გაცხადებული წინასწარმეტყველება, არის თუ არა დილემა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გაცხადებული წინასწარმეტყველება, არის თუ არა დილემა? |
Otherguy |
Dec 15 2009, 01:23 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენი აზრი ზოგადად წინასწარმეტყველებაზე და რამდენად ვდგებით დილემაში წინასწარმეტყველების მოსმენის მომენტში... და ამასთან ერთად არის თუ არა გაცხადებული წინასწარმეტყველება თავისუფალი ნების დაჩაგვრა?
ავიღოთ მარტივი შემთხვევა, ვთქვათ გამომეცხადა ღმერთი, ან ადამიანი წინასწარმეტყველი და მითხრა: "ხვალ შენ მანქანა დაარტყავს და მოკვდები..." მე ვთქვათ და არ მინდა სიკვდილი და ხვალ საერთოდ არ გავედი სახლიდან(იმედია მანქანა კორპუსის IV სართულზე არ შემოფრინდება)... ჰოდა რა გამოდის? მე არც მანქანა დამეჯახა და არც მოვკვდი... ესეგი წინასწარმეტყველება იყო ყალბი? თუ ღმერთმა ძალით გამიყვანა გარეთ მაშინ რა გამოდის? თავისუფალ ნებას შეეხო იმისთვის რომ წინასწარმეტყველება ასრულებულიყო? ეხლა ვთქვათ ავიღოთ ბიბლიიდან ეპიზოდი, იესო ეუბნება პეტრეს: "მამლის ყივილამდე სამჯერ უარყმყოფ მე!" პეტრემ იცის უკვე ეს, ეხლა მის მოტივაციებს გადავხედოთ: 1. თუ პეტრე გააზრებულად შეეცდება რომ არ უარყოს იესო - გამოდის იგი ცდილობს შეეწინააღმდეგოს იესოს წინასწარმეტყველებას, ჰოდა თუ მას ეს გამოუვიდა - იესო წინასწარმეტყველი აღარ ყოფილა... 2. თუ პეტრე მაინც შეეცდება და ვერ მოახერხებს(ძალით ათქმევინებს იესო) - თავისუფალი ნება წაურთმევია... 3. არის მესამე შემთხვევა, პეტრე დაიკიდებს და იტყვის- რაც მოსახდენია მოხდესო(ვაიდა გამომივიდეს და არ გავცე და იესო უხერხულობაში როგორ ჩავაგდოო? ), მაგრამ ამ შემთხვევას არ ვინხილავთ... რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? პატივისცემით, ლაშა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
marine |
Jan 29 2016, 01:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,854 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ". ეს ნიშნავს, რომ ყველა წინასწარმეტყველი სულიწმინდის განცხადებით, მისი მეშვეობით წინასწარმეტყველებდა, ყველა საწინასწარმეტყველო წიგნი სულიწმინდის მიერ ითქმებოდა რომელიმე წინასწარმეტყველის მეშვეობით, ამიტომ წინასწარმეტყველნი ღვთის კალმად იწოდებიან, ხოლო თავად ამ წიგნებს ღვთივსულიერ წიგნებს უწოდებენ".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 07:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი