IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯვარი, ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო
peritoniti
პოსტი Jan 4 2012, 04:03 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lingvo
პოსტი Jan 4 2012, 05:07 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ჯვრის თაყვანისცემისათვის


დღეს ეკლესიაში იგალობება საგალობელი: ჯვარსა შენსა თაყჟანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. ჯვარი და აღდგომა! ერთი შეხედვით მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს. ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც არ უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა, ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს.

ჯვარი და აღდგომა მართლაც ორი უკიდურესობაა, ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას, უფალმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან დააკავშირა და შეაერთა, ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება. მაგრამ არის ჯვარი ქრისტესი და არის ჯვარი ადამიანისა, არის ჯვარი ხილული და არის ჯვარი უხილავი. საინტერესოა, რა კავშირშია ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვართან.

ყოველ ადამიანს, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა იგი, თავისი ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აძლევს. მაგრამ ჯვარი, რომელიც არაა დაკავშირებული ქრისტეს ჯვართან, ადამიანს ვერ აცხოვნებს. მართალია, ამ ჯვრის ზიდვისას, რომელიც თანდათან მძიმდება და აუტანელი ხდება, ადამიანი ფრიად იტანჯება, წვალობს, განიცდის, მაგრამ ამ დროს იგი უგვირგვინო მოწამეა, რადგან ამ ტანჯვა-წამებისათვის ღვთისგან გვირგვინს ვერ მიიღებს. ამიტომ ჩვენი ჯვარი აუცილებლად ქრისტეს ჯვარს უნდა დავუკავშიროთ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ უფალი ჩვენი: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე (მარკოზი 8,34). როგორც ვხედავთ, უფალი კი არ გვაიძულებს, რომ აუცილებლად შევუდგეთ მას, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევს, როცა ამბობს: რომელსაც ნებავს, ე.ი. სასუფეველი ან ჯოჯოხეთი ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ და ჩვენს ცხონებაში მონაწილეობა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ.

შემდეგ: მოწოდება უფლის: უარყავ თავი შენი, იმ ცოდვების უარყოფას ნიშნავს, რომელიც ადამიანის სულს ზღუდავს და მასში ღვთის ხატს ამცირებს. ვინც ცოდვებს არ შეებრძოლება და არ უარყოფს, ის ვერც იმ ჯვარს აიღებს, რომელიც ქრისტეს ჯვართან იქნება დაკავშირებული.

მაშასადამე, ადამიანის სული რომ გადარჩეს, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მას თვითონ ჰქონდეს სურვილი ამისა ანუ ღვთის შედგომისა, მეორე პირობას საკუთარი თავის უარყოფა ანუ ცოდვების დაძლევა წარმოადგენს, რაც საკუთარ თავში ეგოისტური მისწრაფებების ჩახშობასა და მადლის მოპოვებას გულისხმობს. ერთი დიდი მამა ამბობდა, რომ ადამიანი, რომელიც ქრისტეს თუნდ სულ მცირე მადლს მოიპოვებს, თვითონაც ცხონდება და მის გარშემო მყოფ მრავალ ადამიანსაც აცხოვნებსო. მადლმოსილი კი ისაა, ვისაც შეუძლია დამნაშავეს აპატიოს, დაჩაგრული შეიბრალოს, წაქცეულს ასადგომად ხელი გაუწოდოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის გული ტაძარი სულისა წმიდისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც მადლს ვერ მოიპოვვბს, მას ვერავითარი ლოცვა და მარხვა ვერ უშველის და მის გულში უფალი, რომელიც სიყვარულია, ვერ დამკვიდრდება,

მესამე პირობას სულის გადარჩენისა ჯვრის აღება წარმოადგენს, ოღონდ ეს ჯვარი საკუთარი უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება, რას გვეუბნება უფალი, აღიღენ ჯუარი თჳსი, ე.ი. შენი და არა სხვისი. შეგახსენებთ, რომ ჯვარში ის განსაცდელი იგულისხმება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება. ძალიან ხშირად ჩვენ გვეჩვენება, რომ სხვისი ცხოვრების გზა ნაკლებად ეკლიანია და სხვისი განსაცდელი შედარებით მსუბუქი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ ჩვენგანს იმ ჯვარს აძლევს, რომლის ზიდვაც ჩვენს ძალას არ აღემატება.

თუ ჩვენი ერის წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დღიდან, რაც საქართველოში კვართი უფლისა იქნა მოტანილი და რაც ჩვენმა ხალხმა მოციქულთა ქადაგება მოისმინა და ქრისტეს გზას შეუდგა, უფალმა მას ჯვარი მისცა, რომელსაც დღესაც ეზიდება. თითქოს ეს ჯვარი განსაკუთრებით მძიმე იყო, მაგრამ იგი ერთადერთია, რომელმაც საქართველო გადაარჩინა, კვლავაც გადაარჩენს და აღდგომამდე და ამაღლებამდე მიიყვანს,

ზოგიერთს ეგონა, რომ საქართველოს გზა გოლგოთით დამთავრდებოდა, მაგრამ შეცდა. ღვთის მადლით, გოლგოთის გზის დასრულების შემდეგ მას აღდგომა და სულიერი ამაღლება ელოდება.

ჯვრის თაყვანისცემის დღეს განსაკუთრებით უნდა ვსთხოვოთ ჯფალს, რომ ჯვრის ზიდვაში შეგვეწიოს, რათა შუა გზაში არ დავრჩეთ, იგი ბოლომდე მივიტანოთ და აღდგომისა და ამაღლების ღირსნი გავხდეთ.

დღეს წაკითხულ სამოციქულოში, სახელდობრ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-4 თავში პავლე მოციქული ყოველ ქრისტიანს მოუწოდებს: მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისათა, რათა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოვოთ მადლი ჟამსა შეწყნარებისასა. რა შესანიშნავი სიტყვებია. მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისათა, მაშასადამე, რწმენას გულში ფარულად კი არ უნდა ატარებდე, არამედ განცხადებულად, რათა ყველამ დაინახოს, რომ ქრისტიანი ხარ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ მადლსა ღვთისასა.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

16 სექტემბერი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/skhva/jvari.htm


რატომ ვცემთ თაყვანს ჯვარს?

http://www.orthodoxy.ge/apologetika/sadzie...sadziebeli7.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
peritoniti   ჯვარი   Jan 4 2012, 04:03 PM
ikanosi   რატომ ვიწერთ პირჯვ...   Jan 4 2012, 04:31 PM
lingvo   [b]უწმიდესი და უნეტა...   Jan 4 2012, 05:07 PM
A.V.M   რატომ იგდებ თავს ც...   Jan 4 2012, 09:11 PM
terra   ან ვის რა უფლება ქ...   Jan 4 2012, 09:11 PM
peritoniti   და რატო იმაზე არაფ...   Jan 4 2012, 09:36 PM
ikanosi   peritoniti პოსტები(თავის...   Jan 4 2012, 09:39 PM
peritoniti   ikanosi კი. როგორც ჩანს ...   Jan 4 2012, 09:58 PM
A.V.M   ჯვრის გლეხური და ბ...   Jan 4 2012, 10:38 PM
peritoniti   დავიწყებ ორი კითხ...   Jan 4 2012, 10:57 PM
A.V.M   შენი ბოლო პოსტი სა...   Jan 4 2012, 11:11 PM
toka@   A.V.M კი როდესაც მტერმ...   Jan 4 2012, 11:11 PM
peritoniti   A.V.M კი როდესაც მტერ...   Jan 4 2012, 11:14 PM
toka@   peritoniti თავიდანვე ეგრ...   Jan 4 2012, 11:16 PM
A.V.M   მზის სიმბოლიკაზე ...   Jan 4 2012, 11:20 PM
peritoniti   A.V.M აბა გისმენ, გავა...   Jan 4 2012, 11:29 PM
A.V.M   სიამოვნებით.სასია...   Jan 4 2012, 11:45 PM
peritoniti   A.V.M კარგი, დიდი მადლ...   Jan 5 2012, 01:02 PM
A.V.M   ერთ რამეზე შევთან...   Jan 5 2012, 03:21 PM
peritoniti   ძალიან კარგი და სა...   Jan 5 2012, 03:29 PM
A.V.M   თავად იუდათი შეიძ...   Jan 5 2012, 04:05 PM
A.V.M   თუ დაგაინტერესებს ...   Jan 5 2012, 04:37 PM
peritoniti   მე ასე წამიკითხავ...   Sep 20 2012, 01:56 PM
აკაკი   peritoniti არა, ეს სინანულ...   Sep 20 2012, 10:08 PM
peritoniti   აკაკი მესმის რასაც...   Sep 21 2012, 10:16 AM
აკაკი   peritoniti არა მეგობარო, ...   Sep 21 2012, 01:49 PM
peritoniti   ხშირად არის ცხოვრე...   Sep 21 2012, 04:39 PM
აკაკი   peritoniti ჰო, საქმე იმაშ...   Sep 21 2012, 09:19 PM
A.V.M   სტატია ,,მეზობელ'...   Jun 7 2013, 10:25 PM
shako1993   ერთი კითხვა მაქვს ...   Dec 9 2013, 05:12 PM
qetevano   shako1993 უყურადღებობას   Dec 9 2013, 05:17 PM
G_saxva   shako1993 უყურადღებობა...   Dec 9 2013, 07:25 PM
marine   "ვისაც სურს გაეკრ...   Feb 20 2014, 01:05 PM
marine   "ჯვრისა და სანთლი...   Jan 15 2016, 12:56 PM
marine   "როგორც ჯვრის ოთხ...   Jan 15 2016, 07:07 PM
marine   "[ჯვარმა სახლის შ...   Jan 27 2016, 01:07 PM
marine   "როგორი მძიმე ჯვა...   Feb 29 2016, 08:19 PM
marine   "ჯვარი ისეა გადაჯ...   Feb 29 2016, 08:41 PM
marine   "დაე, ღვთისმეტყვე...   Mar 1 2016, 11:24 AM
marine   "ბედნიერია ადამი...   Apr 30 2016, 01:47 PM
marine   "ჯვარი ზეაღმატებ...   May 4 2016, 11:09 PM
marine   "ჯვარი სულიერი მა...   Jun 6 2016, 10:27 AM
marine   "აუცილებელი სამღ...   Jun 7 2016, 01:59 PM
marine   "საკურთხევლისწი...   Jul 26 2016, 05:26 PM
marine   "ძელის ანუ ჯვრის ...   Aug 22 2016, 10:14 AM
marine   "ერთ ახალგაზრდა კ...   Sep 20 2016, 11:24 AM
marine   "ჯვრის სკოლა - საუ...   Sep 23 2016, 11:56 AM
marine   "ხმალი ვადაჯვრია...   Oct 1 2016, 11:41 AM
marine   "დღის ყოველ საათს...   Feb 7 2017, 08:46 PM
marine   "იცი, რა არის კვირ...   Mar 14 2017, 11:53 AM
marine   მამა სერაფიმე [რომ...   Mar 28 2017, 10:23 PM
marine   "ხშირი შემთხვევა...   Apr 18 2017, 04:31 PM
marine   "ჯვრის სიმძიმე უფ...   Apr 21 2017, 10:37 AM
marine   "მთავარეპისკოპო...   Apr 28 2017, 11:37 AM
marine   "წმინდა ნექტარიო...   May 15 2017, 12:09 PM
marine   "ერთხელ სამი გოგო...   May 15 2017, 09:56 PM
marine   "თუ ჯვრის საიდუმლ...   May 16 2017, 11:12 AM
marine   "ადამიანს ჯვარი ი...   May 25 2017, 02:25 PM
marine   "ჯვარს ატარებდე მ...   May 28 2017, 01:33 PM
marine   "იტვირთო და ატარო...   May 30 2017, 02:45 PM
marine   "იმის გამოცდილებ...   Jun 10 2017, 07:50 PM
marine   "ყველაზე საშინელ...   Jun 23 2017, 11:54 AM
marine   "ჯვარი ოდითგან მა...   Aug 14 2017, 10:20 PM
marine   "ჯვარი პირობაა ქრ...   Sep 12 2017, 01:14 PM
marine   „ყოველ კაცს თავისი...   Sep 24 2017, 09:57 PM
marine   "თუ მოჩუქურთმებუ...   Dec 13 2017, 07:53 PM
marine   "ჯვარი დაუძლეველ...   Jan 24 2018, 10:37 AM
marine   "მეცნიერების თქმ...   Feb 1 2018, 03:12 PM
marine   "საზიარებელი ბარ...   Mar 13 2018, 08:11 PM
marine   "პირჯვარი აუცილე...   May 17 2018, 06:45 PM
marine   "ჯვარი, რომლისთვი...   Jun 13 2018, 03:13 PM
marine   "უფლის ჯვარცმის შ...   Jun 17 2018, 08:55 PM
marine   "თუ წინააღმდეგობ...   Jul 3 2018, 03:35 PM
marine   "ქვეშის ციხე XIII-XIV ს...   Sep 18 2018, 06:04 PM
marine   "რუსმა მეცნიერებ...   Oct 16 2018, 05:50 PM
marine   "მოხუცს [ათონელ მ...   Mar 1 2019, 07:52 PM
marine   "მორჩილად იტვირთ...   Mar 28 2019, 09:00 PM
marine   "ყოველი ადამიანი...   Mar 30 2019, 07:19 PM
marine   "სადაც ჯვარია, იქ ...   Apr 3 2019, 06:12 PM
marine   "ყოველი ადამიანი ...   Apr 15 2019, 08:46 PM
marine   "კითხვა: შეიძლება...   Aug 8 2019, 09:58 PM
marine   "კითხვა: როცა ადა...   Aug 11 2019, 07:54 PM
marine   "კითხვა: ბანაობის...   Aug 14 2019, 11:13 AM
marine   "კითხვა: ისე მოხდ...   Aug 14 2019, 11:24 AM
marine   "ადამიანთა ჯვრებ...   Sep 2 2019, 06:27 PM
marine   "ქრისტემ ჯვარზე ს...   Oct 1 2019, 04:36 PM
marine   "ჯვარი განიოტებს ...   Oct 8 2019, 05:43 PM
marine   "მუსულმანურ სამყ...   Oct 15 2019, 04:17 PM
marine   "ჩვენ უნდა გვახსო...   Nov 12 2019, 04:14 PM
marine   "ყველაზე ბედნიერ...   Jan 3 2020, 06:15 PM
marine   "გაღვიძებისთანა...   Feb 3 2020, 03:42 PM
marine   "ძილის წინ პირჯვა...   Feb 4 2020, 08:19 PM
marine   "არაფერი ისე არ ა...   Mar 28 2020, 08:29 PM
marine   "როცა მღვდელი წარ...   May 7 2020, 03:15 PM
marine   "ქრისტეს მოყვარე ...   May 19 2020, 07:05 PM
marine   "ჯვრის გარეშე ვერ...   May 19 2020, 08:15 PM
marine   "ჯვარი ყოველივე ბ...   May 19 2020, 09:16 PM
marine   "ვაღიარებ ჯვარს, ...   May 19 2020, 09:45 PM
marine   "ძალიან მნიშვნელ...   Jun 21 2020, 07:39 PM
marine   "სანოვაგეს აუცილ...   Jun 23 2020, 10:39 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 01:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი