IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის ჯოჯოხეთი
marine
პოსტი Sep 18 2018, 10:22 AM
პოსტი #321


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არსებობს ჯოჯოხეთი

"რომაელ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, სეგიური, ერთ ფრიად საინტერესო ამბავს ჰყვება: "ეს მოხდა რუსეთში 1812 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე. პაპაჩემი, გრაფი როსტოპჩინი, მოსკოვის სამხედრო გუბერნატორი, მეგობრობდა გრაფ ორლოვთან, რომელიც რამდენადაც უღმერთო გახლდათ, იმდენად ომახიანი იყო. ერთხელ, სადილობისას, უხვად გაშლილ სუფრაზე გრაფმა ორლოვმა და მისმა მეგობარმა გენერალმა ვ-მ (რომელიც ორლოვივით ვოლტერიანელი იყო), რელიგიაზე დაიწყეს ხუმრობა. განსაკუთრებით ჯოჯოხეთის არსებობაზე იცინოდნენ.

- მაშინ რა ვქნათ, თუ შემთხვევით იქით მხარეს აღმოვჩნდებით? - იკითხა ორლოვმა.

- მშვენიერია! - გამოეპასუხა გენერალი, - ჩვენ შორის ვინც პორველი წავა იმ ქვეყანაში, დაე, დაბრუნდეს და მეორეს შეატყობინოს.

- დიდებული აზრია! - წამოიძახა ორლოვმა და ორივემ ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა მისცა, პირობა არ დაევიწყებინა.

რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთის არმია სამხედრო კამპანიაში გაემართა და გენერალმა ვ-მ მასში მაღალი თანამდებობა მიიღო.

გავიდა ორი-სამი კვირა, რაც მან მოსკოვი დატოვა. ერთხელ, უთენია, როცა პაპაჩემი ჯერ კიდევ კოხტავდებოდა, მისი ოთახის კარი შემოგლიჯა თმააწეწილმა, სახეჩატეტკილმა ხალათწამოსხმულმა გრაფმა ორლოვმა.

- ორლოვ, შენა ხარ? - წამოიძახა როსტოპჩინმა, - ამ დროს ასეთი სამოსით აქ რამ მოგიყვანა, რა მოხდა?

- მგონი, ვგიჟდები, - უპასუხა ორლოვმა, - მე სულ ახლახან ვნახე გენერალი ვ.

- უკვე დაბრუნდა?

- ეჰ, არა! - აღმოხდა ორლოვს, დივანზე დაეცა და თავზე ხელები იტაცა, - არა, ის არ დაბრუნებულა, სწორედ ესაა უბედურება!

პაპაჩემმა დაბნეულად შეხედა.

- ცოტა ხნის წინ მე და ვ-მ ერთმანეთს შევფიცეთ, ჩვენგან ვინც პირველი მოკვდებოდა, უნდა მოსულიყო და მეორისთვის მოეყოლა იმ ქვეყანაზე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მშვიდად ვიწექი საწოლში და ვ. არც მახსოვდა. უეცრად ფარდა გაიწია და ორიოდ მეტრში გულხელდაკრეფილი ფერმკრთალი ვ. დავინახე. მითხრა: - ჯოჯოხეთი არსებობს, მე იქა ვარო და გაქრა. მე მაშინვე შენთან წამოვედი, თავბრუ მეხვევა. ცუდად ვარ, ძალიან ცუდად.

პაპამ შეძლებისდაგვარად დაამშვიდა და ეტლით შინ წაიყვანა. ათი თუ თორმეტი დღის მერე არმიიდან კურიერმა გენერალ ვ-ს სიკვდილის ამბავი მოიტანა. სწორედ იმ დილით და იმ დროს, როცა ორლოვს მოსკოვში გამოეცხადა და ესაუბრა, გენერალი მოწინააღმდეგის პოზიციის დასათვალიერებლად გამოვიდა. თოფი ესროლეს. ტყვია მკერდში მოხვდა და მაშინვე მოკვდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2018, 09:19 PM
პოსტი #322


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხმა სიცოცხლის ბოლომდე ისეთი ძლიერი შემორჩა, რომ ჯოჯოხეთს შეაძრწუნებდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2019, 04:19 PM
პოსტი #323


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯოჯოხეთში თუ მოხვდი, ესე იგი, სამართლიანად მოხვდი და თუ ზეცაში მოხვდი, ესე იგი, მოწყალება გადმოვიდა შენზე".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2019, 06:44 PM
პოსტი #324


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ფილოსოფოსი ამბობს: დედამიწაზე არის ჯვარი, ზეცაში - მოწყალება, ჯოჯოხეთში - სამართლიანობა"

"ჯვარი სწერია ყველას, მაგრამ ვინც ჯოჯოხეთში ხვდება, ეს მისი არჩევანია, მისი არასწორი ცხოვრების გაგრძელებაა და არა ღმერთის სასჯელი".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2019, 08:51 PM
პოსტი #325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის, რაც ღმერთის გარეთაა, არის ჯოჯოხეთის მსგავსი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2019, 02:34 PM
პოსტი #326


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - წმიდა მამაო, მომავალ ცხოვრებაში ისინი, ვინც ჯოჯოხეთში მოხვდებიან, შეძლებენ იმათ დანახვას, ვინც სამოთხეში იქნება დამკვიდრებული?

- წარმოიდგინე, რომ ღამით ოთახში ანთია ცეცხლი. ისინი, ვინც ქუჩაში დგანან, ხედავენ ამ განათებულ ოთახში მყოფ ადამიანებს, ასევე დაინახავენ ჯოჯოხეთში მყოფნი - სამოთხის მკვიდრებს. ეს კი მათთვის უარესი სატანჯველი იქნება. და, აბა, კიდევ ერთხელ წარმოიდგინე: ისინი, ვინც განათებულ ოთახში იმყოფებიან, ხომ ვერ ხედავენ ქუჩაში მდგომ ადამიანებს?

სამოთხეში მყოფნი ჯოჯოხეთის მკვიდრ ცოდვილებს რომ ხედავდნენ, ეს ხომ გულს ატკენდა მათ, გულს მოუკლავდათ მათი მწარე ხვედრი და სამოთხით ჯეროვნად ვეღარ დატკბებოდნენ. სამოთხეში კი "არა არს სულთქმა"... ისინი, ვინც სამოთხეში მოხვდებიან, არა მხოლოდ ვერ დაინახავენ ჯოჯოხეთის მკვიდრთ, აღარც კი ემახსოვრებათ, თუ ჰყავდათ საერთოდ დედა, მამა, შვილი და ძმა, თუკი ისინიც სამოთხეში, მათთან ერთად არ იქნებიან".

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2020, 09:02 PM
პოსტი #327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეშმაკის კლანჭებს გამოგტაცე და საკუთარი სისხლის ფასად ჯოჯოხეთის ცეცხლი აგარიდე, მომყევი!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2020, 03:18 PM
პოსტი #328


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე ადამის ვალი იმით გავისტუმრე, რომ ჯვარცმული ვიყავ და ჯოჯოხეთი მოვიარე. ჯოჯოხეთო, შავეთო და სიკვდილო გიბრძანებ, გაათავისუფლო ადამიდან გამოსული სამშვინველები, რომლებიც დატყვებებული გყავს"

/წმ. მაკარი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2020, 08:12 PM
პოსტი #329


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯოჯოხეთი - ეს მეორე სიკვდილია, სადაც არ არის აღდგომა. პირველი, ხორციელი სიკვდილი და საფლავში ლპობა ამასთან შედარებით მშვიდ ძილად გამოიყურება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2020, 07:33 PM
პოსტი #330


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე მცირე ტანჯვაც კი ჯოჯოხეთში უფრო მძიმეა, ვიდრე ყველაზე მძვინვარე დედამიწაზე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 02:38 PM
პოსტი #331


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანე ოქროპირი ხანდახან მეტისმეტად მკაცრად მსჯელობს ჯოჯოხეთზე, შემაძრწუნებელ სურათებს ხატავს, ბოლოს კი ამბობს, ყველაზე დიდი სატანჯველი ის არის, ღმერთთან რომ არ იქნებიო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2020, 10:04 PM
პოსტი #332


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქვენ არც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა არის ჯოჯოხეთის სიმყრალე და განმსჯელი სატანჯველი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 01:34 PM
პოსტი #333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი აღთქმის პერიოდში ორი კატეგორიის ადამიანთა სულები მყოფობდა ჯოჯოხეთში: ერთნი უწყოდნენ, რომ აღარაფერი ეშველებოდათ, მეორენი - ელოდნენ მხსნელს, მაცხოვარს, რომელიც მათ გადააარჩენდა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2020, 03:36 PM
პოსტი #334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიწიერი სიამოვნების გამო ღმერთის უარყოფა-უკვე ჯოჯოხეთია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2021, 08:15 PM
პოსტი #335


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯოჯოხეთი წარმოდგენილია ხან მარადიული წყვდიადისა და ღამის, ხან კი ჩაუქრობელი ცეცხლის ადგილად".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2021, 08:27 PM
პოსტი #336


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გეენა (გეენია) - იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველი. ძველად აქ იყო წარმართული ღვთაება - მოლოხის - კულტი, რომელსაც ჩვილებს სწირავდნენ. შემდეგ ეს ადგილი (წინასწარმეტყველ ოსიას დროს) ნაგავსაყრელად იქცა, სადაც სულ მუდამ ენთო ცეცხლი და იყო საშინელი სიმყრალის სუნი და ამიტომ იქცა ჯოჯოხეთის სიმბოლოდ (მარადიული სატანჯველი)".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2021, 08:46 PM
პოსტი #337


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საცოდავები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ღმერთი არ იციან. ისინი ვერ ხედავენ საუკუნო ნათელს და სიკვდილის შემდეგ საუკუნო წყვდიადში მიდიან. ჩვენ ეს ვიცით, რადგან სული წმიდა უცხადებს წმინდანებს ეკლესიაში, რა არის ცაში და რა არის ჯოჯოხეთში".

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2021, 09:40 PM
პოსტი #338


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას". სიტყვა გეენია აღნიშნავს "ჯოჯოხეთის ცეცხლს". ასე იწოდებოდა თავდაპირველად ჰინომის ძეთა ღელე, მდებარე იერუსალიმის სამხრეთ ზღუდეების ქვეშ. იქ ცოცხლად წვავდნენ, მეფე იოსიას ზეობამდე, კერპ მოლოქისადმი შეწირულ ბავშვებს. განწირულ ყრმათა კივილმა და საძაგელმა კერპთაყვანისმცემლობამ ეს ღელე გეენიის - ჯოჯოხეთის ცეცხლის სიმბოლოდ აქცია (IV მეფ. 23.10). ასეთი შეხედულება ამ ადგილზე იმითაც განმტკიცდა, რომ იქ შემდგომში გამუდმებით იწვოდა ხოლმე ტაძარში შეწირული მსხვერპლის ნარჩენები (შიგნეულობა და სხვა) ცეცხლში, რომელიც არასდროს არ ქრებოდა".

/მღდელი გრიგოლ დიაჩენკო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2021, 08:22 PM
პოსტი #339


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარი ისააკ ასური ამბობს, რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა არის ადამიანის განცდები იმასთან დაკავშირებით, რაც სიცოცხელში არ გააკეთა"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2021, 04:56 PM
პოსტი #340


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთელი მსოფლიოს მწუხარება, ავადმყოფობა და უბედურება ერთ სულში რომ მოვათავსოთ და ავწონოთ, ჯოჯოხეთის სატანჯველი მაინც შეუდარებლად მძიმე და საშინელი იქნება, რადგან ცეცხლოვანი გეჰენიის თვით სატანასაც ეშინია"

/ღირსი ანტონ ოპტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 11:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი