მსოფლიოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მუზეუმები |
marine |
Feb 27 2008, 12:30 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საფრანგეთი
ლუვრი მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამეფო სასახლეში (აგებულია XII ს-ის მიწურულს, ფილიპ ავგუსტის მიერ),რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ფაქტობრივად, მუზეუმების ისტორიაში ლუვრი წარმოადგენს პირველ საზოგადოებრივ მუზეუმს, რომელმაც ფართოდ და უფასოდ გაუღო კარი დამთვალიერებელს. 1808 წელს ლუვრის კოლექციას დაემატა ვილა ალბანის კოლექცია (რომი), ბორგეზების კოლექცია, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. ლუვრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1821 წელს, ვენერა მილოსელისა და ნიკა სამოთრაკიელის შეძენის შემდეგ. მანამდე ლუვრში ძირითადად წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსის კოლექციები. XVIII ს-ის II ნახევრიდან კი იწყება ნაციონალური ნივთების შეძენა, რაც ლუვრის ისტორიაში შემობრუნების ხანას მოასწავებდა. შემდეგში ლუვრი ნელ-ნელა გამდიდრდა ეგვიპტური და აღმოსავლური კოლექციებით, ნიდერლანდებისა და გერმანული შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით. ამჟამად ლუვრის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი გალერეა: სიული, რიშელიე და დენონი. მათ მრავალრიცხოვან კოლექციებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა (მონა ლიზა), რემბრანდტის, ტიციანის, ბოტიჩელისა და სხვათა შედევრები. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.louvre.fr დ’ ორსეს მუზეუმი დ’ ორსეს მუზეუმი განთავსებულია პარიზის ცენტრში მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე, ლუვრთან ახლოს, რომლის კოლექციის ნაწილსაც იგი შეიცავს. თავდაპირველად მუზეუმის XIX ს-ის ფრანგული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია განთავსებული იყო პარიზის ორლეანის ყოფილ რკინიგზის სადგურის შენობაში, რომელიც 1900 წელს აიგო მსოფლიო გამოფენისათვის (სადაც პირველად ექსპონირებული იყო ცნობილი ეიფელის კოშკი). შემდეგში თავდაპირველად სადგურის შენობა ცოტა ხნით ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, ხოლო 1986 წელს (პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით) აქ გაიხსნა დ’ ორსეს მუზეუმი, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფრანგ იმპრესიონისტთა უმდიდრესი კოლექციის აქ განთავსებით. დ'ორსეს მუზეუმის კოლექციაში შედის ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ფოტოები, ავეჯი. მუზეუმის კოლექცია ძირითადად მოიცავს 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების საუკეთესო ნამუშევრები (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი და სხვ.). მუზეუმის ვებ-გვერდი: www.musee-orsay.fr ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი პომპიდუს ცენტრი აშენდა 1971-1977 წლებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით. ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი ულტრათანამედროვე ნაგებობა სპეციალურად აიგო მუზეუმისათვის (არქიტექტორები: იტალიელი რენცო პიანი და ინგლისელი რიჩარდ როჯერსი). პომპიდუს ცენტრი მდებარეობს პარიზში, ბობურგის მოედანთან. პომპიდუს ცენტრში განთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. პომპიდუს ცენტრში დაცულია ფოვიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები. მათი რაოდენობა 50000-ს (ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ნახაზები და ფოტოები) აღწევს. მუდმივ ექსპოზიციაში გამოფენილია მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარი. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.centrepompidou.fr http://www.georgianmuseums.ge/World/France.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
KAIROS |
Feb 27 2008, 02:04 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კარგი თემებია მარინე, მუზეუმი ხომ შენობა ენციკლოპედიაა და შეხებადი მეხსიერება ისტორიისა!
ციტატა ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. მეტი მაგას რა ვუთხარი მე მოიპარა, მოიტაცა გაატყავეს რომი ნაპოლეონის ჯარებმა, დღესაც დავაა, იმ განძეულის დაბრუნებაზე... მქონდა ბედნიერება და ევროპის თითქმის ყველა თუ არა უმრავლესი დიდი მუზეუმები მაქვს დათვალიერებული, აუცილებლად მოვუყრი თავს და სურათებსაც დავდებ, მანამ კი აი თქვენ ინტერნეტ მისამართები ლუვრი ( საოცრებაა მართლაც) http://www.louvre.fr/llv/commun/home.jsp?bmLocale=en ძალიან კარგი ვებ.გვერდია, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ფოტოალბომი და შეინახოთ ლუვრის უმდიდრესი მუზეუმის საუკეთესო ნამუშევრების სურათები და ისტორია... მოკლედ ნახეთ! მოდი ისევ საფრანგეთში დავრჩები, ლუვრის შემდეგ ვერსალში წავიდეთ http://www.chateauversailles.fr/index.cfm?langue=en ეს არის სასახლეთა აურაცხელი სიმდიდრისა და ბაღ-შადრევანთა ურიცხვო საოცრებების ნაკრები, ნახეთ ეს ვირტუალური ტურია ვერსალში http://www.chateauversailles.fr/en/multime...urs/01160-.html პომპიდუს ცენტრზე და დ'ორსეს მუზეუმზე წერია უკვე... გაგრძელება იქნება: au revoir-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Feb 27 2008, 02:25 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
KAIROS
გმადლობ, კაიროს, ინფორმაციისთვის და წინასწარვე გიხდი დიდ მადლობა იმ მასალებისთვის, რომლებსაც მოგვაწვდი მოხარულნი ვიქნებით, თუკი მუზეუმებთან დაკავშირებულ შენ შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2008, 05:19 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იტალია
უფიცის გალერეა უფიცის გალერეა განთავსებულია ფლორენციის ცენტრში, კანცელარიისთვის აგებულ შენობაში (1560-1580, არქიტექტორი ჯ. ვაზარი და ბ. ბუონტალენტი). გალერეა შეიქმნა 1575 წელს, მედიჩების საგვარეულო კოლექციების ბაზაზე. უფიცის გალერეაში თავმოყრილია XIII-XVIII საუკუნეების იტალიური ფერწერის ნიმუშები (ვენეციის და ფლორენციის სკოლა) – ჯოტოს, ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ჯორჯონეს, ტიციანის, ანტიკური, ფრანგული, გერმანული, ნიდერლანდური, ჰოლანდიური და ფლანდრიული ხელოვნების ნაწარმოებები, ევროპელ მხატვართა ავტოპორტრეტების უმდიდრესი კოლექცია. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.polomuseale.firenze.it/uffizi/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
zviadauri |
Feb 27 2008, 06:10 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
იტალია უფიცის გალერეა უფიცის გალერეა განთავსებულია ფლორენციის ცენტრში, კანცელარიისთვის აგებულ შენობაში (1560-1580, არქიტექტორი ჯ. ვაზარი და ბ. ბუონტალენტი). გალერეა შეიქმნა 1575 წელს, მედიჩების საგვარეულო კოლექციების ბაზაზე. უფიცის გალერეაში თავმოყრილია XIII-XVIII საუკუნეების იტალიური ფერწერის ნიმუშები (ვენეციის და ფლორენციის სკოლა) – ჯოტოს, ბოტიჩელის, მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ჯორჯონეს, ტიციანის, ანტიკური, ფრანგული, გერმანული, ნიდერლანდური, ჰოლანდიური და ფლანდრიული ხელოვნების ნაწარმოებები, ევროპელ მხატვართა ავტოპორტრეტების უმდიდრესი კოლექცია. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.polomuseale.firenze.it/uffizi/ რა დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი და უდიდი სიამოვნებისობებით დავათვალიერებდი ფლორენციას |
KAIROS |
Feb 27 2008, 06:42 PM
პოსტი
#6
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მარინე, მაშინ შენ დადე, რასაც მოიპოვებ და თარგმნი ქართულად, ხოლო მე უფრო როდესაც რომელიმე ქვეყანას დაამთავრებ თუ იქნა დასამატებელი დავამატებ და თან ჩემს ძველ სურათებს დავძებნი...
ზვიადაური, ნამდვილად ღირს, ულამაზესია... აი "გაისეირნე" ფლორენციაში ვირტუალური ტური: http://www.hotelsangiorgioflorence.com/Flo...izi_Gallery.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
likka |
Feb 27 2008, 07:10 PM
პოსტი
#7
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
არასდროს დამავიწყდება 'ვატიკანის მუზეუმი".....
http://en.wikipedia.org/wiki/Vatican_Museum სხვა საიტი არ ვიცი აი, ამ რიგში დგომა კიდე ხო საერთოდ...... -------------------- ეჰ...
|
tamuna m |
Feb 27 2008, 07:43 PM
პოსტი
#8
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მარინე, აქ ნაკლებად ცნობილი მუზეუმების დაწერაც შეგვუიძლია?
თუ მარტო ცნობადებია? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Feb 27 2008, 08:24 PM
პოსტი
#9
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მსოფლიო მუზეუმების საიტები:
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BF%...%B8%D1%80%D0%B0 http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%B5%D0%B5%D0%B2 -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
KAIROS |
Feb 28 2008, 12:18 AM
პოსტი
#11
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აუფ დახურა თამარამ თემა
ციტატა სხვა საიტი არ ვიცი http://mv.vatican.va/2_IT/pages/MV_Home.html ისე კი ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მარინეს აღწერას ვაცლით, თორემ ინტერნეტში ყველაფერის იპოვის კაცი... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
tamara |
Feb 28 2008, 12:19 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ირანის მუზეუმი -
აქემენიდური საგანძური http://www.iranchamber.com/art/articles/ar...achaemenids.php http://www.iranchamber.com/museum/royal_je...an_jewels01.php |
marine |
Feb 28 2008, 12:03 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარინე, აქ ნაკლებად ცნობილი მუზეუმების დაწერაც შეგვუიძლია? თუ მარტო ცნობადებია? ნაკლებად ცნობილებიც იყოს, თამუნა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 28 2008, 12:17 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვატიკანის მუზეუმები
ვატიკანის მუზეუმები წარმოადგენს ევროპული მუზეუმებისა და გალერეების კომპლექსს, რომლებიც შეიქმნა პაპ კლემენტ XIV-ისა და პაპ პიუს VI-ის პატრონაჟით. ამჟამად ვატიკანის მუზეუმების შემადგენლობაში შედის ვატიკანის პინაკოთეკა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სკულპტურის მუზეუმი, პიო-კლემენტინოს მუზეუმი, ჩიარამონტის მუზეუმი, გრეგორიანო ეტრუსკოსა და გრეგორიანო ეგიპჩიოს მუზეუმები. ვატიკანის ხელოვნების მუზეუმი XVI საუკუნეში დააფუძნა პაპმა პიუს II-ემ. მუზეუმში ძირითადად თავმოყრილია XVI_XIX სს-ის იტალიური ფერწერა. პიო-კლემენტინოს მუზეუმში (დაარსა 1771 წელს პაპმა კლემენტ XIV-მ) დაცულია ბერძნული და რომაული სკულპტურების მსოფლიოში საუკეთესო კოლექცია (მათ შორის, აპოლონ ბელვედერელის ქანდაკება და ლაოკოონის ქანდაკება). აგრეთვე მიქელანჯელო ბუონაროტის “სიქსტის კაპელა” და სხვა მრავალი შედევრი. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.christusrex.org/www1/vaticano/0-Musei.html tamara tamuna m KAIROS likka ყველას მადლობას გიხდით და კვლავ ველი მასალებსა და ინტერნეტ მისამართებს. კარგი იქნება თუ თემაში ყველაფერს ერთად მოვუყრით თავს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 5 2008, 04:24 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დრეზდენის სურათების გალერეა
დრეზდენის სურათების გალერეაში დაცულია მსოფლიო ფერწერის ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია. გალერეა დაარსდა 1560 წელს, როგორც საქსონიელი კურფიურსტების სასახლის კოლექცია. 1722 წლიდან იგი გაფართოვდა და სპეციალური შენობის აგების შემდეგ (1847-1856 წწ.,) გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის. 1945 წელს, ინგლისისა და აშშ-ის ავიაციის მიერ დრეზდენის დაბომბვისას, გალერეა დაინგრა და 197 სურათი განადგურდა. II მსოფლიო ომის დასასრულს გადამალული დანარჩენი ტილოები საბჭოთა მეომრებმა აღმოაჩინეს და საბჭოთა კავშირში გადმოაგზავნეს. 1955 წელს ეს სურათები კვლავ გერმანიაში (მაშინდელი - გდრ) დაბრუნდა და 1956 წელს დრეზდენის სურათების გალერეა კვლავ გაიხსნა. ამჟამად დრეზდენის სურათების გალერეის კოლექციის შემადგენლობაში შედის იან ვან ეიკის, რაფაელის (მათ შორის: ცნობილი სიქსტის მადონა), ტიციანის, ჯორჯონეს, ვერონეზეს, კორეჯოს, დიურერის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის, ლუკას კრანახის, პაულ რუბენსის, რემბრანდტის, ვერმეერის, რეისდალის, ველასკესის, ვატოსა და XIX-XX სს-ის სხვა ცნობილ მხატვართა ნაწარმოებები. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.skd-dresden.de http://www.georgianmuseums.ge/World/German.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქევანა |
Mar 5 2008, 06:29 PM
პოსტი
#16
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
საინტერესო ინფოა..
პრადო - ესპანეთის ნაციონალური სიამაყე... აქ, ესპანურის გარდა, დაცულია იტალიური (რენესანსის) და XVIII ს. ფრანგული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები... პრადოსაც საინტერესო ისტორია აქვს, მისი შენობა მეფის სასახლე იყო თუ სწორად მახსოვს... ერმიტაჟის მუზეუმის ბმული http://www.hermitagemuseum.org/html_Ru/index.html ფერწერის მხრივ კი ეს საიტი მიყვარს http://www.wga.hu/ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
marine |
Mar 6 2008, 11:53 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
პრადო - ესპანეთის ნაციონალური სიამაყე... აქ, ესპანურის გარდა, დაცულია იტალიური (რენესანსის) და XVIII ს. ფრანგული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები... პრადოსაც საინტერესო ისტორია აქვს, მისი შენობა მეფის სასახლე იყო თუ სწორად მახსოვს... პრადო პრადოს (ესპ. ‘მინდორი”) გალერეა 1810 წელს შეიქმნა ესპანეთის სამეფო მხატვრული კოლექციების განსათავსებლად და დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა 1819 წელს. მუზეუმში დაცულია XIV-XIX სს.-ის ევროპული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია: 8600-ზე მეტი ფერწერული ტილო (მათ შორისაა ველასკესის, გოიას, ბოსხის, ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, მურილიოს, ბოტიჩელის, კარავაჯოს, დიურერის, რემბრანდტის, და სხვათა ნაწარმოებები), 700-მდე სკულპტურა, 5000-მდე ნახაზები, 2000-მდე ანაბეჭდები, 1000-მდე მედლებისა და მონეტების კოლექცია. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, მუზეუმის თანამშრომლებმა 353 ფერწერული ტილო, 168 ნახაზი და დოფენის განძი გადაიტანეს ვალენსიაში, შემდეგ - ჟირონაში, ბოლოს კი ჟენევაში. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ხელოვნების ნიმუშები საფრანგეთის გავლით ღამის მატარებლით დააბრუნეს მუზეუმში. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.museoprado.mcu.es http://www.georgianmuseums.ge/World/Spain.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Mar 20 2008, 12:16 PM
პოსტი
#18
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ლონდონის ნაციონალური გალერეა
ლონდონის ნაციონალური გალერეის ისტორია, ლუვრის, პრადოსა და უფიცის გალერეების ისტორიაზე ადრე დაიიწყო. იგი, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა, 1824 წლის. ნაციონალური სამხატვრო გალერეის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ ბრიტანეში 1777 წელს ჩაისახა, მაგრამ ეს იდეა, მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა, 1823 წლამდე, როდესაც აუქცუონზე უნდა გატანილიყო ნახატების ფართო კოლეაცია, რუსი მოსახლეობისგან აგროვებული, მდიდარი საქმოსანის ჯონ იულიუს არგენშტეინის მიერ. ინგლისის მთავრობამ გადაწყვიტა ამ კოლექციი შესყიდვა. თავდაპირველად, ნაციონალურ საგანძურს მხოლოდ 38 ტილო წარმოადგენდა. ძირითადად, ესენი იყო მე-16-17 საუკუნის იტალიელი ოსტატების ნამუშევრები, ასევე იყო რამდენიმე სურათი ძველი ბრიტანელი, ჰოლანდიელი, ფლამანდრიელი და ფრანგი მხატვრების. ახალი საზოგადო მუზეუმის გახსნა ოფიციალურად მოხდა 1839 წლის 9 აპრილს, ანგერსტეინის ყოფილ სახლში, პელ მელზე, მაგრამ ზოგი გახსნის თარიღად მიიჩნევს 1824 წლის 10 მაისს, როდესაც მოხდა ანგერსტეინის კოლექციის შესყიდვა. იგი შეადგებოდადა 38 სურათისგან: კლოდ ლორენის 5 პეიზაჟი, სებასტიანე დელ პომბოს "ლაზარეს აღდგინება", ხოგარტის ნახატების სერია "მოდური ქორწინების" თემაზე, ხოგარტი "ადმირალ ხიტფილდის პროტრეტი", ავტორი რეინოლდსი, უილკის "სოფლის დღესასწაული", რუბენსის "ამორძალების მოტაცება", ტიციანის "ვენერა და ადონისე". ერთი წლით ადრე, თვითნასწავლმა მხატვარმა და კოლექციოენარმა ჯორჯ ბომონტმა გამოთქვა სურვილი, რომ სახელწიფოსთვის ეჩუქებინა თავისი პატარა, მაგრამ ძალიან ღირშესანისნავი სურათების კოლექცია: განალეტოს პეიზაჟი, უესტის "ორესტი და პილადი", უილკის "ბრმა მევიოლინე", რუბენსის პეიზაჟი "პეიზაჟი ციხესიმაგრის კედლებით". სულ 54 ნამუშევარი, მხოლოდ ერთი პირობით, თუ ამ საგანძურისთვის მოძიებული იქნებოდა შესაბამისი შენობა. ამავე დროს, ასეთივე წინანდადებით მიმართა კოლექციონერმა უილიამ ხოლველ კარმა ("წმ. გიორგი" ტინტორენტო, "წმ. ოჯახი" ანდრეი დელ სარტო, "მდინარეში მობანავე ქალი" რემბრანტი) . 1831 წელს მუზეუმი შედიოდა 105 ნახატი. არგენშტეინის სახლი ძალზედ პატარა იყო, იმისათვის, რომ ასეთი რაოდენობის ტილოები დაეტია. ამისათვის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური გალერეისთვი აშენებული ახალი შენობა, ტრაფალგარდის მოედანზე. მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი უილიამ უილკინსი. ამ შენობის ფსევდოკლასიკური სტილი ბევრისთვის დაცინვის საბაბი გახდა. მაგალითად, ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ ჯონ სამერსონმა აღნიშნა, რომ " მუზეუმის სუსტ მხარეს წარმოადგენს შეუხედავი ცენრალური გუმბათი, ხოლო ფასადის ვაზები და საათი ბუხრის თაროს მოგვაგონებს." თავდაპირველად გალერეის მართვაში იგრძნობოდა ანარქიული ელემენტები, მაგრამ 1855 წელს დირექტორის პოსტ იკავებსპროფესიონალი ადმინისტრატორი ჩარლზ ისტლეიკი და ყველაფერი რიგიანად წავიდა. იგი ხშირად მიემგზავრებოდა კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში, თავისი გალერეისთვის ნამუშევრების შესაძენად. მისი მეშვეობით მუზეუმის კოლექცია შეივსო ისეთი ნახატებიც, როგორებიცაა "ქრისტეს ნათლიღება" (პიერო დელა ფრანჩესკო) და "სან-რომანის ბრძოლა" (უჩელო). 1910 წელს ჯორჯ სოლტინგმა მუზეუმს გადასცა თავისი კოლექცია. ისტლეიკს არ უყვარდა ჰოლანდიური ფერწერა და ამის გამო მათ შეძენას ერიდებოდა. მაგრამ ნელ-ნელა შემოწირულობებით (1870 წელს ჯონ მეემ) მუზეუმში გაჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰოლანდიური ფერწერისა. ძველი ჰოლანდიელი ოსტატების გვერდით ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნების და ფერწერული სკოლის მხატვრები.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტანდარტების მიხედვით ნაციონალური გალერეის კოლექცია მცირედია (დაახ. 2000 ტილო), მისი ექსპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია. გალერეის ერთ-ერთი დირექტორი ნეილ მაკ გრეგორი სიამაყით წერდა, რომ მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს ეძლევა იმის საშუალება, რომ იმოგზაუროს ევროპის ფერწერის ისტორიის 7 საუკუნეში და თავისი თავლებით იხილოს ყველაზე ცნობილი ოსტატების შემოქმედება. ნაციონალური გალერეის ფასადი ტრაფალგარდის მოედნის თითქმის მთელ ჩრდილოეთ მხარეს იკავებს. პირვანდელი შენობა ძალიან ვიწრო იყო, ამიტომ ძალიან მალე და მკაფიოდ დადაგა ადგილის გაფართოების საკითხი. გალერეა ფართოვდებოდა მუდმივი მიშენების ხარჯზე. 1991 წელს მოხდა შენობის უკანასკნელი რეკონსტრუქცია, როდესაც მიმატებული იქნა, კიდევ ერთი გვერდი. ახლანდელ დროში ამ ადგილას, სადაც მიკროკლიმატია მოწყობილი, ინახება ნაციონალური მუზეუმის დაახ. 1500 ყველაზე ძველი სურათი. მუზეუმის კოლექციაში შედის ისეთი ნახატები, როგორებიცაა: რუბენსის "საღამო", გეინსბოროს "მზის ჩასვლა", "ბაზარზე მიმავალი ეტლი", კონტებლის "პურის ყანა", ვან დეიკის "კარლ1 პორტრეტი ცხენით", ასევე რაფაელოს, ლეონარდოს, მიქელანჯელოს,რემბრანტის (400-მდე), ვან ნგოგის, დეგას, მონეს, მანეს, სეზანი, რენუარის, ვან დეყიკის, ვერმეერის, და სხვა ცნობილი ოსტატების ნამუშევრები. ვან გოგი მიქელანჯეო ხოგარტი რენუარი ტიციანი ვან დეიკი რაფაელო რემბრანტი http://www.nationalgallery.org.uk/default.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Mar 20 2008, 05:30 PM
პოსტი
#19
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
სოლომონ რ. გუგენხეიმის მუზეუმი, ნიუ-იორკში
მილიონერი და მრეწველი სოლომონ რ. გუგენხეიმი 1920 წელს დაინტერესდა თანამედროვე ხელოვბებით.ნელ-ნელა თავის კოლექციას შემატა რამდენიმე ათეული მხატვარ-ავანგარდიოსტების ნამუშევრები. 1937წელს გუგენხეიმის კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ დაარსდა მისი სახელობის ფონდი, თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების საგამოფენო დარბაზის შენობის ასაშენებლად. ორი წლით ადრე აბსტრაქტული ხელოვნების მუზეუმმა კარი გაუღო ფერწერის მოყვარულებს. იგი განთავსებული იყო ხით მოპირკეთებულ, ყოფილ მანქანების სალონში. მაგრამ ნამუშევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად ,იზრდებოდა უფრო შესაფერის შენობაში გადასვის აუცილებლობაც. 1943 წელს გუგენხეიმმა ამერიკელ არქიტექტორს ფრანკ ლოიდ რაუტს შესთავაზა ახალი შენობის პროექტის იდეა. რაიტი, ძალიან სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს და დაახარა ამ პროექტირებას 14 წელი. მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1957 წელს და დამთავრებული იყო 2 წელიწადში. აი როგო აღწერს ამ შენობას ცპირო კოსტო თავის "არქიტექტურის ისტორიაში": "ეს არის რაიტის გედების სიმღერა, თხზულება. რომელიც არქიტექტურის ვიწრო ჩარჩოებს არღვევს,-ენათესავება ქანდაკებას. შენობა წარმოადგენს უწყვეტი სივრცის სპირალს. მას აგვირგვინებს ბრტყელი გუმბათი. კონსტრუქცია მოგვაგონებს მოზრაობაში გაყონულ ტალღას." შიგნიდან მუზეუმი მოგვავგონებს გადმობრუნებულ პირამიდისეულ კოშკს. ინტერიერის სპირალისებრი ფორმები ისეა დაპროექტებული, რომ ლოკოკინის ნიჟარის ასოციაციას ქმნის. იგი მე-20 სდაუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობაა. როდესაც შენობა დასრულდა, 1959 წელს, არც სოლომონ გუგენხეიმი და არც ფრანკ რაიტი ცოცხლები აღარ იყვნენ. მუზეუმის განძი შეესაბამება შენობის არქიტექტურულ სიმდიდრეს. კოლექცია გაყოფილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი წარმოადგენს თვითონ სოლომონ რ. გუგენხეიმის კოლექციას, რომელიც თითქმის მთლიანად აბსტარქტული ხელოვნების ნამუშევრებისგან შედგება. მეორე ნაწილი კი-ჯასტინ კ. ტანხაუერის საჩუქარია . მან 1976 წელს გადასცა მუზეუმს. ძირითადად იმპრესიონისტების შემოქმედებაა წარმოდგენილი. ხოლო, მესამე ნაწილი-გუგენხეიმის კიდევ ერთი კოლექციას წარმოადგენს: ამერიკელი მხატვრებისა და მინიმალისტ-მოქანდაკეების 300-მდე ნამუშევარი. გუგენხეიმის ჯოლექცია, იმდენად ფართოა, რომ ამხელა შენობაშიც კი ვიწროთ არის. ამიტომ გალერეის ექსპოზიცია თითქმის მუდმივად იმყოფება მოძრაობაში და ძნელია მიხვდე და გამოიცნო, ამა თუ იმ დღეს, მუზეუმის დარბაზებში რომელი ნამუშევარი დაგხვდება. გუგენხეიმის მუზეუმს წელიწადში სამი მილიონი დამთვალიერები სტუმრობს. http://www.guggenheim.org/new_york_index.shtml -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Mar 21 2008, 06:32 PM
პოსტი
#20
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ძველი პინაკოტეკა, მიუნხენი ძველი პინაკოტეკა ოფიციალურად გასნილად გფამოცხადდა 1836 წელს. საფუძველი დაუდო ბევარიის ჰერცოგმა ვილგელმ მე-4 (1493-1550). 1528 წელს მან შეუკვეთა 16 სურათი ბიბლიურ და ანტიკური გმირების თემაზე. ამ შეკვეთის შესრულებაში მონაწილეობას იღებდნენ თითქმის ყველა იმმპერიოდისთვის ცნობილი გერმანელი მხატვრები. ამ სერიიდან ყველაზე ღირებულია ალბერხტ ალტორფერის "ესსევის ბრძოლა". ვილგელმის ვაჟმა, ალბრეხტ მე-4, რომელიც ბავარიას მართავდა 1550-1579წწ. გააგრზელა მამის საქმე. სწორედ მის დროს მიუნხენი იქცა კულტურის ძლიერ ცენტრად. ასევე, მან მიიღო, საგვარეულო ციხე-სიმაგრის კარდინალური გადაკეთების გადაწყვეტილება. რეკონსტრუქციის შედეგად, აქ გაჩნდა მთელი კომპლექსი წიგნების, სურათებისა და ანტიკური ქანდაკებების შესანახად. დინასტიის შემდეგი წარმომადგენელი აღმოჩნდა ისეთი ვნებიანი შემგროვებელი, რომ თითქმის მთელი თავისი მემკვიდრეობა ხელოვნების ნიმუშებს დაახარჯა. 1579 წელს მან უარი თქვა ტახტზე, თავისი შვილის მაქსიმლიანის (რომელიც სიკვდილის ბოლომდე მართავდა საჰერცოგოს) სასარგებლოდ. მაქსიმიალიანეც არანაკლებ აფასებდა ხელოვნების ნიმუშებს, განსაკუთრებით კი დიურეის შემოქმედება უყვარდა. ჰერცოგი მუდმივად იძენდა მხატვრის ნახატებს. 1777 წელს საჰერცოგოს მიწები გადავიდა კარლ თეოდორის მფლობელობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1799 წელს, ხელისუფლებში მოვიდა მაქსიმილიან მე-4. ნახატები გროვდებოდა მთელი გერმანიიდან, მაგრამ ნაპოლეონის ომების დროს ბევრი მათგანი საფრნაგეთში აღმოჩნდა. მათი უმეტესობა სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ბედნიერი შემთხვევით მოხდა გამონაკლისი და "ესეევის ბრძოლა" დაბრუნებული იქნა. 1825 წელს მაქსიმილიანი შეცვალა თავისმა შვილმა, ლუდვიგ 1. მის დროს მიუნხენში აშენებული იქნა სკულპტურების შესანახად, ასევე დაიწყო პინაკოტეკის სურათების გალერეის მშენებლობა. ორივე შენობა ააგო ცნობილმა არქიტექტორმა ლეო ფონ კლენცმა (1784-1864). პინოკოტეკის გალერეა ცნობილია თანამედროვე აღორძინების ეპოქი გერმანელი ფერმწერების ნამუშევრებით. იგი გახსნილი იყო თავისუფალი დათვალიერებისთვის. http://commons.wikimedia.org/wiki/Category...Alte_Pinakothek http://www.pinakothek.de/alte-pinakothek/ -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი