, სხვა ხალხებს არ აქვთ მადლი? ამერია თავგზა... ისე, წმინდა გრიგოლ ფერაძე არ ცხოვრობდა საქართველოში...მოკლედ, ასახსნელია ეს კარგად.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2008, 01:53 PM

ციტატა(staywhite @ Feb 9 2008, 07:30 PM) *

მარინე,

ამ ციტატამ დამაფიქრა ან სწორად ვერ გავიგე: მიტოვებაში ტერიტორიული მიტოვება იგულისხმება თუ "სულიერი" ანუ ის, რომ დაივიწყო ქართველობა და საქართველო? თუ პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ, როგორც წერია, ძალიან დავმწუხრდები მაშინ ... მეწყინა sad.gif გარდა ამისა, სხვა ხალხებს არ აქვთ მადლი? ამერია თავგზა... ისე, წმინდა გრიგოლ ფერაძე არ ცხოვრობდა საქართველოში...მოკლედ, ასახსნელია ეს კარგად.


მართალი ხარ, ნანა, მამა გაბრიელის სიტყვები ღრმა ახსნას საჭიროებენ.

მე ვფიქრობ, რომ ტერიტორიულ მიტოვებაზეა საუბარი და ალბათ ის იგულისხმება რაც დღეს ხდება, რომ სიდუხჭირის გამო მილიონი ქართველია საქართველოდან წასული სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც უმრავლეს შემთხვევაში მონებად არიან ქცეულნი; მოწყვეტილნი არიან ეკლესიას, სულიერებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ემსახურებინა სხვებს. მათი ნიჭი და ენერგია კი სამშობლოს სჭირდება და წესით სამშობლოს უნდა ხმარდებოდეს. ამ პროცესს ინგლისურ ენაზე ძალიან მარტივად ჰქვია: brain drain = утечка мозгов (массовая эмиграция научных работников)

პატრიარქრიც სულ მოუწოდებს ემიგრანტებს, რომ სამშობლოს დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება გრიგოლ ფერაძეს, ანთიმოზ ივერიელს და ა. შ. ისინი სხვა ქვეყნებშიც ღრმა სულიერებას ემსახურებოდნენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2008, 01:41 PM

გადავწყვიტე ამ თემაში განმეთავსებინა ეს პოსტი:

ზოგადი ცნობები საქართველოზე

- საქართველოს მაქსიმალური სიგრძე 613 კმ-ის ტოლია, გეოგრაფიული განედის მიხედვით კი - 560 კმ, სიგანე გეოგრაფიული გრძედის მიხედვით - 275 კმ-ია.

- თუკი საქართველოს მოვუძებნით ანალოგებს მსოფლიოში ტერიტორიის, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით, აგრეთვე გავითვალისწინებთ ქვეყნის ფიზიკურ-გეოგრაფიულ თავისებურებებს, საქართველო წააგავს ევროპულ სახელმწიფოებს, კერძოდ, ავსტრიასა და შვეიცარიას.

- საქართველო ტიპიური მთიანი ქვეყანაა. ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის 54% მთებია, 33% - მთისწინეთი და გორაკ-ბორცვები, მის დაბლობ ნაწილს კი მხოლოდ 13% უკავია. საქართველოს ტერიტორიის საშუალო სიმაღლე 1230 მეტრია ზღვის დონიდან.

- საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი, ანუ წერტილი, თანაბრად დაშორებული ჩვენი რესპუბლიკის საზღვრებიდან, მდებარეობს სურამის გადასასვლელის დასავლეთ ნაწილში. ჩვენი დედაქალაქი თბილისი საკმაოდაა დაშორებული საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს და მდებარეობს მისგან სამხრეთ-დასავლეთით. ამის გამოა, რომ პირდაპირი მანძილი თბილისიდან შავი ზღვის სანაპირომდე 260 კმ-ის, ხოლო აღმოსავლეთ საზღვრამდე - 110 კმ-ის ტოლია. ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ (110 კმ) და სამხრეთ (55 კმ) საზღვრებთან მიმართებაში.

- თანამედროვე გამყინვარება საქართველოში მხოლოდ კავკასიონის ქედზე გვხვდება. აქ თვლიან 786 მყინვარს, რომელთა საერთო ფართობი 555 კვ. კმ-ია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2008, 05:24 PM

ჩემი განზრახვა, საქართველოში ჩამოსვლა, ზეგარდმო მადლით იყო შთაგონებული. ეს ნაბიჯი ღმერთმა გადამადგმევინა და მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს: მე ვგრძნობ, საქართველოში უკეთესი გავხდი.

ლევ ტოლსტოი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2008, 04:12 PM

"ჩემი აზრით ქართველობა ქართველი კაცის ღირსებაა.

მარტო ის არ კმარა, რომ ქართველად დავიბადეთ და წინაპართაგან გადმოგვეცა იგი, არამედ თითეულმა პირადი ცხოვრებით უნდა დავიცვათ ეს საგანძური და ღირსეულად ვატაროთ ქართველის სახელი.

მე უპირველესად ორი რამით ვამაყობ ამქვეყნად: რომ ვარ მართლმადიდებელი და ვარ ქართველი.

ქართველობა სამ ღვთაებრივ საუნჯეს ემყარება: ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენას, მამულის სიყვარულს და ენის სიწმინდეს. თუ ამ სამთაგან რომელიმე დაირღვა და მოაკლდა, მაშინ არასრულია და ნაკლოვანია ეს ფენომენი."

ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2013, 03:36 PM

„სვეტიცხოველი ვნახე. იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლისა და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ძალზე თვალშისაცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ.“

/უილიამ (ვასილ) ბუში/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2013, 03:01 PM

"ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს."

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2013, 04:53 PM

საქართველო ნამდვილად ჯადოსნური ადგილია და იმ მომენტიდან, როცა ამ ქვეყანას ტოვებ, ის სიზმარი და ოცნების ობიექტი ხდება. აქაურები მართლაც მომაჯადოვებელია ხალხია. მათ მართლაც, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყანა შეხვდათ წილად და სრულად ტკბებიან აქ ცხოვრებით. მხოლოდ ახლა მივხვდით საბოლოოდ, რატომ გვეუბნებოდნენ სულ რუსები: „სანამ საქართველოს ნახავდეთ, არაფერი გინახავთ“.

/ჯონ სტეინბეკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2014, 02:15 PM

"ჩვენ მიერ ცნობილ ერთა შორის ყველაზე ერთგული ქრისტიანები იბერიელები არიან".

/ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი/


ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია ლაზების შესახებ

ლაზები ძლიერი და მამაცი ტომია. ისინი ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და სხვა ძლიერ ტომებზეც მბრძანებლობენ. მე არ მეგულება არც ერთი სხვა ხალხი, ასე სახელგანთქმული და განდიდებული სიმდიდრით, სიუხვით, ქვეშევმდომთა სიმრავლით, მიწა-წყლის სიჭარბითა და მოსავლიანობით, ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით... ლაზები ზღვაშიც დაცურავენ და ვაჭრობაშიც დიდ სარგებელს პოულობენ. მათ თავიანთი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონიერი სახე მიუციათ.





მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ-ჰაუქალი თბილისის შესახებ

თბილისს შემოვლებული აქვს ალიზის ორი კედელი, რომელშიც დატანებულია სამი კარი. ეს არის ნაყოფიერი, გამაგრებული, სურსათ-სანოვაგით მდიდარი, ფასების მხრივ იაფი ქალაქი.

თავისი კეთლდღეობით იგი აღემატებოდა სხვა მდიდარ სახელმწიფოებსა და ნაყოფიერ ქვეყნებს.

ერთმა კაცმა, რომელსაც იქ თაფლი უყიდია, მიამბო, რომ მან ერთ დირჰემად ოცი ლიტრი შეიძინა.

ეს ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასაზღვრო ოლქს, რომელსაც ყოველი მხრიდან უამრავი მტერი ეხვევა.

აქ არის აბანოები... მათი წყალი უცეცხლოდ დუღს. ქალაქი მდებარეობს მდინარე მტკვარზე. თბილისში მცურავი წისქვილებია, რომლებიც ფქვავენ ხორბალს...

თბილისის მცხოვრებლებს შორის უცხოელი უშიშრად გრძნობს თავს და მათი გულუხვობით სარგებლობს. ისინი მეგობრულად არიან განწყობილნი მათ მიმართ, ვინც მათთან შემთხვევით მოვხვდება და ვისაც რაიმე, თუნდაც მცირე ცოდნა აქვს მეცნიერებისა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 08:28 PM

"ძვირფასო ქართველო, დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გული აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს... არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ... საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა..."

/ჰანს-იორან ჰოქსტენტი
ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი/

"ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორც სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება".

/ა. დიუმა, "კავკასია"/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2015, 09:11 PM

"საქართველო ღვთის ერია, ღვთის რჩეულია. ეს რომ არ ყოფილიყო, საქართველო არ იქნებოდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. საქართველო თესავს სიკეთეს, არის რჩეული ღვთისა და საქართველოს ბედი კეთილი, მშვიდობიანია და ექნება კეთილი მომავალი"

/ილია II

"კარიბჭე" N6, 2015 გვ. 30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:20 AM

"საქართველო, ქართული მიწა, მადლმოსილია... ამას ხშირად ვერ ვაფასებთ. ვინც წრფელი გულით უცხოეთიდან შემოდის, გრძნობს ამ დიდ საუნჯეს. მადლობა ღვთისმშობელს, რომ ამით დააჯილდოვა ჩვენი ერი და ყველა ქართველი ამ მადლის პოტენციური მონაწილეა. საქართველოს გაბრწყინება ამ მადლის ახალი ამოხეთქვა და ამომზეურება იქნება. ვისურვებდი, რომ ეს დრო მალე დამდგარიყოს".

/ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე)
"კარიბჭე" N14, 2016, გვ. 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2017, 06:54 PM

"ნარკვევში "ქართული იუმორი" არტურ ლაისტი ქართველებს ასე ახასიათებს: "ბუნებით ქართველი ხალხი მხიარული და ოხუნჯია, უყვარს ლაღობა, "ამხანაგთა თრევა", ნაკვესების სროლა. თამამად შეიძლება ითქვას, იუმორს საქართველოში დიდი გასავალი აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იუმორი აქ უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ხალხში".

/"ლამპარი" N8, 2016, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 02:38 PM

"საქართველო რომ არ ყოფილიყო კავკასიაში და სერბეთი - ევროპაში, ევროპის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალური ისლამის მიმდევარი იქნებოდა. მეთექვსმეტედან მეთვრამეტე საუკუნემდე საქართველო იყო შემაკავებელი იმ რადიკალური ისლამისა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ვერ ერევა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N23, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 10:23 AM

"რაც ქართველი ხალხისგან უნდა ისწავლოს დანარჩენმა ხალხმა, ეს არის რწმენა, რომელიც ქვიტკირივით ადუღაბებს ქართველ ხალხს. ეს რწმენა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტია აქ.

უბრალო მაგალითს მოვიყვან. რომელ ტაქსიშიც არ ჩავჯექი თბილისში, მძღოლს ისე არ გაუვლია, რომ ტაძართან ჩავლისას, პირჯვარი არ გადაესახოს. ეს შესანიშნავია, საამაყოა.

ვგრძნობ, რომ სწორედ რწმენის ამ თავგამოდებულმა ერთგულებამ შეინახა ეს პატარა ერი. ალბათ, სწორედ სარწმუნოებისადმი თავდადებაში მდგომარეობს ქართველი ხალხის ძლიერება და უკვდავების საიდუმლო".

/ალექსანდრე ლევკოვსკი (ებრაული წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი)
"კარიბჭე" N21, 2017, გვ, 34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 09:59 AM

"რუსების დიდ ნაწილს იმედი აქვს, თუ ცხოვრებას პატიოსნად განლევენ სიკეთის ქმნაში, გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მოხვდებიან".

/ჯონ სტეინბეკი
"ქაროზი" N75, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 12:28 PM

"არის ქვეყნები, სადაც სილამაზე პრიორიტეტი არაა, რადგან იქ ყველა ლამაზია, - მოგზაურები ერთხმად აღნიშნავდნენ ამას საქართველოზე".

/სტრაბონი
"ქაროზი" N75, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:26 AM

"საქართველოს მთელი ხიბლი ჩადებულია მის ხალხში... იცხოვრო მათთან ერთად, საუკეთესო წამალია მარტოობისაგან, სევდისაგან განსაკურნებლად".

/ოლივერ უორდტროპი
"ქაროზი" N75, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 11:42 AM

"თუ არ დავიბადებოდი რუსად, ვისურვებდი, დავბადებულიყავი ქართველად".

/ევგენი ევტუშენკო
"ქაროზი" N75, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:44 PM

"რატომ ჩავედი საქართველოში? მინდოდა პირისპირ მენახა და თვალებში ჩამეხედა ერისთვის, რომელმაც მთელი ისტორიის მანძილზე, არ იცოდა, რა არის ზიზღი სხვის მიმართ".

/მარგარეტ ტეტჩერი
"ქაროზი" N75, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 12:24 PM

"საქართველოს ბრწყინვალე ბუნება და ხალხის რომანტიკული სიმსუბუქე - სწორედ ამ ორმა ძალამ მიბიძგა, ლოთისგან გარდავქმნილიყავი ლიტერატორად".

/მაქსიმ გორკი
"ქაროზი" N75, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 02:35 PM

"ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა, ქართველმა კაცმა არ იცის ღალატი. მსურს, გავიხსენო ერთი ცნობილი სომეხი კრიტიკოსის, ვაზგენ მნაცაკანიანის სიტყვები. იგი იგონებს თავის მამას.

მისი მამა თბილისში ცხოვრობდა, იცნობდა ჩვენს ბუნებას და ხშირად ამბობდა თურმე: ქართველი ადამიანი ისეთია, არასდროს მეზობლის ურმის თვალში ჯოხს არ გაუყრის, გულში ერთი წვეთი სისხლი რომ დარჩეს, ნახევარს თავის მეზობელს გაუყოფს; ქართველი კაცი ისეთია, თუ დაინახავს შავ ღრუბელს ცაზე, ლოცულობს, მეზობელს მამული არ დაუსეტყვოსო.

აი ასეთია ქართველი ადამიანი".

/პატრიარქი ილია მეორე
"კარიბჭე" N5, 2010, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:11 PM

"მეფე ლუარსაბ II-ის თანამედროვე სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში შაჰ-აბაზისთვის დაწერილ ისტორიაში წერს:

"საქართველოს მთელი ხალხი... ყველა სხვა ქვეყანათა ხალხებს სჯობია. ყველა სამოთხის ბინადარი ქალის (მარიამი) მსგავსნი და იოსებ მშვენიერის ღაწვთა მქონენი არიან. მოსეს შუქმფენი ხელის სხივები გამოკრთის მათი სახეებიდან და ქრისტიანული სასწაულიც ცხადად ჩანს მათი საამური ქცევებიდან.

სიმშვენიერით, მიწა-წყლის უმწიკვლობით, ნაყოფიერებით ქვეყნიერების ვერც ერთი მხარე საქართველოს ვერ შეედრება. სწორედ ქართველთა სამშობლოზე შეიძლება ითქვას: ყოველ წუთში თითო იესო იბადება, ყოველ სახლში იესოს მშობელი მარიამი ჩასახლებულა".

მოსისხლე მტრის აღიარებიდან კარგად ჩანს მიზეზი საქართველოში დაუსრულებელი სისხლისღვრისა, ის, რის გამოც ჩვენი ერის ფიზიკურ თუ სულიერ გაცამტვერებას დღემდე ცდილობს მტერი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:30 PM

"ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ".

/პიეტრო დე ლა ვალე
"კარიბჭე" N8, 2018, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:51 PM

"შაჰის პოლიტიკა ქართველების მიმართ მშვენიერია. თუ გაერთიანდებიან, მათ შეუძლიათ შაჰს მრავალი პრობლემა შეუქმნან. მაგრამ მან იცის, როგორ დააშოროს ისინი ერთმანეთს. ის ისეთ მაღალ თანამდებობებზე აწინაურებს დიდებულებს, რომ ისინი მისი ერთგულებისათვის ივიწყებენ სამშობლოს, რელიგიას. იმპერიის მაღალი თანამდებობები დღეს მათ ხელშია და მათაც, ვისაც ეს არ გააჩნია, აქვს ადგილი სამეფო სუფრასთან და ხელფასი ხაზინიდან".

/სანსონი, 1683-91 წლებში სპარსეთში მყოფი მისიონერი
"კარიბჭე" N8, 2019, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 01:59 PM

"თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანმხებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც".

/არტემ ვოლინსკი, რუსეთის ელჩი ირანში 1715-1718 წლებში
"კარიბჭე" N8, 2019, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 11:56 AM

"შარშან პეტროგრადში ერთმა ცნობილმა მგოსანმა მითხრა: მიყვარს ქართველები, მიყვარს მათი განუწყვეტელი სიცილი და ხარხარი. მიყვარს, მიყვარს ქართველები მით უფრო, რომ მათთვის ცხოვრება ცელქი, დადგრომელი კუპიდონია, ყოველთვის უმანკო ფრთებით გარემოცულიო".

/"კარიბჭე" N8, 2019, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 06:09 PM

"ქართული კულინარია და ქართული სუფრა ზეიმია ქართველი ხალხის სილაღისა და სიმხიარულის მათ ნაყოფიერ, გასხივოსნებულ მიწაზე" - წერს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დარა გოლდსტაინი წიგნში "ქართული სუფრა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 03:53 PM

"მთავარი სიმდიდრე საქართველოში ეს ქართველი ხალხია. ეს გახლავთ ხალხი, რომელთა შორის ცხოვრებით შესაძლოა ადამიანი განიკურნოს კაცთმოძულეობისაგან"

/ოლივერ უორდროპი
"ქვაკუთხედი" N1, 2020, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 06:56 PM

"საკვირველი ხალხია ეს ქართველები. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დააჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას. საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც... ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ... მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!"

/ჯონ სტეინბეკი
"კარიბჭე" N11, 2020, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2020, 02:19 PM

"ქართველ კაცის დიდსულოვნებას და დიდბუნებოვნებაში, რომელიც გენეტიკური კოდიდან იღებს სათავეს, არის ქართველი ერის გამარჯვების საიდუმლო. "რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც სჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს" (აკაკი წერეთელი)".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 07:26 PM

"საქართველოს ვერავინ იყიდის!
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ვერავინ მიისაკუთრებს,
ვერც რუსეთი,ვერც ამერიკა და ვერც ევროპა!
ვინც ქრისტეს ქვეყანაზე მახვილი აღმართა, მახვილითვე დაეცემა!
ღმერთი აღადგენს დიდ საქართველოს!
საქართველო არავის უღელს არ დაიდგამს!
საქართველოში წესრიგს ღმერთი დაამყარებს!
ის გაწუხებთ, რას იტყვის ჩვენზე ევროპა და ამერიკა?
ის რატომ არ გაწუხებთ _ რას იტყვის ჩვენზე ღმერთი?!
ქუჯისა და ფარნავაზის, დიდი დავითისა და ბრწყინვალე გიორგის ქვეყანას თქვენ ეპატრონებით?! თქვენ ასწავლით ერს, საითაა ცივილიზაცია?!
ცივილიზაცია ჩვენ მივეცით ევროპასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც, მალე გამოჩნდება კოლხეთ-იბერიის ძველი დიდება!
არ გაცვეთილა ილორის წმინდა გიორგის მახვილი!
სატანის მსოფლიო წესრიგს ვერ დაამყარებთ საქართველოში!
დიდია ღმერთი…!
ფ რ თ ხ ი ლ ა დ ! ნუ ეთამაშებით ღვთისმშობლის ქვეყანას!
თქვენ ამ ქვეყანას ვერც იყიდით, ვერც გაყიდით, ვერც დამოძღვრავთ და ვერც დაიმონებთ!
საქართველო რომ მართოთ, ღმერთისგან უნდა გქონდეთ კურთხევა! სული და გული უნდა გქონდეთ ქართული!
ღმერთმა გაკურთხოს, ქართველო!
ღმერთის რჩეულო ერო,
მხნედ იყავი და გაძლიერდი! რამეთუ ახლოა ღვთის სამართალი!”

/დეკანოზი ლეონტი ჟვანია
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 12:56 PM

"ქართველები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2022, 01:58 PM

"XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის შენიშვნით, საქართველოში სრული რჯულშემწყნარებლობა სუფევდა: "აქ (საქართველოში) უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით და იმსჯელო მასზე და დაცვა იგი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 80/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2022, 01:49 PM

"ქართველები დიდი იუმორით, ხუმრობის ნიჭით, "ენატკბილობით" არიან დაჯილდოებული. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ქართველთა გადარჩენაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, იუმორმაც დიდი როლი ითამაშა, ხშირი ომიანობით გამოწვეული გაჭირვება გადაატანინა. ისევე როგორც არტისტიზმით, იუმორითაც ქართველთა უმეტესობაა დაჯილდოებული. მაგრამ ფრიად განსხვავებული ხუმრობა ახასიათებთ სხვადასხვა ეთონგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთ, მთიელებსა და ბარელებს.
ხაზგასმულია ქართველთა ლმობიერება, სამშობლოს სიყვარული, შემწყნარებლობა, მიმტევებლობა. ჟან შარდენი ხაზს უსვამდა, რომ ქართველები თავაზიანი და კაცთმოყვარე, ამასთანავე დარბაისელი და თავდაჭერილი არიან. ის აღნიშნავდა ქართველთა უფლებამოსილების, სიამაყის, თავმომწონეობისა და დიდების მოყვარეობის შესახებ. XIX საუკუნის პირველი მესამედის გერმანელი ავტორის ედუარდ აიხვალდის დახასიათებით, ქართველები მამაცები, სტუმართმოყვარე, კეთილი, არაგულქვა, გაჭირვებაში შეუდრეკელი, სამშობლოსთვის თავდადებულები არიან. თუმცა ის ქართველთა ისეთ უარყოფით თვისებებზე საუბრობს, როგორიცაა სიმამაცით ტრაბახი, სიზარმაცე და უდარდელობა. ხაზს უსვამს უბრალო ხალხის გულკეთილობას. აიხვალდს არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რომ ქართველი თავადაზანაურობა ამაყობდა თავისი ძველი გვარით და წინაპრების ნამოღვაწარს განადიდებდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 322/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 04:33 PM

"აქვე ვიტყვით, რომ ტაციტუსის მიხედვით, იბერები ამტანი და მომთმენი იყვნენ, რაც გეოგრაფიული გარემოს შედეგი (მთაში ცხოვრება) იყო. ანტიკური ავტორები იბერთა სხვა თვისებებზეც მიუთითებდნენ: "პირქუშნი" (რუფიუს ფესტუსი), "ვაჟკაცნი" (ტაციტუსი), "გულადობით სხვებზე უფრო მამაცნი" (პლუტარქე), "საუკეთესო მებრძოლნი" (პლუტარქე), "უმამაცესნი" (ერმია სოზომენე)".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 314/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2022, 07:57 PM

"XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა: "ერთ-ერთი ქართველი მარწმუნებდა, - "ათას კაცზე ერთი ლოთი თუ შეგხვდება, ისიც ნაცემი და სასაცილოდ აგდებული არისო". "კახეთში ბევრ ღვინოს აყენებენ, ბევრსაც სვამენ, მაგრამ არ თვრებიან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 08:47 PM

"ქართველები თავაზიანნი და კაცთმოყვარენი, ამასთანავე დარბაისელნი და თავდაჭერილნი არიან. მათი ადათ-წესები გარშემო მცხოვრები ხალხების უმეტესობის ზნე-ჩვეუელბათა ნარევს წარმოადგენს"

/ჟან შარდენი
საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2022, 08:41 PM

"[საქართველოში] დიდად მოსაწონი ჩვეულება არსებობს: როდესაც აქაური კაცი დაქორწინდებოდა ან უბედური შემთხვევის შედეგად მავანს და მავანს სახლი დაეწვება, ამ კაცს მთელი სოფელი ეხმარება მორების მოჭრაში, მორების გათლასა და ახალი სახლის აგებაში".

/ჟან ფრანსუა გამბა
საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 92/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2022, 10:32 PM

"დასავლეთ ქართველთა ზოგიერთი ზნეობრივ ნორმას შეეხო XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. მისი სიტყვით, მეგრელები "არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი". "ერთმანეთს მიმართავენ ზრდილობითა და ქათინაურით".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 01:44 PM

"ჟან შარდენის ცნობით, თბილისელებს მშვენიერი ბაღები ჰქონდათ. იმავე საუკუნის ფრანგი ბოტანიკოსის, ჟოზეფ ტურნეფორის ცნობით, ხეხილის ბაღები საქართველოში გაცილებით უკეთ გაშენებული და მოვლილი ყოფილა, ვიდრე ოსმალეთში. ბაღების გაშენება და მოვლა მაშინაც აქტუალური ყოფილა, როცა ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ქვეითდებოდა. განადგურებული ბაღ-ვენახების ხელახლა გაშენებას წლები და დიდი ნებისყოფა ესაჭიროებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 110/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:37 PM

"XVII საუკუნის იტალიელი ავტორი დ. კარლი ცხენოსნობის შესახებ წერდა, რომ "ამ ხალხის ამგვარ ვარჯიშობაში ნახვას არაფერი სჯობია. პირდაპირ განსაცვიფრებელია მათ მიერ ცხენის ოსტატური, ერთმანეთისთვის დაუჯახებლად მართვა, მიწიდან ბურთის აღება (ჩვენს ბურთზე უფრო დიდია)... სპარსელები, რომლებიც ყოველთვის ესწრებოდნენ ქართველთა ამ და სხვა ვაჟკაცურ გართობა-თამაშობებს, ისე აღწერენ მას, რომ ზოგჯერ დაუჯერებელიც არის. ამით ისინი პატივით მოსავენ ქართველთა მეომრულ ღირსებებს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 440/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2022, 07:56 PM

"შტეფან ცვაიგი საქართველოზე:

"ჩვენს წინაშე წამოდგა უცნობი ერი - ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში. თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხალხი ნაყოფიერად შერეულა მასში.

ეს ერი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმითდა ამავე დროს რაოდენ გატაცებულია თანამედროვე იდეებით"

/"კანდელი" N6, 2022, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2023, 06:30 PM

"ჰუნების, ხაზარებისა და მონღოლების დიდ-დიდი იმპერიები აიხვეტნენ პირისაგან მიწისა. ბევრი ხალხის არსებობას ჩვენ მხოლოდ ქვაზე ამოტვიფრული გაცრეცილი წარწერა ან შემთხვევით ნაპოვნი მონეტა გვატყობინებს. სხვა ხალხები და ტომები მოისპნენ ისე, რომ კვალიც არ დაუტოვებიათ ისტორიის ანალებში. საქართველომ კი საუკუნეთა ქარიშხლები მოიგერია, საკუთარი გულივით დაიცვა ქრისტეს სახელი და საკუთარი სულივით - მართლმადიდებლობა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N16, 2023, გვ.17/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)