IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი", წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
marine
პოსტი Feb 4 2008, 05:46 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,268
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი

IPB-ს სურათი

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.

ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული.

ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.

მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.

ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.

სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.

სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა.

ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია.

დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა.

დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.

ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.

მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.

წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა.

შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა.

ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.

წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.

სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული.

შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   "მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი"   Feb 4 2008, 05:46 PM
marine   "ილია ჭავჭავაძის ...   Oct 30 2017, 03:47 PM
marine   "წმინდა ილია მართ...   Nov 7 2017, 10:40 PM
marine   2017 წლის 7 ნოემბერს ს...   Nov 8 2017, 01:47 PM
marine   "ილია ჩამოდის იდე...   Nov 13 2017, 08:55 PM
marine   "ილია ჭავჭავაძე დ...   Nov 23 2017, 10:55 PM
marine   "ილია ჭავჭავაძემ ...   Nov 29 2017, 10:33 AM
marine   "პროფესორი ვახტა...   Dec 8 2017, 02:07 PM
marine   "7 ნოემბერს საქარ...   Dec 27 2017, 01:30 PM
marine   "ილია მართალმა თა...   Jan 5 2018, 11:35 AM
marine   ილიას... კვლავაც გვ...   Jan 9 2018, 05:26 PM
marine   https://c.radikal.ru/c05/1801/3c/51880ffdb669.jpg ...   Jan 15 2018, 07:11 PM
marine   "XIX საუკუნის მესამ...   Jan 16 2018, 07:32 PM
marine   "წლებმა გამოცადა ...   Feb 8 2018, 08:27 PM
marine   "მამაჩემი ლეონიდ...   Jun 25 2018, 08:54 PM
marine   "წმინდა ილია მართ...   Jul 6 2018, 05:06 PM
marine   "მარიამი (35 წლის): - ...   Jul 6 2018, 05:19 PM
marine   "ბერის საყდარს მჭ...   Jul 13 2018, 09:34 PM
marine   ---- "წმინდა ილია მა...   Aug 14 2018, 08:39 PM
marine   "სრულიად საქართვ...   Sep 6 2018, 09:14 PM
marine   "წმინდა ილია მართ...   Sep 29 2018, 08:18 PM
marine   "ილიას მეუღლე, რო...   Nov 20 2018, 03:58 PM
marine   ------------------------------------- "ტ...   Aug 5 2019, 08:30 PM
marine   "დიდი ილია ჭავჭავ...   Sep 17 2019, 09:10 PM
marine   :) ვფიქრობ, კორონავი...   Mar 27 2020, 07:50 PM
marine   "ღვთის რჩეული ადა...   Nov 27 2020, 08:25 PM
marine   "ილიას მკვლელებს ...   Jun 7 2021, 08:15 PM
marine   "ილიას სოფელი მუდ...   Jun 13 2021, 08:33 PM
marine   "ილია მწყურვალ ირ...   Jun 17 2021, 09:08 PM
marine   "ილიამ იცოდა, რომ ...   Jun 20 2021, 02:16 PM
marine   "ჭეშმარიტი ლიბერ...   Aug 26 2021, 09:18 PM
marine   "უცნაური ნაცნობი...   Sep 4 2021, 01:36 PM
marine   "მისი სახით ჩვენს...   Dec 16 2021, 09:28 PM
marine   "აღსანიშნავია, რო...   Feb 2 2022, 10:04 PM
marine   "ბოლოს და ბოლოს გ...   Feb 7 2022, 03:55 PM
marine   "ილია ჭავჭავაძე დ...   Feb 8 2022, 08:14 PM
marine   "სალიტერატურო ენ...   Mar 28 2022, 08:29 PM
marine   "გიორგი (გოგი) ხიმ...   Jun 11 2022, 07:26 PM
marine   "გეშა ქიქოძის ოჯა...   Jul 6 2022, 12:19 PM
marine   "არ შეიძლება დაკა...   Feb 17 2023, 09:06 PM
marine   "ილიას მკვლელობი...   Apr 3 2023, 09:56 PM
marine   "შემთხვევით არ და...   May 17 2023, 04:48 PM
marine   "ილია ჭავჭავაძე რ...   May 20 2023, 07:52 PM
marine   "1924 წელს ბეთანიის ...   Sep 3 2023, 08:28 PM
marine   ილია მართალი "ერ...   Apr 6 2024, 08:10 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 12:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი